ოშო - ძენის ათი ხარი

Admin
იოგა და ტანტრა ოშო
0
0

ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ ...

10 Bulls

ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" 

მთარგმნელი: მამუკა გურული

ჩვენ ვიწყებთ იშვიათ მოგზაურობას. „ძენის ათი ხარი“ - ესაა უნიკალური რამ ადამიანური ცნობიერების განვითარების ისტორიაში. ჭეშმარიტების გადმოცემა მრავალი საშუალებით უცდიათ, და ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ რაც არ უნდა იღონოთ, მისი გადმოცემა შეუძლებელია. როგორც არ უნდა გამოხატოთ, იგი მაინც გისხლტებათ, მოუხელთებელია. იგი უბრალოდ არ ექვემდებარება ახსნებს. სიტყვები, რომლებსაც იყენებთ, ვერ იტევენ მას. და როგორც კი ახერხებდით მის გამოხატვას, ცარიელი ხელებით რჩებოდით, თითქოს მთავარი ჯერ კიდევ სათქმელია, ხოლო რაც ითქვა, არსებითი არ იყო.

„ძენის ათი ხარი“ - ესაა მცდელობა, ერთადერთი ძალისხმევით გამოითქვას გამოუთქმელი. ამრიგად, ჯერ ამ ათი ხარის ისტორიაზე მოგიყვებით.

თავიდან მხოლოდ რვა ნახატი იყო, და არა ათი; და ისინი დაოსებმა შექმნეს, და არა ბუდისტებმა. მათ წარმოშობაზე ჩვენთვის არაფერია ცნობილი. არავინ იცის, საიდან დაიწყო ისინი, ვინ დახატა პირველი ხარები. ცნობილია მხოლოდ, რომ მეთორმეტე საუკუნეში ჩინელმა ძენის ოსტატმა, კაკუანმა, ხელახლა დახატა ისინი, და არა მხოლოდ დახატა, არამედ კიდევ ორი ნახატი დაამატა და რვის ნაცვლად ათი გახადა. დაოსური ნახატები რვაზე მთავრდებოდა: მერვე სიცარიელეს განასახიერებს, ფორმების სრულ არარსებობას. მაგრამ კაკუანმა კიდევ ორი ნახატი დაამატა. ამაში მდგომარეობს ძენის მთელი წვლილი რელიგიურ ცნობიერებაში.

როცა ადამიანი შინაგან გზას ადგება, იგი მიდის ამქვეყნიურიდან, უარს ამბობს ყველაფერზე, რაც გზას უღობავს, განაგდებს ყველაფერს არაარსებითს, რათა შეძლოს წინსვლა და არსებითის დანახვა. ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი უსარგებლო ტვირთი მოიშოროს, გზა შეიმსუბუქოს, რადგან ეს გზა სიმაღლეებისკენ მიდის, უდიდესი სიმაღლეებისკენ - ადამიანის შესაძლებლობების მწვერვალისკენ. ადამიანი უარს ამბობს ამქვეყნიურზე; და არა მხოლოდ ამქვეყნიურზე - იგი უარს ამბობს გონებაზე, რადგან სწორედ გონებამ წარმოშვა მთელი სამყარო. სურვილების სამყარო, ფლობის სამყარო, რომელიც გარე გამოვლინებად იქცა. შინაგანს წარმოადგენს თავად გონება: სურვილებით სავსე, ავხორცი, ეჭვიანი, შემჯიბრებელი, ფიქრებით სავსე გონება - იგია ყველაფრის წყარო.

ადამიანი უარს ამბობს გარეგანზე, ადამიანი უარს ამბობს შინაგანზე. იგი თითქმის ცარიელი ხდება - სწორედ ამისკენ მივყავართ ყველა მედიტაციას. ადამიანი სრულიად ცარიელი ხდება - მაგრამ ესაა დასასრული? დაოსური ნახატები სრული სიცარიელით სრულდება. კაკუანმა კი თქვა, რომ ეს ყველაფერი არაა - ადამიანი ბრუნდება სამყაროში, იგი კვლავ ბრუნდება ბაზარში. მხოლოდ ამ შემთხვევაში იკვრება წრე. რა თქმა უნდა, იგი სრულიად ახალ ადამიანად ბრუნდება. იგი უკვე აღარასოდეს დაუბრუნდება ძველს; ძველი სამუდამოდ წავიდა. ადამიანი სრულიად განახლებული, აღმდგარი, ხელახლა დაბადებული მოდის. როცა წავიდა, საერთოდ სხვანაირი იყო, ეს ადამიანი კი სრულიად ახალი და უბიწოა. ადამიანი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში. იგი კვლავ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ აქ აღარაა. იგი კვლავ სრულიად ჩვეულებრივი ხდება - შეშას ჩეხავს, ჭიდან წყალი დააქვს, დადის, ზის, ძინავს - იგი სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად იქცევა. მაგრამ მისი ღრმა შინაგანი სიცარიელე აუვსებელი რჩება. იგი ამქვეყნად ცხოვრობს, მაგრამ ქვეყანა უკვე ვეღარ აღწევს მის გონებაში, ვერ ავსებს მის შინაგან სივრცეს. იგი ლოტოსივით ცხოვრობს, ისე, რომ სიბინძურე ვეღარ ეხება.

ეს ორი ახალი ნახატი მაძიებელს ამქვეყნად აბრუნებს. კაკუანმა რაღაც აღუწერელად მშვენიერი გააკეთა. ადამიანი ბაზარში ბრუნდება, და არა მხოლოდ ეს: ის მოდის ხელში ღვინის ბოთლით, მთვრალი - ღმერთით დამთვრალი - რათა დაეხმაროს სხვებს, რომ ასევე დათვრნენ, რადგან იქ ბევრი მწყურვალია, ბევრია ისეთი, ვინც ნახევარ გზაზე გაჩერდა, ბევრია ისეთი, ვინც ღრმა სიბნელეშია. ადამიანი ამქვეყნად თანაგრძნობის გამო ბრუნდება. იგი სხვა მოგზაურებს ეხმარება. თვითონ მიაღწია, და ახლა სხვებს ეხმარება. გასხივოსნდა, და სხვებსაც ეხმარება იგივე მიზნის მიღწევაში, რადგან ყველა იგივეს ეძებს ცხოვრებაში.

დაოსური რვა ხარი შესანიშნავია, მაგრამ ისინი არ არიან საკმარისნი. მშვენიერნი არიან, მაგრამ რაღაც აკლიათ. სიცარიელე სრულყოფილია, მინდა გავიმეორო, სრულყოფილია, მაგრამ მაინც, არის რაღაც უფრო მეტი, რისი მიღწევაც შეიძლება. სიცარიელე სრულყოფილია, მაგრამ ამ სიტყვით უარყოფითი მნიშვნელობით. თქვენ განდეგილი გახდით - ეს რაღაც უარყოფითია - მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ არ შეგიყვარებიათ. აქ დადებითია საჭირო. უბედურება წავიდა, ტანჯვა გაქრა, მაგრამ თქვენ მაინც არ ხართ ექსტატური. სიჩუმეს მიაღწიეთ, სიჩუმე მშვენიერია, მაგრამ თქვენი სიჩუმე ჯერ კიდევ არაა ყველაფერი, ეს ჯერ კიდევ არაა ნაკადი, ეს ჯერ კიდევ არაა თქვენი შინაგანი არსების ნეტარი ცეკვა.
აქ კაკუანი დაოსიზმის და ბუდიზმის საზღვრებს გასცდა - რადგან როგორც ერთ, ასევე მეორე სკოლაში ყველაფერი სიცარიელით მთავრდება, თითქოს გზა ამით მთავრდებოდეს. თქვენ ევერესტზე ახვედით: გრილი, შეკრული, მშვიდი.

მაშ, რა აზრი აქვს ახლა ბაზარში დაბრუნებას? მაგრამ თუ თქვენმა მედიტაციამ თანაგრძნობა არ მოგიტანათ, მაშინ თქვენს მედიტაციაში ჯერ კიდევ იმალება ეგო, თქვენი მედიტაცია ჯერ კიდევ თქვენი მე-ს ძალისხმევაა.

თუ არ ტირით, თუ სხვების თანაგრძნობის გამო ცრემლები არ გეღვრებათ თვალებიდან, თუ არ გსურთ ქვეყანაში დაბრუნება მათ დასახმარებლად, ვინც გაჩერდა, მაშინ თქვენი მედიტაცია ჯერ კიდევ არაა რელიგიური. შესაძლოა, იგი დაგეხმარათ, შესაძლოა, თავს ძალიან კარგად გრძნობთ, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ იქცა თანაგრძნობად, თუ ჯერ კიდევ არ მიგიყვანათ ნაკადამდე, მაშინ თქვენმა ხემ ზრდა შეწყვიტა, იგი ჯერ არ მისულა ყვავილობამდე. ხე მწვანეა, ჯანმრთელია, შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ყვავილების გარეშე არასრულფასოვანია. ხე ყვავილების გარეშე შეიძლება სრულყოფილი იყოს, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი სრულყოფილება, რომელსაც მან შეუძლია მიაღწიოს. ხე უნდა აყვავილდეს, მან თავისი არომატი ქარებს უნდა აჩუქოს, რათა მათ სამყაროს ყველა მხარეს წაიღონ ეს სურნელება.

კაკუანმა მაძიებელი უკან, ქვეყანაში დააბრუნა. ბუნებრივია, რომ ახლა ადამიანი სულ სხვაა, და ქვეყანაც აღარაა იგივე. იგი მოვიდა ქვეყანაში, მაგრამ თავის მედიტაციაში დარჩა; ახლა ეს სამყარო ვეღარ დაარღვევს მის შინაგან სიმშვიდეს. თუ სამყარო ხელს გიშლით, მაშინ თქვენი მედიტაცია ჯერ კიდევ არაა დასრულებული. თუკი რაღაც მაინც გიშლით ხელს, მაშინ თქვენი მედიტაცია - საკუთარ თავზე ძალადობაა - საკუთარ თავს დუმილს აიძულებთ, თავს აკონტროლებთ, თქვენი მედიტაცია ჯერ კიდევ არაა სპონტანური, იგი ჯერ კიდევ არ გამხდარა ბუნებრივი პროცესი; ის კი არ გემართებათ, თქვენ ქმნით მას. სწორედ აქედანაა ქვეყანაში დაბრუნების შიში.

ჰიმალაებში შეგიძლიათ ბევრი სანიასინი ნახოთ, რომლებიც იქ მერვე ხარზე გაიჭედნენ - ისინი ცარიელნი არიიან, მდუმარენი არიან, მათზე ცუდს ვერაფერს იტყვი. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება თქვა, ისაა, რომ ყველაფერი რიგზე აქვთ. მაგრამ ვერ უწოდებთ მათ აყვავებულებს, ვერ იტყვით, რომ მათ არომატს ქარი ავრცელებს. 

მათი სინათლე ჯერ კიდევ მხოლოდ თავად მათთვის ანთია. არის ამაში რაღაც მახინჯი. შესაძლოა, მაშინვე ვერ დაინახოთ ეს, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ეს საკუთარი თავის სიყვარულია. თავიდან თავმოყვარეობა სწორი იყო, სხვანაირად ვერ გაიზრდებოდით, მაგრამ ბოლოს, როცა მედიტაცია თავის დამასრულებელ ეტაპს, თავის კრეშჩენდოს აღწევს, ეგო უნდა გაქრეს, თავმოყვარეობა უნდა გაქრეს. თქვენ ერთიანი უნდა გახდეთ მთელთან.

და არა მხოლოდ ეს - კაკუანმა თქვა, რომ ადამიანი ღვინის ბოთლით მოდის. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ადამიანი ღმერთით დამთვრალი მოდის. იგი არა მხოლოდ მშვიდია, არამედ ცეკვავს, მღერის, ქმნის. უბრალოდ არ მიდის და არ იმალება გამოქვაბულში, არამედ იმდენად ახლა უკვე იმდენად თავისუფალია, რომ არ სჭირდება სადმე დამალვა - თავისუფლება მის შინაგან თვისებად იქცა. ახლა ქვეყანა მისი ახალი საქმიანობა გახდა. წრე შეიკრა: ამ ქვეყნიდან გასული, ამქვეყნად დაბრუნდა; ბაზრიდან დაწყებულმა, ბაზრით დაასრულა. ბუნებრივია, იგი უკვე სხვა ადამიანია, რადგან იგი ყველაფერს გონებით აღარ უყურებს, და ბაზარი მისთვის ისეთივე მშვენიერი გახდა, როგორც ჰიმალაები. უკვე აღარაა სხვაობა. ხალხს კი მართლაც წყურია. იგი ეხმარება მათ, და გზას აჩვენებს.

მსგავსი სტატიები

რა არის იოგა?


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: მ...

სანთლის პოზა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იოგაში, იოგების გიმნასტიკაში სხვადასხვა პოზე...

ქალური და მამაკაცური გზა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მე ხშირად მეკითხებიან, რით განსხვავდება...

სადჰგურუ - 7 ყველაზე გავრცელებული მითი იოგას შესახებ


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო   ძალიან ბევრი მისდევს დღ...

სიყვარულის ოთხი წესი ბუდას თანახმად


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო   1. მაიტრი. მაიტრი ითა...

იოგას რვა მეთოდი


ელის ბეილი - "სულის სინათლე" (კომენტარები პატანჯალის იოგა სუტრებზ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff