ავტორი: ვლასი ჯიბლაძე
ეს უკვე თემაა, რომელიც სხვა განზომილებაში გადადის. რაფინირებული ზეთი რომ ცუდი და მავნეა, ეს ვიცით. მაგრამ თუ ბავშვმა რაფინირებული ზეთი ჭამა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ, როდესაც სახლში მოვა ნატურალური კარაქი ვაჭამოთ აუცილებლად.
თანამედროვე დედების უმეტესობას აქვს შიშები, რომ ბავშვი არ ნაყრდება და რჩება მშიერი... ბავშვი უნდა მივუშვათ, და ჭამოს იმდენი, რამდენიც უნდა. თუ ბავშვი სახლში მშიერი მოვიდა და ხილის ჭამა უნდა, ნუ დაუშლით, ჭამოს ხილი, საუკეთესო საჭმელია. თუნდაც ხილის ჭამის მერე აღარაფერი მოუნდეს, ნურაფერს ნუ დააძალებთ. ბავშვის სხეულმა შესანიშნავად იცის რა უნდა (არაა ლაპარაკი ჩიფსებზე, კოკა-კოლაზე და სხვა გემრიელ ნაგავზე).
შეიძლება ისე მოხდეს, რომ ბავშვმა მთელი დღე არაფერი არ ჭამოს. არაა პრობლემა, ამ დროს მას სხეული ასე კარნახობს და ამ განტვირთვის პერიოდში მისი ორგანიზმი იწმინდება და ისვენებს. ისვენებს საჭმლის მონელებისაგან, რომელიც საკმაოდ ენერგოტევადი და მძიმე პროცესია სხეულისათვის.
რას იძლევა კარაქი? ნატურალური კარაქი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, მასში დიდი რაოდენობით შედის ვიტამინები D და E, მაგრამ საერთოდ არაა აუცილებელი. კარაქი თუ უნდა ბავშვს, ჭამოს, ოღონდ თუ არ უნდა ნუ მოვახვევთ თავს მის ჭამას. ძალიან ცხიმიანი პროდუქტია და საკმაოდ ძნელი მოსანელებელიც. კარაქი შეიცავს ნაჯერ ცხიმებს. E ვიტამინი უამრავია ნატურალურ არა რაფინირებულ ზეთში, იგი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს და შედარებით ადვილი მოსანელებელია. მაგრამ ასეთი ზეთის უკონტროლო ჭამაც არაა კარგი. დღეში 2-3 სუფრის კოვზი საკმარისია. E ვიტამინი ბევრია ნიგოზში, თხილში, მზესუმზირაში, ნუშში, გაღივებულ ხორბალში (საკმაოდ ბევრია), სოიოში, სიმინდში, ქოქოსის ზეთში, ფეტვში, გარგარში, ჭვავში, ქაცვში, ლობიოში, ასკილში, შვრიაში, ბარდაში. (ჩამოთვლილია E ვიტამინის, ტოკოფეროლის კლების მიხედვით). ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ვიტამინი მხოლოდ მცენარეულ საკვებში გვხვდება, რძეში, ხორცში და რძის პროდუქტებში მისი შემცველობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ლაპარაკად არ ღირს.
D ვიტამინს კარაქის გარდა შეიცავს: ქაშაყი, ორაგული, კვერცხის გული (უმში უფრო მეტია), ყველი, ხაჭო, მაწონი. ძალიან ბევრია თევზების ღვიძლში, განსაკუთრებით треска, სამწუხაროდ ქართულად არ მახსოვს.
D ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყაროა დილის მზე! ოღონდ სუფთა ჰაერთან ერთად. ზომიერად შემუქებულ ბავშვს, ზაფხულში კანქვეშ დაგროვილი D ვიტამინი ახალწლამდე ყოფნის. თუ ბავშვი ხშირადაა სუფთა ჰაერზე და ზამთარშიც თამაშობს (ვარჯიშობს, სრიალებს) მზეზე და სუფთა ჰაერზე, მას D ვიტამინის პრობლემა არ ექნება, იმ პირობით, თუ მოზარდი რეგულარულად და სწორად მიირთმევს ცოცხალ ხილ-ბოსტნეულს, პარკოსნებს, თაფლს, თხილეულს, რძის პროდუქტებიდან საუკეთესოა ნატურალური მაწონი, ოღონდ ცარიელ კუჭზე. სულ ერთია დილით იქნება თუ საღამოს. მოზარდს არ უნდა ჰქონდეს უმოძრაო რეჟიმი. დღეში 1 საათი მაინც უნდა ფიზიკურად დაიხარჯოს. ხაზგასმით ვამბობ: არ ვარგა შუა დღის მზე, კანცეროგენულია! საუკეთესოა დილის მზე ამოსვლიდან 10 საათამდე.
მოზარდების კვებისას მინიმუმამდე დაიყვანეთ არანატურალური პროდუქტები და ხელოვნური ტკბილეული (მათ შორის სასმელებიც) და საფუარზე დამზადებული პროდუქტები, ისინი ორგანიზმს კალციუმს პარავენ. დილით ჩაის ნაცვლად ხილი აჭამეთ. ან ცოცხალი სალათები აჭამეთ და შემდეგ დააყოლებინეთ რაიმე ერთი, ეს იქნება ხორცი ან ყველი, ან ხაჭო, ან წიწიბურა თუ სხვა ფაფა.
ძალიან კარგია გაღივებული ხორბალი. თუ მოზარდი უარს ამბობს მის ჭამაზე, გაუტარეთ ხორცის საკეპ პანქანაში (ორი-სამი სუფრის კოვზი მშრალი ხორბლიდან რამდენიც გამოვა) და გადაუზილეთ ცოტა თაფლთან ერთად. ასე უფრო ადვილი საჭმელია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ დავაძალოთ ბავშვს ჭამა. არ ვაიძულოთ ჭამოს, როცა მას ეს არ უნდა. მქონია შემთხვევა ჩემს შვილთან, როდესაც მან საჭმელი არ ჭამა თითქმის მთელი სამი დღე (2,5 დღე-ღამე). ამ ამბის წინ ყვითელი ფერი დაედო თუ გაფერმკრთალდა აღარ მახსოვს. მესამე დღეს საჭმელი მოითხოვა და ვაშლი ჭამა. ცოტა ხანში სტაფილო დააყოლა (6-7 წლის იყო), მერე ქიშმიში შეჭამა (შემოდგომა იყო), მერე ნიგოზი ჭამა. ასე ჭამდა 5 დღე და მერე ჩვეულებრივ კვებაზე გადავიდა. 5 დღის მერე მისი ლოყები ღაჟღაჟებდა. ასე ჩაიტარა თვითმკურნალობა, რა თქმა უნდა შეუგნებლად.
თუ ხორცის ჭამის სურვილი აქვს მოზარდს, ყველაზე კარგია ფრინველის ან საქონლის ხორცი (ცხვარიც კარგია, მაგრამ სუნის გამო ყველას არ მოწონს) უცხიმო. ხორცი კარგია უბრალოდ მოხარშული ან მოხარშული სუნელებთან (სურნელოვანი პილპილი, ზაფრანა, დაფნა, ხახვი. ხარშვისას კარგია ნიახურისა და სტაფილოს ჩახარშვა), ფაქტიურად ხაშლამა. ხორცის ჭამამდე უნდა შეჭამოს ერთი დიდი ღრმა თეფში მწვანე ბოსტნეულის სალათა ნებისმიერი კომბინაციის: კიტრი, ახალი კომბოსტო (ძველი ყველას არ უყვარს), სალათის ფურცლები, ბროკოლი, მწვანე ხახვი, ისპანახის ფოთლები, მწვანილი, მდოგვისა და პირშუშხას ფოთლები, ბაბუაწვერას ახალგაზრდა ფოთლები, ბულგარული მწვანე, წითელი და ყვითელი წიწაკები და სხვა. აქ ჩამოთვლილიდან საკმარისია 2-4 სახეობის შერევა. სალათა შეიძლება შეზავდეს ცოცხალი ზეთითა და ლიმონის წვენით. შეიძლება წიწაკის დამატება, თუ ბავშვს უყვარს. მარილით ნუ გავაფუჭებთ. ცოტაოდენი მარილი სალათაზე დაყოლებულ ხორცს შეიძლება მიატანოს. ასეთნაირი კვების შემდეგ (ყურადღება მიაქციეთ, პური არ შედის კვებაში) ბავშვი საერთოდ არ დამძიმდება, მაგრამ, საკმარისია ერთი ნაჭერი პური მიატანოს, რომ ძილისკენ წავა.
ასეთივე სალათა კარგია ხაჭოს, ყველის, მოხარშული კვერცხის, ბარდას, ლობიოს და სხვა პარკოსნების ჭამის წინ.
თუ მოზარდმა უნდა ჭამოს მოხარშული ან ღუმელში მუნდირში გამომცხვარი კარტოფილი, ან წიწიბურა, შვრიის ფაფა თუ სხვა ბურღულეული, კარგია, თუ წინასწარ "ჩაფენილი" სალათა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ბულგარულები, მწვანილი, მწვანე ხახვი, თავი ხახვი და სხვა. აქ მთავარი მომენტია, რომ სახამებლიან საკვებთან ერთად სტაფილო და ჭარხალი კარგად მიდის. ხოლო ხორცს და სხვა ცილოვან საკვებს ნაკლებად ეწყობა. სტაფილო კარგია ხორცთან თუ ჩაიხარშება.
თუ ბავშვი უმოძრაო ცხოვრებას ეწევა, ძალიან ძნელად ხდება მის სხეულში მოხვედრილი ტოქსინების გამოდევნა. თუ დღეში 1 სათი მაინც კარგად დაიტვირთება (ფეხბურთის თამაში, ცურვა და სხვა ნებისმიერი რამ) ხდება მისი ორგანიზმის ბუნებრივი წმენდა).
შეიძლება მოზარდებს დავეხმაროთ ორგანიზმის გაწმენდაში სხვადასხვა ბალახების ნაყენების დალევით. კარგია უნიტრატო ხილისა და ბოსტნეულის წვენის დალევა დღეში ორჯერ ჭამადე 30-90 წუთით ადრე. აქ მთავარია, ბავშვს საჭმელი მანამდე არ ვაჭამოთ სანამ წვენის დალევის შემდეგ თვითონ არ მოშივდება. ზოგი წვენი საკმაოდ ნოყიერია და შეიძლება 2 საათიც კი არ მოშივდეს.
თუ ხილისა და ბოსტნეულის ნიტრატიანობაში ეჭვი გვეპარება, წვენში ცოტაოდენი ლიმონი ჩავაწუროთ. ეს გემოსაც მშვენიერს აძლევს სასმელს.
ძალიან კარგია უზმოზე ბავშვმა სვას სუფთა წყალი. კიდევ უკეთესია, თუ წყალში ლიმონს ჩავაწურავთ და კიდევ უფრო უკეთესია, თუ წინა საღამოს დავაყენებთ თაფლიან წყალს და დილით მასში ლიმონს ჩავაწურავთ. მშვენიერი გამწმენდი საშუალებაა, თან იმუნიტეტსაც აძლიერებს.
თაფლიანი (თაფლიან-ლიმონიანი) წყლის დალევა საღამოსაც შეიძლება, ბოლო ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ და დაწოლამდე 1,5 საათით ადრე მაინც.
ყველაზე კარგი გამწმენდი და გამაჯანსაღებელია მშვიდი გარემო, რომელიც არაა გადატვირთული სხვადასხვა ინფორმაციების ნაკადით.
ჩვენ პერიოდულად უნდა ვესაუბროთ ბავშვს ჯანმრთელ კვებაზე, მის ძირითად პრინციპებზე, გამაჯანსაღებელ და გამწმენდ პროცედურებზე. ყველაზე კარგია მშობლის მაგალითი.
აბა, წარმატებები და საბავშვო ბაღებშიც შეიძლება გაერთიანდეთ მშობლები და პირდაპირ თქვენს მიერ შედგენილი მთელი კვირის მენიუ დაუდოთ წინ მზარეულს და კონტროლის მექანიზმიც მოიფიქროთ.