მარსის შეერთება პლუტონთან

Admin
ასტროლოგია
0
0

მარსის შეერთება პლუტონთან არქეტიპი: კოსმიური მეომარი ამ ადამიანს ნების უმაღლესი გაგება აქვს.გაა...

მარსის შეერთება პლუტონთან

არქეტიპი: კოსმიური მეომარი

ამ ადამიანს ნების უმაღლესი გაგება აქვს.გააჩნია უდიდესი ნებისყოფა,ამტანობა,ბრძოლისუნარიანობა,უდიდესი სექსუალური ენერგია,მტკიცე ნება.კარგად აანალიზებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.კარგი სტრატეგიული გონება აქვს,რითიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებს და თუ დამარცხდა,ამას მისი მოწინააღმდეგე ბოლომდე ვერ ხვდება და გაურკვევლობაში ტოვებს.
აგრეთვე როდესაც ბრძოლას იწყებს,უკან დასახევ გზას არასდროს იტოვებს.
აქვს მიდრეკილება ფარული მოქმედებისკენ.აკვიატება აქვს თავისი გეგმების საიდუმლოდ შენახვის,რაც ხშირად გაუგებრობებს ქმნის გარშემომყოფთათვის.

მისი მოქმედებები ინტუიციას და ინსტიქტებს ეყრდნობა,რაც ხშირ შემთხვევაში გამარჯვებაში ეხმარება,ხოლო თუ დამარცხდა იგი ამ დამარცხებას როგორც გაკვეთილს ისე იღებს.ტკივილი მისთვის ჩვეული გრძნობაა და ზრდასრულ ასაკში ხშირად საკუთარ "მეგობრადაც" კი აქცევს.

 ეს ასპექტი საკმაოდ ძლიერია.ასეთი ადამიანები ყოველთვის ბრძოლის ველში არიან,ოღონდ რისთვის და რატომ იბრძვიან ამას უშუალოდ ის ნიშანი და სახლი გვიჩვენებს,სადაც ეს შეერთებაა.მაგალითად სასწორში თუ არის შეერთება,ეს ადამიანები სამართლიანობისთვის და მშვიდობისთვის იბრძვიან,ხოლო თუ მორიელშია მაშინ ძალაუფლებისთვის და ა.შ.

 ბავშვობაში ადრეული ასაკიდანვე მათი თანატოლებისგან განსხვავებით,მათ უჩნდებათ ინტერესი სექსუალური საკითხების მიმართ.აქვთ მაღალი ლიბიდო.

ამ ადამიანებს საოცარი უნარი აქვთ რეგენერაციის,ენერგიის ტრანსფორმირების.მათი უდრეკი ნების და ძლიერი ამტანობის გამო ცხოვრებაში მრავალჯერ უწევთ სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა.ისინი საკუთარ თავს მუდმივად წვრთნიან.სულიერი განვითარების შემთხვევაში,დიდებული სულიერი მეომრები ხდებიან,რომლებიც სხვებს სულიერ ტრანსფორმაციასა და კრიზისების დაძლევაში ეხმარებიან.ნეგატიური განვითარებისას კი საკუთარ ძალებს ბოროტად იყენებენ.

 დამახასიათებელია ამ ადამიანთათვის უკიდურესობები.ნახევრად არასდროს იბრძვიან.თუ რაღაცის კეთებას იწყებენ,მთელს სულსა და გულს ამ საქმეში აქსოვენ და მთელი ვნებით აკეთებენ ამ საქმეს.

 აქვთ ყოველთვის გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული სწრაფვა ძალაუფლებისკენ და დომინირებისკენ.არიან დაჟინებულნი.ისინი გამარჯვებას სტრატეგიულად უფრო აღწევენ,ვიდრე ყვირილით.

სასტიკად არ უყვართ მითითებები.არ აღიარებენ ავტორიტეტებს.

 გააჩნიათ მბრძანებლური და მომაჯადოებელი აურა.

ქალების რუკაში შესაძლოა გაუპატიურების საფრთხეზე მიანიშნებდეს,ამიტომაც ფრთხილად იყავით ტრანზიტების დროს.ოღონდ რათქმაუნდა მხოლოდ ერთი მაჩვენებელი ამას არ განსაზღვრავს.

ადრეულ ასაკში შესაძლოა გარშემომყოფები მის ძალებს სათანადოდ არ აფასებდნენ და მუდმივად შარს ეყრებოდნენ,ან ბუნტისთავები ყოფილიყვნენ.ეს ყველაფერი კი პლუტონის გამოცდებს ჰგავს.დროთა განმავლობაში აცნობიერებენ ეს ადამიანები საკუთარ ძალას და ენერგიას.შესაბამისად შემდგომ ამ ენერგიის კონსტრუქციულად გამოყენებას სწავლობენ და მათ ცხოვრებაშიც უკვე ქრება დაბალი განვითარების ადამიანების მოზიდვა.ასევე საამისოდ უნდა გააცნობიეროს ისიც,რომ ძალმომრეობა პრივილეგია არ არის.

დადებითი მხარეები: უდიდესი ნებისყოფა,უდრეკი ნება,ამტანობა,სტრატეგიულობა,მაღალი ლიბიდო,უდიდესი სექსუალური ენერგია,ტრანსფორმაციის და რეგენერაციის ძლიერი უნარი,ბრძოლისუნარიანობა,საკუთარი თავის კონტროლი,ძალაუფლებისკენ სწრაფვა (ოღონდ მათი განვითარების დონის შესაბამისად).

უარყოფითი მხარეები:დაჟინებულობა,დომინირება,აგრესიულობა,ძალების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილება,კრიმინალობა,შურისმაძიებლობა,ეგოცენტრულობა,სიჯიუტე.

ავტორი:ლუკა შერმადინი

მსგავსი სტატიები

რეტროგრადული ურანი


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, ? დაახლოებით აგ...

ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რა...

ვენერა მორიელში


ავტორი: ლუკას შერმადინი სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ხვდება ქ...

რეგულუსი - ლომის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

25 სექტემბრის სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff