წყარო: clevermind.ru
მთარგმნელი: მამუკა გურული
დიდი ხანია მთხოვენ, რომ აღვწერო მარიხუანას ტვინზე და სხეულზე ზემოქმედების შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველთვის ობიექტური და არამიკერძოებული ინფორმაცია მოგაწოდოთ! ჩვენ არ ვქადაგებთ უკიდურესობებს, რომ ბალახი - ეს დიდი ბოროტებაა, ან „დიახ, ის აბსოლუტურად უსაფრთხოა!“. უკიდურესობები ტვინს ადუნებენ. ამის ნაცვლად გთავაზობთ, რომ დაძაბოთ რუხი ნივთიერება და შეხედოთ ამ თემას სტერეოტიპებისგან და პირადი მიკერძოებებისგან თავისუფალი ხედვით.
ცოტა ისტორია
მარიხუანა უძველესი დროიდან გამოიყენება. მას იყენებდნენ ინდიელები, მშვიდობის ჩიბუხი და ომის ჩიბუხი, იყო აღმოსავლურ ცივილიზაციებშიც, სხვათაშორის სიტყვა „განჯა“ აღმოსავლეთიდან მოვიდა. შეგვიძლია არც ჩავუღრმავდეთ ისტორიას. 60-70-იან წლებში აშშ-ში ბევრი ცნობილი ადამიანი არ მალავდა, რომ მარიხუანას ეწეოდა (არნოლდ შვარცნეგერი ამას კამერის წინაც კი აკეთებდა).
თავის ავტობიოგრაფიაში „ყველაფრის გახსენება“, იგი მარიხუანას გამოყენებას აშშ-ში აღწერდა, როგორც რაღაც სრულიად დასასვებს, როგორც სიგარეტია ახლა, და ერთხელ სულელურად გაეხუმრა თავის მეგობარს - ფრანკო კოლომბოს.
ფრანკო ამერიკაში დიდი ხნის არყოფნის შემდეგ ჩაფრინდა და არნოლდმა, როგორც მზრუნველმა მეგობარმა, გადაწყვიტა მისთვის სიურპრიზი მოეწყო! მან დაურეკა არა დრაგ-დილერს, არამედ სხვა ბოდიბილდერს, რომ ყველაფერი მოეგვარებინა - საუკეთესო მარიხუანა ეშოვა. მანაც უშოვა, და სთხოვა !ყურადღება! თავის ცოლს, რომ მისგან კექსები გაეკეთებინა ყველასთვის. ეს კარგად აღწერს კანაფისადმი დამოკიდებულებას იმ დროში, ცოლმაც „სიყვარულით“ გამოაცხო. არნოლდი ფრანკოს აეროპორტში დახვდა და შემდეგ ისინი დარბაზში კი არა, სწორედ ამ მეგობართან წავიდნენ. მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს, რომ ფრანკო, პირველ რიგში, ბოდიბილდერია, შესაბამისად ბევრს ჭამს, და მეორეც, ის მშიერი ბოდიბილდერია, რადგან ხანგრძლივი მგზავრობა გადაიტანა.
მოკლედ, ფრანკომ, ისე, რომ არაფერი იცოდა, უცებ გადასანსლა მთელი კექსი, შემდეგ კი ნახევარი საათი ცხენივით იღრიჭებოდა, რადგან იქვე მყოფი ძაღლი ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა. შემდეგ ინტოქსიკაცია მიიღო და გასივდა. 2 კვირა მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ბოლო ორი წინადადება მათთვისაა, ვინც ამბობს, რომ „ბალახი უსაფრთხოა!!!“.
როგორ მუშაობს მარიხუანა
ამრიგად, თავიდანვე მივყვეთ და გავარჩიოთ მისი ტვინზე ზემოქმედება და ეფექტები:
1. დავუშვათ, ადამიანი ეწევა მშრალ „ფსიქოაქტიურ კანაფს“.
2. კვამლი შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს - კანაბინოიდებს, და კვამლთან ერთად ისინი ფილტვებში ხვდებიან.
3. ფილტვებამდე მიდის მილიონობით კაპილარები. ისინი შეიწოვენ იმას, რაც ფილტვებშია, ჩვეულებრივ ესაა ჟანგბადი, ჩვენს მაგალითში კი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც.
4. კანაბინოიდები სისხლში ხვდებიან და სისხლის ნაკადთან ერთად თავის ტვინს აღწევენ.
რა ემართება ტვინს და სხეულს მისი გამოყენების შემდეგ:
1. იმატებს გრელინის და ლეპტინის დონე. ეს ჰორმონები არეგულირებენ მადას და ნაყროვანების გრძნობას. აქ ერთი უცნაურობაა, რომ მადა ერთდროულად: თან ძლიერდება, თან სუსტდება. სავარაუდოდ, თავიდან ძლიერდება გრელინის მეშვეობით, შემდეგ კი დროთა განმავლობაში ორგანიზმი ბალანსს ქმნის და ლეპტინის გამოყოფას აძლიერებს.
2. ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და გულისცემის სიხშირე. ამ მიზეზით მარიხუანას და სტიმულატორებს ცუდი შედეგების გამოწვევა შეუძლიათ.
3. ძლიერდება ნეირომედიატორ - ანანდამიდის გამოყოფა. ეს ნეირომედიატორი დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. რაც უფრო მეტია ანანდამიდი, მით უფრო მეტად წყდება ადამიანი რეალობას. ანუ ამ ნეირომედიატორის გამო მარიხუანას მწეველი ხშირად მეტისმეტად მსუბუქად და „პოFიგურად“ იქცევა, მაგრამ ზოგჯერ „იზმენებს იკიდებს“ და ყველაფრის ეშინია. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს რეალობისგან მოწყვეტას.
4. მისი მიღების დროს ძლიერდება დოფამინის გამოყოფა. ამით აიხსნება ის, რო ზოგჯერ მწეველი შეიძლება რაიმე იდეაზე „ჩაიციკლოს“. ასევე დოფამინი განწყობასაც ზრდის. მაგრამ დიდხანს და ქრონიკულად მოხმარების შემთხვევაში დოფამინის გამოყოფა მცირდება.
5. მცირდება NMDA-რეცეპტორების აქტიურობა. უარესად მუშაობს მოკლევადიანი მეხსიერება.
6. ახლა კი ბომბა! იზრდება BDNF გენის ექსპრესია! იგი პასუხს აგებს დასწავლაზე და გრძელვადიან მეხსიერებაზე. რაშია ლოგიკა? მოწევის დროს ყველაფერი, რაც მეხსიერებას და დასწავლას უკავშირდება, მცირდება, უმჯობესდება მხოლოდ ფანტაზია. ორგანიზმი ამას დარტყმად აღიქვამს და მაშინვე, გენეტიკურ დონეზე იწყებს მეხსიერების გაუმჯობესებას. ის ფიქრობს, რომ თქვენ მოკლე დროში დაჩლუნგდებით, და ადრევე ამზადებს რეზერვებს.
ჩვენ მეტი მონაცემი გვჭირდება! ამიტომ განვიხილოთ სხვა საინტერესო მონაცემებიც:
A. ტოლერანტობა. იგივე ეფექტის შესანარჩუნებლად რეგულარული მიღებისას უფრო დიდი დოზა იქნება საჭირო, თუმცაღა არსებობს მონაცემები, რომ მარიხუანასგან ოთხი კვირის განმავლობაში თავის შეკავება საკმარისია კანაბინოიდური რეცეპტორების აქტივობის ნორმალიზებისთვის.
B. ზემოქმედება ორგანოებზე.
ფილტვები - არ არსებობს სტატისტიკური კავშირი კიბოს განვითარებასთან, არამწეველებთან შედარებით. უფრო მეტი რისკი ამ მხრივ სიგარეტის მწეველებშია.
ღვიძლი - არსებობს ღვიძლში ცხიმის გაზრდის რეალური რისკი, ვისცერალური ცხიმის, როგორც ალკოჰოლიკებში ((Purohit V, Rapaka R, Shurtleff D Role of cannabinoids in the development of fatty liver (steatosis)).
C. ჰორმონები: ტესტოსტერონების რაოდენობა იკლებს, უფრო მეტად 6 საათის განმავლობაში, და მთლიანად აღდგება 24-48 საათის შემდეგ, ესტროგენების რაოდენობა იმატებს, ზრდის ჰორმონი უმნიშვნელოდ იმატებს. თუ თქვენ მამაკაცი ხართ და ყოველდღე ან ყოველ მეორე დღე მოწევთ - ქალს დაემსგავსებით.
D. დამოკიდებულობა. მარიხუანა დამოკიდებულებას იწვევს დაახლოებით 9%-ში, თამბაქო - 32%-ში.
E. დეპრესია. არ არსებობს ობიექტური მონაცემები. არის მონაცემები, რომ მარიხუანა დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება, მაგრამ ასევე არის მონაცემები, რომ პირიქით, აგდებს დეპრესიაში.
F. ფსიქოზები და შიზოფრენია. ასევე არ არის ობიექტური მონაცემები.
იურიდიული სტატუსი - ქვეყნების შესაბამისად.
შეჯამება:
ამ ნაშრომის მიზანი იყო მარიხუანას შესახებ ინფორმაციის ობიექტურად გადმოცემა. თითქმის ყოველი თეზისი დადასტურებულია წყაროთი [სამწუხაროდ ორიგინალ ტექსტში წყაროების ლინკები უკვე გაუქმებულია. მთარგმნ. შენიშვნა]
როგორც სტატიიდან გაირკვა, მარიხუანა - არც სიკეთეა და არც ბოროტება. სიმართლე რომ გითხრათ, მასში თითქმის არაფერია სასარგებლო ან საზიანო. და ის ნამდვილად არაა ალკოჰოლზე ან სიგარეტზე საშიში ორგანიზმზე ფიზიკური ზემოქმედების მხრივ, და რაღაცაში „უკეთესიც“ კია. მისი ძირითადი საფრთხე მდგომარეობს არა ზიანში, დამოკიდებულობის გაჩენაში, ან ტვინის დროებით დაჩლუნგებაში, არამედ იმაში, რომ ეს ფსიქოტროპული ნივთიერებაა. იგი ფსიქიკაზე მოქმედებს, ფისიქიკის გაზომვა კი შეუძლებელია. ვიღთაც მისი მეშვეობით პარანოიისგან განიკურნება, ვიღაც კი პირიქით - შიზოფრენიკი გახდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზითაა იგი აკრძალული, რადგანაც ფსიქიატრიული ავადმყოფები გადასახადებს არ იხდიან.
სტატიაში არ იყო არც პროპაგანდა და არც ანტიპროპაგანდა, არსებობს ფაქტები, დანარჩენი უკვე თქვენი ტვინით გადაწყვიტეთ. წარმატებები!