რეგულუსი - ლომის გული

Admin
ასტროლოგია
0
0

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში" მთარგმნელი...

regulus1

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

ლომის 29°50′ გააჩნია ორბ. 2°30′
მზე უერთდება რეგულუსს 22 აგვისტოს.

უძრავი ვარსკვლავი რეგულუსი, ლომის ალფა, თეთრი და ზღვისფერი ვარსკვლავია ლომის გულში, ლომის თანავრსკვლავედში.

რეგულუსი ასტროლოგიაში

რეგულუსი მარსისა და იუპიტერის ბუნებას ატარებს. ადამიანს აძლევს უხეშ ძალას, დესტრუქციულობას, საომარ დიდებას რომელიც მოკლე ხანს გრძელდება, საბოლოოდ დაცემით და ციხით მთავრდება, არაა გამორიცხული ძალადობრივი სიკვდილიც. აგრეთვე ადამიანი იღებს წარმატებას, დიდებულ იდეალებს, ძლიერ სულს, რეგულუსი თავისი მფარველობის ქვეშ მყოფებს დიდსულოვნებით, შემწყნარებლობით, გულუხვობით, ამბიციურობით და ძალაუფლებისკენ სწრაფვით, დამოუკიდელობითა და მაღალპროფესიული უნარებით აჯილდოებს.

რეგულუსი, პატარა მეფე, რომელსაც ხშირად კორ ლეონისს - ლომის გულს ეძახიან, სიმბოლურად მიანიშნებს დამანგრეველ ფეხზე. ესაა მთავარანგელოზის ოთხი ვარსკვლავიდან ერთ-ერთი, სპარსელების სამეფო ვარსკვლავი ჩვ.წ.აღ.მდე 3000 წლამდე, როდესაც ეს ვარსკვლავი ჩრდილოეთის ცაზე აღნიშნავდა მზის ზაფხულის ბუნიობას.

რეგულუსი ერთ-ერთია 15 ძირითადი უძრავი ვარსკვლავიდან. მისი სიმბოლოებია ლომი, კატა ან პატივცემული, სავარძელში მჯდომი ადამიანი. ის ადამიანს ამშვიდებს, სარგებელი მოაქვს და მრისხანებას უცხრობს.მართავს გრანიტს,ბაიას, მამულას, დანამასტაკს.

“მას შეუძლია მოგცეთ მეფური თვისებები, კეთილშობილი გონება, გულღიაობა და სიმამაცე. ამ ვარსკვლავის მნიშვნელოვნებას ხაზს უსვამს მისი სიახლოვე ეკლიპტიკასთან.მისი ეფექტი ყველაზე კარგად გამოხატულია მარსისა და იუპიტერის ენერგიების გაერთიანებით. თუ ეს ვარსკვლავი ასცენდენტს დაემთხვა, გვაძლევს გახსნილობას და სიმამაცეს, განსაკუთრებით თუ ასევე შეერთებაშია მზესთან, მთვარესთან, იუპიტერთან ან მერკურთან.ზენიტზე მოხვედრილი რეგულუსი ინდივიდს მაღალ პოსტებს უქადის, იმაზე ბევრად აღმატებულს რასაც ის თავისი დაბადების გარემოდან შეძლებდა.ზენიტთან შეერთებული რეგულუსი არა მხოლოდ სამხედრო კარიერისთვისაა ხელსაყრელი, ასევე ისეთი პროფესიისათვის, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობას უკავშირდება: იურისტები, საჯარო მოხელეები, ბანკირები, სულიერი მსახურები, განსაკუთრებით თუ ამავე დროს რეგულუსი უერთდება მზეს ან მთვარეს ან რომელიმე პირად პლანეტას. ტრადიციულად მიღებულია, რომ რეგულუსის ზენიტთან შეერთებას მოაქვს მმართველებთან, პატივცემულ და ცნობილ ადამიანებთან უერთიერთობა.თუ მთელი კოსმოგრამა ამაზე მიანიშნბეს რეგულუსისა და იუპიტერის შეერთება მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.ამ მდებარეობისას ადამიანები ადვილად აღწევენ საპასუხისმგებლო პოსტებს, ადვილად შედან ნდობაში ადამიანებთან, ფორტუნა სწყალობთ.მათ სიმდიდრე და ძალაუფლება ადვილად უვარდებათ ხელში.ელსბეთ ებერთინს ეს ზენიტთან ახლოს ჰქონდა.ძველი თქმულება გვეუბნება, რომ რეგულუსი მეათე სახლში ასტროლოგებს მეფეებად აქცევს, კეთილშობილ ადამიანებთან მაღალ თანამდებობებზე. ბუნებრივია, რომ ყველა ვერ აღწევს ასტროლოგი მეფის პოზიციას მაშინაც კი როცა ამისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება აქვს. ფრაუ ებერთინის შემთხვევაში კი ეს წესი დადასტურდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გამოვიდა მისი წიგნი “სამეფო პიროვნებები”, სადაც აღწერილი იყვნენ ევროპის ქვენების სამეფო ოჯახების წევრები და დიდგვაროვნები. ებერტინმა შეისწავლა ისტორიული მოვლენები პლანეტების მდებარეობებთან კავშირში და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: “რეგულუსის მარსთან და სატურნთან შეერთებისას ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენები აღინიშნებოდა - მკვლელობები, გადატრიალებები, რევოლუციები, აჯანყებები, დემონსტრაციები, მმართველების ჩამოგდება, რეჟიმების დამხობა და მსგავსი.

რეგულუსი მართავს ფილტვებს ადამიანის სხეულში.

მუნდანურ ასტროლოგიაში ლომის თანავარსკვლავედი სამეფო მოვლენებს უკავშირდება, განსაკუთრებით მეფეთა აღზევებას და დაცემას, ხელისუფალთა არჩევას და სიკვდილს, მკვლელობებს, აჯანყებებს, მასობრივ მკვლელობებს, აგრეთვე ვალუტას და საფონდო ბირჟებს, ვატიკანს და ევროკავშირს.

regulus2

რეგულუსის შეერთებები

ასცენდენტისა და რეგულუსის შეერთება - დიდება და სიმდიდრე, მაგრამ თან ახლავს ძალადობა და სიძნელეები, ავადმყოფობა, ციებცხელება, მწვავე დაავადებები, ხელს უწყობს მტერზე საბოლოო გამარჯვებას და სკანდალებსაც იწვევს. გვიდო ბონეტი ამაზე წერს: “თუ ხედავთ, რომ ლომის გული რომელიმე პიროვნების ასცენდენტზეა, ან თუ ის ერთი გრადუსით ზემოთაა, ანდაც სამი გრადუსით ქვემოთ, ის მოაზრება როგორც ზენიტთან შეერთება, მაშინ როცა არ არსებობს არანაირი შეერთება ან სხვა ასპექტი პირად პლანეტბთან, მხოლოდ ეს ასპექტიც განსაზღვრავს, რომ პიროვნება იქნება დიდი ჩინის და ძალაუფლების მფლობელი. ის ძალიან ამაღლდება და საუკეთესო თანამდებობებსა და პატივისცემას მიაღწევს, მაშინ როცა ღარიბი ოჯახიდანაა წამოსული. ხოლო თუ რომელიმე პირადი პლანეტა მონაწილეობს ამ შეერთებაში მისი დიდება კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ თუ ინდივიდი ღამე დაიბადება ეს მდგომარეობას რამდენადმე დაამძიმებს, თუმცა არც ისე ძალიან და თუ გარე პლანეტების ასპექტებიც დაემატება ეს შეარბილებს მდგომარეობას და თუ ამას პირადი პლანეტებიც ერთვის მაშინ სანახევროდ მაინც ანაზღაურდება ამ მდებარეობით დაპირებული სიკეთე, მაგრამ უბდური სიკვდილი მაინც გარდაუვალა, ადამიანი სიცოცხლეშივე დაკარგავს დიდებას და პატივს, მის ყველა ღვაწლს ღრუბელი დაფარავს.”

დონალდ ტრამპი

ზენიტის (მედიუმ ქოელის) რეგულუსთან შეერთება - დიდება, პატივი იღბალი,დიდი თანამდებობა მთავრობაში,სამხედრო წარმატება, თუ ამავე დროს უერთდება მზეს, მთვარეს ან იუპიტრეს - დიდი პატივი და ულევი ბედნიერება.

ჯიმ ქერი.

მზის შეერთება რეგულუსთან - ძალაუფლება, ავტორიტეტი, დიდი გავლენა მეგობრებზე, სიმდიდრე, თუმცა თან ახლავს ძალადობა, უბედურება საბოლოოს დაცემა და სირცხვილი, ავადმყოფობები, ციებცხელება, დიდი მოგება - მაგრამ რთულად ინარჩუნებს.

მზისა და მარსის შეერთება რეგულუსთან - ასეთი შერთება საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის. ეს ინდივიდები პომპეზურ მეფებს გვანან, რომლებიც გარშემო დადიან და თავიანთ დიდებუნებას ადემონსტრირებენ. ისინი ყოველთვის ძალაუფლების სათავეში არიან და მოითხოვენ მათი მიღწევებისა და ნიჭის უპირობო აღიარებას. უყვართ სხვების სისუსტეების დაჭერა და მათთვის თავიანთი უპირატესობის ჩვენება. მათ არ ესმით რას ნიშნავს სიტყვა “თავმდაბლობა”. მათი მოთხოვნილებები და მისწრაფებები უკიდურესი და შემოუსაზღვრელია. იცინი ცდილობენ არმიის მეთურები გახდნენ. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად საკუთარი ავტორიტეტის აღიარება ადარდებთ. მზისა და მარსის შეერთება მათ ჯანმრთელობაზეც აისახება. ეს ადამიანები ძალიან დიდი ენერგიას ატარებენ გულში, მოგვიანებით კი როცა სასიცოცხო ძალები ტოვებენ და ვეღარ ახერხებენ გულს იმავე რაოდენობის ენერგია მიაწოდონ გული თავის ელასტიურობასა და ძალას კარგავს და გარკვეული დროის მერე კრიტიკულ წერტილსაც აღწევს. მხოლოდ ზოგიერთები აღწევენ 60 წლამდე. მათ შეუძლიათ გაიხანგრძლივონ სიცოცხლე თუ მორჩილებას ისწავლიან, მაგრამ ამისთვის მთელი ცხოვრების შეცვლა მოუწევთ.

მთვარის შეერთება რეგულუსთან - ოკულტური ინტერსები, გავლენიანი მეგობრები, მაგრამ ასევე მეგობრებად მოვლენილი მტრები, მოგება სპეკულაციებით, საჯარო გამოსვლები, დიდი ძალა, პატივი და სიმდიდრე, მიღებულ სიმდიდრეს ადვილად ფლანგავს, თან სდევს ძალადობა, ავადმყოფობები და სიკვდილი. ეს მდებარეობა ქალებს დიდი ენერგიას და დამოუკიდებლობას აძლევს. თუ ამავე დროს მზე დრაკონის თავს უერთდება ტყუპებში ან იუპიტერია 10 სახლში და ტრინი აქვს მარსთან საქმე გვაქვს უმდაბლესი რანგიდან უმაღლესამდე აღზევებასთან.

უინსტონ ჩერჩილი

მერკურის შეერთება რეგულუსთან - პატივცემული, სამართლიანი, ცნობილი, გულუხვი,იმდენად რომ ამით ბოროტადაც სარგებლობენ, სახელგანთქმულია, დიდი მოგება მაღალი თანამდებობიდან.

ვენერასა და რეგულუსის შეერთება - ბევრი იმედგაცრუება, გაუთვალისწინებელი შემთხვევები,ძლიერი მიჯაჭვულობები, უსიმოვნებები სიყვარულში.

მარსის შეერთება რეგულუსთან - პატივი, დიდება, დიდი სახელი საზოგადოებაში,მაღალი სამხედრო თანამდებობა. ეს ის ადამიანია ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და გასცემს ბრძანებეს. ეს ადამიანები კარგად ეწყობიან არმიას და იქ დიდი მიღწევები აქვთ. მათი მბრძანებლური ხასიათი სასიყვარულო პლანზეც ვრცელდება, რადგან თვლის, რომ ნებისმიერი მხოლოდ მისი სიამონებსთვის და მისი ეგოსთვის არსებობს.

დონალდ ტრამპი
პრინცესა დაიანა
არიან გრანდი

იუპიტერის შეერთება რეგულუსთან - დიდება, მაღალი თანამდებობები, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში და ეკლესიაში.

ბილ გეითსი

სატურნის შეერთება რეგულუსთან - სამართლიანობა, მეგობრები აეკლესიო პირებს შორის, წარმატება საეკლესიო თანამდებობებზე, საკანონმდებლო სფეროში,მეცნიერებაში, დიდი სიმდიდრე, მოგება სპეკულაციით, მაღალი თანამდებობა, გავლენიანი მეგობრები, მისი ოჯახი ამაყობს მისით, ცხოვრების ბოლოს გულთან დაკავშირებული პრობლემები. თუ რეგულუსი კულმინაციაშია საზოგადოების განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა აქვს. თუ ამავე დროს მარსი შეერთებულია პლეადებთან - ძალადობრივი სიკვდილი არეულობისას.

ურანის შეერთება რეგულუსთან - ენერგიული, ამბიციური, წარმატებული, მაგრამ შესაძლოა უპატიოსნო და უსამართლო იყოს. მაღალი თანამდებობები, დაახლოებულია არისტოკრატიასთან,დაკავშირებული ეკლესიასთან საქმიანი მიზნებით, მოგებებს იყებს სპეკულაციებით,ანგარებიანი ქორწინება - მწუხარება მოდის ქალიშვილის სიკვდილით, ვაჟიც იმედს უცრუებს, მეგობრები ცხოვრების ბოლოს მტრებად ექცევიან, ცხოვრობენ განმარტოებით, მოსალოდნელია ძალადობრივი სიკვდილი უბედური შემთხვევისას ან მკვლელობა. ეს ადამიანები ცდილობენ გახდნენ ლიდერები და უმრავლესობა აღწევს მიზანს. უყვართ მმართველ თანამდებობებზე ყოფნა და ხალხის მასების კონტროლი. წარმატება მოდის აღზევების კვალდაკვალ, მაგრამ როგორც კი მიღწეულით ტკბობას იწყებენ მოდის ვიღაც, ვინც მათ დაცემას უწყობს ხელს. ყოველთვის ხდება რაღაც, რაც ზემდგომთა ნდობას აკარგვინებს და ხალხიც კარგავს მათდამი ნდობას. ეს ხდება ყოველთვის მოულოდნელად და ძლიერ გავლენას ახდენს პიროვნებაზე.

ჯიმ ქერი
ჯონი დეპი

ნეპტუნის შეერთება რეგულუსთან - გამორჩეული ლიდერი, დიპლომატი, კანონმდებელი, ძლიერი ხასიათით,გავლენიანი მეგობრები, ძალიან ცოტა მტერი, შინაგანი ჰარმონია, ბუნებრივი სიკვდილი მოხუცებულობაში.

ანა ფრანკი
ოდრი ჰეპბერნი
ენდი უორჰოლი
ფიდელ კასტრო

პლუტონის შეერთება რეგულუსთან - დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებების დაცვას, იკვლევს მსხვილი კორპორაციების და მთავრობის ფარულ გეგმებს, აინტერესებს შეთქმულების თეორიები,

ბილ გეითსი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

 

 

 

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

მზის ბნელი მხარე თევზებში


ავტორი: ანა თოფურიძე მზით თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

მზე/მთვარის დაბნელება


„მზის დაბნელება/ახალმთვარეობა“ სტატიის ავტორი:გიორგი ლობჯანიძე ...

„რეტროგრადული მერკური“


სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე დღეიდან უკვე პლანეტა მერკური, რ...

ტრანზიტული იუპიტერის ასპექტები ნათალურ მზესთან


ავტორი: იოანე შენგელია [მოგესალმებით მეგობრებო და დასაწყისშივე მინ...

სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული მოკლე მიმოხილვა


მოამზადა: ქეთი ოდიშელმა (omnia) სასწორი წყარო სასწორის მფლობელი ...

დირექტული პლუტონი - „მენტალური განვითარება“


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, ხვალ მეტად მნიშვნელოვანი მოვლე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff