მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე
ჩაკრების თემაზე პირველ რიგში გირჩევთ გაეცნოთ სტატიას: ჩაკრები – ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები
ზოგადი ინფორმაცია მულადჰარა ჩაკრას ფუნქციონირების შესახებ
მდებარეობა: შორისის მიდამო
ელფერი: შავის, წითლის და ცისფრის.
სიმბოლო: წრე მასში არსებული კვადრატით. წრის გარშემო განლაგებულია ლოტოსის ოთხი ფოთოლი. ხშირად კვადრატი შეფერილია ოქროსფრად. ეს ნიშნავს მყარ კავშირს მატერიასთან. მასში შესაძლოა ჩაწერილი იყოს სიტყვა ,,ლამ’’. იგი შეესაბამება ერთ–ერთი მანტრის ხმას. კვადრატიდან ,,იზრდება’’ ღერო (წველი). ამგვარად ჩაკრა უკავშირდება სუშუმნას – მთავარ ენერგეტიკულ ცენტრს.
ჩაკრას დახასიათება: სტაბილურობა, თვითგადარჩენის ინსტინქტი, უსაფრთხოება.
მოქმედების პრინციპები: ნებისყოფის ძალა, მიმართული სამყაროში გადარჩენაზე.
შინაგანი აქცენტი: დამიწება, სასიცოცხლო ენერგია.
განვითარების პერიოდი: ადამიანის დაბადების მომენტიდან ხუთ წლამდე.
სტიქია: მიწა.
პასუხისმგებელია: სურნელთა ანალიზზე.
მანტრა: ,,ლამ’’
აურა: ფიზიკური
სფეროები, რომლებსაც ეს ჩაკრა აკონტროლებს: სასქესო სისტემა, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირება.
მულადჰარასთან დაკავშირებული ორგანოები: ხერხემალი.
გამომყოფი ორგანოები: ნაწლავები.
რეპროდუქციული სისტემის ორგანოები: პროსტატა. ეს ჩაკრა გავლენას ახდენს სისხლის შემადგენლობასა და მის უჯრედებზე.
დისბალანსი იწვევს: ძლიერ შეკრულობას, ბუასილს, განვითარების სურვილის არარსებობას, მოდუნებას, დეპრესიას. სისხლძარღვოვანი სისტემის, ზურგის, სახსრების და კანის საფარველის დაავადებებს.
არომატები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩაკრის ჰარმონიზაციას: ფაჩული, კედარი, სანდალი, ვეტივერი.
მინერალები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ჩაკრის უნქციონირებაზე: აქატი, ალექსანდრიტი, გიშერი, ჰემატიტი, ძოწი, კვამლიანი კვარცი (რაუხტოპაზი), წითელი იასპი, წითელი მარჯანი, ჰემატიტი, კუპრიტი, ონიქსი, როდოქროზიტი, ლალი, შავი ტურმალინი, შპინელი.
ამ ჩაკრას ეწოდება ძირითადი ან ფუძისეული ჩაკრა. მდებარეობს შორისის მიდამოში. მულადჰარას ფოთლები ქვემოთაა დახრილი. ღერო (წველი) მიემართება ზემოთ – სუშუმნასკენ. თუ ჩაკრა ჰარმონიულად არის განვითარებული და ნორმალურად ფუნქციონირებს, ის ცოტაოდენ გახსნილია.
ფუძისეული ჩაკრა პასუხისმგებელია მატერიალურ სამყაროსთან კავშირის განმტკიცებაზე. მისი საშუალებით სამყაროს ენერგია მიწის ფენებში აღწევს. ზუსტად იგი ეხმარება ყველა ენერგეტიკულ სხეულში მიწის ენერგიის გადასვლას (პასუხისმგებელია სტაბილიზაციაზე). მულადჰარას წყალობით დანარჩენი ექვსი ჩაკრა ვითარდება. იგი ადამიანის ფიზიკური სხეულის სიცოცხლისუნარიანობისათვის ქმნის საფუძველს. ფუძისეული ჩაკრის საშუალებით ხორციელდება კავშირი ცოცხალ სამყაროსთან დედამიწაზე, რომელზეც დამოკიდებულია ყველა ჩვენგანის დაბადება და განვითარება.
თუ ძირითადი ჩაკრა ჯანმრთელია, ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. მისი ცხოვრების ყველა ეტაპი სტაბილურია. მისი წყალობით ადამიანის არსებობა სამყაროში შემსუბუქებულია. რამდენადაც მშვიდად ვართ მომავლის მიმართ, მით უფრო ადვილია თვითგადარჩენა.
პირველ რიგში, მულადჰარა პასუხისმგებელია გადარჩენის ინსტინქტის განვითარებაზე. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ტერმინის ქვეშ ? მუშაობის მოთხოვნილება, განვითარება იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას კარგი მატერიალური მდგომარეობა, საკუთარი თავის უზრუნველყოფა საკვებით, ოჯახის შექმნა და შთამომავლობის დატოვება. მულადჰარა ააქტიურებს ჩვენს სქესობრივ ინსტინქტებს. ეს არ უნდა აგვერიოს სექსუალურობაში, რომელზეც პასუხისმგებელია მეორე ჩაკრა. სქესობრივი ინსტინქტი – ესაა მიზიდულობა საპირისპირო სქესის მიმართ წაკუთარი გვარის გასაგრძელებლად და არა სიამოვნების მისარებად.
ჯანმრთელი ფუძისეული ჩაკრა ადამიანში თვითგადარჩენის ინსტინქტს ანვითარებს. ეხმარება მას იბრძოლოს სამყაროში გადასარჩენად. გარდა ამისა, მას ექვემდებარება ყველა ინსტინქტი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური), ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე (კვება, გამრავლება). ყველაზე მთავარია იმ ინსტინქტის განვითარება, რომელიც პასუხისმგებელია საფრთხეებისგან ჩვენი სიცოცხლის დაცვაზე.
შეეცადეთ გაიხსენოთ ის, რაც ხდებოდა თქვენს თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ალბათ გონებაში ამოტივტივდება რამდენიმე სიტუაცია, როცა თავს გრძნობდით საშინლად. ამ შიშმა დროულად დაგიცვათ ზოგიერთი უარყოფითი სიტუაციებისგან, რომლებსაც შეეძლოთ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. თქვენ უბრალოდ დროულად გაჩერდით და არ გააკეთეთ ის, რაც გსურდათ. ასე რომ, მსგავსი შიშები – ეს ფუძისეული ჩაკრის მუშაობის გამოვლინებაა. შიში – ეს თავდაცვის სისტემის ნაწილია. ამ შიშებს შორის არის არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ ისეთი შიშებიც, რომლებსაც უმრავლესობა განიცდის. მაგალითად, ყინულზე დაცემის შიში, ღრმა მდინარეში დახრჩობის შიში, ცეცხლით დაწვის შიში და ა.შ.
ადრე თუ გვიან ჩვენ ყველანი დავფიქრდებით იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა საკუთარი შიშებისგან განთავისუფლება. მაგრამ ცოტა თუ იწყებს მათთან ბრძოლას. როგორც წესი, ადამიანები ამ შიშებით მთელი ცხოვრება ცხოვრობენ. მხოლოდ ერთეულები, რომლებსაც სურთ დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ისინი ფლობენ ზებუნებრივ შესაძლებლობებს, ან კონკურენციის გრძნობიდან გამომდინარე ბარიერებს გადალახავენ. თუ ასეთი რამ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ჩაკრაში პრობლემაა. თავდაცვის სისტემა ამ შემთხვევაში სრულყოფილად არ ფუნქციონირებს. ადამიანი დაავადებული პირველი ჩაკრათი რისკავს გაუმართლებლად. მაგრამ ხდება საპირისპიროც: ჩაკრაში არსებული პრობლემა იწვევს უკიდურეს შიშს და ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ძალიან დიდ დამოკიდებულებას.
ჯანმრთელი ფუძისეული ჩაკრის ფუნქციონირება
თუ მულადჰარა გახსნილია და სწორად ფუნქციონირებს ადამიანი გრძნობს კავშირს გარემომცველ ბუნებასთან, მიწასთან. მის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამიწებულია ამ სიტყვის კარგი გაგებით. ის სიცოცხლით სავსეა, ინტერესდება ყველაფრით, რაც მის გარშემოა, ვითარდება. ასეთი ადამიანი გრძნობს შინაგან ძალას. ის მშვიდია, მისი ცხოვრება სტაბილურია. ჯანმრთელი პირველი ჩაკრა იძლევა საკუთარი ძალებისა და თვითდარწმუნების შეგრძნებას საკუთარ თავში. მის მფლობელებს განასხვავებენ შეუპოვრობით, კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ჭკვიანური და ეფექტური გადალახვით. ადამიანი მშვიდად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, აღწევს დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. ასეთი ადამიანების შესახებ ამბობენ, რომ მათში ენერგია დუღს და გადმოდუღს. და მართლაც მათი აქტიურობა და შრომისუნარიანობა შესაშურია. ნორმალურად ფუნქციონირებადი ფუძისეული ჩაკრა ადამიანში იძლევა სექსის ნორმალურ მოთხოვნილებას და დიდ სასიცოცხლო ენერგიას.
თუ ძირითადი ჩაკრა გაწონასწორებულია, ადამიანი აცნობიერებს ბუნებისა და სამყაროს ციკლურობას. ეს გასაკვირი არაა. სწორედ ფუძისეული ჩაკრა წარმოადგენს ყოველივე მოვლენის ციკლურობის სიმბოლოს. იგი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ყოველ მოქმედებას ჰქონდეს დასაწყისი და ლოგიკური დასასრული. ჯანმრთელი მულადჰარას მქონე ადამიანებზე გარშემომყოფები გავლენას ვერ ახდენენ. ისინი აცნობიერებენ, რომ საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა შექმნა. ერთადერთი, რასთანაც საჭიროა ანგარიშის გაწევა, ესაა ადამიანის მშობელი ბუნება, დედამიწა. ჰარმონიულად განვითარებული მულადჰარა ჩაკრის მქონენი დარწმუნებულნი მიდიან ცხოვრების გზაზე. სწორედ ამიტომ ყველა მატერიალურ მიზანს ადვილად აღწევენ. ასეთი ადამიანი არასოდეს იღელვებს გადარჩენისათვის აუცილებელ საშუალებებზე. მას ესმის, რომ სამყარო მისცემს იმას, რაც საჭიროა. ამიტომ კონცენტრირდება უფრო სერიოზული მიზნების დასახვაზე.
და ბოლოს, თუ ჩაკრა გაწონასწორებულია, ადამიანს შეუძლია დაუკავშიროს თავისი ენერგეტიკული სხეულები და სამყაროს სულიერი შრე მატერიალურ მიზნებს. ეს ადამიანის მაღალი სულიერების შედეგია. მაგრამ ეს სულიერების სპეციალური სახეა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას მიეცეს ცარიელ ოცნებებს. იგი ადამიანს აიძულებს იმოძრაოს, იმოქმედოს, განახორციელოს ის ქმედებები, რომლებიც მას დასახული მიზნების შესრულებასთან დაახლოვებენ. ასეთ ადამიანს შეუძლია მაღალ დონეზე აზროვნება. ამასთანავე მას არ ავიწყდება საარსებო პურზე იფიქროს და ყველაფერს თავისით აღწევს.
დისბალანსი მულადჰარა ჩაკრის ფუნქციონირებაში
თუკი ფუძისეულ ჩაკრაში წონასწორობა დაირღვა, ადამიანი იწყებს კონცენტრირებას მხოლოდ გადარჩენასა და მატერიალურ ასპექტებზე. მას არანაირი სულიერება აღარ აინტერესებს. მისი აზრები მოცულია მხოლოდ საკვებით, სექსით და ფულის შოვნით. ეს მისი ძირითადი პრიორიტეტია ცხოვრებაში. მხოლოდ ამ სამი კომპონენტის შესახებ ოცნებობს. ასეთი ადამიანები იწყებენ უკონტროლოდ ფულის ხარჯვას ექსკლუზიურ პროდუქტებზე, იტანჯებიან ზედმეტი ჭამით, ხშირად იცვლიან სქესობრივ პარტნიორებს, დღედაღამ მუშაობენ, არ ძალუძთ დასვენებისთვის გაჩერება. ეს სავსებით გასაგებია: დასვენების თითოეული წუთი მათ ართმევს იმას, რისთვისაც ცხოვრობენ – ესაა ფული.
ასეთ ადამიანებში ხშირად თავს იჩენს მოუთმენლობა. მათ არ ძალუძთ თავიანთი ქმედებების შედეგების გათვლა. პრინციპში მათ ეს არც თუ ისე აინტერესებთ. მთავარი არის ის, რაც ხდება აქ და ახლა. თუ ეხლა მოისურვე ტორტის ყიდვა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთო ეს. თუკი ორგანიზმი აღიგზნო, საჭიროა სწრაფად ადამიანის ნახვა, ვისთან ერთადაც შეიძლება საწოლისკენ გაემართო. უხშირესად ეს იწვევს ძლიერ სექსუალურ დისჰარმონიას. ადამიანი ფიქრობს, რომ სხვისთვის რაღაცის მიცემა, მხოლოდ სქესობრივი გზითაა შესაძლებელი. ამასთანავე ემოციური და მატერიალური სფეროები ცალმხრივი ხდება. ადამიანი სხვებისგან ფულს და გრძნობებს იღებს, სანაცვლოდ არაფერს არ გასცემს. როგორც წესი, ამის გაცნობიერება ძლიერი სტრესული სიტუეციებით სრულდება.
დაავადებული ფუძისეული ჩაკრის მქონე ადამიანი მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე კონცენტრირდება. ეს ეგოიზმის მაღალი დონეა, როდესაც სხვა ადამიანის ინტერესები საერთოდ არაა გათვალისწინებული. მათ მთლიანად სიძუნწე მოიცავს. ადამიანი მიისწრაფვის რაც შეიძლება მეტი ფულის დააგროვოს. ამასთანავე ის არასდროსაა დარწმუნებული ხვალინდელ დღეში. მას ყოველთის ეჩვენება, რომ დაგროვებული ფული ძალიან ცოტაა. და თუკი მას ანგარიშზე ექნება ხუთი მილიონი რუბლი, ის იფიქრებს, რომ ეს ძალიან მიზერული თანხაა სამყაროში გადარჩენისათვის.
ყოველივე ზემოთაღნიშნული შიშების წარმოშობას იწვევს. ეს შესაძლოა იყოს სიღარიბის, ფიზიკური ზიანის მიღების შიში (ეს ხომ მატერიალურ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული). გარდა ამისა, ადამიანს მუდმივად აქვს გაურკვეველი შფოთვის განცდა. ის ხდება დამიწებული ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. პირველი ჩაკრას დისბალანსი იწვევს იმას, რომ ადამიანი იბნევა ნებისმიერ საკითხში, რომელიც არაა დაკავშირებული ფულთან. ის სულიერი სამყაროს წინაშე უმწეოა.
ეგოცენტრიზმი, წარმოუდგენელი ფეთქებადობა, ძლიერი აგრესია – ეს ის თვისებებია, რომლითაც დისჰარმონიული მულადჰარა ჩაკრას მქონე ადამიანს განასხვავებენ. გარდა ამისა ადამიანი ცდილობს გარშემომყოფებს თავისი ნება, სურვილები თავს მოახვიოს. როგორც კი ის ხედავს, რომ მას არავინ არ მიჰყვება, იწყება არაკონტროლირებადი მრისხანების ამოფრქვევა, რომელიც შესაძლოა დავიდეს ფიზიკურ ძალადობამდე.
მულადჰარა ჩაკრას კავშირი ფიზიკურ სხეულთან
შვიდი ჩაკრადან თითოეული უწყვეტად არის დაკავშირებული ფიზიკურ სხეულთან ენდოკრინული ჯირკვლების საშუალებით. არანაკლებ მტკიცე კავშირი იქმნება ჩაკრებსა და ნატიფ სხეულებს შორის. აქვე ავღნიშნავთ, რომ ძირითადი ჩაკრა ამ სიაში არ შედის. იგი უხილავი ძაფებით მხოლოდ ფიზიკურ სხეულს უკავშირდება.
ასე რომ, მულადჰარა ყველაზე დაბალ სიხშირეზე ფუნქციონირებს. ძირითადი ჩაკრა პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ სხეულთან და პასუხისმგებელია ჩონჩხის, ძვლების, კუნთების, ქსოვილების განვითარებაზე. თუ ამ ორგანოებში გარკვეული დარღვევები აღინიშნება, საჭიროა ძირითად ჩაკრაზე ყურადღების გამახვილება. რა თქმა უნდა, თქვენ აღმოაჩენთ, რომ მის ფუნქციონირებაში პრობლემებია.
თუ თქვენ გაწუხებთ რევმატიზმი, ართრიტი და სახსრების, ძვლების სხვა დაავადებები, აგრეთვე კანის საფარველი, წაიმუშავეთ ძირითადი ჩაკრის ბალანსის აღდგენაზე. ამ მხრივ არომატული ზეთები დაგეხმარებათ. მათი გამოყენება შეგიძლიათ არომალამპაში, აბაზანის მიღებისას, სხეულის მასაჟის დროს. არანაკლებ გავლენას ახდენს სწორად შერჩეული ქვები ბეჭედსა და ყელსაბამში. აგრეთვე შეეცადეთ იმას, ბინის ფერთა გამა ძირითადი ჩაკრის მთავარ და დამატებით ფერებს შეესაბამებოდეს. ამის პარალელურად იმუშავეთ თქვენს ქვეცნობიერზე, იმედიტირეთ, განეწყვეთ დადებითი აზროვნებით. ყოველივე ეს ჩაკრის გაწონასწორებაში და აღმოცენებული ბლოკების მოხსნაში დაგეხმარებათ.
როგორ მივხვდეთ, რომ ფუძისეულმა ჩაკრამ ბუნებრივი ჰარმონია დაკარგა? პირველ რიგში თქვენ შეიძლება გქონდეთ იმის შეგრძნება, რომ არ უყვარხართ: მეორე ნახევარს, შვილებს, მშობლებს. გარდა ამისა, არც თუ იშვიათად ვლინდება ზიზღი საკუთარი სხეულის მიმართ. თუ ჩაკრა ფუნქციონირებს ისე, როგორც საჭიროა, ადამიანს საკუთარი სხეული უყვარს, უვლის მას. უჩნდება მადლიერების გრძნობა საკუთარი სხეულის და მისი ფუნქციების მიმართ. თანდათანობით სიყვარული საკუთარი ძალის შეგრძნებაში გადადის . ადამიანი აცნობიერებს, რომ შეუძლია მოძრაობა ისე, როგორც სურს, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ძალა მიზნების მისაღწევად.
მულადჰარა ჩაკრის დისბალანსი იწვევს აგდებულ დამოკიდებულებას სხეულის და ორგანიზმის მოთხოვნილებების მიმართ. ადამიანს აღიზიანებს ის, რომ მას სურს ჭამა, ძილი, მოძრაობა, სექსი. სიძულვილი იმდენად დიდია, რომ საქმე მიდის ერთ–ერთი ამ მოთხოვნილებებიდან სრულ უარყოფაზე.
მოდით ერთად დავფიქრდეთ: რა ითვლება ჩვენს ორგანიზმში მყარ საყრდენად? ესაა ხერხემალი. იგი მოძრაობებში თავდაჯერებულობის შეგრძნებას ბადებს. თუ ღრმად ჩავეძიებით, გაირკვევა, რომ საყრდენის შეგრძნება ჩონჩხზე არაა დამოკიდებული, არამედ საკუთარი თავის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე. თუ ადამიანს საკუთარი თავი და თავისი ფიზიკური სხეული არ უყვარს, მასში ადრე თუ გვიან სუსტი მხარდაჭერის განცდა აღმოცენდება: ახლობლების, კოლეგების, მეგობრების მხრიდან. საბოლოოდ იგი ტრანსფორმირდება სამყაროსგან მხარდაჭერის ნაკლებობით. შედეგად ვლინდება შიშები: ხვალინდელი დღის, სიღარიბის, უბედური შემთხვევების და სხვათა მიმართ.
დამეთანხმებით, რომ თითოეულ თქვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია მსგავსი შიშები. ეს იმას ნიშნავს, რომ დროებით თქვენს ფუძისეულ ჩაკრაში იყო პრობლემა. ადამიანი, რომელიც მიდრეკილია ზემოთ ჩამოთვლილი შიშებისადმი, სასოწარკვეთილი იწყებს ამ სამყაროში გადარჩენისათვის ბრძოლას. მას ეჩვენება, რომ ირგვლივ არსებობენ კონკურენტები, რომლებსაც შეუძლიათ წაართვან მას ხელფასი, პრემია. მატერიალური კეთილდღეობისათის ასეთი ბრძოლის შედეგი არასანუგეშოა – მუდმივი ტკივილები ზურგის მიდამოში, მალების ერთმანეთზე აცილება, ინვალიდობა.
სხვა პრობლემებს შორის, რომელთა მიზეზი ძირითადი ჩაკრის დისბალანსია, შეიძლება იყოს ქრონიკული ყაბზობა (შეკრულობა), ჰემოროიდალური კვანძები.
თუ თქვენ ყაბზობა გაწუხებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის რთულია რაღაცისგან თავის დაღწევა. შესაძლოა თავიდან ეს არც დაიჯეროთ, რადგან ყაბზობა ყოველ მეათე ადამიანს აწუხებს დედამიწაზე. მოდით დავაკვირდეთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს (და ამავე დროს საკუთარ თავს). თქვენ დაინახავთ, რომ თითოეული მათგანი რაღაცას ეჭიდება. პირველნი რთულად ელევიან ფულს, თრთიან ყოველი კაპიკის წინაშე. მეორენი აგროვებენ ძველ წყენებს და საერთოდ არ შეუძლიათ ოცი წლის წინ მათ მიმართ ნათქვამი არასასიამოვნო სიტყვების დავიწყება. მესამენი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ არ ძალუძთ ნაქონი ნივთების გადაყრა. და ბოლოს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეუპოვრად ეჭიდებიან მოძველებულ ურთიერთობებს, თუმცა ესმით, რომ ეს არანაირ სარგებელს არ მოუტანთ. ისეც ხდება, რომ ადამიანი ბავშვობაში თავს მოხვეულ სტერეოტიპებს ეჭიდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველივე ეს ყაბზობას იწვევს.
ბევრი ადამიანი არ თვლის ყაბზობას, როგორც სერიოზულ დაავადებას. და სრულიად უშედეგოდ. ყაბზობის გართულებებს (კუჭ–ნაწლავის ტრაქტში ტოქსინების სიჭარბე, არასრულყოფილი საჭმლისმონელება, აირების დაგროვება) ნებისმიერი ადამიანისთვის შეუძლიათ ჯანმრთელობის დაზიანება. აქვე აღვნიშნოთ: აბსოლუტურად უშედეგოა საფაღარათო საშუალებებით ყაბზობასთან ბრძოლა. ისინი ამცირებენ სიმპტომებს, მაგრამ პირველმიზეზი რჩება. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ თქვენ კვლავ ყაბზობა გაქვთ. აქ დაგეხმარებათ მხოლოდ რუდუნებითი შრომა ფუძისეულ ჩაკრაზე და საკუთარ ქვეცნობიერზე.
არ ღირს ყაბზობის მცირე პრობლემად მიჩნევა, რომელსაც შეიძლება ყურადღება არ მიექცეს. ამ დროს არის სერიოზული პრობლემა ძირითადი ჩაკრის ფუნქციონირებაში, რომლის მოგვარებაც რეკომენდირებულია რაც შიძლება სწრაფად. ამისათვის საჭიროა ძირითადი ჩაკრას ფუნქციონირების ჰარმონიზაცია. ამ დროს შესაძლოა დაგჭირდეთ ჰიპნოტიზიორის დახმარება. საქმე იმაშია, რომ ძირითადი ჩაკრის ჩამოყალიბება იწყება დაბადების მომენტიდან ხუთ წლამდე. პრობლემა, რომელმაც გამოიწვია ყაბზობა, შესაძლოა საფუძველი ჩაეყარა შორეულ წარსულში. საეჭვოა, რომ დამოუკიდებლად გაიხსენოთ ბავშვობის დროინდელი მოვლენები. გამოცდილი ჰიპნოტიზიორის ხელმძღვანელობით ეს შესაძლებელია.
ეხლა კი მოუსმინეთ საკუთარ თავს. რამდენად ხშირად გაქვთ მსგავსი აზრები: ,,სხვებს ეს აქვთ, მე კი არა. მე ჯერ ეს მაქვს, მაგრამ თუ წამართმევენ, ყველაფრის გარეშე დავრჩები?’’ თუ თქვენ პერიოდულად სწორედ ასე მსჯელობთ, თქვენში უკვე ჩამოყალიბდა რაღაცის მიმართ მიჯაჭვულობა. თქვენთვის რთულია იმასთან განშორება, რითაც გარემოცული ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღის მიმართ რწმენა იკარგება, სტაბილურობა ქრება, არ შეგიძლიათ ბუნების მიერ შექმნილ კვების ციკლთან შეგუება. ორგანიზმი ყველა ამ სიგნალს აღიქვამს და იწყება პრობლემები კუჭ–ნაწლავის მოქმედებასთან დაკავშირებით.
რა არის ჰემოროი (ბუასილი)? ესეც განშორების შიშია – არა ფულთან, არამედ იმ ტკივილთან, რომელიც ოდესღაც მოგაყენეს. გარდა ამისა, მსგავსი დაავადების გამოვლენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს დროის უკმარისობის შიშთან. ადამიანს ეჩვენება, რომ სიკვდილამდე ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებს. უარყოფითი როლი შესაძლოა ითამაშოს დარწმუნებამ იმაში, რომ გარემომცველი სამყარო არ მისცემს ადამიანს იმას, რაც მას ჭირდება არსებობისათვის. სხვა სიტყვებით, ეს არის ხვალინდელი დღის შიში.
ახლა სხვა დაავადებებიც განვიხილოთ. როგორც გახსოვთ, ფუძისეული ჩაკრა დაკავშირებულია ჩონჩხთან, სახსრებთან და ძვლებთან. ჩონჩხი – ესაა ადამიანის ცხოვრების საფუძველი, მისი საყრდენი. თუ ეს საფუძველი აღიქმება როგორც უძლური და გარანტიის არ მქონე, ეს ნიშნავს, რომ სამყაროსთან ჰარმონია დაიკარგა. თუ აგტკივდათ ძვლები და სახსრები, სავარაუდოდ დარღვეულია ბუნებრივი კავშირი დედამიწასთან.
დღესდღეობით ყოველ მეხუთე სკოლის მოსწავლეს აქვს სქოლიოზი (ხერხემლის გამრუდება). რა არის ეს ენერგეტიკული მერიდიანების მიხედვით? ესაა კავშირის დარღვევა სამყაროსთან და მასში მიმდინარე პროცესებთან. სქოლიოზი – ძალიან ცბიერი დაავადებაა. ის ბავშვობაში იწყებს ჩამოყალიბებას, შემდეგ ახალგაზრდობაში ვლინდება ან საერთოდ ხანდაზმულ ასაკში. ანუ, თუ ღრმა ბავშვობაში (ხუთ წლამდე) ჩვენ შეგვემთხვა ფსიქოლოგიური ტრავმები, რომლებმაც დაარღვიეს ენერგეტიკული კავშირი სამყაროსთან, ახალგაზრდობაში სქოლიოზი შეგვაწუხებს. ამ დაავადების სამკურნალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ კორსეტი, მასაჟი, ტანვარჯიში. მაგრამ თუ თქვენ ფუძისეული ჩაკრის ჰარმონიას, მიწასთან და სამყაროსთან კავშირს ვერ აღადგენთ, თქვენ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებიც ვერ დაგეხმარებიან.
ახლა განვიხილოთ სახსრები. ისინი ადამიანის გონების მოქნილობას განასახიერებენ, მის შესაძლებლობას - მიიღოს რაღაც ახალი, შეეწყოს ცვლილებებს. ყოველივე ეს შესაძლებელია მხოლოდ პირველი ჩაკრის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში. თუ ჰარმონია დაირღვა, ადამიანს სახსრების დაავადებები აწუხებს. ვითარდება რევმატიზმი, ართრიტი, ართროზი. როგორც კი შესაძლებელი ხდება ჩაკრის ბალანსის აღდგენა, დაავადებები ქრება.
მულადჰარას ფუნქციონირება ორგანიზმში სისხლის მდგომარეობაზეც აისახება. როგორი გზით? ყველაფერი ძალიან მარტივია. დაავადებული პირველი ჩაკრა ცხოვრების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, ბედნიერების არ ქონას, ზიზღს ძირითადი ინსტინქტების მიმართ. ასეთ შემთხვევაში არც ისე შორსაა პრობლემები სისხლის შედედების სისტემაში.
ფუძისეული ჩაკრა და ჰორმონები
პირველი ჩაკრა პასუხისმგებელია რეპროდუქციული სისტემის ორგანოებისა და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირებზე. პირველს ეწოდება გონადები (ქალის ორგანიზმში ეს არის საკვერცხეები, მამაკაცის ორგანიზმში – სათესლე ჯირკვლები). ისინი მიეკუთვნებიან ენდოკრინულ სისტემას. ადამიანის თავის ტვინში არის სპეციალური ორგანო – ჰიპოფიზი. ეს განსაკუთრებული ჯირკვალია, რომელიც აკონტროლებს გონადების ფუნქციას. ჰიპოფიზში გამომუშავებული სპეციალური ჰორმონები მიემართება გონადებისკენ, რომლებშიც თავის მხრივ გამომუშავდბა სხვა ჰორმონები და რეგულირდება გარკვეული პროცესები. საკუთრივ, თუ როგორ ფუნქციონირებს გონადები, ეს დამოკიდებულია მულადჰარას ერთ–ერთ მთავარ ფუნქციაზე, რომელიც დაკავშირებულია შთამომავლობის გაგრძელებასთნ, სასქესო ინსტინქტების შენარჩუნებასთნ.
თუ ადამიანს დაუსვეს ძალიან არასასიამოვნო დიაგნოზი (უნაყოფობა ან იმპოტენცია), საქმე ეხება ჩაკრაში არსებულ პრობლემას. მულადჰარას დისბალანსი ჰორმონალური სისტემის არასწორ ფუნქციონირებას იწვევს. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატების მიღებისაგან თავის შეკავება (ისინი მხოლოდ ამძიმებენ მდგომარეობას) და პირველი ჩაკრის გახსნაზე მუშაობის დაწყება. აუცილებელია მისი განკურნება და გაწონასწორება. ეს მიიღწევა ჩაკრაზე წითელი ფერების ზემოქმედებით (ინტერიერში, სამოსში), წითელი ფერის ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების ტარებით.
წითელი ფერი პასუხისმგებელია სექსუალური შრეების სტიმულაციაზე. მას შეუძლია უმოკლეს დროში როგორც იმპოტენციის, ისე უნაყოფობის განკურნება. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ის, რომ ფერთა თერაპია პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ქვების შერჩევასთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ჩაკრის გახსნა. ზედმეტი არ იქნება არომალამპების გამოყენება, რომელიც სექსუალურ ფუნქციებს ააქტიურებს.
თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირებაც დამოკიდებულია ფუძისეული ჩაკრის მდგომარეობაზე. ეს ორგანო ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტეროიდულ და ცილოვან ჰორმონებს გამოიმუშავებს. მათ შორის მთავარ როლს ასრულებს ალდოსტერონი. ის გულ–სისხლძარღვთა სისტემას ეხმარება არტერიული წნევის რეგულაციაში, თირკმელების ფუნქციის გააქტიურებაში, ადამიანის ორგანიზმში წყლისა და აუცილებელი მარილების შეკავებაში. მეორე არც თუ ისე უმნიშვნელო ჰორმონს კორტიზოლი წარმოადგენს. მისი არსებობა ორგანიზმში აუცილებელია ფიზიკური ტრავმების მიღების დროს, ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს.
კორტიზოლის წყალობით სისხლში საჭირო მომენტში მატულობს გლუკოზის რაოდენობა. ეს ორგანიზმს საშუალებას აძლევს, ეფექტურად ებრძოლოს დაავადებებს და სტრესულ სიტუაციებს. კორტიზოლს ენერგიის გენერატორსაც უწოდებენ. ის ენერგიას აკუმულირებს და ცეცხლის სტიქიას არეგულირებს. რაც შეეხება ალდოსტერონს, ის აწონასწორებს კალიუმისა და ნატრიუმის ბალანსს და ორგანიზმს გაუწყლოვანებისაგან იცავს.
სტრესის დროს (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური) თირკმელზედა ჯირკვლები ადრენალინს გამოყოფენ. ეს ნივთიერება ორგანიზმს ეხმარება სტრესის გადალახვაში. ადრენალინის ზემოქმედებით ორგანიზმში ირთვება განსაკუთრებული თავდაცვის მექანიზმი, რომელიც მას ეუბნება: ,,ან იბრძოლე, ან გაიქეცი’’. ეს მექანიზმი მრავალი საუკუნის წინ გამომუშავდა. ჯერ კიდევ პრეისტორიულ ეპოქაში როდესაც ადამიანი ველურ ცხოველებს ხვდებოდა, ესმოდა: სასწრაფოდ უნდა მოემზადებინა სხეული ან საბრძოლველად, ან გასაქცევად. გაცნობიერება ინტუიციურ დონეზე ხდებოდა. იმ ადამიანებს, რომლებშიც ზემოთაღნიშნული მექანიზმი უპრობლემოდ მუშაობდა, შეეძლოთ საშიშ სიტუაციებში თვითგადარჩენა.
მას შემდეგ მრავალი დრო გავიდა. თითქოსდა თანამედროვე ადამიანი მსგავს მექანიზმს არ საჭიროებს. ის მთლიანად დაცულია ველური ცხოველების თავდასხმისა და აბობოქრებული სტიქიებისაგან. მაგრამ თირკმელზედა ჯირკვლები ადრენალინის გამომუშავებას ძველებურად განაგრძობენ. სტრესის დროს სისხლში ადრენალინის გადმოსროლასთან ერთად სიმპატიკური ნერვული სისტემა აქტიურდება. ეს იწვევს გულისცემის აჩქარებას და ფილტვების გააქტიურებას, კანის საფარველისკენ სისხლის ნაკადის შემცირებას, ოფლიანობის გაძლიერებას, კუნთებისაკენ სისხლის ნაკადის გაძლიერებას, გუგების შევიწროვებას. ყოველივე ეს ფიზიკურ სხეულს სწრაფი მოქმედებისათვის ეხმარება.
თუ ადამიანი ხშირად განიცდის სტრესს, მის ორგანიზმში ადრენალინის სიჭარბე წარმოიქმნება. ის მთლიანად ვეღარ იხარჯება. ამ პროცესის შედეგი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული: ფიზიკური გამოფიტვა, გულის წასვლა. თუ ეს უკვე მოხდა, დაუყოვნებლივ აიღეთ შვებულება, შორს გაემგზავრეთ იმ საქმისა და ადამიანებისაგან, რომლებიც სტრესს იწვევენ, დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
საერთოდ, ყოველი ადამიანი სტრესს განსხვავებულად განიცდის. ზოგიერთს ადრენალინი გამოუმუშავდება მხოლოდ ახლობელი ადამიანების დაკარგვის დროს. სხვა ადამიანები (უფრო მგრძნობიარენი) ყველა მიზეზის დროს განიცდიან სტრესს. მათ შეიძლება ძალიან განიცადონ საცობში მოხვედრა, ხელმძღვანელის მიერ დავალებული ამოცანის შეუსრულებლობა, თუ ელოდებათ მნიშვნელოვან პოტენციურ კლინეტთან შეხვედრა. სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს არც თუ ისე დიდი უთანხმოებები ოჯახში, მომავალი გამოცდები, მეგობრებთან კამათი. თუ თქვენ ამჩნევთ, რომ არც ერთი დღე არ გადის სტრესის გარეშე, შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. საქმე იმაშია, რომ დაცვითი მექანიზმის ჩართვა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ძლიერ ასუსტებს იმუნურ სისტემას და მთელს ორგანიზმში იწვევს პრობლემებს.
ხშირად იმედიტირეთ, გააწონასწორეთ ფუძისეული ჩაკრა, დაეხმარეთ მას გახსნაში. თუ მულადჰარა იქნება ჰარმონიული, ადრენალინით გამოწვეული ნეგატიური შედეგების რისკი შემცირდება, ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესდება. თქვენ უფრო დარწმუნებული იქნებით საკუთარ თავში, არ იღელვებთ ყველაფერზე და მალე იგრძნობთ, რომ ცხოვრება გიღიმით.
სხვა ჩაკრები: