მსხვილი ნაწლავის შესახებ #1

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მონელების პროცესში საკვები ყველაზე დიდხანს მსხვილი ნაწლავის გავლას უნდება....

colon cancer FIავტორი: ვლასი ჯიბლაძე

მონელების პროცესში საკვები ყველაზე დიდხანს მსხვილი ნაწლავის გავლას უნდება. დღეს იშვიათია ადამიანი, რომელსაც კუჭ-ნაწლავი, მათ შორის მსხვილი ნაწლავიც წესრიგში ჰქონდეს. „თანამედროვე სტილით“ კვება - საფუარიანი პროდუქტები, თეთრი ფქვილი, მაკარონები, მარგარინები, შაქარი, ძეხვეული და კონსერვები, სხვადასხვა გაზიანი სასმელები, მედიკამენტები, ზომაზე მეტი ალკოჰოლი, სიგარეტი, რაფინირებული ზეთები, „სამარხვო კარაქები“ და ა.შ. იწვევს ნაწლავების დაბინძურებას. მსხვილი ნაწლავი ადამიანისათვის იგივეა, რაც ხისათვის ფესვი. რასაც შეიწოვს, ის მიეწოდება ჩვენს ტრილიონობით უჯრედს. უჯრედისის ნაკლებობის გამო ნაწლავის კედლებზე წებოვანი მასაა გადაგლესილი და მკვიდრადაა ჩამჯდარი. ამის გამო დახშულია მიკრობუსუსები, რომელთა საშუალებით ხდება ნაწლავის შიგთავსის შეწოვა. ამ გადაგლესილი ბარიერის გამო არ ხდება საკვების სრულფასოვანი შეწოვა და ადამიანთა უმეტესობა განიცდის სხვადასხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობას. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ნაწლავებში მოხვედრისას ქმნის საუკეთესო გარემოს პათოგენური მიკროფლორისათვის, მრავლდება ლპობის ბაქტერიები და იჩაგრება ჩვენი მეგობარი, კარგი მიკროფლორა.

მიკროფლორის როლი ჩვენი სხეულისათვის ძალიან დიდია. კარგი, ჯანსაღი მიკროფლორა შეუფასებელი სიმდიდრეა ჯანმრთელობისათვის. მსხვილ ნაწლავში 400-500 სახეობის ბაქტერია ცხოვრობს. 1 გრამ ფეკალურ მასაში საშუალოდ 30-40 მილიარდი ბაქტერიაა. ერთი ადამიანი ფეკალურ მასებთან ერთად 17 ტრილიონ მიკრობს გამოყოფს დღეში. კარგი მოკროფლორა მონაწილეობას იღებს საჭმლის მონელების ბოლო რგოლში, ასევე, იცავს ნაწლავს. რაც მთავარია, საკვები ბოჭკოებიდან: ცელულოზა, პექტინი, ლინგინი და სხვა, რომელთაც ცოცხალი ხილ-ბოსტნეული შეიცავს და რომელთაც ორგანიზმი ვერ ინელებს და ვერც ითვისებს, ასინთეზირებს მთელ რიგ ვიტამინებსა და ამინომჟავებს, ენზიმებს, ჰორმონებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს. ბაქტერიები სწორედ ამ ბოჭკოებს „ჭამენ“, ინელებენ და მონელების შედეგად გამოყოფენ ზემოთ ჩამოთვლილ სასარგებლო ნივთიერებებს. აქედან დასკვნა: თუ მიკროფლორა წესრიგშია, სხეულს არაფერი არ აკლია. საქონელი, რომელიც მხოლოდ ბალახს ჭამს და საკვებთან ერთად ვერანაირად ვერ იღებს ყველა შეცვლად თუ შეუცვლელ ამინომჟავას, სწორედ მათ კუჭნაწლავში არსებული მიკროფლორის გამო შეიცავს საქონლის ხორცი ყველა ამინომჟავას. ასეა ადამიანიც, იმ პირობით, რომ მისი მიკროფლორაც ჯანსაღია. ჯანსაღი მიკროფლორიანი ორგანიზმი არაა დამოკიდებული საკვების მრავალფეროვნებაზე, რადგან მეგობარი ბაქტერიები მშვენივრად ამარაგებენ ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით. მონელების დამთავრების შემდეგ ბაქტერიების დიდი ნაწილი იღუპება და შემდეგ თვითონ ამ ბაქტერიების „ხორცი“, რომელსაც სხეული ადვილად ითვისებს, საუკეთესო ცილაა სხეულისათვის.

კარგ კუჭ-ნაწლავში მცხოვრები კარგი მიკროფლორა თრგუნავს და ანადგურებს სხვადასხვა პათოგენურ ბაქტერიებს, მათ შორის ლპობის ბაქტერიებსაც.
ნაწლავის ჩხირი ასინთეზირებს ცხრა სახეობის ვიტამინს: B1, B2, B5, B6, ბიოტინი, ნიკოტინის მჟავა, ფოლიუმის მჟავა, B12 (!), და K ვიტამინი. მიკროფლორას ასევე შეუძლია საკვების ფერმენტაცია, ანუ დაშალოს საკვები ისეთივენაირად, როგორც ამას საჭმლის მომნელებელი ფერმენტები აკეთებს. ბაქტერიები ასინთეზირებენ აცეტილჰოლინს, სხეულს ეხმარებიან რკინისა და სხვა მიკროელემენტების შეთვისებაში. ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები არეგულირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობას, ასევე ასტიმულირებს ჩვენს იმუნურ სისტემას.

ჩვენმა მიკროფლორამ თავი კარგად რომ იგრძნოს და იყოს ჯანმრთელი, გარკვეული გარემო ესაჭიროება, სპეციალური pH დიაპაზონი და ცოცხალი ბოჭკოები. „ჩვეულებრივად“ მჭამელი ადამიანის ნაწლავებში არსებული გარემო შორსაა იმ გარემოსაგან, როგორიც კარგ მიკროფლორას ესაჭიროება. ნაწლავში მიმდინარე ლპობის პროცესები თრგუნავს კარგ და ხელს უწყობს პათოგენური მიკროფლორის გამრავლებას. კარგი მიკროფლორის ერთ-ერთი ფუნქციაა სხეულში კიბოს საწინააღმდეგო დაცვის შექმნა!
ლპობის პროცესში გამოყოფილი მეთანი შლის საკვებთან ერთად მიღებულ და მიკროფლორის მიერ სინთეზირებულ B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო დაცვაში იღებს მონაწილეობას.

ნაწლავში ობის არსებობისა და ლორწოვანი გარსის გადაგვარების გარეგანი ნიშანია შავი ფერის ნადების წარმოქმნა კბილებზე. მსხვილი ნაწლავის მოწესრიგებისა და სხეულში საკმაო რაოდენობის A ვიტამინის აკუმულირების შემდეგ, კბილებზე წარმოქმნილი შავი ნადები თავისთავად ქრება.

განვიხილოთ მსხვილი ნაწლავის კიდევ ერთი ფუნქცია. მსხვილი ნაწლავი, ჩვენი ორგანიზმის ღუმელია, რომელიც ათბობს მუცლის ღრუში არსებულ ორგანოებს და სისხლის საშუალებით მთელ ორგანიზმსაც. მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ქვედა შრე ხომ უამრავი სისხლძარღვითა და შესაბამისად სისხლითაა „გაჯერებული“. როდესაც რაღაც მრავლდება, თავისთავად ხდება სითბოს გენერირება. თუ ქათმის კვერცხში დაიწყო წიწილის განვითარების პროცესი, კვერცხი თვითონ იწყებს გათბობას, კრუხის ფუნქციაა კვერცხის მიერ გამოყოფილი სითბოს შენარჩუნება და არა მისი გახურება. ზუსტად ასე ხდება, როდესაც მსხვილ ნაწლავში გამრავლებას იწყებს მიკროფლორა. ამ პროცესში უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა სითბოს სახით, რომელიც აცხელებს ვენურ სისხლს და მუცლის ღრუს ორგანოებს. ტყუილად კი არ ჩნდება და ვითარდება მსხვილ ნაწლავში 17 ტრილიონი ბაქტერია ყოველდღიურად!

ასეთი ფორმაც (სიგმასებური) ტყუილად არ აქვს მსხვილ ნაწლავს. ასეთი ფორმის, ასეთი კონფიგურაციის გამოა შესაძლებელი მუცლის ღრუში მდებარე ორგანოების ოპტიმალური გათბობა. 

ნებისმიერი ცოცხალი არსებისა და მათ შორის მიკროორგანიზმების ირგვლივაც არსებობს ნათება, აურა, ანუ, როგორც დღეს უწოდებენ, ბიოპლაზმა. მეგობარი მიკროორგანიზმების ბიოპლაზმა ენერგიით „მუხტავს“ ელექტროლიტებს, რომელიც ჩვენს სხეულშია და ყველა უჯრედს მიეწოდება. ენერგიით მუდმივად „იმუხტება“ ჩვენი სხეულის წვენები და აკუპუნქტურის წერტილების საშუალებით, ასევე იმუხტება, ენერგია ემატება თვითონ ჩვენს საკუთარ ბიოპლაზმას, რომელიც ჩვენი სხეულის გარშემო არსებობს. ჩვენი სხეული კვერცხის ფორმის ბიოპლაზმითაა „შემოკავებული“.

ეს ყველაფერი იცოდნენ ძველ ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ტიბეტში. ჭიპის ირგვლივ უბანს მათ ენაზე ასეც ეწოდება, „ჰარა“ „ნაბჰიპადმა“ , ანუ ღუმელი. და ქართულად რატომ ეწოდება მზიური წნული? იგივე მიზეზის გამო ხომ არა?

სწორედ ამის გამოა, რომ თუ ადამიანი არ შეჭამს საჭმელს რამოდენიმე დღე, „გამოირთვება ღუმელი“, აღარ მრავლდება მიკროფლორა და მას სცივა. არადა ვიცით, რომ ამ დროს ორგანიზმი ინტენსიურად შლის ცხიმებსა და ცილებს და რიცხობრივად მაინც იმდენ კალორიას მოიხმარს/გამოყოფს, როგორც ჭამის დროს, მაგრამ ეს კალორიები არ/ვერ გვათბობს.

ესაა მიზეზი იმისა, რომ შეიძლება დღეში სულ 1000 კალორია, მაგრამ ცოცხალი საკვები მიიღო და თავი გაცილებით უკეთესად იგრძნო (რადგან ასეთ საკვებზე კარგად მრავლდება მიკროფლორა), ვიდრე მიიღო 3000 და მეტი კალორია, მაგრამ მკვდარი საკვები.

დროთა განმავლობაში, ნადები ნაწლავის კედლებზე სქელდება, უწყლოვდება, მკვრივდება და გადაიქცევა ქვებად. მსხვილ ნაწლავს აქვს გოფრირებული ფორმა, ამის გამო ამ ნაწლავს აქვს „ჯიბეები“ და სწორედ ამ „ჯიბეებში“ ხდება ქვების წარმოქმნა და ჩაპრესვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პროზექტურაში გვამების მეცნიერული მიზნებით გაკვეთისას მათი მსხვილი ნაწლავებიდან ამოუღიათ რამოდენიმე კილოგრამი და მეტიც, ორი ათეული კილოგრამი ქვა. ასეთ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ასეთი კვება ნაწლავში ლორწოსაც აგროვებს. ლორწოს მედუზასებრი კონსისტენცია აქვს და ამ „მედუზებში“ უამრავი პარაზიტი და შაქრისა და ცომეულის მოყვარული არსება იბუდებს. წინა სტატიებიდან ვიცით, რომ ასეთი კვება სხეულის მჟავე ტუტოვან ბალანსს მჟავის სასარგებლოდ ხრის და „მჟავე ნაწლავები“ საყვარელი ადგილია სხვადასხვა სიმსივნეებისა და პოლიპებისათვის. ნაწლავის ჯიბეებში ჩნდება მუქი მწვანე, მოყვითალო, ყავისფერი, თითქმის შავი და კიდევ სხვადასხვა ფერის წყალმცენარეების მსგავსი „ძენძები“ და მაზუთისებრი მასები. მათ საშინელი სუნი აქვთ. ნაწლავში მიმდინარე ლპობისა და სხვა პათოლოგიური პროცესების შედეგად გამოყოფილი შხამები, „მედუზებისა“ და „ძენძების“ მიერ გამოყოფილ შხამებთან ერთად შეიწოვება ორგანიზმში და წამლავს სისხლს. შედეგად რას ვღებულობთ? თავის ტკივილებს, ქრონიკულ დაღლილობას, ქრონიკულ სისუსტეს, ძილის მუდმივ ნაკლებობას, სუნიან სუნთქვას და სხვა. სხეული ვეღარ ასწრებს ამდენი შხამის გამოტანას და „საქმეში რთავს“ კანს. შედეგად, გამონაყარი, ნეიროდერმიტები და სხვადასხვა გართულებები კანზე. თუ მსხვილ ნაწლავში პოლიპები „ცხოვრობენ“, 99%-იანი ალბათობით ადამიანს კანზეც ჩნდება სხვადასხვა წამონაზარდები და ჩამოკიდებული მსხვილი თუ წვრილი ხორცმეტები. თუ ნაწლავი გასუფთავდება პოლიპებისაგან, კანიც იწმინდება.

ძალიან საინტერესოა ერთი მოვლენა, რომელიც ოფიციალურმა მედიცინამ არ იცის, სამაგიეროდ კარგად იცის ხალხურმა მედიცინამ. ადამიანის კანზე უამრავი აკუპუნქტურული წერტილია განთავსებული. ყველა ასეთი წერტილი დაკავშირებულია რომელიმე ორგანოსთან. თითოეულ ორგანოს შეიძლება ათეულობით „საკუთარი“ წერტილი ჰქონდეს კანზე. აკუპუნქტურული წერტილების „დამასაჟებით“ ხდება სხვადასხვა ორგანოთა განკურნება-გაჯანსაღება-გაძლიერება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მსხვილი ნაწლავის შიდა კედლებზეც ყოფილა მიმოფანტული უამრავი აკუპუნქტურის წერტილი. როდესაც ნაწლავის კედლები სუფთაა და ნაწლავში ნელ-ნელა გადაადგილდება სწორი საკვებისაგან „დაწნული“ მასა, ხდება მსხვილი ნაწლავის კედლებზე განლაგებული აკუპუნქტურული წერტილების მასირება და ამ წერტილებთან დაკავშირებული ორგანოების გააქტიურება, მყარდება თავისებური უკუკავშირი სხვადასხვა ორგანოსთან. თურმე ჩვენს სხეულში ასეთი რეგულაციაც ყოფილა.

თუ ნაწლავის კედლები ნადებითაა დაფარული, „ჯიბეებში“ ქვებია, არავითარი მსგავსი რეგულაცია არ ხდება, უკუკავშირზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. შესაბამისად ნადებით დაფარულ წერტილებთან დაკავშირებული ორგანოებიც განიცდიან ამ რეგულაციის ნაკლებობას, ბუნებრივად დაწესებული სტიმულაციის ნაკლებობას ასეთ საშუალებით და ენერგეტიკულ შიმშილს.

ნებისმიერი დაავადების განკურნება, სხეულის სხვადასხვა წმენდა და გაჯანსაღება მსხვილი ნაწლავის კაპიტალური გასუფთავება გაჯანსაღებით უნდა დავიწყოთ. ამის შემდეგ გაცილებით ჩქარდება დაავადებებისაგან განკურნების პროცესი. ნაწლავის გასუფთავების ყველაზე სწრაფი საშუალებაა ოყნები. ძველად, გნებავთ ქართულ (კარაბადინები), გნებავთ ინდურ, ჩინურ, ტიბეტურ (აიურვედა, ჩჟუდში), რუსულ ხალხურ მედიცინაში, ოყნები ჩვეულებრივი და აუცილებელი იყო. ყველა ხალხის ხალხური მედიცინა გვირჩევს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მოვაწყოთ მსხვილი ნაწლავის კაპიტალური წმენდა.

შემდეგ სტატიაში დეტალურად აღვწერ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის პროცედურას.

მსგავსი სტატიები

რითი სჯობს თევზი ხორცს?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 1) თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგას ტიპი...

სხვადასხვა პროდუქტების მჟავე და ტუტე გარემო


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  როგორ (მჟავე თუ ტუტე) გარემოს ქმნის ...

მსხვილი ნაწლავის შესახებ #1


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მონელების პროცესში საკვები ყველაზე დიდხანს მ...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ - კოკა-კოლას შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს უგემრიელესი სასმელი 1886 წელს შექმნა კაცმ...

ნაღვლის ბუშტის და თირკმელების წმენდა კენჭებისა და მარილებისაგან


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნაღვლის ბუშტში და თირკმელებში კენჭების არსებ...

კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?


მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: ...

ხორცის შესახებ (ნაწილი II)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კიდევ არსებობს მითები ხორცზე, რომ ისაა ფოსფო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff