"ეს მე არ ვარ"

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" მთარგმნელი: ნინი ანდღულაძე (ლი ლა) გონება ნაგვის ყუთია! ...

monkey 1

ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"

მთარგმნელი: ნინი ანდღულაძე (ლი ლა)

გონება ნაგვის ყუთია! ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენი გონებაა ასეთი და სხვების - არა. იგი ნაგვითაა სავსე და თუკი მის გარეთ გამოტანას დაიწყებთ, ვერასოდეს გაასუფთავებთ მას ბოლომდე. არ არსებობს ამ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება. გონება ამოუწურავი ნაგავსაყრელია. იგი მკვდარი კი არა, დინამიურია. იზრდება და თვითმყოფადი ცხოვრება აქვს. თუ ერთ ტოტს მოჭრით, მისი ყლორტები ისევ გაღვივდებიან.

ნაგვის გარეთ გამოტანა არ ნიშნავს, რომ დაცარიელდებით. ამით მხოლოდ იმას გააცნობიერებთ, რომ გონება, რომელსაც თქვენ თქვენს თავთან აიგივებთ და ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ, სინამდვილეში თქვენ არ ხართ. მისი ზემოთ ამოტანით გააცნობიერებთ განცალკევებას, უფსკრულს, თქვენსა და გონებას შორის. ამ დროს ნაგავი რჩება, მაგრამ თქვენ მასთან აღარ იგივდებით, სულ ესაა. ერთმანეთს დაშორდებით და გეცოდინებათ, რომ განცალკევდით. ასე რომ, მხოლოდ ერთი რამე უნდა გააკეთოთ: არ სცადოთ ნაგავთან ბრძოლა და არ სცადოთ მისი შეცვლა. უბრალოდ უყურეთ და დაიმახსოვრეთ ერთი რამ "ეს მე არ ვარ".

დაე, ეს იყოს მანტრა: "ეს მე არ ვარ". დაიმახსოვრეთ ეს, იყავით ფხიზლად და დაინახავთ რა მოხდება. ცვლილებას მაშინვე შეამჩნევთ. ნაგავი ისევ იარსებებს, მაგრამ იგი თქვენი ნაწილი აღარ იქნება.

"ეს მე არ ვარ" - ამ ფრაზის გახსენება გახდება ამ ნაგავზე უარის თქმის მიზეზი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

სურია ნამასკარი - მზის მისალმება


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო კომპლექსი სურია ნამასკარი, რ...

არომატების სამყარო. როგორ ზემოქმედებს სურნელი გარემომცველ რეალობაზე


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე წყარო ბუდისტურ სუტრებში აღწერილია, რო...

როგორ ჩნდება დაზიანებები მენჯის სეგმენტში?


ცხადია, რომ სექსუალური დათრგუნვის და სექსუალური ტაბუების საერთო ატმ...

"ეს მე არ ვარ"


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" მთარგმნელი: ნინი ანდღულაძე ...

ქალური და მამაკაცური გზა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მე ხშირად მეკითხებიან, რით განსხვავდება...

ოშო - როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო?


მთარგმნელი: ელენე ხმალაძე როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო? ეს შეუძლებელია,...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff