საპნები

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ანტიბაქტერიულ საპნებზე გვსმენია, რეკლამები გადის ყოველ ხუთ წუთში. დაიბან დ...

saponi 2ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ანტიბაქტერიულ საპნებზე გვსმენია, რეკლამები გადის ყოველ ხუთ წუთში. დაიბან და ბაქტერია რომ აღარ გეკარება. ეს მიიღწევა ამ ტიპის საპნებში შემავალი ნივთიერებით, რომელსაც ეწოდება ტრიკლოზანი (შედის კბილის პასტებშიც და შამპუნებშიც).

ტრიკლოზანი უკიდურესად ნეგატიურად ზემოქმედებს ღვიძლის მუშაობაზე. ჩატარებულია ექსპერიმენტი ვირთხებზე, რომელთაც ტრიკლოზანს აძლევდნენ რამოდენიმე თვე. შემდეგ ხელოვნურად მოახდინეს კიბოს პროვოცირება ამ და სხვა ვირთხებშიც. ღვიძლის კიბო დაემართა მხოლოდ იმ ვირთხებს, რომელთაც ტრიკლოზანი ჰქონდათ მიცემული.
ტრიკლოზანი ღვიძლში ბლოკავს იმ ცილის გამომუშავებას, რომელიც პასუხს აგებს ღვიძლის ტოქსინებისაგან გაწმენდაზე. ღვიძლის უჯრედები იწყებს ინტენსიურ დაყოფას (კომპენსაციისათვის) და წარმოიქმნება ფიბროზები, რომელიც გადაიქცევა კიბოდ.

გარდა ამისა, ტრიკლოზანი იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს რეპროდუქციულ სისტემებში. კანიდან რომ სხეულში ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილად ხვდება და თანაც ცხენის დოზებით, ეს ადრე ნახსენები გვაქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ საშუალო ადამიანის კანი 1,5 კვადრატული მეტრია.

საპნების 99,99 პროცენტი შეიცავს გლიცერინს. გლიცერინიანი საპნით დაბანის შემდეგ კანზე რჩება გადაკრული უთხელესი, უხილავი აპკი, რომელიც ბლოკავს კანის ფორებს. ფერხდება კანიდან სუნთქვა და სხვადასხვა ჯირკვლებისა და რეცეპტორების აქტივობა.

სტაბილიზატორები. ზოგ საპონზე მითითებულია, კონკრეტულად რომელ სტაბილიზატორს შეიცავს, ზოგზე უბრალოდ აწერია „სტაბილიზატორი“. სულ რამოდენიმე (3-4) სახის სტაბილიზატორია დღეს გამოყენებაში საპნის წარმოებაში. არ ჩამოვთვლი მათ ქიმიურ ფორმულებსა და დასახელებებს. ყველა სტაბილიზატორი კანცეროგენია, ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად.

მათათრებლები. აქაც იგივე სურათია, ზოგ საპონზე მითითებულია, კონკრეტულად რომელ მათეთრებელს შეიცავს, ზოგზე უბრალოდ აწერია „მათეთრებელი“. მათეთრებელიც სულ რამოდენიმე ტიპისაა. ყველაზე გავრცელებულია ტიტანის დიოქსიდი. აი, კედლებს რომ ათეთრებენ, ზუსტად ეგ ნივთიერება. ყველა მწარმოებელი ამტკიცებს, რომ არაა კანცეროგენული, თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ამ ნივთიერების გამოყენება შეიძლება მხოლოდ, დავუშვათ (ზუსტად არ მახსოვს) 2 გრამი. ანუ აღიარებენ, რომ მავნეა. ზოგიერთი უცხოური ვებგვერდი პირდაპირ გმობს ამ ნივთიერებას. სხვა მათეთრებლებიც კანცეროგენულია მეტნაკლებად.
ამაქაფებლები. იგივეა ზუსტად.

ჭურჭლის ჟელეები, იატაკისა, ლამინატის, კაფელის, გაზქურის, მინის, აბაზანისა და უნიტაზის საწმენდი საშუალებები, სხვადასხვა მასტიკები... ყველა შეიცავს რამოდენიმე კანცეროგენს. კვირის განმავლობაში დიასახლისს რამდენ კანცეროგენთან აქვს საქმე! ჯერ ჭურჭლის დარეცხვა, მერე სამზარეულოს დალაგება, იმ საწმენდების გამოყენება და .... ახლა გემრიელად დავიბანო, ფიქრობს და ბანაობს ისევ კანცეროგენით. მერე კბილებს იხეხავს კანცეროგენით, დეზედორი კანცეროგენური (+ ალუმინი პრიზად ყველა დეზედორში). მერე საჭმელი გააცხელა ალუმინში ან ტეფლონზე, ისევ კანცეროგენი და ასე დაუსრულებლად.
ჰაერის „გამწმენდი“ დეზედორები - კანცეროგენები.

ზოგადად: რაც უფრო იაფი და ძლიერმოქმედია საშუალება, მით უფრო კანცეროგენურია.

აბაზანისათვის პლასტმასის ფარდები - დღესვე გადაყარეთ. ჯობს ყოველი ბანაობის შემდეგ ცოტა წყლის აწმენდა მოგვიწიოს, ვიდრე ამ ფარდის ანაორთქლი ვისუნთქოთ.
კიდევ შემიძლია დასაბან საშუალებებში შემავალი ნივთიერებები ჩამოვთვალო დიდხანს :) საკმარისია. ყველა საპონი (99%) შეიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს, ასე, რომ
დეიდებო, ბიძიებო, თქვენი ლამაზი თვალები... შეეშვით კანცეროგენებს...

მსგავსი სტატიები

ფიტინის მჟავა


ანტინუტრიენტ ფიტინისმჟავას შეიცავს ყველა თესლის ზედაპირი (ქერქი). მ...

ცხარე წიწაკა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იადიგარ დაუდში არაერთგზისაა დაწერილი, რომ ...

ხორცის შესახებ (ნაწილი I)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მოდით, გავარჩიოთ ხორცის ყველა ის თვისება, რი...

არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით, არ შეუძლია იარსებოს ტუტე გარემოში


წყარო ავტორი: ვლასი ჯიბლაძე "არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით,...

ახალი კარტოფილი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ახალი კარტოფილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძ...

პროდუქტები, რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ - მარგარინი და სამარხვო კარაქი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სადაც გამოვიყენებ სიტყვას - მარგარინი, იქ სა...

ამარანტი


ამარანტი არის წლიური ბალახოვანი მცენარე მას აქვს სხვა სახელებიც ჯიჯ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff