ავტორი: გიორგი ლობჯანიძე
მოგესალმებით, მეგობრებო, დაახლოებით ხვალიდან უკვე პლანეტა იუპიტერი შეაჩერებს თავის უკუსვლით მოძრაობს და გახდება დირექტული - ღრიანკალის ზოდიაქოში, მე კი შევეცდები მიმოვიხილო პლანეტის ფუნქციები და ის გამოკვეთილი ტენდენიცები, თუ რა შეიძლება მოიტანოს ამ მდებარეობამ.
პლანეტა იუპიტერი მზის სისტემაში სიდიდით პირველია, იგი დაახლოებით სამჯერ დიდია მასით სხვა ყველა დანარჩენზე და საკუთარი ღერძის გარშემო 10 საათს ბრუნავს, ხოლო მზის გარშემო კი 12 წელიწადი სჭირდება. განსაკუთრებულად დიდი როლი აქვს მატერიალურ სამყაროში, პირად რუკაში, სწორედ იგი განაგებს ადამიანის კეთილდღეობას, კარგ ბედ-იღბალს, წარმატებას, მაშასადამე, დაფასებას. ძველ რომში მას უდიდეს პატივს მიაგებდნენ, იგი იყო ჭექა-ქუხილის ღმერთი, რომელსაც შეუზღუდავი მმართველობა ჰქონდა. ასევე პატივს სცემდნენ ძველი ბერძნებიც, რომლებიც მას ზევსის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ.
იუპიტერს ეხება ჰუმანური საკითხები, აგრეთვე, ადამიანის მსოფლმხედველობა, აზრები, ძირითადად, რელიგიური შეხედულებები, თუ რის სწამს, სჯერა და ამ კუთხით რას უთმობს დიდ ყურადღებას. ასევე განაგებს, გარკვეულ წილად, ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას, რამდენად ნათელი, სიკეთით სავსეა ესა თუ ის პიროვნება. დამატებით, იუპიტერი დიდ როლს თამაშობს ამინდის ცვალებადობაშიც, განასახიერებს მორალსაც, სატუნრთან ერთად ის დიდ კოსმიურ მასწავლებლად ითვლება, ღებულობს სხვადასხვა სახის კანონსაც, თუმცა, ეს უკანასკნელი ადამიანთა საკეთილდღეოდ უფრო იხრება, ვიდრე დასასჯელად. იუპიტერი 12 წელიწადში ერთხელ ბრუნდება იმ ადგილას, სადაც ის იყო ადამიანის დაბადების მომენტში, ამიტომ, მას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან ამ დროს, ინდივიდს გარკვეული შესაძლებობები აქვს, რათა მისი მომავალი უკეთ წარმართოს. როდესაც პირად რუკაში იუპიტერი დაზიანებულია, მაშინ ადამიანი მეტადაა თვალთმაქცი, მაქსიმალურად ორიენტრიებულია მოგებაზე, თუნდაც ეს მისი ავტორიტეტის დაკნინების ფასად დაუჯდეს. თუ სწორად ავლენს თავის ნიშანთვისებებს, მაშინ ასეთი პიროვნება მეტად სანდო, კეთილი და კაცთომყარეა.
ეს პლანეტა მართავს მშვილდოსნის და თევზების ზოდიაქოს.იუპიტერის ძველ ქართული სახელწოდება გახლავთ - „მუშთარი“, ესაა გაზის დიდი გიგანტი, რომელიც დაგროვილ მთელ კოსმიურ ჭუჭყსა თუ საჭირო მასალას თავისთან იკრებს. იგი მზის სისტემაში რიგით მეხუთე პლანეტაა. მისი წოდება კი რომაული ენიდან მომდინარეობს. ეს უკანასკნელი ცის კაბადონზე დიდი სიკაშკაშითა და პოპულარობით სარგებლობს, იგი შედგება ძირითადად წყალბადისაგან და ჰელიუმისგან,როგორც ზემოთ აღვნიშნე მისი ბერძნული სახელწოდებაა - „ზევსი“, ბერძნები მას დიდ პატივს სცემდნენ - მან ხომ, თავის დროზე, ელვა იგდო ხელთ. სწორედ ზევსი იყო ის პირველი ამბოხებული, ვინც საკუთარი მამა დაამარცხა ქრონოსის სახით. როდესაც მე-6 შვილის გაჩენის დრო დადგა, რეამ გეგმა შეიმუშავა, თუ როგორ უნდა გადაერჩინა ჩვილი, მან შვილი კუნძულ კრეტაზე გადამალა და „ნიმფებს“ დაუტოვა აღსაზრდელად. ქმარს კი სახვევში გამოწყობილი ქვებისაგან შემდგარი ბავშვი მიაწოდა. მას მეტიდა ზრდიდა, რომელიც დაეხმარა იუპიტერს მამის დამარცხებაში, მან დაამზადა სასმელი, რითაც ქრონოსმა ჩაყლაპული შვილები უკან ამოანთხია, ამასობაში კი, რეამ დაარწმუნა ქრონოსი, რომ ზევსი საკუთარ შვილად მიეღო, მართლაც, ეს უკანასკნელი დაბრუნდა ოლიმპოზე, ჩუმად დაალევინა მამას სასმელი და თავისი ძმები ტყვეობიდან იხსნა. დაიწყო ტიტანებისა და ოლიმპოელების ბრძოლა, „კიკლოპებმა“ ზევსს ელვა უბოძეს, იყო ერთი ტიტანი - „პრომეთე“, რომელმაც გამორჩეულს მხარი არ დაუჭირა, ამის შემდეგ კი, სწორედ ქრონოსის ვაჟი გახდა აღნიშნულის მმართველი.
იუპიტერის გამოსახულება ძველ ჩინეთშიც იყო, ძირითადად კი - დროშებზე, როდესაც საომრად მიდიოდნენ, სწორედ ამ დროს სახავდნენ მას, რადგან მისი ძლიერება და ძალაუფლება გავრცელებულიყო სხვა მიდამოებსა და ტერიტორიებზეც. საიმპერატორო ქვეყნებში იგი მეტად ფასობდა.
ძალიან კარგია ლიტერატურა, მითები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სუფთა ასტროლოგიური კუთხით, განსაკუთრებულს მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე დიდი ბარაქის პატრონ პლანეტად, ასევე ის სოციალურ პლანეტათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც საკუთარ თავზე იღებს მიღება-გაფართოებას, ექსპანსიას, რაიმეს ზრდას, მატებას თუ სხვა . . . ეს გახლავთ ასევე ადამიანთა მსოფლმხედველობა, რომელიც მაღლაც აღვნიშნე. ბიოფიზიკური პრინციპით იუპიტერის დიდად დატვირთვა შესაძლოა ეხებოდეს ადამიანის, როგორც გარეგნული იერსახის წონაში მატებასაც კი, ასევე მისი უკვე საჯაროდ ავტორტეტის ზრდა-მოხვეჭასაც კი. იუპიტერს მოსწონს სხვათა გაერთიანების პრინციპიც, რათა ამით მოიცვას იმაზე დიდი გარემო, ვიდრე დაკავებულია, მას აქვს თვითგაფართოების, საკუთარი საზღვრების გავრცობის არაჩველებრივი ნიჭი და + სურვილი. ის არა მარტო ძველს, არამედ, ახალსაც მუდამ დაეძებს, მაგრამ ისე რომ მიღწეულის პატრონობა არ ავიწყდება, ასევე ფიზიკურ დონეზე მისი გამოხატვა ვლინდება ოპტიმიზმის შენარჩუნებით, კეთილგანწყობით სხვათა მიმართ, სანდოობის განცდით, თუმცა ეს უკვე სამყაროსთან მიმართებით.
სოციალურ დონეზე მისი როლი მოძრაობს იმაშიც, რომ ამოუდგეს გაჭირვებულებს, ამოასუნთქოს ის გაწამებული ხალხი, ვინც დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდა, გაუზარდოს ერთიორად საზრდო, შესაძლებლობები და შეიტანოს ხალხში მეტი ფსიქოლოგიური სტაბილურობა, რაც გამოიხატება რწმენის და იმედის ქონის სერიოზული განცდით. მძლავრი იუპიტერი ასევე დიდი მფარველობაა სოციალურ სივრცეში. ეს უკანასკნელია ასევე განათლების მიღების აუცილებლობა ცალკეულ ინდივიდსა თუ მასაში, რელიგიურ-იდეოლოგიური შეხედულებები, უცხოეთთან ინტეგრაცია, მათი კულტურა, ადათ-წესები, შესაძლოა უცო ენებიც, იუპიტერის ასაკი დაახლოებით 36 წლიდან დგება, ესაა ადამიანი, რომელსაც ხალხის ესმის, მასაც ისე სტკივა, როგორც სხვებს, განიცდის და ეხმარება დაბეჩავებულთ, თუმცა დაუზიანებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მასთანაა ასოციურებული, სრული სამართლიანობის აღდგენის და მოწესრიგების თემებიც, ოღონდ ცოტა ლმობიერების ფონზეც, დიდსულოვნება, გულუხვობა, როლში კი ვიღებთ: კარგ მასწავლებელს, მმართველს, მენეჯერს, რელიგიურ დონეზე - მოძღვარს, სულიერ პედაგოგს, მეცენატს, კარგ დირქტორს და სხვა . . .
იუპიტერი, როგორც ზემოთ აღვნიშე, დიდი ექსპანსია, მას ოდითგანვე სცემდნენ პატივს, ძირითადი დანიშნულება კი წარმატება იყო. ძველ რომსა და საბერძნეთშიც კი - რომში (იუპიტერი) საბერძნეთში (ზევსი) გამოსახავადნენ მის სიმბოლოს და მიემართებოდნენ ახალი მიწებისა თუ ტერიტორიების დასაპყრობად და აღმოსაჩენად. სწორედ განსაკუთრებულს შეუძლია ადამიანს მოჰგვაროს შვება თუ სწორად ივლის მისი მიმართულებით, მაგრამ სინთეზში რუქიდან გამომდინარე მხოლოდ მასზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს, გადახედეთ მთლიან კომფიგურაციას.
მაგალითისთვის დაზიანებულ იუპიტერს შეუძლია ადამიანს მოუტანოს ხელმომჭირენობა, შეიძლება ნამდვილად დაუკმაყოფილებელ, „ხამ“ არსებადაც კი გადაიქცეს, რომელსაც მეტი და მეტი სურს, მას უკვე აღარ აქვს საზღვრები, ფართოვდება გლობალურად, შესაბამისად უნდა ისწავლოს სასაზღვრო ზოლის გავლებაც, თუ რა არის მისი და საიდან იწყება უკვე სხივისი.
საინტერესოა, დღეს რომ „მხოლოდ დასავლური ასტროლოგიის მიმდევარნი“ ცნობენ მათ საქმეს და გვერდზე არ იხედებიან - ბევრს კი სასაცილოდაც არ ჰყოფნის ცხენის, ხარის, ღორის და ა.შ. წლები, ჩინური აღმოსავლური ასტროლოგია სწორედ იუპიტერის 12 წლიან ციკლზეა აგებული, მაგრამ სამწუხაროდ ამას ყურადღებას არ აქცევენ.
ახლა კი რა შეიძლება ითქვას - დირექტული იუპიტერი ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშანში კვლავინდებურად კარგად აისახება წყლის ნიშნებზე, როგორებიც არიან: მორიელი, კირჩხიბი და თევზები, ისინი სწორედ წლის ბოლომდე ფავორიტად იგრძნობენ თავს. ასევე წამოიწევს წინ ამჯერად უფო გამართულად და ხარისხიანად უცხოეთის თემები, გამგზავრებები, სწავლის და ცოდნის ამაღლების სურვილი, ბევრ ადამიანს გაუჩნდება შესაბამისი სტრატეგია, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს ესა თუ ის საქმე, რათა ბოლომდე მივიდეს.
აქვე, სანამ მე ვიტყოდე იმ სასიკეთო ტრანზიტებს, რასაც იუპიტერი შეკრავს, მანამდე გეტყვით, რომ ვისაც გყავთ რეტროგრადული ზევსი და პლანეტის უკუსვლაზე დაიწყეთ რაიმე საქმე, იცოდეთ, რომ ეს საქმე არ შეჩერდება, პირიქით, ასეთ ფაზაზე დაწყებული მაინც მიიღებს ვითარების გაღრმავებას და არაა გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში დადოთ კიდეც თქვენი მაქსიმუმი. მაგრამ აი უკვე ახალ საქმეებს რაც შეეხება, შედარებით ფრთხილად უნდა მიიღოთ ახლა გადაწყვეტილებები, უმჯობესია თუ ტრანზიტული რუქით იხელმძღვანელებთ და იქნებით გაფრთხილებულნი.
იუპიტერი აგვისტო - სექტემბრის შუა ხანებში ტრიგონზე იქნება გასული ნეპტუნთან და სექსტილი გვექნება პლუტონთა, რაც თავისთავად ცხადია მოასწავებს შემდეგ ვითარებას:
როდესაც იუპიტერი ამყარებს ასევე წყლის ნიშანში მყოფ ნეპტუნთან ტრიგონს, ეს ძალიან კარგი, ხელსაყრელი დროა - რაიმე ეზოტერულ/ოკულტური კუთხით სიახლეებისთვის, ახალი შემოთავაზებებისთვის, ვისაც გსურთ ბანკის კრედიტი მათთვის, ზოგადად აღსანიშნავია, რომ ეს ასპექტი ფსიქოტიპში იძლევა შინაგან სიბრძნეს, ღრმა წვდომასა და ფილოსოფიურ გაგებას, ადამიანებს ამ ხანებში ექნებათ წარმოსახვის დიდი უნარი, გრძნობით - სენსორული მოტორიკის ამოძრავება. ინდივიდს აქვს მდიდარი ინტელექტი, ბრწყინვალე ფსიქოლოგები გამოდიან და შეუძლიათ მათი ნიჭის დემონსტრირება. მატულობს აგრეთვე ზნეობრივი იდეალების წინა პლანზე დაყენება.
რაც შეეხება პლუტონს და მასთან სექსტილს - ეს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ეტაპია ბევრი ადამიანისთვის, ვისაც სურს მაგალითად კარიერული წინსვლა, სამსახურში კეთილდღეობა და რაიმე ადგილის დაკავება, ბრძოლა ამ ხანებში ნამდვილად შეიძლება, არაა გამორიცხული, რომ ვიხილოთ ახალი კადრები, ახალი სახეები სახელმწიფო სტრუქტურაში, ბევრი ძლიერი ფიგურის გამოჩენაა შესაძლებელი. იუპიტერი პლუტონის სექსტილი ფსიქოტიპში იძლევა: ძლიერ ენთუზმიაზმს, ადამიანი ყოჩაღი, ფხიანი, იბრძვის პირადი ჰორიზონტის ექსპანსიითვის, არის ბრწყინვალე ორგანიზატორი და ვითარების მოტივატორი, აქვს არაჩვეულებრივი მენეჯერული თვისებები, შეუძლია სხვათა დამორჩილება, კრიტიკულ ვითარებაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს!