როგორ აღმოვაჩინე 7 სხეული

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ავტორი: Shivo Ramadatta პირადი გამოცდილება თითოეული მათგანის ფუნქციონირებაზე და მათი მექანიზმე...

brahman

ავტორი: Shivo Ramadatta

პირადი გამოცდილება თითოეული მათგანის ფუნქციონირებაზე და მათი მექანიზმები 

მე-5 სხეულის აღმოჩენის საჭიროება

 ყველაზე ადვილი აღსაქმელი, პირველი 4 სხეულია. პირველ სხეულს ყველა კარგად იცნობთ, ეს ფიზიკური სხეულია . დანარჩენი სხეულების აღმოსაჩენად, საჭიროა ფიზიკური სხეული იყოს ჯანმრთელი და მშვიდი. აჟიტირებულ მდგომარეობებში დანარჩენი სხეულების აღმოჩენა რთულია.

 ენერგიის სხეული. პრანის სხეული, არის მეორე სხეული. მკვდარ სხეულს და ცოცხალ სხეულს შორის ყველა ამჩნევთ განსხვავებას, რომ მკვდარ სხეულს აკლია ენერგია რაც სიცოცხლეს ანიჭებდა. რაც მოძრაობა, ცირკულირებდა, აცოცხლებდა. ცოცხალ ადამიანში პრანა გამუდმებით მოძრაობს, ის შედის ნესტოებიდან და სისხლთან ერთად მოძრაობს. გულის და ფილტვების გაჩერების შემდეგ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ენერგიის სხეული იწყებს დაშლას.

 იოგაში გვაქვს ტექნოლოგიები, რომელიც გვაჩვენებს თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ ენერგიის სხეულის საზღვრები. როცა მისი საზღვარი გაზრდილია, საკუთარი თავის აღქმა გაზრდილია, ეს შეიძლება იყოს ოთახის ზომამდე გაზრდილი, ან უფრო დიდზე, რამდენიმე მეტრზე და ა.შ. ვინც სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციას იკეთებს ის, ცარიელ ადგილას აღიქვავს ისევ ენერგიას ასევე გრძნობს ტკივილს იმ ადგილში სადაც კიდური აღარაა... ეს ყველაფერი დაკავშირებულია ენერგიის  სხეულთან. მანტრასთან და სუნთქვასთან მუშაობით თითოეულ ადამიანს შეუძლია გამოსცადოს საკუთარი ენერგიის სხეული.

მე-3 და მე-4 სხეულები

 ემოციის სხეული და მენტალური სხეული. ეს ის სხეულებია სადაც განვიცდით აზრებს და ემოციებს. მედიტაციის დროს ხდება მათი დაწყნარება, მათი აქტიურობის მინიმუმზე დაყვანა. როცა ვზივარ ვხედავ, ფიზიკური ,ემოციური და მენტალური სხეულები როგორ დაწყნარდა, ხოლო ენერგია როგორ მოედინება უფრო ფაქიზი დონეებიდან, და თითოეული სხეული როგორ იჟღინთება ფაქიზი ენერგიით.

 მეხუთე სხეული

 მთელი ტექსტი რეალურად დავწერე მე-5 სხეულისთვის. მე-5 სხეულს იოგაში ვეძახით ანანდამაია კოშას. ანუ Bliss body , ქართულად ნეტარების სხეულს დავარქმევ. მოკლედ მას შემდეგ რაც წინა 4 სხეული ჩამოტოვებულია, იოგი აღწევს ანანდამაია კოშამდე და განიცდის უსაზღვრო ნეტარებას. ჩვენ მიჩვეული ვართ ფიზიკურ სხეულში ყოფნას და მეტი არაფრის აღქმას. ქვედა 4 სხეული ხშირად იტანჯება. მაშინ როდესაც არსებობს გამოსავალი- ნეტარების სხეული. სწორედ ამ სხეულში ყოფნისას განვიცდით ხშირად ექსტაზს, სატორის, სავიკალპა სამადჰის. ასევე შესაძლებელია რომ თვალები გავახილოთ და ცნობიერება დავტოვოთ ნეტარების სხეულში. ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება, ვარჯიშთან ერტად ხანგრძლივობა იზრდება. ამ დროს აღვიქვავთ ფიზიკურ გამოვლენილ სამყაროს და ნეტარების სხეულს ერთდროულად. ყველა სხეულს სხვადასხვა სტრუქტურა და შესბამისი ცნობიერება გააჩნია. როგორც ყველა უჯრედი ცნობიერია, და გარკვეულ სამუშაოს ასრულებს ორგანიზმში, ასევე ყველა დანარჩენი სხეულის შემადგენელი ნაწილები ცნობიერი ერთეულებია და ნეტარების სხეული ნეტარების უჯრედებისგან შედგება. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მდგომარეობაა, ის დაკავშირებულია გულთან და უსაზღვრო სიყვარულთან, მასზე ზემოთ მდგომი სხეული უკვე მენტალური ხასიათისაა და დაკავშირებულია ინტელექტთან და ინტუიციასთან.
ამის იქით გვაქვს ბუდჰის სხეული. რომელიც ყველაზე ნაკლებად გავს სხეულს. იმდენად ფაქიზია, რომ თითქმის არ გავს სხეულს. აქ არის ინტელექტი და ინტუიცია. როცა ვმედიტირებდი, შინაგანი ხელმძღვანელობა მიმითითებდა რა უნდა გამეკეთებინა, და რა არა. ეს მითითებები მოდიოდა არა აზრის დონეზე, არამედ ინტუიციის დონეზე, ხოლო ინტუიცია ქვევიტ გზავნის იმპულსს მენტალურ სხეულში და ვიღებთ აზრს, რომელიც ბუდჰის დონიდან არის წამოსული. მათ შორის ეს ტექსტიც ამ დონიდან იწერება.

ატმანი - მეშვიდე სხეული

 ხოლო ნეტარების სხეული მსგავსი ანალოგიითვე უკავშირდება ემოციურ სხეულს. ბუდჰის დონეზე ძალიან კარგად "გართობა" შეიძლება, რადგან შეგიძლია შენი სხეულები გახადო გამტარი გარკვეული ცოდნების. თუმცა ეს სხეული ჩემთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა მე-7 სხეულთან მისასვლელად. რასაც ვეძახით ატმანს. 

 ატმანი უსხეულოა, უფორმო. ის არ არის, და მაინც არის ცნობიერება სუფთა. ამ მდგომარეობას ვეძახით ტურიას, ანუ სიცარიელეს, ცარიელი ცნობიერება, ფორმის გარეშე. ყველა ქვევითა სხეულს აქვს ფორმა და შესაბამისად საზღვარი. ამიტომ ისინი განცდაშიც სასრულები არიან. ხოლო ატმანი უსასრულოა განცდაში.

 იოგაში ამბობენ რომ ატმანი არის ბრაჰმანი. ანუ მეშვიდე დონე ღმერთთან ,შემოქმედთან დაკავშირებულია და განუყოფელია. მე მსურდა გამეგო რა იყო ღმერთი. ამიტომ ბუდჰის სხეულით ვუტრიალებდი სხვადასხვა მხრიდან , რომ გამეგო. მაგრამ თვეები უშედეგოდ გადიოდა. სანამ ერთხელაც მედიტაციაშივე არ მივხვდი, რომ ინტელექტი , ანუ გაგება ,ხარისხობრივად დაბალი საფეხური იყო ღმერთთან შედარებით და რომ შეუძლებელი იყო გამეგო ღმერთი, ანუ სული, ანუ ატმანი, ანუ შემოქმედი, იშვარა, იშა.

 როგორც მივხდვი შეცდომას, მაშინვე დავტოვე ბუდჰის სხეული და გავედი ატმანში. დასკვნა ასეთი გამოვტანე: შეუძლებელია გაიგო ღმერთი! ღმერთი შეიძლება გამოსცადო, იგრძნო იცხოვრო, გაატარო, დააგემოვნო, ისუნთქო, იცეკვო, იმღერო, მაგრამ არ შეიძლება ღმერთი გაიგო. გაგეგბა ხარისხობრივად დაბლა დგას. მერე მივხვდი რატომ ეძახოდნენ ძველები - შეუცნობელს, გამოუცნობს.

 აქვე დავამატებ რაღაცას. ძალიან გავრცელებული შეცდომაა მედიტაციისას, რომ წარმოდგენილი გაქ რაღაც როგორი უნდა იყოს. და მერე თუ ცდილობ რომ ჩაიგდო თავი შენს წარმოდგენაში. ეს არასწორი მედიტაციაა და მიყავს ადამიანი ილუზიამდე და ფანატიზმამდე. არაა საჭირო არაფრის მცდელობა მედიტაციაში. თქვენ ასრულებთ ტექნიკას, ხოლო შედეგებს მიანდობთ ღმერთს, კრიშნას, იშას, და ა.,შ.

სიყვარულით შივო.

მსგავსი სტატიები

სანთლის პოზა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იოგაში, იოგების გიმნასტიკაში სხვადასხვა პოზე...

ადამი და ევა


მონაკვეთი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია” ...

გწამდეს, რომ ყოვლისშემძლე ხარ!


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

არომატების სამყარო. როგორ ზემოქმედებს სურნელი გარემომცველ რეალობაზე


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე წყარო ბუდისტურ სუტრებში აღწერილია, რო...

ოშო - ეშმაკის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ...


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

სიყვარულის ოთხი წესი ბუდას თანახმად


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო   1. მაიტრი. მაიტრი ითა...

სიკვდილის ძალა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ჩემი ბ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff