ძილის TOP 11 საშინელი აშლილობა

Admin
მეცნიერება
0
0

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო ძილი, წესით, სიმშვიდისა და რელაქსაციის დრო უნდა იყოს. უმეტესობ...

sleep1

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

წყარო

ძილი, წესით, სიმშვიდისა და რელაქსაციის დრო უნდა იყოს. უმეტესობა ჩვენგანი, სიფხიზლიდან, ვეშვებით პროგნოზირებად ციკლურ მდგომარეობაში: ჯერ ღრმა, არაREMისებური ძილი, რომელსაც, შემდგომ, სიზმრიანი, REM ძილის მდგომარეობა (rapid-eye-movement) მოჰყვება. მაგრამ, მაშინ, როცა, ძილის ამ სამი ფაზის აქტივაციის საზღვრები ქაოსური და გაურკვეველი ხდება, ძილი, შეიძლება, სახიფათო გახდეს.

მძინარე მზეთუნახავის სინდრომი

sleep2

ძილის ამ ისტორიას, ზღაპრული დასასრული ნამდვილად არ აქვს. იშვიათი ნევროლოგიური აშლილობა, სახელად კლეინ-ლევინის სინდრომი (KLS), იწვევს ზედმეტ ძილიანობას, ეიფორიას, მის შესაბამის ქცევასა და დაბნეულობას. იმ ადამიანების 70%, რომლებიც ამ სინდრომით არიან დაავადებულები, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, თინეიჯერი ბიჭები გახლავთ.

KLS ფონდის თანახმად, სინდრომის ამოცნობა შესაძლებელია მაშინ, როცა ადამიანს სძინავს დღისა და ღამის უმეტესობა, ხოლო, ამ ეპიზოდებს შორის დროის მონაკვეთებში კი, იგი სრულიად ჯანმრთელი ჩანს. ინციდენტი შეიძლება გაგრძელდეს დღეები, კვირები, თუნდაც, თვეებიც კი. ამ პერიოდის მანძილზე, ადამიანს, არა მხოლოდ დროის უმეტესი დრო სძინავს, არამედ, მაშინაც, როცა იგი ფხიზელია, არის დაბნეული, აპათიური და კარგავს ორიენტაციას.

კლეინ-ლევინის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს აღენიშნებათ გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა და ჩაკეტილობა; ზოგიერთი პაციენტის სიმპტომები კი, არაჯანსაღ, დაუმორჩილებელ სექს დრაივსაც მოიცავს.

WebMD-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის, მეცნიერები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, გარკვეულ როლს თამაშობდეს ფუნქციის დარღვევა ჰიპოთალამუსში, რომელიც ძილისა და სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში გვეხმარება.

ძილის ამ აშლილობისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის.

კოშმარo

sleep13

განურჩევლად იმისა, მკვლელების მიერ გატაცება იქნება ეს, თუ სკოლის კაფეტერიაში შიშველი გამოჩენა, უმრავლესობა ჩვენგანს, ჰქონია კოშმარული სიზმრის გამო გაღვიძების გამოცდილება. როცა კოშმარები სისტემატიური ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ, თქვენ, შესაძლოა, კოშმარის აშლილობა (Nightmare disorder) გქონდეთ. ადამიანები, რომლებიც ამ აშლილობით არიან დაავადებულები, ხშირად ცივი ოფლითა და კარგად დამახსოვრებული საზარელი სიზმრების მოგონებებით იღვიძებენ. ამ დროს ისინი იტანჯებიან და შესაძლოა, ძილის მიმართ, გარკვეული შიშიც განუვითარდეთ.

ძილის ამერიკული ასოციაციის (American Sleep Association, ASA) თანახმად, კოშმარების აშლილობით დაავადებას, ისევე, როგორც ზოგიერთი მედიკამენტი, ასევე, სტრესი და ძილის ნაკლებობა უწყობენ ხელს.

დაავადების მეტისმეტად რთულ შემთხვევებში, აუცილებელია ფსიქოლოგიური კონსულტაცია, ან სედატივები (შენ. სედატივები-ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება დასამშვიდებელი და დამაძინებელი, ძილის მომგვრელი ეფექტისთვის), რომ დაავადებულმა შეძლოს უშფოთველად ძილი, კოშმრის დასიზმრების შიშის გარეშე.

მთვარეულობა

sleep4

ზრდასრულების 15%-ზე მეტი, ძილში, პერიოდულად დგება და სახლის ტერიტორიაზე დადის. ბავშვებში კი, ეს რიცხვი, უფრო დიდია. მთვარეულობის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ სტრესი და არაკომფორტული ძილი ხშირადაა ამის მიზეზი. ასევე, არის გენეტიკის ფაქტორიც: ამ აშლილობით დაავადებულების ახლო ნათესავებს, 10-ჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ მთვარეულები იქნებიან, ვიდრე სხვებს.

თქვენ ვერ ნახავთ მთვარეულებს მოსიარულეებს და წინ ხელებგაშვერილებს; ბევრი მათგანი, თავის ოთახში, დაბნეული გადაადგილდება და აქვს უნარი, გააღოს კარი, ან გადააადგილოს ავეჯი.

მთვარეულის სიარულისას, გაღვიძება, მათთვის საშიში არ არის, თუმცა, შესაძლოა, თავად მთვარეულის მოძრაობა იყოს ამ დროს საფრთხის შემცველი. ჟურნალ „მოლეკულურ ფსიქიატრიაში“, 2003 წელს გამოქვეყნებული ნაშრომიდან ჩანს, რომ ზრდასრულების 19%-ს მიუღია ზიანი მათი „ღამის რეიდებით“.

დაცემა ყველაზე დიდი საშიშროებაა, ასე რომ, თუ სახლში მთვარეული გყავთ, ექსპერტები გირჩევენ, რომ შეუცვალოთ ადგილები ელექტრო კაბელებს და ეცადოთ, თქვენმა მთვარეულმა ოჯახის წევრმა, თავი შორს დაიჭიროს კიბეებისგან.

აფეთქებული თავის სინდრომი

sleep5

ეს კრეატიულად სახელდებული სინდრომი, მიმდინარეობის ღრმა ძილში შესვლის დასაწყისში - ადამიანი შეშინებული იღვიძებს, რადგან მან ძლიერი, ყურთასმენის წამღები ხმა გაიგონა. ხმების სიძლიერე ჭურჭლის გატეხვიდან რაიმეს აფეთქების ხმამდე მიდის.

იმ ადამიანს, რომელსაც ეს ხმები ესმის, ჰგონია, რომ ‘აფეთქება’ მის თავში ხდება. ამ სინდრომის დროს პიროვნებას ტკივილი არ აღენიშნება და არც რაიმე საფრთხეა მოსალოდნელი. ექიმებმა მისი გამომწვევი მიზეზის შესახებ არაფერი იციან, თუმცა, ფიქრობენ, რომ იგი, რაიმე სერიოზულ დაავადებასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს.

ძილისმომგვრელი ჰალუცინაციები

sleep6

ჩვენ ყველას გვინახავს უცნაური მოვლენები სიზმრებში, მაგრამ რას ვიტყვით იმაზე, როცა ეს ყველაფერი არ გვესიზმრება?

აშლილობა, რომელსაც ჰიპნოგოგიურ ჰალუცინაციებს უწოდებენ, მიმდინარეობს სიფხიზლიდან ძილის მდგომარეობაში გადასვლის პროცესში (იგი იწყება ბალიშზე თავის დადებისთანავე), ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები კი, გაღვიძების პროცესის დროს.

ამ აშლილობით დაავადებული ადამიანები უჩივიან გაურკვეველი ხმების გაგონებას, ილუზორულ შეგრძნებებს, უცნაური ხალხისა თუ ობიექტების დანახვას თავიანთ ოთახებში.

ნილ კლაინის, ძილის ექიმისა და ASA-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, გავრცელებული ხილვაა ცხოველების კედელზე ცოცვაც.

ძილთან დაკავშირებული ჰალუცინაციები ყველაზე ხშირია ნარკოლეფსიით დაავადებულ ადამიანებში.

პერიოდული ჰალუცინაციური ხილვები სახიფათო რამ არ არის, მაგრამ თუ ჰალუცინაციებთან ერთად, ადამიანს, აწუხებს დღისით ძილიანობა, ფიზიკურ ძალაზე კონტროლის დაკარგვა აღტაცების და გაოცების დროს, ამ შემთხვევაში, კლაინი გირჩევთ, რომ მიმართოთ ექიმს.

ღამის ტერორები

sleep7

ყვირილი, აგრესიულობა, უაზრო სიარული - „ღამის ტერორები“ ნამდვილად იმსახურებს თავის სახელს, იმ ადამიანის გამოც, ვინც ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდის, და იმისაც, ვინც ამას თვალს ადევნებს.

კოშმარებისგან განსხვავებით, რომლებიც REM ძილის დროს წარმოიქმნებიან, „ღამის ტერორები“, უმეტესწილად, არაREMისებური ძილის, ადრეული ღამის დროს ხდება. ის ყველაზე გავრცელებულია ბავშვებში.

ადამიანი, ტერორის დროს, შესაძლოა უეცრად წამოჯდეს, თვალები გაახილოს. პიროვნება ამ დროს ხშირად კივის ან ყვირის, და მისი გაღვიძება, ანდაც, დამშვიდება, შეუძლებელია.

გარკვეულ შემთხვევებში, ღამის ტერორებს, შესაძლოა, მთვარეულობაც ახლდეს თან. მშობლებს შეუმჩნევიათ ღამით მოსიარულე, პანიკურ მდგომარეობაში მყოფი შვილები. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ათი ან თხუთმეტი წუთის შემდეგ ადამიანი, ჩვეულებრივ, ისევ უბრუნდება ძილს. უმეტესობა მათგანს, დილით, არაფერი ახსოვს ამ ყველაფრის შესახებ.

ღამის ტერორების გამომწვევი მიზეზი ბურუსით მოცულია, მაგრამ ცხელებამ, არარეგულარულმა ძილმა და სტრესმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მათ წარმოქმნას.
ASA-ს მონაცემებით, საბედნიეროდ, ისინი, დროთა განმავლობაში ქრებიან.

ძილის დამბლა

sleep8

REM ძილის დროს, სიზმრის აქტიურობა იზრდება და სხეულის კუნთების ცნობიერი, ფხიზელი ნაწილი, უმოძრაო ხდება. ეს დროებითი დამბლა (პარალიზი) გვიცავს სიზმრის გავლენით იმპულსური ქმედებისა და საკუთარი თავის დაზიანებისაგან.

ხანდახან, დამბლა გრძელდება მაშინაც, როცა პიროვნება იღვიძებს. „შენ იცი, რომ გღვიძავს და გინდა, სხეული აამოძრავო“, - ამბობს კლაინი, - „მაგრამ უბრალოდ არ შეგიძლია“.

კიდევ უფრო უარესი - ძილის დაბლა ხშირად ემთხვევა ჰალუცინაციებს. 1999 წლის ნაშრომში, სადაც ძილის შესახებ კვლევის შესახებ წერენ, ჩანს, რომ კოლეჯის სტუდენტების 75%-ს, რომლებსაც ძილის პარალიზი გამოუცდიათ, ამავდროულად აწუხებდათ ჰალუცინაციებიც. და ეს ჰალუცინაციები, როცა ისინი მოქმედებენ ძილის პარალიზთან ერთად, საკმაოდ სერიოზულია.

ადამიანები ამ დროს ხშირად უჩივიან რაიმე ცუდის, ბოროტი ძალის შეგრძნებას, რომელსაც თან ახლავს ილუზია, რომ ვიღაც გტკენს ან გახრჩობს.

ამ შეგრძნებებმა, ძილის პარალიზს, გარკვეული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო ფოლკლორში.

ნიუფაუნდლენდერები მას იცნობენ როგორც „მოხუც ჯადოქარს“. ჩინეთში, ეს მდგომარეობა ნიშნავს, რომ „მოჩვენება გაწვებათ“, ხოლო მექსიკაში კი, იმას, რომ „მკვდარი თავზე ამოგაცოცდათ“.

დღეს კი, ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ სხვადასხვა ისტორიები უცხოპლანეტელების მიერ გატაცებების შესახებ, შესაძლოა, სწორედ ძილის დამბლით აიხსნას.

REM ქცევის აშლილობა

sleep9

თუ ძილის პარალიზი არის მაგალითი ზედმეტი უძრაობისა, „REM ქცევის აშლილობად“ წოდებული დაავადების შემთხვევაში, უძრაობა მეტისმეტად ცოტაა. ხანდახან, ტვინი არ აწვდის სათანადო ინფორმაციას სხეულს REM ძილის დროს. როცა ეს ხდება, ადამიანები „განასახიერებენ საკუთარ სიზმრებს“. მათ შეიძლება იკივლონ, ვინმეს დაარტყან, უბიძგონ; ასევე, საწოლიდან ადგნენ და გარშემო სირბილს მოყვნენ. გამოღვიძების შემდეგ, როგორც წესი, მათ ახსოვთ თავიანთი სიზმრები, მაგრამ ვერ იგონებენ მოქმედებებს. ექიმი კლაინის თანახმად, ამ დროს ხშირია აგრესია და მის მიერ გამოწვეული დაზიანებები.

REM ქცევის აშლილობა, უფრო ხშირად, უფროს ზრდასრულებში წარმოიქმნება, და ის შეიძლება იყოს პარკინსონის, დეგენერაციული ნევროლოგიური დაავადების, სიმპტომი.

ექიმები, REM ქცევის აშლილობას, უმეტესწილად, იმ მედიკამენტებით მკურნალობენ, რომლებიც შეასუსტებს REM ძილს და სხეულს რელაქსაციაში დაეხმარება.

ღამეული კვების აშლილობა

sleep10

თქვენ შეიძლება გქონდეთ უნარი, რომ თავი აარიდოთ ორცხობილის მირთმევას ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ ძილის პერიოდზე? ამ აშლილობით დაავადებული ადამიანები, ღამით გადაჭარბებული რაოდენობით მიირთმევენ და არც კონტროლით იწუხებენ თავს, მხოლოდ იმისთვის, რომ დილით მათ ეს არ ახსოვდეთ.

პაციენტებმა შეიძლება თავი საფრთხეში ჩაიგდონ სხვადასხვა რამის დაჭრითა და ღუმელის გამოყენებით. სხვები კი, უმ ინგრედიენტებს მიირთმევენ, როგორიცაა გაყინული საკვები ან კარაქი.

დაავადება კარგად შესწავლილი არ არის, თუმცა იგი, როგორც მთვარეულობა, აქტიურდება არაREMისებური ძილის დროს.

ექიმების აზრით, ისეთმა წამლებმა, რომლებიც შეიცავენ დოფამინს, ნეიროტრანსმიტერმა, რომელიც გააღვივებს სიამოვნებას, შეიძლება ხელი შეუწყოს ამ არაცნობიერი ღამეული წახემსებების შეწყვეტას.

სექსომნია

sleep11

ძილში ჭამაზე უფრო უცნაური, ძილში სექსი, იგივე სექსომნიაა. იგი პირველად აღწერეს 1996 წელს, შვიდი ინდივიდის მაგალითზე დაყრდნობით. სექსომნია, შეიძლება, გამაღიზიანებელიდან (ხმამაღალი სექსუალური კვნესა), საშიშამდე (თვითდამაზიანებელი მასტურბაცია) და კრიმინალურამდე (სექსუალური შევიწროება ან გაუპატიურება) განვითარდეს. ყველაზე ცოტა ხუთ განსახილველ შემთხვევაში, მამაკაცები გაამართლეს სექსუალური ხასიათის დანაშაულში, რადგან ისინი ამ დროს არაჯანსაღ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ეს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენიათ.

სექსომნიაზე წარმოებული კვლევების უმრავლესობა შეიცავს მცირე საქმეებს. ყველაზე დიდი ნაშრომი, ინტერნეტ გამოკვლევა, რომელშიც ამ აშლილობით დაავადებული 219 ადამიანი მონაწილეობდა, არის ლიმიტირებული, რადგან ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების ჩივილებს და არა კონკრეტულ დასკვნას.

ამ ნაშრომმა, რომელიც გამოქვეყნდა 2007 წელს სოციალური „ფსიქიატრიისა და ფსიქიატრიული ეპიდემიოლოგიის“ ჟურნალში, ივარაუდა, რომ ძილის ნაკლებობამ, სტრესმა, ალკოჰოლმა, ნარკოტიკებმა და ფიზიკურმა კონტაქტმა პარტნიორთან, შეიძლება ითამაშოს გარკვეული როლი. თუმცა, არავინ იცის, რატომ პასუხობს ზოგიერთი ადამიანი ამ ყველაფერს სექსუალური ქცევით.

ინსომნია

sleep12

ინსომნიამ - შეუძლებლობამ, რომ ადამიანმა შეძლოს ჩაძინება ან მძინარედ დარჩენა, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და კონცენტრაციის არქონა მთელი დღის განმავლობაში; ხოლო ძილის სისტემატიური ნაკლებობა საფრთხის შემცველია ადამიანისათვის.

ძილის ნაკლებობა შეიძლება გახდეს მიზეზი სიმსუქნის, სისხლის მაღალი წნევისა და გულის შეტევების, სხვა უსიამოვნო სიმპტომებთან ერთად. ეროვნული საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის თანახმად, უძილო მძღოლის მიერ ტარება იწვევს 100 000-ზე მეტ ავარიას და 1550 სიკვდილს ყოველწლიურად.

კარგი სიახლე ისაა, რომ ამ დაავადებების უმეტესობა ინკურნება და რომელიმე მათგანის ქონა არ ნიშნავს, რომ თქვენ შეშლილი ხართ.

„ხშირად ხალხს ჰგონია, რომ აქ არის რაიმე დაფარული ფსიქოლოგიური მიზეზი. ისინი ფიქრობენ, რომ არსებობს ფროიდისეული პასუხი ამ პრობლემების გადასაჭრელად“, - განაცხადა ექიმმა კლაინმა, - „თანამედროვე მეცნიერება ამას მხარს არ უჭერს. აქ არა ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიოლოგიური მიზეზებია“. 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

 

 

მსგავსი სტატიები

ფიზიკაში შემჩნეული საერთო ტენდენციები


ავტორი: იოანე შენგელია ფიზიკის სწავლისას აღმოვაჩინე ერთი ლამაზი ...

მედიტაცია მეცნიერებაში


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო: clevermind.ru დღეს ჩვენ მედიტაც...

ერთი ნაწილაკის მექანიკური მოძრაობის ისტორია..


ავტორი: იოანე შენგელია დავიწყოთ იმით, რომ ფიზიკის მეცნიერება იყოფა...

ფიზიკის ანბანი - ურთიერთქმედების ველი


არსებობს აგურები და არსებობს ნივთიერება, რომელიც ამ აგურებს ერთმანე...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

თქვენს კუჭ-ნაწლავს ახსოვს, სად მიირთვით გემრიელად


 მთარმნელი: დავით ტურაშვილი  წყარო  ჩვენი ტვინი ...

12 შესაძლო მიზეზი, რატომაც ვერ ვიპოვეთ უცხოპლანეტელები


მთარგმნელი: ნიკა ვასაძე წყარო 1950 წელს ლანჩის დროს გამართული დ...

წარმოადგენენ თუ არა აუცრელი ბავშვები საფრთხეს?


ავტორი: ტატიანა ობუხანიჩი მთარგმნელი: მამუკა გურული ინგლისურენო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff