ნეუმივაკინის მეთოდები; დაეხმარე საკუთარ თავს

Admin
ჯანსაღი კვება ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

neumivakin

ტრანსკრიბცია ივან ნეუმივაკინის ვიდეოდან

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი 

ივან ნეუმივაკინი  (დაიბადა 1928 წლის 7 ივლისი - გარდაიცვალა 2018 წლის 22 აპრილს.) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, კოსმონავტების/ასტრონავტების ექიმი, ეზოთერიკოსი, ის დაკავებული იყო ადამიანის ორგანიზმისა და ენერგეტიკის კვლევით, აქვს შემუშავებული თავისი გამაჯანსაღებელი სისტემები. 
 
გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
 
-       მოდით, გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ზოგადად ადამიანი - ფიზიკური სხეულის გარდა, ადამიანს აქვს: ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და მენტალური სხეული. ეს სხეულები შრეებად, ერთმანეთის ზემოთაა განლაგებული. მენტალური სხეულის მეშვეობით გავდივართ კოსმოსში.
-       რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს? 
-       მაგალითად ასტრალური სხეული ფაქტიურად ჩვენი  ემოციებია, ის ფიზიკური სხეულის შემადგენელ ნაწილადაც  შეიძლება განვიხილოთ - მსახიობები, პოეტები მხატვრები სწორედ ასტრალური სხეულის მდგომარეობაში იმყოფებიან; მენტალური სხეული კი ყველა ადამიანისთვის  ინდივიდუალურია. სწორედ მას უწოდებენ აურას, რომელიც სხვადასხვა შეფერილობის შეიძლება იყოს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობის, შინაგანი ენერგიის, შინაგანი სიკეთის, თუ ბოროტების შესაბამისად.
-       ჯანმრთელობა და ავადობაც ამ სხეულზე აისახება?
-       დიახ, ჯანმრთელი ადამიანის აურის ფერი არის ცისფერი ან მოყვითალო. დაავადებული ადამიანის აურა კი დარღვეულია, მას უკვე სფეროს ფორმაც აღარ აქვს, ექსტრასენსები სწორედ აურის მდგომარეობით არკვევენ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
-       თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მენტალური სხეული არის კავშირი კოსმოსთან, სამყაროსთან, ბუნებასთან, მაშინ მენტალური სხეულის რღვევა გამოიწვევს, თუ არა  სამყაროსთან კავშირის რღვევასაც  და ამავე დროს სამყაროს დაზიანებასაც?
-       ზუსტად ასეა. დაავადებული ადამიანის აურა სამყაროს აწვდის დამახინჯებულ ინფორმაციას - ირღვევა კავშირი. ეს რღვევა რა თქმა უნდა ადამიანის ქმედებაზეც აისახება, რამაც ნამდვილად   შეიძლება გამოიწვიოს კატაკლიზმები, სხვადასხვა დამაზიანებელი ბუნებრივი მოვლენები.
-       საერთოდ, როგორია ადამიანის ენერგეტიკული სისტემის სტრუქტურა?
-                         მოდი დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის ზოგადად, ადამიანის ორგანიზმი. ის მთელი სისტემაა, რომელიც შედგება სხვადასხვა ორგანოებისგან, ორგანოები შედგება უჯრედებისგან, უჯრედები - ბირთვისგან და ელექტროდებისგან. ბირთვი შედგება ნუკლეინებისგან, ხოლო ნუკლეინები - კვარკებისგან (წერტილოვანი ნაწილაკები). კვარკები კი შედედებული ენერგიაა, შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენი ორგანიზმი მატერიალური სუბსტანციაა, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ორგანიზმის საფუძველი ენერგიაა, სწორედ ამიტომ, თუ ეს საწყისი კვარკული ენერგია არაა ჯანსაღი, ვერასოდეს მთლიანი ორგანიზმი ჯანმრთელი ვერ იქნება. საერთოდ ამ ყველაფრის კვლევისას, ერთ დასკვნამდე მივედი : ყველა დაავადებას რაღაც ერთი საერთო მახასიათებელი აქვს, სულერთია ეს იქნება კიბო, გულის, თუ ღვიძლის დაავადება, ყველა მათგანი იწყება ადამიანის ბიოენერგეტიკული სისტემის დარღვევით - ცვლილებით. თუ ბიოენერგრტიკული მდგომარეობა ვარდება 120-100 ვოლტამდე, ორგანიზმს უკვე დაცვის ფუნქცია, ანუ იმუნიტეტი ფაქტიურად აღარ აქვს. როგორ შეიძლება ავიმაღლოთ ეს ენერგია, საიდან შეიძლება მოვიპოვოთ ენერგია, იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ?   
 
ამისთვის:

1. პირველ რიგში კუჭ-ნაწლავის სისტემა უნდა გვქონდეს მოწესრიგებული - დავაკვირდეთ, როგორ ვიკვებებით.
2. დავაკვირდეთ, როგორ ვსუნთქავთ.
3. დავაკვირდეთ, რა მდგომარეობაში გვაქვს  ხერხემალი. 

ამ ყველაფრის მოწესრიგების მერე უკვე ადამიანის ბიოენერგეტიკულ ველს უნდა მივხედოთ. 
 
დავიწყოთ კუჭ-ნაწლავის მოწესრიგებით. პირველ რიგში საკვებს ვყოფთ სამ ნაწილად: ცილებად (ხორცი, თევზი, კვერცხი, ხორცის ნახარშები, სოკო, თხილეული, მზესუმზირა, პარკოსნები, ბადრიჯანი), მცენარეულ საკვებად (ბოსტნეული, ხილი, ნატურალური წვენები)  და ნახშირწყლებად (პური, ცომეული პროდუქტები, ფაფეული, ტკბილეული, შაქარი, მურაბა, თაფლი, კარტოფილი). სწორედ ცილების და ნახშირწყლების არასწორად გადამუშავება იწვევს კუჭნაწლავის სისტემის რღვევას, ვერ გამოიყოფა სათანადოდ დე ვიტამინი, ფოსფორი და ა.შ. და ორგანიზმი ავადდება, ჩვენ კი გავრბივართ და ვმკურნალობთ გულს, თირკმელებს, არადა პირველ რიგში კუჭ-ნაწლავის სისტემაა სამკურნალო. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კუჭ-ნაწლავის ჯანსაღი მდგომარეობა, აუცილებელია კვების შემდეგი თანმიმდევრობა: ცილები- მცენარეული საკვები - ნახშირწყლები, ასევე შეიძლება ასეთი თანმიმდევრობაც: ნახშირწყლები- მცენარეული საკვები - ცილები. მთავარი ისაა, რომ მცენარეული საკვების და ცილების შეთავსება შეიძლება, ასევე შეიძლება მცენარეული საკვების და ნახშირწყლების შეთავსება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცილების და ნახშირწყლების შეთავზება. თუ კვების დროს ცილას მივაყოლეთ ნახშირწყლები, ან ცილები და ნახშირწყლები მივიღეთ ერთად, მაგალითად, პური და ხორცი, კარტოფილი და ხორცი, ორგანიზმი ზიანდება.  ჯანსაღი კვებისთვის მაგალითად კარგია, თუ დილა დავიწყეთ ცილით, შუადღისას გავაგრძელეთ მცენარეული საკვებით, საღამოს - ნახშირწლებით. ასევე ნებისმიერი კომბინაცია შეიძლება მოვიფიქროთ, მთავარია ცილების და ნახშირწლების ერთმანეთთან დაკავშირება არ მოხდეს.
 
ამ თანმიმდევრობის დარღვევით გამოწვეულ პრობლემას შემდეგ უკვე ქიმიური წამლებით ვეღარ ვუშველით. ქიმიური წამლები შეიძლება მივიღოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ზოგადად მათი მიღების მომხრე ნამდვილად არ ვარ. უკიდურესი გამწვავების გარდა, ფაქტიურად ყველა დანარჩენ შემთხვევაში აბსოლუტურად ყველაფრის მკურნალობა შეიძლება ბუნებრივი საშუალებებით. ყურადღება მიაქციეთ ასევე იმას, რომ მეტად მიიღოთ უჯრედისი და არა რაფინირებული საკვები.  ბევრი მსაყვედურობს, რატომ ამოვიღე რძე კვებიდან. საქმე ისაა, რომ რძე არის ბავშვების საჭმელი, ბავშვის ორგანიზმში გამოიმუშავება ნივთიერება, რომელიც კარგად ამუშავებს რძეს, დიდ ორგანიზმში ეს ნივთიერება აღარ გამომუშავდება და ამიტომ რძის გადამუშავება ფაქტიურად ვერ ხდება დიდი ადამიანის ორგანიზმში. 
 
-       ზოგადად წინააღმეგი ხართ მაგალითად მხოლოდ ვეგეტერიანიზმის, ან მხოლოდ ხორცის კვების რეჟიმის დაცვის?
 
-                         კი, მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი დიეტის. შეიძლება გავაკეთოთ მოკლევადიანი დიეტები რაღაც მიზნებისთვის, მაგრამ დიეტა დიდი ხნის მანძილზე, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ეცადეთ შეამციროთ ან ამოიღოთ ხორცი, რადგან მისი გადამუშავება ძალიან უჭირს ორგანიზმს და მაინცდამაინც დიდ სარგებელსაც ვერ იღებს მისგან. 
 
-                         გასაგებია, ვთქვათ უკვე დამიავადდა კუჭ-ნაწლავის სისტემა, ამ შემთხვევაში რამე გამოსავალი არსებობს?
 
-       კი რა თქმა უნდა. არსებობს ასეთი სისტემა - ოკიროვსკის სისტემა, რომლის თანახმადაც აუცილებელია ორგანიზმის წმენდა ოყნით.  ოყნა უნდა გაკეთდეს გადადუღებული და გაგრილებული წყლის ნაზავით  ვაშლის ძმართან, ან ლიმნის წვენთან, ან საკუთარ შარდთან. თავიდან ოყნა უნდა იყოს 250 გრამი, შემდეგ ლიტრი, შემდეგ კი თავისუფლად შეიძლება ლიტრანახევრი ოყნის გაკეთებაც.  
 
  პირველ კვირას ოყნას ვიკეთებთ ყოველდღე, შემდეგ კვირას -დღეგამოშვებით, მესამე კვირას - ორ დღეში ერთხელ, მეოთხე კვირას -სამ დღეში ერთხელ, შემდეგ კი მხოლოდ კვირაში ერთხელ. ამ პროცედურების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ შეიძლება შევუდგეთ ღვიძლის წმენდას. აღნიშნულ წმენდას გამოაქვს ორგანიზმიდან უამრავი დაბინძურება, წვრილი ქვებიც კი, ამიტომ მისი გაკეთების დროს მაინც სიფრთხილეა საჭირო. სამი დღით ადრე ღვიძლის წმენდის პროცედურის დაწყებამდე, გადადით ვეგეტარიანულ კვებაზე, საერთოდ ამოიღეთ ცილოვანი საკვები, სვით ბევრი ვაშლის წვენი, მეოთხე დღეს მიიღეთ ორი ტაბლეტი ნოშპა და ორი ტაბლეტი ალოჰოლი. 18 საათის მერე ჩაწექით თბილ აბაზანაში. მანამდე მოამზადეთ 300 გრამი ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი სხვა ზეთი, აიღეთ 300 გრამი ლიმნის წვენი, შემდეგ აიღეთ 6 ჭიქა, ჩაასხით თითოეულ მათგანში 50 გრამი ზეთი და 50 გრამი ლიმნის წვენი, აბაზანის მიღების მერე, სასურველია საღამოს 7 საათზე, წვებით, მარჯვენა მხარეს ბრუნდებით და იდებთ სათბურს და ზუსტად 7 საათზე იწყებთ ამ ლიმნის წვენის და ზეთის ნაზავის მიღებას. შეიძლება გქონდეთ ღებინების შეგრძნება, ამ შეგრძნების მოსაშორებლად ვიღებთ ნიორს, ვჭრით თხლად და ვათავსებთ ქილაში, როგორც კი გექნებათ გულისრევის შეგრძნება, დაყნოსეთ ქილა და გულისრევის შეგრძნება მომენტალურად გაივლის. 1,5-2 საათის განმავლობაში მთლიანად უნდა დალიოთ ექვსივე ჭიქა ზეთის და წვენის ნაზავი, სასურველია ამ ხნის განმოვლობაში სულ იწვეთ. დილიდან დაიწყებს ორგანიზმი მავნე ნივთიერებების გამოდევნას, შესაძლოა ქვების სახითაც, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა, აუცილებელია იგივე პროცედურის განმერება ერთი თვის მერე, ყველაზე ძლიერი და სრულყოფილი წმენდა სწორედ ამ დროს მოხდება.  აქვე ავღნიშნავ, რომ სასურველია ამ პროცედურების გაკეთება სავსე მთვარეზე - შედეგი უფრო ეფექტური იქნება. პროცედურის დროს კვება უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი.  აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ წმენდების დაწყებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან წმენდამ შეიძლება დაძრას ქვები ნაღვლის ბუშტიდან, შარდის ბუშტიდან, თირკმელებიდან, ეს კი შეიძლება საშიშიც აღმოჩნდეს.  ასევე არ შეიძლება ამ პროცედურების გავლა ღვიძლის ნებისმიერი სტადიის ცეროზის დროს, ასევე არ შეიძლება ამ პროცედურების ჩატარება ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვალის მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში. ასევე ზემოთაღნიშნული  გაჯანსაღების პროცესი უნდა მოხდეს ეტაპობრივად და სისტემურად - ჯერ უნდა მოხდეს კუჭ-ნაწლავის წმენდა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ღვიძლის წმენდა, მხოლოდ ამ თანმიმდევრობით, სხვა შემთხვევაში ორგანიზმს დააზიანებთ.
 
ენერგიის სისუფთავისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ჟანგბადს, სუნთქვას. ამიტომ უნდა ვისწავლოთ სწორად სუნთქვა შემდეგნაირად: გააკეთეთ მსუბუქი ჩასუნთქვა, არაღრმა.  ჩასუნთქვა უნდა მოხდეს ხუთი წამის განმავლობაში, შემდეგ ორი წამი შეიკავეთ სუნთქვა და ნელა ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვა უნდა იყოს შედარებით გრძელვადიანი, ვიდრე ჩასუნთქვა. ამოსუნთქვის მერე შეიკავეთ სუნთქვა სადამდეც შეძლებთ. სასურველია სუნთქვის შეკავება იყოს თავიდან 30 წამი, მერე კი ნელნელა ავიდეთ ერთ წუთამდე. თუ სუნთქვის შეკავება 30 წამია, დღის განმავლობაში ეს ვარჯიში უნდა აკეთოთ 120-ჯერ, თუ ერთ წუთამდე გაზრდით, მაშინ - სამოცჯერ. მიაქციეთ ყურადღება , რომ არც ჩასუნთქვა და არც ამოსუნთქვა არ უნდა მოხდეს ღრმად, ბოლომდე -  ჰაერი ოდნავ უნდა დარჩეს. ამოსუნთქვის მერე, სუნთქვის შეკავებიდან  ხელმეორედ ჩასუნთქვამდე, გააკეთეთ მსუბუქი შებერვა და მხოლოდ  მერე დაიწყეთ ჩასუნთქვა. გააკეთეთ ეს სავარჯიშო დღეში რამდენჯერმე, ისე , რომ  ამოსუნთქვის მერე სუნთქვის გაჩერების დრო, საერთო ჯამში, იყოს ერთი საათი. სუნთქვა იმდენად უნდა გაივარჯიშოთ, რომ ჩასუნთქვის სიჩქარე გაზარდოთ 7-8 ჩასუნთქვამდე საათში. რაც მთავარია, აუცილებლად ისუნთქეთ მუცლით. 
 
  ასეთი სუნთქვითი ვარჯიშები უტოლდება ვალიდოლის და ნიტროგლიცერინის მოქმედების  ეფექტს, ეს ვარჯიშები ხსნის შინაგან სპაზმს, მათ შორის სახსრებშიც, ამიტომ თუ გაქვთ პოლიართრიტი, ტკივილები, სტენოკარდია, გააკეთეთ ეს ვარჯიში და ეფექტს მალევე ნახავთ, თუმცა ინფარქტის და ფსიქიკური პრობლემების შემთხვევაში ამ ვარჯიშების გაკეთებისგან ჯობია შეიკავოთ თავი.  სუნთქვითი ვარჯიშების დროს შეიძლება მოხდეს გულის აჩქარება, მაგრამ ნუ შეშინდებით,  ეს ნორმალურია. რამდენიმე დღეში ეს შეგრძნება გაივლის. სუნთქვითი ვარჯიშები შეიძლება გააკეთოთ სიარულის დროს, ტელევიზორის ყურების დროს, მგზავრობის დროს, ყველგან და ყოველთვის. 
 
  კიბეზე ასვლა თუ გიწევთ, ნუ დაელოდებით ლიფტს, ჩაისუნთქეთ მსუბუქად, ადით სწრაფი ნაბიჯით კიბეზე და კიბის ბოლოს მსუბუქად ამოისუნთქეთ, დაამშვიდეთ სუნთქვა და გააგრძელეთ სიარული, ეს ვარჯიშები აბალანსებს ორგანიზმში ჟანგბადის და ნახშირმჟავას  მდგომარეობას და აახლოებს ყველაზე ბუნებრივ მდგომარეობასთან.
 
  ორიოდე სიტყვა ვთქვათ ხერხემალზეც, იქ, სადაც განლაგებულია ბიოენერგეტიკული ჩაკრები. ნებისმიერი დაავადება, სტრესი, შიში, იმედგაცრუება, სიგარეტის მოწევა, თუ სმა, ხერხემალზე იწვევს ე.წ. ბლოკებს. როგორ ხდება ბლოკების წარმოქმნა?  როგორც მოგეხსენებათ, ადამიანი შედგება პლიუს და მინუს ენერგიებისაგან. პლიუს ენერგია თავის არეშია, მინუს ენერგია -კუდუსუნის არეში. დაავადების, სტრესის თუ სხვა დარღვევების დროს ამ ენერგიების მიმოსვლა ირღვევა და აღნიშნული ბლოკები სწორედ ამიტომ ჩნდება. ეს ბლოკები უნდა მოიხსნას მანუალური თერაპიის მეშვეობით. ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური სხეულის მდგომარეობის გაჯანსაღება. გვინდა, არ გვინდა ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ მჯდომარე მდგომარეობაში, ნაკლებად მოძრაობაში, ეს კი დარღვევებს იწვევს ზურგის ტვინის დონეზეც კი.  ამიტომ სხეულის გაწმენდასთან და სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია შევინარჩუნოთ ფიზიკური სხეულის ჯანსაღი მდგომარეობა - გავაკეთოთ ხერხემლის ვარჯიშები, გადავიწიოთ უკან, გავშალოთ ხერხემალი, ვამოძრაოთ ხერხემალი გვერძე, და რაც შეიძლება ნაკლებად გადავიხაროთ წინ, გავწელოთ ხერხემალი, ასევე აკეთეთ პრესის ვარჯიში, ზოგადი ფიზ-კულტურა დღეში 30-45 წუთის განმავლობაში; ირბინეთ, იძუნძულეთ და იარეთ გარეთ, ბუნებაში, ეს ვარჯიში ფიზიკური გაუმჯებესების გარდა, ენერგეტიკულად აჯანსაღებს ადამიანს, იმიტომ რომ, შენობის  გარეთ ბიოენერგეტიკული ველია, რასთან კონტაქტიც აჯანსაღებს ჩვენს მდგომარეობას. ფიზიკური ვარჯიშები გააკეთეთ გაოფლიანებამდე, რადგან ოფლს ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი. სირბილის, ძუნძულის, სიარულის მერე სასურველია წამოწვეთ და ფეხები ასწიოთ 20-25 გრადუსით მაღლა - სკამზე, სავარძლის თავზე,  ბალიშზე. დაიძინეთ სწორ, მაგარ საწოლზე. დაიძინეთ მუცელზე ისე, რომ ერთი ფეხი გქონდეთ გაშლილი, მეორე - მოხრილი, ოღონდ მიაქციეთ ყურადღება, რომ არ გქონდეთ დისკის ამოვარდნა ან გრიჟა. ვარჯიშებით უნდა მიაღწიოთ იმას, რომ სწორ კედელთან დადგომის დროს თავი, ზურგი, საჯდომი და ტერფები ძალდატანების გარეშე იყოს სიმეტრიულად ტოლად განლაგებული კედელზე- ეყრდნობოდეს კედელს. გარდა ამისა, ხერხემლის მდგომარეობის და ჩაკრების მუშაობის გასაუმჯობესებლად, ასევე ზოგადად ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, ჩვენ ვიყენებთ ულტრაიისფერი სპექტრით ადამიანის სისხლის დასხივებას - გაწმენდას. პროცედურა დაახლოებით  ვენიდან სისხლის აღებას ჰგავს. 
 
-       ადამიანი, არის თვითრეგულირებადი, თვითწარმომქმნი ბიოკიბერნეტიკული არსება, რომლის შიგნითაც  ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია. ადამიანს თვითაღდგენის საოცარი უნარი აქვს, ეს უნარი აღემატება ნებისმმიერი სახის დაზიანებას. თუ მოვახერხეთ ადამიანის ბიოენერგეტიკული მდგომარეობის და იმუნიტეტის გაჯანსაღება, ადამიანი გამოჯანმრთელდება. დღევანდელი მედიცინა გადასულია სიმპტომატურ მკურნალობაზე - დღეს ექიმები მკურნალობენ მხოლოდ სიმპტომებს და არა მიზეზს. რაც უნდა უმკურნალო სიპტომებს, თუ ორგანიზმი დაბინძურებულია, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, პირიქით ქიმიური წამლებით ადამიანის მდგომარეობა უფრო დამძიმდება.  თუ ორგანიზმი გადატვირთულია შემწვარ-მოხრაკული საკვების ან ხორცეულის მიღებით, რომელ გაჯანსაღებაზეა საუბარი. ასეთი დაბინძურებული ორგანიზმი ენერგიას გაჯანსაღებისთვის კი არ იყენებს,  არამედ მთელ ენერგია ამ შემწვარი და მძიმე საკვების გადამუშავებაში იხარჯება. ამ დროს  რა ქიმიური წამალიც არ უნდა მივაღებინოთ ადამიანს, რა შედეგი უნდა მივიღოთ? 
 
 მაინც გახსოვდეთ, თუ მაინცდამაინც არ შეგიძლიათ ხორცის გარეშე, ხორცის მირთმევამდე 10-15 წუთით ადრე აუცილებლად მიიღეთ რაიმე მცენარეული საკვები - მწვანილი,  სალათები. ეს საკვები მოამზადებს ისეთ მიკროფლორას, რომელიც ხორცს შედარებით ადვილად გადაამუშავებს. 
 
  უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, რაც უფრო მეტადაა უარყოფითად დამუხტული ადამიანი, რაც მეტად ანთხევს თავის უარყოფით ენერგიას სხვებზე, მით უფრო ბინძურდება მისი ენერგია. ამ დროს ადამიანი მოქმედებს დაბალი ჩაკრების დონეზე 
 
- გულის ჩაკრის დაბლა და ხშირ შემთხვევაში, არც იცის ამას რატომ აკეთებს. რაც უფრო დაბალვიბრაციულ მდგომარეობაშია ადამიანი და ადამიანთა გაერთიანება, დააკვირდით, მათ გარშემო იმატებს კატაკლიზმები, მიწისძვრები. ეს მძიმე ენერგიები ანადგურებს ადამიანსაც და გარესამყაროსაც. 
 
-       შეიძლება ითქვას, რომ ზემოთაღნიშნული წმენდები, კვების დარეგულირება, ცხოვრების წესის მოწესრიგება ამ დაგროვილ უარყოფით ენერგისაც წმენდს?
 
-       რა თქმა უნდა. ასეთ უარყოფითი ენერგიით დამუხტულ ადამიანს ნახევარ წელიწადში ვეღარც იცნობთ - იმატებს კეთილშობილება, სიკეთე, ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა. 
 
ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ განიტვირთოთ მძიმე ენერგიებისგან.   დაიღალეთ? - გადით ბუნებაში, ჩამოჯექით ტბასთან , შეხედეთ ბუნებას, ვარსკვლავებს, 10-15 წუთში დაღლილობა ფაქტიურად გაგივლით. თუ მდინარე ან ტბა არ არის თქვენს გარშემო, ჩაასხით წყალი ჯამში და უყურეთ ამ წყალს, შედეგი თითქმის იგივეა. ოღონდ ამ პროცედურის შემდეგ ეს წყალი აუცილებლად უნდა გადაღვაროთ. სურათიც კი, რომელზეც წყალია გამოსახული, იგივენაირად მოქმედებს ადამიანზე სურათის 10-15 წუთიანი ყურების შემთხვევაში. თუმცა ცოცხალ ბუნებასთან კონტაქტს რა თქმა უნდა ვერაფერი ცვლის. რაც არ უნდა დაღლილი იყოთ, საღამოობით ცოტა გაისეირნეთ, სახსრებიდან დაწყებული უამრავ დაავადებას მოგიხსნით ეს ერთი სავარჯიშო, მიესალმეთ ხეებს, ჩაეხუტეთ,  შეიძლება ასეთი რეჟიმით ცხოვრება თავიდან  ცოტა გაგიჭირდეთ, მაგრამ, შემდეგ, ეს ისეთ ჩვევაში გადავა, მის გარეშე უკვე ვეღარ შეძლებთ არსებობას. ადამიანის ყველანაირი წამალი მის შიგნითვეა, უბრალოდ წამლების ეს შიდა ფაბრიკა უნდა ავამუშაოთ.  

მსგავსი სტატიები

ალუბალი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუბალი ხილია, თუმცა ზოგიერთი მას კენკრას უწ...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ - კოკა-კოლას შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს უგემრიელესი სასმელი 1886 წელს შექმნა კაცმ...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


ზეთის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მცენარეული ზეთი ბუნებრივი პრო...

დინდგელი ანუ პროპოლისი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ფუტკრები დინდგელის შემადგენლობას ყოველ წელიწ...

ამარანტი


ამარანტი არის წლიური ბალახოვანი მცენარე მას აქვს სხვა სახელებიც ჯიჯ...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #1)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ტერმინში, აღდგენის დღეები, იგულისხმება განტვ...

ჭამის შემდეგ ყავის ან ჩაის დალევა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ლიმონი მჟავეა, შეიცავს ლიმონმჟავას და აქვს მ...

სწორი კვების ძირითადი პრინციპები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ადრე გამოქვეყნდა სტატია სწორი კვების შესახ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff