ძენ-კოანები (ნაწილი პირველი)

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ნაწილი პირველი მთარგმნელი: თინა ლომაძე ბანცოს ხმლის გემო მატაჯურო იაგიუ ცნობილი ხმლებით მებრ...

zen koan333333

ნაწილი პირველი

მთარგმნელი: თინა ლომაძე

ბანცოს ხმლის გემო

მატაჯურო იაგიუ ცნობილი ხმლებით მებრძოლის შვილი იყო. მამამისმა , სჯეროდა რა მისი შვილის ნიჭიერება სამომავლო ოსტატობისთვის ერთობ უღიმღამო იყო, უარყო იგი.

ამგვარად მატაჯურო წავიდა ფუტარას მთაზე და იქ იპოვა განთქმული ხმლით მებრძოლი ბანცო, მაგრამ ბანცომ მამამისის განაჩენი დაუდასტურა. „ შენ გსურს ,რომ ხმლებით ბრძოლა ჩემი დახმარებით ისწავლო?“ შეეკითხა ბანცო -„შენ ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგიძლია“.

„მაგრამ თუ მე ძალიან მონდომებით ვიშრომებ , რამდენი წელი დამჭირდება ოსტატობისთვის? -არ დათმო ახალგაზრდამ“.
„მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება“- უპასუხა ბანცომ.
„ამდენხანს ლოდინი არ შემიძლია, აუხსნა მატაჯურომ - მე მზად ვარ დავძლიო ნებისმიერი სიძნელე , მხოლოდ თუ შენ მასწავლი მე. მე თუ შენი ერთგული მსახური გავხდები , რამდენი დრო დასჭირდება ?“
„ოჰ, შეიძლება ათი წელი“ - ბანძომ უკან დაიხია.
„მამაჩემი მალე მოხუცდება და მე მისი მოვლა მომიწევს, განაგრძო მატაჯურომ - თუ მე ბევრად უფრო ინტენსიურად ვიმუშავებ, რამდენი დრო დამჭირდება? „
„ოჰ, შეიძლება ოცდაათი წელი“ - უთხრა ბანცომ.
„ასე რატომ ? „ - იკითხა მატაჯურომ- თავიდან ათი მითხარი ახლა ოცდაათს მეუბნები. მე ყველა სიძნელეს გადავლახავ იმისთვის, რომ ამ ხელოვნებას უმოკლეს დროში დავეუფლო!“
„კარგი“ -უთხრა ბანცომ - „ამ შემთხვევაში შენ სამოცდაათი წელი უნდა გაატარო ჩემთან, ისეთი სულსწრაფი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, იშვიათად სწავლობს მალე“.
„ძალიან კარგი“ - განაცხადა ახალგაზრდამ ,რომელმაც ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა ,რომ მოუთმენლობის გამო უსაყვედურეს - „თანახმა ვარ“.

მატაჯუროს განუცხადეს არასდროს ესაუბრა ფარიკაობაზე და არ შეხებოდა ხმალს. ის აცხობდა თავისი ოსტატისთვის, ურეცხავდა ჭურჭელს, ასწორებდა მის საწოლს, წმენდდა ეზოს, უვლიდა ბაღს, ყველაფერს აკეთებდა ხმლებით ბრძოლაზე სიტყვაამოუღებლად.
სამმა წელმა განვლო. მატაჯურო ისევ აგრძელებდა შრომას. ფიქრობდა რა, მის მომავალზე, ფრიად დამწუხრებული იყო. მას დაწყებულიც კი არ ჰქონდა იმ ხელოვნების შესწავლა, რომელსაც ცხოვრება მიუძღვნა.

მაგრამ ერთ დღესაც ბანცო მას უკან ამოუდგა და ხის ხმლით მწარე დარტყმა მიაყენა. მომდევნო დღეებშიც, როცა მატაჯურო ბრინჯს ამზადებდა, ბანცო მას მოულოდნელად ესხმოდა თავს. ამის შემდეგ დღისით თუ ღამით მატაჯურო თავს იცავდა მოულოდნელი თავდასხმებისგან.
დღის განმავლობაში წამიც არ იყო ბანცოს ხმლის გემოზე რომ არ ეფიქრა.  მან ისე სწრაფად ისწავლა, მის ოსტატს სახეზე ღიმილიც კი მოჰგვარა.

მატაჯურო მიწაზე უდიადესი ხმლებით მებრძოლი გახდა.

მდუმარე ტაძარი 

სოიცი იყო ძენის მასწავლებელი, განმანათლებლობით მოკაშკაშე, რომელიც მხოლოდ ცალი თვალით ხედავდა. ის ასწავლიდა მოწაფეებს ტოფოკუს ტაძარში. დღისით და ღამით ტაძარი მდუმარებაში იყო ჩაფლული. ჩქამი არსაიდან ისმოდა. მასწავლებელმა სუტრების ხმამაღლა კითხვაც კი აკრძალა. მის მოწაფეებს მედიტაციის გარდა არაფერი უნდა ეკეთებინათ. როცა ოსტატი გარდაიცვალა , მეზობლად მცხოვრებმა მოხუცმა ზარების რეკვა და სუტრების კითხვის ხმა გაიგონა. ამით ის მიხვდა რომ სოიცი აღარ იყო.

ტოსუის ძმარი 

ტოსუი იყო ძენის ოსტატი, რომელმაც დატოვა ტაძრების ფორმალურობა, რათა წასულიყო და ეცხოვრა ხიდის ქვეშ მთხოვარებთან ერთად. როდესაც ის ძალიან მოხუცდა მეგობარი დაეხმარა, რომ გაეგრძელებინა ცხოვრება მთხოვარობის გარეშე. მან აჩვენა ტოსუის, როგორ შეეგროვებინა ბრინჯი და მისით ძმარი დაემზადებინა, ტოსუიც აკეთებდა ამას თავის გარდაცვალებამდე.

როდესაც ტოსუი ძმარს ამზადებდა, ერთ-ერთმა მთხოვარამ აჩუქა მას ბუდას სურათი. ტოსუიმ ის თავისი ქოხის კედელზე ჩამოკიდა და იქვე წააწერა: „ბატონო ამიდა ბუდა: ეს პატარა ოთახი ერთობ ვიწროა, შემიძლია შეგიფარო როგორც გამვლელი. მაგრამ არ იფიქრო, რომ გთხოვ დამეხმარო თავიდან დავიბადო შენს სამოთხეში „

არ მიჯაჭვება 

კიტანო გემპო, ეიჰეის ტაძრის აბატი 92 წლის იყო როდესაც 1933 წელს გარდაიცვალა. ის ცდილობდა მთელი თავისი ცხოვრება არაფერზე ყოფილიყო მიჯაჭვული. როცა 20 წლისა იყო, როგორც მოხეტიალე გლახაკი, იგი შეხვდა მოგზაურს , რომელიც თამბაქოს ეწეოდა. როცა ისინი ერთად დაეშვნენ მთის გზაზე ,ხის ქვეშ გაჩერდნენ დასასვენებლად. მოგზაურმა კიტანოს მოსაწევი შესთავაზა, რომელიც მან აიღო, იმის გამო ,რომ იმ მომენტში ძალიან შიოდა.
„როგორი სასიამოვნოა ეს მოწევა“- თქვა მან. თანამგზავრმა მისცა მას ზედმეტი ჩიბუხი და თამბაქო და გაემგზავრნენ.
კიტანომ იგრძნო :“ ამგვარ სასიამოვნო რამეებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ მედიტაციას. სანამ ეს შორს წამიყვანს, ჯობია აქ შევჩერდე“. ამგვარად მან მოისროლა მოსაწევი აღჭურვილობა.

როცა კიტანო იყო ოცდასამი წლის , მან შეისწავლა I-King-ი უღრმესი სამყაროსეული დოქტრინა. იმ დროისთვის ზამთარი იყო და მას რაიმე სქელი სამოსი სჭირდებოდა.მან მისწერა თავის მასწავლებელს , რომელიც ასი მილის მოშორებით ცხოვრობდა, მოუყვა თავისი საჭიროება და გადასცა ეს წერილი მოგზაურს მისატანად. თითქმის მთელმა ზამთარმა განვლო და არც ტანსაცმელი გამოჩენილა, არც პასუხი . ამგვარად კიტანომ მიმართა I-King -ის პრემეცნიერებას, რომელიც ასევე ასწავლის მკითხაობის ხელოვნებას, რათა განესაზღვრა მივიდა თუ არა წერილი ადრესატამდე. მან დამამწუხრებელი რაიმე იპოვა. სამომავლო წერილში მისი მასწავლებლისგან, ნახსენები არ იყო ტანსაცმელი.

“თუ მე I-King -ის დახმარებით შევასრულებ მსგავს აკურატულ განმსაზღვრელ სამუშაოს, შეიძლება უგულებელვყო ჩემი მედიტაცია“, იგრძნო კიტანომ. ამგვარად მან დათმო ეს საოცარი სწავლებები და აღარასდროს მიუმართია მისი ძალებისთვის კიდევ ერთხელ.

როდესაც ის იყო ოცდარვა წლის , მან შეისწავლა ჩინური კალიგრაფია და პოეზია. ის იმდენად ნიჭიერი (უნარიანი) აღმოჩნდა ამ საქმეში, რომ მასწავლებელმა შეაქო იგი.
კიტანო ჩაფიქრდა : „თუ ახლა არ შევჩერდები, პოეტი გავხდები და არა ძენის მასწავლებელი“. ამგვარად მას აღარასდროს დაუწერია სხვა პოემა.

საბოლოოს სწავლება 

ადრეულ დროში, იაპონიაში, ბამბუკ-ქაღალდის ფარნები გამოიყენებოდა , რომლებშიც დებდნენ სანთლებს. უსინათლო კაცს, ესტუმრა რა მეგობარს ერთ ღამეს, შესთავაზეს ლანტერნა სახლამდე გზის გასანათებლად.

„მე არ მჭირდება ლანტერნა -თქვა მან . სინათლე თუ სიბნელე ჩემთვის სულ ერთია.

„მე ვიცი,რომ შენ გზის საპოვნელად ლანტერნა არ გესაჭიროება„ - უპასუხა მეგობარმა - მაგრამ თუ ლანტერნა არ გექნება, შეიძლება გზად ვიღაცა გადაგეყაროს, ამიტომ უნდა წაიღო ის“.

უსინათლო კაცი გაემგზავრა ლანტერნით ხელში და სანამ ძალიან შორს წავიდოდა ვიღაცა პირდაპირ მას მიაწყდა.

„ უყურე სად დადიხარ ! - მიაძახა კახმა უცხოს - ამ ლანტერნას ვერ ხედავ? „

“შენი სანთელი ჩამწვარია ძმაო “- გაეპასუხა უცხო.

წყლის წვეთი 

ძენის ოსტატმა ,სახელად გისანმა სთხოვა მოწაფეს მოეტანა მისთვის ვედროთი წყალი აბაზანის გასაცივებლად.მოწაფემ მოიტანა წყალი და აბაზანის გაცივების შემდეგ და ცოტაოდენი რაც დარჩა მიწაზე გადააქცია.

„ყეყეჩო!“ - განურისხდა ოსტატი - დარჩენილი წყალი რატომ მცენარეებს არ დაასხი? რა უფლებით ფლანგავ ამ ტაძარში წყლის თუნდაც ერთ წვეთს? „
მყისიერად მოწაფემ ძენს მიაღწია. მან შეიცვალა თავისი სახელი „ტეკისუით“ -რომელიც ნიშნავს წყლის წვეთს.

წერილი მომაკვდავ კაცს 

ბასუიმ მისწერა შემდეგი წერილი თავის ერთერთ მოწაფეს,რომელიც კვდებოდა.

„შენი გონების არსი არ დაბადებულა, ასე რომ არც არასდროს მოკვდება. ის არ არის არსებობა, რომელიც მალფუჭებადია . ის არ არის სიცარიელე, რომელიც უბრალოდ ბათილია. მას არც ფერი აქვს, არც ფორმა. ის არც სიამოვნებით ნეტარებს და არც ტკივილით იტანჯება.

მე ვიცი, შენ ძალიან ავად ხარ. როგორც კარგი ძენის მოწაფე , დაავადებას პირდაპირ, უტეხად უსწორებ თვალს. შეიძლება არ იცი ზუსტად ვინ იტანჯება, მაგრამ კითხე საკუთარ თავს: რა არის ამ გონების არსი? მხოლოდ ამაზე იფიქრე. მეტი არ გჭირდება. არაფერი ისურვო. შენი დასასრული, რომელიც უსასრულოა, თოვლის ფიფქივითაა, რომელიც გამჭვირვალე (სუფთა) ჰაერს ერწყმის. „სულიერი მოძღვრები ყოველთვის სთავაზობდნენ შემამსუბუქებელ (გამამხნევებელ) სიტყვებს მათ ვინც კვდებოდა ან ავადმყოფობით იტანჯებოდა. შესაძლოა ეს ძნელბედობის ჟამი ყოფილიყო მომაკვდავი ადამიანის მეგობრებისთვის და ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა თუ რისი სწამდათ, მასწავლებლები, როგორიც კარტერ კონლონი*, ყოველ ღონეს ხმარობდნენ მავანთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

*კარტერ კონლონი - 1953 წელს დაბადებული კანადური წარმომავლობის ამერიკელი პასტორი და ავტორი. ის ცნობილი იყო ,როგორც მთავარი პასტორი ნიუ იორკის თაიმს სქვერის ეკლესიაში.

შუაღამის ექსკურსია 

ძენის ოსტატი სენგაის დახმარებით ბევრი ძენის მოწაფე სწავლობდა მედიტაციას. ერთერთმა მათგანმა შუაღამით გაიღვიძა, ტაძრის კედლებზე გადაცოცდა და ქალაქში წავიდა სიამოვნების საძიებლად. სენგაიმ, ამოწმებდა რა საძინებელ კვარტლებს აღმიოაჩინა, რომ ერთი მოწაფე აკლდა და ასევე მიაგნო იმ მაღალ სკამს, რომელიც მოწაფემ კედელზე ასასვლელად გამოიყენა. სენგაიმ აიღო სკამი და თავად დადგა მის ადგილას.

როცა მოწაფე დაბრუნდა, არ იცოდა, რომ სენგაი იდგა სკამის ადგილას, ფეხი ოსტატის თავს დააბიჯა და მიწაზე ჩამოხტა. აღმოაჩინა რა, რაც ჩაიდინა, ელდა ეცა.
სენგაიმ უთხრა: ადრე დილით ძალიან გრილა, ფრთხილად იყავი, რომ არ გაცივდე“
მოწაფე ამის შემდგომ ღამით აღარსად გასულა.

მეზღაპრეს ძენი 

ენცო ცნობილი მეზღაპრე იყო. მისი ზღაპრები სიყვარულზე გულს უტოკებდა ამბის მსმენელებს. როცა ის ომის შესახებ ყვებოდა მსმენელები თავს თავად გრძნობდნენ ამ ომის ველზე.

ერთ დღესაც ენცო იამაოკა ტესიუს შეხვდა, ერისკაცს , რომელმაც თითქმის მიაღწია ძენის ოსტატობას. „მე გავიგე“ - უთხრა იამაოკამ -„ რომ შენ ხარ საუკეთესო მეზღაპრე მთელს ჩვენ მიწაზე და შენი სურვილისამებრ აცინებ ან ატირებ ადამიანებს“. მიამბე მე ჩემი საყვარელი ისტორია ატამ ბიჭუნაზე* . ძალიან პატარა როცა ვიყავი დედაჩემის გვერდით მეძინა და ის ხშირად მიამბობდა ამ ლეგენდას. ამბის შუაგულში კი ყოველთვის მეძინებოდა. მომითხრე ეს ამბავი ზუსტად ისე,როგორც დედაჩემი მიამბობდა. ენცომ ვერ გაბედა ამის გაკეთება. მან დრო ითხოვა შესასწავლად. რამდენიმე თვის შემდეგ ის მივიდა იამაოკასთან და უთხრა: „მომეცი საშუალება თუ შეიძლება, რომ მოგითხრო ეს ამბავი“.

„სხვა დღეს იყოს“, უპასუხა იამაოკამ.

ენცო ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. მან შესწავლა განაგრძო და ხელმეორედ სცადა. იამაოკამ მრავალჯერ უთხრა უარი მოსმენაზე. როცა ენცო ლაპარაკს იწყებდა იამაოკა აჩერებდა: „შენ ჯერ კიდევ არხარ დედაჩემივით“.

ენცოს ხუთი წელიწადი დასჭირდა იმისთვის, რომ მოეთხრო ამბავი იამაოკასთვის ისე, როგორც ამას დედამისი აკეთებდა.
ამ გზით მიანიჭა ენცოს ძენი იამაოკამ.

*ატამ-ბიჭუნა , იგივე Peach Boy - გამოიყენება , როგორც იაპონური ფოლკლორული გმირის აღმნიშვნელი სახელი. იაპონურად Momotaro.

ძენი ცეცხლსაჩხრეკით 

ჰაკუინი ხშირად უყვებოდა თავის მოწაფეებს ერთი ქალის შესახებ, რომელსაც საჩაიე ჰქონდა, აფასებდა მისეულ ძენის გაგებას. მოწაფეებმა უარი თქვეს მონაყოლი დაეჯერებინათ და წავიდნენ საჩაიეში რათა თავისით გამოერკვიათ.

როცა ქალმა მომსვლელები დაინახა მას იმ წამსვე შეეძლო ეთქვა ისინი ჩაისთვის მოდიოდნენ თუ ძენის ფლობის უნარის შესამოწმებლად. თავდაპირველად ის გრაციოზულად გაუმასპინძლდა სტუმრებს. მოგვიანებით კი მან მიიპატიჟა სტუმრები თავისი საბურველის მიღმა. მაშინვე, რა წამსაც თანხმდებოდნენ იგი ჩხვლეტდა მათ ცეცხლსაჩხრეკით.

ათიდან ცხრა მოწაფეთაგანმა თავი ვერ დააღწია მის დარტყმებს.

უკანასკნელი ჩაკაკუნება 

ტანგენი სენგაისთან ბავშვობიდან სწავლობდა. როცა ოცი წლის გახდა, უნდოდა დაეტოვებინა თავისი მასწავლებელი და სხვასთან წასულიყო შედარებითი სწავლისთვის, მაგრამ სენგაი ნებას არ რთავდა. ყოველ ჯერზე,როცა ტანგენი ამას სთავაზობდა, სენგაი თავზე მსუბუქად უკაკუნებდა.
საბოლოოდ ტანგენმა უფროს ძმას სთხოვა დაერწმუნებინა სენგაი მიეცა ნებართვა. ძმამაც შეასრულა და შემდგომ ტანგენს შეატყობინა: „ საქმე მოწყობილია. ეს შენ გამო გავაკეთე ,რომ შეუდგე შენს პილიგრიმობას დაუყოვნებლივ“.
ტანგენი წავიდა სენგაისთან მადლობის სათქმელად ნების დართვის გამო. ოსტატმა მას თავზე კიდევ ერთხელ ჩაკაკუნებით უპასუხა.
ტანგენმა ეს უფროს ძმას შეატყობინა, ამ უკანასკნელმა კი თქვა: „რაშია საქმე? სენგაის არ შეუძლია ნებართვა გასცეს და შემდგომ გადაიფიქროს , მას სწორედ ასე ვეტყვი“. - და წავიდა მასწავლებლის სანახავად.
„მე არ გამიუქმებია ჩემი ნებართვა“ - უთხრა სენგაიმ- უბრალოდ მსურდა მისთვის უკანასკნელად წამომერტყა თავზე , რადგან როცა იგი დაბრუნდება უკვე განათლებული იქნება და ამას სხვა დროს ვეღარ გავაკეთებ.

ბუდას ძენი

ბუდამ თქვა : მეფეთა და მმართველთა პოზიციებს მე მივიჩნევ მტვრის ნაწილაკებად. ვუყურებ ოქროთა და ძვირფას ქვათა საგანძურებს, როგორც აგურებს და კენჭებს, აღვიქვამ საუკეთესო აბრეშუმის კაბებს, როგორც ჩამოძონძილ ნაფხრეწებს . ვხედავ სამყაროში ასებულ უთვალავ სამყაროებს, როგორც ხილის მომცრო თესლს და ინდოეთის უდიდეს ტბას, როგორც ზეთოვან წვეთს ჩემს ტერფზე. მე შევიცანი, რომ მსოფლიო სწავლებები ჯადოქართა ილუზია უნდა იყოს. მე გამოვარჩიე ემანსიპაციის უმაღლეს კონცეფცია, როგორც მოოქრული ფარჩა სიზმრად და ვხედავ განსხივოსნებულთა წმინდა ბილიკს, როგორც ყვავილებს აღმოცენებულს მათ თვალებში. ვხედავ მედიტაციას, როგორც მთის ბურჯს , ნირვანას როგორც კოშმარს დღისით. მართლისა და მცდარის განსჯას მივიჩნევ ,როგორც დრაკონის გველისებრ (მუხანათურ) ცეკვას და რწმენების აღზევებას და დაცემას, მაგრამ კვალი დატოვებულია ოთხი სეზონის მიერ.

 

მსგავსი სტატიები

ვედური ფსიქოლოგია


ავტორი: ბჰაკტი ვიგიანა გოსვამი მთარგმნელი: მამუკა გურული ვედური ფ...

როგორ აღმოვაჩინე 7 სხეული


ავტორი: Shivo Ramadatta პირადი გამოცდილება თითოეული მათგანის ფუნ...

სუნთქვა - ხიდი სამყაროსკენ


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

ძენ-კოანები


ავტორი: ანა თოფურიძე “ორი ხელი ტაშს უკრავს და ისმის ხმა, როგორია ე...

გველის პოზა იოგაში


მთარგმნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ახლა ადამიანების უმრავლესობა ...

უნდა ვიდგეთ თუ არა თავზე?


ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს არა აზრები, არამედ მათი ზემოქმედება ...

ძენ-კოანები (ნაწილი პირველი)


ნაწილი პირველი მთარგმნელი: თინა ლომაძე ბანცოს ხმლის გემო მატაჯ...

სუფიური ფსიქოტექნიკა


სუფიზმი (არაბ. ატ-ტასავუფ) - სიტყვა, რომელსაც არ აქვს ერთვაროვანი ი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff