„რეტროგრადული მერკური“

Admin
ასტროლოგია
0
0

სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე დღეიდან უკვე პლანეტა მერკური, რომელიც განაგებს გონებას, ინტელ...

mercury retrograde

სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე

დღეიდან უკვე პლანეტა მერკური, რომელიც განაგებს გონებას, ინტელექტს და კომუნიკაციურ ველს - ხდება უკუსვლითი, ანუ იღებს რეტროგრადულ კურსს, შესაბამისად ჩვენ გვმართებს მეტი თავდაჭერა აღნიშნულისადმი და კონკრეტულად:

რეტრო მერკური იმოძრავებს 19 აგვისტომდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ კარგი იქნება თუ გამოვიჩენთ მეტი სიფხიზლეს, რათა არ დავუშვათ და არ მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, არაა გამორიცხული, რომ გამოჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში წარსულში გაცნობილი ადამიანები, დაუბრუნდეთ ადრინდელ გეგმებსა და საქმეებს. არ გირჩევთ, რომ აგვისტოს 20 რიცხვამდე გააოფიციალუროთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საბუთზე ხელმოწერა, ახალი საქმის დაწყება, თქვენ ნახავთ თუ როგორ იჭირვეულებს ტექნიკა, შესაბამისად არაა მართებული ასეთ პერიოდში რაიმეს შეძენა, რადგან დიდი ალბათობით ვერ იმუშავებს გამართულად.

სხვა ყველაფერთან ერთად, ქვეითად მოსიარულეებს მართებთ ყურადღების გამოვლენა გზებზე და არა მარტო ქვეითებს, თუ ნახავთ ქალაქში შექმნილ დაუსრულებელ საცობებს და მძღოლთა შეუთანხმებელ ან ალოგიკურ გადაწყვეტილებებს სიარულისას არც ეს გაგიკვირდეთ, მატულობს გაუგებრობა, ინფორმაციის გაცვლის დროს იქმნება პრობლემები, ჩვეულებრივი სახის კავშირებშიც კი შეიძლება ელემენტალურ დონეზე ორმა ადამიანმა ვერ გაუგოს ერთმანეთს, ამიტომ ნურც ამით აღშფოთდებით.

ამ დროს კარგია, თუ ძალიან ბევრ ნივთებს, რომელიც ზედმეტადაა თქვენს ახლო გარემოში მოიშორებთ, გაასუფთავებთ იმ ადგილს, სადაც ყველაზე ხშირად გიწევთ ყოფნა, ახლა ბანალურად რომ ვთქვა - „დალაგების დროა“ დალაგება შეეხება არა მხოლოდ ნივთებს, არამედ თქვენს გეგმებსაც, იფიქრეთ სამომავლოდ, რაც გსურთ იმის გაკეთება, დაისახეთ მიზნები და ამ უკანასკნელის შესრულებას შეეცადეთ მაშინ, როდესაც მერკური გახდება დირექტული, მანამდე თავი შეიკავეთ.

თუ ამოტივტივდა ძველი საქმეები, რომლებიც მოითხოვს აუცილებლად დასრულებას, ეს კი ბატონო, დაასრულეთ, მაგრამ ახალს არ მიეკაროთ! კარგი იქნება თუ ნიშნობას ან ქორწილსაც - თავის ხელმოწერითურთ დროებით გადადებთ. შორ მანძლზე სვლას და გადაადგილებებსაც მოერიდეთ, მაგრამ უცხო კულტურის დათვალიერება არ იქნება ურიგო.

კიდევ ერთი თემა, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ დაუკვირდით ყველა სიტყვის, რასაც კი ამ პერიოდში გასცემთ, თუ ვინმეს რამეს დაპირდებით ან შეუთანხმდებით, იცოდეთ, რომ მისი შესრულება აუცილებლად მოგიწევთ და თუ ამას არ იზამთ აღნიშნულს მოყვება ან დიდი გაუგებრობა ან დაგაწვებათ მინიმუმ მომდევნო მერკურის რეტროგრადულობამდე კისერზე.

იმ ადამიანებს, ვისაც მერკური ჰყავთ წყლის სტიქიაში მოხვედრილი თუ შეგაწუხათ გარკვეული სახის ფანტაზიურმა ან ილუზიურმა იდეებმა, არც ეს არ იქნება გამოირცხული, შეიძლება ახალი გზებიც კი მონახოთ საქმეებისთვის, რაც თქვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.

რეტროგრადული მერკური - როდესაც პირად რუქაში მერკური გვხვდება უკუსვლითი, ამ დროს ადამიანს შესწევს იმის ძალა, რომ თუნდაც გამოუვალი მდგომარეობიდან მონახოს ალტერნატიული გზა, იმისათვის, რათა თავი დააღწიოს ამ ვითარებას, ქვეცნობიერის სიღრმეებშიც ბევრად უფრო მარტივად შეუძლია შევიდეს, თან თუ წყლის სტიქიის მერკური ჰყავს. თუ მერკური მიწისაა, მაშინ მას შეუძლია, რომ თავისი ანალიტიკური გონებით ყველას გააგებინოს ის ჩაწვდომილი ჭეშმარიტება, რის გაგებაც ინდივიდებს უჭირთ.

ამ ადამიანის მინუსი არის ის, რომ მას თუნდაც კომუნიკაციურ დონეზე, აქვს სხვებისგან განსხვავებული შეხედულებები, შეიძლება სულაც მართალი იყოს, მაგრამ მას აქვს განცდა, რომ საუბრის დროს თითქოს სხვებმა ვერ გაუგეს ან ბოლომდე ვერ ჩაწვდნენ მის აზრს, რის გამოც კომპლექსდება. რეტროგრადული მერკურის მქონე პიროვნება ზოგჯერ ზედმეტად ცდილობს, რომ გადმოსცეს მკაფიოდ თავის სათქმელი, ამის გამო შეიძლება გამოიწვიოს გარშემომყფოთა გაღიზიანებაც, დაიმსახუროს ანტიპათია. ამ მერკურის სჭირდება არა ადამიანებთან მიწებება მიღწეულის გამტკიცებისთვის, არამედ, ადამიანებთან გარკვეული დისტანციაც, რათა არ ითამაშოს სხვის ნერვებზე.

მას ზოგჯერ სჩვევია სხვებთან შედარებით მეტი ფიქრიც, რათა იდეას ბოლომდე ჩაწვდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება სხვებთან შედარებით ბევრად უფრო ღრმად ჩავიდეს და მეტი ინფორმაციაც ამოიღოს. ვისაც კი გყავთ რუქაში ასეთი მერკური ახლა, 19 აგვისტომდე თქვენ მოგეთხოვებათ შედარებით მეტი აქტივობა საქმეებში, ხოლო ვისაც დირექტული - გაჩერდით და დაელოდეთ თქვენს დროს, წარმატებები თქვენ!

მსგავსი სტატიები

თხის რქა


მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia) წყარო თხა უხვი სასიცოცხლო ძალები...

3 ზოდიაქოს ნიშნის შედარებითი ანალიზი


მთარგმნელი: ქეთი ოდიშელი (Omnia) წყარო ვერძი - დაბლა დახრი...

რეტროგრადული ურანი


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, ? დაახლოებით აგ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

Via Combusta - ( დამწვარი გზა)


 სასწორის 15 გრადუსიდან- მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნე...

დირექტული იუპიტერი


 ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით, მეგობრებო, დაა...

ლილიტი მორიელში


ავტორი: ანა თოფურიძე ასტროლოგიის შესახებ მრავალი დისკუსია იმართე...

ამოუცნობი ურანი


ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff