რა არის კანცეროგენი?

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კიბოს პროვოცირებას იწვე...

swrafi kvebaავტორი: ვლასი ჯიბლაძე

კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კიბოს პროვოცირებას იწვევს. ჯანმრთელი უჯრედი რომ გადაგვარდეს, ზოგი მონაცემით, ამ უჯრედზე 10-15 წელიწადი გამუდმებით უნდა ზემოქმედებდეს კანცეროგენული ნივთიერებები. უკვე გამომჟღავნებული სიმსივნე მინიმუმ 10 წლის წინათ დაწყებული პროცესია. თუმცა არსებობს სიმსივნეების სხვა სახეობებიც.

იმისათვის, რომ კანცეროგენული ნივთიერებები ავიცილოთ თავიდან, ყველაზე მარტივია შევწყვიტოთ მათი მიღება გარედან. კანცეროგენებს შეიცავს:

1) ნებისმიერი შემწვარი პროდუქტი. როდესაც ცხიმი მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება, ამ დროს დიდი რაოდენობით ტრანსცხიმები (კანცეროგენები) წარმოიქმნება. ძალიან ბევრი კანცეროგენი წარმოიქმნება მზესუმზირის ზეთში შეწვისას. ყველაზე ნაკლები ქოქოსისა და პალმის ცხიმში შეწვისას. კიდევ უფრო ნაკლები კარაქში და ერბოში შეწვისას. ზოგადად, ხალხური მედიცინა ტაფას არ ცნობს. ყველაფერი უმი, ან წყალში ან ორთქლზე მოხარშულ-მოთუშული. ზეთი არც ერთ ვარიანტში არ უნდა დამუშავდეს თერმულად. უკვე თეფშზე გადმოღებულ კერძს შეიძლება მოესხას ნატურალური, ცივად გამოწურული ზეთი.

2) კანცეროგენულია რაფინირებული ზეთები, მარგარინები და სამარხვო კარაქები.

3) კანცერიგენულია თეთრი პური და თანამედროვე სწრაფი საფუარები.

4) კანცეროგენურია შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები: ნამცხვრები, ტორტები, კანფეტები და სხვადასხვა ტკბილეული. ტკბილი გაზიანი და უგაზო სასმელები. მასიური წარმოების "ნატურალური" წვენები

5) ძეხვეულობა, ვიჩინები, სოსისები და სხვა მზა ხორცეულობა.
ახალი ხორციც კი, თვითონ არაა კანცეროგენი, მაგრამ მისი მონელება-გადამუშავების პროცესში კარგი გარემო იქმნება სიმსივნური უჯრედებისათვის. იგივე ითქმის რძის პროდუქტებზეც. ამიტომ ავადმყოფმა ძალიან უნდა შეზღუდოს ხორცისა და რძის პროდუქტების მიღება. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია, მისი იმუნური სისტემა ყველაფერს ახერხებს და ამიტომ, ჯანმრთელი ადამიანისათვის ხორცისა და რძის პროდუქტების ს წ ო რ ი მიღება არაა მავნე, თუმცა სერიოზულ დატვირთვას წარმოადგენს.

6) მდნარი ყველები და ტკბილი იოგურტები.

7) სწრაფი კვების ობიექტების საჭმელი. ფენოვანი ცომი და ზოგადად თეთრი ფქვილის ცომეული.

8) ალკოჰოლი და თამბაქო.

9) მედიკამენტების უმეტესობა.

10) ჯანმრთელი პროდუქტებიც კი კანცეროგენული ხდება თუ ერთ ჭამაზე არასწორი კომბინაციითაა ეს პროდუქტები მიღებული. მაგალითად ნებისმიერი საკვები + ხილი. ან ხორცი + ყველი. ან კარტოფილი + კვერცხი, ხორცი + პური და სხვა. ერთ ჭამაზე შეიძლება ცოცხალი სალათა + რამე ერთი. ცივ სეზონზე შეიძლება წყალზე ან ორთქლზე მოთუშული (ისე, რომ ბოსტნეული ოდნავ მაინც ჯერ კიდევ ხრატუნაა) ცხელი ბოსტნეული + რამე ერთი.

11) კანცეროგენულია სტრესები, ნერვიულობა და დეპრესიები.

12) კანცეროგენულია, როდესაც ვინმეს რაიმეს ვერ ვაპატიებთ და ამ განცდას გულში ვატარებთ.

13) დიდი ქალაქების ჰაერი, რომელიც გამონაბოლქვითაა სავსე და არ ნიავდება.

14) სხვადასხვა არომატიზატორები, კონსერვანტები, ემულგატორები, გამაფხვიერებლები, ფქვილის, საპნების, დეზედორების, მაზებისა და კბილის პასტების გამათეთრებლები. იგივე პროდუქტების ანტიმჟანგავები და სხვადასხვა E-ები

15) არასაკვები დანიშნულების პლასტმასის ჭურჭელი, განსაკუთრებით ცხელთან შეხებისას.
ალუმინისა და ტეფლონის (ტეფალის) ჭურჭელი.

16) იაფფასიანი ჩინური სათამაშოები (უფრო სწორად, მათი მასალები)

17) და თითქმის ყველაფერი, რაც არაბუნებრივია.

18) საოცრად კანცეროგენურია თვითონ ის „ქიმია“, რომლითაც სიმსივნეებს „მკურნალობენ“.

კანცეროგენები მთელი ცხოვრება ზემოქმედებს ადამიანებზე. მათ ებრძვის იმუნური სისტემა. სანამ იმუნური სისტემა უმკლავდება, ადამიანი ჯანმრთელია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეორე, უხილავ, ემოციურ მხარეს.

2016022100272176720ასე, რომ კანცეროგენების ყველაზე დიდი წამალია მათი არ-მიღება.

სხეულში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესშიდაც წარმოიქმნება სხვადასხვა კანცეროგენი, ე.წ. თავისუფალი რადიკალი. ეს თავისუფალი რადიკალებიც უწევს პროვოცირებას კიბოს უჯრედების წარმოქმნას.
თავისუფალი რადიკალები გაცილებით ნაკლები წარმოიქმნება, თუ კანცეროგენული ნივთიერებებეი გარედან არაა მიღებული, შეჭმული.
თავისუფალი რადიკალები მაინც, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობის წარმოიქმნება სწორი კვებისას.

ახლა ჩამოვთვალოთ:

1) რა იცავს სხეულს კანცეროგენებისაგან.

2) რა ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

3) რას გამოჰყავს სხეულიდან კანცეროგენები

ეს პროდუქტებია:

1) საჭმელი სოდა. ამ ნივთიერებას ცხრა საკმაოდ დიდი სტატია მიეძღვნა. აქ მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ მასთან კონტაქტისას კიბოს უჯრედები შაქარივით დნება (მაგალითად, ტულიო სიმონჩინი პირდაპირი გაგებით სოდიან წყალში რეცხავს სიმსივნიან ღვიძლს ან ძუძუს და არჩენს). ამიტომ კარგია ნამდვილი საჭმელი სოდის სწორი წესით სმა და სხვა (აბაზანები, ოყნები, კომპრესები და სხვა) გამოყენება. სოდას (ნატრიუმის ბიკარბონატი/ჰიდროკარბონატი) შეიცავს სისხლის პლაზმა. მისი გარედან მიღებისას ორგანიზმში იზრდება მისი კონცენტრაცია და არავითარ შემთხვევაში არ შედის სხეულში რაღაც უცხო ნივთიერება.

2) ძლიერი ანტიოქსიდანტური ბოსტნეულის წვენებია: კომბოსტოს წვენი, სტაფილოს წვენი, ჭარხლის წვენი, ისპანახის ფოთლების წვენი, პომიდვრის წვენი, კიტრის წვენი.

წვენი უნდა იყოს აუცილებლად ახლადგამოწურული. ისმევა აუცილებლად ცარიელ კუჭზე. ჭამა შეიძლება მაშინ, როდესაც წვენის დალევის შემდეგ გაჩნდება რეალური, ჯანსაღი შიმშილის შეგრძნება. წვენებში არ შეიძლება მარილის ან შაქრის ჩამატება.

შეიძლება თაფლის ჩამატება. ძალიან კარგია ცოტაოდენი ლიმონის წვენის ჩამატება, რადგან ანეიტრალებს ნიტრატებს.

3) ძლიერი ანტიოქსიდანტური ხილის წვენებია: ვაშლის, ციტრუსების, ლიმონის განსაკუთრებით.

4) ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს შემდეგ კენკრასა და ხილს: მოცვი, წითელი და შავი მოცხარი, ძახველი, შტოში, მაყვალი, ქაცვი, გარგარი, ატამი, ბულგარული (წითელი და ყვითელი), ალუბალი, შინდი, საფერავის ჯიშის ყურძენი და ზოგადად, ნებისმიერ წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ პროდუქტს.

5) ძლიერი ანტიოქსიდანტებია: წითელი ცხარე წიწაკა, ჯანჯაფილი, ზაფრანა, ნიორი და ხახვი. ნიორსაც რამოდენიმე სტატია მიეძღვნა.

6) ძალიან სწრაფად წმენდს სხეულს სიმსივნური უჯრედებისაგან განტვირთვის დღეები მხოლოდ წყალზე (ხაზგასმით გავიმეორებ: მ ხ ო ლ ო დ წყალზე). დიდი შედეგები აქვს 20-25 და მეტ დღიან განტვირთვას. ამ შემთხვევაში აუცილებლად დასაცავია ძირითადი წესები. აქ მათ ვერ აღვწერ.
პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც განტვირთვის დღეების საშუალებით სრულიად განიკურნენ სიმსივნეებისაგან: თავის ტვინის სიმსივნისაგან (მ.ო. და ბ.) შეგნებულად არ ვწერ სახელებსა და გვარებს. თუ სურვილი ექნებათ, თვითონ დაწერონ თავიანთი ისტორია. ძუძუს სიმსივნისაგან - მ. ი. მ. და ლ. კუჭის სიმსივნისაგან თ. ასევე ქრონიკული გასტრიტებისაგან, სისხლძარღვების დაავადებებისაგან და სხვა

7) ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტებია შემდეგი ბალახები:

Зверобой - კრაზანა
Тысячелистник - ფარსმანდუკი
Календула - გულყვითელა
Ромашка - გვირილა
Чистотел - ქრისტესისხლა
Цветки бузины - დიდგულას ყვავილები (ანწლსაც ბუზინა ქვია)
Стручки фасоли - ლობიოს
Цветки липы - ცაცხვის
Полевой хвощ - შვიტა
Одуванчик - ბაბუაწვერა

ეს ბალახები თანაბარი რაოდენობით ერევა ერთმანეთს და ნარევიდან ერთ სუფრის კოვზს ესხმევა ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და ინახება თერმოსში. ისმევა თავიდან დღეში 1-2 ფინჯანი და ნელ-ნელა ადიან 1-1,5 ლიტრზე დღეში. გარდა ამისა ყოველდღიურად ისმევა 1-2 ლიტრი სუფთა წყალი.
ძლიერი ანტისიმსივნური თვისებები აქვს აბზინდას. ერთი ჩაის კოვსი ხმელი და წმინდად დაფქვილი ბალახი ერევა ჭიქა წყალში და ისმევა აუცილებლად უზმოზე ან ცარიელ კუჭზე. კიდევ უკეთესია, თუ დასალევად გამზადებულ სოდიან წყალში ჩაიყრება ერთი ჩაის კოვზი ხმელი აბზინდა და მიღებული სასმელი შეისმევა რა თქმა უნდა უზმოზე. საოცარი რამაა.

8) ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სუფთა ჰაერზე. აახლებს სისხლს, „ხარშავს“ ცუდ უჯრედებს და ა.შ.

9) ქრისტესისხლა. ძლიერი ანტისიმსივნური და ანტიოქსიდანტური ბალახია.

10) იგივე თვისებები აქვს ბაბუაწვერას ფესვებსა და ბროწეულის ქერქს

თუ ადამიანი ამ ყველაფერს კომპლექსურად აკეთებს, შედეგი სწრაფია და ხარისხიანი.
ზოგადი სურათი ასეთია:

• მსხვილი ნაწლავის კაპიტალური წმენდა (ორი სტატიაა დაწერილი) და ამ პერიოდში წვენებით, სოდითა და წყალბადის ზეჟანგით მკურნალობა + დიეტა და სწორი კვება + ზომიერი დატვირთვა + სოდიანი აბაზანები კვირაში სამჯერ 2-2 საათით.

• მსხვილი ნაწლავის წმენდის შემდეგ (ვისაც შეუძლია) 20-25 დღიანი განტვირთვა წყალზე. ამ დროს სხეული პრიორიტეტის პრინციპის დაცვით იწყებს საკუთარი თავის ჭამას და პირველ რიგში იშორებს მისთვის გამოუსადეგარ/ მავნე ქსოვილს, როგორიცაა სიმსივნეები, ცხიმგროვები, კისტები, მიომები და სხვა.

• განტვირთვის პერიოდის დასრულებისთანავე კვების სწორი და თანმიმდევრული დაწყება თავისი წვენებითა და ბალახებით, მთავარი პრინციპების დაცვით.

• ვისაც განტვირთვა არ შეუძლია, ის აგრძელებს წმენდებსა და წვენების თერაპიას (თუმცა განტვირთვით მიღებული შედეგები უფრო სწრაფიცაა, ხარისხიანიცაა და სტაბილურიცაა. გარდა ამისა, განტვირთვას (შიმშილობას) და შემდეგ მისგან სწორად გამოსვლას (30-60 დღის შემდეგ) თავისი „პრიზებიც“ მოჰყვება: განახებული სისხლი, განახლებული კანი, განახლებული ლორწოვანი გარსი, აღდგენილი ღვიძლი, მოშუშებული წყლულები, დასვენებული ჰორმონალური, საჭმლის მომნელებელი და სხვა სისტემები, დამატებითი ენერგიები, ნაკლები ძილი, ჯანსაღი სუნთქვა, უფრო მოქნილი სხეული, ზედმეტი ცხიმის წვა და სხვა. ვინც ძალიან გამხდარია, მან 7-15 დღიანზე მეტი განტვირთვა არ უნდა ჩაატაროს. დიდი ალბათობით, 3-4 ასეთი განტვირთვისა და იქიდან სწორად გამოსვლის შემდეგ, წონაში საგრძნობლად მოიმატებს), რაღაც დროის შემდეგ + სოდა + ზეჟანგი + ბალახები + ფიზიკური დატვირთვა და რამოდენიმე ასეთი „დარტყმის“ შედეგად სიმსივნე იკურნება. მთავარია მოტივაცია და კიდევ უფრო უმთავრესი, ადამიანის შინაგანი დამოკიდებულება სხვა ადამიანებისა და გარემომცველი სამყაროს მიმართ (იხ. ლირიკული გადახვევები).

 

მსგავსი სტატიები

ალუმინის ჭურჭელი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუნიმის ჭურჭელი სულაც არაა ისეთი უვნებელი...

ჭამის შემდეგ ყავის ან ჩაის დალევა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ლიმონი მჟავეა, შეიცავს ლიმონმჟავას და აქვს მ...

დინდგელი ანუ პროპოლისი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ფუტკრები დინდგელის შემადგენლობას ყოველ წელიწ...

სწორი კვება


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სულხან-საბასთან წერია: ვინათგან ორთა ჯერთა ჭ...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ - კოკა-კოლას შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს უგემრიელესი სასმელი 1886 წელს შექმნა კაცმ...

რა არის კანცეროგენი?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რო...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


ზეთის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მცენარეული ზეთი ბუნებრივი პრო...

ამარანტი


ამარანტი არის წლიური ბალახოვანი მცენარე მას აქვს სხვა სახელებიც ჯიჯ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff