წინასწარმეტყველება არწივსა და კონდორზე

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები სხვადასხვა
0
0

eagle prophetie

სტატია მოამზადა თამარ მელიქიძემ

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში უძველესი აბორიგენული ხალხების წინასწარმეტყველება გვაფრთხილებს კაცობრიობის ორ ხალხად დაყოფის შესახებ.

კონდორის გზა არის გულის, ინტუიციის და ქალურობის გზა. არწივის გზა არის გონების, ინდუსტრიალიზმის და მამრობითობის გზა. 

კონდორის ხალხი დედამიწასთან ჰარმონიაში იცხოვრებს. მათ გზას უხელმძღვანელებს გრძნობა და ინტუიცია. როდესაც დედამიწა ტკივილს იგრძნობს, ისინიც იგრძნობენ. ისინი შეეცდებიან პლანეტასთან სიმშვიდეში ცხოვრებას.

არწივის ხალხი დამპყრობლები იქნებიან. ისინი გაბატონდებიან დედამიწაზე. 

ისინი იქნებიან ძლიერნი, ძლევამოსილნი და ჭკვიანები.მათ განადგურების დიდი ნიჭი ექნებათ. ისინი თავიანთ ძალას გამოიყენებენ მკვლელობასა და განადგურებისთვის. ისინი დაიმონებენ ყველაფერს, რაც გზად შეხვდებათ. მაგრამ ისინი ვერ იგრძნობენ სხვების ტკივილს.

არწივის ხალხი ტკივილს მიაყენებს დედამიწას. ისინი ვერ იგრძნობენ მის ტანჯვას. ამოწყვიტავენ ადამიანებს და ცხოველებს. მდინარეები შეჩერდება. ტყეები გაიჩეხება. ლითონის პირების სწრაფი დარტყმით წაიქცევა უზარმაზარი ხეები. ხეები დედამიწის ფილტვებია და არწივის ხალხი დაჭრის და დაახრჩობს მას. 

ისინი ჰაერს შხამიანი გაზით შეავსებენ და დედამიწას დაფარავენ მტვერსა, ჭუჭყსა და სიკვდილში.

არწივის ხალხს არ ექნება გრძნობის უნარი - ისინი ვერ შეიგრძნობენ დედამიწის კვდომას. მათ არ ეცოდინებათ, რომ მას კლავენ. 

twenty20_condor653x360

წინასწარმეტყველება დაახლოებით 1490 წელს დაიწყება და გაგრძელდება 500 წელი. 

შემდეგ, 500 წლის შემდეგ, კაცობრიობა გზაჯვარედინს გადაეყრება. დადგება პლანეტის ტრანსფორმაციის დრო. თუ არწივის ხალხი განაგრძობს დედამიწაზე დომინირებას, ტრანსფორმაცია შემდგომი ტანჯვა და ტკივილი იქნება.

მაგრამ, თუ - ამ ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე - არწივი და კონდორი ისწავლიან ერთად ფრენას ცის გასწვრივ, კაცობრიობის ცნობიერების ახალი დონის შესაქმნელად. 

თუ კაცობრიობა ისწავლის არწივის ძალა გადააბას კონდორის მშვიდობისა და თანაგრძნობის ძალას, მაშინ კაცობრიობა შეძლებს გაცნობიერებულად ცხოვრებას ჭკუის და სიბრძნის გამოყენებით- შეძლებს თითოეული თავისი ქმედების ცნობიერად წარმართვას და განსაზღვრავს ამ მოქმედებათა გავლენას სამომავლოდ შვიდი თაობის მანძილზე. 

ზოგი თვლის, რომ კაცობრიობამ უკვე მიაღწია ამ გზაჯვარედინს, რომ ახლა დროა წინასწარმეტყველების შესრულების, ჩვენი ცნობიერების გაღვიძების დრო. წინასწარმეტყველება მხოლოდ პოტენციალზე საუბრობს, ამიტომ ამ პოტენციალის გააქტიურება და უმაღლესი ცნობიერების წარმოშობის უზრუნველყოფა ჩვენზეა დამოკიდებული. 

შესაძლებელია კაცობრიობამ გარდაქმნას ჩვენი ცნობიერება? შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ თანაგრძნობის განვითარება და თანაგრძნობის წრის გაფართოება, რომ ყველა ცოცხალ არსებასა და მთელს ბუნებას მოვეფეროთ? 

ეკოლოგიური კრიზისის სიმძიმემ და გადაუდებელობამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები უკიდეგანო და რთულია, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ სიახლეები, ახლიდან დავფიქრდეთ ჩვენი ყოფის გზაზე, ჩვენს ურთიერთობაზე ბუნებასთან.

შესაძლოა ამ კრიზისმა გვაიძულოს შინაგანში ჩახედვა,ვიფიქროთ რანი ვართ და დაგვეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ არ ვართ ერთმანეთისგან განცალკევებულები, რომ ჩვენ ერთნი ვართ ბუნებასთან და ყველანი ერთიანი ეკოსისტემის ნაწილები ვართ. 

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ არწივის ინტელექტი, რომ გამოვიგონოთ კომუნიკაციის ახალი ფორმა, რომელიც კაცობრიობას დააკავშირებს სოკოვან მიცელიუმთან, რომელიც თავის მხრივ აკავშირებს ტყის სხვადასხვა სახეობებს, აგზავნის სიგნალებს, რომლებიც რესურსებს აწვდის დაუცველებს და ინარჩუნებს ჯანმრთელ ბალანსს.

ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ კონდორის თანაგრძნობა, ჩვენი გულების ტრანსფორმაციის გზით, რომ შევიგრძნოთ დედამიწის ტანჯვა, მოვუსმინოთ მის ტირილს და გაბედულად ვიმოქმედოდ მის გასათავისუფლებლად.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავერთიანდეთ ჩვენი კოლექტიური არაცნობიერის გამოსაღვიძებლად. 

არჩევანი ჩვენია. დრო არის ახლა.

გამოყენებული წყაროები:

ლინკი 1

ლინკი 2

მსგავსი სტატიები

სტიქიები და მათთან მუშაობის პრინციპები


ავტორი: მამუკა გურული (სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე ...

მანიპურა ჩაკრა: მზის წნულის ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი წყარო ზოგადი ინფორმაცია მანიპურა ჩაკრა...

ვიშუდჰა ჩაკრა - ყელის ენერგეტიკული ცენტრი


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ზოგადი ინფორმაცია სად იმყოფება:...

საჰასრარა ჩაკრა - გვირგვინოვანი ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელები: ლიკა ფაჩულია და მამუკა გურული წყარო საჰასრარა: ზოგა...

ჩაკრები – ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები


მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე წყარო რა არის ჩაკრები და რაში ჭირდე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff