მასალების ძირითადი ნაწილი ამოღებულია წიგნიდან „როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება“
მასალები შეაგროვა და შენიშვნები დაურთო ბექა ონიკაშვილმა.
როგორც ფიზიკურ სხეულს აქვს გრძნობის ორგანოები და მათი მეშვეობით ორიენტირებს ადამიანი ფიზიკურ სამყაროში, ასევე სამშვინელს გააჩნია თავისი გრძნობის ორგანოები და მათი წყალობით აღიქვამს სულეთს. თუ არ გვექნებოდა ფიზიკური გრძნობის ორგანოები, ჩვეულებრივი, ყოფითი, სამყაროს აღქმა შეუძლებელი იქნებოდა ჩვენთვის, მართალია სამყარო ამის გამო არსებობას არ შეწყვეტდა, მაგრამ ჩვენთვის სრულიად აღუქმელი იქნებოდა... როგორც ბრმადშობილისთვის გაუგებარია ფერთა სამყარო, ასევე გაუგებრად დარჩება ჩვენთვის სულეთი თუ არ გამოვიმუშავებთ სამშვინველისეულ ორგანოებს, რომლებიც ჩვენში ჩანასხოვან დონეზე არსებობს (მათი გაღვიძება და განვითარებაა საჭირო). ამ, სამშვინველისეული, ორგანოების წარმოქმნა დამოკიდებულია ეთერულსა და ასტრალურ სხეულებზე, მათში უნდა წარმოიქნმას და განვითარდეს ეს ორგანოები, რომელთაც ჩაკრებს ვუწოდებთ. ეს ორგანოები, ჩაკრები, იწყება თავის შიდა ნაწილიდან და ვრცელდება ფიზიკური სხეულის შუამდე. არსებობს შვიდი ძირითადი ასტრალური გრძნობის ორგანო [აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სიტყვა ძირითადზე, სინამდვილეში ჩაკრები გაცილებით მეტია ვიდრე შვიდი].
”უძველეს დროში, ლოტოსის ყვავილები მოძრაობდნენ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, მარჯვნიდან მარცხნივ. თანამედროვე ადამიანში ეს ბორბლები უმოძრაოა; ისინი აღარ ტრიალებენ. მაგრამ ნათელხილვისას ისინი კვლავ იწყებენ ტრიალს და საპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ, მარცხნიდან მარჯვნივ - (რ. შტაინერი). [შენიშვნა: სხვაგან რუდოლფ შტაინერი წერს: „ორფურცლოვანი და თექვსმეტფურცლოვანი ლოტოსის ყვავილები განვითარების შემდეგ მარჯვნიდან მარცხნივ ბრუნავენ“.].
- ვიშუდჰა - თექვსმეტფურცლოვანი ლოტოსის ყვავილი -
„სულიერი შეგრძნების ორგანო. მოთავსებულია ხორხის მახლობლად, სხვა მშვინვიერი არსების აზრთა წყობის განჭვრეტის საშუალებას იძლევა, იგი უფრო ღრმად ჩაგვახედებს ბუნების მოვლენათა ჭეშმარიტ კანონებში...“. „ხორხის მახლობლად მდებარე ორგანოს გააჩნია თექვსმეტი ყვავილის„ფურცელი“ ანუ„სხივი“...“.
„თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილში რვა ფურცელი ჩამოყალიბებული იყო ჯერ კიდევ კაცობრიობის განვითარების ადრეულ საფეხურზე, უხსოვარ წარსულში.
ამ ჩამოყალიბებაში თავად ადამიანს არავითარი წვლილი არ მიუძღვის. მან იგი როგორც ბუნების საჩუქარი, ჯერ კიდევ სიზმარეული, ბუნდოვანი ცნობიერების მდგომარეობაში მიიღო. კაცობრიობის განვითარების მაშინდელ საფეხურზე ისინი უკვე ამოქმედებულნი იყვნენ, მაგრამ მათი ამგვარი ქმედება უკავშირდებოდა სწორედ ცნობიერების ამ ბუნდოვან მდგომარეობას. როდესაც შემდგომში ცნობიერება განათლდა, ყვავილის ეს ფურცლები გამუქდნენ და შეწყვიტეს მოქმედება. დანარჩენი რვა ფურცლის გამომუშავება ადამიანს შეუძლია ცნობიერი ვარჯიშის გზით. მაშინ მთელი ლოტოსის ყვავილი მოელვარე და მოძრავი ხდება. თექვსმეტი ფურცლიდან თითოეულის განვითარება დამოკიდებულია გარკვეულ თვისებების გამომუშავებაზე. თუმცა, როგორც ითქვა, ადამიანს ცნობიერად მხოლოდ რვა მათგანის გამომუშავება შეუძლია, დანარჩენი რვა კი შემდეგ თავისთავად ჩნდება”.
ვიშუდჰა ჩაკრის განსავითარებლად არსებობს რვა მედიტაცია:
1) ყურადღება უნდა გავამახვილოთ წარმოდგენებზე.
2) ყურადღება უნდა გავამახვილოთ მიღებულ გადაწყვეტილებების სისწორეზე.
3) ყურადღება უნდა გავამახვილოთ მეტყველები სისწორეზე.
4) ყურადღება უნდა გავამახვილოთ გარეგანი ქმედების მოწესრიგებაზე.
5) ყურადღება უნდა გავამახვილოთ ცხოვრების მოწყობის სისწორეზე.
6) ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადამიანურ მიწრაფებებსა და მოვალეობებზე.
7) ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მასზედ, რომ შეძლებისდაგვარად მეტი ვისწავლოს ცხოვრებისგან.
8) ყურადღება უნდა გავამახვილოთ ცხოვრების შინაარსსა და მიზნებზე.
[შენიშვნა: მედიტაციები ვრცლად შეგიძლით იხილოთ რ. შტაინერის წიგნში: „როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება“].
„უკვე ითქვა, რომ თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის რვა ფრუცელი ჯერ კიდევ უხსოვარ წარსულში განვითარდა და ისინი თავისთავად იჩენენ თავს იდუმალთგანსწავლისას. ამჯერად, იდუმალთმოწაფეობის დაწყებისას დიდი რუდუნებით უნდა წარიმართოს რვა დანარჩენი ფურცლის ჩამოყალიბება. არასწორი განსწავლის შემთხვევაში იოლად იჩენს თავს ადრე განვითარებული ფურცლები, ხოლო ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფნი - განუვითარებელნი რჩებიან. ეს განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში ხდება, თუ განსწავლისას ნაკლები ყურადღება ექცევა ლოგიკურ, გონივრული აზროვნებას. მეტადრე მნიშვნელოვანია მოწაფე იყოს გონიერი, ნათელი აზროვნების მქონე ადამიანი. შემდგომში მისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებულად მკაფიო მეტყველების გამომუშავება. იმ ადამიანებს, რომლებიც ზეგრძნობადი სინამდვილის შესახებ უკვე რაღაცას ხვდებიან, სიამოვნებას ანიჭებთ ზედმეტი საუბარი ამ საგანთა ირგვლივ, რითაც ამუხრუჭებენ თავიანთ განვითარებას. უმჯობესია ნაკლებად ილაპარაკონ ამ თემაზე, ანდა ამ თემაზე უნდა ილაპარაკოს მხოლოდ მან, ვისაც აღქმის გარკვეულ მკაფიოებამდე მიუღწევია”.
„მოწაფისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა სრულად დადუმებულიყო, საკუთარ განცდებზე და ელაპარაკა მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორ გამოუდის სავარჯიშოების შესრულება ან მითითების დაცვა… ამგვარი თხრობის წყალობით თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის რვა ნახსენები ფურცელი რამდენადმე უხეში ხდება, მაშინ როდესაც მათ უნდა შეენარჩუნებიათ სინაზე და დინამიურობა.... ამგვარი საფრთხის შედეგად ლოტოსის ყვავილის ფურცლებზე მოლურჯო-მოწითალო და ვარდისფერ-წითელი და ნარინჯისფერი ნიუანსები წარმოჩინდება“. გათვითცნობიერებული ადამიანი „თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის“ განვითარების პირობებში ამოიცნობს იმ მითითებებს, რომელთაც ბუდა აძლევდა თავის მოწაფეებს „გზის“ ირგვლივ…“.
- ანაჰატა - თორმეტფურცლოვანი ლოტოსის ყვავილი -
„ორგანო გულის მახლობლად ნათელმზილველურად შეგვამეცნებინებს სამშვინველის მქონე სხვა არსებათა შეგრძნებებს. ვინც ეს ორგანო გამოიმუშავა, შეუძლია შედარებით უფრო ღრმა ძალთა შემეცნება მცენარეებსა და ცხოველებში“. „გულის მახლობლად მდებარეს - თორმეტი”.
„თექვსმეტფურცლიანის მსგავსადვე წარმოიქმნება გულის მახლობლად თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი. მისი ფურცლების ნახევარიც წარსული განვითარების სტადიაში უკვე არსებობდა და მოქმედებდა ეს ექვსი ფურცელი იდუმალთგანსწავლისას არ საჭიროებს განსაკუთრებულ განვითარებას. ისინი თავისთავად ჩნდებიან და იწყებენ ბრუნვას, როდესაც ადამიანი დანარჩენ ექვსზე მუშაობას. იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ განვითარებას, ადამიანმა ცნობიერად გარკვეული მიმართულება უნდა მისცეს სამშვინელის ზოგიერთ მოქმედებას“.
„ეს უკანასკნელი [თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი] აღიქვამს ხატებას. ამა თუ იმ სულიერი აზროვნების ტიპი, კანონები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბუნების მოვლენები, თექვსმეფურცლიანი ლოტოსის ყვავილისთვის თავს ხატებაში იჩენს. ეს არის არა გაქვავებული, მშვიდი ხატებები, არამედ მოძრავი, სიცოცხლით სავსე ფორმები“.
სავსებით სხვაგავარი აღქმები იჩენს თავს თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის წყალობით. ამ აღქმათა დაახლოებით დახასიათება შესაძლებელია როგორც მშვინვიერი სითბოს ან სიცივის. ამგვარი გრძნობით აღჭურვილი ნათელმხილველი აღიქვამს თუ როგორ მიედინება მშვინვიერი სითბო ან სიცივე თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის მეოხებით შემეცნებული ფიგურიდან.
თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარება ნათელმხილველს აგრეთვე გაუხსნის ბუნების პროცესების ღრმა შემეცნებას. ყოველივე დაფუძნებულია ზრდასა და განვითარებაზე, ასხივებს მშვინვიერ სითბოს; ხოლო ყოველივე იმას, რასაც მოიცავს კვდომა, ნგრევა, მოსპობა, ახასიათებს მშვინვიერი სიცივე.
ანაჰატა ჩაკრის განსავითარებლად არსებობს ექვსი მედიტაცია:
1) კონტროლი აზრებზე.
2) კონტროლი ქმედებებზე.
3) სიმტკიცის გამომუშავება.
4) მოთმინების გამომუშავება.
5) რწმენა.
6) სულიერი სიმშვიდის გამომუშავება.
[შენიშვნა: მედიტაციები ვრცლად შეგიძლით იხილოთ რ. შტაინერის წიგნში: „როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შმეცნება“].
„თუ ამ [ექვსაფეხურიან] განვითარებას ყურადღება არ მიექცევა, მაშინ ეს ორგანო დამახინჯებულად ჩამოყალიბდება. ამის შედეგად, გარკვეული ნათელხილვის გამომუშავებისას ამ მიმართულებით, ეს თვისებები ნაცვლად კათილისა შესაძლოა უარყოფით თვისებებად გადაიქცნენ. ადამიანი შეიძლება განსაკუთრებულად შეუწყნარებელი, მხდალი, მარტოსული გახდეს თავის გარემოსთვის. მაგალითად, მას შეიძლება განუვითარდეს მგრძნობიარობა სხვების მშვინვიერი განწყობის მიმართ, რის გამოც ამ ადამიანებს ან გაურბოდეს, ან ისინი შეიძულოს. ეს დასაშვებია იქამდეც მივიდეს, რომ საწინააღმდეგო მოსაზრებასთან შეხვედრისას მისი გარემომცველი მშვინვიერი სიცივე ან არ მისცემს სხვათა მოსმენის საშუალებას, ან აიძულებს თავისი საქციელით განიზიდოს სხვები“.
„თუ იგი მათი დაცვის გარეშე შეეცდება იდუმალთგანსწავლას, მაშინ ის ზენა სამყაროში არასრულფასოვანი სულიერი აღქმის ორგანოებით მოხვდება; ნაცვლად ჭეშმარიტების შემეცნებისა, იგი მოექცეოდა მოჩვენებითობისა და ილუზიის ტყვეობაში. იგი გარკვეულწილად გახდებოდა კიდეც ნათელმხილველი; მაგრამ ამჯერად ბევრად უფრო დაბრამვებული იქნებოდა, ვიდრე უწინ, ვინაიდან უწინ იგი მყარად მაინც იდგა გრძნობად სამყაროში და გააჩნდა გარკვეული დასაყრდენი. ახლა იგი იხედება გრძნობადი სამყარო მიღმა, მაგრამ იბნება ამ უკანასკნელში ისე, რომ ჯერ საიმედოდ არ მოუკიდებია ფეხი ზენა სამყაროში. შემდეგ შესაძლოა საერთოდ ვეღარ გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტება და სიცრუე და ცხოვრებაში ყველა მიმართულებით აიბნეს“.
- მანიპურა - ათფურცლოვანი ლოტოსის ყვავილი -
„მზის წნულში მოთავსებულია ორგანოს წყალობით მიიღწევა სამშვინველისეული უნარების და ტალანტების შემეცნება; შესაძლებელი ხდება განჭვრეტა იმისა, თუ რა დანიშნეულება გააჩნიათ ცხოველებს, მცენარეებს, ქვებს, ლითონებს, ატმოსფერულ მოვლენებს და ა.შ. ბუნების საყოველთაო განწესებაში“. „მზის წნულში მოთავსებულს - ათი“.
„განსაკუთრებულად ფაქიზ მშვინვიერ მოპყრობას საჭიროებს ათფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარება. აქ უკვე საქმე ეხება გრძნობად შთაბეჭდილებათა ცნობიერად ფლობას, რაც მეტადრე აუცილებელია დამწყები ნათელმხილველისათვის. მხოლოდ ასე შეძლებს იგი განერიდოს ურიცხვი ილუზიებისა და სულიერ თვითნებობათა სათავეს... მრავალი საგანი აღიბეჭდება სულში ისე, რომ არ ეხება ცნობიერებას... თუ კი დავფირდებით ამ საგანზე, შეიძლება განვსაჯოთ, ილუზიისა და მეოცნებეობის რა წყარო იფარება ამგვარ გარემოებებში. ეს წყარო უნდა ჩაახშოს იმან, ვისაც სურს ათფურცლიანი ლოტოსისი ყვავილის განვითარება. ამ ლოტოსის ყვავილის მეოხებით შესაძლებელია სხვადასხვა სამშვინვნელთა წიაღში დაფარული თვისებების აღქმა . ეს აღქმები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ჭეშმარიტებად, როდესაც ადამიანი სავსებით განთავისუფლდება ზემოაღწერილ ცდომილებათაგან. ამიტომ მიზანშეწონილია გარესამყაროდან ადამიანში შემოსულ ზემოქმედებათა დაუფლება“.
„იგი უნდა წვრთინეს საკუთარ თავს, საერთოდ არაფერი გაიგონოს თვით უდიდეს ხმაუშიც კი, თუ მას ეს არ სურს. თავისი თვალი უგრძნობი უნდა გახადოს იმ საგანთათვის, რომლებზეც საგანგებოდა არ წარუმართავს მზერა. მას უნდა გარემოიცავდეს ერთგვარი მშვინვიერი ჯაბშანი ყველა გაუცნობიერებელი შთაბეჭდილების მიმართ“.
„მხოლოდ ასეთი მკაცრი თვითაღზრდის შედეგად იღებს ათფურცლიანი ლოტოსის ყვავილი თავის შესაფერის სახეს“.
„მაშინ მზის წნულში მოთავსებული ლოტოსის ყვავილი მართებული წესით მომწიფდება და იმას, რასაც ზემოღერილი სულიერი გრძნობის ორგანოს წყალობით ფორმა და სითბო გააჩნდა, მიეცემა სულიერი სინათლე და შეფერილობა. ამის საშუალებით გაცხადდებიან სხვადასხვა სულიერი ტალანტები და უნარები, ბუნების დაფარული ძალები და თვისებები. ცოცხალ არსებათა ფერადოვანი აურა ამგვარად ხილული გახდება. ის, რაც ჩვენ გარშემო იმყოფება, ასე იუწყება თავის მშვინვიერი უნარების შესახებ“.
- სვადჰისტანა - ექვსფურცლოვანი ლოტოსის ყვავილი -
„ზემოთაღწერილი ლოტოსის ყვავილის განვითარებაზე კიდევ უფრო ძნელია სხეულის შუა ნაწილში მოთავსებული ექვსფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარება. ამ განვითარებისთვის საჭიროა ადამიანის მთელი არსების სრულყოფილი ფლობის მიღწევა თვითცნობიერების მეოხებით, ისე რომ მასში სხეული, სამშვინველი და სული სრულ ჰარმონიაში მოვიდეს“.
„უკვე ექვსფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარების პირობებში ჩადებულია გარკვეული საწინდარი დაბნეულობისა და არამდგრადობის წინაღმდეგ. არც ისე იოლი იქნება იმ ადამიანის მოხვედრა ცდომილებაში, ვისაც მიუღწევია სრული წონასწორიბისთვის მგრძნობელობას (სხეული), ვნებას (სამშვინველი) და იდეას (სული) შორის. და მაინც, საწინდარზე უფრო მეტია საჭირო, როდესაც ექვსფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარების შედეგად ადამიანი აღიქვამს ისეთი ცხოვრებისა და თავისთავადობის მქონე არსებებს, ფიზიკურ შეგრძნებათა სამყაროსაგან ესოდენ განსხვავებულ სფეროს რომ განეკუთვნებიან“.
„უკვე ექვსფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარების პირობებში ჩადებულია გარკვეული საწინდარი დაბნეულობისა და არამდგრადობის წინაღმდეგ. არც ისე იოლი იქნება იმ ადამიანის მოხვედრა ცდომილებაში, ვისაც მიუღწევია სრული წონასწორიბისთვის მგრძნობელობას (სხეული), ვნებას (სამშვინველი) და იდეას (სული) შორის. და მაინც, საწინდარზე უფრო მეტია საჭირო, როდესაც ექვსფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარების შედეგად ადამიანი აღიქვამს ისეთი ცხოვრებისა და თავისთავადობის მქონე არსებებს, ფიზიკურ შეგრძნებათა სამყაროსაგან ესოდენ განსხვავებულ სფეროს რომ განეკუთვნებიან“.
- აჯნა - ორფურცლოვანი ლოტოსის ყვავილი -
„ახლა კი მივედით თვალების არეში მოთავსებული ორფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განხილვამდე. როგორც კი ის მოძრაობას იწყებს, ადამიანს ეძლევა საშუალება დაუკავშიროს თავისი უმაღლესი მე ზემდგომ სულიერ არსებებს. ის ნაკადები, რომლებიც ლოტოსის ამ ყვავილისაგან გადმოედინებიან, მიემართებიან უმაღლესი სინამდვილეებისაკენ ისე, რომ ადამიანი მთლიანად აცნობიერებს შესაბამის მოძრაობებს. ისე როგორც სინათლე თვალისთვის საჩინოდ ხდის ფიზიკურ საგნებს, ასევე ეს დინებები ზენა სამყაროების სულიერ არსებებს ათვალსაჩინოებენ“.
„სულიერი მეცნიერებიდან ამოსულ წარმოდგენებში ჩაღრმავების შედეგად, რომლებიც უმთავრეს ჭეშმარიტებებს შეიცავენ, სწავლობს მოწაფე ხსნებული ლოტოსის ყვავილის ნაკადთა ამოძრავებას და მართვას”.
„თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი მსჯელობის უნარს, მკაფიო, ლოგიკურ აზროვნებას - ეს განვითარების სწორედ ამ საფეხურზე იჩენს თავს. უნდა გავიხსენოთ, რომ აქამდე ჩანასახოვან მდგომარეობაში, გაუცნობიერებლად ადამიანში მთვლემარე უმაღლესი მეობა ახლა ცნობიერ ყოფაში შემოდის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სულიერ სამყაროში დაბადებასთან არა მხოლოდ ხატებრივი, არამედ სავსებით რეალური გაგებით. ახალშობილი არსება - უმაღლესი მეობა ქვეყნიერებას აუცილებელი ორგანოებით და შესაძლებლობებით უნდა მოევლინოს, რათა სიცოცხლისუნარიანი გახდეს. ისევე, როგორც ბუნების საზრუნავია ბავშვის სწორად ჩამოყალიბებული ყურებითა და თვალებით დაბადება, ასევე ადამიანის თვითგანვითარების კანონებმა უნდა იზრუნონ რათა მისი უმაღლესი მეობა აუცილებელი უნარებით შემოვიდეს ყოფიერებაში. ეს კანონები , რომლებიც უზრუნველყოფენ თავად სულის უმაღლესი ორგანოების განვითარებას, არიან ჯანსაღი გონების და ზნეობის კანონები ფიზიკურ სამყაროში. ისევე როგორც ბავშვი მომწიფდება დედის საშოში, ზუსტად ასევე ფიზიკური მეობა თავის წიაღში მოამწიფებს სულიერ ადამიანს. ბავშვის ჯამრთელობა დამოკიდებულია ბუნების კანონების ნორმალურ მოქმედებაზე დედის საშოში. სულიერი ადამიანის ჯამრთელობა კი მსგავსად განპირობებულია ჩვეულებრივი განსჯის კანონებით და ფიზიკურ ცხოვრებაში მოქმედი გონებითი. ის, ვინც ფიზიკურ სამყაროში ჯანსაღად არ ცხოვრობს და არ აზროვნებს, ვერ შობს ჯამრთელ უმაღლეს მეობას. ბუნებისა და გონების შესაბამისად ცხოვრება არის საფუძველი ჭეშმარიტი სულიერი განვითარებისა. ისე როგორც ბავშვი დედის საშოში ცხოვრობს იმავე ბუნების კანონების მიხედვით, რომელთაც დაბადების შემდგომ თავისი გრძნობის ორგანოებით აღიქვამს, ასევე ადამიანის უმაღლესი მეობა ჯერ კიდევ ფიზიკურ ყოფაში ცხოვრობს სულიერი სამყაროს კანონებით. ისე როგორც ბავშვი, სიცოცხლის ბუნდოვანი შეგრძნებიდან გამომდინარე, იკრებს შესაბამის ძალებს, ასევე შეუძლია ადამიანს მისი უმაღლესი მეობის დაბადებამდე სულიერი სამყაროს ძალთა გათავისება. დიახ, მან უნდა მოახერხოს ეს თუკი სურს, რომ ეს მეობა სავსებით განვითარებულ არსებად დაიბადოს“.
„ამრიგად, ის, რაც ადამიანისთვის ჭეშმარიტების შეგრძნების, განსჯის და გონების წყალობით გასაგები იყო, იდუმალთმოწაფეობის აღწერილ საფეხურზე მისი საკუთარი განცდა გახდება . ამჯერად მას გააჩნია უშუალო ცოდნა საკუთარი უმაღლესი მეობის შესახებ. იგი შეიცნობს, რომ ეს უმაღლესი მეობა დაკავშირებულია ზენა რიგის სულიერ არსებებთან და ერთიანობაშია მათთან. იგი ხედავს, თუ როგორ წარმოსდგება მისი ქვენა მეობა ზენა სამყაროსგან. ეს კი უჩვენებს, რომ მისი უმაღლესი ბუნების ყოფიერება დაუტეველია ქვენა ბუნების არსებობის ფარგლებში. ახლა მას შეუძლია საკუთარ თავში თვითონვე გამოარჩიოს წარმავალი მუდმივისგან. ეს ნიშნავს, რომ იგი საკუთარი ჭვრეტის ძალით შეისწავლის მოძღვრებას უმაღლესი მეობის უმდაბლესში განსხეულების (ინკარნაციის) შესახებ. ახლა ცხადი ხდება, რომ თავად გახდა იმ მაღალი სულიერი კავშირების შემადგენელი ნაწილი, რომლებიც განსაზღვრავენ მის თვისებებს და ბედს. იგი შეიმეცნებს თავისი ცხოვრების კანონს - კარმას. იგი რწმუნდება, რომ საკუთარი ქვენა მეობა იმ სახით,როგორითაც ის მის ყოფიერებას ავსებს, მხოლოდ ერთ - ერთი ხატებაა, შემძლე მისი უმაღლესი არსების მიღებისა. იგი დაინახავს შესაძლებლობას თავისი უმაღლესი მეობიდან იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა სულ უფრო მეტად სრულყოფილი გახდეს. ამჯერად მას შეუძლია შეამჩნიოს ადამიანთა შორის დიდი განსხვავებანი მათი სრულყოფილების სხვადასხვა ხარისხიდა მიხედვით. იგი გაიგებს, რომ არსებობენ უფრო დაწინაურებული ადამიანები, რომლებსაც მისთვის ჯერაც ფეხშეუდგამი საფეხურები აქვთ დაძლეული. იგი ხედავს, რომ ასეთ ადამიანთა სწავლება და საქმენი ზენა სამყაროს მიერაა შთაგონებული, რასაც უმადლის თავის პირველ დამოუკიდებელ გახედვას ზენა სამყაროში. მათი ყოფიერება, ვისაც კაცობრიობის დიდ ხელდასხმულს უწოდებენ, იწყებს მისთვის სინამდვილედ ქცევას“.
“ხსენებულ საფეხურზე ასული მოწაფის შესახებ ამბობენ, რომ ეჭვი საბოლოოდ გაუქრაო. თუ მას აქამდე გონებასა და ჯანსაღი აზროვნების საფუძველზე აგებული რწმენა ჰქონდა, ამჯერად ამ რწმენის ადგილს სრული ცოდნა და შეურყევლაი წვდომა იკავებს“.
- მულადჰარა - ოთხფურცლოვანი ლოტოსის ყვავილი -
ზემოთ ჩვენ არაფერი გვითქვამს მულადჰარა ჩაკრის შესახებ, მოკლედ ვიტყვით, რომ ოთხფურცლოვანი ლოტოსის ყვავილი დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ სიჯანსაღესთან. მას აქვს რეგენერაციის უნარი, აძლევს ადამიანს ძალას იყო პროდუქტიული ცხოვრებაში და სხვა.
ზემოთ ჩვენ აღვწერეთ მედიტაციები. აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, ალბათ ყველა შეამჩნევდა, რომ ეს მედიტაციები სრულდება ღვიძლის დროს, ცნობიერ მდგომარეობაში, და არ ახლავს თან არავითარი სირთულე; ეს მედიტაციები არ მოითხოვს ფიზიკური სხეულის სათანადოდ მომზადებას, სუნთქვებისა და სავარჯიშო პოზების სწავლას და ა.შ.
ასევე ჩვენ ვიცით რომ ასტრალური სხეული მაშინ არის ქმედითი და თავისუფალი თავის მოქმედებებში, როდესაც ის ფიზიკურ სხეულს სცილდება, ანუ ძილის მდგომარეობაში, მაგრამ ძილის დროს დაუშვებელია ასტრალურ ორგანოებზე ზემოქმედება. მეორეს მხრივ ღვიძლისას შეუძლებელია ასტრალურ ორგანოებზე პირდაპირი ზემოქმედება. მაგრამ ეს მედიტაციები, რომელიც ღვიძილის დროს სრულდება განაპირობებენ იმას, რომ ჩაბეჭდონ ასტრალურ სხეულში ეს იმპულსები და, დაძებისას, როდესაც ასტრალური და „მე“ სხეულები გამოეყოფა ფიზიკურსა და ეთერულს გააგრძელოს სულეთში თავისი ორგანოების გამომუშავება და მათით ორიენტირება.
თუ მოგეწონათ გააზიარეთ..