ქანქარა

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

ქანქარა - ეს არის ნივთი, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეაღწიოთ პლანეტის ინფორმაციულ ველში და მიიღ...

pendulum 1934311 1920

ქანქარა - ეს არის ნივთი, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეაღწიოთ პლანეტის ინფორმაციულ ველში და მიიღოთ სასურველ კითხვაზე პასუხი ან სხვა სახის ინფორმაცია. ვთქვათ, თქვენ ხართ ადამიანი,რომელიც არ ფლობს რაიმე განსაკუთრებულ ზებუნებრივ უნარს და არ გაქვთ სურვილი ან საშუალება მიმართოთ მკითხავს, მაგს, ექსტრასენსს. ასეთ შემთხვევაში ქანქარა იდეალური საშუალებაა მიიღოთ პასუხები პლანეტის საერთო ენერგოინფორმაციული ველიდან. გარკვეული დროის განმავლობაში ეტაპობრივად ვარჯიშის შედეგად ქანქარასთან მუშაობა გამოსდის თითქმის ყველას. პლანეტის ველთან კავშირი მყარდება ქვეცნობიერის მეშვეობით.

რა შეგვიძლია გავიგოთ ქანქარის მეშვეობით?

ქანქარა საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ბევრი რამ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე, ჯანმრთელობაზე. ასევე ქანქარის მეშვეობით შესაძლებელია დაკარგული ნივთის პოვნა, საკვები პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება, ამინდის პროგნოზირება, ჩაკრების დიაგნოსტირება და სხვა.. ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება..

როგორ დავამზადოთ ქანქარა?

ქანქარის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ ეზოთერულ მაღაზიაში, თუმცა დასაწყისისთვის უმჯობესია თქვენივე ხელით დაამზადოთ იგი. ქანქარის ასაგებად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხვილი ძაფი ან უბრალო ჯაჭვი 20-22 სანტიმეტრის სიგრძის და მასზე ჩამოკიდოთ სიმძიმე, ეს შეიძლება იყოს რომელიმე მინერალი, ხე, პლასტმასი, სანთლის ცვილი, მეტალი(უბრალო რკინისა და ლატუნის გარდა). სიმძიმე უმჯობესია იყოს კონუსის ფორმის, ამოტრიალებული ცრემლის ფორმის ან უბრალოდ ბურთულა. რაც ყველაზე მთავარია მისი დამზადებისას იყავით უბრალონი, არ ეძებოთ რაიმე განსაკუთრებული თვისების ან ვიზუალის მქონე სიმძიმე, თქვენი განწყობა უნდა იყოს მხოლოდ პოზიტიური, თუ გინდათ რომ მან კარგად იმუშაოს, მოგცეთ ყოველთვის სწორი პასუხები, ჯაჭვსა და სიმძიმესთან ერთად დაუმატეთ მას სისუფთავე, სიყვარული, მზრუნველობა, იყავით უბრალონი და გულწრფელნი მასთან, შედეგად მიიღებთ იდეალურ ქანქარას, რომელიც იმუშავებს პირადად თქვენთვის. ქანქარის სხვისთვის მიცემა, თხოვება დროთა განმავლობაში ასუსტებს მის მოქმედებას, ამიტომ უმჯობესია თუ თქვენი პირადი ქანქარა იქნება მხოლოდ თქვენთან.

qanqara

როგორ ვიმუშაოთ ქანქარასთან?

პირველ რიგში საჭიროა განთავისუფლდეთ აზრებისგან, ეჭვებისგან, ზედმეტი ემოციებისგან, მხოლოდ მაშინ შეძლებთ ქანქარასთან მუშაობას, როცა სრული სიმშვიდის მდგომარეობაში გადახვალთ. მუშაობა ხდება მაგიდასთან, აიღებთ ფურცელს და დახატავთ მასზე საშუალო ზომის წრეს, შემდეგ ქანქარას დაიჭერთ მარჯვენა ხელში, ცერა და საჩვენებელი თითით. იდაყვი ან უნდა იდოს მაგიდაზე, ან აწეულ მდგომარეობაში ზუსტად 90 გრადუსიან კუთხეს უნდა ქმნიდეს სხეულთან მიმართებაში. ქანქარა ფურცლიდან დაახლოებით 1-2 სანტიმეტრის სიმაღლეზე დაიჭირეთ. მუშაობისას ქანქარასთან საუბარი მკვეთრად გამართულად და დალაგებულად არის საჭირო. უთხარით ქანქარას რომ დაიწყოს მოძრაობა, დავალება მიცემულია, მოძრაობის დასაწყებად კი მას „სივრცე“ სჭირდება, ნუ შეუშლით ხელს მუშაობაში თქვენი აზრებით და დაძაბულობით, ეცადეთ ზედმეტი კონცენტრაცია არ მოახდინოთ მის მოქმედებაზე, ხელით არანაირი მოძრაობა არ შეიძლება! თუ პირველ ორ ცდაზე არ დაიწყებს მოქმედებას ეცადეთ უფრო მეტად შეხვიდეთ მასთან კონტაქტში, თუ ამის შემდეგაც არ დაიწყებს მოქმედებას კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ სტატია და დარწმუნდით ინსტრუქციების შესრულების სისწორეში. ქანქარამ მოძრაობა უნდა დაიწყოს წრიულად საათის ისრის მიმართულებით. თუ ქანქარა უბრალოდ ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად მოძრაობს უთხარით მას დაიწყოს ბრუნვა. ნელ ნელა მიეცით დავალებები, უთხარით გაიზარდოს, შემცირდეს, ასწრაფდეს შენელდეს, ამის შემდეგ დახაზეთ ფიგურები ფურცელზე და ცადეთ მათი კონტურების შემოხაზვა, გაითვალისწინეთ რომ ქანქარა კუთხეს ვერ შემოხაზავს, თუმცა მოხდება ფორმის ასე თუ ისე მიღება.. ქანქარასთან მუშაობის პირველი ეტაპის წარმატების გავლის შემდეგ გადახვალთ მეორე ეტაპზე, სადაც მარტივ კითხვებზე პასუხის მიღებას ისწავლით ქანქარის მეშვეობით : ფურცელზე დახაზავთ წრეში ჩასმულ ჯვარს, ქანქარას დაიჭერთ ჯვრის ცენტრზე და „მოელაპარაკებით’, კითხეთ თუ რომელი მოქმედება აღნიშნავს დადებით პასუხს? მოძრაობას რომელსაც ქანქარა შეასრულებს ან წრიულად ან ხაზოვნად ეს მოძრაობა იქნება დადებითი პასუხი. შემდეგ უარყოფით პასუხზეც იგივეს გააკეთებთ. ამით სრულდება მოლაპარაკება და ნელ-ნელა შეაჩვევთ მას მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემას, მაგალითად : -მე გოგო(ბიჭი) ვარ? , -მე სკოლაში ვსწავლობ?, -ვმუშაობ? და ასე შემდეგ.. არასწორად დასმული კითხვაა : -მე გოგო ვარ თუ ბიჭი?, -მე სკოლაში ვსწავლობ თუ ინსტიტუტში?, -ვმუშაობ თუ არა?

კითხვების გართულება უმჯობესია მოხდეს ეტაპობრივად.

გისურვებთ წარმატებას!

ავტორი: თამარ წიკლაური

მსგავსი სტატიები

ამას შეუძლია შეცვალოს ცივილიზაცია


ტრანსკრიბცია ბრიუს ლიპტონის ვიდეოდან (არასრული ტექსტი) მთარ...

მულადჰარა ჩაკრა: ფუძისეული ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე წყარო ჩაკრების თემაზე პირველ რიგში ...

432 ჰერცი მუსიკაში - საინტერესო ფაქტები


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო სამყარო ერთიანი და მთლიანია, და...

ენერგოვამპირების გამოვლენის და მათგან თავდაცვის შესახებ...


ტრანსკრიბცია დოქტორ ლინსკის ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე რ...

ჩაკრები – ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები


მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე წყარო რა არის ჩაკრები და რაში ჭირდე...

ანაჰატა ჩაკრა - გულის ენერგეტიკული ცენტრი


წყარომთარგმნელი: ელისო აბულაშვილი ანაჰატა: ზოგადი ინფორმაცია თუ რო...

ენერგო-ვამპირიზმი


ავტორი: ალექსანდრ ილინსკი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ხშირ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff