ელევსინის მისტერიები

Admin
ასტროლოგია
0
0

სექტემბერი მოდის და დგება ის დრო, როცა ძველად შემოდგომის შემოსვლასთან ერთად ბერძნები ათენთან ახლო...

mysteries_of_elevsin

ავტორი: გიორგი დოლიძე

სექტემბერი მოდის და დგება ის დრო, როცა ძველად შემოდგომის შემოსვლასთან ერთად ბერძნები ათენთან ახლოს, ელევსინაში დიდ მისტერიებს აღასრულებდნენ. მცირე მისტერიები აღესრულებოდა თებერვალში, როცა მზე თევზების ნიშანშია, ხოლო დიდი მისტერიები საპირისპირო ნიშანის, ქალწულის პერიოდში - სექტემბერში სრულდებოდა.

მისტერიების დაარსება უკავშირდებოდა სეზონების მონაცვლეობას, ბუნების გაღვიძება-მიძინების ციკლებს ყოველ ადრეულ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ქვესკნელის დედოფალი პერსეფონე გაზაფხულზე უბრუნდება დედას, მიწათმოქმედების ქალღმერთს დემეტრეს და ბუნება იღვიძებს, ხარობს მისი დაბრუნებით. შემოდგომაზე ქალი უბრუნდება თავის ქმარს, ჰადესს და ბუნება იწყებს მიძინებას. მისტერიების მიზანი იყო გაეცნობიერებინათ ადამიანის კავშირი ღმერთთან და მიღმა სამყაროებში ღვთაებრივი ძალების მოპოვება.

კარლ გუსტავ იუნგი და უნგრელი რელიგიათმცოდნე კაროლი კერენი წერენ, რომ ელევსინაში მდუმარედ აჩვენებდნენ მოჭრილ თავთავებს. თავთავის ჩვენება იყო "უსიტყვო ქადაგება" და დარიგების ერთადერთი ფორმა ელევსინაში, რომლის დადასტურებაც შეიძლება, რადგან წყაროები დროთა განმავლობაში დაკარგულია. იუნგი და კაროლი თავთავის ჩვენებით მდუმარე ქადაგებას ამსგავსებენ ბუდას ქადაგებას ყვავილის მეშვეობით. ერთხელ ბუდა ხალხის წინაშე იდგა, ყველა ელოდა დჰარმას შესახებ სწავლებას, მაგრამ ბუდა დუმდა. დიდი დრო გავიდა, მან კი სიტყვაც არ წარმოთქვა, ხელში ყვავილი ეჭირა. ყველა მას შეჰყურებდა, მაგრამ ვერაფერი გაიგეს. ერთ-ერთმა ბერმა შეხედა მას და თვალები გაუბრწყინდა. ბუდამ თქვა: "მე მაქვს სრულყოფილი დჰარმის ხედვის განძი, ნირვანას სულისკვეთება, რომელიც რეალობის უწმინდურობისაგან თავისუფალია, და ეს განძი გადავეცი მაჰაკაშიაპას." მომღიმარი ბერი იყო სწორედ მაჰაკაშიაპა, ბუდას ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე. მაჰაკაშიაპამ გამოიღვიძა ყვავილისა და თავისი ღრმა აღქმის წყალობით. გამოღვიძების მდგომარეობა ბუდამ მას გადასცა ლოტოსის ყვავილში, ყოველგვარი სიტყვისა და ტექსტების გარეშე, და ამით დაამკვიდრა ტრადიცია ძენის სულისკვეთებით, რომელსაც ჰქვია სწავლების გადაცემა "გულიდან გულში", როცა მოწაფე ოსტატის სათქმელს უსიტყვოდ, მოქმედებაში ან უმოქმედობაში ხედავს. აზრების გადაცემის მსგავს მეთოდს ვხედავთ ელევსინის მისტერიაშიც.

თავთავის ჩვენება არ არის შემთხვევითი, ამ პერიოდში იღებენ მოსავალს, იმას იმკიან რაც დათესეს. შემთხვევით არ გამოსახავენ ქალწულის ასტროლოგიურ ნიშანს ილუსტრაციებზე სწორედ თავთავით. ქრისტიანობამაც სიმბოლურად ამ პერიოდს მიაბა ქალწული მარიამის დღეობებიც: ქალწულის მიძინებისა და მისი შობის დღეები. როგორც ქრისტეს შობა არ არის მხოლოდ ერთხელ მომხდარი ფაქტი, არამედ ის მუდამ იბადება გულებში, ისევე დედა ბუნება თავად არის მარად ქალწული, რომელიც მარად შობს და ქმნის ფორმებს, მაგრამ იმავე დროს მუდამ რჩება ქალწულად, ანუ უბიწოა. მარიამის მიძინებაც იმ პერიოდშია, როცა ბუნება იწყებს მიძინებას. მაგრამ იმავე დროს იწყებს ბოლო მოსავლის მოცემას, რასაც ღვთისმშობლის ხატებზეც ვხედავთ (მაგალითად ბარაქის ღვთისმშობლის ხატი, თავთავებით, რომელსაც ლოცვაშიც კი მოსავლის სიუხვეს შესთხოვენ).

ელის ბეილი საინტერესოდ განმარტავს ზოდიაქოს ნიშნების თანმიმდევრობას, რომელიც ლომის შემდეგ მოდის. ქალწული ამ სიმბოლურ ჯაჭვში მიიღებს ლოგოსს, მუცლად იღებს და გააღვიძებს ღვთაებრივ სიტყვას, ის არის ჯადოქარი, რომელიც ელემენტებს აგროვებს და იძლევა მუხტს რათა დაიბადოს ლოგოსი. შემდეგ ნიშანში, სასწორში ხდება მატერიალური და სულიერი საწყისების აწონვა და ერთმანეთთან გაწონასწორება, ანუ გადაწყვეტილება მიღებულია, სწორედ გადაწყვეტილების მიღებაა სასწორის ერთ-ერთი პრობლემატიკა. მორიელში ადამიანს უკვე დიდი ილუზიის დაძლევა უწევს, მორიელი იძლევა უამრავ ილუზიურ პროგრამას, და ეს არის იგივე რაც დიდი ალქიმიური განწმენდა და ურთულესი გამოცდის გავლა. მშვილდოსანს "მორიელის მოქმედების" ნიშანს უწოდებენ: ის რაც მორიელში გაირკვა, იმას უკვე მიზანში ამოიღებს მშვილდოსანი და მიზანმიმართულად მისკენ ისწრაფვის... ამ ხაზისთვის იმპულსი კი სწორედ ქალწულისგან მოდის, როცა ადამიანი ლოგოსს "იღებს მუცლად" და საკუთარ თავში სიტყვის ძალას აღვივებს.

მაგრამ რა ხდება დღეს ელევსინაში? ათენში თუ ჩახვალთ, იქვე ამ დასახლებაში გვხვდება ეს ადგილი, რაც ფოტოზეა, მხოლოდ ნანგრევები და მდუმარება. სიჩუმე უხდება კიდეც ამ ადგილს, სადაც მდუმარებაში ქადაგებდნენ მისტერიების აღსრულებისას. და უნდა მივხვდეთ, რომ სატაძრო მისტერიების დრომ დიდი ხანია ჩაიარა, ადამიანი თუ ხელის ცეცებით რიტუალებში ეძებდა საყრდენს, ახლა ეს საყრდენი ჩვენსავე პიროვნებებში უნდა გავაცნობიეროთ. ამ დროს ყოველი ჩვენთანაგანი არის ქალწული, რომელიც საკუთარ თავში აღასრულებს მისტერიას. როცა ხატოვნად ამბობენ, ღვთისმშობელი კრებითი სახეა ყოველი ქალის, ჩვენ შეგვიძლია განვავრცოთ ეს აზრი და გავიაზროთ, რომ "ღვთისმშობელია" ყოველი ადამიანი სქესის და სხვა ნიშნის მიუხედავად, ვინც თანახმა იქნება აღზარდოს საკუთარ არსებაში სიტყვა და ხორცი შეასხას მის მნიშვნელობას ისევე, როგორც ქალწულმა მარიამმა უპასუხა მახარებელ ანგელოზს "მეყოს მე შენი სიტყვისაებრ“, რაც ნიშნავს თანხმობას განვიცადოთ ყველაფერი რაც უნდა განიცადოს ადამიანმა, როცა სიტყვას მივიღებთ და განვახორციელებთ. მირქმის დროს სიმონმა როცა იხილა ყრმა იესო, მიუბრუნდა დედამისს და უთხრა: "თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი." თუ ვამბობთ, რომ ქრისტე ამ სამყაროს ფეთქვაში ყოველწამიერად ეცმის ჯვარს, შესაბამისად უბიწო დედა-ბუნება, რომელიც სიმბოლურად ქალწული მარიამით არის აღქმული, ასევე მარად განიცდის რაც მის ნაყოფს ეწევა. სიმონის ეს ნათქვამი ყოველი ჩვენთაგანის მიმართაც არის თქმული, როცა ჩვენს უბიწო სიღრმეებში ვშობთ სიტყვას, და ამით მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიცადოთ ყველაფერი, რაც ამ სიტყვის განვითარებას ახლავს...

მსგავსი სტატიები

იუპიტერი (გურუ)


იუპიტერი (გურუ) - დახასიათება ჯიოტიშის (ვედური ასტროლოგიის) მიხედ...

„რეტროგრადული მერკური“


სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე დღეიდან უკვე პლანეტა მერკური, რ...

კრიზისული წელი


რა ხდება? თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ დროა რაღაც შეცვალ...

ურანი - ღმერთის ხმა


ავტორი: იოანე შენგელია სამეფო კარის თამაშები ეს იყო გაელვება. ე...

"კაცობრიობის ახლო მომავალი"


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ნუ ჩათვლით, თითქოს მე ე...

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რა...

დედამიწა და ასტროლოგია


დედამიწა და ასტროლოგია სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ? მოგეს...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff