ავტორი: ვლასი ჯიბლაძე
ეს უგემრიელესი სასმელი 1886 წელს შექმნა კაცმა, სახელად ჯონ პემბერტონიმ. იგი გატაცებული იყო ქიმიით. მან კოკას ფოთლებიდან და ტროპიკული კოლას ხის ნაყოფისაგან მიიღო სიროფი, რომელსაც აფთიაქში ყიდდა. კოკას ფოთლებიდან მიიღება ცნობილი დოპინგი და ნარკოტიკი კოკაინი. მისი ნებისმიერი სახით (ინექცია, შეყნოსვა, მოწევა) მიღება დამანგრეველად მოქმედებს ორგანიზმზე, თუმცა, კოკას ფოთლების ჩაის მოზარდებსაც კი ასმევენ კოლუმბიაში გარკვეული დოზით, რადგან ძალიან მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. თანაც, ერთი-ორი ფოთლისაგან დამზადებული ჩაი არ იწვევს ნარკოტიკული თრობის ეფექტს.
მაშინ ერთი ჭიქა კოკა-კოლა ხუთ ცენტად იყიდებოდა. შემდეგ სასმელის შემქმნელმა თავის მიერ გამოგონილი რეცეპტი 2300 აშშ დოლარად გაყიდა და კოკა-კოლას წარმოება სასმელის რეცეპტის ახალმა მფლობელმა დაიწყო.
დღევანდელ დღეს კოკა-კოლა აღარ შეიცავს კოკას ფოთლებს. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ შეიცავს შაქარს, საღებავს E150, ორთოფოსფორმჟავას, კარმაზინს, ფენილალანინს, ნახშირორჟანგს, ნატრიუმის ბენზოატს, არომატიზატორებსა და კოფეინს. სასმელის დანარჩენი ინგრედიენტები მკაცრად გასაიდუმლოებულია. უფრო სწორად, გასაიდუმლოებულია სასმელის სრული რეცეპტი, მაგრამ ის რაც ცნობილია და ლაბორატორიულ პირობებში დადგინდა, რომ მათ შეიცავს სასმელი, როგორც ვნახეთ არც ერთი არაა ბუნებრივი ინგრედიენტი და წმინდა წყლის ქიმიაა.
ერთი 0,5 ლიტრიანი ბოთლი კოკა-კოლა შეიცავს 10 კოვზ შაქარს. ეს იმდენად დიდი რაოდენობაა 0,5 ლიტრი სასმელისათვის და იმდენად ტკბილია, რომ ადამიანი ვერ აიტანს ასეთ სიტკბოს, თან შაქრის ასეთი დოზა პირღებინებასაც იწვევს. ეს რომ არ მოხდეს და მომხმარებელს სასმელი ძალიან ტკბილად არ მოეჩვენოს, მასში დამატებულია ფოსფორმჟავა. მაშინ რა საჭიროა იმდენი შაქრის ჩაყრა, რომ მისი გემოს „გასანეიტრალებლად“ ფოსფორმჟავას დამატება გახდა აუცილებელი? საქმე იმაშია, რომ ერთ ჯერზე ასეთი დოზით შაქრის მიღება დოპამინის გამომუშავებას ასტიმულირებს. დოპამინი არის სიამოვნების ნეირომედიატორი. იგი იწვევს კომფორტის, სიამოვნების, მოტივაციის განცდას და ადამიანი ცდილობს მუდმივად ასტიმულიროს მისი გამომუშავება. სწორედ ამიტომაა საჭირო ამდენი შაქარი ერთ ბოთლში.
შაქრის გემოს გასანეიტრალებელი ფოსფორმჟავა საკმაოდ ძლიერი მჟავაა, რომელიც ორგანიზმის მჟავე-ტუტოვან ბალანსს მკვეთრად აგდებს მჟავის მხარეს. ამიტომ ჩვენი სხეული ცდილობს სასწრაფოდ გაანეიტრალოს ფოსფორმჟავის მიღებული დოზა და, როგორც ვიცით, ამისათვის იყენებს ტუტე რეზერვებს: კალციუმს, თუთიას, მაგნიუმსა და სხვა. სწორედ ამ მიზეზის გამო ფოსფორმჯავის სისტემატური მიზეზი ფიტავს ორგანიზმს, განსაკუთრებით ძვლებს. ძვლები ხდება რბილი და ადვილად მსხვრევადი, რადგან მისგან გამორეცხილია კალციუმი. იგივე მიზეზის გამო სუსტდება სისხლძარღვები, რადგან მათი კედლებიდანაც გამოირეცხება კალციუმი. ფოსფორმჟავა ასევე აზიანებს ჩვენი კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს და ნაწლავების მიკრო ბუსუსებს, რომელთა საშუალებითაც ხდება საჭმელის შეწოვა.
შეისვა 1 ბოთლი კოკა-კოლა და სხეულში ერთბაშად მოხვდა 10 კოვზი შაქარი. ამის გამო პანკრეასის ჯირკვლიდან ხდება ინსულინის კოლოსალური რაოდენობის გამოტყორცნა. ამ ჯირკვალს ზე-დატვირთვით უწევს მუშაობა. ინსულინი სწრაფად „ანეიტრალებს“ შაქარს და სულ რაღაც ოც წუთში სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაცემულია. თავის მხრივ, ღვიძლი შაქრის ზედმეტ რაოდენობას ცხიმებად გარდაქმნის და სხეულში „ინახავს“. ენერგეტიკული, კალორიული თვალსაზრისით 450 წუთი (!), ანუ 7,5 საათი ძუნძულია საჭირო რომ 10 კოვზი შაქრის ტოლფასი კალორია დაიწვას!
სასმელის დალევიდან ერთი საათის განმავლობაში ნარჩუნდება დოპამინის გამოყოფა, შემდეგ კი ფოსფორმჟავა იწყებს ნაწლავებიდან კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის გამორეცხვას. უფრო სწორად, ორგანიზმი იღებს მსხვერპლად ამ ელემენტებს მჟავის გასანეიტრალებლად და იწყება კბილებისა და ძვლების განადგურება. პარალელურად მკვეთრად ჩქარდება მეტაბოლიზმი - ნივთიერებათა ცვლა.
შემდეგ კოფეინი იწყებს თავის შარდმდენ მოქმედებას და ადამიანი შარდავს უფრო მეტს, ვიდრე დალია. სწორედ ამ მიზეზის გამო კოკა-კოლა იწვევს სხეულის გაუწყლოებას. შემდეგ ადამიანს უძლიერდება წყურვილის შეგრძნება და უბრალო, სუფთა წყლის ნაცვლად ისევ კოკა-კოლას სვამს. შემდეგ მეორდება იგივე ციკლი და ადამიანს კიდევ უფრო მეტად წყურდება....
ნატრიუმის ბენზოატი ორგანიზმში არსებულ C ვიტამინთან შედის რეაქციაში და წარმოქმნის ბენზოლს, ერთ-ერთ უძლიერეს კანცეროგენს.
გაყიდვაში ასევე გამოდის უშაქრო, „დიეტური“ კოკა-კოლა, რომელშიც შაქრის ნაცვლად ასპარტამია დამატებული. ასპარტამი არის შაქრის შემცვლელი ნივთიერება, რომელსაც საღეჭ რეზინებშიც იყენებენ. ასპარტამი სინთეტურად მიღებული ნივთიერებაა, რომლის შემცველობაში შედის ფენილალანინი. ფენილალანინი იმითაა ცნობილი, რომ იგი ძალიან მალე ანადგურებს ორგანიზმში ბედნიერების სამი ჰორმონიდან ერთ-ერთს — სეროტონინს. ამ ჰორმონის ნაკლებობა იწვევს უმიზეზო განგაშსა და სიბრაზეს, ცუდ განცდებს. ასპარტამის მოლეკულა მაგრად „ეწებება“ პირის ღრუს ლორწოვან გარსს და მისი იქიდან გამოდევნა საკმაოდ რთულია. ამის გამო, ასპარტამი აძლიერებს წყურვილის გრძნობას და შედეგად კოკა-კოლის ახალი დოზა...
ე.წ. ზერო კოკა-კოლას ატკბობენ:
ა) ასპარტამით, რომელიც სტატიაში აღწერილის გარდა იწვევს გონებასუსტობას. სერიოზულ ზიანს აყენებს ნეირონებს, ამცირებს (კლავს) მათ რაოდენობას თავის ტვინში. მე არ ვიცი ეს გამიზნული აგრესიაა თუ შემთხვევითია. ბოლო დროის კვლევები ადასტურებს ამას.
ბ) სახარინი. ამ ნივთიერებასაც უმატებენ სასმელებს დასატკბობად, რადგან
1) გაცილებით იაფი ჯდება
2) თითქმის არ აქვს კალორია.
ეს ნივთიერება შარდის ბუშტის კიბოს ძლიერი მაპროვოცირებელი "საშუალებაა".
გარდა სასმელებისა, სახარინი, როგორც დამატკბობელი, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ტკბილეულშიც.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა, რომელსად დაავადებათა მთელი ბუკეტი აქვს, და დღეში სვამს რამოდენიმე ბოთლ კოკა-კოლას, დაავადებებისაგან განიკურნა მხოლოდ იმით, რომ, მოახერხა და კოკა-კოლას დალევას დაანება თავი.
სწრაფი კვების ობიექტებში ჩაი და ყავა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე კოკა-კოლა. თუ ადამიანი ჭამის დროს კოკა-კოლასაც დალევს, კუჭში და წვრილ ნაწლავში საჭმელი გაცილებით ცოტა ხანს ჩერდება, სწრაფად გაივლის მათ. თითქოს სხეული ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოიშოროს თავიდან კოკა-კოლა. ამის გამო მას უფრო მალე მოშივდება და კიდევ მიაკითხავს სწრაფი კვების ობიექტს. კოკა-კოლა იწვევს სხეულის გაცხიმოვნებას.
კოკა-კოლას დალევის დროს ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები თუ სისტემატიურად, დღეში რამოდენიმეჯერ (თუნდაც ერთხელ, მაგრამ სისტემატიურად) მეორდება, ადამიანი დგება შემდეგი დაავადებების რისკის წინაშე: ძვლების დეფორმაცია და მსხვრევადობა, კენჭები თირკმელებში, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, კუნთების სისუსტე, კუნთების ქსოვილის კოროზია, დიაბეტი, ჭარბწონიანობა, გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯას წყლული, ფილტვებისა და ღვიძლის სიმსივნე, ლეიკემია. შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი უძლურება მამაკაცებში, უნაყოფობა ქალებში.
ვიმეორებ, არის რ ი ს კ ი იმისა, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი, არ ვამბობ იმას, რომ ეს დაავადებები აუცილებლად გაჩნდება, მაგრამ მათი გაჩენის რისკი საკმაოდ მაღალია, კალციუმის გამორეცხვა და ძვლების გამოფიტვა კი გარდაუვალია.
კოკა-კოლა მკვეთრად ადაბლებს კალიუმის დონეს, ამის გამო იტანჯება კუნთების ქსოვილი. კალიუმის დაბალი დონე კი თავისთავად ნიშნავს კუნთების დასუსტებას, აპათიას.
კოკა-კოლა მშვენიერი სარეცხი საშუალებაა. მინახავს, როგორ აცილებენ კოკა-კოლის საშუალებით აკუმულატორების კონტაქტებზე დალექილ თეთრ ნადებს და როგორ აცილებენ ჟანგს ძლიერად დაჟანგულ ჭანჭიკებს, რომელიც კოკა-კოლით „დამუშავებამდე“ არ ეშვებოდა... ეს ყველაფერი კოკა-კოლაში შემავალი ფოსფორმჟავას დამსახურებაა! შესანიშნავად ასუფთავებს უნიტაზსა და ხელსაბან ნიჟარას...
წარმოიდგინეთ რამხელა ზიანი მოაქვს კოკა-კოლას სისტემატურ მიღებას ბავშვებში, რომელთა ძვლები ჯერ კიდევ ფორმირებისა და ზრდის პროცესშია, და რომელთაც დიდებთან შედარებით კალციუმისა და სხვა მინერალების გასამმაგებული დოზა ესაჭიროებათ.
ერთად-ერთი სასარგებლო ინგრედიენტი კოკაკოლაში, ეს წყალია, რომელიც მოწამლულია დანარჩენი კომპონენტებით.
მიუხედავად ყველაფრისა, დღეში, მსოფლიოს მასშტაბით 1 600 000 000 ბოთლი კოკა-კოლა იყიდება!
კოკა-კოლა თუ 30 გრადუსზე მეტად გაცხელდა, ის პირდაპირ მკვლელ სითხედ გადაიქცევა. დაუშვებელია მისი გათბობა 30 გრადუსზე მაღლა. თუ ჰაერის ტემპერატურა, 35 გრადუსია და კოკა-კოლიანი ბოთლი დგას მაგიდაზე, მაცივრის გარეთ, მისი მიკარებაც კი არ შეიძლება. და ვინ გააკონტროლებს, იმას, რომ სანამ ეს გემრიელი სასმელი ქარხნიდან მაღაზიაში მივა, გზაში 30 გრადუსზე მეტად არ გაცხელდება? ან მაღაზიებში და საწყობებში 30 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ინახება?