აღდგენის დღეები (შიმშილობა, #2)

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ამ სტატიაში ვისაუბროთ 3-4 დღიანი ხანგრძლივობის აღდგენის (განტვირთვის) დღეე...

c18bcf5321ccავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ამ სტატიაში ვისაუბროთ 3-4 დღიანი ხანგრძლივობის აღდგენის (განტვირთვის) დღეებზე.

დავუშვათ, გადავწყვიტეთ 3-4 დღიანი აღდგენის გაკეთება, პირობითად 10 რიცხვიდან. სასურველია, რომ 9-ში საღამოს აღარ მივიღოთ საჭმელი 18 საათის შემდეგ და ძალიან სასურველია, რომ 9-ში დაძინებამდე გამოვირეცხოთ მსხვილი ნაწლავი, როგორც წესია (იხ. სტატიები: „მსხვილი ნაწლავის შესახებ #1“ და „მსხვილი ნაწლავის შესახებ #2“). ასევე, ძალიან სასურველია, ისევ გამოვირეცხოთ მსხვილი ნაწლავი 10-ში ადრე დილით და ასე მომზადებულები შევუდგეთ 3-4 დღიან აღდგენას. თუმცა არსებობს ხალხი, ვინც ასე არ ემზადება და პირდაპირ იწყებენ 3-4 დღიან განტვირთვის დღეებს.

არსებობს 3-4 დღიანი აღდგენაში შესვლის კიდევ ერთი მეთოდი: 10-ში დილით, ალიონზე ვიტარებთ მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წმენდას „ნიჟარის ჟესტის“ მეთოდით (იხ. სტატია: „მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდის ხერხი”). ვისაც უკუჩვენება აქცს (წერია სტატიაში), ის, ცხადია ამ მეთოდისაგან თავს იკავებს.

ეს ბოლო ვარიანტი გაცილებით უკეთესია, რადგან ამ დროს სუფთავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მთლიანად, ნაწლავებში არანაირი ნარჩენი აღარაა და შესაბამისად, არც შეწოვის პროცესი გრძელდება აღდგენის დღეებში. თუ აღდგენის დღეებს ისე დავიწყებთ, რომ ნაწლავები სავსე იქნება საკვებით ან მისი ნარჩენებით, მაშინ, ცხადია გრძელდება ნაწლავებში არსებული საჭმლის შეწოვის პროცესი და მთელი სამი დღის განმავლობაში ადამიანს ძალიან ხშირად აწუხებს შიმშილის ძლიერი შეგრძნება.

მაშ ასე, ნაწლავები სუფთაა, მათში აღარაა საკვები ან მისი ნარჩენები და შევუდექით 3-4 დღიან აღდგენას. შეიძლება პირველი 48 საათი გავაკეთოთ უწყლოდ და დარჩენილი პერიოდი წყალზე გავაგრძელოთ. შეიძლება თავიდანვე წყალზე დავიწყოთ, ზოგიც მთელ 3-4 დღეს საერთოდ უწყლოდ ატარებს, მეტიც, არც კი ეკონტაქტება წყალს. ეს ბოლო ვარიანტი მხოლოდ გამოცდილთათვისაა და მათ შორისაც უფრო მძიმე წონიანი და ძვალმსხვილი წარმომადგენლები მიმართავენ მას.

უწყლო აღდგენისას უფრო სწრაფად ხდება წონის კარგვა, რადგან სხეული გაძლიერებულად შლის ქსოვილებს და იქიდან იღებს მათში დარეზერვებულ წყალს. უწყლო აღდგენა შედარებით ადვილია წელიწადის გრილ და ცივ პერიოდებში. ზაფხულში კი, საკმაოდ ძნელი და მძიმე გადასატანია. ამ დროს საერთოდ არ გვახსოვს საჭმელი და მთელი ყურადღება წყურვილის გრძნობას მიაქვს (მე მთელი ღამეები წყლით სავსე აუზები და ცივი წყაროები მესიზმრებოდა).

აღდგენის 3-4 დღის განმავლობაში ვსაქმიანობთ ჩვეულებრივად. თუ წამოგვივლის უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა თავბრუს ხვევა, გულის რევის შეგრძნება, სისუსტე და სხვა, კარგია სუფთა ჰაერზე გასეირნება, ან ტემპში სიარული, ღრმად და ნელა სუნთქვა, მსუბუქად ვარჯიში, კარგია სტატიკური ვარჯიშები, გაწელვები, სასიამოვნო ტემპერატურის მარილიანი აბაზანის ან შხაპის მიღება.

ეს შეგრძნებები სხეულის ინტოქსიკაციის მაჩვენებელია და ორგანიზმი ცდილობს თავიდან მოიცილოს შხამები და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რისი გაკეთებაც 3-4 დღიანი აღდგენის დროსაა შესაძლებელი.

უმეტესობა 3-4 დღიან აღდგენას წყალზე აკეთებს, რადგან წყალზე უფრო ადვილია ამ 3-4 დღის გატარება. ასეთ შემთხვევაში, დღის განმავლობაში მიღებული სუფთა წყლის რაოდენობა, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. ზოგი შარდის ფერს აქცევს ყურადღებას და ცდილობს იმდენი წყალი დალიოს, რომ დღის განმავლობაში გამოყოფილი შარდის ფერი იყოს ღია ჩალისფერი. ზოგი იმდენ წყალს სვამს, რომ დღეში 1-1,5 ლიტრი მოშარდოს და ა.შ. ზოგნი საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას არც შარდის ფერს და არც მის რაოდენობას და წყალს სვამენ წყურვილის მიხედვით, ან წყლით იკლავენ შიმშილის მოძალებულ შეგრძნებას. ზოგი ხვდება, რომ სხეულის სისუსტის შემოტევა წყლის ნაკლებობის ბრალია და სვამს წყალს და მართლაც, სისუსტე და უსიამოვნო შეგრძნებები მართლაც ქრება. ამ დროს წყალში გაზავდა განტვირთვის პროცესში სისხლში გამოსული ტოქსინების გარკვეული რაოდენობა და გამოვიდა სხეულიდან თირკმელების საშუალებით.

რა ხდება ამ 3-4 დღეში?

რა თქმა უნდა ხდება ყველაფერი ის, რაც ხდება ერთდღიანი აღდგენის შემთხვევაში და აღწერილია სტატიაში „აღდგენის დღეები № 1„

და ყველაფერ ამას კიდევ ემატება შემდეგი:

• უფრო მეტად და უფრო კარგად ისვენებს „აღდგენის დღეები № 1„-ში აღწერილი ყველა სისტემა და ორგანო.
• უფრო მეტად ჯანსაღდება და ღდგება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი.
• უფრო მეტად ხდება ღვიძლის უჯრედების რეგენერაცია.
• უფრო ღრმად ირთვება წინა სტატიაში აღწერილი „ანტიდაბერების“ პროგრამა და „დაბერების გენი“ მეტად ითრგუნება.
• უფრო მეტი ისეთი უჯრედები წარმოიქმნება, რომელთაც დათრგუნული აქვს „დაბერების გენი“ (უჯრედების დაყოფის პროცესი ხომ განუწყვეტლივ მიმდინარეობს).
• ხშირად ხდება, როდესაც აღდგენის დღეებისას (ზოგჯერ პირველივე დღეს) ადამიანი უფრო მეტ რაოდენობას შარდავს, ვიდრე წყალი დალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შეშუპებები და იცლება ზედმეტი და ცუდი წყლისაგან. შეიძლება ადამიანს ვიზუალურად არც კი აღენიშნებოდეს შეშუპებები, მაგრამ, თუ გამოყოფილი შარდის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე დალეული წყლის რაოდენობა, მას მაინც ჰქონია შეშუპებების ფარული ფორმა. ასეთი შეშუპება გარედან შეუმჩნეველია, მაგრამ სხეულში, სხვადასხვა ორგანოებში არის დაგუბებული უვარგისი წყლები. ეს წყლები არ იღებს მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში და მას სხეული სასწრაფოდ იცილებს თავიდან. იშვიათია ადამიანი, რომელიც ოთხდღიანი განტვირთვის შედეგად თავიდან ვერ მოიცილებს ფარულ შეშუპებებს.
• მშენივრად იწმინდება ლიმფა, ჩვენი სხეულის „კანალიზაცია“. სუფთა ლიმფაში კი, სხეული ადვილად გადაისვრის ცხოველქმედების პროცესში წარმოქმნილ „ნაგავს“ და ადვილად იცილებს თავიდან. სუფთა ლიმფა ნიშნავს შეუშუპებელ, თავისი ზომის ჯირკვლებსაც.
• აქტიურდება სხეულის სასიცოცხლო ენერგია.
• იწმინდება არა მარტო სხეული, არამედ იწმინდება და ვარჯიშდება ადამიანის ენერგეტიკაც, რომელიც განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან დღემდე წარმართავს სხეულში ფიზიკურ დონეზე მიმდინარე პროცესებს.
• 3-4 დღიანი განტვირთვისას პირველივე ან მეორე დღიდან გლიკოგენის მარაგი სხეულში აღარაა და ორგანიზმი იწყებს საკუთარი რეზერვების, მათ შორის ყველაზე „იაფფასიანის“ – ცხიმების წვას. ამ დროს წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ე.წ. კეტოსხეულები და იწყება სხეულის ბუნებრივი გამჟავება (აციდოზი). ეს გამჟავება არ აგვერიოს იმ გამჟავებაში, რომელსაც იწვევს არაჯანსაღი საკვები, მედიკამენტები და ა.შ. ამ დროს სხეული თავიდან იცილებს სხვადასხვა პარაზიტს (ცხადია, მათ ნაწილს, რადგან 3-4 დღე არაა ის ვადა, რომლის განმავლობაშიც სრულად შეიძლება პათოგენებისაგან გაწმენდა), სხვადასხვა უცხო წარმონაქმნს, ცუდ უჯრედს... მაგრამ არ ხდება ქრონიკული დაავადებებისაგან განკურნება. 3-4 დღიანი აღდგენა, ძირითადად, მხოლოდ ნაწილობრივი გაწმენდა-გასუფთავება და დასვენებაა და არა განკურნება.
• ამ პერიოდში „დაშლილ“ ცუდ უჯრედებს საკვებად იყენებენ კარგი უჯრედები.

3-4 დღიანი განტვირთვის უპირატესობა ხანგრძლივ (10-15-20 და მეტი) განტვირთვასთან შედარებით ისაა, რომ სრულიად უვნებელია და არაა საშიში, არ აქვს უკუჩვენებები, რბილად და დატვირთვის გარეშე გამოჰყავს სხეულიდან ტოქსინები (ქიმიური და სხვა) და წიდები. რეგულარული 3-4 დღიანი აღდგენა ყველაზე მარტივი საშუალებაა სხეულიდან ტოქსინების მოსაცილებლად. ამ დროს აქტიურდება ფიზიკური და ფსიქიკური გაახალგაზრდავების პროცესები.

როგორც ვთქვით, სხეული იწყებს ზედმეტი და არასაჭირო ქსოვილების დაშლას, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა სხეულშია, მსუქანშიც და გამხდარშიც.

3-4 დღიანი განტვირთვისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიურად მომზადებაა. განტვირთვის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე, სასურველია მენიუდან ამოვიღოთ ცხოველური საკვები და მძიმე რძის პროდუქტები. უპირატესობა ენიჭება ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, წყალზე ნახევრად მოთუშულ ბოსტნეულსა და ბოსტნეულის ბულიონებს მათთვის, ვინც ცივ პერიოდში ვერ იტანს ცოცხალ პროდუქტს, რადგან აცივებს მის ორგანიზმს.

ვინც გადაწყვეტს, რომ აღდგენის დღეები წყალზე გაატაროს, შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება სუფთა და ხარისხიანი წყალი უნდა სვას. ყველაზე კარგია წყაროს წყალი, არტეზიული ჭის წყალი, გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალი. რა ვქნათ ქალაქის პირობებში მცხოვრებმა ხალხმა? ძალიან კარგი წყალია მთაწმინდაზე, მამა დავითის წყაროს წყალი. თუ მაინც ონკანის წყლის სმა გვიწევს, მაშინ 24-72 საათით დავაყენოთ, დუღილამდე მივიყვანოთ, გავაციოთ და ვსვათ. კიდევ უფრო უკეთესია თუ ასეთნაირად მომზადებულ წყალს გავყინავთ, მერე გავადნობთ და შემდეგ გამოვიყენებთ.

თუ განტვირთვის დღეებში წამოვიდა სისუსტე, ჩავატაროთ ასეთი შემთხვევისათვის ზემოთ აღწერილი პროცედურები. რა თქმა უნდა შეიძლება წამოწოლა და დასვენება-წაძინება ძალების დაბრუნებამდე. ხშირად, ძალიან შველის სასიამოვნო ტემპერატურის შხაპი ან გამწმენდი ოყნა. თუმცა თუ განტვირთვის დაწყებამდე ოყნები უკვე გაკეთებულია ან ჩატარებული „ნიჟარის ჟესტის“ პროცედურა, მაშინ ორი დღე ოყნა საჭირო აღარაა. პირადად მე განტვირთვის დღეების განმავლობაში ცხოვრების ჩვეული რიტმით ვცხოვრობ. უბრალოდ, მეტი დრო მრჩება სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად, რადგან არ იხარჯება დრო ჭამაში და მეორე, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი მომენტი: განტვირთვის დღეებისას დრო აშკარად უფრო ნელა გადის და ტვინიც უკეთესად მუშაობს.

როგორ გამოვიდეთ განტვირთვის დღეებიდან?

თუ განტვირთვა დავიწყეთ 10-ში დილიდან, სამდღიაინი განტვირთვიდან გამოსვლას ვიწყებთ 13-ში (მეოთხე დღეს). შეიძლება 13-ში დილიდან საერთოდ არ გვშიოდეს, ამიტომ ჭამას ვიწყებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოგვშივდება. კვებას ვიწყებთ ნებისმიერი ცოცხალი ხილით ან ბოსტნეულით. ძალიან სასურველია, რომ მთელი დღე მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულზე გავატაროთ. ვისაც სცივა, მათთვის ცხელ-ცხელი და მოთუშული ბოსტნეულია კარგი. კარგია ახლადგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები, რომელშიც ჩაწურულია ცოტაოდენი (რამოდენიმე წვეთიდან მთელ ლიმონამდე, გემოვნებით) ლიმონი. კარგია, თუ სასმელ წყალშიც ჩავაწურავთ ცოტაოდენ ლიმონს. კარგია ბალახების (პიტნა, კრაზანა, თავშავა, ასკილი, გვირილა, ცაცხვი და სხვა) ჩაი თითო ჩაის კოვზ თაფლთან ერთად (თაფლს არ ვაგდებთ ცხელ წყალში!!!).

მეორე დღესაც იგივე. ვინც ვერ გაძლებს, შეიძლება წყალზე მოხარშული წიწიბურა, მაწონი, თხილი, ნიგოზი, ნუში და სხვა. მთავარია კვება გავაგრძელოთ ჯანსაღად და ჭამის შემდეგ არ უნდა დაგვრჩეს სიმძიმის შეგრძნება. სამდღიანი განტვირთვის შემდეგ სასურველია, თუ კვების დაწყებიდან მომდევნო სამი დღე საერთოდ არ გავეკარებით მარილს. შემდეგ შეიძლება დაშვებული (მაქსიმუმ 0,5 ჩაის კოვზი დღეში) დოზის მიღება

4 დღიანი განტვირთვიდან გამოსვლა იმით განსხვავდება სამდღიანისაგან, რომ ჭამას ვიწყებთ 14-ში, როდესაც მოგვშივდება. სამდღიანი განტვირთვისას კუჭის წვენი (მცირეოდენი) გამოყოფას არ წყვეტს. აი, ოთხდღიანი განტვირთვისას კი, მეოთხე დღეს კუჭის წვენი საერთოდ აღარ გამოიყოფა და მის ნაცვლად კუჭის კედლები ცხიმოვანი მჟავებით იცვარება. ოთხდღიანი განტვირთვისას, რადგან ჭამას მეხუთე დღეს ვიწყებთ, მეხუთე დღეს კუჭი კიდევ უფრო პასიურია. ამიტომ ოთხდღიანი განტვირთვის შემდეგ უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ გამოსვლის წესები:

• პირველი ორი დღე მხოლოდ ცოცხალი ხილი და ბისტნეული (მოთუშული ბოსტნეული).
• არ შეიძლება მცენარეული და ნებისმიერი ცხიმის მიღება 2 დღე.
• არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღება 4 დღე.
• მეორე-მესამე დღეს შეიძლება ცოტაოდენი მაწონი.
• დანარჩენი იგივე. რაც მთავარია მოვერიდოთ გაძღომის შეგრძნებას. ვჭამთ ნელა!

4 დღიანი განტვირთვის შემდეგ დატკბით, თუ როგორ გაქრა ფარული შეშუპებები. დილით, გაღვიძებისას როგორ ადვილად იკვრება ხელები მუშტად. ცოტა, მაგრამ მაინც მომატებული ელასტიურობით. მომატებული ენერგიით. სუფთა, მშვიდი და თანაბარი სუნთქვით. ამაღლებული გუნება-განწყობით და სხვა საჩუქრებით.
რა სიხშირით შეიძლება ვაკეთოთ 3-4 დღიანი აღდგენები?

ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. დავაკვირდეთ საკუთარ სხეულს, მოვუსმინოთ მას და თვითონ გვიკარნახებს. ზოგი ადამიანი იმდენადაა გაჯერებული ტოქსინებით, რომ სამდღიანი განტვირთვის დროსაც კი აუტანელი ტკივილები ეწყება თავის, სახსრების ან სხვა ორგანოების. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სხეული სასწრაფოდ გასაწმენდია და მან ხშირად უნდა ჩაატაროს 3-4 დღიანი (და უფრო ხანგრძლივი) განტვირთვები.

ზოგადად, 3-4 დღიანი განტვირთვები კეთდება თვეში ერთხელ ან თვენახევარში ერთხელ. თითო დღიანი – ყოველ კვირაში ერთხელ. გაზაფხულზე და შუა ზაფხულში შეიძლება უფრო ხანგრძლივი განტვირთვის გაკეთება, ოღონდ მათი გატარების წესი სპეციფიკურია და გამოსვლაც სხვანაირია, რომლის ცოდნა და დაცვა აუცილებელია! რომ არ დავიზიანოთ სხეული.

201701180458431624256433ზოგი კვირაში ორჯერ აკეთებს თითო დღიან განტვირთვებს და 30-60 დღეში ერთხელ 3-4 დღიანს. არ არსებობს კონკრეტული რეცეპტი. ყოველი ჩვენთაგანი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. ამიტომ, ჩვენ თვითონ, ცდებით უნდა მივხვდეთ, თუ როგორ ჯობია ჩვენთვის. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პირდაპირ ინტუიცია გვეუბნება, როგორ ჯობს. სტატიებში აღწერილი წესები კი ზოგადი ხასიათისაა და არაა გათვლილი თითოეულ ჩვენთაგანზე.

საინტერესო ფაქტი
სისტემატური ხანმოკლე აღდგენების (განტვირთვების) კიდევ ერთი საოცარი შედეგია თავის ტვინში ახალი ნეირონების დაბადება და შესაბამისად ახალი კავშირების დამყარება ნეირონებს შორის.

ყოველკვირეული (ზოგისათვის კვირაში ორჯერ) 36 საათიანი და ყოველთვიური 72-84 საათიანი სისტემატური აღდგენები საოცრად აახალგაზრდავებს თავის ტვინს. ტვინის ქერქშიც იმატებს ე.წ. პირამიდისებური უჯრედების რაოდენობა. საბოლოოდ, გამოდის, რომ იზრდება ნეირონების სიმკვრივე, დასახლება თავის ტვინში.

ჩატარებულია ექსპერიმენტების სერია, როდესაც დაბალი IQ-ს მქონე მოხალისეებს უტარებდნენ ხანმოკლე და საშუალო ხანგრძლივობის განტვირთვებს და მათი IQ-ს კოეფიციენტი 80-დან 150-მდე გაიზარდა. კოეფიციენტი 80 ნიშნავს იმას, რომ მოხალისეებს დასმული ამოცანის პირობის გაგებაც კი უჭირდათ, არა თუ ამოცანის ამოხსნა. და მათი ინტელექტის მაჩვენებელი კოეფიციენტი (რომელიც ძალიან ზოგადი მაჩვენებელია, მაგრამ საკმაოდ კარგი მიახლოებით აღწერს პიროვნების ინტელექტს. ინტელექტი არ აგვერიოს ერუდიციაში) თითქმის გაორმაგდა!

ევროპაში და ამერიკაში გამოჩნდნენ პედაგოგები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით და მშობლების თანხმობით, განტვირთვების მეთოდის გამოყენებით, მაღლა უწევენ ბავშვებს (ვისაც სჭირდება) ინტელექტის მაჩვენებელ კოეფიციენტს, რაც ასეთი ბავშვების მოსწრებაზე მალევე აისახება.
საოცარი თვითგანკურნებისა და თვითგანვითარების რესურსებია ჩადებული ადამიანში, ყოველ ჩვენთაგანში.

 

მსგავსი სტატიები

ლურჯი იოდი


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეკოლოგიური პირობების, მასიური წარმოე...

ამარანტი


ამარანტი არის წლიური ბალახოვანი მცენარე მას აქვს სხვა სახელებიც ჯიჯ...

ქინოა


ქინოა გახლავთ პაწაწინა გრანულები, რომელიც უფრო თესლს ჰგავს, ვიდრე მ...

რა არის კანცეროგენი?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რო...

ხორცის შესახებ (ნაწილი II)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კიდევ არსებობს მითები ხორცზე, რომ ისაა ფოსფო...

D ვიტამინის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაშ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff