12 შესაძლო მიზეზი, რატომაც ვერ ვიპოვეთ უცხოპლანეტელები

Admin
მეცნიერება
0
0

მთარგმნელი: ნიკა ვასაძე წყარო 1950 წელს ლანჩის დროს გამართული დიალოგი იყო ასტრონომიული გამოკვ...

aliens

მთარგმნელი: ნიკა ვასაძე

წყარო

1950 წელს ლანჩის დროს გამართული დიალოგი იყო ასტრონომიული გამოკვლევების საწყისი. ფიზიკოსმა ენრკი ფერმიმ მის კოლეგებს საკამათო თემა შესთავაზა, შეჯამებით: 
1) გალაქტიკა ძალიან ძველი და დიდია, მილიარდობით ვარსკვლავებისა და, სავარაუდოდ, უფრო მეტი პოტენციურად საცხოვრებელი პლანეტით სავსე. 
2) ეს ნიშნავს, რომ გალაქტიკაში, განვითარებულ ცივილიზაციებს, უფრო მეტი დრო აქვთ აყვავებისთვის. 

და... სად ჯანდაბაში არიან ? 

ეს მარტივი, მაგრამ ძლიერი არგუმენტი ცნობილი გახდა, როგორც „ფერმის პარადოქსი“ , 
და ახლაც ანცვიფრებს ბევრ ბრძენ გონს. უცხოპლანეტელების სიხშირე დიდი უნდა იყოს, მაგრამ არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ისინი არსებობენ. 

აი, 12 სავარაუდო მიზეზი, რატომ არის ეს ასე.
:

1. უცხოპლანეტელები არ არსებობენ. რამდენად ნაკლებ სავარაუდოც არ უნდა იყოს ისეთ გალაქტიკაში, სადაც მილიარდობით ვარსკვლავი და 40 მილიარდი დედამიწისხელა პლანეტაა პოტენციურად საცხოვრებლად ხელსაყრელი, ჩვენ შეიძლება მარტონი ვართ. 



2.ჩვენს გარდა არ არსებობს სხვა ინტელექტის მქონე სიცოცხლის ფორმები. (ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ინტელექტუალებად ითვლებიან.) სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მისი ფორმა შეიძლება მიკრობებით ან სხვა „ჩუმი“ ცხოველებით შემოიფარგლოს. 

3.ინტელექტის მქონე სიცოცხლის ფორმებს არ გააჩნიათ განვითარებული ტექნოლოგიები. ამჟამად ასტრონომები იყენებენ რადიო ტელესკოპებს, რათა ყურადღებით უსმინონ ღამის ცას. უცხოპლანეტელები თუ რაიმე სიგნალს არ გამოსცემენ, ვერასდროს გავიგებთ მათი არსებობის შესახებ.

4.ინტელექტის მქონე სიცოცხლე თვით-განადგურებადია. იქნება ეს მასიური განადგურების იარაღებით, პლანეტაზე რაიმე მავნე ნივთიერბით თუ სხვა, შეიძლება ეს ინტელექტუალური 
სახეობის ბუნება იყოს, რომ თავი მოიკლას. იარსებობს ცოტახნით, სანამ გაქრება.

5.სამყარო ძალიან საშიში ადგილია. კოსმიურ დროის სკალაზე - იფიქრე მილიარდობით წლებზე - სიცოცხლე შეიძლება ხანმოკლეა. ერთმა ასტეროიდმა, სუპერნოვმა, გამა-რეი ამოფრქვევამ ან რაიმე მსგავსმა შეიძლება სიცოცხლით სავსე პლანეტა გააცამტვეროს.

6. სამყარო დიდია. მხოლოდ ირმის ნახტომი არის 100 000 სინათლის წლის მანძილზე და შესაძლებელია, რომ იმ უცხოპლანეტელების სიგნალები, რომელთა ლიმიტიც სინათლის სიჩქარეა, ჩვენამდე ჯერ არ მოსულა.

7.საკმარისად დიდხანს არ გვიძებნია. 8 წელი. ეს არის ის დრო, რაც რადიო ტელესკოპები არსებობენ და ჩვენ დაახლოებით 60 წელი ვეძებდით უცხოპლანეტელებს. ეს არ არის დიდი ხანი.

8.სწორ ადგილებში არ ვეძებთ. როგორც ადრე აღვნიშნე, სამყარო დიდია, მაშასადამა, ბევრია ისეთი ადგილი, რომ უცხოპლანეტელების სიგნალები მოვისმინოთ. თუ იმ მიმართულებით არ მოვისმენთ, რა მიმართულებთაც სიგნალი მოდის, მას ვერასდროს აღვივამთ. როგორ ენდრიუ ფეინმა ახსნა „სამყარო დღეს“-ში, ეს გავს ელაპარაკო შენს მეგობარს 250,000,000,000 არხიან რადიოზე, იმ ცოდნის გარეშე, რომელ სიხშირეზე საუბრობს ის. სავარაუდოდ დიდიხნის განმავლობაში მოგიწევს არხების ცვლა.

9.უცხოპლანეტელების ტექნოლოგია, შეიძლება, ზედმეტად განვითარებულია. რადიო-ტექნოლოგია შეიძლება ხშირია დედამიწაზე, მაგრამ სხვა სამყაროებში უცხოპლანეტელებს შეიძლება უფრო განვითარებული საკომუნიკაციო საშუალებები აქვთ, როგორიც ნეიტრონული სიგნალებია. ჩვენ არ შეგვიძლია მათი გაშიფვრა, ჯერ.

10.არავინ გზავნის არაფერს. შეიძლება ყველა ისმენს, როგორც დედამიწაზე. გარდა იმ რამდენიმე მცდელობისა რომ ძლიერი სიგნალები გაგვეშვა მცირე მანძილზე, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია რომ საკუთარი არსებობა აღგვენიშნა სამყაროში. საერთოდაც, უცხოპლანტელებს რომ რადიო ტელესკოპი ჰქონდეთ, როგორც ჩვენ, ჩვენი სიგნალები მხოლოდ 0.3 სინათლის წლის მანძილზე იქნებოდა შესამჩნები. ეს მანძილი ჩვენს მზის სისტემასაც კი არ სცდება.

11.დედამიწას მიზანმიმართულად არავინ ეკონტაქტება. დედამიწაზე გვაქვს კანონპროექტები, თუ როგორ მოვეპყროთ უცხო ადამიანებს. შესაძლებელია ჩვენც ასე მოგვეპრყონ. როგორც სტარ ტრეკში, განვითარებულ ცივილიზაციებში შეიძლება არსებობდეს კანონები, რომელიც ზღუდავს ურთიერთობებს განუვითარებელ ცივილიზაციებთან.

12. უცხოპლანეტელები უკვე აქ არიან, უბრალოდ ვერ აღვიქვამთ. შეთქმულების თეორისტებს უყვართ ეს ნაკლებად შესაძლებელი ახსნა. მართალია შანსი დაბალია, მაგრამ შეუძლებელი არ არის, რომ პოლიტიკოსები მალავენ უცხოპლანეტელების არსებობას. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ უცხოპლანეტელბი ჩვენს შორის არიან და ირონიულად გვაკვირდებიან, როგორც ლაბორატორიულ ვირთხებს.

 

მსგავსი სტატიები

10 რამ, რაც ტვინის შესახებ არ იცოდით


ტვინის მატერია ისტორიის განმავლობაში, ადამიანის ტვინი შესანიშნავ...

ვაქცინები: რას ვუკეთებთ ჩვენი ბავშვების ტვინს?


ტრანსკრიბცია დოქტორ ლარი პალევსკის ლექციიდან: მთარგმნელი: მამუკა...

ერთი ნაწილაკის მექანიკური მოძრაობის ისტორია..


ავტორი: იოანე შენგელია დავიწყოთ იმით, რომ ფიზიკის მეცნიერება იყოფა...

რატომ შეიძლება არსებობდეს სხვა სამყარო?


 მთარგმნელი: სალომე ჭიტაძე წყარო არსებობს თუ არა სხვა სამყ...

სეროტონინი - საუკეთესო ანტიდეპრესანტი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე ადამიანის ორგანიზ...

თეორიული ფიზიკა


ავტორი: იოანე შენგელია მარტივად რომ გითხრათ ძვირფასო მკითხველო: ...

ილონ მასკი ფიქრობს, რომ ჩვენ მატრიცაში ვცხოვრობთ


მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანი, რომელმაც ყველა გაა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff