ავტორი: გიორგი ლობჯანიძე
მოგესალმებით მეგობრებო, ? დაახლოებით აგვისტოს 7 რიცხვიდან 10 იანვრის ჩათვლით პლანეტა ურანი უკუსვილით იქნება დაკავებული, ამიტომ პროცესს მომზადება ესაჭიროება, რჩევამდე კი მოდით განვიხილოთ მისი „რეტროგრადული“ ბუნება - თუ რას გვაძლევს.
➡️ ურანის სიმბოლო წარმოდგენილია ე.წ. „სამშვინველის“ ორი ნახევარწრით, მათ კი მატერიაში მყოფი ჯვარი აერთიანებს, აღსანიშნავია, რომ სამშვინველის ორი მხარე ორ სხვადასხვა მიმართულებას აჩვენებს, ზოგჯერ ასტროლოგებს გვახსენდება მთვარის კვანძები, რომლებიც ასევე ორადაა გახლეჩილი შუაზე, იკვრება რა - ზუსტი ოპოზიცია. დაწყებულ პროცესში ადამიანს რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მისი ერთ-ერთია მისიაა სატურნის, როგორც „შეზღუდვის“ გაქრობა, ამიტომ ითხოვენ ურანული ტიპის ადამიანები სრულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. მატერიის ჯვარიც ზუსტად ორ საპირისპირო მხარეს შორისაა მოთავსებული და თითქოს ბალანსს ცდილობს, თუმცა აქ რეგულაცია ურთულესია. საერთო ჯამში კი მასში აღმოცენილი სამშვინველის ბუნება თავად მიილტვის რაღაც ახლისკენ, ახალი პროცესების დაწყებისა და კვლევისკენ, მარტივად რომ ვთქვათ ყველაფერი ახლისკენ.
ჯამში კი ეს სიმბოლო ურანისა, რაზეც დგას - ცდილობს იმას, რომ მატერიისგან მიღებული ჩარჩოები მოიშოროს და გათავისუფლდეს, რაღაც ახალი შექმნას და სხვა მხრივ იმოძრაოს, თუმცა ზოგჯერ ეს ყველაფერი არაპრგნოზირებადობასაც ემსგავსება, რაც ამ ადამიანების ნაკლია.
➡️ ამოტრიალებული ურანის სიმბოლოს დროს - ინდივიდი მთელი მისი ძალებით ცდილობს, რომ ჯერ საკუთარ თავში გახსნას სხვა არხები, ჯერ თავად გათავისუფლდეს ჩარჩოებისგან და ეწიოს სრულ ნეტარებას დამოუკიდებლობის სივრცეში, მაგრამ ასეთი პიროვნება მარტო ამით როდი კმაყოფილდება, თავად გათავისუფლებული ცდილობს სხვების ფეხზე დაყენებასაც, რის გამოც, არაა გამორიცხული დიდ მასასთანაც კი მოუწიოს აზრობრივი ჭიდილი, კომფლიქტები, როდესაც მიზანს მიაღწევს და სხვებშიც დაინახავს ამ ნაპერწკალს, მაშინ ბოლომდე კმაყოფილდება განსაკუთრებული.
? მიმდინარე ცის კაბადონზე კი ეს უკანასკნელი უკან იმოძრავებს აწ.უკვე კუროდან ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და გაივლის კვლავ იმ გრადუსებს, რაც მანამდე გამოიარა, შესაბამისად ადამიანთან უმრავლესობას კვლავ გაუჩნდა საკუთარი ძალების დემონსტრირება, ექნება სურვილი პირველობისა, მოიმატებს ამბიციურობა, წინ იქნება წამოწეული დიდი დოზით ეგოიზმი, ამპარტავნული ნაბიჯებიც ხშირად დაგხვდებათ.
‼️არაა გამორიცხული, რომ ბევრ ადამიანთან თუნდაც კარიერულ ნიადაგზე წარმოიშვას სრული რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც თქვენი ამჟამინდელი პოსტით კმაყოფილი არ იყოთ, რის გამოც მკაფიოდ და უშიშრად დააფიქსიროთ თქვენი აზრი, ჩხუბსაც არ მოერიდებით. მჭიდრო შეხედულებები გაგიჩნდებათ თავისუფლებისა და დემოკრატიულიბის მიმართ, სოციალური ფენის არსებობის კუთხით, რიგითობისა და სხვადასხვა ორგანიზაციული დაწესებულებების მიმართ.
ეს ყველაფერი კი იქნება მომდევნო წლის საწყის რიცხვებამდე, შემდგომ კი ურანი გასწორდება და კვლავ დირექტულ მიმართულებას დაუბრუნდება. ურანი და დამატებით რა მითოლოგიის მქონე პლანეტაა ამასაც დაბლა მოგაწვდით: ?
➡️ ურანი რიგით მეშვიდე პლანეტაა მზის სისტემაში და მეტად მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებებითაც სარგებლობს, რომელიც ჩვენზე, როგორც ინდივიდებზე, მოვლენის შესაბამისად აღიქმება. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ აღნიშნული მეტად გამოირჩევა მასით, იგი ამ მხრივ მეოთხეა ჩვენს კოსმიურ სივრცეში. ეს უკანასკნელი ძალიან წააგავს პლანეტა ნეპტუნს, შედგება ისეთი ელემენტებისგან, როგორებიცაა წყალბადი და ჰელიუმი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია კი ის გახლავთ, რომ ჩვენი მზის სისტემაში ყველაზე ცივი პლანეტაა, რომელიც გაჯერებულია ყინულითა და წყლით.
ურანი პირველი პლანეტაა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ბერძნული მითოლოგია და არ აქვს საერთო რომაულთან, „ურანოსი’’ ასე მოიხსენიებენ მას ბერძნები, რომელიც ცის ღმერთის სახელწოდებითაა ცნობილი და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მკაცრი და დამსჯელი ღმერთი გახლდათ, რომელიც, ფაქტობრივად სატურნთან ერთად სჯიდა თავის შვილებს, თავად ცაში გახლდათ, ხოლო თავის ნაშიერებს კი მიწაში ამყოფებდა და იქ ტანჯავდა. ერთ-ერთი ვერსიით ურანოსი გეამ შვა, ხოლო არის მოსაზრება, რომ გეა და ურანი მეუღლეები იყვნენ. ზუსტად ასეთი მოპყრობის შემდეგ, გეა ააღელვა ამ ყველაფერმა და დახმარება კრონოსს „სატურნს“ სთხოვა, მანაც აღარ დააყოვნა და ჩაუსაფრდა მამამისს, მისი მოკვლის შემდეგ თავად გამეფდა, მაგრამ ნაცვლად კარგი გეზის აღებისა, ფაქტობრივად, თითქმის იმავე მიმართულება აიღო და რეფორმები ნაკლებად შეიმჩნეოდა.
☑️ ერთ-ერთი ვერსიით კი ურანოსი ატლანტების პირველი მეფე გახლდათ, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი ცად ამაღლდა და განდიდდა. ურანი თანამედროვე, მიმდინარე მატერიალურ სამყაროში დიდ როლს თამაშობს, მას უკავშირდება ისეთი თემები, როგორებიცაა: რეფორმები/სიახლეები, მოულოდნელობები, მეგობრული, სოციალური, კონტაქტური, გარკვეულწილად დიპლომატიური გარემო, ფიზიკურ დონეზე იგი ცდილობს ადამიანის ინდივიდუალურობის გამოვლენას, ცნობიერების, ინტელექტის დონის ამაღლებას, განვითარებას და მარტივად ადაპტირებას ვითარებისადმი. იგი მართავს ასტროლოგიას, ტექნოლოგიას, ყველანაირ ნოვატორულ მოვლენებს, ავიაციას და სხვა. ურანით მართვადი ადამიანები იმდენად არიან მიდრეკილნი აზრობრივად განვითარებისკენ, ფიქრისკენ და შემეცნებისკენ, რომ სწორედ ასეთი ინდივიდები გამოდიან მეტად გენიოსები, აღიარებულნი სოციუმში, რომელთა იდეებიც კი აზრთა წვდომა სავსებით მისაღებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უკანასკნელი პირველად სრულად შეამჩნიეს და დაინახეს მე-18 საუკენეში, ? ხოლო მისი სრულად დამუშავება კი დაიწყო შედარებით გვიან.
გისურვებთ წარმატებებს! :)