ავტორი: Aylin Woodward
მთარგმნელი: დავით ტურაშვილი
ადმიანების უმეტესობსა თვლის, რომ ტვინი დიდ გამომშრალ კაკლის ლებანს გავს, მაგრამ რატომ აქვს ჩვენს ტვინს ნაოჭები და ნაკეცები?
კემბრიჯის უნივერსიტეტის, ფსიქიატრიის დეპარტმანეტში არსებული მკველვართა ჯგუფის წევრის, ლიზა რონანის თქმით, საშვილოსნოში ჩვენი ტვინის ჩამოყალიბებასთან ერთად, კორტექსი, ან უბრალოდ ტვინის გარე ფენა, რომელიც ცნობილია, როგორც "რუხი ნივთიერება", ფართოვდება და ტვინის თანდათან გადაფარვისას ნაკეცები წარმოიქმნება. Live Science -თან საუბრისას რონანმა ასევე თქვა, რომ კორტექსის ზრდასთან და ნაკეცების წარმოქმნასთან ერთად იზრდება წნევა, ტვინის გარე ფენაში რაც შემდგომ იწვევს ტვინის გარე ფენის დარბილებასა და შესუსტებას.
ძირითადად ეს შეგვიძლია შევადაროთ რაიმე ნივთს რომელიც დამზადებულია რეზინისან თუ ჩვენ ამ ნივთზე ძალას დავატანთ რაღაც წერტილში, ამ ნივთის რომელიმე სხვა მხარე დეფორმირდება რაც გამოწვეული იქნება წნევისგან, მაგრამ თუ კი თქვენ გეოლოგი ხართ, სავარაუდოდ ტექტონიკური ფირფიტები გაგახსენდებათ, რომელთა შეჯახებისას წარმოიქმენბა წნევა, შესაბამისად ისინი დეფორმირდებიან და ნაოჭდებიან. ტვინში ნაოჭების ზრდასთან ერთად კი იზრდება ნეირონების რაოდენობა, რაც ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების რაოდენობას ზრდის.
თუმცა ცოცხალ ორგანიზმებში დანოჭებული ტვინები რთულად საპოვნელია რადგან ცხოველეთა უმეტესეობას არ აქვთ დანაოჭებული ტვინები. მაგალითად ვირთხები და თაგვები, მათი ტვინის გარე ფენები საკმარისად არ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სრულიად გლუვი ზედაპირის მქონე ტვინები აქვთ.
"ძირითადად ტვინში ნაოჭების სიმრავლე ტვინის ზომის პირდაპირპროპორციულია, ცხოველებში რომელთან დიდი ტვინის აქვთ შესაბამისად ნაოჭების ბევრი აქვთ, თუმცა არსებობენ ისეთი ცხოველებიც რომელთაც აქვთ დიდი ტვინი, მაგრამ ზომასთან შეუსაბამო ნაოჭების რაოდენობა. მაგალითად ლამანტისებრნი, მათ აქვთ მცირე ნაოჭების რაოდენობა მიუხედავად მათი ტვინის ზომისა" - განაცხადა რონანმა, ელექტრონულ წერილში.
"ამის ახსნა მარტივად შეიძლება: ნაოჭების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია არა მარტო კორტექსის ზომაში ზრდაზე, არამედ კორტექსის გარკვეული ნაწილები გვარობაზე, მაგალითად, კორტექსის თხელი უბნები უფრო მარტივად ნაოჭდება ვიდრე სქელი." დაამატა მან.
რონანმა ასევე თქვა, რომ ადამიანს დაბადებისას უკვე აქვს ტვინზე ნაოჭები, მაგრამ ყველაზე საინტერესო და თავშესაქცევი ისაა რომ ყველა ადამიანის ტვინის ნაოჭები სხვადასხვა ''გამოსახულებას'' აჩვენებს.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ტვინზე არსებული ამოზნექილი და ჩაზნექილი უბნები ადამიანებში და ზოგიერთ სხვა ცხოველებში თანმიმდევრულია და რონანი თვლის, რომ ეს თანმიმდევრულობა მკვლევარებს, ტვინის ნაოჭიანობის უკეთ გაგებაში დაეხმარება.
უნდა აღინიშნოს, რომ კორტექსის ფიზიკური მახასიათებლები და ნაოჭებისგან შექმნილი გამოსახულებები დამოკიდებულია ტვინის ფუნქციონირებაზეც.
რონანის თქმით ტვინის ნაოჭები გვარობა და რაოდენობა არამხოლოდ ტვინის ზედეპირის ზომაზეა დამოკიდებული არამედ კორტექსის ფუნქციონირებაზეც, სპილოების შემთხვევაში, მათ ბევრად დიდი ტვინი აქვთ ვიდრე ადამიანებს და ნაოჭების რაოდენობაც მეტი აქვთ თუმცა ადამიანები ევოლუციური ხის მწვერვალში არიან, სპილოები კი არა.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ადამიანის კორტექსის ფუნქციონირება ბევრად პროგრესულია ვიდრე სპილოსი, თუმცა სპილოს მეტი ნაოჭები აქვს.
მოკლედ, ეს ნაოჭები რომლის გამოც ჩვენი ტვინი ქიშმიშს გავს საკმაოდ გამოსადეგია, რადგან ის გვეხმარებიან დიდი რაოდენობით ინფორმაციის შენახვაში მიუხედავად თავის ქალის ზომისა.