ძენ-კოანები

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე “ორი ხელი ტაშს უკრავს და ისმის ხმა, როგორია ერთი ხელის ხმა?“ როგორ ავხსნათ...


zen111ავტორი: ანა თოფურიძე

“ორი ხელი ტაშს უკრავს და ისმის ხმა, როგორია ერთი ხელის ხმა?“

როგორ ავხსნათ აუხსნელი? ეს კითხვა შთაგონებას აძლევდა და აძლევს უამრავ რელიგიას, ექსპერიმენტს და სამეცნიერო სფეროებს. მაგრამ ძენ ბუდიზმი რომლის პრაქტიკაც ჩინეთში იყო, სვამს განსხვავებულ კითხვას: „რატომ გვჭირდება ახსნა?“ ბუდისტი ბერებისთვის ყველა კითხვაზე ლოგიკური პასუხის მოძებნა არ იყო იგივე, რაც გზა გასხივოსნებისკენ. პირიქით, განსწავლა ყველა ცოდნის და ლოგიკური აზროვნების მეთოდის, იყო მათი გზა გასხივოსნებისკენ. ამ პრაქტიკისთვის ისინი იყნებდნენ კოანებს.

„კოანი“ ანუ კონგ-ან ითარგმნება როგორც საზოგადო ამოსახსნელი სიტუაცია. თუმცა არა რეალური. კოანები იყო სიურეალისტური, პარადოქსული და ლოგიკური აზროვნებით შეუცნობელი. კოანის არსი იყო მატერიალურ სამყაროზე ამაღლებდა და ჭეშმარიტი ბუდას შეცნობა. იმის, რაც ცნობიერების უფრო ღრმა სივრცეშია ვიდრე ლოგიკა. კოანის ამოხსნა იმდენად რთული იყო, რომ საჭიროებდა მედიტაციას. კოანების ამოხსნას ავალებდნენ შეგირდება. არსებობდა 1700 კოანისგან შედგენილი კრებული. კოანებზე ფიქრი ბერებს ეხმრებოდა გაეცნობიერებინათ და დაეპრაქტიკებინათ ბუდას სწავლება. ისინი თავისუფლდებოდნენ ერთი პასუხის ძიებისგან და ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას მოიპოვებდნენ. კოანებზე ფიქრი და მათი ამოხსნა ჩვენც შეგვიძლია და შეიძლება ამ პროცესში აღმოვაჩინოთ რომ კამათის და რადიკალური ჭეშმარიტებების შეჯახების მიღმა, არსებობს ის რაც სიმშვიდეს და ღიმილს მოგვიტანს.

გადმოცემულია სამი ბერის ისტორია რომლებმაც გზაზე ფრიალა დროშა დაინახეს. ერთმა თქვა: „ფრიალებს ნაჭერი“. მეორემ: „არა ქარი ფრიალებს და ნაჭერი მას მიყვება“’ მესამემ კი ორივეს უთხრა: „არც ნაჭერი ფრიალებს, არც ქარი ეს თქვენო გონების აღქმაა“.

დოგმატური იდეოლოგიით გაჟღენთილ ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდევ „საბჭოთა კავშირის“ კლანჭები ამჩნევია, ასეთი ფილოსოფია გაუგებარი და უცხოა. მაგრამ მაძიებელი მოფიქრალი ადამიანისთვის, როგორიც ალბათ ამ სტატიის მკითხველი ბრძანდებით ეს სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას გავს. გააცნობიერო რომ არსებობს რაღაც „კის“ ან „არას“ მიღმა და ის რაც „კიც“ არის და „არაც“.

კოანის მთავარი სიბრძნე იმაშია, რომ ის ინტერაქციულია და ასწლეულების შემდეგაც კი, თქვენთან შეხვედრისას გაფიქრებთ. მათში ბრძენი პერსონაჟები პასუხს არ გაპოვნინებენ, პასუხი და უპასუხობაც თქვენშივე უნდა იპოვოთ. პასუხის ვერ პოვნაში და ანალიზის პროცესში, გონება გადადის მდგომარეობაში სადაც ლოგიკა ქრება და იმ მდგომარეობას შეიგძნობს, რომელსაც ძენის შემმეცნებელი ბერებიც მიელტვოდნენ. კოანის მიზანია არა პასუხი გამპოვნინოთ არამედ თავად გაგების უნარის გაგება.

zen22222

რამდენიმე კოანის თარგმანი თქვენთვის:

ღამით მზესუმზირა მთვარეს აჰყურებდა და იღიმებოდა. ერთმა სოფლელმა დაუყვირა: "რატომ იღიმები, ეგ ხომ მზე არაა! ეგ ხომ მთვარეა! მზესა და მთვარეს შორის განსხვავებაც არ იცი.." მზესუმზირამ არ იცოდა განსხვავება მზესა და მთვარეს შორის და ვერ იტყოდა, მაგრამ ეს არ აღელვებდა. მზესუმზირა იმდენად მწყურვალი იყო, ერთადერთი რაზეც ფიქრი შეეძლო - წყალი იყო. როდესაც მზე ამოვიდა და მისი ფოთლები გაათბო, მან ამოიოხრა და იფიქრა "მე მძულს მზე". მაგრამ როდესაც მან წყალი დალია, მიხვდა რაც მოხდა და დანაშაულის გრძნობით აივსო.

(ეს ჩემი ფავორიტია, რომელიც მეორე დღეა გონებიდან არ მიქრება და ვიმეორებ და ვიმეორებ და ვცდილობ მის სიმარტივეს და გენიალობას ჩავწვდე):

ერთ დღეს ჩაო-ჩოუ თოვლში დაეცა და ყვირილი დაიწყო: "ამაყენეთ! ამაყენეეთ!". მოვიდა მეორე ბერი და მის გვერდით დაწვა. ჩაო-ჩუო ადგა და წავიდა.

 ბერმა კითხა ოსტატ ჰარიოს: "რა არის გზა..?" 

ჰარიომ უპასუხა: "თვალებგახელილი კაცი რომელიც ჭაში ვარდება"

ბერმა სთხოვა ოსტატ სჟაო სჟოუს რომ მისთვის ესწავლებინა.
სჟაო სჟოუმ კითხა: "ჭამე შენი საკვები.."?
"დიახ.." უპასუხა ბერმა.
"მაშ წადი და თასი გარეცხე.." უთხრა სჟაო სჟოუმ.
ამ მომენტში ბერი გახსივოსნდა.

ორი ბერი გზაზე მოდიოდა. გზაზე ქალი შეხვდათ. ერთმა ის მხრებზე შემოისვა, ატარა და გზის მეორე მხარეს დატოვა. გზა გააგრძელეს. მეორე ბერმა ითმინა, ითმინა და ბოლოს დაიყვირა. "როგორ ატარე ის ქალი? შენ ხომ ბერი ხარ!". პირველმა მშვიდმა და გაღიმებულმა უპასუხა: "მე ის გზაზე დავტოვე, შენ კი ისევ ატარებ..?"

ერთ დღეს ბერი მანჯუსრი კარიბჭის გარეთ იდგა. ბუდამ მას დაუძახა: "მანჯუსრი, შემოდი! რატომ დგახარ გარეთ..?", ანჯუსრიმ უპასუხა: "მე არ ვგრძნობ თავს გარეთ მყოფად, რატომ შემოვიდე..?".

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

არომატების სამყარო. როგორ ზემოქმედებს სურნელი გარემომცველ რეალობაზე


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე წყარო ბუდისტურ სუტრებში აღწერილია, რო...

იოგას რვა მეთოდი


ელის ბეილი - "სულის სინათლე" (კომენტარები პატანჯალის იოგა სუტრებზ...

ბუდჰი იოგა


კონსპექტი ოლეგ ტორსუნოვის სემინარიდან მთარგმნელი: მამუკა გუ...

სუფიური ფსიქოტექნიკა


სუფიზმი (არაბ. ატ-ტასავუფ) - სიტყვა, რომელსაც არ აქვს ერთვაროვანი ი...

ჯნიანა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

შავასანა - მოდუნების ტექნიკები იოგაში


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო ჩვენს საუკუნეში ადამიანები გან...

სუნთქვა - ხიდი სამყაროსკენ


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff