ნატურალური წვენების, ხილისა და ფრუქტოზის სარგებლობაზე

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

Orange vs Orange Juice

ინტერვიუ ექიმ ა. კოვალკოვთან 

წყარო

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი
 
-      თქვენი აზრით, ახლად გამოწურული წვენები სასარგებლოა?

-      მოიგონებენ ხოლმე რაღაცას.. გეტყვით ეხლა რა ხდება: ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენის მიღებას 4 ფორთოხალი მაინც სჭირდება. ანუ 4 ცალ ფორთოხლის მასას ვყრით, იმისთვის, რომ მივიღოთ 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი. მივირთმევთ ამ წვენს და დარწმუნებულები ვართ, რომ ფორთოხალში არსებული ვიტამინების მაქსიმუმი მივიღეთ; არა და სინამდვილეში ასე სულაც არ არის. საქმე ისაა, რომ, როდესაც თავად ფორთოხალს მივირთმევთ, ფორთოხლის მასის  და უჯრედისის გადამუშავებას და ორგანიზმის მიერ შეწოვას გარკვეული დრო სჭირდება - ინსულინი გამოიყოფა ნელ-ნელა, ვიტამინების შეწოვა ხდება ნელა და ხარისხიანად და კუჭქვეშა ჯირკვალიც არ ზიანდება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი  ფორთოხლის სასარგებლო  წვენი არის არა ის, რასაც ვსვამთ, არამედ ფორთოხლის მასაში დარჩენილი სითხე. ის სითხე კი, რასაც ჩვენ ფორთოხლის წვენს ვუწოდებთ, არის მხოლოდ ფრუქტოზა და გლუკოზა, რომელიც ძალიან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში და  სულ რამდენიმე წუთში სისხლში შაქრის მატებას იწვევს, მეტს არაფერს. 
ერთ ფაქტს მოგიყვებით:  სიდნეის სამიტზე, რომელიც ეძღვნებოდა შაქრიანი დიაბეტის თემას, გამოვიდა არაბთა გაერთიანებული ემირატების მთავარი ექიმი და განაცხადა - „ჩვენთან, შეიძლება ითქვას, შაქრიანი დიაბეტის აფეთქებაა, ეპიდემიაა“ ! როცა მიზეზებში კარგად გავერკვიეთ, აღმოჩნდა რომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ძალიან აქტიურად, ფაქტიურად ყოველდღიურად ხდება ახლად გამოწურული წვენების მოხმარება, აღარაფერს ვამბობ წვენებზე, რომელიც მარკეტებში იყიდება.
ჩავატარეთ ექსპერიმენტი: ავიღეთ ერთი ჭიქა კოკა კოლა და ერთი ჭიქა უშაქრო ფორთოხლის წვენი, ჩავასხით ქვაბში ცალკ-ცალკე და ვადუღეთ სადღაც 5 საათი, შედეგად კოკა კოლაშიც და ფორთოხლის წვენშიც მივიღეთ ტაოტისებური შაქრიანი მასა.

-კარამელის მსგავსი?

-დიახ ზუსტად, და წარმოიდგინეთ ეს ხდება წვენში, რომელსაც აწერია: „შაქრის გარეშე“. აი ეს ყველაფერი შედის შენს ორგანიზმში, რომელიც მთელ ამ ნაგავს მყისიერად ითვისებს.

- ფრუქტოზა საქაროზაზე უფრო სასარგებლოა?

- არა. მთელი ამერიკა გასუქდა ფრუქტოზით.

- არადა მაღაზიაში დიეტურ სექციებში ყველგან იყიდება კანფეტები, ორცხობილები ფრუქტოზით.

- უზარმაზარი ლობირების შედეგად, ამერიკელებმა დაასკვნეს, რომ ფრუქტოზა თითქოსდა არ მოქმედებს ინსულინზე, ამიტომ მისი გადამუშავება ხდება დამოუკიდებლად და ეს თითქოსდა კარგია, არადა, ინსულინის გვერდის ავლით ფრუქტოზა პირდაპირ გაივლის ღვიძლს, ტრანსფორმირდება გლიკოგენებად და წარმოქმნის  ცხიმებს. შედეგად რა თქმა უნდა ხდება გასუქება.  

არსებობს ორი სახის ნახშირწყლები - ნახშირწყლები, რომლებსაც შეიცავს თავად პროდუქტი და ნახშირწყლები, რომლებსაც ამატებენ პროდუქტს,  - პროდუქტებზე  დანამატი ნახშირწყლები არ უნდა მივიღოთ დღეში 50-70 გრამზე მეტი. მე თავად ასე ვიკვებები: პური საერთოდ ამოვიღე, შაქარს საერთოდ არ მოვიხმარ.

-      ხილი?
-      4-5 ვაშლი დღეში არის 50 გრამი ნახშირწყალი, ეს სრულად საკმარისია. 
-      ყველაზე საშინელი ხილი რომელია?
-      ყურძენი და ბანანი. 
-      რძის პროდუქტებზე რას იტყვით?

-      რძის პროდუქტები შეიცავს კალცს, კალცი შეიწოვება მაგნიუმის მეშვეობით, მაგნიუმი კი რკინის მსგავსად მუდამ აკლია ჩვენს ორგანიზმს. ვიღებთ კალცს, მაგნიუმი არ ხვდება კალცს საჭირო რაოდენობით, კალცი ვერ შეიწოვება, ცირკულირებს ორგანიზმში, ილექება სისხლძარღვებში და იწვევს გულის სარქველის და სისხლძარღვების დახშობას, ამავე დროს ჭარბი კალცი აქვეითებს კალიუმს, კალიუმი პასუხისმგებელია გულის მუშაობაზე, შესაბამისად იწყება არითმია, გულის პრობლემები. ასე რომ დიდი პროპორციებით კალცი საერთოდ არაა საჭირო. არადა ექიმები ეწევიან პროპაგანდას, რომ რძის პროდუქტები, კალცის მიღება აუცილებელია, ამ დროს ორგანიზმში მაგნიუმი არაა, ამაზე საუბარი კი ყველას ავიწყდება.

-      ამბობენ ანანასი და გრეიფრუტი ცხიმს წვავსო, ამაზე რას იტყვით? 
-      სრული აბსურდია, ცხიმის გადამუშავებას ხელს უწყობს ანანასის გარეკანი, რასაც ვჭრით და ვყრით ხოლმე, ასე რომ ესეც ტყუილია.
-      გოჯის კენკრაზე რა აზრის ხართ?
-      ისევე როგორც ჩია, გოჯის პროდუქტიც არაა გასახდომი.

მსგავსი სტატიები

მსხვილი ნაწლავის შესახებ #2


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი დაავადების განკურნება, სხეულის სხ...

ყავა და ჩაი


მონაკვეთი პაპიუსის წიგნიდან - "პრაქტიკული მაგია" მთარგმნელი: მამ...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


თეთრი პურის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი ჯიშისა და ხა...

ხორცის შესახებ (ნაწილი I)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მოდით, გავარჩიოთ ხორცის ყველა ის თვისება, რი...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


ზეთის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მცენარეული ზეთი ბუნებრივი პრო...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #1)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ტერმინში, აღდგენის დღეები, იგულისხმება განტვ...

ზეთისხილის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მაღაზიებში გვხვდება მრავალგვარი ზეთისხილი: მ...

საპნები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ანტიბაქტერიულ საპნებზე გვსმენია, რეკლამები გ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff