სირიუსი - დიდი ქოფაკი.

Admin
ასტროლოგია
0
0

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში" მთარგმნელი...

Sirius A and B artwork111

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

სირიუსი ამოდის კიბოს 14°05′ გააჩნია ორბისი 2°40′

მზე უერთდება სირიუსს 5 ივლისს.

უძრავი ვარსკვლავი სირიუსი - დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი - ყვითელი და თეთრი, ყველაზე კაშკაშა ვარკვლავი ცაზე, განლაგებულია ძაღლის ყელზე.

ვასკვლავის სახელი სირიუსი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან Σείριος Seirios, (მწველი, ნაპერწკლიანი). ეგვიპტეში ეს იყო სოტისი, ის დენდერას ზოდიაქოზე ამოტვიფრულია იუპიტერთან ერთად. რადგან ჩვ.წ.აღ -მდე 51 წელს მზის დაბნელებისას სირიუსი უერთდებოდა იუპიტერს, იმ დღეს როდესაც გარდაიცვალა კლეოპატრას მამა. ძველეგვიპტური კალენდარი ეფუძნებოდა მთვარის 30 დღიან ციკლებს და ვარსკვლავ სირიუსის ამოსვლას.

სირიუსი ასტროლოგიაში

უძრავ ვარსკვლავ სირიუსს მარსისა და იუპიტერის ბუნება აქვს. ის გვაძლევს პატივს, დიდებას, მგზნებარებას, ერთგულებას, თავდადებას, სიმდიდრეს, ვნებას და სიამაყეს, ამ ადამიანებსგან კარგი კურატორები,მწვრთნელები და მეურვეები დგებიან. ეს მდებარეობა ასევე ძაღლის კბენის საფრთხესაც ქმნის.

სირიუსი აგრიპას მიხედვით - ესაა ერთ-ერთი 15 ძირითადი ვარსკვლავიდან. მისი ხატება არის ძაღლი და პატარა გოგონა. ის ადამიანს აძლევს სიამაყეს, პატივს, კეთილშობილებას, ადვილად უმორჩილებს ჰაერის სულებს, ასევე ადვილად შეუძლია დაამშვიდოს დიდგვაროვნები. მართავს ბერილს, ღვიას, სალბს, ტარხუნას.

თუ შეერთება ნეგატიური არაა სირიუსი გვპირდება სიმდიდრეს, პატივს და დიდებას. ასცენდენტთან და მარსთან შეერთებული სირუსი შესაძლოა ძალიან სახიფათოც იყოს, ის წინ მიიწევს სხვების ხელის კვრით და გადამეტებული ამბიციებით, რაც შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან საშიში აღმოჩდეს და თავდასხმის პროვოცირება მოახდინოს. თუ სირიუსი 8 სახლში მოხვდა ის დიდი პატივით დაკრძალვას და სიკვდილის შემდგომ დიდებას გვპირდება. ხოლო თუ მარსთან, იუპიტერთან და ზენიტთან ხელსაყრელ მდებარეობაში აღმოჩნდა ის ხელს გვიწყობს ნებისმიერი კომერციულ საქმიანობაში და დიდ მოგებასაც გვიქადის. ასე განლაგებული სირიუსი ასევე ძალიან დიდი წარმატების მომტანია სამხედროებისვის, იურისტებისთვის და სახელმწიფო მოხელებისთვის. მზესთან შეერთებული და დადებითად ასპექტირებული სირიუსი მრავალი გამოჩენლი და ცნობილი ადამიანის რუკაში გვხვდება. ამომავალი სირიუსი გავლენიანი ხალხის დახმარებას გვიქადის.

სირიუსი აჯილდოვებს უზარმზარი შემოქმედებითი ნიჭით ნებისმიერ სფეროში, მხოლოდ ერთი რამის გათვალისწინებით, რომ ამ ნიჭს ასევე დიდი შინაგანი ძალა მოჰყვება რომლის მართვაც რთულია. უხეშად თუ ვიტყვით, ასეთი ადამიანის ფსიქიკა თავად მასაც უქმნის საფრთხეს და გარშემომყოფებსაც. თუმცა კარგად ასპექტირებული ვარსკვლავი ერთ-ერთი წამყვანია რუკაში მოღვაწეობის ნებისმიერი სფეროში.

სირიუსი (ინგლისური მიმართვა “სერ” ამ სიტყვიდან მომდინარეობს), ყოველთვის ასოცირდება ძლიერ სიცხესთან. ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებს ინგლისში დღემდე “ძაღლურ დღეებს” ეძახიან, ისინი ამჟამად უკვე ყოველთვის აღარ ემთხვევა სირიუსის ამოსლას, მაგრამ თავიდან ეს სწორედ “მის საპატივსაცემოდ” დაერქვა (გაიხსენეთ სირიუს ბლექის გამოჩენა “ჰარი პოტერიდა” - ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს. მთარგმ. შენიშვნა). ვირგილიუსი წერდა,რომ სირიუსი ამოსვლისას “ჟამიანობას ავრცელებდა ცაზე”.

ჰომეროსი მასზე წერდა: “მისი ცხელი სუნთქვა ჰაერს ეპიდემიებით, ციებცხელებით და სიკვდილით ავსებს”.ოღონდ ეს სირიუსის სახელიდან მომდინარე სიმხურვალეს არ გულისხმობდა, ასე მოიხსენიებს მისი გამორჩეული სიკაშკაშის გამო, მიმართავს მას როგორც “უფლისწულების უფლისწულს” და “დედამიწის მეფეთ მეფეს”.

მიუხედავად იმისა, რომ ამ “ძაღლ-ვარსკვლავს” ცუდი სახელი აქვს, ანტიკურ პერიოდში ასე არ განიხილებოდა. ძველ აქადურ ენაში მას კასისტა ჰქვია, რაც ზეციური ლაშქრის წინამძღოლს ნიშნავდა. თავის მხრივ რობერტ ბრაუნ უმცროსიც აღნიშნავს, რომ “სპარსეთის წმინდა წიგნები დიდი ქებით მოიხსენიებენ თისთრას ან თისთარს (სირიუსს). აღმოსავლეთის ბელადი (ევფრატის ვარსკვლავთმრიცხველთა ჩანაწერები).

ადამიანის სხეულზე სირიუსი მართავს მარჯვენა ძუძუს თავს.

სირიუსი შეერთებებში:

სირიუსის და ასცენდენტის შეერთება:

მაიკლ ჯორდანი 0°28′,
ალბერტ აინშტაინი 0°46′,
იოზეფ მენგელე 0°58′,
რობერტ დენირო2°07′,
სტივენ სპილბერგი 2°33′

ზენიტის შეერთება სირიუსთან - მაღალი თანამდებობა მთავრობაში, კარგი შემოსავალი და რეპუტაცია.

მზის შეერთება სირიუსთან - წარმატებები მეტალების და ცივი იარაღის ბიზნესში, ჰამონია სახლში. თუ სირიუსი ამომავალია ან კულმინაციაშია სამეფო დიდება.
ჯორჯ ბუში - 0°26′,
ფრიდა კალო - 0°34′

მთვარის შეერთება სირიუსთან - წარმატება ბიზნესში, საწინააღმდეგო სქესის გავლენიანი მეგობრები, კარგი ჯანმრთელობა, წარმატება ოჯახში. თუ სირიუსს ნეგატიური ასპექტი აქვს პეგასის ბეტასთან (scheat) ცეცხლსასროლი იარაღით ან ცხოველისგან დაგლეჯვით სიკვდილს გვიქადის. ხოლო თუ მთვარეს ან სატურნს უერთდება - გარეული ცხოველების ან ჯარისკაცის ხელით სიკვდილს.
კურტ კობეინი - 0°24′

მერკურის შეერთება სირიუსთან - დიდი წარმატება ბიზნესში, გავლენიანი ხალხის დახმარება, ეკლესიის გავლენა, უბედური შემთხვევით გამოწვეული სხეულის დეფექტი.
ელონ მასკი - 1°48′

ვენერას შეერთება სირიუსთან - უზრუნველი ცხოვრება, ფუფუნება, კომფორტი და ექსტრავაგანტული გემოვნება. დიდი მემკვიდრეობა.
ერნესტ ჰემინგუეი - 0°26′

მარსის შეერთება სირიუსთან - სიმამაცე, გულუხვობა, კეთილშობილება, მეტლებთან დაკარშირებული საქმიანობა.
პაბლო პიკსო - 0°06

მარსის, სატურნის და სირიუსის შეერთება - ეს ვარსკვლავები ერთ დღეს თავიანთ დიდ გავლენას ავრცელებენ “თავიანთ შვილებზე”, ხოლო მეორე დღეს საერთოდ წყვეტენ დახმარებას და თვლიან რომ ადამიანები თავადაც გაუმკლავდებიან ყველაფერს, ამიტომ შეინიშნება ცვალებადობა და რყევები. გავლენას ახდენს დიაფრაგმზე და ჰორმონებზე, ადამიანი ერთ წუთს ენერგიის მოზღვავებას გრძნობს და მეორე წუთს სრულ კოლაფსშია. საბოლოოდ ასეთ მდებარეობას ენერგიის დეფიციტამდე მივყავართ, ადამიანი გამუდმებულ დაღლას გრძნობს. ფორთოხლის შეტანა რაციონში აბალანსებს ენერგიას და უმჯობესია აქტიურად იკვებოთ ამ ციტრუსით.

იუპიტერის შეერთება სირიუსთან - წარმატება ბიზნესში, მოგზაურობები, მივლინებები, ეკლესიისაგან დალოცვა. დიდი და კარგი ოჯახური კავშირები, რომლებსაც თავადაც აფართოებენ - კავშირი აქვთ ყველა ნათესავთან, როგორც წესი დიდ ოჯახებში იბადებიან და თავადაც ასეთივე ოჯახებს ქმნიან. ცვლილებები მის ცხოვრებაში როგორც წესი აისახება მთელს მის გარემოცვაზე.
უორენ ბაფეტი - 0°31′,
რუპერტ მერდოკი - 2°39′

სატურნის შეერთება სირიუსთან - თავშეკავებული მაგრმ მტკიცე, ურყევი, დიპლომატიური, სამართლიანი, დაჟინებული, მაღალ თანამდებობებს იღებს მეგობრების წყალობით, კარგი მდებარეობაა შინაური საქმეებისთვის, საჩუქრებისთვის მემკვიდრეობისთვის - სულიერი ჰარმონიისთვის. თუმცა რთულია ასეთი ენერგეტიკის ბავშვების აღზრდა. მათ ხშირად ცივად, განსაკუთრებული მოციური მიზიდულობის გარეშე ზრდიან. რაც აისახება მომავალში, ისინი მზრუნველი მშობლები არიან, მაგრამ ძალიან უჭირთ ემოციის გამომჟღავნება. ამას კუჭნაწლვის პრობლემებთან და მუცლის შებერილობასთან მივყავართ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან კარგი საშუალებაა ნიახურის ნახარში ჭამის წინაც და ჭამის შემდეგაც.

დევიდ ბექჰემი - 0°18′

ურანის შეერთება სირიუსთან - ურალური სფეროების დიდი ნიჭით და სახელგანთქმულობით გამოირჩევიან. გავლენიანი მეგობრების დახმარება, ხელსაყრელი ქორწინება განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, თუმცა მოულოდნელი სიკვდილი. ამას წინ უძღვის მკერდის არეში მწვავე ტკივილი, დანის დასმასავით. ეს სიმპტომი შესაძლოა მთელი სიცოცხლე აწუხებდეთ, რაც ძალიან აფრთხობთ და უამრავ დროს და ფულს ხარჯავენ გულის გამოკვლევებში თუმცა უშედეგოდ. ეს ზემოთ აღწერილი ენერგიის ნაკადის პრობლემაა, როცა დრო და დრო ენერგიის მიწოდება შეზღუდულია. როგორც წესი ამ ადამიანებს აქვთ არასწორი დიაგნოსტიკა და გამუდმებით სხედან დიეტებზე და აკონტროლებენ ქოლესტერინს.

ნეპტუნის შეერთება სირიუსთან - ინტუიცია, ოკულტური ინტერესები, რელიგიურიბა, უმართლებს საბანკო და კომერციულ სფეროში, გავლენიანი მეგობრები, კარგი კავშირები, მოგების მიღების დიდი ნიჭი.მისი გარდაცვალება მასშტაბური ტრაგედია ხდება.

ფრიდა კალო - 0°23′

P.S. მთარგმნელის დაკვირვებებიდან - სირიუსებს ძალიან უყვართ მოგზარობა, წანწალი, ხეტიალი, ხშირად მარტოებსაც. ადვილად იჩენენ მეგობრებს, მაგრამ უჭირთ შენარჩუნება თავიანთი ემოციების გამოხატვის უუნარობის გამო. ადვილად ეგუებიან ექსტრემალურ პირობებს, ეჩვევიან რა მთელი სიცოცხლე ენერგიის მერყეობას - არ აბნევთ არასტაბილური შემოსავლები და ადვილად ანაწილებენ რესურსებს. სირიუსები ადვილად ცნობენ ერთმანეთს და მაშინ ეხმარებიან როცა ეს ნამდვილად აუცილებელია. ვინც ვექტორულ ფსიქოლოგიას იცნობს უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ ესაა კანისა და ანალის ტანდემი ოღონდ ერთი თავისებურებით - არსებობენ ორგვარი სირიუსები - მაწანწალები და შინაყუდბი. საინტერესო ისაა რომ მაწანწალის შემთხვევაში ესაა მოგზაური ანალი და შინაყუდა - სახლში ჩაკეტილი კანია.

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

25 სექტემბრის სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

ასტროლოგიის გზამკვლევი


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რა...

ქრისტიანობა და ასტროლოგიური სახლები


ავტორი: იოანე შენგელია მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით ქრისტეს ცხოვრე...

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff