სვადჰისტანა ჩაკრა: საკრალური ენერგეტიკული ცენტრი

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

მთარგნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ზოგადი ინფორმაცია სვადჰისტანა ჩაკრის ფუნქციონირების შესახებ ...

svadhistana

მთარგნელი: ნატალია ბაქრაძე

წყარო

ზოგადი ინფორმაცია სვადჰისტანა ჩაკრის ფუნქციონირების შესახებ

მდებრეობა: მენჯის მიდამო

ელფერი: ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისფერი

სიმბოლო: წრე ხუთი ან ექვსი ლოტოსის ფურცლებით, შიგნით მეორე წრე სიტყვით ’’ვამ’’ ან ვერცხლისფერი ნახევარმთვარე. წრის ცენტრიდან ’’იზრდება’’ ღერო. ეს სიმბოლო დაკავშირებულია ექვსივე ჩაკრასთან და კოსმოსის ენერგიასთან.

ჩაკრის მახასიათებლები: ცვლილებები ცხოვრებაში, სექსუალურობა, შემოქმედება, გულისხმიერება, პატიოსნება.

მოქმედების პრიციპები: ცხოვრების შექმნა

შინაგანი აქცენტი: გრძნობა, სექსუალური დაკმაყოფილება

ენერგია: შემოქმედებითი

განვითარების პერიოდი: სამი წლიდან რვა წლამდე ასაკი

სტიქია: წყალი

პასუხისმგებელია:  შეხების და გემოვნების რეცეპტორებზე

მანტრა : „ვამ“

ნატიფი სხეული: ეთერული

ჯირკვლები: სასქესო, ლიმფა

ორგანოები: მენჯი, ლიმფის მოძრაობა,თირკმელები,გენიტალიები

სნეულებები, რომელიც იწვევს ჩაკრის უკმარისობა: კუნთების სპაზმი, ალერგია, ქრონიკული ყაბზობა, იმპოტენცია, უნაყოფობა, დეპრესია.

არომათერაპია: როზმარინი, ილანგ-ილანგი, ღვია, სანდალი, ჟასმინი

ქვები: ყვითელი და ნარინჯისფერი შეფერილობის და ასევე მთავრის ქვა

s2

გავის ასევე მოიხსენიებენ, როგორც საკრალურს, სექსუალურს. ის მდებრეობს - მენჯის მიდამოში. ფურცლები იხსნება ჭიპის ოდნავ ქვემოთ. ჩაკრის ღერო იხრება გავის მხარეს.

ამ ჩაკრაში კონცეტრირებულია სექსუალური ენერგია. მისი განვითარებისას ადამიანის ცხოვრებაში ხდება ცვლილებები  და უყალიბდება უნარი გაუგოს სხვა ინდივიდს.

გავის ჩაკრა ენერგიას იღებს ძირითადი ჩაკრისგან. თუ ის გაწონასწორებულია, ნორმალურად ფუნქციონირებს, მაშინ სექსუალურ ჩაკრაშიც  არ არის  უკმარისობა და პირიქით, დისბალანსი პირველ ჩაკრაში - გარანტიაა იმისა, რომ სვადჰისტანა ჩაკრა დაკარგავს ჰარმონიას. ამ შემთხვევაში ადამიანი კარგავს რწმენას საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ.

ჩაკრას ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გაუგოს სხვა ადამიანს. თუ სვადჰისტანა ჰარმონიზირებულია მისი მფლობელი ყურადღებიანია ადამიანების მიმართ, პატივისცემით ეკიდება მათ გრძნობებს. ეს შესაძლებელი ხდება იმის წყალობით რომ ის თავს გრძნობს  თვითკმარ, დამოუკიდებელ პიროვნებად. როგორც წესი ჩაკრა ადრეულ ბავშვობაში ჰარმონიზირდება. თუ მშობლებს,  ბებიებსა და პაპებს, ბიძებსა და დეიდებს უყვართ ბავშვი პატივს სცემენ მის გრძნობებსა და აზრებს,  არანაირი პრობლემა არ წარმოიქნებ, მაგრამ თუ ბავშვი გაიზრდება სიყვარულისა და მოფერების გარეშე ჩაკრა კარგავს ბალანს. და უკვე ზრდასულ ადამიანს არ სურს იზრუნოს თავის ახლობლებზე ის მთლიანად თავის თავზეა კონცეტრირებული  და თუ რა ხდება მის შიგნით. მას არ აღელვებს ადამიანების გრძნობები. ნაწილობრივ ასეთი ადამიანი ვერ გრძნობს საზღვრებს თავისა და სხვის აურებს შორის,  ამიტომ ის უპასუხისმგებლოდ ერევა სხვის ცხოვრებაში და მათ სულიერ ჭრილობებს აყენებს.

მეორე ჩაკრაშია თავმოყრილი ყველა სექსუალური სიამოვნება. არ ღირს ავურიოთ ეს გრძნობა გამრავლების ინსტიქტში, რომელზეც პირველი ჩაკრაა პასუხისმგებელი. აქ საუბარია სექსუალურ და ჭეშმარიტ სიამოვნების მიღებაზე. ზუსტად გავის ჩაკრაზეა დამოკიდებული ჩვენი სექსუალურობის აღქმა საერთოდ, და თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს სექსის მიმართ, რომელიც დაბადებიდან გვაქვს მოცემული. სვადჰისტანა გვეხმარება აღვიქვათ თავი კაცებად და ქალებად, სოციალური ნორმების გათვალისწინებით, ასაკი და ბევრი სხვა რამ. სექსუალური ჩაკრას მოქმედებისადმი დაქვემდებარებით ჩვენ ვაცნობიერებთ სექსუალურ სიამოვნებებს, ვირჩევთ პარტნიორს, სექსის დროს ვიღებთ უამრავ განსხვავებულ ემოციას. მეორე ჩაკრა ყველაზე საინტერესო ჩაკრაა. ერთის მხრივ მასში არის სტერეოტიპები რომელიც წლობით გვიყალიბდება, მეორეს მხრივ კი ის იკვებება საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებით. ჩანასახშივე ეს ორი ურთიერთსაპირისპირო შეხედეულაბაა. უფრო ადრეულ ბავშვობაში თვითოეული ჩვენთაგანი ისრუტავს სექსუალურ ნორმებს. ჩევნ ვაცნობიერებთ რა არის მგრძნობელობა, ბუნებრივობა, ფიზიკური სილამაზე, აკრძალვა და ცოდვა. გარდა ამისა ჩვენ ვიწყებთ გარჩევას რით განსხვავდება კაცი ქალისაგან რომელსაც მივყავართ სქესობრივ ურთიერთობამდე.

მეორე ჩაკრაში ვთარდება ადამიანის შესაძლებლობა შექმნას რაღაც ახალი, გამოხატოს თავისი ინდივიდუალურობა. მასვე მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებები - ცნობისმოყვარეობისა და  ავანტიურიზმის გამოვლენით. მეორე ჩაკრის წყალობით თვითოეული ჩვენთაგანი რჩება ცნობისმოყვარე ბავშვად, რომელიც უამრავ კითხვას სხვამს, მიისწრაფვის შეუცნობელისაკენ და  ცდილობს აითვისოს ის.

და რა თქმა უნდა სვადჰისტანა პასუხისმგებელია გამრავლების ფუნქციაზე. მისი დახმარებით იბადება ახალი სიცოცხლე,  ახალი ადამიანი. მიუხედავდ იმისა რომ მას არაფერი შეუძლია, ის უკვე თვითკმარი პიროვნებაა. მისი ნახევარი შედგება იმისგან, რაც მას გადასცეს გენეტიკურად და სულიერად მშობლებმა, და მეორე ნახევარი არის ინდივიდუალობა რომელიც მოგვიანებით გაიხსნება.

s3

სექსუალური ჩაკრა ეხმარება ადამიანს მასში არსებული შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლინებასა და განვითარდებაში. ის პასუხისმგებელია შინაგანი ძალის აქტივაციაზე. შეუძლია ყველაზე ფანტასტიური იდეები გახადოს რეალური. ყველაზე ადვილია დაინახო სვადჰისტანას მოქმედება პატარა ბავშვზე. თავდაპირველად იგი იღებს საწყის პოტენციალს, რომლიდანაც შეიძლება არც არაფერი გამოვიდდეს - ესაა კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი. ჩაკრის მოქმედების წყალობით ამ პოტენციალიდან ქალის საშვილოსნოში ვითარდება ჩანასახი. ცხრა თვის შემდეგ ის ხდება ადამიანი და გამოდის გარეთ.

და რაში გამოიხატება შინაგანი ძალა? იმაში რომ ჩვენ მშვიდად შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალურობა, შესაძლებლობები, ისე რომ   არ შეგვეშინდეს, როგორი რეაქცია ექნებათ გარშემომყოფბს. ჩვენ უბრლოდ ვანვითარებთ ჩვენს შესაძლებლობებს ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ.

ხშირად ადამიანები დამოკიდებულები ხდებიან საზოგადოებრივ აზრზე. მათ ეშინიათ, რომ ისინი უარყოფენ მათ გამბედაობას  და მასთან ურთიერთობას  შეწყვეტენ. მაგრამ შინაგანი ძალით დაჯილდოვებული ადამიანი არასოდეს მისცემს სხვებს მისით მანიპილირების უფლებას. იგი ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს ინდივიდუალობას და თავის ნიჭს საზოგადოებას არ გაათელინებს.

ადამიანი განვითარებული სექსუალური ჩაკრით პატივს სცემს ბრძენ მასწავლებლებს, სიამოვნებით აგროვებს გამოცდილებას. სწავლობს უფრო ნიჭიერი ადამიანებისაგან. მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს ბრმად  არ დაექვემდებარება თავის მასწავლებელს. მას შეუძლია დაიცვას თავისი ნიჭი და უარს არ იტყვის მასზე, თუნდაც მთელი სამყარო  მის წინააღმდეგ წავიდეს.

სექსუალური ჩაკრის დარღვევას მივყავართ იქამდე, რომ ადამიანი ხდება უნებისყოფო. მას არ შესწევს ძალა დაიცვას თავისი შეხედულებები, ცდილობს სხვა ადამიანებს გაჰქყვეს (თუნდაც ნაკლებად ნიჭიერებს). ეშინია თვითრეალიზაციის.

სხვათაშორის, არ იქნება მთლად სწორი ჩავთვალოდ, რომ ყველა ადამიანი ვისაც აქვს ჯამრთელი ჩაკრა, საზოგადოებას ეწინააღმდეგება. ის შერწყმულია მასში და მისი ნაწილია. მაგრამ სუსტი ადამიანებისაგან განსხვავებით ის საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას  გატეხოს, გადააფიქრებინოს. ასეთი ადამიანი თავს ანვითარებს ისე როგორც თავად თვლის საჭიროდ - საზოგადოების სასარგებლოდ. ის ცდილობს შეუმსუბუქოს ცხოვრება გარშემომყოფებს, აკეთებს ისე რომ მათ სახლში დაისადგუროს სიმშვიდემ და ჰარმონიამ.

სექსუალური ჩაკრის არაორდინალურობა გამოიხატება იმაში, რომ ის შედგება ორი ურთიერთ-საპირისპირო მიმართულებისაგან. ერთის მხრივ, სვადჰისტანას სურვილია დაიცვას ინდივიდუალურობა, მეორეს მხრივ - სურვილი აქვს იყოს საზოგადოების ნაწილი. მაგრამ ასე ჩანს ზედაპირული მიდგომისას. თუ ჩავეძიებით სიღრმისეულდ, აღმოვაჩენთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ასეთი წინააღმდეგობებითაა აღსავსე. ყველა ადამიანი არის დამოუკიდებელი პიროვნება და მით უფრო ის არის სამყაროს ნაწილი.

მეორე ჩაკრა პასუხისმგებელია პატიოსნებაზე. რაში გამოიხატება ეს თვისება? სრული თავისუფლება ყველა შიშზე. თუ ჩაკრა ჯამრთელია ადამიანს არ აშინებს საკუთარ თავთან დიალოგი. დისბალანს მივყავართ სამყაროს უნდობლობამდე. შედეგად, ადამიანები გამოდიან თავისი  შინაგან „მე“-სგან.  ისინი ამჯობინებენ უამრავ რამეზე თვალი დახუჭონ, ცხოვრობენ ოცნებებით და იულუზიებით,  ყოველწუთიერად ატყუებენ საკუთარ თავს.

როდესაც ადამიანი ვერ გრძნობს სამყაროსაგან სიყვარულს,  უჩნდება შიშები და პანიკები.  მას არ სჯერა ხვალინდელი დღის და ვერ გრძნობს თავს ცისა და მიწის შვილად. ზუსტად ამიტომ მას არ შეუძლია იყოს გულწრფელი საკუთარ თავთანაც კი. ასეთ ადამიანს ძალიან ეშინია, აწყენინოს ადამიანებს, გამოხატოს თავისი აზრი. თუ ადამიანი გრძნობს შინაგან ძალას, ის დარწმუნებულია რომ მის სულს ვერავინ ვერ დააზიანებს, პატიოსნება და გურწფელობა ყოველთვის იქნება ძირითადი განმსაზღვრელი მის ცხოვრებაში.

s4

ჯამრთელი სვადჰისტანა ჩაკრას ნიშნები

თუ სვადჰისტანა ჩაკრა ჰარმონიულია, ადამიანი ინდივიდუალურია. ამავე დროს ის არ ემსგავსება ეგოისტს, გრძნობს და ესმის ადამიანების, ზრუნავს მათი ინტერესებისათვის, ადვილად ამყარებს ურთიერთობებს ყველასთან. მისთვის არ არის რთული გაიცნოს საპირისპირო სქესი. მისი ქმედებები ბუნებრივია, დაძაბულობის გარეშე.

ჯამრთელი ჩაკრას მფლობელს არასოდეს მოუვა აზრად გამოიყენოს თავისი სექსუალურობა ან შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემები რათა მიაღწიოს რაიმე მიზანს. ეს ყოველივე მას სჭირდება მხოლოდ გრძნობების გამოსახატავად, საყვარელ ადამიანთან გასაერთიანებლად.  ვნება ასეთი ადამიანისთვის სასიცოხლო სტიმულია, საწყისი შემოქმედებისა, ერთი ნაწილისა,  რომლისგანაც ბედნიერება ეწყობა.

ცვლილებები ვერ აშინებს მას, ვისაც სექსუალური ჩაკრა უმუშავებს გამართულად. უფრო მეტიც,  ის სიხარულით იღებს ყოველივე ახალს თავის ცხოვრებაში, რადგან ხვდება: ნებისმიერი ცვლილება შეიძლება გახდეს არცთუ ცუდი ტრამპლინი. ასეთი ადამინი ცნობისმოყვარეა ცხოვრებაში, ყველაფერი რაც ხდება მის ცხოვრებაში იღებს როგორც გასართობ თავგადასავალს. ის თვითონ იწყობს თავის ცხოვრებას, არ ექვემდებარება სხვების გავლენას.  გარშემომყოფი ადამიანები კი არც თუ იშვიათად გრძნობენ მის გავლენას ზრუნვითა და მხარდაჭერით.

გაწონასწორებული სვადჰისტანა ჩაკრა იძლევა შესაძლებლობას  განიცადოს ღრმა გრძნობა გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ერთის მხრივ, ასეთი ადამინი დამოუკიდებელია და ინდივიდუალურია. მეორეს მხრივ, მას ესმის რომ საზოგადოების ნაწილია, ამიტომ ეხმარება მათ, ვინც მის გვერდითაა, ზრუნავს მათზე, ცდილობს გაიგოს მათი ფიქრები და გრძნობები. კმაყოფილებით სავსეა მთელი მისი ცხოვრება. რასაც არ უნდა აკეთებდეს (განიცდიდეს გრძნობას,  დაკავდეს სექსით, ჭამდეს, სვავდეს, ავარჯიშებდეს ტვინს), ყველაფერი ეს მას ანიჭებს სიხარულსა და ბედნიერებას.

ჩაკრის მუშაობის დარღვევა

ჩაკრის მუშაობის დარღვევა, როგორც წესი, სათავეს იღებს რომელიმე  არასასიამოვნო შემთხვევიდან, რომელიც ხდება ჩაკრის ჩამოყალიბებისა ან სქესობრივი მომწიფებისას. ამ დროს ადამიანს არ წამს თავისი სექსუალური მიმზიდველობის. ის ხშირად დაკავებულია თვითანალიზით, ცდილობს გაიგოს ვინ არის, რატომ დაიბადა სახელდობრ ბიჭად ან გოგოდ, შეიცნოს განსხვავებები სქესებს შორის როგორც სექსში, ასევე საყოფაცხოვრებო დონეზე.

ეს ახალი სექსუალური ენერგიების დაბადების პერიოდია. ადამიანი შფოთავს, ვერ ხვდება რა ხდება. ის კითხვებს უსვამს მშობლებსა და მასწავლებლებს, მაგრამ მათ არ იციან როგორ უპასუხონ  მას  მის დასმულ კითხვებზე, როგორ ასწავლონ მართოს სექსუალური ენერგია. არცთუ იშვიათად, ეს ყველაფერი მთავრდება არაჯანსაღი წარმოდგენით სექსზე. ადამიანს რცხვენია გამოავლინოს გრძნობა, თვლის რომ მავნებელია როგორც თავისთვის, ისე გარშემომყოფებისათვის, ეშინია გამოხატოს სექსუალური ენერგია. შედეგად ხდება უხეში ზეწოლა მგრძნობიარობაზე, თვითშეფასების დაქვეითება.

სიტუაცია შეიძლება გაართულოს საზოგადოებამ. განსაკუთრებით  მაშინ როდესაც ადამიანი იზრდება კონსერვატიულ საზოგადოებაში, სადაც სექსუალურობა მოიხსენიება როგორც „ცოდვა“ და „აკრძალვა“.  მსგავს საზოგადოებაში გამოავლინო  სექსუალურობა ნიშნავს დანაშაული ჩაიდინო,  რომელზეც პასუხი უნდა აგო. გასაგებია, რომ ადამიანს არ სურს რომ დაისაჯოს, ამიტომ ის იწყებს  სექსუალური ენერგიის დათრგუნვას. შედეგად კარგავს სექსუალური სიამონებისა და  სიხარულის განცდას თვითოეული განვლილი დღიდან.

s5

თუ ზეწოლა დიდი ხანი გრძელდება, ქრება  შესაძლებლობა გულწრფელი გრძნობისა და თვით-გამოხატვისა. ადამიანისათვის ძალიან რთულდება გაიცნოს საპირისპირო სქესი და მოძებნოს თავისთვის სქესუალური პარტნიორი. ჩაკრა ვერ უძლებს ასეთ წამებას და გამოდის მწყობრიდან, ამას მივყავართ უსიხარულო ცხოვრებამდე, ქრონიკულ დაღლილობამდე,  შექმნისა და შენების სურვილის დაკარგვამდე, გაუწონასწორებულობამდე და სერიოზულ კომპლექსებამდე.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ადამიანის არცერთი დათრგუნული სურვილი არ იკარგება. ყველა ნატიფ სხეულში მიდის ბრძოლა წარმოქმნილ სურვილსა და მის დათრგუნვას შორის. ორგანიზმის სურვილების რეალიზების უუნარობას მივყავართ ცხოვრებით უკმაყოფილობისაკენ. იმისათვის, რომ როგორმე კომპენსირება გაუკეთოს იმას, რაც მას არ ყოფნის, ადამიანი ქვეცნობიერ დონეზე იწყებს  გრძნობების შემცვლელების ძიებას. ასე ყალიბდება მიჯაჭვულობა ფულზე, გემრიელ ჭამაზე, ალკოჰოლზე, უწესრიგო სექსუალურ ურთიერთობებზე სიყვარულის გარეშე.

გაუწონასწორებელ სვადჰისტანა ჩაკრას ადამიანი მიყავს მუდმივ ნერვიულობამდე. მას უჭირს თვით-რეალიზება. ადამიანმა არ იცის, რაში მდგომარეობს მისი ცხოვრების გზა, როგორ მივიდეს და მიაღწიოს ყველაფერს რაც მას სურს.

ისეც ხდება, რომ ადამიანს სურს მიიღოს სიამოვნება ურთიერთობებისაგან, საუბარია არამარტო  სექსუალურ ურთიერთობებზე, არამედ ასევე ემოციურ კავშირებზე. მაგრამ, მან რაც არ უნდა ეცადოს,  არ გამოსდის, რომ ნახოს საჭირო გამოსავალი თავისი ემოციებისა და გრძნობებისთვის. ამიტომ სასოწარკვეთილი უარს ამბობს ურთიერთობებზე. ეწევა ჩაკეტილ ცხოვრებას, წუწუნებს რომ არ შეუძლია შექმნას ოჯახი, და აზრად არ მოსდის რომ პრობლემა მასშია და გაუმართავ სექსუალურ ჩაკრაში.

პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვეჯახებით ზრდასულ ცხოვრებაში, სათავეს იღებს ჩვენი ბავშვობიდან. ბევრი ჩვენგანი მკაცრი მშობლების გავლენის ქვეშ ვერ გამოხატავენ გრძნობებს, იკავებენ სექსუალურ სურვილებს სექსუალური მომწიფების პერიოდში. თუ ეს ასე ხდება, მაშინ ჩვენი ორგანიზმიდან კოსმოსში იგზავნება ერთი და იგივე შეტყობინება. „მე არ შემიძლია გამოვხატო ის, რაც მსურს“ და შემდეგ მუშაობს სარკის ეფექტი.

ამ პრობლემებთან  საჭიროა და შესაძლებელია  ბრძოლა, თავიდან უნდა ვიმუშაოთ ქვეცნობიერთან. მან უნდა შეწყვიტოს სამყაროში ნეგატივის გაგზავნა.  მათ მაგივრად უნდა გაიგზავნოს შემდეგი შეტყობინება. „მე შემიძლია ღია ნამდვილი ურთიერთობა, მე მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდეს ოჯახი და სიყვარული“. ამ შემთხვვევაში სამყარო დაგვეხმარება რეალიზდეს წარმოქმნილი სურვილი. გარდა ქვეცნობიერთან მუშაობისა ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოდ სექსუალურ ჩაკრაზე. აუცილებელია, რომ ის გავაწონასწოროთ და ჰარმონიული გავხადოთ.

თუ დავთრგუნავთ სექსუალურ სურვილებს (როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დონეზე), სიყვარულით დაკავება არ მოგვიტანს საჭირო სიამოვნებას. ადამიანმა შეიძლება ეძებოს  პარტნიორი მხოლოდ სექსუალური სურვილის მოსახსნელად, გრძონობისა და მიზიდულობის გარეშე. სექსი ხდება ნაჩქარევი კავშირი. შეიძლება წარმოიქმნას სხვა გადახრებიც. მაგალითად, ეროტიული ფილმების გარეშე სექსუალური სიამოვნების ვერ მიღება. არცთუ იშიათად ეს მიმდინარეობს დანაშაულის კომპლექსით.

ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება, გაუწონასწორებელ სექსუალურ ჩაკრას მივყავართ დაძაბულობისკენ და ყოყმანისკენ. ეს შეიძლება გამოიხატოს საჩვენებელი ყოყოჩობითა და მექალთანეობით, თუ თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელსაც აქვს სია მოხიბლული ქალებისა, იცოდეთ მისი სვადჰისტანა ჩაკრა დაზიანებულია.

s6

სვადჰისტანა და ფიზიკური სხეული

მეორე ჩაკრა მოქმედებს მენჯის ორგანოებზე, თირკმელებზე, ლიმფის მოძრაობაზე. ამიტომ ჩაკრის დისჰარმონიამ შეიძლება  გამოიწვიოს ავადმყოფობა რომელიმე ზემოხსენებულ ორგანოში, ან მთელი სისტემის მოშლა. ხშირად იწყება სისხლის მიმოქცევის პრობლემები, კუნთების სპაზმი, თირკმელების ავადმყოფობა, იმპოტენცია.

თირკმელები ყველაზე მეტადაა დამოკიდებული ჩაკრის მუშაობაზე. ისინი გამოხატავენ ისეთ გრძნობებს როგორიცაა სირცხვილი, თვითკრიტიკა, იმედგაცრუება. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ თვითოეულ  ადამიანს თავისებურად ესმის რა არის „წარმატება“ და „წარუმატებლობა“. თვითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი საზომი კრიტერიუმი ამ ცნებების და ძირშივე ეს  მხოლოდ შეცდომა, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს. რაც შეეხება კრიტიკას და თვით-კრიტიკას, აქაც ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანს ჩავუაროთ კრიტიკის გარეშე (თუნდაც ფიქრებში), ესე იგი, ასევე ვღრღნით საკუთარ თავს. თუ ადამიანს საკუთარი თავი ჰყავს მიღებული მთლიანად, ის სხვა ადამიანებსაც გაგებით მოეკიდება.

სხვათა შორის, დამოკიდებულება ამა თუ იმ სიტუაციისადმი, იცვლება ინკარნაციიდან გამომდინარე. სრულიად შესაძლებელია, რომ წარსულ ცხოვრებაში თქვენ ბევრი სიტუაციას იღებდით აბსოლიტურად მშვიდად. თვლიდით ამას ბუნებრივად და სავსებით ნორმალურად. ამ ინკარნაციაში იგივე ქმედებები თქვენში იწვევს აღშფოთებას. რატომ? ყველაფერი ძალიან მარტივია. ძველ ინკარნაციაში თქვენ იყავით თავდაჯერებული ადამიანი, ამ ინაკარნაციაში კი თვითშეფასება დაკარგეთ. სწორედ ამიტომ თქვენ დაიწყეთ ქცევის კრიტერიუმების მოგონება თქვენთვის და გარშემომყოფი ადამიანებისათვის. და ის რაც არ ლაგდება ამ ილოზორულ საზღვრებში, მათ მივყავრთ გააფთრებამდე.

ადამიანს, რომლის სექსუალური ჩაკრა დაზიანების გარეშე ფუნქციონირებს,  სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს ცხოვრებისადმი. ის ხარობს ყოველი დღით, არავის არ აკრიტიკებს, ცხოვრებას უყურებს როგორც  გასართობ თავგადასავალს.  მას ესმის, რომ არ ღირს ნერვიულობა რაღაც უსიამოვნების გამო. ნებისმიერი უსიამოვნება - ეს მხოლოდ და მხოლოდ გაკვეთილია, ნაჩუქარი ცხოვრებისაგან რათა დავაგროვოთ გამოცდილება, გამოვსწოროთ კარმა. მისი გავლის შემდეგ, ჩვენ ვიღებთ შემდეგ გაკვეთილს და ასე იქნება მთელი ცხოვრება.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაწონასწორებული სვადჰისტანა ჩაკრის მფლობელი საერთოდ არ განიცდის იმედგაცრუებას, არ იცის რა არის სინდისი ქეჯნა. არა, ის ისეთივე ადამიანია როგორც ყველა.უბრალოდ მას ესმის, რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში ფარდობითი და ილუზორულია.  არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი“. ყველა ქმედება, ადამიანის მიერ ჩადენილი საჭიროა რაღაცისათვის.  სრუალიად შესაძლებელია ეს ერთ-ერთი ცხოვრების გაკვეთილია. ან შეიძლება იყოს, სასჯელი იმისათვის რაც ჩაიდინა წარსულ ცხოვრებაში.

თუ ჩაკრა დისჰარმონიულია, ადამიანი დაკავებულია თვითგასამართლებით, თვითოეული ჩადენილი შეცდომა ექვემდებარება საგულდაგულო ანალიზს. მას არ ძინავს ღამეები, იხსენებს, როგორ მიიყვანა მისმა ერთმა შეცდომამ წარმოქმნილ პრობლემებამდე. შედეგად მისი ცხოვრება ივსება იმედგაცრუებითა და სირცხვილით ჩადენილზე. ეს შეიძლება იყოს დროებითი გრძნობა. მაგრამ ხდება ისეც, რომ ეს შეგრძნება რჩება ადამიანს მთელი ცხოვრება. ყველაზე საშინელება არის ის, რომ ზუსტად ასევე  შემდგომში ის ეპყრობა სხვა ადამიანებს. განიკითხავს მათ და აკრიტიკებს. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომ ადამიანი სულ განიკითხავს საკუთარ თავს არის ქვები თირკმელებში.

სექსუალური ჩაკრა ასევე პასუხსმგებელია სასქესო ორგანოების მუშაობაზე. ზუსტად მისი დისბალანსი წარმოქმნის ფსიქოლოგიურ კომპლექსებს, იწყება პრობლემა სექსუალურ სიამოვნებაზე.

s7

სწორედ სვადჰისტანა ჩაკრაა პასუხისმგებელი საკუთარი თავის,  როგორც კაცის და ქალის გაცნობიერებაზე. მასში ფორმირდება ისეთი კითხვები, როგორიცაა „როგორია იყო კაცი? როგორია იყო ქალი? რა განსხვავებაა სქესებს შორის? რომელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს? რომელი უფრო მეტად იტანჯება სიყვარულში?“  თუ რამდენადაა ჩაკრა განვითარებული  დამოკიდებულია იმ ასოციაციებზე, თუ როგორ აღვიქვამთ  ჩვენივე სქესა და საპირისპირო სქესს.

ჩაკრას ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდეს ბევრი მომენტი. პირველ რიგში, როგორი დამოკიდებულებაა ოჯახში სექსზე. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია მოზარდის შეხედულებაზე თავისი სქესის მიმართ რომელიც აქვს დაბადებიდან. მოწონს თუ არა მას იყოს კაცი ან ქალი? უყვარს მას თავისი სხეული? ამაყობს თუ არა რომ განსხვავდება საპირისპირო სქესისაგან? არის თუ არა მისთვის სექსუალური ემოცია ბუნებრივი?

სექსულური ჩაკრა ვითარდება იმ ასაკში, როდესაც ბავშვი აცნობიერებს თავის სასქესო კუთვნილებებს. ზუსტად ამ პერიოდში ბევრი ბავშვი იღებს სექსუალურ ტრავმებს. ისინი ინტერესით იწყებენ გენიტალიების თვალირებას. მაგრამ მშობლები იმის მაგივრად, რომ ბავშვს აუხსნას ყველაფერი,  რაც მას აინტერესებს, ეჩხუბება  და უშლის შეეხოს სასქესო ორგანოს. ასე პატარა ბავშვს უყალიბდება შეხედულება, რომ მისი გენიტალიები აღიზიანებენ სხვა ადამიანებს. ისინი მას არ ახარებენ, ესეიგი მათი სიყვარულიც არ ღირს. სიყმაწვილეში ჩაკრის განვითარებისას უშუალოდ გავლენას ახდენს ოჯახის დამოკიდებულება სექსუალურობაზე. თუ მოზარდს მუდამ ეუბნებიან, რომ სექსი - ეს ძალიან ცუდია და სასქესო ორგანოები სიბინძურეა, ამიტომ მათ არ უნდა შესხოთ ხელით, სექსუალური ჩაკრა აუცილებლად გამოვა მწყობრიდან.

თუ თვალს გადავავლებთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ათასწლეულების განმავლობაში გენიტალიები ითვლებოდა სიბინძურედ და სისაძაგლედ. ეს ვლინდებოდა იმაში, რომ ადამიანებს სძულდათ თავიანთი სასქესო ორგანოები და მთლინად მთელი სხეული.  არ არის გასაკვირი რომ შემდგომ იწყებოდა სექსუალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლის დაძლევაც ძალიან რთული იყო.

თუ ადამიანი არასწორად აღიქვამს თავის დანიშნულებას სამყაროში და არ უყვარს საკუთარი თავი და სხეული, მაშინ ის ვერ შეიყვარებს სხვა ადამიანს. მისი სექსუალური პარტნიორი ვერასოდეს ვერ გაიგებს მისგან სამადლობელ სიტყვას. უფრო მეტიც, მის მიმართ ადამიანს ყოველთვის წარმოექმნება ბრაზი და წყენა. როგორადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს ნეგატიური ემოციები შეიძლება გახდეს მიზეზი სასქესო ინფექციებისა, ქავილის წარმოქმნისა და ანთებითი პროცესებისა. თუ ადამიანი იზრდება იქ სადაც განიკითხავენ სექსს, მას ეწყება პოტენციის (კაცებში) და მენსტრუალური ციკლი (ქალებში) პრობლემები. მას უნდა სურდეს დააკმაყოფილოს მისი სექსუალური პარტნიორი, მიანიჭოს მას სიამოვნება რომელსაც ის ელის. მაგრამ მიუხედავად ამისა მას მისი ქვეცნობიერი ჩასჩურჩულებს, რომ ეს არასწორია და სექსით დაკავება სამარცხვინოა.

თუ გავაწონასწორებთ სექსუალურ ჩაკრას, პრობლემები თავისით მოგვარდება. ადამიანი შეწყვეტს დაკომპლექსებას თავის სექსუალურ პარტნიორებთან,  ის შეიყვარებს თავის თავს, სხეულს  და გენიტალიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გულში შეიძლება გაღვივდეს ნამდვილი სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ.

s8

როგორ განვკურნოთ სვადჰისტანა ჩაკრა?

ამისათვის თქვენ მოგიწევთ გაანალიზოთ, რამ მოახდინა გავლენა მის განვითარებაზე. გაიხსენეთ რა ნეგატიური სიტუაციები იყო თქვენს ცხოვრებაში  სექსუალურობასთან დაკავშირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ბავშობისა და მოზარდობის პერიოდს. გაანალიზეთ თვითოეული შემთხვევა რასაც გაიხსენებთ და დაივიწყეთ ის. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ნეგატივი იღვრება ზღვის ტალღებში  და ერევა ზღვის ქაფს სამუდამოდ.

გარდა ამისა, ჩაკრის გაწონასწორება შესაძლებელია კრისტალების ტარებით, არომათერაპიით, ფერთა თერაპიით. არც თუ ცუდი დამატებაა ამ მეთოდებზე მედიტაციის გამოყენება, თვით ჩაღრმავება. კომპლექსური მიდგომების წყალობით შესაძლებელია გადაიჭრას თვით ყველაზე ძველი სექსუალური პრობლემები.

სვადჰისტანა ჩაკრა და ჰორმონები

სექსულური ჩაკრა მნიშველოვან გავლენას ახდენს ლიმფური სისტემის მოქმედებაზე. რომელიც თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს გაასუფთავოს შლაკებისაგან და ტოქსინებისაგან. ლიმფური სისტემით კაპილარებში ხვდება ორგანიზმისათვის სასიცოცხლო ცილა. გარდა ამისა, ლიმფური სისტემა პასუხისმგებელია სისხლში პლაზმის განახლებისა. ლიმფური სისტემით არის დაფარული მთელი ფიზიკური სხეული, ის წარმოადგენენ სხვადასხვა ზომის მილების ქსელს. მეტნაკლებად მნიშვნელოვან ორგანოებში თავმოყრილია ლიმფური ცენტრები, რომლებიც ლიმფური ნაკადებს ანაწილებენ. ლიმფური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ადამიანის იმუნური სისტემა, როგორც კი არასასურველი ვირუსი ან ბაქტერია მოხვდება ორგანიზმში ლიმფური ცენტები იჭერენ მას და არ უშვებენ  სისხლში.

ალბათ გახსოვთ სკოლის ანატოომის გაკვეთილებიდან, რომ ლიმფა ორგანიზმის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სისტემაა. ამიტომ თუ სექსუალური ჩაკრა რომელიც პასუხისმგებელია ლიმფურ სისტემაზე, მუშაობს იდეალურად, ჩვენი ორგანოები და უჯრედები დროულად იღებენ ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. იმუნიტეტი ყოველდღიურად ძლიერდება. ორგანიზმში ვერ ცოცხლობენ ვირუსები და ბაქტერიები. ასე რომ თუ არ გსურთ ხშირაად გაცივდეთ, იმედიტირეთ, ჰარმონიული გახადეთ სექსუალური ჩაკრა. გახსოვდეთ რომ მასზეა დამოკიდებული თქვენი ფიზიკური ჯამრთელობა.

სხვა ჩაკრები:

მულადჰარა

მანიპურა 

მსგავსი სტატიები

აჯნა ჩაკრა – ადამიანის მესამე თვალი


მთარგმნელები: სოფია გაბრიჭიძე და მამუკა გურული წყარო აჯნა: ზოგა...

რუდოლფ შტაინერი - ჩაკრების შესახებ


მასალების ძირითადი ნაწილი ამოღებულია წიგნიდან „როგორ მიიღწევ...

პრანა - ადამიანის სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: ოლეგ ტორსუნოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი პირველი...

ვიშუდჰა ჩაკრა - ყელის ენერგეტიკული ცენტრი


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ზოგადი ინფორმაცია სად იმყოფება:...

12 საუკეთესო ოთახის მცენარე, რომელიც თქვენს ბინაში პოზიტიურ ენერგეტიკას შექმნის


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო მცენარეებს იყენებენ სახლი...

მანიპურა ჩაკრა: მზის წნულის ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი წყარო ზოგადი ინფორმაცია მანიპურა ჩაკრა...

ენერგოვამპირების გამოვლენის და მათგან თავდაცვის შესახებ...


ტრანსკრიბცია დოქტორ ლინსკის ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე რ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff