ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტესტოსტერონის საშუალო დონე მამაკაცებში ყოველწლიურად 1%-ით მცირდება. ასევე იკლებს მისი დონე ასაკთან ერთად - 30-35 წლიდან. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც ხელს უწყობს მის შემცირებას და იმ მეთოდებზე, რომელთა მეშვეობითაც მის დონეს გავზრდით.
ტესტოსტერონის “მკვლელი” ძირითადი ფაქტორები:
ქრონიკული სტრესი — კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა თრგუნავს ტესტოსტერონის სინთეზს;
შაქრის მომატებული მოხმარება (რომელიც ყოველწლიურად იმატებს);
სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი — რაციონში ცილების, სასარგებლო ცხიმებისა და ვიტამინების ნაკლებობა.
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა — ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი აქვეითებს ტესტოსტერონს.
სიმსუქნე — ზედმეტი წონა ზრდის ესტროგენის გამომუშავებას.
უძილობა — ტესტოსტერონის აქტიური სინთეზი ხდება ძილის დროს.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება და მოწევა — ტოქსიკური გავლენა ჰორმონალურ სისტემაზე.
ტესტოსტერონის ნაკლებობის ნიშნები და შედეგები:
აქ და ახლა მოქმედების უუნარობა, პრობლემისგან დამალვის სურვილი და მისი მოგვარების მომავლისთვის გადადება იმ იმედით, რომ როგორმე თავისით მოგვარდება.
თუ ჰორმონის დონე იკლებს, ორგანიზმი და ფსიქიკა ამის შესახებ სიგნალებს იძლევა:
მუდმივი დაღლილობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.
პრობლემები ლიბიდოსა და ერექციასთან დაკავშირებით.
კუნთოვანი მასის დაკარგვა და ცხიმოვანი ფენის მატება.
გაღიზიანებადობა, დეპრესია, განწყობის ცვალებადობა.
კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები.
სიმტკიცის ნაკლებობა და მერყეობა;
“გამარჯვებულის მენტალიტეტის” ნაკლებობა.
საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მორიდებულობა;
დესტრუქციული სიმორცხვე;
ცხოვრების პოზიტიური გამოსავლისა და საკუთარი ძალების რწმენის არქონა;
სხეულის, გონების და განწყობის მოდუნება;
სახის შეშუპება;
უსიამოვნო სირბილე;
მეტაფიზიკა
ტესტოსტერონი გამოიყოფა ძალისმიერი აგრესიული გარემოს დაძლევის საპასუხოდ. ტესტოსტერონი არ გამოიყოფა იმ სიტუაციებში, როდესაც სასურველი შედეგის მისაღწევად ბრძოლა არ მიმდინარეობს და გამარჯვებისთვის კონკურენცია საჭირო არ არის; როდესაც ბრძოლა ზედმეტად მძიმეა, გამარჯვების შანსი საერთოდ არ არსებობს, ამიტომ ორგანიზმი ამჯობინებს შინაგანი რესურსი გადარჩენისკენ მიმართოს და არა დაძლევისკენ.
ამ ორ მდგომარეობას შორის არის დერეფანი, რომელშიც უნდა მოვხვდეთ, როდესაც ბრძოლა დაძაბულია, მაგრამ გამარჯვება შესაძლებელია, მოსალოდნელი შედეგები კი — სასურველი, მაგრამ რეალური; სწორედ ამ მომენტში წარმოიქმნება ტვინის მოთხოვნა კონკურენციაზე. როდესაც ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, ფანჯარას საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გვესმის, რომ შეგვიძლია ვაჯობოთ ცხოვრებისეულ გარემოებებს. სწორედ ამ ფანჯრის მოძებნის უნარია მთავარი და განმსაზღვრელი. თუ ზედმეტად მარტივია — ბრძოლა არ არის, საჭიროებაც არ არის; თუ ზედმეტად მძიმეა — ბრძოლაც არ არის, აზრი არ აქვს.
მოგვიანებით, როდესაც ცხოვრების მაღალ დონეს ვაღწევთ, ტესტოსტერონი ჩვენი ჯილდო ხდება, რადგან ტესტოსტერონი არეგულირებს კარგ განწყობას და თვითშეგრძნებას; იგი გვატყობინებს იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრებასთან ბრძოლა, რომ შეგვიძლია სირთულეებთან გამკლავება.
ამას კარგად აღწერს სიტუაცია წიგნების ციკლიდან „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, სადაც უდიდესმა დამპყრობელმა, დაამარცხა რა ყველა თავისი მტერი, მათი ათასობით ხმლისგან გამოჭედა ტახტი, რომელზეც მეფობდა. რითიც იმარჯვებ, იმასვე იყენებ შემდეგ რესურსად. ჩაებმები რა ბრძოლაში, გააქტიურებ საკუთარ თავში ტესტოსტერონის გამომუშავებას და გაიმარჯვებ — შენ ინარჩუნებ ამ მუხტს და განწყობას მუდმივად; მას დაკარგავ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაეშვები ან ზედმეტად კომფორტულ ცხოვრებაში, ან აუტანლად მძიმეში.
ტესტოსტერონი არეგულირებს ქცევას სოციუმში, ჯგუფში, ანუ იმას, თუ რამდენად ეცდება ადამიანი დაიკავოს დომინანტური პოზიცია, რამდენად ეცდება გამოავლინოს საკუთარი თავი და მოახდინოს არსებული პოტენციური შესაძლებლობების რეალიზება.
ტესტოსტერონს არ აქვს კავშირი აგრესიულობასთან სუფთა სახით. მაღალი ტესტოსტერონი არ იძლევა გარშემომყოფებზე მუდმივი თავდასხმისკენ მიდრეკილებას, ეს უკვე ნეირომედიატორებით რეგულირდება; იგი მხოლოდ რთავს მზაობას იმისთვის საბრძოლველად, რასაც საკუთარად მიიჩნევ, ნაცვლად უბრძოლველად დანებებისა.
ფიზიკური გამოვლინებები
ტესტოსტერონი არეგულირებს ინტელექტუალურ საქმიანობას. იგი არეგულირებს სივრცე-დროით ორიენტაციას, დევნისა და გაქცევის ტრაექტორიების აგების უნარს. რაც უკეთ ვორიენტირდებით დროსა და სივრცეში, მით უკეთ ვაგებთ შესაძლო მოქმედებების ჰიპოთეტურ კომბინაციებს; რაც უფრო ხშირად ვაჩერებთ ყურადღების ფოკუსს კომბინაციებზე, მით უფრო ძლიერდება ჩვენი უნარი, აღვიქვათ აბსტრაქტული მოდელები ცნობიერებაში. სწორედ ეს არის ინტელექტის საფუძველი და სწორედ ეს ხსნის განსხვავებას მამაკაცურ და ქალურ ინტელექტს შორის, როდესაც ტვინის დონეზე განსხვავებები არ არსებობს, მაგრამ ჰორმონალური ფონი ქმნის ამ სხვაობას.
ტესტოსტერონი არეგულირებს განწყობას, იგი არის მთავარი მამაკაცური ანტიდეპრესანტი. მამაკაცი ფიზიკურად ვერ იქნება კარგ განწყობაზე ტესტოსტერონის დაბალი დონის პირობებში, ეს არის საფუძველთა საფუძველი. სწორედ ის იძლევა საკუთარი თავისა და ძალების რწმენას, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სურვილს; იგი არის მენტალური ბალანსისთვის არა საკმარისი, მაგრამ ცალსახად აუცილებელი პირობა.
ტესტოსტერონი არეგულირებს სხეულის შემადგენლობას, ძვლების სიმტკიცეს, კუნთების სიძლიერეს, იოგების გამძლეობას, ადეკვატურ არტერიულ წნევას, ნერვული შეკუმშვის ძალას, მზერის ტონუსს, პოზას და სხეულის გეომეტრიას სივრცეში.
როგორ ვლინდება მაღალი მაჩვენებლების დროს?
მაღალ დონეზე ტესტოსტერონი სუბიექტურად იგრძნობა, როგორც მშვიდი თავდაჯერებულობა, გარშემომყოფების მიმართ საკუთარი თავისადმი პატივისცემის უპირობო შთაგონება, სხეულისა და სახის სპეციფიკური მამაკაცური აღნაგობა, ფოკუსი საკუთარ თავზე, საკუთარ შთამომავლობასა და ტერიტორიაზე. არსებობს ცალსახა სურვილი, განავითარო საკუთარი, არ იყო ქვა სხვის კედელში, არამედ გქონდეს შენი და შენთვის. დაინახა — გააკეთა; ფუჭი საუბრები და ოცნებები იწვევს უარყოფას; ყველაფერი, რაც არარეალურად შორს არის და მხოლოდ ჰიპოთეზაში არსებობს — არ არის საინტერესო. სუფთა ცნობიერება და ანტირეფლექსია, მხოლოდ კონსტრუქციული მზერა საკუთარ თავზე, იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ თავში რაღაც არის გასაუმჯობესებელი ან გასაძლიერებელი, არ იწვევს დაცემულ განწყობას, არამედ წარმოშობს ენთუზიაზმს მომავალი მოვლენების მიმართ.
კავშირი სხვა ჰორმონებთან/ნეირომედიატორებთან
ტესტოსტერონი იმყოფება პირდაპირ უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში კორტიზოლთან და პროლაქტინთან. მას აქვს მიდრეკილება გაიზარდოს დოფამინის, ნორადრენალინისა და სეროტონინის დონესთან ერთად; აქვს მიდრეკილება შემცირდეს ადრენალინის დონის ზრდასთან ერთად და მცირდება ოქსიტოცინის პიკური მაჩვენებლების დროს, როგორც არასაჭირო ელემენტი უსაფრთხო ახლო გარემოცვაში.
როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება?
ფიზიკის მეშვეობით
ყველაზე მნიშვნელოვანია — ხარისხიანი სტრეს-მენეჯმენტი. სწორედ გაუცნობიერებელი და უკონტროლო სტრესი არის ჩადებული პოტენციალის ჩუმი, დაუნდობელი მკვლელი; სწორედ სტრესის გადამუშავების უნარით ხდება იერარქიაში რანჟირება: ის, ვინც ვერ ახერხებს სწრაფად და დიდი მოცულობით მიიღოს დარტყმა და აღდგეს, ადრე თუ გვიან განწირულია საკუთარ ზრდაში გასაჩერებლად, რადგან ირთვება დამცავი მექანიზმები და ცხადი ხდება — წინ ვეღარ წახვალ.
სტრესის ყველაზე მთავარი მომხსნელი არის ძილი. მხოლოდ საკუთარი თავისთვის მშვიდი, ორგანიზმისთვის უსაფრთხო ძილის ფუფუნების უზრუნველყოფით არის შესაძლებელი ყველა მარეგულირებელი, მათ შორის ორგანიზმის ჰორმონალური ფუნქციების ადეკვატური მუშაობის მიღწევა. რაც უფრო შფოთვიანია გარემო შინაგანი "ცხოველის" თვალსაზრისით, მით უარესი. აღქმის ორგანოების ნებისმიერი გამღიზიანებელი — შუქი, ხმაური, არაკომფორტული მასალები და ფერები — შეამცირებს აღდგენის სიღრმესა და ხარისხს.
მნიშვნელოვანია საკუთარი სექსუალური ენერგიის ჰარმონიული მართვა. რადგან ყოველი ეაკულაციის დროს ხდება ტესტოსტერონის დონის ვარდნა და პროლაქტინის ზვავისებური ზრდა; ამგვარად ბუნება უკვე გვამზადებს მოსალოდნელ შთამომავლობასთან კავშირისთვის. ორგანიზმმა არ იცის განსხვავება რეალობას, ფანტაზიასა და ხელს შორის. და სწორედ იმისთვის, რომ არ „მივახრჩოთ“ საკუთარი შთამომავლობა და ზედმეტად არ გავრისკოთ საკუთარი თავით, საფრთხეში ჩავაგდოთ რა შთამომავლობა — ხდება ასეთი დერეგულაცია.
მამოძრავებელი აქტივობა. ჰორმონები გამოიყოფა ლიმფურ სითხეში და თუ ლიმფური სითხე სქელია და არა დენადი — ეს საკვების სახლში გამოძახებას ჰგავს, რომელსაც ერთ თვეში მოგიტანენ — შენ კი უკვე სახლში აღარ ხარ, საჭმელიც აღარ გჭირდება და ისიც უკვე გაფუჭებულია.
სწორედ მოძრაობისა და სხეულში სითხეების მიმოქცევის დიდი მოცულობაა ყველა ეფექტის მთავარი საწინდარი — აბანოები, ცხელი აბაზანები, ცივი აუზები, დარტყმით-ტალღოვანი დატვირთვა ხტომისა და სირბილისგან, ტანვარჯიში, იოგა, ბრძოლა, რათა გვქონდეს ძალიან დენადი ლიმფა, ძალიან დენადი სისხლი. მაშინ გამოყოფილი ჰორმონები არ დაყოვნდებიან ორგანიზმის შესქელებულ გარემოში, არამედ ძალიან სწრაფად და ინტენსიურად იმოქმედებენ რეცეპტორებთან მთელ სხეულში. მხოლოდ წარმოების გაზრდა საკმარისი არ არის, საჭიროა შესაბამისი ლოგისტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება უაზრო ზეწარმოება და საკუთარი რესურსის ფუჭი ხარჯვა.
ფსიქიკის მეშვეობით
გამარჯვებები, გამარჯვებები და კიდევ ერთხელ გამარჯვებები. იპოვეთ ბრძოლის თქვენეული დერეფანი და მუდმივად დაუსახეთ საკუთარ თავს ისეთი მიზნები, რომელთა მიღწევისას იგრძნობთ სიამაყეს და ღრმა თვითკმაყოფილებას. თუ გადახვალთ ასატანი სტრესის ზღვარს მიღმა — შეამცირეთ ტემპი, ხოლო თუ წინააღმდეგობას საერთოდ ვერ გრძნობთ — დაუმატეთ. ნებისმიერი რამ გამოდგება სავარჯიშოდ, თუკი ის ჩაჯდება ფორმულაში: „ძალისმიერმა ბრძოლამ მიმიყვანა გამარჯვებამდე მნიშვნელოვანი დანაკარგის გარეშე“. შეწყვიტეთ ფოკუსირება იმ დიდი მოცულობის ამოცანებზე, რომლებიც წინ გელოდებათ.
თუ ერთსაათიანი სირბილის დასაწყისში ყოველი წამის თვლას დაიწყებთ — ბოლომდე ვერ მიხვალთ და ამასთანავე ჭკუიდან შეიშლებით. აუცილებელია ფოკუსი იმაზე, რისი დაძლევა და მოგებაც შესაძლებელია. ამოცანაა, რაც შეიძლება ხშირად და ღრმად ჩაიძიროთ იდეაში, რომ გამარჯვება თქვენთვის ბუნებრივია და თქვენ უკვე ხართ გამარჯვებული. გამუდმებით აკეთეთ ის, რაზეც ფიქრობდით, რომ ვერ შეძლებდით. თუ ამას მიეჩვევით — თქვენში ამ (ჰორმონალურ) მექანიზმს ჩართავთ. რეგულარულად ჩამოწერეთ ხელით ფურცელზე ის საქმეები, რომლებზეც ვერასდროს იფიქრებდით, რომ გაუმკლავდებოდით, მაგრამ უკვე რეალობად აქციეთ.
საჭიროა გარემომცველი სივრცის მთელი აღქმის დავიწროება იმ ერთადერთ წერტილამდე, სადაც ჩვენ ვართ ყველაფერზე პასუხისმგებელნი — საკუთარ თავზე. გონივრულია უგულვებელყოთ ის, რასაც ვერ აკონტროლებთ — სიახლეები, სტატისტიკა, საინფორმაციო გამოშვებები — და გქონდეთ ტოტალური ფოკუსი საკუთარ ცხოვრებაზე. რადგან გაძლიერებული ყურადღება იმაზე, რასაც ვერ ვაკონტროლებთ და რაც ჩვენი გავლენის ზონის მიღმაა, აღიქმება როგორც ყოველდღიური და მრავალჯერადი მარცხი. ყოველ ჯერზე, როცა მსოფლიოში რაიმე ცუდი მოხდება და თქვენ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს იღონებთ — თავს იგრძნობთ უმწეოდ, საფრთხეში და საბოლოოდ სრულიად დემორალიზებული იქნებით.
სოციუმის მეშვეობით
ამოცანაა, უკვე მოიქცეთ ისე, თითქოს მიისწრაფვით მწვერვალისკენ ან უკვე ახლოს ხართ იერარქიის მწვერვალთან, მაგრამ ჯერ არ იმყოფებით იქ: ორგანიზმს არ ესმის განსხვავება რეალობასა და თამაშს შორის, ამიტომ ის დაგეხმარებათ ზუსტად იმ ხარისხით, რა ხარისხითაც თავად დაიჯერებთ თქვენს თამაშს.
გააძლიერეთ თქვენი სხეულის ენა, მისი გეომეტრია სივრცეში: ყოველთვის გაშლილი მკერდი, ყოველთვის გაშლილი მხრები, ნიკაპი ზემოთ. გეგმებსა და მომავალზე ფიქრისას ყოველთვის იყურეთ ცაში, რაც არ უნდა მძიმედ და ცუდად იყოთ სულიერად, არასდროს დაიხედოთ დაბლა. 10 წუთის განმავლობაში ორგანიზმი ცვლის ტესტოსტერონისა და კორტიზოლის გამომუშავებას. ავარჯიშეთ საკუთარი თავი დაიკავოთ იმდენი ადგილი, რამდენიც გსურთ და გქონდეთ გონებაში, რომ ეს თქვენი უფლებაა. ნუ შეიკუმშებით, ნუ მოიხრებით, მაშინაც კი, თუ ვინმე თავს გესხმით — დაიცავით თქვენი საზღვრები და პრინციპი „მე ასე მიხერხდება“. სოციუმი არ არის თქვენს მიმართ მტრული, როდესაც თავდაჯერებულად ცხოვრობთ, ხოლო ცალკეული აგრესიული ელემენტები მხოლოდ მორიგი შესაძლებლობა იქნება თქვენი საზღვრების დასაცავად და გამარჯვების დასაფიქსირებლად.
მთავარია გახსოვდეთ: როდესაც სოციალური იერარქიის ფსკერზე ხართ — თქვენი უცნაურობები აღიქმება, როგორც სასაცილო უცნაურობები, ხოლო როდესაც სოციალური იერარქიის სათავეში ხართ — თქვენი უცნაურობები აღიქმება ექსტრავაგანტულობად, რის გამოც სხვებისგან გამოგარჩევენ. აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ სოციუმის თვალსაზრისით ყოველთვის იქნებით „უცნაური“. ამოცანა იმაში კი არ არის, რომ საკუთარი თავი სოციუმის ჩარჩოებში ჩატენოთ, არამედ იმაში, რომ შთააგონოთ თავდაჯერებულობა საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს. მაშინ იმით, რაზეც სხვა თანაბარ პირობებში დაგცინებდნენ — თქვენით აღფრთოვანებას დაიწყებენ.
შეცდომები
არსებობს უამრავი რეალური, ობიექტური საფრთხე, რომელიც ტესტოსტერონის მაღალ დონეზე შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც უმნიშვნელო და ადვილად დასაძლევი: დაწყებული სწრაფი ტარებიდან, დამთავრებული მოსალოდნელი ძალისმიერი კონფლიქტის სერიოზულობის ვერაღქმით. ღმერთმა შექმნა ადამიანები, ხოლო პოლკოვნიკმა კოლტმა ყველა გაათანაბრა: არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ უსაფრთხოებისა და ყოვლისშემძლეობის შეგრძნება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამას რეალობაში.
დამატებითი რეკომენდაციები:
მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები (ავოკადო, თხილი, ზეითუნის ზეთი);
თუთია და მაგნიუმი (თხილი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები);
ვიტამინი D (თევზი, მზის აბაზანები);
მომზადებულია სხვადასხვა სტატიებზე დაყრდნობით
ავტორი: მამუკა გურული