ჰემოგლობინის შესახებ

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ყველას გვგონია და ვიცით ასე, რომ სხეულში რკინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ჰ...

hemoglobinავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ყველას გვგონია და ვიცით ასე, რომ სხეულში რკინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ჰემოგლობინის დადაბლებას, არის ცუდი რამ და ამ ამბავს სასწრაფოდ სჭირდება მიხედვა. სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ სხეულში ელემენტი რკინის კონცენტრაცია და მაღლა ავწიოთ ჰემოგლობინი - დავთრგუნით ე.წ. ანემია, იგივე „სისხლნაკლებობა“.

დადგენილია, რომ თუ ადამიანს აქვს სიმსივნე და მის სხეულში დამატებით შევიყვანთ რკინას, ავადმყოფმა შეიძლება თავი უკეთესად იგრძნოს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ დაჩქარდეს სიმსივნის ზრდის ტემპიც.

როგორც ცნობილია, რკინის გარეშე ადამიანის სხეულს არსებობა არ შეუძლია, რადგან, სწორედ ეს ელემენტი იღებს უშუალო მონაწილეობას უჯრედების სუნთქვაში, რკინას (უფრო სწორია, ჰემოგლობინის მოლეკულაში ჩამჯდარ რკინის ატომს) გადააქვს ჟანგბადი უჯრედებში. სამაგიეროდ ბევრ პათოგენურ მიკრობსაც აქვს დიდი მოთხოვნილება რკინაზე.

ადამიანის სხვადასხვა პათოგენური ბაქტერიებითა თუ სხვა მიკრობებით ინფიცირებისას, ავადმყოფის იმუნურ სისტემასა და პათოგენურ მიკრობებს შორის ნამდვილი ხელჩართული ომი იწყება ამ ძვირფასი ელემენტის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად. მიკრობები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ „დაითრიონ“ რკინა ადამიანის სხეულიდან და უზრუნველყონ თავიანთი პაწაწუნა სხეულები ამ ელემენტის უწყვეტი მიწოდებით. ამ დროს, ადამიანის სხეული კი ცდილობს დაუმალოს მიკრობებს რკინა და:

1) შეინარჩუნოს რკინის მარაგი;

2) რკინის დამალვით, შეუწყვიტოს მიკრობებს მისი მიწოდება, რათა შეწყდეს მათი გამრავლება და განვითარება სხეულში და დახოცოს ისინი რკინის შიმშილით.
ჩვენი იმუნური სისტემა მეტალებისათვის და მათ შორის რკინისათვის გამართულ ომში უამრავ სხვადასხვა ხერხს იყენებს პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. მაგალითად, რიგ შემთხვევებში სალმონელა (არის ასეთი ვერაგი მიკრობი) ჩუმად შედის და ჩასახლდება ხოლმე ლეიკოციტების („თეთრი ბურთულების“) შიგნით. ეს, სწორედ ის ლეიკოციტებია, რომელიც ჩვენი იმუნური სისტემის ჯარისკაცები და განუყოფელი ნაწილია. ისინი იჭერენ სხეულში შემოპარულ მტრებს და კლავენ მათ. მაგრამ, სალმონელამ რიგ შემთხვევებში „იცის“ ეს ამბავი და ახერხებს, რომ თვით ამ ლეიკოციტში შეიპაროს და იქ ჩასახლდეს.

მსგავსი შეტევისას ჩვენი იმუნური სისტემა კი ამდაგვარად რეაგირებს: თვითონ თეთრი ბურთულა „ხვდება“, რომ მის შიგნით ვიღაც უცხო და არასასურველი სტუმარია შეპარული და იწყებს ისეთი ცილების გაძლიერებულ სინთეზს, რომელთაც სასწრაფოდ გამოჰყავთ თვით თეთრ ბურთულებში არსებული რკინის მარაგი. ამ „ოპერაციის“ შემდეგ, ლეიკოციტში შეპარული სალმონელა რჩება რკინის გარეშე და იღუპება.

ironrichfoods600forbaby1თუ კი სხეული დაინფიცირდა ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმებით, რომლებიც ვერ შედიან, ვერ იმალებიან ლეიკოციტებში და თავისუფლად „დაცურავენ“ სისხლში, მაშინ დაინფიცირებული სხეული ზუსტად საპირისპირო რეაქციით პასუხობს: სისხლში (ჰემოგლობინის მოლეკულებში) არსებულ რკინას სასწრაფოდ გადამალავს მაკროფაგ უჯრედებში - სწორედ იმ ლეიკოციტებში და ამის გამო დაბლა ვარდება რკინისა და შესაბამისად, ჰემოგლობინის მაჩვენებელი. მიკროორგანიზმები რჩებიან რკინის გარეშე, სუსტდებიან და ვეღარ მრავლდებიან. სამაგიეროდ სხეულს ემართება ანემია, იგივე სისხლნაკლებობა, რომელიც უპირობოდ საშიშ მოვლენად ითვლება ჯანმრთელობისათვის ოფიციალური მედიცინის გადმოსახედიდან.

გამოდის, რომ ინფექციებისას სისხლაკლებობის განვითარება, რომელიც პათოლოგიად ითვლება ოფიციალურ მედიცინაში, სინამდვილეში სრულიად ბუნებრივი რეაქციაა ორგანიზმის მხრიდან მისი დაინფიცირებისას. როდესაც ექიმი დაინფიცირებულ სხეულში ანემიას აღმოაჩენს და პაციენტს გამოუწერს რკინას, გამოდის, რომ ის (ექიმი) იმუნური სისტემის სტრატეგიის სრულიად საპირისპირო მიმართულებით მუშაობს და ეს შესაძლოა ავადმყოფის იმუნური სისტემის მხრიდან ინფექციებზე შეტევას ასუსტებს.

კიბოს უჯრედები სწრაფად იყოფა და შესაბამისად, მათი მხრიდან რკინაზე მოთხოვნილება გაზრდილია, ეს უჯრედები გაძლიერებულად მოიხმარენ სხეულში არსებული რკინის მარაგს, ჯანსაღი სხეულის რკინის რესურსს სწრაფად ხარჯავს და ამიტომაც, სიმსივნით დაავადებულებს ხშირად აღენიშნებათ დაბალი ჰემოგლობინი. შედეგად, სხეულში იქმნება რკინის დეფიციტი. სამაგიეროდ სიმსივნის უჯრედებსაც აკლდებათ რკინა და მათი ზრდისა და დაყოფის ტემპები ნელდება. და თუკი ასეთ შემთხვევაში რკინის დეფიციტს ხელოვნურად შევავსებთ შესაბამისი (რკინის შემცველი) პრეპარატებით, გამოდის, რომ, ამით ხელს ვუწყობთ სიმსივნის უჯრედების ზრდას, კიბო ზომებში უფრო მალე იზრდება და ავადმყოფის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა იკლებს.

ხშირად, ადამიანი, რომელსაც ანემია აქვს, ვერც კი ამჩნევს ამას და ის, რომ მას ანემია სჭირს, შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ლაბორატორიული ანალიზისას. ხშირად კი ანემიის სიმპტომები სახეზეცაა.

ასე, რომ თუ ანემია აღმოაჩნდა ვინმეს, ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ მას არა აქვს სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის ტუბერკულოზი, არ სჭირს ჰეპატიტი (ღვიძლის პრობლემები), არ ყავს პარაზიტები...

 

მსგავსი სტატიები

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


ზეთის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მცენარეული ზეთი ბუნებრივი პრო...

ქინოა


ქინოა გახლავთ პაწაწინა გრანულები, რომელიც უფრო თესლს ჰგავს, ვიდრე მ...

მარწყვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მარწყვი ძალიან გემრიელი და სასარგებლო კენკრა...

ხელოვნური ვიტამინების შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე საკვებში ვიტამინების არარსებობის გამო წარმოქ...

ფარისებრის შესახებ (ჰიპოთირეოზი)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  ჰიპოთირეოზი ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის...

ამარანტი


ამარანტი არის წლიური ბალახოვანი მცენარე მას აქვს სხვა სახელებიც ჯიჯ...

ცხარე წიწაკა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იადიგარ დაუდში არაერთგზისაა დაწერილი, რომ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff