"ტრავმა ცხოვრების ნაწილია" - პიტერ ლევინის მეთოდი (SE)

Admin
მეცნიერება ფსიქოლოგია
0
0

 
peter levine 

პიტერ ლევინი - პროფესორი, დოქტორი, Somatic Experiencing®-ის შემქმნელი. ერგოსის სომატური განათლების ინსტიტუტის ფაკულტეტის დამფუძნებელი
 
სომატური გამოცდილება არის სხეულზე ორიენტირებული მიდგომა PTSD-ის (პოსტტრავმული სტრესული აშლილობის) სამკურნალოდ, რომელიც, უფრო მეტად ფოკუსირებულია ბუნებრივ, სხეულებრივ (სომატურ) რეაქციებზე, ვიდრე ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებულ აზრებზე ან ემოციებზე.
 
ტექსტი მოგვაწოდა მოქშა ფეიქარმა
 
თარგმნა ლილამ
 
როგორ გამოიყენება სომატური გამოცდილების მეთოდი ტრავმებთან მუშაობისას?
 
რა არის ტრავმა
 
ესა თუ ის მოვლენა ტრავმა ხდება მაშინ, თუ იგი აღწევს ჩვენი დამცავი საფარის ქვეშ, გადაგვავსებს და თავს უმწეოდ გვაგრძნობინებს. 
 
ტრავმა შეიძლება სრულიად სხვადასხვა სახის გამოცდილებებმა გამოიწვიოს. ავტო- საგზაო შემთხვევებმა, დაცემამ, ოპერაციებმა, სერიოზულმა დაავადებებმა, დაზიანებებმა, საყვარელი ადამიანის დაკარგვამ, ბავშვობაში უგულებელყოფამ, ან საშვილოსნოში ყოფნის დროს პრენატალურმა საფრთხემ, ომმა, სტიქიურმა უბედურებებმა, ან სექსუალურმა ძალადობამ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენებიც კი, როგორებიცაასამედიცინო ჩარევა, ძაღლის კბენა, ან ტელევიზიით ძალადობის ყურება, შეიძლება ტრავმული აღმოჩნდეს.
 
ტრავმის ბიოლოგია
 
საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ძირითადად ყველას გვაქვს სამი თანდაყოლილი გადარჩენის სტრატეგია: გაქცევა, შებრძოლება, ან გაშეშება. თუ შევძლებთ გავიქცეთ ან შებრძოლებით წარმატებით დავიცვათ თავი საფრთხისგან, ორგანიზმი კვლავ შეძლებს აღიდგინოს ბუნებრივი წონასწორობას. თუ ბრძოლას ან გაქცევას ვერ ვახერხებთ, შოკის მდგომარეობაში ვართ და ვშეშდებით.  ეს შეძლება მაშინ მოხდეს, როდესაც ვხედავთ როგორ მოემართება ჩვენკენ უზარმაზარი აღრენილი ძაღლი.
 
თუ ჩვენ მოგვიანებით ამ სახიფათო სიტუაციაში დაგროვებული ენერგიის გამოთავისუფლებას (ჩამოფერთხვას) ვერ შევძლებთ, იგი ჩვენი ნერვული სისტემის ხაფანგში გაიჭედება. ამის გამო მუდმივად განგაშის მდგომარეობაში ვიქნებით, ან ძაღლების შიში ჩამოგვიყალიბდება. სწორედ ჩვენ ნერვულ სისტემაშიშეკავებულ ამ გადარჩენის ენერგიას ვუწოდებთ ტრავმას.

%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98
 
,,სხეულის გაცნობიერების უნარი ნელ-ნელა უნდა განვითარდეს. მისი შეცნობა მხოლოდ საფეხურეობრივად არის შესაძლებელი.’’
 
-პიტერ ლევინი
 
როგორ მუშაობს სომატური გამოცდილების მეთოდი ტრავმებზე?
 
ავტონომიურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირება
 
სომატური გამოცდილების მეთოდი (SE) ®ძირითადად ტრავმული მოვლენის ფიზიკურ რეაქციაზე მუშაობს. ის მიმართავს ავტონომიურ ნერვულ სისტემას, რომელიც  ტრავმაზეა პასუხისმგებელი. ეს ცნობიერი ნებელობითარ ხდება, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ნეიტრალური ყურადღებით.
 
ტრავმის დაძლევის პროცესის შემადგენელი ელემენტები
 
SE-ს ტრავმასთან მუშაობის მიმართულება არის სხეულის შეგრძნებების, იმპულსების, ემოციების, შინაგანი სურათების, აზრების და რწმენების თვალყურის დევნება. 
პროცესის სხვა მნიშვნელოვანი ელემენტებია რესურსების გააქტიურება, სხეულში ტრავმის კვალსა დარესურსებს შორის კავშირის აღდგენა, ცენტრირება და დამიწება, სხეულის იმპულსების აღება და ტიტრირება, ე.წ მცირე ნაბიჯების პროცედურები.
 
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ნერვულ სისტემას გაყინული ენერგიის მცირე დოზებით „დათბობა“და მისი თანდათანობით განთავისუფლება შეუძლია. ეს კონტროლირებადი გამოთავისუფლება ხელს უშლის შესაძლო რეტრავმატიზაციას, ანუ ხელახლა გადატვირთვას. სხეულში ტრავმის შედეგად მიღებულისიმპტომები შეიძლება რბილად დაიშალოს. ტრავმით გამოწვეული დამბლის შეგრძნება რომ რაღაცა არშეგიძლიათ, გადაიქცევა, შეგრძნებად რომ თქვენ ამას შეძლებთ. 
 
ტრავმასთან ხელახალი მოლაპარაკება
 
სომატური გამოცდილებით (SE) ® ტრავმის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ მხარეებთან ხელახალი მოლაპარაკება ხდება. სხეული თანდათან მეტ უსაფრთხოებას გრძნობს. ეს ბუნებრივი სიფხიზლე სხეულში დადებითად მოქმედებს აზრებზე, გრძნობებზე, ემოციებსა და რწმენებზე.
 
ტრავმა დამუშავებული და ინტეგრირებულია, მაშინ როცა მასზე ფიქრი და საუბარი შესაძლებელია ნერვულისისტემის დასტრესვის გარეშე. ის ხდება უბრალოდ გამოცდილება, რომელიც აღარ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას თავის ნებაზე. 
 
როგორ მუშაობს სომატური გამოცდილების სესია?
 
"ტრავმის განკურნების გასაღები არ არის ტრავმის ხელახლა განცდა, არამედ სხეულში ახალიგამოცდილების შექმნა." - დოქტორი პიტერ ა. ლევინი
 
ტრავმის დანახვა იმად რაც სინამდვილეში არის
 
SE სესია აგებულია რწმენაზე, რომ ტრავმა არ არის დაავადება ან აშლილობა. ფიზიკური და ემოციურირეაქცია ტრავმულ მოვლენაზე არის ნორმალური რეაქცია არანორმალურ მოვლენაზე.
 
სომატური გამოცდილება (SE) ® არის საკუთარ თავთან და საკუთარ სხეულთან კავშირის აღდგენა, რადგან ტრავმის შემდეგ სხეული თქვენ წინააღმდეგ წასვლას იწყებს. ის წარმოქმნის აუხსნელ სიმპტომებს, რომლებიცსიცოცხლის ხარისხს აუარესებენ. ამიტომ SE შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილია ინფორმაციის გადაცემა. ესგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ არის დაკავშირებული გარკვეული სიმპტომები განცდილ ტრავმებთან.
 
არ არის საჭირო ტრავმის თავიდან განცდა.
 
SE სესიაზე, თქვენ ისწავლით როგორ შეინარჩუნოთ აწმყოსთან კავშირი წარსულ ტრავმულ გამოცდილებაზე საუბრისას. ძალიან ბევრმა დეტალმა შეიძლება გააძლიეროს და ხელახლა მოახდინოს სხეულის მიერსაშიშროების აღქმა, რადგან ტრავმა ავითარებს მიჯაჭვულობას, რომლის დროსაც ადამიანმა შეიძლება თავი დაკარგოს.
 
ამიტომ SE განსხვავებულ მიდგომას ირჩევს. ჩვენ ვააქტიურებთ რესურსებს, რომლებიც მაშინდელ სიტუაციასაკლდა და ვეძებთ მათ სხეულში. მათი პროფესიონალიზმის დონიდან გამომდინარე, SE-ს თერაპევტებიიყენებენ საუბრის, შეხების, მოძრაობის ან სხვა კრეატიულ მეთოდებს.
 
ამ რესურსებსა და ტრავმატულ გამოცდილებას შორის ხახუნისას ნერვულ სისტემაში შეკრული გადარჩენისენერგია თანდათან იხსნება. ცვლილება ხდება ძალიან მიზანმიმართულად მცირე ნაბიჯებით, რათა ორგანიზმმა მათი ინტეგრირება შეძლოს. თქვენ არ გჭირდებათ ტრავმის ხელახლა გადატანა.
 
სხეულში ახალი გამოცდილება უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
 
SE სესიაზე პრაქტიკოსის ფრთხილი წინამძღვრობით გააცნობიერებთ სხეულს და ეს ცნობიერება დროთაგანმავლობაში გაიზრდება.  იხსნება ტრავმაზე არაცნობიერი ფიქსაცია და თქვენ უფრო და უფრო ადვილადხვდებით, როდის იწყებს სხეული თვითრეგულირებას. ამ უნარს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიგადაიტანთ. თანდათანობით, სხეულის ეს ახალი გამოცდილება ქმნის განსხვავებულ, უსაფრთხოდამოკიდებულებას ცხოვრებისადმი. შეიძლება განვითარდეს თვითრეგულირება, დამუხტვისა და განმუხტვისბუნებრივი რიტმი, დაძაბულობა და რელაქსაცია.
 
(SE) ®-ში შესაძლებელია მუშაობა თერაპევტისთვის თქვენი სიტუაციის მოყოლის გარეშე, ეს ხდება მაშინ თუთემა ძალიან სტრესულია, ან კლიენტს მოვლენები არ ახსოვს. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ აწმყოგრძნობებზე და სხეულის შეგრძნებებზე. საკმარისია სხეულმა ეს დაიმახსოვროს. 
 
წლების, თუნდაც ათწლეულების შემდეგაც კი, თქვენ შეგიძლიათ დაამუშავოთ ტრავმული გამოცდილება SE-სგამოყენებით. გვიან არასოდესაა.
 
ტრავმა ცხოვრების ნაწილია, ისევე როგორც ტრავმასთან გამკლავება.

 
რა არის სომატური გამოცდილების მეთოდი(SE) ®? 
 
სომატური გამოცდილება (SE) ® სხეულზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომაა ტრავმული სტრესისგანგასათავისუფლებლად. იგი საერთაშორისოდ აღიარებულმა ტრავმის მკვლევარმა და თერაპევტმადოქტორმა პიტერ ა. ლევინმა შექმნა. SE გამოიყენება შოკური ტრავმების, ადრეული მიჯაჭვულობისა დაგანვითარების ტრავმების დასაძლევად. სომატური გამოცდილების (SE) ® მიზანია ნერვულ სისტემაშიბუნებრივი თვითრეგულირების აღდგენა და ამით ორგანიზმში შოკისა და ტრავმის შედეგად წარმოქმნილისიმპტომების შეცვლა.  
 
როგორ მუშაობს სომატური გამოცდილების მეთოდი?
 
სომატური გამოცდილება (SE) ®  ტრავმად არ მიიჩნევს თავად მომხდარ მოვლენას, არამედ ამ მოვლენაზეგამოხატულ ფიზიკურ რეაქციას. 
 
საშიშ სიტუაციაში თავდაცვის პროგრამა ავტომატურად აქტიურდება: ხდება შებრძოლება, გაქცევა, გაშეშება ანკოლაფსი. მხოლოდ მაშინ, როცა ამ პროცესში მობილიზებული უზარმაზარი ენერგია გამოთავისუფლდება, ორგანიზმისთვის საშიშროება ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მზადყოფნის მდგომარეობაში რჩება. გადარჩენის ენერგია ჩაკეტილია ნერვულ სისტემაში და ხდება ტრავმა.
 
სომატური გამოცდილება (SE) ® არის არავერბალური კომუნიკაცია სხეულის მეხსიერებასთან. ნერვულსისტემას ეძლევა ინსტრუქტაჟი, განთავისუფლდეს ტრავმის დროს დაბლოკილი ენერგიებისგან. სხეულიიბრუნებს თავისუფლებას, სიცოცხლისუნარიანობას და უსაფრთხოების განცდას.. 
 
ვის აქვს სომატური გამოცდილების მეთოდის გამოყენების უფლება?
 
სომატური გამოცდილების ყველა კვალიფიციურ მომხმარებელს დასრულებული აქვს 3-წლიანი სასწავლო კურსი, რომლის შედეგადაც იღებს „სომატური გამოცდილების მეთოდის პრაქტიკოსის“ (SEP) ტიტულს. სერთიფიკატებს გასცემს დოქტორი პიტერ ა. ლევინი და EASE (ევროპის სომატური გამოცდილებისასოციაცია)®. ნებისმიერს, ვისაც სხვების მკურნალობის ნებართვა აქვთ, მაგ. ექიმებს, ფსიქოთერაპევტებს, ალტერნატიულ პრაქტიკოსებს და ფსიქოთერაპიის ალტერნატიულ პრაქტიკოსებს, შეუძლიათ SE თერაპიულად გამოიყენონ. ყველა სხვა სერტიფიცირებულ SE მომხმარებელს უფლება ეძლება SE გამოიყენოს საკონსულტაციოდ მათი შესაბამისი პროფესიის კონტექსტში.  
 
 
მოულოდნელი აღმოჩენა
 
1969 წელს, როდესაც ადამიანი მთვარეზე დაეშვა. ბიოფიზიკოსი და ფსიქოლოგი დოქტორი პიტერ ა. ლევინიდაინტერესდა შეკითხვით, თუ რატომ არ არიან ტრავმირებულები ველური ცხოველები, რომლებიცრეგულარულად იმყოფებიან სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში. იმ დროს ფსიქოსომატიკა ჯერ კიდევახალი დარგი იყო და შედარებით ნაკლებად გამოკვლეული.
 
შემდეგ მან მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა ნენსისთან, მის კლიენტთან მუშაობისას, რომელსაც აწუხებდაფობიები და პანიკური შეტევები.
 
ვეფხვის სიმბოლო
 
როდესაც რელაქსაციის სხვადასხვა მეთოდი არ დაეხმარა მის კლიენტს და კიდევ უფრო გაუუარესამდგომარეობა, დოქტორი ლევინი ამან შთააგონა. ნენსის უთხრა, რომ წარმოსახვითი ვეფხვისგანგაქცეულიყო. მისდა გასაკვირად, მისმა ფეხებმა ადგილზე დაიწყო კანკალი. საბოლოოდ, ქალი ძლიერმაკანკალმა შეიპყრო. "ვეფხის გამოსახულებამ მისი ინსტინქტურად რეაქტიული ნაწილი გააღვიძა", - განმარტავს დოქტორი პიტერ ა. ლევინი.
 
მას უცებ გაახსენდა ბავშვობის ტრავმული სიტუაცია,  ოპერაცია, რომლის დროსაც გაუკეთეს ეთერულინარკოზი. გრძნობდა, როგორ ჩავარდა კრუნჩხვებში. ამ საშინელი გამოცდილების შემდეგ დაკარგა ბუნებრივისიცოცხლისუნარიანობა და შეეგუა ამას. წლების შემდეგ განუვითარდა ძლიერი შფოთვითი სიმპტომები.
 
ინსტინქტური სირბილის მოძრაობებამ, ნენსის ნერვულ სისტემაში გაათავისუფლა ზედმეტი ენერგიია, რომელიც მას ოპერაციის შემდეგ ჰქონდა შეკავებული. მას შემდეგ ვეფხვი სომატურ გამოცდილებაში (SE) ® ტრავმის დროს დათრგუნული სასიცოცხლო ძალის სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელსაც შეუძლია სამკურნალოიმპულსების მეშვეობით იპოვოს თავისი ბუნებრივი გზა. 
 
გარღვევა ტრავმის დამუშავების ისტორიაში
 
ეს სესია კლიენტისთვის გარღვევა იყო. როგორც იქნა ისევ ცოცხლად იგრძნო თავი. შიშები დაივიწყდა დააქტიურ ცხოვრებას შეუდგა. 
 
ნენსისთან შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანი იყო დოქტორ პიტერ ა. ლევინისთვისაც. ამან მას ტრავმულგამოცდილებასთან მუშაობის ახალი შეხედულებები გაუჩინა. აშკარა იყო, რომ ჩვენ, ადამიანებს, გვაქვსთანდაყოლილი უნარი გავუმკლავდეთ ტრავმას.
 
დოქტორმა ლევინმა განაგრძო ტრავმის ბიოლოგიის კვლევა და შეიმუშავა სხეულზე ორიენტირებულიმიდგომა ტრავმასთან გამკლავებისთვის - Somatic Experiencing (SE) ®. შემდგომი კვლევების მსვლელობისასის უფრო და უფრო დახვეწა. SE გახდა უფრო დიფერენცირებული - ნაზი და ამავე დროს ძლიერი.
 
მან დააარსა ადამიანის გამდიდრების ფონდი ლიონში, კოლორადო, აშშ, ახლა სომატური ტრავმისინსტიტუტი (SETI). ის და მის მიერ აკრედიტებული ტრენერების გუნდი სომატური გამოცდილების მეთოდს (SE) ® მთელ მსოფლიოში 1990-იანი წლებიდან ასწავლიან. 
 
 
,,ტრავმა არის ყველაზე ძლიერი ძალების მოქმედების შედეგი, რაც კი ადამიანის სხეულს შეუძლია აიტანოს.’’ 
 - პიტერ ლევინი
 
 
,,მჯერა, რომ ტრავმა განკურნებადია და რომ გამოჯანმრთელების პროცესი შეიძლება ღრმა გამოღვიძების კატალიზატორი გახდეს - ესაა ღია კარები ემოციური და რეალური სულიერიტრანსფორმაციისთვის. ‘’ - პიტერ  ლევინი
 
სომატური გამოცდილების მეთოდი (SE) ® განვითარებას განაგრძობს
 
სომატური გამოცდილება (SE) ® არის ცოცხალი მეთოდი, რომელიც მუდმივად ვითარდება და იხვეწება. თავდაპირველად, SE შეიქმნა შოკური ტრავმის დასამუშავებლად. ხოლო ახლა მოიცავს მუშაობას ემოციურ ტრავმასთან, ადრეულ მიჯაჭვულობასთან და განვითარების ტრავმასთან, პრენატალურ ტრავმასთან, ტრანსგენერაციულ და სოციალურ ტრავმასთან.
 
მოქმედი ავტორი და ლექტორი დოქტორ ლევინ თავის სასწავლო კურსებსა და წიგნებში ყოველთვის ახალ თემებს გვთავაზობს SE-ს თვალსაზრისით:
 
სექსუალური ტრავმა, სქესობრივი განკურნება: ჭრილობის გარდაქმნა; სხეულის კითხვა: არქეტიპები დაგანვითარების ტრავმა; დეპრესია, აგრესია, ტრიუმფი და სუნთქვითი პრაქტიკები - ადრეულ დეპრესიასთან მუშაობა; ტრავმა, ემოცია და მეხსიერება; სირცხვილი და სიამაყე; ნემსის ყუნწში გაძრომა - მუშაობა სიკვდილის გამოცდილებასთან, ანესთეზიასთან და ა.შ.
 
დოქტორი პიტერ ლევინი - მარადიული მოსწავლე
 
ეს განვითარება შესაძლებელი გახდა დოქტორ ლევინის არაჩვეულებრივი გახსნილობის გამო აზროვნებისსხვადასხვა მოდელების მიმართ. SE ასევე ვითარდება უახლესი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მაგ. ნეირომეცნიერებიდან. დოქტორი პიტერ ა. ლევინი შთამბეჭდავი, მისაბაძი მაგალითია, რადგან მთელიცხოვრების განმავლობაში სწავლობს.
 
სომატური გამოცდილება (SE) ® გამდიდრდა სხვა მასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დისციპლინებთანურთიერთობითაც. სტეფან პორგესის პოლივაგალური თეორია, საშოს ნერვის დიფერენციაციის შესახებ, SE-სგანუყოფელი ნაწილი გახდა და იძლევა უაღრესად ზუსტი მეთოდების გამოყენების საშუალებას განკურნებისთვის.
 
ბოლო წლებში დოქტორი პიტერ ა. ლევინი სულ უფრო ხშირად იყენებს დამხმარე საშუალებებს, როგორიცაარბილი ბატუტი, რომელიც ნაზი რხევით შინაგანი მოძრაობის იმპულსებს იწვევს და ამით ათავისუფლებს ტრავმასთან დაკავშირებულ დამბლას.
 
გამოყენების უფრო მეტი სფერო
 
SE, ნერვულ სისტემაზე მკაფიო აქცენტის გამო, უფრო და უფრო მეტ სფეროში გამოიყენება. მაგალითად, წყვილთა კონსულტაციასა და მედიაციაში SE-ს აქვს ტრანსოფრმაციული ეფექტი. მონაწილეები სწავლობენ სტრესული ურთიერთობის ნიმუშების, ისევე როგორც ნერვული შაბლონების შემჩნევას, რომლებიცგაყინულია ადრეული ტრავმული  გამოცდილებით და მოითხოვს დაშლას.
 
SE თერაპევტები ასევე ეხმარებიან კრიზისულ სიტუაციებში დაზარალებულებს, მაგ. ცუნამის, სხვა სტიქიური უბედურებების და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად.
 
ტრავმა და სულიერება
 
ძველ მისტიკურ ნაწერებში  ტრავმა მოიხსენიება, როგორც სულიერების კარიბჭე. SE-ს წყალობით დაინახავთკავშირს ტრავმასა და სულიერებას შორის- როგორც პოსტტრავმულ ზრდას. Somatic Experiencing (SE) ®-თანმუშაობის შედეგად შექმნილი აწმყო ცნობიერება გიბიძგებთ სულიერი გამოცდილებისკენ.
 
“ტრავმა ცხოვრებისეული ფაქტია, მაგრამ ის განაჩენად არ უნდა გადაიქცეს.’’
- პიტერ ლევინი
 
 
SE™ მიდგომა
 
SE გვთავაზობს შეფასების ჩარჩოს, რომ დავადგინოთ თუ სად არის ადამიანი „გაჭედილი“ ბრძოლის, გაქცევის ან გაშეშების პასუხებში და გვთავაზობს კლინიკურ ინსტრუმენტებს ამ ფიქსირებული ფიზიოლოგიურიმდგომარეობის მოსაგვარებლად. ის უზრუნველყოფს ეფექტური უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიცგამოსადეგია სხვადასხვა პროფესიებში, მათ შორის მათში, რომლებიც დაკავშირებულები არიან ფსიქიკურჯანმრთელობასთან, მედიცინასთან, ფიზიკურ და ოკუპაციურ თერაპიასთან, სხეულზე მუშაობასთან, დამოკიდებულებების განკურნებასთან. გამოადგებათ მასწავლებლებს და ა.შ. 
 
მეცნიერება
 
ტრავმა შეიძლება ჩამოყალიბდეს სიცოცხლისთვის საშიშად აღქმული მოვლენიდან გამოწვეული მწვავე სტრესის გამო, ან როგორც კუმულაციური სტრესის საბოლოო პროდუქტი. სტრესის ორივე სახეობამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ადამიანის უნარი იცხოვროს მარტივად, აქ და ახლა. ტრავმა შეიძლებაგამოწვეული იყოს სხვადასხვა სტრესორებით, ისეთებით, როგორებიცაა უბედური შემთხვევები, ინვაზიურისამედიცინო პროცედურები, სექსუალური ან ფიზიკური შეურაცხყოფა, ემოციური ძალადობა, უგულებელყოფა, ომი, რასობრივი დისკრიმინაცია, ჩაგვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ადამიანის დაკარგვა, დაბადების ტრავმა, ან მუდმივი შიშის კოროზიული სტრესორები, კონფლიქტი და ქრონიკული სირცხვილისშეგრძნება. 
 
,,საჭირო არაა გახსოვდეს შენი ისტორიის დეტალები, იმისთვის რომ გადააპროგრამო სიმპტომები, ან მათი შედეგი.”
- პიტერ ლევინი

 
როგორ მუშაობს SE?
 
ადამიანებს ტრავმის შედეგების გადალახვის თანდაყოლილი უნარი აქვთ. SE™ მიდგომა ხელს უწყობსთავდაცვითი მოტორული რეაქციების დასრულებას და სხეულსა და ნერვულ სისტემაში გაჭედილი ენერგიისგამოთავისუფლებას, რითაც აღმოფხვრის ტრავმული სიმპტომების ძირითად მიზეზს. ეს მიიღწევა კლიენტებისრბილად გაძღოლით, რათა მათ განუვითარდეთ ტოლერანტულობა რთული სხეულებრივი შეგრძნებების დადათრგუნული ემოციების მიმართ, ეს აძლიერებს მათ მდგრადობას სტრესების მიმართ. 
 
ბუნების გაკვეთილი
 
1970-იანი წლებიდან, პიტერის კვლევებმა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უმკლავდებიან ცხოველები საფრთხეს, სომატური გამოცდილების მეთოდის (SE™) განვითარება გამოიწვია. მეთოდი, რომელიც ძალზეეფექტურია ჩვენი ნერვული სისტემის გადატვირთვის შედეგებთან გამკლავებაში. SE™ არის კლინიკურიმეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებულია იმის გააზრებაზე, თუ რატომ არ განიცდიან ველურ ბუნებაშიცხოველები ტრამვებს მიუხედავად მათი სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში არსებობისა, ხოლოადამიანები, მეორეს მხრივ, ადვილად იტვირთებიან და ხშირად ექვემდებარებიან ჰიპერაგზნების, გათიშვის,ხანგრძლივ ტრავმულ სიმპტომებს და დისრეგულაციას.
 
როგორ გამოათავისუფლებენ ცხოველები სტრესს
 
დოქტორი ლევინი ნერვული სისტემის სტრესის შესწავლით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გააანალიზა, რომ ველური ცხოველები მუდმივად სასიცოცხლოდ სახიფათო მდგომარეობაში არიან, მაგრამ ძალიან იშვიათად აღენიშნებათ ტრავმის სიმპტომები. მან აღმოაჩინა, რომ ღრმა ტრავმა დაკავშირებულია მესამეულ გადარჩენის პასუხთან - გაშეშება და კოლაფსი. როდესაც ალტერნატივა არაა შებრძოლება, ან გაქცევა, ცხოველიც და ადამიანიც იყინება, უმოქმედო ხდება ,,მკვდრად აჩვენებს თავს''. ეს მათ არასასურველ სამიზნედ აქცევთ. გაშეშების და კოლაფსის პასუხი დროში შეზღუდულია. რაღაც პერიოდის შემდეგ მან უნდა შეიცვალოს კურსი და ნება მისცეს დაგროვილ მასიურ ენერგიას, რომელიც მომზადებული იყო შებრძოლების, ან გაქცევისთვის, რომ გამოიყოს ნაზი კანკალით. თუ უმოქმედობის ფაზა არ დასრულდება, მაშინ მუხტი გამომწყვდეულია სხეულში, სხეული კვლავ შიშის მდგომარეობაშია და სამყაროს მუდმივად ამ პერსპექტივიდან აღიქვამს. სომატური გამოცდილება მუშაობს ამ შენახული ენერგიის გათავისუფლებაზე დაგანგაშის სიგნალის გამორთვაზე, რომელიც იწვევს დისრეგულაციას და დისოციაციას.  
 
ველური ცხოველები
 
შოკისგან გათავისუფლება
 
არ გადაიტანო იგივე თავიდან, არამედ მოელაპარაკე
 
პროფესორ ლევინს სჯერა, რომ თავად მატრავმირებელი მოვლენა არ იწვევს ხანგრძლივად გამყოლ ტრავმას, არამედ ის სხეულში ჩაკეტილი პასუხი აღზნებაზე, რომელიც მიჩნეულ იქნა სიცოცხლისთვის სახიფათოდ და ამის გამო ნერვული სისტემა ისევ ბალანსიდანაა ამოვარდნილი. სომატური გამოცდილების მეთოდის საშუალებით ადამიანი უკავშირდება თავისი სხეულის მეხსიერებას (პროცედურულ მეხსიერებას) განცდილი მოვლენის მიმართ და არა თავად ისტორიას. ამ მეთოდით ჩატარებული სესიების დროს არ არის აუცილებელი დეტალურად მოყვეთ ტრავმის გამომწვევი ისტორია. მიზანი არის იმ ძალის გაუნებელყოფა, რომელიც ამ ამბავს უკავშირდება თქვენთვის, სხეულის მეხსირების ხელახალი ფორმირება, რომ მან კვლავ მოიპოვოს სიცოცხლისუნარიანობა და სილაღე. 
 
გამოყევი იმდენი დრო, რამდენიც გჭირდება
 
ტიტრირება არის გადარჩენის ენერგიის ნელი გამოთავისუფლება. სომატური გამოცდილების მეთოდი ციკლურად მუშაობს, რომლის დროსაც საკუთარი შინაგანი შეგრძნებების ბუნებრივ რხევას გრძნობთ - შეკუმშვას/გაფართოებას, სიამოვნებას/ტკივილს, სითბოს/სიცივეს - მაგრამ მხოლოდ იმ დონეზე, რა დონეზეც ამის ატანა შეგიძლიათ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. ეს განმეორებადი, რიტმული პროცესი გეხმარებათ განივითაროთ სტრესის მიმართ მდგრადობის უნარები და დარჩეთ აწმყო მომენტში. 
 
აღმავალი პროცესი
 
როგორც ფსიქოლოგიის სხვა სომატური მიმართულებები, სომატური გამოცდილების მეთოდიც მუშაობს ტრავმის პრობლემურ (ხშირად ფიზიკურ) სიმპტომებზე.  იგი ეხმარება ინდივიდებს, რომ სხეულში ახალი გამოცდილებები შექმნან; ისეთები, რომლებიც სრულიად საპირისპიროები არიან დაძაბულობის და გამომფიტავი უმწეობის განცდის. ეს ნიშნავს, რომ განკურნება არ ხდება მოგონებების გამოღვიძებით, ან ფიქრისა და რწმენის შეცვლით ჩვენს შეგრძნებებთან დაკავშირებით, ის უფრო მეტად არის ჩვენი იმ შეგრძნებების გამოკვლევა, რომელიც ჩვენი გრძნობების, რწმენების და ჩვევითი პატერნების ქვეშაა. 
 
პენდულაცია
 
პენდულაცია არის ტერმინი, რომელიც  დოქტორმა ლევინმა შემოიტანა ბუნებრივი შეკუმშვისა დაგაფართოების რხევის აღსაწერად ურთიერთსაპირისპირო ძალებს შორის. სომატური გამოცდილებისმეთოდი ამ ფილოსოფიას ეყრდნობა, რათა კლიენტს ნაკადის შეგრძნებაში დაეხმაროს. 
 
აქ არის დოქტორ ლევინის ვიდეო, სადაც ნაჩვენებია პენდულაციის მაგალითი ჰობერმანის სფეროსგამოყენებით. (

ტრავმის განკურნება
პიონერული პროგრამა სხეულის სიბრძნის აღდგენისთვის 

პიტერ ლევინი

,,განმეორებითი, განმამტკიცებელი, სიტუაციები შეიძლება გათამაშდეს ინტიმურ ურთიერთობებში, სამუშაოსიტუაციებში, განმეორებითი ავარიების, ან უბედური შემთხვევების და სხვა ერთი შეხედვით შემთხვევითმოვლენებში. ისინი ასევე შეიძლება წარმოჩინდნენ ფიზიკური სიმპტომების ან სომატური დაავადებებისსახით. ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ ტრავმული გამოცდილება, ხშირად თამაშის დროს იმეორებენ მას. ზრდასრულებიც ხშირად იძულებეულები ვართ ხელახლა განვიცადოთ ჩვენი ადრეული ტრავმები. მექანიზმი იგივეა და არაა დამოკიდებული ასაკზე.'' ― პიტერ ლევინი, ტრავმის განკურნება: პიონერული პროგრამა სხეულის სიბრძნის აღდგენისთვის

წყარო 1

წყარო 2 

მსგავსი სტატიები

სიმართლე მარიხუანას შესახებ (Clevermind)


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: მამუკა გურული დიდი ხანია მთხოვ...

სტანდარტული მოდელი (ზოგადად)


მთარგმნელი: იოანე შენგელია სტანდარტული მოდელი აღწერს, თუ როგორ ურთ...

ინდუქცია და დედუქცია სისტემის შემეცნებისას


ავტორი: იოანე შენგელია ეს არის ის, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მ...

ხელოვნური ცნობიერება: როგორ შთავბეროთ რობოტს სული


მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ტერმინატორი (TERMINATOR) ჩვენს შე...

ძილის TOP 11 საშინელი აშლილობა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო ძილი, წესით, სიმშვიდისა და რელაქ...

რა არის მენტალური ველი?


ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებ...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff