ადამი და ევა

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

მონაკვეთი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია” მთარგმნელი: მამუკა გურული ჩემ...

NTIII KEDH 108919

მონაკვეთი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია”

მთარგმნელი: მამუკა გურული

ჩემი მასწავლებელი (შრი იუქტეშვარა) შესანიშნავი სიცხადით ახდენდა ქრისტიანული ბიბლიის განმარტებას. სწორედ გურუსგან, რომელსაც ოფიციალური კავშირი არ ჰქონდა ქრისტიანობასთან, მე ვისწავლე ბიბლიის უკვდავი არსის გაგება და ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტების დანახვა, ყველაზე ურყევისა და ამაღელვებელის, რაც კი ოდესმე თქმულა: „ცა და მიწა გადავლენ და ჩემი სიტყვები არ გადავლენ…“

– ჩემთვის გაუგებარია ისტორია ადამისა და ევას შესახებ! – ვთქვი ერთხელ გაცხარებულმა, მაშინ როცა ახალი დაწყებული მქონდა წმინდა წერილების ალეგორიებთან ჭიდილი – რატომ დასაჯა ღმერთმა არა მხოლოდ დამნაშავე წყვილი, არამედ მათი უდანაშაულო შთამომავლებიც?

მასწავლებელს უფრო ჩემი სიცხარე ართობდა, ვიდრე ჩემი უმეცრება.

– „დაბადების წიგნი“ ღრმად სიმბოლურია და არ შეიძება მისი სიტყვა-სიტყვით გაგება, – თქვა მან – „სიცოცხლის ხე“ ადამიანის სხეულის „ბაღში“ მდებარეობს. ზურგის ტვინი ამოტრიალებულ ხეს ჰგავს, სადაც ფესვები ადამიანის თმებია, ხოლო ტოტები – იმპულსების გამტანი და შემომტანი ნერვებია. ნერვული სისტემის ხეზე მრავალი სიამოვნების მომტანი ნაყოფი, ანუ გრძნობაა: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და გემოვნება. მათით დატკბობა ადამიანს კანონიერად შეუძლია. მაგრამ მას აკრძალული ჰქონდა სექსი – „ვაშლი“ სხეულის ცენტრში (სხეულის ბაღის „შუაში“).

„გველი“ განასახიერებს დახვეულ სპინალურ ენერგიას, რომელიც სასქესო ორგანოების სტიმულირებას ახდენს. „ადამი“ – ეს გონებაა, ხოლო „ევა“ – გრძნობები. როცა ემოციას, ანუ „ევას ცნობიერებას“ ნებისმიერ ადამიანში სქესობრივი იმპულსი ძლევს, მისი გონება, ანუ „ადამი“ ასევე მარცხდება.

ღმერთმა ადამიანის გვარი შექმნა იმით, რომ საკუთარი ნებით მამაკაცის და ქალის სხეულების მატერიალიზება მოახდინა და მიანიჭა ამ გვარს უნარი, რომ მსგავსივე „წმინდა“ მეთოდით შეექმნა შვილები… ადამში, ანუ მამაკაცში ჭარბობდა გონება, ხოლო ევაში – ქალში – გრძნობები. ასე იყო გამოხატული დუალიზმი, ანუ პოლარულობა, რომელიც ფენომენალურ სამყაროებს უდევს საფუძვლად. გონება და გრძნობა ყოველ ადამიანურ არსებაში ზეციური სიხარულის კავშირშია მანამ, სანამ მისი ჭკუა გველის ენერგიის ცხოველური მიდრეკილებებით არ ცდუნდება.

შესაბამისად ადამიანის სხეული არა მხოლოდ ცხოველთა ევოლუციის შედეგია, არამედ ღმერთის მიერ შემოქმედების სპეციალური აქტითაა შექმნილი. ცხოველური ფორმები ძალიან უხეშნი არიან სრული ღვთაებრიობის გამოსავლენად. მხოლოდ ადამიანური არსება იყო დაჯილდოვებული ჭკუის უზარმაზარი შესაძლებლობებით

– ჭკუის „ათასფურცლოვანი ლოტოსით“, ასევე ოკულტური ცენტრებით ხერხემლის არხში… ადამი და ევა დაეცნენ ადამიანის პირველადი ღვთაებრივი ნეტარების მდგომარეობისგან. როგორც ღმერთი აფრთხილებდა, მათი უკვდავი მდგომარეობა დაიკარგა. მათ ფიზიკური კანონების ზემოქმედების ქვეშ ჩაიგდეს თავი, რის მიხედვითაც სხეულებრივი დაბადება სხეულებრივი სიკვდილით უნდა დამთავრებულიყო.

„სიკეთის და ბოროტების“ ცოდნა, რაც გველმა ევას შესთავაზა, მაიას (ილუზიის) დუალისტურ განპირობებულობას მიეკუთვნება. გონებისა და გრძნობის, ანუ ადამისა და ევას არასწორი გამოყენების გამო ადამიანი ცდომილებაში ვარდება და უარს ამბობს ღვთაებრივ უფლებაზე. ყოველი ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ „მშობლიური“ ანუ დუალური ბუნებიდან ერთიანობის ანუ ედემის ბუნებამდე ამაღლდეს. გურუსთან ამ საუბრის შემდეგ სხვა თვალით შევხედე „დაბადების წიგნს“…
„თეოლოგები არასწორად განმარტავდნენ ქრისტეს სიტყვებს, – ამბობდა მასწავლებელი, – ისეთ ადგილებში როგორც:

„…მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ“. (იოანე 14.6) – იესოს არასოდეს უგულისხმია, რომ იგია ღმერთის ერთადერთი ძე. ამ ღრმა სიტყვებით მან გამოთქვა ის, რომ ვერავინ მიაღწევს უსასრულო აბსოლუტს, ტრანსცენდენტულ მამას, რომელიც ქმნილების მიღმაა, სანამ არ გამოავლენს თავის თავში „ძეს“, ანუ ქრისტეს ცნობიერებას ქმნილების შიგნით. იესო, რომელმაც მიაღწია სრულ ერთიანობას ქრისტეს ამ ცნობიერებასთან, სრულად აიგივებდა თავს მასთან, რამეთუ მისი საკუთარი ეგო დიდი ხანია გამქრალი იყო“.

მსგავსი სტატიები

როგორ ჩნდება დაზიანებები მენჯის სეგმენტში?


ცხადია, რომ სექსუალური დათრგუნვის და სექსუალური ტაბუების საერთო ატმ...

უნდა ვიდგეთ თუ არა თავზე?


ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს არა აზრები, არამედ მათი ზემოქმედება ...

"ეს მე არ ვარ"


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" მთარგმნელი: ნინი ანდღულაძე ...

სანთლის პოზა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იოგაში, იოგების გიმნასტიკაში სხვადასხვა პოზე...

ძენ-კოანები


ავტორი: ანა თოფურიძე “ორი ხელი ტაშს უკრავს და ისმის ხმა, როგორია ე...

ოშო - როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო?


მთარგმნელი: ელენე ხმალაძე როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო? ეს შეუძლებელია,...

შვიდი ძალა ხელში


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ადამიანის სხეულ...

სადჰგურუ - 7 ყველაზე გავრცელებული მითი იოგას შესახებ


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო   ძალიან ბევრი მისდევს დღ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff