ხორცის შესახებ (ნაწილი II)

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კიდევ არსებობს მითები ხორცზე, რომ ისაა ფოსფორის საუკეთესო წყარო, რომ ადამი...

phosphorus22724074 M editedავტორი: ვლასი ჯიბლაძე

კიდევ არსებობს მითები ხორცზე, რომ ისაა ფოსფორის საუკეთესო წყარო, რომ ადამიანი, როგორც სახეობა ხორცისმჭამელადაა შექმნილი და სხვები. მათი დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ მოკლედ განვიხილოთ, რამდენად ხორცის მჭამელია ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა.

ადამიანი არაა მტაცებელი. ამაზე დიდი ხანია შეთანხმდნენ ოფიციალური მეცნიერების წარმომადგენლები. მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა ყველაფრის მჭამელია თუ მცენარეების. როგორი კვება უფრო ახლოსაა ადამიანთან და მისაღებია მისი სხეულისათვის. პარამეტრებად იღებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიგრძეს, კუჭის მჟავიანობის მაჩვენებელს, სხეულის ტემპერატურას, ბრმა ნაწლავის ზომას, აქვს თუ არა ეშვები და ბრჭყალები. შეიძლება მოიძებნოს არგუმენტები ადამიანის, როგორც ყველაფრის მჭამელი არსების და არგუმენტები, როგორც მცენარის მჭამელი არსების სასარგებლოდ. ის, რომ ადამიანი არაა მტაცებელი, ამაზე შეთანხმება მიღწეულია. ადამიანს შეუძლია ჭამოს ხორცი და შეუძლია არ ჭამოს. საქმე იმაშია, რამდენად ბუნებრივია ეს მისი სხეულისათვის და რამდენად სასარგებლო.

თუ ბიბლიას გავყვებით, ადამიანს ხორცის ჭამის ნებართვა ღმერთისაგან წარღვნის შემდეგ მიეცა. თუმცა არის ირიბი მინიშნებები იმის შესახებ, რომ ზოგი ადამიანი მანამდეც ჭამდა ხორცს, მაგრამ მას არ ჰქონდა ამის შესახებ კურთხევა ღვთისაგან. ბიბლიაში ცალსახადაა მითითებული, რომ ადამიანს ხორცის ჭამის უფლება წარღვნის შემდეგ ეძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მანამდე ხორცის ჭამა „კანონგარეშე“ ქმედება იყო. ასევე დაუწესა უფალმა ადამიანს ჭამის წესები (მაგალითად ხორციელი ცოცხლად, სისხლთან ერთად არ უნდა ეჭამა - დაბადება. თავი 9, 3-4).

გასულ საუკუნეებში ადამიანი ძალიან ცოტა ხორცს ჭამდა, წელიწადში რამოდენიმეჯერ. ბევრი ხორცის ჭამა მხოლოდ შეძლებულების ხვედრი იყო. არსებობს სტატისტიკური მონაცემები ხორცის გამოყენების შესახებ გერმანიაში. 20-ე საუკუნის დასაწყისში საშუალოდ ერთ სულზე მოხმარებული ხორცის რაოდენობა ერთ კვირაში 125 გრამს შეადგენდა. დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის 1,5 კილოგრამზეა ასული.

ათასი აზრია იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი არ ჭამს ხორცს მაშინ ის:
აგრესიული ხდება, გახდება, ფიზიკურად დასუსტდება, დაავადდება, შვილები არ ეყოლება, თუ შვილები ეყოლება, მაშინ მისი შვილები არ იქნებიან ლამაზები, რომ ვინმეს ყველაფერი იმისგან ჭირს, რომ ხორცს არ ჭამს, კაცი თუ ხარ ხორცი უნდა ჭამო. და ა.შ.

განვიხილოთ თანამედროვე, მასიური წარმოების ხორცის თანმდევი, მაგრამ აუცილებლად თანმდევი „ეფექტები“.

Hormones Affect Our Brains Health Science Data Research Ovary Man Repeller Feature GIFჰორმონები.

დღეს, ხორცის წარმოებაში ჰორმონების გამოყენება ისეთივე ჩვეულებრივი რამაა, როგორც მწვანილებისა და ხილ-ბოსტნეულის წარმოებაში სასუქების გამოყენება. ყოველი კილოგრამი ხორცი, დამატებითი შემოსავალია, ხოლო ცხოველის გაზრდა-გასუქებაზე დახარჯული ზედმეტი დრო კი, ზარალი. ამიტომ, ცხოველი, რაც შეიძლება სწრაფად და დიდი უნდა გაიზარდოს. ამ ეფექტის მისაღწევად მწარმოებლები იყენებენ ჰორმონებს. იყენებენ ზრდის ჰორმონებსა და ტირეო-ჰორმონებს (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები) და ასევე, ცხოველების სქესობრივ ჰორმონებს. ამ ჰორმონების რაოდენობა ცხოველის სხეულში ბუნებრივზე რამოდენიმეჯერ მეტია. ეს ჰორმონები ყველა ცხოველისათვის და ადამიანისათვისაც იდენტურია, ამიტომ ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს ამ ჰორმონებზე, როგორც საკუთარზე, ადამიანის სხეულზე ჩვეულებრივად მოქმედებს ეს ჰორმონები და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ჰორმონები არეგულირებენ ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა სისტემის მუშაობას. ჰორმონების სულ მცირე დისბალანსიც კი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ჩვენ ხომ ისე, უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებთ ჰორმონების მიღებას? ჩათვალეთ, რომ მასიური წარმოების ხორცის ყოველი მიღება, ჰორმონალური პრეპარატების კოქტეილის მიღების ტოლფასია.

ანტიბიოტიკები

რადგან ხორცის კონკრეტული მწარმოებელი ძალიან დიდი რაოდენობის ხორცს აწარმოებს, ცხადია, რომ მას ცხოველიც ბევრი ჰყავს. ბევრი ცხოველისათვის შესაბამისი ჰიგიენური პირობებისა და ჯანმრთელობისათვის არასაშიში პირობების შექმნა საკმაოდ ხარჯიანი სიამოვნებაა. ამიტომ, მწარმოებელს ურჩევნია ცხოველი იაფფასიანი ანტიბიოტიკებით „გაჭყიპოს.“ სამაგიეროდ, თავი ქუდში აქვს. ანტიბიოტიკების მიცემა მთელი რიგით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ცხოველების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ცხოველისათვის რეალურად შესაბამისი პირობების შექმნა, ერთ სულზე სტანდარტით დადგენილი საძოვრისა და სხვა ჯანსაღი პირობების მოწყობა არა თუ წამგებიანს გახდის ხორცის წარმოებას, არამედ ფიზიკურად თითქმის შეუძლებელია ამოდენა საძოვრების გამონახვა. მსხვილი მწარმოებლები ხომ დღეში ათეულობით და ალბათ ასეულობით საქონელს კლავენ? ასე რომ ანტიბიოტიკები ერთადერთი გამოსავალია. მის გარეშე ხორცის მასიური წარმოება შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა.

ამ შემთხვევაშიც იგივე სურათი იხატება. მასიური წარმოების ხორცის ყოველი ჭამისას, ადამიანს ანტიბიოტიკების დიდი რაოდენობა შეჰყავს ორგანიზმში სულ ტყუილად. შედეგად, მცირდება მედეგობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ, იკლებს მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ, იხოცება ჩვენი მიკროფლორა.
დაავადებები.

sos 106826 1280დილით შაშხი ყავასთან ერთად. შუა დღეს სტეიკის დიდი ნაჭერი. საღამოს ძეხვი ან სოსისი. ორი კვირა ასე იკვებეთ და შემდეგი ორი კვირა ჭამეთ ხილი ბოსტნეული და წყალზე დამზადებული ფაფები. შედეგად, დასკვნების გამოტანა საკუთარი შეგრძნებებიდან გამომდინარე, თქვენთვის მომინდვია. მე მხოლოდ ჩამონათვალს გავაკეთებ, რას იწვევს ხორცის გაუკონტროლებელი ჭამა.

შეუდარებლად ნაკლებია კიბოთი დაავადების (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის) რისკი იმ ადამიანისათვის, ვინც ხორცს არ ჭამს, ან მიირთმევს იშვიათად. ხორცის ჭამის შემდეგ, მონელების პროცესში წარმოიქმნება ძალიან დიდი რაოდენობის შარდოვანა, რომელიც გარდაიქმნება შარდმჟავად. მჟავე გარემო კი სიმსივნური უჯრედების საყვარელი გარემოა. გარდა ამისა, ხორცის მომზადების (შეწვის) პროცესში წარმოიქმნება ე.წ. ჰეტეროციკლური ამინები, რომელთაც მაღალი კანცეროგენული თვისებები აქვს.

ასევე, გაცილებით ნაკლებია გულსისხლძარღვთა დაავადების რისკი არახორცისტებისათვის. საკმარისია პრობლემიანმა ადამიანმა კვებიდან ხორცი გამორიცხოს, ან მკვეთრად შეამციროს მისი მიღება, რომ არტერიები უკვე წმენდას იწყებს და მცირდება მის კედლებზე ქოლესტერინის ნალექი.

ხორცის დიდი მოყვარულები საკუთარი სახსრებითაც რისკავენ. ამ შემთხვევაშიც, მთავარი მიზეზი ისევ ის შარდმჟავაა, რომლის განეიტრალებისათვის სხეული ხრტილებიდანაც იღებს ტუტე ელემენტებს. (შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან ქალები სანამ მათ აქვთ დედათა წესი. იხ. სტატიები საჭმელი სოდის შესახებ). გარდა ამისა, როდესაც სხეულში შარდმჟავა ძალიან ბევრია, მისი განეიტრალების შემდეგ იმდენი შარდმჟავა-მარილი წარმოიქმნება, რომ ყველა მარილი ვეღარ იხსნება სხეულის სითხეებში და კრისტალების სახით ლაგდება სახსრებში. ამრიგად, ხორცის ჭამა ორმაგად აზიანებს სახსრებს: განეიტრალების პროცესში ხდება სახსრების ხრტილის გალევა, ხოლო შარდმჟავა მარილების სახსრებში ჩალაგების შემდეგ, ხრტილების მექანიკური დაზიანება. აქედან, ართრიტები, ართროზები, რევმატიზმები და სხვადასხვა იტები და იზმები, რომელთა არსი ერთია. ხდება ხოლმე, რომ შარდმჟავამარილის კრისტალები გულის კუნთშიც ლაგდება და ადამიანს ემართება ე.წ. კარდიო ართრიტი. ინტერნეტგვერდი youtube.com სავსეა ისტორიებით, როდესაც სახსრების გამო სხვადასხვა ასაკის ხალხი ინვალიდის სავარძელზე იყო მიჯაჭვული და განიკურნენ, როდესაც რაციონიდან საერთოდ ამოიღეს ხორცი.

დავით ბაგრატიონი, თავის სამკურნალო წიგნში „იადიგარ დაუდი“, ზაზა ფანასკერტელი „წიგნი სააქიმოი“, და სხვები პირდაპირ გვირჩევენ, რომ თუ კაცს დაემართა ნეკრესის (ან სხვა) ქარები, ჩვენს ენაზე ართრიტები, ართროზები, რევმატიზმები, სახსრების სხვადასხვა ტიპის ანთებები, არასოდეს ხორცი არ ჭამოსო. იგივეს გვირჩევს სხვა ხალხთა მედიცინაც (აიურვედა, ჩჟუდ-ში და სხვები).

სტატისტიკურად, ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის რისკი ხორცის მჭამელებში გაცილებით მაღალია.

ადამიანის ნაწლავებში ხორცი საკმაოდ დიდხანს გადამუშავდება. ამ დროის განმავლობაში, ხორცის გადამუშავების პარალელურად, მისი ლპობის პროცესიც იწყება. ხორცის კარგად მირთმევის შემდეგ, როგორც დიდის, ასევე ბავშვის (უკაცრავად და) განავალს სრულიად არაჯანსაღი და დამპალი სუნი აქვს. ხორცის ლპობის პროცესში წარმოიქმნება შხამები, რომელიც შეიწოვება და წამლავს სისხლს და სხეულს ზოგადად.

ლპობის პროცესი არანაირად არ დაიწყებოდა, რომ არ არსებობდეს ლპობის ბაქტერიები. ხორცის ლპობა, ეს მათი „ღვაწლის“ შედეგია. ლპობის ბაქტერიები „ავიწროვებენ“ ადამიანის ჯანსაღ მიკროფლორას, რომელმაც უნდა მოგვამარაგოს ვიტამინებითა და სხვადასხვა ამინომჟავებით.

როდესაც უპირატესობა ხორცს (და ზოგადად ცხოველურ საკვებს) ეძლევა, ნაწლავებში იქმნება მჟავე გარემო, რომელიც სხვადასხვა პარაზიტებისათვის საუკეთესო გარემოა გამრავლებისათვის. ხანდახან თვითონ ხორციც, განსაკუთრებით ცვრიანი, ნახევრადშემწვარი, თვითონაა ხოლმე პარაზიტების წყარო. საქმე იმაში არაა, რომ სხეულში არ მოხვდეს პარაზიტი. პარაზიტი ნაწლავებში ყოველთვის მოხვდება, მცენარეული საკვებით კვების დროსაც. საქმე იმაშია, რომ ის ნაწლავში ვერ უნდა გამრავლდეს. არ უნდა დახვდეს იქ საამისოდ კარგი პირობები და ხელშეწყობა. კარგი გარემო კი მისთვის მჟავე გარემოა. დღეს ადამიანთა 90%-ს ჰყავს პარაზიტები და მეხორცეების სხეულში ეს პარაზიტები ყველაზე კარგად გრძნობენ თავს.

2 photoპარაზიტები არა მარტო წამლავენ სხეულს, არამედ იპარავენ და ართმევენ ადამიანს საკვებსაც: ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს. თან, როგორც ზემოთ ითქვა, თვითონ ხორცის გადამუშავებასაც მინერალების მარაგი ესაჭიროება ადამიანის სხეულის რეზერვებიდან.

იმისათვის, რომ არ მოხდეს ხორცის ლპობა და სხეულში ის გადამუშავდეს სრულფასოვნად, საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
1) არ შეიძლება ერთ ჯერზე 200 გრამზე მეტი ხორცის შეჭმა. ამაზე მეტს ჩვენი სხეული ვეღარ გადაამუშავებს. კულტურისტებიც კი, რომლებიც დღეში 4-6 საათი ვარჯიშობენ, არასოდეს ჭამენ ერთ მიღებაზე 200 გრამზე მეტ ხორცს.
2) ხორცი უნდა იყოს მოხარშული.
3) ხორცის ჭამამდე უნდა ჩაეფინოს მწვანე ინგრედიენტებისაგან შემდგარი სალათა, რომელიც წონით მინიმუმ სამჯერ მეტი უნდა იყოს ხორცზე. კიტრი, ნებისმიერი სახეობის კომბოსტო, სალათის ფურცლები, ბროკოლი, მწვანე ხახვი, ისპანახის ფოთლები, ნებისმიერი მწვანილი, მდოგვისა და პირშუშხას ფოთლები, ბაბუაწვერას ახალგაზრდა ფოთლები, ბულგარული, მწვანე, წითელი და ყვითელი წიწაკები და სხვა. აქ ჩამოთვლილიდან საკმარისია 2-4 სახეობის შერევა. სალათა შეიძლება შეზავდეს ცოტაოდენი ცოცხალი ზეთითა და ლიმონის წვენით. რა თქმა უნდა, შეიძლება წიწაკის დამატებაც. ასეთნაირი კვების შემდეგ (ყურადღება მიაქციეთ, პური არ შედის კვებაში) ადამიანი საერთოდ არ დამძიმდება, მაგრამ, საკმარისია ერთი ნაჭერი პური მიატანოს, რომ დამძიმდება და ძილისკენ წავა. პურის მიტანება ხორცთან, მონელების მროცესში
ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გამოიწვევს ლპობის პროცესს.
4) ვისაც ძალიან უყვარს ხორცი, კვირაში 1-2 მიღებით შემოიფარგლოს.

სიკვდილის ცილა

ძველად, ხორცის მჭამელ ხალხში (საქართველოშიც), ცხოველის მოკვლას თავისი კულტურა ჰქონდა. ბავშვობაში მაქვს ნანახი, როგორ შეურჩევდა დანის დასარტყმელ წერტილს დამკვლელი ცხოველს. ცხოველი ისე გაჰყავდათ დასაკლავად, რომ მას ეჭვიც არ ჰქონდა, რომ უნდა მოეკლათ. თვითონ მოკვლის პროცესიც მომენტალურად ხდებოდა. დანის ჩარტყმა და სიკვდილი ერთი იყო, ცხოველს არ უწევდა აგონიის გავლა. დღეს ამ წესს არა თუ არ იცავენ, არამედ ცხოველის მოკვლის პროცესს თანამოძმეებსაც აყურებინებენ და ცხოველი უსაშინლესი ემოციებით კვდება. სასაკლაოზე ცხოველი არ კვდება უშუალოდ დაკვლის პროცესში. ის უბრალოდ სისხლისაგან იცლება და მერე კვდება. ცხოველი ჯერ კიდევ ცოცხალია და მას უკვე ატყავებენ. ამ დროს საქონელი საშინლად იტანჯება, არნახული სტრესის ქვეშაა, კვდება ძალიან ნელა, ფაქტიურად სანამ არ დაიცლება სისხლისაგან. ასეთნაირად მოკვლის დროს ცხოველის ყველა უჯრედში ე.წ. სტრესის, სიკვდილის ცილა წარმოიქმნება. მთელ სხეულში იწერება ცხოველის მიერ გავლილი უმძიმესი სტრესული ემოცია, რომელიც ხორცში ჩაწერილი რჩება. შემდეგ, ხორცის ჭამისას ხვდება ადამიანის სხეულში. ეს ამძიმებს ადამიანის ენერგეტიკას, ხასიათს. სიკვდილის მომენტში წარმოქმნილი ჰორმონები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელბაზეც და განწყობაზეც. ხორცი მძიმე ენერგეტიკის წყაროა. ასეთნაირად დაკლული ცხოველის ხორცს გემოც ეცვლება, სხვანაირია.

ხორცი და ოფლი

ადამიანი, რომელიც ბევრ ხორცს ჭამს სხვანაირი სუნის ოფლს გამოყოფს. მის ოფლს მძიმე და „მჟავე“ სუნი უდის. მის კანზე ხშირადაა გამონაყარი, განსაკუთრებით მამაკაცებში. როდესაც სხეული ამდენი მჟავისა და ტოქსინის გამოდევნას ვეღარ ახერხებს, საქმეში ჩართავს კანს და გამონაყარიც ამიტომ ჩნდება.

 

მსგავსი სტატიები

სწორი კვება


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სულხან-საბასთან წერია: ვინათგან ორთა ჯერთა ჭ...

კბილების ხეხვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე უამრავი შეკითხვა მოდის, თუ როგორ გავიხეხოთ კ...

მსხვილი ნაწლავის შესახებ #1


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მონელების პროცესში საკვები ყველაზე დიდხანს მ...

რა არის კანცეროგენი?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რო...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


ზეთის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მცენარეული ზეთი ბუნებრივი პრო...

კალციუმისა და მაგნიუმის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე როგორ მივიღოთ კალციუმი ბუნებრივად? დავიწყებ...

მარწყვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მარწყვი ძალიან გემრიელი და სასარგებლო კენკრა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff