როცა რელიგია ეკლესიად იქცევა

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები. სულის მაფია" (მზადდება გამოსაცემად) მთარგმნელი: მამ...

priests

ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები. სულის მაფია" (მზადდება გამოსაცემად)

მთარგმნელი: მამუკა გურული

ბჰაგავან, რა არის რელიგია? როგორია თქვენი აზრი ორგანიზებული რელიგიაზე?

რელიგია - ესაა ადამიანური ცნობიერების უმაღლესი ფრენა, ესაა ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიება.

შინაგანი ჭეშმარიტება ვერ გახდება საყოველთაო ცოდნის საგანი. ყოველი ადამიანი საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეს, და ყოველ ჯერზე - ეს ახალი აღმოჩენაა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენმა ადამიანმა მიაღწია გამოღვიძებას, რეალიზაციას. იმ მომენტში, როცა ამას თქვენ თვითონ აღწევთ, შეგრძნება სრულიად ახალი იქნება, რადგან ის ვერ იქნება სხვისგან აღებული.

ძიება, არსობრივად, საკუთარი შინაგანი სამყაროს შემეცნებაში მდგომარეობს. თქვენ გაქვთ გარეგანი, მაგრამ ვერანაირი გარეგანი ვერ იარსებებს შინაგანის გარეშე: თავად არსებობა გარეგანისა წარმოადგენს შინაგანი სამყაროს დამამტკიცებელ ფაქტს.

შინაგანი სამყარო სამი ფენისგან შედგება: ყველაზე ზედაპირული - ესაა აზრები, უფრო ღრმად - გრძნობები, და შემდეგ მოდის არსება, რომელიც არის კიდეც თქვენი ღვთაებრიობა. საკუთარი მარადიულობის შემეცნება - ესაა რელიგიის მთავარი ძიების საგანი. ყველა თქვენს გრძნობას გარეთ მიყავხართ: თვალები იღება, რათა დაინახოთ, ხელები ეხება ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა. გრძნობები წარმოადგენენ კარებებს, რომლებსაც გარეთ გავყავართ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კარს შეუძლია შიგნითაც შეგიყვანოთ. რა კარითაც გადიხართ თქვენი სახლიდან, იმავე კარით ბრუნდებით შიგნით. იცვლება მხოლოდ მიმართულება, იმისთვის, რომ გარეთ გახვიდეთ, ღია თვალები გჭირდებათ, იმისთვის, რომ შიგნით შეხვიდეთ, დახურული თვალები გჭირდებათ - ყველა თქვენი გრძნობა დამშვიდებულია.
პირველად გონებას შეხვდებით, მაგრამ ეს არაა თქვენი რეალობა. თუმც კი თქვენი თავის ქალის შიგნითაა, მაგრამ ეს არ ხართ თავად თქვენ - ეს გარეგანის ანარეკლია.
ყველა თქვენი აზრი გარეგანის ანარეკლია.

მაგალითად, ბრმა ადამიანს არ შეუძლია იფიქროს ფერებზე, რადგან ფერები არ უნახავს, ამიტომ არეკვლა შეუძლებელია. ბრმას სიბნელის დანახვაც კი არ შეუძლია, რადგან ვერასოდეს ხედავს სინათლეს ან სიბნელეს. მას არ აქვს არანაირი არეკვლის შესაძლებლობა. ბრმამ არ იცის არც სიბნელე და არც სინათლე - მისთვის ორივე სიტყვა აზრს მოკლებულია. და თუ თქვენს აზრებს გააანალიზებთ, აღმოაჩენთ, რომ ისინი თქვენში გარე რეალობისგანაა გამოწვეული, ასე რომ, არსობრივად - ისინი ეხება გარეგანს, რომელიც თქვენი ცნობიერების შინაგან ტბაში ირეკლება.

მაგრამ ამ აზრების გამო, რომლებიც თქვენს შიგნით უზარმაზარი ბრბოსავით არიან, ისინი უფრო და უფრო გროვდებიან და ჩინეთის კედელს ქმნიან. თქვენ უნდა გასცდეთ თქვენი აზრების საზღვრებს. და რელიგიამ მხოლოდ ერთი მეთოდი იცის - არსებობს მრავალი დასახელება, მაგრამ მეთოდი ერთია: ესაა ყურადღება, ესაა დამკვირვებლად ყოფნა. უბრალოდ დააკვირდით თქვენს აზრებს, ისე, რომ არ განსაჯოთ, არ განიკითხოთ, არ შეაფასოთ - სრულიად განყენებულად, უბრალოდ დააკვირდით აზროვნების პროცესს, რომელიც თქვენი გონების ეკრანზე მიმდინარეობს.

იმის შესაბამისად, რაც თქვენი დამკვირვებელი სტაბილური ხდება, აზრები უფრო და უფრო ნაკლებია. თუ დამკვირვებელს თქვენი ენერგიის 10% მიაქვს, 90% ფიქრებზე იხარჯება, თუ დამკვირვებელს 90% უჭირავს, 10% აზრებს რჩება. იმ მომენტში, როცა 100%-იანი დამკვირვებელი ხდებით, გონება ცარიელი რჩება.
მთელი ეს პროცესი მედიტაციის სახელწოდებითაა ცნობილი.

როდესაც აზრების ფენას გაცდებით, ამ დროს ხვდებით მეორე ფენაზე თქვენს შიგნით - გრძნობების, გულის, რომელიც უფრო ნატიფია. ამ დროისთვის თქვენს დამკვირვებელს თქვენს განწყობებზე, გრძნობებზე, ემოციებზე, შეგრძნებებზე დაკვირვებაც კი შეუძლია, როგორი მოუხელთებელიც არ უნდა იყვნენ ისინი. და ეს მეთოდი იმავე სახით მოქმედებს, როგორც აზრებთან მოქმედებდა: მალე აღარ რჩება აღარც გრძნობები, აღარც შეგრძნებები, და აღარც განწყობები. თქვენ გახვედით გონების და გულის საზღვრებს მიღმა. ახლა სრული მდუმარებაა, არაფერი არ იძვრის. სწორედ ესაა თქვენი არსება, სწორედ ეს ხართ თქვენ.

თქვენი არსების გემო - სწორედ ეს ხართ თქვენ.
თქვენი არსების გემო - სწორედ ესაა ჭეშმარიტება.
თქვენი არსების სილამაზე - ყოფიერების სილამაზეა.
თქვენი არსების მდუმარება - ესაა ენა, რომელიც ყოფიერებისთვისაა გასაგები.

და სწორედ მაშინ, როცა არსებობაში დაფუძნდებით, ბრუნდებით სახლში: მოგზაურობა დასრულებულია, ბრძოლა მთავრდება. დამშვიდებული, მშვიდად ზიხართ საკუთარ თავში.

თქვენ გეხსნებათ დიდი დაფარული ნათება, რადგან არ ხართ განცალკევებული რეალობისგან - თქვენ ერთიანი ხართ მასთან. ხეები, მთვარე, ვარსკვლავები, და მთები - ყველანი ისინი ერთი ორგანული ერთობის ნაწილნი არიან. თქვენც ასევე ამ ორგანული ერთობის ნაწილი ხდებით, ღმერთის ნაწილი ხდებით.
რელიგია ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.

რელიგიის მიღმა აღარაფერია, და არც არაფერია საჭირო. თქვენი შინაგანი არსება იმდენად მდიდარია, იმდენად სავსეა ნეტარებით, მდუმარებით, სიმშვიდით, ექსტაზით, რომ ცხოვრება პირველად ხდება ნამდვილი სიმღერა, ცეკვა, ზეიმი. ვინც რელიგია არ იცის, მან არც ზეიმი იცის. მაგრამ ორგანიზებული რელიგია - სრულიად სხვა რამეა. მინდა განგიმარტოთ: ჭეშმარიტი რელიგია ყოველთვის ინდივიდუალურია. როგორც კი ჭეშმარიტების ორგანიზებას ახდენენ, იგი კვდება, იგი დოქტრინად, თეოლოგიად, ფილოსოფიად იქცევა, მაგრამ იგი უკვე აღარაა განცდადი, რადგან ბრბოს არ შეუძლია მისი განცდა. განცდა მხოლოდ დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ხდება.

ეს თითქმის სიყვარულივითაა. შეუძლებელია სიყვარულის ისეთი ორგანიზაცია გქონდეთ, რომ ამაზე ღელვა არ დაგჭირდეთ. ორგანიზაცია იღელვებს ამაზე, მღვდლები შეიყვარებენ თქვენს ნაცვლადაც.

მაგრამ სწორედ ასე დაემართა რელიგიას. ყოველთვის, როცა რომელიმე ადამიანი ჭეშმარიტებას აღმოაჩენს ხოლმე, დაუყოვნებლივ, მას გარს ეხვევა კაცობრიობის ყველაზე ვერაგი ნაწილი - მღვდლები. ისინი იწყებენ მისი სიტყვების შეგროვებას და განმარტებას, უხსნიან ადამიანებს, რომ თუ თქვენ ჭეშმარიტების შეცნობა გინდათ, უშუალოდ მათ უნდა მიმართოთ - ისინი ღმერთის აგენტებს წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ საკუთარ თავს უწოდონ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მათ ნებისმიერი სახელის არჩევა შეუძლიათ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ისინი ღმერთის თვითმარქვია აგენტები არიან. ისინი არ იცნობენ ღმერთს, მაგრამ ღმერთის სახელით ექსპლუატაციას უწევენ კაცობრიობას.

ორგანიზებული რელიგია პოლიტიკის მეორე ფორმაა. როგორც ყოველთვის ვკიცხავდი პოლიტიკას, როგორც ადამიანების უმდაბლეს საქმიანობას, ასეთივეა ჩემი დამოკიდებულება ორგანიზებული რელიგიებისადმიც. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ: მღვდლები და პოლიტიკოსები ყოველთვის შეთქმულნი იყვნენ კაცობრიობის წინააღმდეგ, ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მათ ისე გაიყვეს ყველაფერი ერთმანეთში, რომ თქვენი მიწიერი ცხოვრება პოლიტიკოსებს ეკუთვნით: აქ ის წარმოადგენს წესს, ხოლო თქვენი შინაგანი ცხოვრება მღვდლებისაა: აქ ისინი მართავენ.

საოცარი და დაუჯერებელი ჩანს, რომ მეოცე საუკუნეშიც კი პაპს შეეძლო განეცხადებინა (რამდენიმე თვის წინ), რომ ღმერთთან უშუალო, პირდაპირი ურთიერთობა ცოდვას წარმოადგენს. მას მხოლოდ მღვდლის მეშვეობით, სწორი არხის მეშვეობით უნდა დაუკავშირდეთ, რადგან თუ ადამიანები ღმერთს პირდაპირ დაუკავშირდებიან, პირდაპირ ჩააბარებენ აღსარებას, პირდაპირ ილოცებენ, მილიონობით მღვდელი უმუშევარი დარჩება. ისინი არაფერს არ აკეთებენ. მთელი მათი მოვალეობა თქვენი მოტყუებაა. იმიტომ, რომ თქვენ არ გესმით ღმერთის ენა, და არ ხართ იმდენად განვითარებული, მაგრამ რაღაც ჯილდოს სანაცვლოდ (შესაწირი მათი ეკლესიის ან ტაძრისადმი) მღვდლები ამ სამუშაოს თქვენს მაგივრად გააკეთებენ.

მთელი ეს შესაწირი მღვდლების ჯიბეში მიდის. მათ არაფერი იციან ღმერთის შესახებ, მაგრამ ძალიან განათლებულები არიან. მათ შეუძლიათ თუთიყუშებივით იმეორონ წმინდა წერილები. მაგრამ მათი შინაგანი მისწრაფება ღმერთისკენ, ჭეშმარიტებისკენ არაა მიმართული, ისინი - არ არიან მაძიებლები, ისინი - ექსპლუატატორები არიან.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

შავასანა - მოდუნების ტექნიკები იოგაში


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო ჩვენს საუკუნეში ადამიანები გან...

ბჰაკტი-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

სხეული - ტანჯვის წყარო თუ ბედნიერების?


ავტორი: მამუკა გურული სულზე ასხ-მული სხ-ეული ერთი მხრივ გამოვლინ...

ქალური და მამაკაცური გზა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მე ხშირად მეკითხებიან, რით განსხვავდება...

არომატების სამყარო. როგორ ზემოქმედებს სურნელი გარემომცველ რეალობაზე


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე წყარო ბუდისტურ სუტრებში აღწერილია, რო...

სიკვდილის ძალა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ჩემი ბ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff