თაფლის შესახებ

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე თაფლი ცოცხალი პროდუქტია. თაფლში შემავალი შაქრები (ფრუქტოზა, გლუკოზა, სახარ...

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

თაფლი ცოცხალი პროდუქტია. თაფლში შემავალი შაქრები (ფრუქტოზა, გლუკოზა, სახაროზა) ცოცხალია. აფთიაქში ნაყიდი სუფთა გლუკოზა ან ფრუქტოზა, ან მაღაზიის შაქარი რადიკალურად განსხვავდება თაფლში შემავალი იგივე დასახელების შაქრებისაგან. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ფრუქტოზა და გლუკოზა თაფლში შედის 60-80 პროცენტის ოდენობით, ხოლო სახაროზას შემცველობა 1-დან 6 პროცენტამდე მერყეობს. თაფლში შემავალი სახაროზა, ასევე თაფლში შემავალი ფერმენტის (ინვერტაზა) გამო იშლება ისევ გლუკოზად და ფრუქტოზად. რაც უფრო „მწიფეა“ თაფლი, მით ნაკლებია მასში სახაროზას შემცველობა. ბოლომდე „დამწიფებულ“ თაფლში კი, მისი შემცველობა უმნიშვნელოა. სწორედ ეს შაქარია (სახაროზა) რომელიც ასე არ „მოსწონს“ დიაბეტიანი ადამიანის სხეულს. სახაროზას გადამუშავებას ესაჭიროება ინსულინი და ამიტომაც დატვირთვას იღებს პანკრეასი (კუჭქვეშა) ჯირკვალი. ოფიციალური მედიცინის წარმომადგენელთა უმრავლესობაც ამბობს, რომ ზომიერების ფარგლებში დიაბეტიანისთვისაც კი შეიძლება თაფლის მიღება, რადგან საკმაოდ დაბალია თაფლის ე.წ. გლიკემიური ინდექსი, ანუ მინიმალურად იტვირთება პანკრეასი და ძალიან შენელებულად მიდის დარეზერვებული ცხიმების გლუკოზად გარდაქმნის პროცესი.

თაფლში შემავალი შაქრების მოლეკულების სტრუქტურა განსხვავდება იგივე დასახელების ხელოვნური შაქრებისაგან. განსხვავება მოლეკულების თვისებაშია დაატრიალოს სინათლის სხივი (პოლარიზაცია) მარჯვნივ ან მარცხნივ. ბუნებრივი და ხელოვნური შაქრების ეს თვისება ერთმანეთის სარკულ ანარეკლს ჰგავს, აი, როგორც ჩვენი მარჯვენა და მარცხენა ხელი. ისევე, როგორც მარჯვენა ხელზე ვერ ჩავიცვამთ მარცხენა ხელისათვის განკუთვნილ ხელთათმანს (თუმცა ვიზუალურად არანაირად არ განსხვავდება მეორე ხელის ხელთათმანისაგან), იგივენაირად აღიქვამს ჩვენი სხეულის უჯრედები, ფერმენტები, მემბრანები ხელოვნურ და ბუნებრივ შაქრებს.

ხელოვნური შაქრების შეთვისებაზე ორგანიზმი საკმაო რაოდენობის ენერგიას ხარჯავს, ხარჯავს მინერალების რეზერვს მათ შესათვისებლად. მინერალების გამოყენება ხდება ძვლებიდან, კბილებიდან. ხელოვნური შაქრები მკვდარი პროდუქტია, მათ არ მოჰყვება გადამუშავებისათვის საჭირო მიკროელემენტები და ვიტამინები. ამ ყველაფერს სხეული საკუთარი რეზერვებიდან ხარჯავს. ხელოვნური შაქრები საკმაოდ ამჟავებს ორგანიზმის გარემოს, ხელოვნური შაქარი ერთ მოლეკულა საკვებსაც კი არ შეიცავს, ის მკვდარი და სრულიად უსარგებლო სიტკბოა.

თაფლი უკვე გადამუშავებული პროდუქტია. ის გადამუშავდა ფუტკრის ჩიჩაყვში სპეციალური ფერმენტების საშუალებით, ამიტომ, ჩვენს სხეულში მოხვედრისთანავე შეიწოვება ყოველგვარი გადამუშავებისა და ენერგეტიკული დანახარჯების გარეშე. ნატურალური თაფლი ტუტე პროდუქტია. ის მიღებუდან რამოდენიმე წუთში უკვე სისხლშია. თაფლს „შეუძლია იტრაბახოს“ ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლო მასში შემავალი უამრავი ვიტამინით, მინერალებით, ამინომჟავებით, ფერმენტებით.
თაფლი ბუნებრივი კონსერვანტია. მას ახასიათებს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება

გაცივებისას დადებითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე და ფილტვებზე.

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

აუმჯობესებს ძვლების, კბილების, თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

თაფლს აქვს თვისება სხეულში კალციუმის შეკავებისა. ასევე თავადაც შეიცავს მცირე რაოდენობით კალციუმს.

აუმჯობესებს რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობას მამაკაცებშიც და ქალებშიც.

აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს.

როგორ გამოვიყენოთ თაფლი?

იმის გამო, რომ თაფლი არ საჭიროებს გადამუშავებას, მისი ჭამა საკვების მიღების შემდეგ უაზრობაა, რადგან ვერ გადის კუჭიდან, რომელშიც საკვების გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს და კუჭში იწყებს სპირტულ დუღილს და აფუჭებს შეჭმულ საჭმელსაც.

თაფლი უნდა მივიღოთ ცარიელ კუჭზე ან ხილთან ერთად. ცოცხალი ხილი კუჭში სულ რაღაც 15-20 წუთი ჩერდება და შემდეგ 12-გოჯაში გადადის. ასევე ხილიც, თაფლის მსგავსად ცოცხალ ფერმენტებს შეიცავს.

შეიძლება თაფლის ჩამატება ცოცხალ, ნატურალურ წვენებში.

ზოგიერთი, იმის გამო, რომ არ გამოიყენოს მავნე შაქარი, ცხელ ჩაიში ან ყავაში შაქრის ნაცვლად თაფლს დებს. ეს დაუშვებელია! თაფლი 42 გრადუსზე მაღლა კვდება (ზოგი შემეკამათება და 47 გრადუსს მეტყვის. ჩემი აზრია 42 გრადუსი). უფრო მეტიც, გაცხელებისას ის შხამიან პრდუქტად გადაიქცევა. ამიტომ, სრულიად უაზრობაა ცხელ სასმელში შაქრის ნაცვლად თაფლის ჩამატება. შაქარი რაც არის ეგ არის და სიცხეში უფრო შხამად არ გადაიქცევა. აი, გაცხელებული თაფლი კი უკვე შაქარზე უფრო მავნე პროდუქტია. არ ჩაამატოთ და ნუ გააფუჭებთ და შხამად ნუ გადააქცევთ ამ სასარგებლო პროდუქტს ცხელ სასმელებში ჩამატებით.

ნუ შეჭამთ თაფლს პურთან ერთად. ტკბილი გემო ორგანიზმისათვის იმის მაჩვენებელია, რომ ტკბილი გემოს მქონე პროდუქტი არ შეიცავს რთულ შაქრებს (სახამებელს), არამედ შეიცავს მარტივ შაქრებს. პური სახამებელს შეიცავს. სახამებლის მოლეკულა საკმაოდ გრძელია და არაა ტკბილი. როდესაც პური ხვდება პირის ღრუში, მასში არსებული სახამებლის მოლეკულები ღეჭვისას, ნერწყვში არსებული სპეციალური ფერმენტის ფტიალინის საშუალებით იხლიჩება მოკლე მოლეკულებად და გადის გადამუშავების პირველ ეტაპს. პირის ღრუში, სახამებლის შემცველი პროდუქტი ოდნავ ტკბილი ხდება სახამებლის გრძელი მოლეკულების დახლეჩვის გამო. თუ პურზე თაფლია წასმული, პირში მოხვედრისას უმალვე იგრძნობა ტკბილი გემო და სხეული ტყუვდება. მას „ჰგონია“, რომ, რადგან ლუკმა ტკბილია, ის არ შეიცავს სახამებლის გრძელ მოლეკულებს (რაც ასე არაა. თაფლი ტკბილია და არ შეიცავს სახამებელს. სამაგიეროდ, მას შეიცავს პური) და პირის ღრუში აღარ ხდება ფტიალინის გამოყოფა. ასე, რომ პურში არსებული სახამებელი გამოტოვებს გადამუშავების ერთ საფეხურს და ისე ჩადის კუჭში. იქ კი, თაფლი პურთან ერთად ყოვნდება და იწყება ზემოთ აღწერილი პროცესი.

thaphli da vavshviძალიან სასარგებლოა უზმოზე თაფლიანი წყლის დალევა. მისი სისტემატური მიღებისას:

• მწყობრში დგება საჭმლის მონელების პროცესი. უმჯობესდება მთელი კუჭნაწლავის ტრაქტის ყველა რგოლის მუშაობა.

• ძლიერდება იმუნიტეტი.

• თხიერდება და ნაწლავების საშუალებით გარეთ იდევნება სხეულში დაგროვილი ლორწო.

• იშლება და მონელებას იწყებს ნაწლავებში არსებული „ხერგილები“. გახსნას იწყებს ფეკალური ქვები. ფეკალური ქვების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ძირითადი მასა განლაგებულია წელის მიდამოებში. ამის გამო, თაფლიანი წყლის სმის დაწყებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება მოიმატოს წელის მოცულობამ. ეს არაა საშიში ან ცუდი. ეს მოვლენა მარტივად აიხსნება: გაიფუყა და დარბილდა ფეკალური ქვები, დაიწყო ორგანიზმიდან მათი გამოსვლის პროცესი.

• ხდება მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სანაცია.

• იწმინდება სხეული უჯრედების დონეზე.

• იმატებს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.

• ნორმალიზდება მსხვილი ნაწლავის მოქმედება, ღდგება მიკროფლორა და რჩება დისბაქტერიოზი.

• თაფლიანი წყლის მიღების შემდეგ ისვენებს თირკმელები და ნაღვლის ბუშტი.
თაფლიანი წყლით იწმენდენ სახეს. ის კვებავს კანს, არბილებს და სინაზესა და ბარხატოვნებას სძენს მას. ნატურალური კოსმეტიკის ეს ელემენტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამავე დროს ყველაზე თანამედროვეცაა.

აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

• თაფლი უნდა გაიხსნას სუფთა და აუდუღარ წყალში.

• ერთი-ორი ჩაის კოვზი თაფლი იხსნება ერთ ჭიქა წყალში.

• წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 42 გრადუსს ცელსიუსით. წინააღმდეგ შემთხვევაში თაფლი კვდება.

• თაფლიანი წყალი დგას მთელი ღამე და ფერმენტირდება.

• თაფლიანი წყალი ისმევა დილით, უზმოზე, ან ჭამიდან 4-5 საათის შემდეგ.

• თაფლიანი წყალი ისმევა ერთბაშად („ზალპით“), ეს აუცილებელი პირობაა.

• თაფლიანი წყლის დალევის შემდეგ, დილის წყლის სმა შეიძლება გავაგრძელოთ 20-30 წუთის შემდეგ.

• თაფლიან წყალში შეიძლება ჩაიწუროს ლიმონი, უშუალოდ დალევის წინ.

• თაფლიანი, ლიმნიანი ან თაფლიან-ლიმნიანი წყალის მორევა არაა სასურველი ლითონის კოვზით. გამოვიყენოთ მინის, ფაიფურის ან ხის კოვზი.

თაფლი შეიცავს მარტივ ცოცხალ შაქრებს, ვიტამინებს, აზოტოვან ნივთიერებებს, ცილის მსგავს ნივთიერებებს, ფერმენტებს, ენზიმებს, ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფიტონციდებს, ჰორმონებს, ლიპიდებს - ცხიმის მსგავს ნივთიერებებს, მინერალებს - 0,65%-დან 1,6%-მდე. ერთი ღვინის ჭიქა თაფლი შეიცავს 0,65 გრამდან 1,6 გრამამდე მინერალებს. შეიძლება იფიქროთ, რომ 0,65 – 1,6 გრამი ძალიან ცოტაა. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ადამიანს ესაჭიროება 0,000001 გრამიდან 0,1 გრამამდე მიკროელემენტები და დავინახავთ, რომ ის 0,65-1,6 გრამი არც თუ ისე ცოტაა.

ერთადერთი უკუჩვენება თაფლისა ისაა, რომ მისი მიღება არ შეიძლება იმ პირთათვის, ვისაც ალერგია აქვს მასზე.


მსგავსი სტატიები

სწორი კვება


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სულხან-საბასთან წერია: ვინათგან ორთა ჯერთა ჭ...

გამყოფი ზედაპირები და “ცოცხალი აურა”


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი ორი გარემოს გამყოფი ზედაპირი, გან...

რა არის კანცეროგენი?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რო...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #2)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ამ სტატიაში ვისაუბროთ 3-4 დღიანი ხანგრძლივობ...

ლურჯი იოდი


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეკოლოგიური პირობების, მასიური წარმოე...

მსხვილი ნაწლავის შესახებ #2


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი დაავადების განკურნება, სხეულის სხ...

მარწყვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მარწყვი ძალიან გემრიელი და სასარგებლო კენკრა...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


ზეთის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მცენარეული ზეთი ბუნებრივი პრო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff