ათი რამ, რაც არ იცით ორგაზმის შესახებ

Admin
მეცნიერება
0
0

ტრანსკრიბცია TED-ის ვიდეოდან. კეთილი. მე გაჩვენებთ რამოდენიმე სურათს ძალიან საინტერესო სტატიიდ...

mary

ტრანსკრიბცია TED-ის ვიდეოდან.

კეთილი. მე გაჩვენებთ რამოდენიმე სურათს ძალიან საინტერესო სტატიიდან ჟურნალ ულტრაბგერა მედიცინაში. მე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო სტატია რომელიც ოდესმე დაბეჭდილა ჟურნალ ულტრაბგერა მედიცინაში. სათაურია "დაკვირვება საშვილოსნოსშიდა მასტურბაციაზე“. (სიცილი)

კარგი. მარცხენა მხარეს შეგიძლიათ ნახოთ ხელი - მასზე დიდი ისარი მიუთითებს -- და პენისი მარჯვენა მხარეს. ხელი ლივლივებს. ხოლო აქ, რადიოლოგ ისრაელ მეისნერის სიტყვებით, რომ ვთქვათ "პენისზე ხელის ჩაჭიდება იმ ფორმით, რომელიც მასტურბაციის მოძრაობებს გვაგონებს" გაითვალისწინეთ რომ ეს არის ულტრაბგერები, და შესაბამისად მას მოძრავი სურათები გააჩნია (იხ. ვიდეო 0:40 წუთიდან).

ორგაზმი ავტონომიური ნერვული სისტემის რეფლექსია. ეს არის ნერვული სისტემის ის ნაწილი რომელიც დაკავებულია იმით რასაც ცნობიერად ვერ ვაკონტროლებთ, როგორც საკვების ათვისებას, გულისცემას და სქესობრივ აღგზნებას. ორგაზმის გამოწვევა შეუძლია ზეგავლენების საოცრად ფართო სპექტრს. გენიტალიების სტიმულაციას, რათქმაუნდა. მაგრამ ასევე, კინსიმ გამოკითხა ქალი რომელსაც შეეძლო ორგაზმის მიღწევა, როცა ვინმე მას წარბებზე ეფერებოდა. ადამიანებს ზურგის ტვინის დაზიანებებით, როგორიცაა პარაპლეგია, კვადრიპლეგია, ხშირად უვითარდებათ ძალიან მგრძნობიარე ზონა უშუალოდ დაზიანებული ადგილის ზევით, სადაც არ უნდა იყოს ეს ზონა. ლიტერატურაში არსებობს ისეთი რამ როგორიცაა მუხლის ორგაზმი.

ყველაზე უცნაური შემთხვევა რომელთანაც შეხება მქონია იყო ქალის ამბავი რომელიც ორგაზმს განიცდიდა ყოველ ჯერზე, როდესაც კბილებს იხეხავდა. (სიცილი)

რაღაც იყო ისეთი ამ რთულ სენსორულ-მექნიკურ მოძრაობაში - კბილების ხეხვაში, რაც ორგაზმს იწვევდა. ქალი მივიდა ნევროლოგთან, რომელიც გაოგნებული იყო. მან შეამოწმა, რამე ხომ არ იყო კბილის პასტაში, მაგრამ არა - იგივე ხდებოდა ნებისმიერი ბრენდის შემთხვევაში. მათ ასევე კბილის საჩიჩქნით გააღიზიანეს ღრძილები, რომ ენახათ ეს ხომ არ იყო გამომწვევი მიზეზი. მაგრამ არა. საქმე იყო მთლიან მოძრაობაში. და საოცარი ჩემთვის ამ ამბავში იყო შემდეგი რამ: შეგეძლო გეფიქრა,რომ ამ ქალს ჰქონდა შესანიშნავი პირის ღრუს ჰიგიენა. (სიცილი)

სამწუხაროდ -- ასეთი რამ ითქვა სტატიაში; "მას მიაჩნდა,რომ დემონებისგან იყო შეპყრობილი და პირის ღრუს მოვლისთვის გადაერთო გამორეცხვაზე." ო, ეს ძალიან სევდიანია. (სიცილი)

როდესაც წიგნზე ვმუშაობდი, გამოვკითხე ქალი რომელსაც შეეძლო ორგაზმის მიღწევა ფიქრის მეშვეობით. ის მონაწილეობდა რატგერსის უნივერსიტეტს კვლევაში. ეს მოგეწონებათ. რატგერსი. მე გამოვკითხე ის ოკლენდში, სუში რესტორანში. და მე ვუთხარი: "შეგიძლიათ აქვე ამის გაკეთება?" მან მიპასუხა; "დიახ, მაგრამ წინააღმდეგი თუ არ იქნებით ჯერ ჭამას მოვრჩები.“ (სიცილი)

ამის შემდეგ, საკმაოდ თავაზიანად დამთანხმდა გარეთ სკამზე ეჩვენებინა. შესანიშნავი იყო. დაახლოებით ერთი წუთ დასჭირდა. და მე მას ვუთხარი;"თქვენ ალბათ ძალიან ხშირად აკეთებთ ამას?" (სიცილი)

მან მითხრა; "არა, სიმართლე გითხრათ, ჩვეულებრივ სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები." (სიცილი)

მან თქვა, რომ ეს ბოლოს ეს დისნეილენდის ტრამვაიში გააკეთა. (სიცილი)

ორგაზმზე პასუხისმგებელი შტაბი, მდებარეობს ზურგის ტვინის ნერვის გასწვრივ, რომელსაც ქვია "საკრალური ნერვის ფესვი", რომელიც არის აქ, უკან. და თუ თქვენ მას დააჭერთ, მოახდენთ ამ ზუსტ ადგილის სტიმულირებას ელექტროდით, თქვენ გამოიწვევთ ორგაზმს. და ასევე ფაქტია,რომ შესაძლებეილია სპინალური რეფლექსების გამოწვევა მკვდარ ადამიანებში - გარკვეული სახის მკვდრებში, როგორიცაა "გვამები გულისცემით"ეს არის ადამიანი რომლის ტვინიც მკვდარია, რომელიც ყველა სამედიცინო და კანონიერი დეფინიციით მკვდარია. და რომელიც მიერთებულია რესპირატორზე, რათა მოხდეს ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდება შემდეგი ტრანსპლანტაციისთვის. თუ ასეთი ადამიანის სხეულის შესაბამის ადგილზე, მოვახდენთ სტიმულირებას, ხანგამოშვებით ვნახავთ რეფლექსს, რომელსაც ჰქვია ლაზარეს რეფლექსი. შევეცდები გაჩვენოთ ეს, რამდენადაც შევძლებ, რადგან ჯერ არ მომკვდარვარ. ეს ხდება ასე. აწვები იმ ადგილს, და მკვდარი კაცი ან ქალი აკეთებს ასე. დისკომფორტს უქმნის პათოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომლებს. (სიცილი)

ანუ, თუ შესაძლებელია ლაზარეს რეფლექსი გამოვიწვიოთ მკვდარ სხეულში, რატომ არ შეიძლება ორგაზმის რეფლექსი გამოწვევა? ეს შეკითხვა დავუსვი ტვინის სიკვდილის ექსპერტს, სტეფანი მენს. რომელიც საკმარისად სულელი აღმოჩნდა რათა ჩემი მეილებისთვის ეპასუხა. (სიცილი)

მე ვუთხარი; "შესაძლებელია, თუნდაც თეორიულად მკვდარ ადამიანში ორგაზმის გამოწვევა? მან მიპასუხა "დიახ, თუ ხდება საკრალური ნერვის ჟანგბადით მომარაგება, თეორიულად შესაძლებელია." მაგრამ ცხადია, ამ ადამიანისთვის ეს არ იქნება უწინდელი სიამოვნება. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ეს იქნება ორგაზმი. (სიცილი)

მიუხედავად ამისა, ალაბამას უნივერსიტეტში არის მკვლევარი რომელიც იკვლევს ორგაზმს. მე მას ვუთხარი; "კარგი იქნება თუ ჩაატარებ ექსპერიმენტს, იცი? შენ შეგიძლია მოითხოვო გვამები, თუ უნივერსიტეტში მუშაობ." მე ვუთხარი; "შენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო." მან თქვა;"ამისათვის შენ ადამიანის სუბიექტის კვლევის კომისიის გადაწყვეტილება დაგჭირდება." (სიცილი)

1930-იანი წლების ქორწინების სახელმძღვანელოს მიხედვით, რომლის ავტორია თეოდორ ვან დე ველდე, ქალის სუნთქვაში სუსტი სპერმის სუნი შეიმჩნევა სექსუალური კავშირიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. თეოდორ ვან დე ველდე გახლდათ ერთგვარი სპერმის ექსპერტი. (სიცილი)

ეს არის ის კაცი რომელმაც დაწერა "იდეალური ქორწინება."ის იყო უაღრესად ჰეტერო ბიჭი. მაგრამ მან წიგნში "იდეალური ქორწინება" დაწერა, რომ მას შეეძლო გაერჩია ახალგაზრდა კაცის სპერმა, რომელსაც მისი სიტყვებით აქვს ახალი და სუფთა სუნი. მოწიფული კაცის სპერმისგან, რომლის სუნი ისეთია როგორც, ვციტირებ: "ესპანური წაბლის ყვავილის მსგავსად,ზოგჯერ ახლადაყვავილებული, და ზოგჯერ საკმაოდ ცხარე". (სიცილი)

კარგი. 1990 წელს ისრაელში ერთ კაცს დაეწყო სლოკინი. ეს იყო ერთერთი იმ შემთხვევათაგანი როდესაც სლოკინი არ წყდებოდა. მან ყველაფერი სცადა რაც მეგობრებმა ურჩიეს. არაფერი შველოდა. დღეები გადიოდა. გარკვეულ მომენტში, ისე რომ ისევ ისე ასლოკინებდა, ეს კაცი ცოლთან სექსით დაკავდა.და მოულოდნელად სლოკინი შეწყდა. მან ეს ამბავი უთხრა ექიმს, რომელმაც კანადის ერთერთ ჟურნალში გამოაქვეყნას საქმის ანგარიში სათაურით; "სექსი როგორც პოტენციური საშუალება უწყვეტი სლოკინის სამკურნალოდ." მე მიყვარს ეს სტატია, რადგან რაღაც მომენტში ისინი რჩევას აძლევენ იმ მარტოხელებს ვისაც ასლოკინებს, დაკავდეს მასტურბაციით. (სიცილი)

მიყვარს, რადგან ეს არის დემოგრაფიული ჯგუფის მსგავსი; მარტოხელები რომელთაც ასლოკინებთ. (სიცილი)

დაქორწინებულები, მარტოხელები რომელთაც ასლოკინებთ. 1900-იანი წლების დასაწყისში, ბევრი გინეკოლოგს სჯეროდა, რომ როდესაც ქალი ორგაზმს განიცდიდა, კუნთების შეკუმშვები ეხმარებოდა სპერმის შეწოვაში საშვილოსნოს ყელის გავლით და როგორმე კვერცხუჯრედისთვის სწრაფ მიწოდებაში, რაც ზრდიდა ჩასახვის შანსებს. ამას ერქვა "შეწოვის" თეორია. (სიცილი)

ეს მოსაზრება უკავშირდება ჰიპოკრატეს დროინდელ მოსაზრებებს, როდესაც ექიმები თვლიდნენ, რომ ჩასახვას ორგაზმი არა თუ ეხმარება არამედ აუცილებელიც კი იყო. იმ დროის ექიმები რუტინულად უხსნიდნენ კაცებს, თავიანთი ცოლებისთვის სიამოვნების მინიჭების მნიშვნელობას. ქორწინების სახელმძღვანელოს ავტორი და სპერმის-მყნოსავი თეოდორ ვან დე ველდე (სიცილი) თავის წიგნში წერდა. მიყვარს ეს "ტიპი". მე ის ძალიან მეხმარება. მას აქვს ეს ხაზი თავის წიგნში, რომელიც თითქოსდა ჰაბსბურგების მონარქიიდან მოდის. იმპერატორ მარია ტერეზას, ქონდა ჩასახვასთან დაკავშირებეული პრობლემები. და როგორც ჩანს სამეფო კარის ექიმმა უთხრა მას; "მე იმ აზრზე ვარ, რომ თქვენი უდიდებულესობის ვულვა აღაგზნონ რამოდენიმე ხანი სექსუალური კავშირის დაწყებამდე." (სიცილი) ალბათ, არვიცი, რომელიღაც არქივში სწორედ ასე წერია.

მასტერსი და ჯონსონი. ჩვენ მივედით 1950 იან წლებამდე. მასტერსი და ჯონსონი იყვნენ „შეწოვის“ თეორიის სკეპტოკოსები, რაც ასევე სასაცილოდ ჟღერს. მათ არ სჯეროდათ ამ თეორიის. და მათ გადაწყვიტეს რადაც არ უნდა დაჯდომოდათ გაერკვიათ სიმართლე. მათ მოიყვანეს ქალები ლაბორატორიაში - ვფიქრობ 5 ქალი იყო - და აღჭურვეს ხელოვნური სპერმის შემცველი კერვიკალური ჭიქებით. ხოლო ამ ხელოვნურ სპერმაში იყო რენტგენოკონტრასტული ნივთიერება. ისეთი რომელიც გამოჩნდებოდა რენტგენში. ეს იყო 1950 იან წლებში. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ქალები იჯდნენ რენტგენის აპარატების წინ და მასტურბირებდნენ. ხოლო მასტერსი და ჯონსონი უყურებდნენ ხდებოდა თუ არა სპერმის შეწოვა. შეწოვის ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს.თქვენ ალბათ ალბათ გაინტერესებთ. „ როგორ კეთდება ხელოვნური სპერმა?“ (სიცილი)

მე მაქვს პასუხი თქვენთვის. ორი პასუხი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფქვილი და წყალი, ან სახამებელი და წყალი. სინამდვილეში 3 რეცეპტი ვიპოვე. (სიცილი) ჩემი ფავორიტია რომელიც ამბობს -- ხომ იცით, მათ აქვთ ინგრედიენტების სია, და მერე რეცეპტში ამბობენ, მაგალითად, „რაოდენობა: ორი ათეული კექსი“ ხოლო ეს რეცეპტი ამბობს,“რაოდენობა: ერთი სპერმული სითხე.“ (სიცილი)

არსებოს ასევე სხვა გზა რომლის მიხედვითაც ორგაზმს შეუძლია ნაყოფიერების ამაღლება. ამაში კაცი მონაწილეობს. სპერმა რომელიც გამჯდარია სხეულში ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში იწყებს პათოლოგიურ განვითარებას, რაც ამცირებს კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდის მოხვედრის შესაძლებლობას. ბრიტანელმა სექსოლოგმა როი ლევინმა ივარაუდა, რომ იქნებ სწორედ ამიტომაც მიიყვანა ევოლუციამ კაცი ენთუზიაზმით სავსე და ხშირ მასტურბაციამდე. მან თქვა;“თუ მე გავაგრძელებ მასტურბაციას, მივიღებ სუფთა სპერმას. “ რაც ჩემი აზრით იყო საინტერესო იდეა, თეორია. ასე რომ ახლა თქვენ გაქვთ ამის ევოლუციური გამართლება. (სიცილი)

კარგი, მაშ ასე. შეწოვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების არსებობს ცხოველთა სამყაროში -- ღორები, მაგალითად. დანიაში, ღორების წარმოების დანიის ნაციონალურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ხელოვნური განაყოფიერებისას თუ ნეზვის სექსუალურ სტიმულირებას მოვახდენთ, "გოჭიანობის" მაჩვენებელი 6 პროცენტით გაიზრდება, რაც აისახება დაბადებული გოჭების რაოდენობაზე. მათ ასევე შეადგინეს ხუთ პუნქტიანი სტიმულირების გეგმა ნეზვებისთვის. მათ აქვთ ბეღელზე გასაკრობი პოსტერები და ასევე DVD. და მე მაქვს ამ DVD-ს ერთი ასლი. (სიცილი)

ეს არის ჩემი საზეიმო პრემიერა.რადგან ვაპირებ ამ კლიპის ჩვენებას (იხ. ვიდეო 11:15 წუთიდან). (სიცილი)

კარგი. ახლა, იწყება. ლა ლა ლა, გაემართა სამუშაოდ. ყველაფერი გამოიყურება ძალიან უმანკოდ. ის აპირებს ხელებით იმის გაკეთებას, რისთვისაც ღორი დინგს გამოიყენებდა, ხელების არარსებობისას. კარგი. (სიცილი), აი ისიც. ღორს ძალიან უცნაური თავის მოწონების მანერა აქვს. (სიცილი) ასე ხდება ღორის წონის იმიტირება. (სიცილი) რომ იცოდეთ, ღორების კლიტორი საშვილოსნოს შიგნითაა. ასე რომ ეს შეიძლება მისთვის მგრძნობიარე ადგილებზე მოფერების მაგვარია. დაიწყო. (სიცილი)
და ბედნიერი შედეგი. (აპლოდისმენტები)

მიყვარს ეს ვიდეო. დასაწყისის ერთ მომენტში, კამერით ადიდებენ ამ კაცის ხელს რომელზეც ქორწინების ბეჭედია, თითქოს ამით ამბობენ: „ყველაფერი ნორმალურადაა, ეს უბრალოდ მისი სამუშაოა. მას ნამდვილად ქალები მოსწონს.“ (სიცილი)

კარგი. როცა დანიაში ვიყავი, ჩემი მასპინძელი იყო ქალი სახელად ანა მარია. და მე მას ვკითხე; „რატომ არ აკეთებთ ღორის კლიტორის სტიმულირებას? რატომ არ სთავაზობთ ამას ფერმერებს? ეს არ შედის თქვენს ხუთ პუნქტიან გეგმაში? “. უნდა წაგიკითხოთ რა მიპასუხა, რადგან ძალიან მომწონს. მან თქვა;“ ძალიან რთული იყო ფერმერების დაყოლიება იმაზე, რომ ვულვას ქვემოდან შეხებოდნენ.და გადავწყვიტეთ კლიტორი არ გვეხსენებინა.“ (სიცილი)

მორცხვ მაგრამ ამბიციურ ფერმერებს, შეუძლიათ შეიძინონ -- და ეს სიმართლეა -- დედალი ღორის ვიბრატორი, რომელსაც ამაგრებენ სპერმით სავსე სინჯარაზე.
რადგან როგორც ადრე ავღნიშნე, მათი კლიტორი ვაგინის შიგნითაა მოთვსებული.  შეიძლება,ეს იმაზე მეტად აღმგზნებად გამოიყურებოდეს, ვიდრე სინამდვილეში არის. მე მას ასევე ვუთხარი: “ეს ნეზვები შეიძლება შენც შეამჩნიე. არ გამოიყურებიან ისე თითქოს ექსტაზში ბორგავდნენ“. მან მიპასუხა.“არ შეიძლება ესეთი დასკვნის გამოტანა, რადგან ცხოველების სახეზე ტკივილი და სიამოვნება ისე არ აისახება როგორც ჩვენსაზე. ღორები მაგალითად, არიან როგორც ძაღლები. ისინი სახის ზედა ნაწილს იყენებენ; განსაკუთრებით ყურებია ძალიან გამომხატველი. ასე რომ ძნელია იმის თქმა თუ რას განიცდის ეს ღორი.“

მეორე მხრივ, ჩვენ პრიმატები უფრო პირს ვიყენებთ. ასე გამოიყურება კუნძკუდა მაკაკის სახე ეაკულაციის დროს (იხ. ფოტო). (სიცილი)

macaca

და რაც, ასევე საინტერესოა, იგივე აღენიშნებოდა დედალ მაკაკებსაც, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც სხვა დედალ მაკაკასათან ქონდათ კავშირი. (სიცილი)

მასტერსი და ჯონსონი. 1950იან წლებში, მათ გადაწყვიტეს, რომ გაერკვეოდნენ ადამიანის მთელ სექსუალურ ციკლში, დაწყებული აგზენბიდან ორგაზმის ჩათვლით, ყველაფერში რაც ხდებოდა ქალისა და კაცის სხეულებში. კარგი, ქალის შემთხვევაში ყველაფერი ეს ხდება შიგნით. მაგრამ ამას არ შეუჩერებია მასტერსი და ჯონსონი. მათ გამოიგონეს ხელოვნური აპარატი სქესობრივი აქტისთვის. ეს იყო პენისზე დამაგრებული მოტორიანი კამერა. უბრალო აკრილის ფალოსი კამერითა და განათების წყაროთი. მიმაგრებული ძრავზე და რომელიც დაახლოებით ასე მოძრაობს. და ქალებს სექსი ამასთან უნდა ქონოდათ. და ისინიც სწორედ ამას აკეთებდნენ. საოცარია. სამწუხაროდ ეს მოწყობილობა დაშალეს. ო, ეს მე მკლავს, არა იმიტომ რომ მისი გამოყენება მინდოდა, არა მე მინდოდა მენახა ის. (სიცილი)

ერთ მშვენიერ დღეს, ალფრედ კინსიმ გადაწყვიტა გამოეთვალა გადმონთხეული სპერმის მიერ გავლილი საშუალო მანძილი. ეს არ იყო უსარგებლო ცნობისმოყვარეობა. ექიმ კინსლის გაგებული ქონდა, და იმ დროისთვის - 1940-იან წლებში არსებობდა ასეთი თეორია - რომ ძალა რომლის საშუალებითაც სპერმა იღვრება საშვილოსნოს ყელში, ზეგავლენას ახდენდა განაყოფიერებაზე. კინსი ფიქრობდა, რომ ეს სისულელე იყო, ამიტომაც მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. მან ლაბორატორიაში თავი მოუყარა 300 კაცს, საზომ ლენტს და კინოკამერას. (სიცილი)

და სინამდვილეში, მან აღმოაჩინა, რომ კაცების სამ მეოთხედ შემთხვევაში სპერმა უბრალოდ იღვრებოდა. არ ხდებოდა დიდი ძალით არც ამონთხევა არც ამოტყორცნა. თუმცა, რეკორდი დამყარდა რომელის დაფარულმა მანძილმაც თითქმის ორ მეტრს მიაღწია, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. (სიცილი) (აპლოდისმენტები)

დიახ. ზუსტად. (სიცილი) სამწუხაროდ მისი სახელი არ შემორჩენილა. (სიცილი)

თავის წიგნში ამ ექსპერიმენტის აღწერისას, კინსი წერდა; „ორი ზეწარი იყო გადაფარებული აღმოსავლურ ხალიჩას.“ (სიცილი)

ეს იყო მეორე ჩემი ფავორიტი ციტატა ალფრედ კინსის მთელ ნაშრომში. პირველი კი გახლავთ შემდეგი; “შეწყვილებული ვირთხების წინ მობნეულ ყველის ნამცეცებს შეუძლია მოაცდინოს დედალი, მაგრამ არა მამალი ვირთხა “

ძალიან დიდი მადლობა (აპლოდისმენტები)

მადლობთ!

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... 

მსგავსი სტატიები

კოსმიური ზომბები: შავ ხვრელებს მკვდარი ვარსკვლავების გაცოცხლება შეუძლიათ


მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ახალი კვლევის თანახმად, საშუალო...

რატომ შეიძლება არსებობდეს სხვა სამყარო?


 მთარგმნელი: სალომე ჭიტაძე წყარო არსებობს თუ არა სხვა სამყ...

ხელოვნური ცნობიერება: როგორ შთავბეროთ რობოტს სული


მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ტერმინატორი (TERMINATOR) ჩვენს შე...

წარმოადგენენ თუ არა აუცრელი ბავშვები საფრთხეს?


ავტორი: ტატიანა ობუხანიჩი მთარგმნელი: მამუკა გურული ინგლისურენო...

თქვენს კუჭ-ნაწლავს ახსოვს, სად მიირთვით გემრიელად


 მთარმნელი: დავით ტურაშვილი  წყარო  ჩვენი ტვინი ...

ინტერვიუ გია დვალთან


 ავტორი: ზურა ჯიშკარიანი  ფოტო: სერგი ბარისაშვილი, მარ...

ვაქცინები: რას ვუკეთებთ ჩვენი ბავშვების ტვინს?


ტრანსკრიბცია დოქტორ ლარი პალევსკის ლექციიდან: მთარგმნელი: მამუკა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff