ავტორი: ვლასი ჯიბლაძე
ნებისმიერი ორი გარემოს გამყოფი ზედაპირი, განსაკუთრებული ენერგეტიკით გამოირჩევა. მაგალითად, ავიღოთ წყალი-ჰაერი. წყლის ზედაპირი განსხვავდება დანარჩენი წყლისაგან. თითქოს წყალი ზედაპირზე ”აპკს” იკეთებს. სწორედ ამ ”აპკის” არსებობის გამოა, რომ ზოგიერთ მწერს შეუძლია წყლის ზედაპირზე სიარული და მისი ფეხები წყალში არ ”ეფლობა”.
ზედაპირების მომატებული ენერგეტიკა ფართოდაა ცნობილი ხალხურ მედიცინაში. ზედაპირი განსხვავებულია არა მარტო წყვილზე ჰაერი-წყალი, არამედ ნებისმიერ სხვა ორი გარემოს გამყოფ ზედაპირზე. მაგალითად, სტაფილო-ჰაერი, ხორბალი-ჰაერი, ვაშლი-ჰაერი...
ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირი (ქერქი) მაღალი ენერგეტიკით გამოირჩევა. მაგალითად, ხორბლის მარცვლის შემცველი ვიტამინების, მიკროელემენტებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების 90% მის ქერქშია. განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციითაა დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებები სტაფილოს კანში, ვაშლის ქერქში... ლიმონის ქერქი ხუთჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე თვითონ ლიმონი. ლიმონის ეთერზეთების 99% მის ქერქში ინახება.
ამიტომ, არაა სწორი, როდესაც ჭამის წინ ვფხეკთ სტაფილოს, ვთლით ვაშლს, მსხალსა და სხვა ხილებს და ა.შ.
ცხადია არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, აუცილებლად უნდა გაითალოს კიტრი (თუმცა, ზემოთ თქმული კიტრისთვისაც მართებულია), რადგან ეს პროდუქტი, ბუნებრივად იგროვებს ქერქში მავნე ნივთიერებებს, სამაგიეროდ მისი გული ასეთი ნივთიერებებისაგან პრაქტიკულად სუფთაა. ასევეა ჭარხალიც. საზამთრო და ნესვიც, ცხადია, უნდა ”გაითალოს”.
თანამედროვე პური, როგორც ვიცით ცხვება ხორბლისაგან, რომელიც წინასწარ გახეხილია, რადგან ხორბლის მარცვლის ქერქი, ფქვილს მუქ ფერს აძლევს. ასეთი დამუშავების შედეგად მიიღება სახამებლის პატარა მარცვალი, რომელშიც აღარც ცოცხალი ჩანასახია და აღარც ვიტამინები, მიკროელემენტები, ენზიმები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. პური ფაქტიურად მკვდარი პროდუქტისაგან ცხვება.
შემდეგ, ამ გახეხილ ხორბალს ფქვავენ, დამატებით ათეთრებენ ქიმიური საშუალებებით და შემდეგ უკვე უმატებენ რკინასა და სხვა მიკროელემენტებს. ასევე სხვადასხვა ვიტამინებს. ცხადია ასეთნაირად დამატებული ვიტამინები ”მკვდარია” და ფაქტიურად ორგანიზმი მათ ვერ იყენებს, პირიქით მავნეცაა. ამას დაუმატეთ თერმოფილური საფუარი (საფუარი, ანუ სოკო, რომელიც ცხობისას, მაღალ ტემპერატურაზე არ კვდება) და მივიღეთ ”პური”, რომელსაც მსგავსებაც კი არა აქვს პურთან, რომელსაც ჩვენი წინაპრები აცხობდნენ.
ხორბალს აქვს (ზოგადად მარცვლეულს) საოცარი თვისება. როდესაც ხორბლის მარცვალი იწყებს აღმოცენებას, მასში შემავალი ძნელად მოსანელებელი სახამებელი იშლება და გადაიქცევა მარტივად მოსანელებელ და ძალიან სასარგებლო ნახევრადსახამებელ-ნახევრადშაქრად. მასში შემავალი ვიტამინი E ”მრავლდება” და ხდება 500-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აღმოცენებამდე. ზოგიერთი B ჯგუფის ვიტამინი იზრდება 100-ჯერ, ზოგიც 1000-ჯერ. შედეგად მიიღება საოცარი პროდუქტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის და აქვს ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი თვისებები.
აღმოცენებული ხორბალი მზადდება შემდეგნაირად: შედარებით ღრმა თეფშზე იყრება ხორბალი (სასურველია ქართული ჯიშის) 0.5 - 1 სმ-ის სისქეზე, ესხმება წყალი. ხორბალი კარგად უნდა ამოვურიოთ ამ წყალში (წყალი ხორბლის ფენას არ უნდა ფარავდეს) და ზემოდან დავაფაროთ მეორე თეფში. განმეორებით უნდა ამოვურიოთ 8-12 საათის შემდეგ. ზაფხულის პერიოდში აღმოცენებული ხორბალი 24 საათში მზადაა, ზამთარში კი 36-48 საათი სჭირდება. ხორბალი მზადაა, როდესაც მარცვლიდან პატარა თეთრ ფესვაკს სულ ოდვ (0.5 - 1 მმ) აქვს თავი გამოყოფილი.
უნდა მივირთვათ უზმოზე 1-2 სუფრის კოვზი, რომელიც ვიტამინების შემცველობით 3-5 კილოგრამ ხორბალს უტოლდება. შეიძლება თაფლთან ერთადაც.
გავიხსენოთ ცოლ-ქმარი კირლიანების ეფექტი: როდესაც მაღალსიხშირულ ელექტრომაგნიტურ ველში ჩანს მცენარეების, ადამიანების, მინერალების, წყლის და სხვა ”აურა”.
თუ ასეთ ველში შევიტანთ ახალმოწყვეტილ ფოთოლს (მწვანილს), დავინახავთ დიდ და კაშკაშა ”აურას”. შემდეგ, თუ მის ”აურას” გავზომავთ (კვლავ შევიტანთ იმავე ველში) ყოველ 3-4 საათში, დავინახავთ, თუ ნელ-ნელა როგორ პატარავდება მცენარის ”აურა” და 2-3 დღეში გახდება ძლივს შესამჩნევი.
იგივე მოვლენას შეიძლება დავაკვირდეთ წყალზე. შევიტანოთ მაღალსიხშირულ ველში მთის წყაროს წყალი და წყალი ქალაქის წყალმომარაგების სისტემიდან. ზოგიერთ შემთხვევაში მთის წყაროს წყლის ნათება (აურა) 40-ჯერ უფრო მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წყალი გაცილებით ”ენერგეტიკულია”.
ზუსტად ასევე ვნახავთ უზარმაზარ განსხვავებას ჩვეულებრივ და აღმოცენებულ ხორბალს შორის.
ყოველივე ამას ვყვებით აი რატომ: როგორც აღმოჩნდა, ადამიანის ორგანიზმი იკვებება არა მარტო იმ ნივთიერებით, რომელსაც საკვები შეიცავს, არამედ იმ ნათებით, აურით, ენერგიით, რომელიც მაღალსიხშირულ ველში ჩანს.
თუ გვინდა, რომ მიღებული საკვები იყოს ძალიან სასარგებლო, ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მარტო მის შემცველობას (ცოცხალია საკვები თუ თერმულად დამუშავებული, ქიმიურია თუ ბუნებრივი, ნიტრატებიანი თუ ორგანული სასუქით მოყვანილი და ა.შ.), არამედ იმას, თუ რამდენად ცოცხალია მისი ”აურა”. ადამიანის ორგანიზმი ცოცხალი საკვების ”აურისაგან” გაცილებით მეტ ენერგიასა და სასიცოცხლო ძალებს იღებს, ვიდრე თვითონ საკვების ნივთიერებებისაგან.
როდესაც იწყება მარცვლის აღმოცენება, ასევე იწყება მასში ჩადებული სიცოცხლის გაღვიძება, საოცრად იზრდება მარცვლის ენერგეტიკა.
ის, ვინც ქალაქის პირობებში ცხოვრობს და მისი ორგანიზმი მუდმივად განიცდის ”ცოცხალი აურის” ნაკლებობას და ვერც პროდუქტებისაგან და ვერც წყლის საშუალებით ვერ ”იკვებება” ცოცხალი ”აურით”, ასეთი ”გადამუხტული” პროდუქტი ნებისმიერ ქალაქელს შეიძლება სახლში ჰქონდეს აღმოცენებული ხორბლის სახით.