ავტორი: სერგი კუპრეიშვილი
სამყარო წარმოადგენს ენერგიის ვიბრაციის სხვადასხვა დონეს, ხოლო ჩაკრა არის ზონა, რისი საშუალებითაც ბუნება ურთიერთქმედებს ენერგიის ვიბრაციასთან სხვადასხვა სიხშირეზე.
ფილოსოფია ჩაკრების შესახებ აღმოსავლეთს ეკუთვნის. სანსკრიტზე ჩაკრა-[चक्र]- ნიშნავს წრეს.
ყოველიჩაკრას მანდალა,ძირითადად,მოიცავს წრეს და მასში ჩახაზულ ფიგურებს. წრე არის სულის და მისი ყველაზე ნათელი გამოვლინების-გონების სიმბოლო, ხოლო მასში ჩახაზული ფიგურები-სხეულის. შესაბამისად,ჩაკრა არის სიმბოლო იმისა, რომ გონება და სხეული არის ერთი მთლიანი.
სული, ანუ ფსიქიკა, ვლინდება ადამიანის გონებაში, იგივე სამშვინველში, ხოლო გონებას აქვს სამი ფუნქცია:
1. შემეცნება - მენტალური
2. ემოცია - ასტრალური
3. ნებელობა - ეთერული
ჩაკრა, როგორც ენერგეტიკული ცენტრი, ფიზიკურ სივრცეში არ არსებობს, მაგრამ ფიზიკურ სხეულზე ქმნის ზონებს , რომელსაც სეგმენტები ეწოდება და ფსიქიკის (სულის) შესაბამისად გონების (სამშვინველის) მიერ აღქმული ინფორმაცია (ენერგია) ფიზიკური სხეულის ამ ზონებში, ანუ სეგმენტებში სხვადასხვანაირად ვლინდება. შვიდ ენერგეტიკულ ზონას აღმოსავლეთში კუნდალინის ჩაკრებს უწოდებენ. კუნდალინი შაქტი- სასიცოცხლო ძალაა რისი საშუალებითაც ფსიქიკა, გონება და სხეული ცხოველქმედებს და ვითარდება სამყაროში .
ძალა წარმოადგენს ენერგიის ურთიერთქმედების თვისებას. კუნდალინი, როგორც ძალა, ადამიანის დაბადებისას პირველად მოქმედებაში მოდის სხეულის პულსაციით, რომელითაც ჩვილი ბავშვი სუნთქვით ახერხებს. სუნთქვის მომენტში მასში შედის ნატიფი თავისუფალი ენერგია, რომელსაც პრანა ეწოდება .
სამყაროს ენერგიის სიხშირეთა სხვადსხვა დონესთან ჩვენ ვურთიერთქმედებთ ნატიფი სხეულებით ანუ სივრცითი ზონებით .
ცნობილია ასეთი შვიდი სივრცითი ზონა აქედან ერთი ფიზიკურია დანარჩენი ექვსი კი ნატიფი. ესენია:
1) ფიზიკური სხეული
2) ეთერული სხეული- პრანას ენერგიის სამყოფელი. პასუხს აგებს შეგრძნებაზე . ეთერული სხეული, ასევე ცნობილი როგორც ინტიმური რადიუსი მდებარეობს სივრცით ზონამდე, ანუ იქამდე, სადამდეც ადამიანის სხეულის სითბური რადიუსი ვრცელდება.
3) ასტრალური სხეული-ემოციების სამყოფელი.პასუხს აგებს განცდაზე. ეს არის ზონა, რა რადიუსზეცთვალი აღქვიმას სხეულებს ობიექტურად . ცნობილია, როგორც პერსონალური რადიუსი.
4) მენტალური სხეული- აზროფორმათა სხეული.შეესაბამება სოციალურ რადიუსს .
ეს სამი სხეული ცნობილია ,როგორც სამშვინველი.
5)კარმული ანუ მიზეზ-შედეგობრივი სხეული-პასუხს აგებს,პლანეტებიდან შემოსული თავისუფალი ენერგიის მიღებაზე ურთიერთქმედებს სამშვინველზე და პირიქით სამშვინველი ურთიერთქმედებს მასზე.
6) ბუდჰალური სხეული
7) ატმანური სხეული
ჩაკრები, როგორც ენერგეტიკული ცენტრები, არსებობენ ნატიფ სხეულებში და გააჩნიათ, როგორც სეგმენტები ანუ დიდი ზონები ფიზიკურ სხეულზე, ასევე წერტილები - მცირე ზონები. ეს წერტილები შეესაბამებიან პრანას ენერგიის ჩაკრებს. მათი რაოდენობა ძალიან ბევრია.
ცნობილია 49 ძირითადი ენერგეტიკული ცენტრი, რისი საშუალებითაც პრანა ვლინდება სხვადსხვა ნატიფ სხეულში. ცენტრი ნატიფ სხეულში იქმნება პრანას ენერგიის მოძრაობით ენერგეტიკული არხებში, რომელსაც ნადი ეწოდება.
აღმოსავლური ფილოსოფიის თანახმად სამი ძირითადი ენერგეტიკული არხი გვაქვს იდა ნადი - მთვარის არხი, პინგალა ნადი - მზის არხი, და სუშუმნა ნადი.
ეს არის არხები, რომელშიც მოძრაობს მამაკაცური, ანუ იან და ქალური ინ ენერგიები, იგივე მაგნიტური და ელექტრული ფლუიდები.
შუა არხს, რომელსაც პინგალა ეწოდება, წარმოდგენს ელექტრომაგნიტური ფლუიდი, რომელიც იდასა და პინგალას არხებში ენერგიის ურთიერთქმედებით წარმოიშობა.
ენერგეტიკულ დონეზე ეს ორი არხი შეესაბამება ანიმას და ანიმუსის. არქეტიპის უფრო ღრმა დონეზე კი სულს, როგორც არსს და სამშვინველს, ანუ ფორმას. ხოლო მათ ერთიანობას ასახავს პინგალა ანუ სიცოცხლის არხი. ამ ენერგეტიკული არხების ურთიერთგადაკვეთის წერტილში იქმნება ცენტრი, რომელსაც ჩაკრას ვუწოდებთ. როგორც უკვე ვთქვით, სულ შვიდი ძირითადი ენერგეტიკული ცენტრი გვაქვს. ყოველ ცენტრს თავისი ენერგეტიკული სიხშირე აქვს, რასაც ჩაკრის სიმბოლიზმში მისი ფერი გამოხატავს, ხოლო მის ენერგეტიკულ მახასიათებელს ელემენტთა პრინციპები ანუ ტატვები განსაზღვრავენ:
1)ფუძის ჩაკრა - მულადჰარა ( मूलाधार)
ფერი: წითელი
ელემენტი : მიწა
სეგმენტი: მენჯის
სივრცითი ზონა: ფიზიკური
სხეული: ფიზიკური
2) სექსუალური ჩაკრა - სვადჰისტანა(स्वाधिष्ठान)
ფერი: სტაფილოსფერი
ელემენტი : წყალი
სეგმენტი:მუცლის
ნატიფი სხეული : ეთერული ( სასიცოცხლო)
სივრცე: ეთერული
3) მზის წნულის ჩაკრა ძალის ცენტრი - მანიპურა (मणिपूर)
ფერი: ყვითელი
ელემენტი: ცეცხლი
სეგმენტი: დიაფრაგმის
ნატიფი სხეული: ასტრალური
სივრცე: ასტრალური
4) გულის ენერგეტიკული ცენტრი - ანაჰატა( अनाहत)
ფერი: მწვანე
ელემენტი: ჰაერი
სეგმენტი : გულმკერდის ყაფაზის
ნატიფი სხეული: მენტალური
სივრცე: მენტალური (აზროფორმათა სივრცე)
5) ყელის ენერგეტიკული ცენტრი - ვიშუდჰა (विशुद्ध)
ფერი: ცისფერი
ელემენტი: აკაშა
სეგმენტი: ყელის
ნატიფი სხეული: კარმული
სივრცე : მიზეზშედეგობრივი
6) მესამე თვალის ჩაკრა - აჯნა (आज्ञा)
ფერი:ლურჯი
ელემენტი: აკაშას ინტელექტი
სეგმენტი: თვალის
სხეული: ბუთჰალური
სივრცე: კოსმოსი
7) გვირგვინოვანი ჩაკრა - საჰასრარა (सहस्रार)
ფერი: იასამნისფერი
ელემენტი: მაჰატატვა
სეგმენტი: არ გააჩნია
სხეული: ატმანური
სივრცე: ზეცა