კოლაგენი

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სტატიებში საჭმელი სოდის შესახებ, ვრცლადაა ახსნილი, თუ რატომ ემართებათ ადამ...

FOTO 1ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

სტატიებში საჭმელი სოდის შესახებ, ვრცლადაა ახსნილი, თუ რატომ ემართებათ ადამიანებს ართრიტები, ართროზები და სხვა უამრავი დასახელების სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები. სხვადასხვა დასახელების ეს ავადმყოფობები (რომლებიც სინამდვილეში სიმპტომია და სულ სხვა პრობლემის გამო ჩნდება. ეს ყველაფერი აღწერილია სტატიებში „საჭმელი სოდის შესახებ“) საბოლოო ჯამში ერთი და იგივეა. ამ დროს ხდება სახსრის ხრტილის გალევა. ან გროვდება შარდმჟავა მარილები სახსრებში და იწყება ანთებითი პროცესები. თავის მხრივ ეს მარილებიც „ხეხავს“ სახსრის ხრტილს.

ოფიციალური მედიკოსი ასეთ ავადმყოფს უნიშნავს ხორცს, უფრო ხშირად საქონლის ენას, ქათმის კანს, ინდაურს, რადგან ხორცი შეიცავს სახსრის ხრტილის საშენ მასალას კოლაგენს. ითვლება რომ ასეთნაირად მიღებული კოლაგენი აღადგენს სახსარს. ერთმა მედიკოსმა მაინც გვაჩვენოს მის მიერ ასეთნაირად გ ა ნ კ უ რ ნ ე ბ უ ლ ი ერთი ადამიანი მაინც, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სახსრების პრობლემები და რაციონში ყოველდღიურად ჩართო ხორცი და განიკურნა?
მეტიც, ასეთი „მკურნალობით“ ავადმყოფის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება და თუ ავადმყოფი ხორცის ჭამას თავს არ დაანებებს, მალე ინვალიდის სავარძელში მოუწევს გადაჯდომა.

ხორცი, რა თქმა უნდა, შეიცავს კოლაგენს, მაგრამ თვითონ ხორცის მონელების პროცესში იმდენი შარდოვანა წარმოიქმნება, რომელიც შემდეგ შარდმჟავად გარდაიქმნება, რომ ორგანიზმი თავისი „საბრუნავი“ რესურსებით ვერ ახერხებს ასეთი რაოდენობის მჟავის განეიტრალებას და ხარჯავს ოქროს რეზერვებს, მათ შორის სახსრების ხრტილებს. ხრტილებში შემავალი ტუტე მიკროელემენტების გაწირვით ხდება ხორცის მონელების პროცესში წარმოქმნილი მჟავების განეიტრალება, რათა გადარჩეს და მჟავებისაგან არ „დაიწვას“ სასიცოცხლოდ უფრო მნიშვნელოვანი სხვა ორგანოები, ჯირკვლები და სხვა.

ასეთი პრობლემები ქალებისთვის შვილიერების პერიოდის დასრულების შემდეგ დგება, რადგან აღარ ხდება სხეულში თვის განმავლობაში დაგროვილი მჟავების ყოველთვიური მოცილება და ორგანიზმი იძულებულია ოქროს რეზერვებს მიმართოს. მამაკაცებისათვის კი განეიტრალების მექანიზმი თავიდანვე რეზერვებიდან და საკვებთან ერთად მიღებული მინერალების საშუალებით ხდება.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ან უკვე არსებული პრობლემის შესარბილებლად და გადასაჭრელად უნდა მივიღოთ კოლაგენით მდიდარი მცენარეული საკვები. ასევე, საბედნიეროდ, ჩვენი სხეული თვითონ წარმოქმნის კოლაგენს და ჩაალაგებს სახსრებსა და სხვა საჭირო (მყესები, კანი) ორგანოებში, თუ მას მოვამარაგებთ კოლაგენის სინთეზისათვის საჭირო ელემენტებითა და პროდუქტებით.

კოლაგენის შემცველი ცხოველური პროდუქტები, რომელთა მონელების პროცესში გაცილებით ნაკლები მჟავები წარმოიქმნება არის ორაგული და ზღვის უსისხლო პროდუქტები: ხამანწკები და სხვადასხვა მოლუსკები, რვაფეხები...

მცენარეული საკვები, რომელიც შეიცავს და აჩქარებს ორგანიზმის მიერ კოლაგენის გამომუშავებას: ზღვის კომბოსტო, ზღვის ხახვი, სალათის ფურცლები, ყველანაირი კომბოსტო, ოხრახუში, კამა, პომიდორი, სტაფილო.

C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია კოლაგენის სინთეზისათვის. მის გარეშე ვერ ხდება ამ ცილის სინთეზი, ამიტომ აუცილებელია ამ ვიტამინის კონცენტრაციის გაზრდა ორგანიზმში. C ვიტამინი ასევე მონაწილეობს გარედან მიღებული კოლაგენის შეთვისებაშიც. C ვიტამინის საუკეთესო წყაროა:

ორგანიზმის ამ მხრივ დახმარებაში ჩემპიონია მოცვი. საკმარისია ეს კენკრა სეზონზე ყოველდღიურად ვჭამოთ თითო ჭიქა. თუ დავაჩირებთ და ზამთრისთვისაც შევინახავთ, კიდევ უკეთესი. დიდი რაოდენობის C ვიტამის შეიცავს ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი, გარგარი, ქაცვი, ხურმა, მარწყვი, სხვადასხვა კენკრა, ბანანი, შავი მოცხარი, ხურმა...
C ვიტამინით მდიდარი ყველა წითელი ბოსტნეული (მაგ. ჭარხალი), კვახის თესლი, წიწიბურა, წითელი წიწაკა (ცხარე და ბულგარული), ჰერკულესი, შვიტის ღეროები, სოიო, ბალი, ალუბალი, სტაფილო, ფინიკი, ატამი, ბანანი, გაღივებული ხორბალი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით - ხორბლის ჩანასახი და ასევე ხორბლის მწვანე 20-25 სმ სიგრძის ჯეჯილი. მწვანე ხახვი.

კოლაგენის სინთეზს აჩქარებს ლობიო, ოსპი, კიტრი.

მცენარეებიდან საუკეთესო კოლაგენს შეიცავს ხორბლის ჩანასახი. ჩართეთ რაციონში გაღივებული ხორბალი.
კოლაგენის შეთვისებასა და გამომუშავებას ბოსტნეულიდან ყველაზე მეტად ხელს უწყობს ნებისმიერი ჯიშის კომბოსტო, სტაფილო და პომიდორი. მწვანეებიდან ზღვის კომბოსტო და ზღვის ხახვი, სალათის ფურცლები, კამა და ოხრახუში.

ელასტინის შემცველი პროდუქტებია: ზღვის პროდუქტები, ფურცლოვანი მწვანილი: სალათის ფურცლები, ისპანახი ასევე, კომბოსტო, სტაფილო.
გოგირდის გარეშე არ ხდება კოლაგენის გამომუშავება, ამიტომ ჩართეთ რაციონში წიწმატი და ნიორი.

კოლაგენის სინთეზს ესაჭიროება ომეგა 3, რომელიც ბევრია სელის ზეთსა და სელის თესლში, ორაგულში და ზღვის უსისხლო პროდუქტებში (მოლუსკები და სხვა),
იოდიც მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში: ფეიხოა, ზღვის კომბოსტო და სხვა წყალმცენარეები, კაკალი, ნუში.

მუმიო. ეს საოცრებაა. ოღონდ მუმიო უნდა იყოს ნამდვილი და სასურველია მაღალ (4000 მეტრზე მაღლა) მთაში შეგროვებული. მუმიოს მიკროელემენტები სასწრაფოდ აღადგენს არა მარტო სახსრებს, არამედ ძვლებს, კანს, კუჭ-ნაწლავს და ორგანიზმის ყველა სისტემას. ავსებს ჩვენი სხეულის ოქროს რეზერვს.

ვინც ხორცზე საერთოდ ვერ ამბობს უარს, უმჯობესია იშვიათად ინდაურის ხორცი ჭამოს (თუ მაინც უნდა ჭამოს).

Produktyi pomogayushhie vyivesti nikotin iz organizma340 წლის ასაკში კოლაგენის გამომუშავება-აღდგენა 2-ჯერ ნელდება. ამიტომ ცხოველური საკვების მიღებაც მკვეთრად უნდა შეიზღუდოს. 40 წლის მერე კი კიდევ უფრო და უფრო ნელდება.

კოლაგენის სისტემატური მოწოდება აახალგაზრდავებს კანს, ის ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური.

ულტრაიისფერი გამოსხივება (რუჯის მოყვარულთა საყურადღებოდ) არღვევს კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურას კანში. მზის აბაზანების მისაღებად საუკეთესო დროა

დილის 10 საათამდე.

სიგარეტიც ნაადრევად აბერებს კანს. დღეს რა ბანალურად ჟღერს ეს ფრაზა!  ნიკოტინი პირდაპირ ანგრევს კოლაგენსა და ელასტინს. ასევე უარყოფითად მოქმედებს კანზე

უშუალოდ კვამლთან კონტაქტი. ნუ მისცემთ ნებას ვინმეს მოწიოს თქვენს ოთახში.

გაუფრთხილდით საკუთარ სახსრებს, კანს, მყესებს და ზოგადად ჯანმრთელობას.

მსგავსი სტატიები

ლურჯი იოდი


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეკოლოგიური პირობების, მასიური წარმოე...

მკურნალობა ბოსტნეულის და ხილის წვენებით


ავტორი: ნორმან უოკერი მთარგმნელი: ჯუმბერ თითმერია (1991 წელი) რ...

ზეთისხილის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მაღაზიებში გვხვდება მრავალგვარი ზეთისხილი: მ...

კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?


მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: ...

გაღვივებული ხორბალი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე გაღვივებული ხორბალი (აღმოცენებული ხორბალი) ა...

ვეგეტარიანელობა თუ ხორცით კვება?


ნაწყვეტი წიგნიდან „ანგელოზის გული“ ავტორი: იმმა ხშირად ისმის კი...

კალციუმისა და მაგნიუმის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე როგორ მივიღოთ კალციუმი ბუნებრივად? დავიწყებ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff