"გრავიტაციის კვანტური თეორია"

Admin
მეცნიერება
0
0

მონაკვეთი სტივენ ჰოკინგის წიგნიდან - „დროის მოკლე ისტორია“ მთარგმნელი: მამუკა გურული იმისთვის...

gravity

მონაკვეთი სტივენ ჰოკინგის წიგნიდან - „დროის მოკლე ისტორია“

მთარგმნელი: მამუკა გურული

იმისთვის, რომ ვისაუბროთ სამყაროს არსზე და იმაზე, ჰქონდა თუ არა მას დასაწყისი და ექნება თუ არა დასასრული, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს მეცნიერული თეორია საერთოდ. ჩემი თვალსაზრისით: თეორია - ესაა სამყაროს ან მისი რომელიმე ნაწილის თეორიული მოდელი, რომელიც შევსებულია კანონთა ნაკრებით, რომელიც თეორიულ სიდიდეებს ჩვენს დაკვირვებებთან აკავშირებს. ეს მოდელი მხოლოდ ჩვენს თავში არსებობს და არანაირი სხვა რეალობა არ გააჩნია (რა აზრიც არ უნდა ჩავდოთ ამ სიტყვაში).

თეორია ითვლება კარგად, თუკი იგი აკმაყოფილებს ორ მოთხოვნას: პირველ რიგში მან ზუსტად უნდა აღწეროს დაკვირვებათა ფართო კლასი იმ მოდელის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თავისუფალ ელემენტს შეიცავს. და მეორე, თეორიამ უნდა მოგვცეს სრულიად განსაზღვრული წინასწარმეტყველებები მომავალ დაკვირვებათა შედეგებთან დაკავშირებით. მაგალითად, არისტოტელეს თეორია, რომლის თანახმადაც ყველაფერი ოთხი ელემენტისგან შედგება - მიწისგან, ჰაერისგან, წყლისგან და ცეცხლისგან, - საკმარისად მარტივი იყო, რომ თეორიად წოდებულიყო, მაგრამ მისი მეშვეობით ვერ მივიღებდით ვერანაირ განსაზღვრულ წინასწარმეტყველებას. ნიუტონის მიზიდულობის თეორია კი კიდევ უფრო მარტივი მოდელისგან გამომდინარეობდა, რომლის მიხედვითაც სხეულები მიიზიდებიან ერთიმეორეს მიმართ გარკვეული სიდიდის პირდაპირპროპორციული ძალით, რომელთაც მათი მასა ეწოდება, და მათ შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციულით. მაგრამ თეორია ფრიად ზუსტად წინასწარმეტყველებს მზის, მთვარის და პლანეტების მოძრაობას.

ნებისმიერი ფიზიკური თეორია ყოველთვის დროებითია იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ჰიპოთეზას წარმოადგენს, რომლის დამტკიცებაც შეუძლებელია. რამდენჯერაც არ უნდა დაეთანხმოს თეორია ექსპერიმენტულ მონაცემებს, ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი იმაში, რომ შემდეგ ჯერზე ექსპერიმენტი წინააღმდეგობაში არ მოვა თეორიასთან. ამავე დროს, შეგვიძლია ნებისმიერი თეორია უარვყოთ, თუკი გვექნება ერთი დაკვირვებაც კი, რომელიც მის წინასწარმეტყველებებს არ შეესაბამება. როგორც ფილოსოფოსი კარლ პოპერი ამბობს, კარგი თეორიის აუცილებელი ნიშანია ის, რომ იგი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ წინასწარმეტყველებები, რომლებიც პრინციპში შესაძლებელია ექსპერიმენტულად უარყოფილ იქნას. ყოველ ჯერზე, როცა ახალი ექსპერიმენტები ამტკიცებენ თეორიის წინასწარმეტყველებებს, თეორია თავისი სიცოცხლისუნარიანობას ავლენს, და ჩვენი რწმენა მისადმი მყარდება. მაგრამ თუ ერთი დაკვირვება მაინც არ ეთანხმება თეორიას, ჩვენ გვიწევს, რომ ან უარი ვთქვათ მასზე, ან გადავაკეთოთ. ასეთია ლოგიკა, თუმცა თქვენ უფლებამოსილი ხართ დაეჭვდეთ იმის კომპეტენტურობაში, ვინც დაკვირვებებს აწარმოებდა.

პრაქტიკაში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ახალი თეორია სინამდვილეში წინა თეორიის გაფართოებას წარმოადგენს. მაგალითად, ძალიან ზუსტი დაკვირვებები პლანეტა მერკურიზე ავლენდნენ მცირე სხვაობებს მის მოძრაობასა და ნიუტონის მიზიდულობის თეორიას შორის. აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, მერკურიმ ცოტათი განსხვავებულად უნდა იმოძრაოს, ვიდრე ეს ნიუტონის თეორიით მიიღება. ის ფაქტი, რომ აინშტაინის წინასწარმეტყველებები ემთხვევა დაკვირვების შედეგებს, ხოლო ნიუტონის - არ ემთხვევა, ერთ-ერთი გადამწყვეტი დადასტურება გახდა ახალი თეორიისთვის. მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ დღემდე ვიყენებთ ნიუტონის თეორიას, რადგანაც იმ შემთხვევებში, რომლებთანაც ჩვეულებრივ გვაქვს საქმე, მისი წინასწარმეტყველებები ძალიან მცირედ განსხვავდება ფარდობითობის ზოგადი თეორიისგან (ნიუტონის თეორიას ასევე აქვს ის უზარმაზარი უპირატესობა, რომ მასთან მუშაობა გაცილებით მარტივია, ვიდრე აინშტაინის თეორიასთან).

მეცნიერების საბოლოო მიზანს წარმოადგენს ერთიანი თეორიის შექმნა, რომელი მთელ სამყაროს აღწერდა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად, მეცნიერთა უმეტესობა ორ ნაწილად ყოფს მას: პირველი ნაწილი - ესაა კანონები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ, როგორ იცვლება სამყარო დროსთან ერთად (როცა ვიცით, როგორია სამყარო დროის ერთ მომენტში, ამ კანონთა მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, რა დაემართება მას დროის ნებისმიერ მომდევნო მომენტში). მეორე ნაწილი - ესაა სამყაროს საწყისი მდგომარეობის პრობლემა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მეცნიერება მხოლოდ პირველი ნაწილით უნდა დაკავდეს, ხოლო კითხვა იმის შესახებ, თუ რა იყო დასაწყისში, მეტაფიზიკის და რელიგიის საქმედ ითვლება. ასეთი შეხედულების მომხრეები ამბობენ, რომ რადგანაც ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისი ნება იქნებოდა სამყაროს „გაშვება“ ისე, როგორც სურდა. თუ ისინი მართლები არიან, ღმერთს ჰქონდა საშუალება ისე გაეკეთებინა, რომ სამყარო სრულიად თავისუფლად განვითარებულიყო. ღმერთმა კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ იგი ფრიად რეგულარულად განვითარებულიყო - განსაზღვრული კანონებით. მაგრამ მაშინ ასევე ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ არსებობს კანონები, რომლებიც სამყაროს საწყის მდგომარეობებს მართავენ.

აღმოჩნდა, რომ ძალიან ძნელია ერთბაშად შეიქმნას თეორია, რომელიც მთელ სამყაროს აღწერს. ამის ნაცვლად ჩვენ ამ ამოცანას ნაწილებად ვყოფთ და კერძო თეორიებს ვაწყობთ. ყოველი მათგანი დაკვირვებათა ერთ შეზღუდულ კლასს აღწერს, მასთან მიმართებაში აკეთებს წინასწარმეტყველებებს და უგულვებელჰყოფს ყველა დანარჩენი სიდიდის ზეგავლენას, ან ამ უკანასკნელთ რიცხვთა უბრალო ნაკრებად წარმოიდგენს. შესაძლოა, რომ ასეთი მიდგომა სრულიად არასწორია. თუ სამყაროში ყველაფერი ფუნდამენტალურადაა დამოკიდებული ყველაფერ დანარჩენზე, შესაძლოა, რომ ამოცანის ცალკეული ნაწილების იზოლირებულად კვლევით ვერ მივიდეთ მის სრულ გადაწყვეტამდე. მიუხედავად ამისა, ძველად ჩვენი პროგრესი სწორედ ამ გზით მიდიოდა. კლასიკურ მაგალითად კვლავაც ნიუტონის მიზიდულობის კანონი გამოგვადგება, რომლის მიხედვითაც ორ სხეულს შორის მოქმედი გრავიტაციული ძალა დამოკიდებულია ყოველი სხეულის მხოლოდ ერთ მახასიათებელზე - მასაზე, დ არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ნივთიერებისგან შედგება სხეული. შესაბამისად, მზისა და პლანეტების ორბიტების გამოსათვლელად არ გვჭირდება მათი სტრუქტურისა და შემადგენლობის თეორია.

ახლა არსებობს ორი ძირითადი კერძო თეორია სამყაროს აღსაწერად - ფარდობითობის ზოგადი თეორია და კვანტური მექანიკა. ორივე მათგანი შედეგია XX საუკუნის პირველი ნახევრის მეცნიერთა უზარმაზარი ინტელექტუალური ძალისხმევებისა. ფარდობითობის ზოგადი თეორია აღწერს გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს და სამყაროს დიდი მასშტაბის სტრუქტურას, ანუ სტრუქტურას მასშტაბში: რამდენიმე კილომეტრიდან მილიონ მილიონ მილიონ მილიონ (ერთეული ოცდაოთხი ნულით) კილომეტრამდე, ან სამყაროს დაკვირვებადი ნაწილის ზომებამდე. კვანტურ მექანიკას კი საქმე აქვს უკიდურესად პატარა მასშტაბების მოვლენებთან, როგორიცაა სანტიმეტრის მემილიონედის მემილიონედი. და სამწუხაროდ, ეს ორი თეორია შეუთავსებელია - ისინი არ შეიძლება ერთდროულად მართალნი იყვნენ. თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი კვევითი მიმართულება და ამ წიგნის მთავარი თემა სწორედ იმ ახალი თეორიის ძიებაა, რომელიც ორ წინამდებარეს ერთში - გრავიტაციის კვანტურ თეორიაში გააერთიანებდა. ჯერ-ჯერობით ასეთი თეორია არ გვაქვს, და შესაძლოა კიდევ დიდხანს მოგვიწიოს ლოდინი, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით მრავალი ის თვისება, რომელსაც იგი უნდა ფლობდეს. შემდეგ თავებში თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენ უკვე არც თუ ისე ცოტა ვიცით იმაზე, თუ რა წინასწარმეტყველებები უნდა გამომდინარეობდეს გრავიტაციის კვანტური თეორიიდან.

თუ თქვენ თვლით, რომ სამყარო ვითარდება არა შემთხვევითობის პრინციპით, არამედ გარკვეულ კანონებს ექვემდებარება, ბოლოს და ბოლოს მოგიწევთ, რომ ყველა კერძო თეორია ერთ მთლიანობად გააერთიანოთ, რომელიც ყველაფერს აღწერს სამყაროში...

მსგავსი სტატიები

სიმების თეორია მარტივად


მთარგმნელი: იოანე შენგელია   - გენიალური იდეა მომივიდა: შეიძ...

წრფივი და არაწრფივი სისტემები (მოკლე მიმოხილვა)


ავტორი: იოანე შენგელია   წარმოიდგინეთ, რომ ერთ ხელში გაქვთ ე...

ვართ თუ არა მარტონი სამყაროში?


 ჯილ ტარტერი - TED-ის ვიდეოებიდან მთარგმნელი: ლია ქიმე...

12 შესაძლო მიზეზი, რატომაც ვერ ვიპოვეთ უცხოპლანეტელები


მთარგმნელი: ნიკა ვასაძე წყარო 1950 წელს ლანჩის დროს გამართული დ...

საკვებად გამოსადეგი 7 მცენარე ველურ ბუნებაში


მთარგმნელი: ეთერ ჭოხონელიძე წყარო მორიგი გასეირნების თუ ლაშქრობის...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff