თავი VII. განზრახვა

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მამუკა გურული (ტექსტის სანახავ...

Arrow Target

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

მეშვიდე თავის აუდიო-ვერსიის youtube-ლინკი


luciid

გაღვიძება სიზმარში

ამ თავში ჩვენ უკვე ვუახლოვდებით მეთვალყურის გამოცანის ამოხსნას: რატომ შეგვიძლია ავირჩიოთ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ, და როგორ გავაკეთოთ ეს. გამოცანის ერთ-ერთი გასაღები იმ მოვლენაში დევს, რომელსაც სიზმარხილვას ვეძახით. სიზმარში ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს ატარებს. ყველაფერი, რაც ადამიანს სიზმარში ემართება, დღემდე იდუმალებითაა მოცული. სამწუხაროდ მეცნიერული კვლევები ამ სფეროში ცოტა რამეს ხსნიან. ფილოსოფიური შეხედულებებიც ერთიდან მეორე უკიდურესობაში ვარდებიან. ერთნი ამბობენ, რომ სიზმრები - ეს ილუზიებია, მეორენი ამტკიცებენ, რომ თავად ჩვენი ცხოვრებაც კი სხვა არაფერია, თუ არა სიზმარი. ვინაა აქ მართალი? ტრანსერფინგის მოდელის ფარგლებში - არც ერთნი, არც მეორენი. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით...

ზრდასრულები, იხსენებენ რა თავიანთ სიზმრებს, ანგარიშს უწევენ თავს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ მომხდარა. გონება სიზმრებს განმარტავს, როგორც თავის ფანტაზიებს, რომლებსაც რაღაც სახით ადგილი აქვთ სიზმრის დროს, და ამით კმაყოფილდება.ცნობილია, რომ ოთხ წლამდე ბავშვები სიზმარს რეალობისგან ვერ არჩევენ. ისინი თვლიან, რომ სიზმრებიც იგივე სამყაროს ეკუთვნიან, რასაც მთელი დანარჩენი ცხოვრება. ამ ასაკში, როცა კოშმარისგან იღვიძებს, ბავშვს სჯერა, რომ ურჩხული ოთახში იმყოფება. და მშობლების ყველანაირ მტიცებებს, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, სათანადო ეფექტი არ აქვთ. მაგრამ თანდათანობით ბავშვის გონებას მაინც აჩვევენ აზრს, რომ ეს ყველაფერი არარეალურია.

ჩვენ უკვე განვიხილეთ, როგორ ალაგებს გონება თაროებზე ყველა ახალ აბსტრაქტულ მნიშვნელობას. და ამას ძალიან სწრაფად და გატაცებით აკეთებს. ახლა კი წარმოიდგინეთ: იმისთვის, რომ გონება დაერწმუნებინა იმაში, რომ სიზმარი არარეალურია, ოთხი წელი იყო საჭირო. ეს ერთადერთი რამაა, რასაც გონება ვერანაირად ვერ ეთანხმებოდა. ჩვენ არ გვახსოვს რა გვემართებოდა ოთხ წლამდე, ამიტომ ვერ ვიქნებით იმის მოწმენი, თუ რა გაურკვევლობაში იყო ხოლმე გონება გაღვიძების შემდეგ.

მაგრამ ახლაც, ჩვენი გონება დაძინებისას ყოველდღე გულუბრყვილოდ ერთი და იგივე ხაფანგში ხვდება. სანამ გვძინავს, თავში საერთოდ არ მოგვდის მიმდინარე მოვლენებზე კრიტიკული ხედვა. და გაღვიძების შემდეგაც კი გაკვირვებულნი ვართ იმით, თუ რამდენად რეალურად გვეჩვენებოდა სიზმარი. სიზმარში ვირტუალური რეალობა საოცრად ბუნებრივად მოდელირდება. მიუხედავად იმისა, რომ სიზმარში საოცარი მოვლენები ხდება, ჩვენ მათ ჩვეულებრივად აღვიქვამთ. ასეთი უნარი დაფუძნებულია გონების ჩვევაზე - ყველაფერს თავისი ახსნა მოუძებნოს. თუ გვიწევს, რომ შევაჩნიოთ ან განვიცადოთ რაღაც უჩვეულო, მაშინ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია ამის რაციონალიზება. და თანაც, ცნობიერ მდგომარეობაში არ ვართ ჩვეულნი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მიმდინარე რეალობა. ამიტომაც სიზმარშიც ინერციით აღვიქვამთ ყველაფერს, როგორც თავისთავად ბუნებრივს. გონება მიჩვეულია, რომ ყველაფერი აკონტროლოს. მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელიც ყოველთვის კონტროლის მიღმა გვეპარება: „რეალურად ხდება ეს ყველაფერი?“ სწორედ ამიტომ ექცევა გამუდმებით გონება სიზმრის ხაფანგში.

მაგრამ ზოგჯერ, თუ გაგვიმართლებს, ხდება სასწაული, და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვძინავს. ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა რაღაც სრულიად უჩვეულო გვესიზმრება, ან კოშმარი მეტისმეტად გვტანჯავს. მაშინ გონების კონტროლი აღდგება ხოლმე, და ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ. ასეთ შემთხვევაში არაცნობიერი სიზმარი გაცნობიერებულ სიზმარხილვად იქცევა. გაცნობიერებულ სიზმარხილვაში ადამიანი ვირტუალირ თამაშში მონაწილეობს და ხვდება, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. თუ ასეთი რამ არასოდეს დაგმართნიათ, და პირველად გესმით ამის შესახებ, ეჭვი არ შეგეპაროთ - ეს ფანტაზია არაა. გაცნობიერებულ სიზმრებზე ბევრი წიგნია დაწერილი, და არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ამას გამუდმებით აპრაქტიკებს.

და თქვენ არ გინდათ გამოსცადოთ? დიახ, გაცნობიერებული სიზმარხილვის გამოწვევა მართლაც შეიძლება განზრახ. ამისთვის აუცილებელია ვასწავლოთ გონებას, რომ დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: „რეალურად ხდება ეს ყველაფერი?“ ამის გაკეთება არც ისე რთულია, თუ მართლა გინდათ ეს. გონების სწავლების პროცესი მარტივია, მაგრამ მიზანმიმართულ ყურადღებას მოითხოვს. დღის განმავლობაში მინიმუმ ათჯერ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ზემოთნახსენები კითხვა. ამაში შინაგანი დამკვირვებელი დაგეხმარებათ. დაავალეთ, რომ გამუდმებით შეგახსენოთ ხოლმე: „გძინავთ თუ არა?“ კითხვას მაქსიმალურად გაცნობიერებულად უნდა უპასუხოთ, რათა ეს მართლაც კონტროლი იყოს, და არა რუტინული პროცედურა. გამოფხიზლდით, მიიხედ-მოიხედეთ, შეაფასეთ სიტუაცია: მართლა ყველაფერი ნორმალურად ხდება, თუ რამე საეჭვოა? თუ ნებისყოფა გეყოფათ, მალე თქვენს სიზმარში გაიღვიძებთ.

მალე დარწმუნდებით, რომ საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა, თუნდაც დღეში ათჯერ, საკმაოდ რთულია. უბრალოდ დაგავიწყდებათ ხოლმე გახსენება. რომ გამოგივიდეთ, მართლა ძალიან უნდა მოინდომოთ. თქვენი განზრახვის ძალის შესაბამისად, გაცნობიერებული სიზმარი შეიძლება რამდენიმე დღეში მოვიდეს, ან რამდენიმე თვეში.

თუკი სახლში გონგიანი საათი გაქვთ, ეს დაგეხმარებათ. დღის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა საათი რეკავს, ჩართეთ თქვენი დამკვირვებელი, რათა მან გკითხოთ, გძინავთ თუ არა. საათის ხმა ღუზად, მოჭიდებად იქცევა გაცნობიერებულობისთვის. სიზმარში, თუ საათის ხმას გაიგებთ, ჩვევის შესაბამისად გააღვიძებთ თქვენს დამკვირვებელს, ის კი -თქვენს გონებას. სხვა საშუალებების მოძებნაც შეიძლება იმ პირობით, რომ ძილის დროს მათი ხმა უნდა გესმოდეთ. აზრი არ აქვს კითხვის იმ სიგნალებთან მიერთება, რომლებსაც სიზმარში ვერ გაიგებთ. მაგალითად, თუ თქვენს კითხვას ტელეფონის ზარს მიამაგრებთ, თქვენ ვერ დაუსვამთ საკუთარ თავს კითხვას იქამდე, სანამ სატელეფონო ზარი არ დაგესიზმრებათ.

ზოგადად, პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ გამოიმუშავოთ ჩვევა - გამუდმებით დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა მიმდინარე მოვლენების რეალობის შესახებ. უპასუხეთ კითხვას არა მექანიკურად, არამედ გაცნობიერებულად. ბევრი სიზმარმხილველისთვის გაცნობიერებულობის ჩამრთველ ფაქტორს სიზმარში მომხდარი ანომალიები, შეუსაბამობები და უცნაურობები წარმოადგენენ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი მოვლენები და საგნები შეუმჩნეველია და მძინარე ადამიანი მათ სრულიად ჩვეულ მოვლენებად აღიქვამს. სწორედ ამიტომ უნდა გამოწვრთნათ საკუთარი თავი, რომ გამუდმებით შეაფასოთ სიტუაცია და კითხვას კეთილსინდისიერად უპასუხოთ.

რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი? პირველ რიგში, ეს როგორც მინიმუმ საინტერესო და სახალისოა, როცა სიზმარი უბრალოდ კი არ „გემართებათ“, არამედ თქვენ თვითონ ცნობიერად თამაშობთ ამ ვირტუალურ თამაშს. ეს უკვე აღარაა ფანტასტიკა ვირტუალური რეალობის შესახებ. ვერანაირი კომპიუტერული თამაში ვერ შეედრება იმას, რისი გაკეთებაც გაცნობიერებულ სიზმარხილვაში შეგიძლიათ. და გაკეთება ყველაფრის შეგიძლიათ, რაც კი თავში მოგივათ.

როცა სიზმარში თქვენთვის არასასურველი სიტუაცია ჩნდება, მისი გამოსწორება ძალიან ადვილია ნებისყოფის მცირე დაძაბვით. დავუშვათ, კოშმარი გესიზმრებათ: ვიღაც გდევნით, და ვერანაირად ვერ ახერხებთ მისგან თავის დაღწევას. თუ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი სინამდვილეში ხდება, მდევნელისგან თავის დახსნა გაგიჭირდებათ. როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, დიდი ალბათობით თქვენ ეცდებით, რომ გაიღვიძოთ, და ეს ჩვეულებრივ ძნელად, მაგრამ გამოგდით ხოლმე. მაგრამ არსებობს გაცილებით უფრო ეფექტური და საინტერესო მეთოდი. თუ გააცნობიერეთ, რომ სიზმარში ხართ, საკმარისია, შეხედოთ მდევნელს და მხოლოდ გაიფიქროთ: „გაქრი!“ (ჩავარდი, აორთქლდი, დაიფერფლე), მდევნელი მაშინვე გაქრება. თქვენ ისიც კი შეგიძლიათ, რომ აზრობრივად ჰაერში აწიოთ იგი და დააბზრიალოთ.

სიზმარში ადამიანს შეუძლია, რომ ბოლომდე აკონტროლოს ყველაფერი, იმ შემთხვევაში, თუ ორ მარტივ პირობას შეასრულებს. პირველ რიგში, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს სიზმარია. მეორეც, მან უნდა იცოდეს, რომ სიზმარში ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რასაც კი მოისურვებს. მაგალითად, სიზმარში გაიღვიძეთ და ფრენა მოინდომეთ. არაფერია ამაზე მარტივი, საკმარისია მხოლოდ განზრახვა. აქ ძალიან მკაფიოდ ჩნდება განსხვავება სურვილსა და განზრახვას შორის. ჰაერში აფრენის უბრალოდ სურვილი არაფერს მოგცემთ, არც ცხადში და არც სიზმარში. ავიღოთ, მაგალითად, ხელის აწევის სურვილი. საკუთარ თავს ეუბნებით, რომ ხელის აწევა გსურთ, მაგრამ ჯერ არ აკეთებთ ამას. და აი, უბრალოდ იღებთ ხელს და მაღლა წევთ. სურვილი მოქმედებად ტრანსფორმირდა. თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ აწევთ ხელს, უბრალოდ აკეთებთ ამას. ასევეა სიზმარშიც: უბრალოდ აწიეთ საკუთარი თავი ჰაერში მხოლოდ განზრახვით და იფრინეთ საითკენაც გაგიხარდებათ.

ახლა დავუბნრუნდეთ კოშმარს მდევნელთან დაკავშირებით. უნდა გესმოდეთ, რომ მისგან თავის დაღწევის მხოლოდ სურვილი ვერაფერს მოგცემთ. თქვენ შიშის ტყვეობაში ხართ, გონებაში სწრაფად თამაშდება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი, რომლებიც მაშინვე რეალიზდებიან. თქვენ ჩართული ხართ თამაშში, რომლის წესებიც თქვენს მიერ არაა დადგენილი. და მაშინაც, თუ გააცნობიერეთ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, ვერაფერს ვერ გახდებით, სანამ კონტროლს საკუთარ თავზე არ აიღებთ. სანამ პასიური მსხვერპლის როლს თამაშობთ, თამაშის ძალაუფლების ქვეშ ხართ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს თამაში სწორედ თქვენმა წარმოსახვამ წარმოშვა. მოცემულ მომენტში თქვენ თქვენი წარმოსახვის მონა ხართ. გეშინიათ და გარბიხართ, რადგანაც თავად აირჩიეთ ეს როლი. თუ გაჩერდებით და მოინდომებთ საკუთარ მდევნელთან როლების გაცვლას, ის სიამოვნებით დაგეთანხმებათ, და გაგექცევათ. წარმოგიდგენიათ, რა კომიკურია მთელი ეს სიტუაცია?

ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც იწყება: „და შემიძლია სიზმარში...?“, პასუხი დადებითი იქნება. შეგიძლიათ ურთიერთობა გქონდეთ ნებისმიერ ადამიანთან (მკვდართან და ცოცხალთან), შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გახადოთ სიზმრის მონაწილე, იფრინოთ ნებისმიერ პლანეტაზე, გადაწყვიტოთ პრობლემები, შეთხზათ მუსიკა, რაიმეში ივარჯიშოთ, იმოგზაუროთ, და ა.შ. ამ ყველაფერთან შედარებით ძლიერი ნარკოტიკები უბრალოდ ბავშვური გართობაა. ამასთან, ამ ყველაფრით ჯანმრთელობას ზიანი არ ადგება. სიზმრებიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამოტანა ნებადართულია. შეუძლებელია მხოლოდ ერთი რამ: გამოიტანოთ მატერიალური საგანი სიზმრიდან რეალობაში. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი მოვლენების შესახებ არ მსმენია.

თუკი არ გახსოვთ, რა გესიზმრათ, განსაზღვრეთ, რომელი მიმართულებით წავხართ. ყველაზე კარგია თავით ჩრდილოეთისკენ წოლა. დასავლეთის მხარეს წოლა არ შეიძლება, ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მე კარგად ვერ ვხსნი რატომ გამოდის ასე. ეს დაკავშირებულია დედამიწის მაგნიტურ ველთან. დაწექით თავით ჩრდილოეთისკენ და დარწმუნდებით, რომ თქვენი სიზმრები უფრო საინტერესო და ფერადი გახდა.

თუკი არ გსურთ, რომ გაცნობიერებული სიზმარხილვებით დაკავდეთ, ან არ გამოგდით, ამან არ უნდა შეგაშფოთოთ. რა თქმა უნდა, სიზმარხილვებზე მხოლოდ იმის გამო არ დამიწყია საუბარი, რომ თქვენი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. გაცნობიერებული სიზმრები გარკვეულ როლს თამაშობენ ტრანსერფინგის ტექნიკაში, მაგრამ სრულიად შესაძლებელია მათ გარეშეც გახვიდეთ ფონს. ამასთან, გაცნობიერებული სიზმრები ერთ ფარულ საფრთხეს შეიცავენ. აი, მეტყვით თქვენ, დამაინტერესე, ახლა კი დაშინებას ცდილობ. მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს. გაცნობიერებული სიზმრები - ესაა საიდუმლო კარი შეუცნობლისკენ. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, არ გამეფრთხილებინეთ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება ამ კარის მიღმა იმალებოდეს. ის, თუ რაში მდგომარეობს ეს საფრთხე, მოგვიანებით შეიტყობთ.


 

maxresdefault

სიზმარხილვების სივრცე

მეთვალყურის გამოცანის ამოსახსნელად აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ ორ კითხვას: რატომაა ცნობიერ სიზმარხილვაში ყველაფერი შესაძლებელი, და რატომ გვეჩვენება სიზმრები ასე რეალურებად?

როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ სიზმარში, სურათები ძალიან მკაფიოდ ჩანს, უწვრილმანეს დეტალებამდე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიზმრები ფორმების სიმკვეთრით და ფერების სიმდიდრით რეალობასაც კი აღემატებიან. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ტვინი თავად ახდენს სიზმრის სურათების სინთეზირებას და სიზმრის დროს ისევე აღიქვამს ამ სურათებს, როგორც ცხადში. სინამდვილეში ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ ყველაფერი სწორედ ასე ხდება. ტრანსერფინგის მოდელში ახსნა სრულიად სხვაგვარია: ქვეცნობიერი დამოუკიდებლად არაფრის წარმოსახვას არ ახდენს, არამედ პირდაპირ უკავშირდება ვარიანტთა სივრცეს, რომელიც მთელ ინფორმაციას შეიცავს.

ყურადღებით დააკვირდით რაიმე ნივთს, შემდეგ დახუჭეთ თვალები და სცადეთ მისი წარმოსახვა. მაშინაც კი, თუ ვიზუალიზაციის საოცარი უნარები გაქვთ, მაინც ვერ შეძლებთ დახუჭული თვალებით საგნის ზუსტად ისევე „დანახვას“, როგორც გახელილით. ის ხატ-სახე, რომელსაც თქვენი ტვინი შთაიბეჭდავს, მხოლოდ დაბალი ხარისხის ფოტოს წარმოადგენს. დავუშვათ, რომ ტვინი ინახავს ასეთ ფოტოს, როგორც ნეირონთა ჯგუფის გარკვეულ მდგომარეობას. მაშინ იმისთვის, რომ მეხსიერებაში არსებული ყველა ფოტო გავიხსენოთ, ნეირონების რაოდენობა, მიუხედავად მათი დიდი რაოდენობისა, არ გვეყოფა.

თუ ჩვენი მოგონებები და სიზმრები - იმის ტრანსლაციაა, რაც ნეირონებშია ჩაწერილი, მაშინ რამდენი ასეთი უჯრედი უნდა იყოს თავში? ტრანსერფინგის მოდელის ფარგლებში ნეირონები არ წარმოადგენენ ინფორმაციის ისეთ მატარებლებს, როგორც ბიტებია კომპიუტერში. ტვინი ინახავს არა თავად ინფორმაციას, არამედ რაღაც მისამართების მსგავსს ვარიანტთა სივრცის ინფორმაციაში ორიენტაციისთვის.

შესაძლოა, ტვინს შეუძლია თავის თავში დაიტიოს მონაცემთა გარკვეული შეზღუდული რაოდენობა. მაგრამ როგორი სრულყოფილი ბიოლოგიური სისტემაც არ უნდა იყოს იგი, ტვინს მაინც არ შეუძლია თავის თავში იმ ყველაფრის დატევა, რისი გახსენებაც მეხსიერებიდან შეგვიძლია. მითუმეტეს, მას არ შეუძლია ისეთი სრულყოფილი ვირტუალური რეალობის შექმნა, როგორიც სიზმარია. ნუთუ შეგიძლიათ, რომ ღვიძილის მდგომარეობაში თვალები დახუჭოთ და აზრობრივად წარმოიდგინოთ წარმოსახვითი სურათები ისევე ნატურალურად, როგორც სიზმარში? ნუ ეცდებით ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანას, რომ თითქოს ტვინი სიზმარში მოიპოვებს მის მიერ წარმოსახული სურათების მკაფიოდ აღქმის უნარს.

როგორც უკვე ითქვა, გონებას არ შეუძლია არაფერი პრინციპულად ახლის შექმნა. მას შეუძლია მხოლოდ, რომ სახლის ახალი ვერსია ააწყოს ძველი კუბიკებისგან. გონება მხოლოდ პრიმიტიულ ინფორმაციას ფლობს ამ კუბიკების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ააწყოს ისინი. უფრო დაწვრილებით მონაცემებს გონება ქაღალდზე ან სხვა მატარებლებზე ინახავს. მთელი დანარჩენი ინფორმაცია გონებამდე სულის მეშვეობით მოდის - ვარიანტთა სივრციდან.

ამგვარად, გონება ტრანსერფინგის მოდელში წარმოგვიდგება, როგორც საკმაოდ პრიმიტიული სისტემა, რომლის მუშაობის მოდელირებაც ტექნიკურადაც შეგვიძლია, რის გაკეთებას ცდილობენ კიდეც მეცნიერები. ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობებს ჯერ-ჯერობით წარმატებამდე ვერ მივყავართ. საკუთარი თავის გაგება გონებას როგორღაც შეუძლია, აი, სულის ბუნების გაგება კი ჯერ არ ძალუძს. ცოცხალი არსების ინტელექტის საიდუმლო სულისა და გონების ერთიანობასა და ურთიერთკავშირშია. აქამდე კიბერნეტიკოსების ძალისხმევა აზროვნების პროცესის მოდელირებამდე დაიყვანებოდა, ისე, როგორც ამას გონება აკეთებს. მაგრამ შესაძლოა, ოდესმე, ვინმეს, თავში მოუვა შექმნას ისეთი მანქანა, რომელსაც შეეძლება ინფორმაციის ვარიანტთა სივრციდან მიღება, როგორც ამას სული (душа) აკეთებს.

რაღაც ხერხით, გონებას შეუძლია დაიმახსოვროს საჭირო სექტორთა მისამართები. თუ რაღაცის გახსენებაა საჭირო, გონება სულს მიმართავს, ის კი შესაბამის სექტორზე განეწყობა. მაგრამ ან სულს არ შეუძლია კარგად განწყობა, ან გონებას ახსოვს ცუდად მისამართები, ან გონებას და სულს არ შეუძიათ ერთმანეთთან მოლაპარაკება - შედეგად ის გვაქვს, რაც გვაქვს: ჩვენი მეხსიერება არასრულყოფილია.

სამაგიეროდ სიზმარში სულს შეუძლია სრულიად შემთხვევით განეწყოს ვარიანტთა სივრცის არარეალიზებულ სექტორებზე. სწორედ ამ სურათებს ვხედავთ ჩვენს სიზმრებში. სწორედ ამიტომ არიან სიზმრები ასეთი რეალურები. სიზმრები არ წარმოადგენენ ილუზიებს, ამ სიტყვის ჩვეული გაგებით. გონება არ ახდენს საკუთარი სიზმრების წარმოსახვას, ის მათ მართლა ხედავს.

ცნობილია, რომ სიზმარში ადამიანს შეუძლია დააკვირდეს სურათებს, რომლებიც თითქოს ჩვენი სამყაროდან არაა აღებული. მაგალითად, სიზმარში ადამიანს შეუძლია დაინახოს არქიტექტურული ნაგებობა ყველა დეტალში. ამასთან, სრულიად ცხადია, რომ ადრე ასეთი რამის ნახვა პრინციპში არასოდეს შეეძლო. თუ სიზმარი - ეს რეალობის იმიტაციაა ჩვენი ტვინის მიერ, მაშინ საიდან ჩნდება ხატ-სახეები, რომლებზე დაკვირვებაც ადამიანს მანამდე არასოდეს შეეძლო?

როგორც გახსოვთ, სივრცის სექტორები თავის თავში სცენარების და დეკორაციების სხვადასხვა ვარიანტებს მოიცავენ. დეკორაციები შეიცავენ როგორც არაცოცხალ გარე მოწყობას, ასევე ცოცხალ არსებებს. თუ სიზმარში თქვენი ახლობლები ან ნაცნობები გინახავთ, ალბათ ყურადღებას გაამახვილებდით, რომ ისინი ცოტა არ იყოს განსხვავდებიან რეალობისგან. მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვა ვარცხნილობა, უჩვეულო ტანსაცმელი, ხასიათიც კი შეიძლება განსხვავდებოდეს. ვირტუალური პიროვნებები ვარიანტთა სივრციდან შესაძლოა უჩვეულოდ იქცეოდნენ. სიზმარში თქვენ ცნობთ თქვენს ნაცნობებს, ხვდებით, რომ ესენი ისინი არიან, მაგრამ ამავდროულად გეჩვენებათ, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვთ. ამაში ვლინდება ვარიანტთა სივრცის მრავალფეროვნება.

სხვადასხვა სექტორების დეკორაციები განსხვავდებიან. ის, რასაც რეალობაში ვაკვირდებით, - რეალიზებული ვარიანტებია. სიზმარში შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც რეალიზებული არ იყო.

თუ გექნებათ ბედნიერება, რომ სიზმარში საკუთარი ანარეკლი იხილოთ სარკეში, შესაძლოა არასასიამოვნოდ გაოცებული ან შეშინებული დარჩეთ. თქვენ დაინახავთ არა მხოლოდ სახეს, რომლის დანახვასაც სარკეში ხართ მიჩვეული, არამედ ამავდროულად თქვენი სახე შეცვლილი იქნება. საქმე იმაშია, რომ თქვენი გარეგნობა სიზმარში სივრცის სწორედ იმ სექტორს შეესაბამება, რომელშიც აღმოჩნდით. იმის მიხედვით, თუ რამდენადაა გადანაცვლებული ეს ვირტუალური სექტორი თქვენს მიმდინარე რეალობაში რეალიზებულ სექტორთან მიმართებაში, თქვენი გარეგნობა მეტად ან ნაკლებად განსხვავებული იქნება.

გარე სიტუაციაც ასევე იცვლება ვირტუალური სექტორის დაშორებულობიდან გამომდინარე. თქვენ ხედავთ თქვენს ქალაქს, მაგრამ იგი ისე არ გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივ. იგივე ქუჩები და სახლები, მაგრამ ყველაფერი როგორღაც უცნაურად გამოიყურება. თქვენ გაოცებული ხართ, თითქოს დელუზია დაგემართათ. თუ სიზმარში თქვენი სული საკმარისად შორს წავიდა თავისი სექტორისგან, სრულიად უცნობ გარემოში აღმოჩნდებით. თქვენ დაინახავთ ადგილებს და ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან რეალურ ცხოვრებაში. იქ ყველაფერი თავისი ვირტუალური ცხოვრებით ცხოვრობს. და რას წარმოადგენთ თქვენ თვითონ იმ ცხოვრებაში? ყველაფერი, რაც იქ ხდება, არამატერიალურია. თქვენი როლიც ასევე ვირტუალურია. და ამავდროულად, ეს არაა ილუზია.

აქ შეიძლება იყოს ორი სიტუაცია: თქვენი პიროვნების ვარიანტი ან იმყოფება იმ სექტორში, ან არა. თუ იმყოფება, შეძლებთ თქვენს ორეულთან შეხვედრას? ეს ძალინ რთული კითხვაა, რომელზეც მე ჯერ-ჯერობით არ შემიძლია პასუხის გაცემა. სავარაუდოდ, სული უბრალოდ აიტაცებს იმ როლს, რომელიც სექტორის სცენარშია გაწერილი. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ სიზმარმხილველი სარკეში საკუთარ სახეს უცხოდ აღიქვამს.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: თუ ინფორმაცია ვარიანტთა სივრცეში სტაციონარულად ინახება, როგორც კინოფირი თაროზე, მაშინ რატომ ვხედავთ სიზმარში მოძრაობას და ვმონაწილეობთ ამ ვირტუალურ თამაშში? ინფორმაციულ ველში ყველა მოვლენა ერთდროულად ინახება. ყველაფერი, რაც იყო, და ყველაფერი, რაც იქნება, იქ უკვე ახლაა. მაშ, რატომაა, რომ სული ვარიანტთა სივრცეში ფრენისას გაყინულ სურათებს კი არ ხედავს, არამედ ცხოვრების მოძრაობას? შესაძლოა ასეა მოწყობილი ჩვენი აღქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია კინოფირი მხოლოდ მოძრაობაში აღვიქვათ. და იქნებ ასეთია სივრცის თვისება, რომ იგი თავის თავს მხოლოდ ვარიანტთა დინების სახით გვიჩვენებს. თუ სული სექტორებში დაფრინავს, ეს ნიშნავს, რომ იგი აკვირდება კიდეც მოძრაობას. ამ შემთხვევაში, დროის რომელ მონაკვეთში ხვდება სული სიზმარში: წარსულში, მომავალში თუ აწმყოში?

ყველაფერი, რაც სიზმრების სივრცეს ეხება, უფრო მეტ კითხვას შეიცავს, ვიდრე პასუხს. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება: სიზმარხილვა - ეს არაა ილუზია. ცოტა შეცბუნდით, ასე არაა? ჩვენ ყველანი ყოველ ღამით მივემგზავრებით ვარიანტთა სივრცეში და ვირტუალურ ცხოვრებას განვიცდით იქ. ამ ვირტუალურ ცხოვრებას არ გააჩნია ხელშესახები მატერიალური საფუძველი, და ამავდროულად იგი რეალურია.

რა შეიძლება ითქვას სიზმრების მნიშვნელობის ახსნაზე? პასუხი შესაძლოა ცოტა მოულოდნელი იყოს თქვენთვის. ალბათ ფიქრობთ, რომ ყველაფერ ზემოთქმულის შუქზე სიზმრებს სრული უფლება აქვთ, რომ მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველნი იყვნენ. მაგრამ სწორედ ყველაფერ ზემოთქმულის შუქზე, სიზმრები ტრანსერფინგში ვერ განიხილება, როგორც ნიშნები, რომლებზეც წინა თავში ვისაუბრეთ.

სიზმრები გვაჩვენებენ იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო წარსულში ან მომავალში. რაც შეეხება წარსულს, იგი ჩვენთვის ცნობილია. მომავალი კი ვარიანტთა სივრცეში მეტისმეტად მრავალფეროვანია, ამიტომ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სიზმარში სწორედ იმ მოახლოებული მომავლის სექტორი ვნახეთ, რომელიც რეალიზებული იქნება. ახლოს მყოფი სექტორები მსგავს სცენარებს და დეკორაციებს შეიცავენ. ეს ნიშნავს, რომ თუკი ნანახი სექტორი მიმდინარე ცხოვრების ხაზისგან ახლოს მდებარეობს, მაშინ იგი შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას მოახლოებული რეალური მოვლენების შესახებ. თუმცაღა ვერ გვექნება ვერანაირი გარანტია, რომ ნანახი სექტორი მართლაც ახლოსაა მიმდინარე ხაზთან.

სინამდვილეში სულს მართლაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს მოახოებული მოვლენები. სულიერი კომფორტის მდგომარეობა უფრო საიმედო ნიშანს წარმოადგენს. ღვიძილის დროს სული აჩვენებს თავისი კომფორტის მდგომარეობას მიმდინარე ცხოვრების ხაზთან, ან მოახლოებულ მოვლენებთან მიმართებაში. მსგავსი ნიშნები მიეკუთვნება ასევე რეალიზებულ მიმდინარე და ახლოს მყოფ სექტორებსაც. მაგრამ სიზმარხილვებში, მხოლოდ ღმერთმა იცის, სად დაფრინავს სული. იგი შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეხეტიალდეს, ამიტომ მოცემულ ინფორმაციას ვერ დავეყრდნობით.

შემდეგი კითხვა: თუ სიზმარხილვა არ წარმოადგენს წარმოსახვის პროდუქტს, მაშინ ვინ განსაზღვრავს სიზმრების სცენარებს? სცენარი ჩადებულია ვარიანტთა სივრცის სექტორებში. სულს შეუძლია უნებლიედ იმოგზაუროს ვარიანტთა სივრცეში, სანამ გონება თვლემს. ზოგჯერ გონება იმდენად ღრმად თვლემს, რომ ჩვენი სიზმრები არ გვახსოვს. როგორ ვითარდება მოვლენები იმ დროს, როცა გონება თვლემს, არავინ იცის. რეალურ ცხოვრებაში ადამიანის ქცევა გონების მიერ კონტროლდება. როცა გონება სიზმრებს ხედავს, იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლში გამოდის. იგი არ აკონტროლებს სიტუაციას, არამედ ყველაფერს იღებს როგორც თავისთავადს.

ყველაფერი სექტორში ჩადებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც კი სული სექტორში მოხვდა, მოვლენები მასში იმ მოლოდინების შიშების და წარმოდგენების შესაბამისად ვითარდება, რომლებიც სულმა და გონებამ რეალურ ცხოვრებაში შეიძინა. მოლოდინები და შიშები მყისიერად რეალიზდება. მაგალითად, თუ სცენაზე ჩნდება სუბიექტი, რომელიც გონების თვალსაზრისით შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს, საფრთხის სცენარი მაშინვე რეალიზდება. როგორც კი გაიელვებს აზრი იმის შესახებ, რომ არსებობს წარმოსახვის საფრთხე, ურჩხული მაშინვე გამოგეკიდებათ.

ასე იმიტომ ხდება, რომ სული მაშინვე განეწყობა იმ ვარიანტზე, რომელმაც აზრებშ გაიელვა. სული სცენარის ვარიანტებს აზრებისა და მოლოდინების შესაბამისად ირჩევს. სულის მოძრაობა ვარიანტთა სივრცეში აზრებთან თანადროულად ხდება. სწორედ აზრები და მოლოდინები წარმოადგენენ იმ მამოძრავებელ ძალას, რომელიც კინო-ლენტას ატრიალებს. შესაძლებელი რომ იყოს აზრების სრბოლოს ბოლომდე გაჩერება, სურათი უძრავობაში გაიყინებოდა. მაგრამ აზრები არ ჩერდებიან და გამუდმებით ტრიალებენ თავში.

სიზმრებში მოვლენები შეიძლება ჩვეული წარმოდგენების საპირისპირო იყოს, რადგანაც გონების კონტროლი შესუსტებულია. ხდება ყოველგვარი უცნაურობა, ჩნდება უჩვეულო ხილვები, ფიზიკური კანონები არ მუშაობენ. უჩვეულო მოვლენები ხდება ასევე გაცნობიერებულ სიზმრებშიც. გონებას ხომ ესმის, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, ამიტომ ნებისმიერ უცნაურობას უშვებს.

ახლა თქვენთვის ნათელია, რატომაა შესაძლებელი სიზმარში ყველაფერი: იმიტომ, რომ სიზმარხილვა - ესაა სულის მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში, იქ კი ნებისმიერი სცენარი არსებობს. ამ მიზეზით, გაცნობიერებულ სიზმარში შესაძლებელია განზრახ შევცვალოთ სცენარი. სინამდვილეში სცენარი არ იცვლება, იგი არჩეული ხდება განზრახვის მიერ. როგორც კი აზრებში გაჩნდა განზრახვა, რომ შეიცვალოს როლები წარმოსახვაში, სული საწინააღმდეგო სცენარის სექტორში გადაინაცვლებს. სწორედ ამაში მდგომარეობს გაცნობიერებული სიზმრის მექანიზმი: სცენარის არჩევა განზრახვის მიერ ხდება.

თუ გონებამ გააცნობიერა, რომ შეუძლია მიმდინარე მოვლენების სცენარი აკონტროლოს, იგი ახდენს სურვილის ფორმირებას. მაგალითად, აფრენის სურვილის. ეს აზრი, სწრაფად გაიელვებს რა ცნობიერებაში, სულში განზრახვად ტრანსფორმირდება. განზრახვა წარმოადგენს იმ მამოძრავებელ ძალას, რომელსაც სიზმარმხილველი შესაბამისი სცენარის სექტორში გადაჰყავს.

სულის მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში არ მძიმდება მატერიალური ობიექტების ინერტულობით. ამიტომაა სიზმარხილვები ასეთი პლასტიკური. შეკვეთილი სცენარი მყისიერად რეალიზდება. და რა ხდება რეალურ ცხოვრებაში? პრინციპში, იგივე. განსხვავება მხოლოდ სცენარის აღსრულების სისწრაფეშია. ცხადში მოვლენები იგივე კანონით ვითარდება, როგორც სიზმარხილვებში, მაგრამ არა ისე მყისიერად, რადგანაც ვარიანტთა მატერიალურ რეალიზაციას ინერტულობა გააჩნია. ამ მიმართებით, განცხადება, რომ ჩვენი ცხოვრება - სიზმარია, არასწორია, მაგრამ ამავდროულად აზრსაც არაა მოკლებული. მე უკვე მომყავდა თქვენთვის ილუსტრაციები, როგორ აფორმირებენ თქვენი აზრები მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში. რაც თქვენს აზრებშია, სწორედ იმას ღებულობთ ადრე თუ გვიან.

თქვენი აზრები - ესაა ენერგიის გამოსხივება ცხოვრების განსაზღვრული ხაზის სიხშირეზე. რეალურ ცხოვრებაში ამ ხაზზე გადასვლა სხვადასხვა მატერიალური ფაქტორების მიერ მუხრუჭდება. სივრცის რეალიზებული სექტორი არარეალიზებულთან შედარებით უფრო ბლანტად გვეჩვენება, როგორც, მაგალითად, გუდრონი წყალთან შედარებით. პოტენციურად შესაძლებელი ვარიანტის მატერიალური რეალიზაცია დაყოვნებით მიმდინარეობს. სიზმარში კი არანაირი ინერტული წინააღმდეგობა არაა, ამიტომ გადასვლა სექტორებს შორის მყისიერად რეალიზდება.

ახლა თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ დავიწყე საუბარი სიზმარხილვაზე. იმისთვის, რომ საკუთარი ბედი ვმართოთ, აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, როგორ გადავყავართ ჩვენს აზრებს ერთი სექტორიდან მეორეზე, და რატომ არ რეალიზდება ყველა ჩვენი სურვილი. თუმცაღა ამისთვის სულაც არაა აუცილებელი - გაცნობიერებული სიზმრების პრაქტიკებით დაკავდეთ. ჩვენი მიზანია - არჩევის უნარი ცხადში მოვიპოვოთ და არა სიზმარში. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - რეალურ ცხოვრებაში მოვიპოვოთ გამოღვიძების უნარი, ვიდრე სიზმარში. მითუმეტეს, რომ გაცნობიერებული სიზმარხილვის პრაქტიკები, როგორც უკვე ვთქვი, გარკვეულ საფრთხეს შეიცავენ.

შესაძლოა, მათ, ვინც გაცნობიერებულ სიზმარხილვებს აპრაქტიკებენ, გითხრან, რომ არანაირი საფრთხე აქ არაა. მაგრამ სავარაუდოდ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სამართებლის პირზე დადიან. საქმე იმაშია, რომ ვერავინ მოგცემთ გაცნობიერებული სიზმრიდან დაბრუნების გარანტიას. სანამ თქვენი სული არარეალიზებულ სექტორებში ხეტიალობს, საფრთხე არანაირი არაა. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, როცა სული სიზმარხილვაში შემთხვევით სივრცის რეალიზებულ სექტორში მოხვდება? ჰოდა ამრიგად, ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შესაძლოა მატერიალიზდეთ ამ სექტორში. ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ ჰიპოთეზები, როგორც ასეთნი, საფრთხეს არ შეიცავენ. მაგრამ როგორც ხედავთ, მოცემული ჰიპოთეზა საფრთხეს შეიცავს. და რა მოხდება მაშინ, თუ ეს ჰიპოთეზა კი არა, ფაქტი აღმოჩნდება?

ცნობილია, რომ ძველი მაგები, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ სიზმარხილვის ხელოვნებას, განზრახ და სამუდამოდ მიდიოდნენ სხვა სამყაროებში. მათი ფიზიკური სხეულებიც ასევე ქრებოდნენ ამ სამყაროდან. ძველი მაგები ან მეტისმეტად უგუნურები იყვნენ, ან ძალიან კარგად იცოდნენ რას აკეთებდნენ. ჩვენს დროში ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი ქრება უგზო-უკვლოდ. ისინი უბრალოდ უკვალოდ ქრებიან. ის ვერსიაც კი არსებობს, რომ მათ უცხოპლანეტელები იტაცებენ. მე ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ შესაძლოა, ისინი უბრალოდ სიზმარხილვებიდან ვერ ბრუნდებიან. სულს ხომ გაუცნობიერებელ სიზმარხილვაშიც შეუძლია რეალიზებულ სექტორში მოხვედრა.

გაცნობიერებული სიზმარხილვა ამ მიმართებით უფრო სახიფათოა, რადგანაც გონებამ, რომელიც შეუზღუდავ თავისუფლებას გრძნობს, შესაძლოა სიფრთხილე დაკარგოს და ღმერთმა იცის სად გაფრინდეს. უცნობია, შეძლებს თუ არა სიზმარხილვის სხეული უკან დაბრუნებას. ფიზიკური სხეული შეიძლება დარჩეს კიდეც, და ამ შემთხვევაში უბრალოდ ძილში გარდაცვალების კონსტატაციას ახდენენ. მე არ მაქვს მიზნად, რომ დაგაშინოთ. უბრალოდ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიზმარი - ეს არაა ილუზია. გაცნობიერებულ სიზმარში ცუღლუტობის ცდუნება ჩნდება. რადგან შესაძლებელია დაუსჯელად და სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე აკეთოთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. ან შესაძლებელია უბრალოდ იფრინოთ და სხვა სამყაროები შეიცნოთ. ყველაფერი შესაძლებელია მანამ, სანამ სული არარეალიზებულ ვირტუალურ სექტორში იმყოფება. საფრთხე იმაშია, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ სული რეალიზებულ სექტორში არ შეხეტიალდება. გონება მაშინვე ვერ გააცნობიერებს, რომ ვირტუალური რეალობა მატერიალურად იქცა. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმ იმედით, რომ ჩვენი სამყარო - ერთადერთია მთელ უნივერსუმში. ვარიანტთა სივრცე უსასრულოა, და მასში უეჭველად იმყოფება მრავალი რეალიზებული სექტორი, რომლებიც ყველა შესაძლო ცოცხალი არსებებითაა დასახლებული.

სამყარო, რომელშიც თქვენ აღმოჩნდებით, შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც სამოთხე, ჩვენს სამყაროსთან შედარებით, ასევე ჯოჯოხეთი. სად იმყოფება ეს სამყარო - ასევე უცნობია. შესაძლოა, იგი დედამიწისგან მილიონობით სინათლის წლის დაშორებითაა, ან შესაძლოა იგი თქვენი ყავის ჭიქაშია. იგი შეიძლება ძალიან შორს იყოს, და ამავდროულად ძალიან ახლოს - სხვა განზომილებაში. როგორც უკვე ითქვა პირველ თავში, უსასრულობა ძალიან შორსაა გაჭიმული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირდაპირ იყურებით. მაგრამ შორსაა ეს პარალელური სამყარო თუ ახლოს, არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც იქ გადაკარგვა ადვილია, დაბრუნება კი ძალიან ძნელი.

მე არ ვეხები ასტრალური სხეულის მმოგზაურობას მატერიალურ სამყაროში. იქ სხვა მექანიზმია. ამას არ აქვს კავშირი ტრანსერფინგთან, და ფრიად სახიფათოა. ზოგადად თუ ვიტყვით, სიზმარხილვებსაც ასევე ირიბი კავშირი აქვთ ტრანსერფინგთან. ჩვენჯი ამოცანა ის კი არაა, რომ სასტიკ რეალობას სიზმრებში გავექცეთ, არამედ ის, რომ ჩვენთვის კომფორტული გავხადოთ თავად რეალობა.

ნუ შეგეშინდებათ სიზმარხილვების, მაგრამ ნურც გაუთამამდებით. თუ სიზმარხილვის ხსენებისას სულიერ დისკომფორტს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დაკავდეთ ამით. თქვენმა შინაგანმა ინტუიციამ უნდა გიკარნახოთ, გელით თუ არა საფრთხე. სული უკეთ გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს, ვიდრე გონება. ამიტომ სიზმრები გონების აქტიური ჩარევის გარეშე ბევრად უფრო უსაფრთხოა. მაგრამ თუკი თქვენ მაინც გადაწყვიტეთ, დაიცავით სიფრთხილე, ძალიან ღრმად არ შეტოპოთ და არ გარისკოთ. ისევე როგორც რეალობაში: იყავით როგორც სახლში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრად ხართ.


 

take a step by canonuserphil d5rdtrt

განზრახვის ჯადოსნური ძალა

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ჩვენი აზრები და სურვილები მიმართულებას აძლევენ ჩვენს მოძრაობას ვარიანტთა სივრცეში. სიზმარში ეს მოძრაობა არ მუხრუჭდება მატერიალური რეალიზაციის ინერტულობით. აზრების მსუბუქ ქროლვასაც კი მყისიერად გადაჰყავს სიზმარმხილველი სივრცის შესაბამის სექტორში. რეალიზებულ სექტორებში ყველაფერი ასე სწრაფად არ ხდება მატერიის მძიმეწონიანი ინერტულობის გამო. მაგრამ რეალობაში იგივე პრინციპი მუშაობს: ჩვენი აზრები უშუალო გავლენას ახდენენ ჩვენი ცხოვრების მოვლენათა მსვლელობაზე.

„მართლა?“, - შესაძლოა ირონიულად იკითხოს მკითხველმა, - „მე უგუნურს კი, აქამდე მეგონა, რომ მოქმედებები განსაზღვრავდნენ ჩემი ცხოვრების მსვლელობას. ახლა კი გამანათლეს: მთავარია არა ის, თუ რას აკეთებ, არამედ ის, თუ რას ფიქრობ“.

სინამდვილეში არანაირი წინააღმდეგობა აქ არაა. და საქმე იმაშიც არაა, რომ ადამიანი ჯერ ფიქრობს, მერე კი აკეთებს. ადამიანები მიეჩვივნენ, რომ პირველ რიგში ყურადღება ქმედებათა შედეგებს მიაქციონ, რადგანაც ისინი ზედაპირზე დევს. აზრების შედეგები არც ისე თვალსაჩინოა. ეს დაკავშირებულია წონასწორული ძალების მოქმედებასთან. ჩვენ უკვე გავარჩიეთ შემთხვევა, როცა წონასწორული ძალების მოქმედების შედეგი საწყისი მისწრაფების სრულიად საპირისპირო აღმოჩნდება ხოლმე. ადამიანი ცდილობს მიიღოს ერთი, და პირიქით გამოდის. რაც უფრო ძლიერია ჭარბი პოტენციალი, მით უფრო შორსაა რეალური სასურველისგან. ვერ პოულობს რა სამყაროს ასეთ უცნაურ ქცევაზე პასუხს, ადამიანი მაინც ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი იმაში, რომ ან ის მოქმედებდა არასწორად, ან სამყაროა ისე მოწყობილი, რომ სასურველის მიღწევა მხოლოდ მძიმე შრომის შემდეგ ხდება შესაძლებელი.

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ტრანსერფინგის მოდელში მართლაც არსებობს წინააღმდეგობა. ერთი მხრივ ნათქვამია, რომ ჩვენი აზრები ახდენენ ჩვენში გამავალი ენერგიის მოდელირებას, რასაც ამ აზრების შესაბამის ცხოვრების ხაზებზე გადავყავართ. ანუ, როგორც თქვენ უკვე იცით, ჩვენს აზრებს გადავყავართ შესაბამისი სცენარებისა და დეკორაციების მქონე სივრცის სექტორებზე. სიზმარში ყველფერი მართლა ასე ხდება. მეორე მხრივ, გამოდის, რომ რეალურ ცხოვრებაში ჩვენი აზრები ცოტას ნიშნავენ, რადგანაც ჩვენ ვერ ვაღწევთ სასურველს მხოლოდ ფიქრით. რამდენიც არ უნდა იფიქრო, სავარძელში მჯდომარემ, სხვა ხაზზე გადასვლა მაინც არ გამოდის მაშინაც კი, თუკი გავითვალისწინებთ შესწორებას მატერიალური რეალიზაციის ინერტულობის შესახებ. „ჰოდა ეგაა!“, - გამოცოცხლდება პრაგმატული მკითხველი, - „მოქმედებაა საჭირო! აზრები და რაღაც გადასვლები კი აქ არაფერ შუაშია“. და ის ფორმალურად მართალი იქნება. მაგრამ მხოლოდ ფორმალურად.

სინამდვილეში ეს წინააღმდეგობა მხოლოდ მოჩვენებითია. ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით იმის ახსნას, თუ რატომ ხდება, რომ სასურველის ვიზუალიზაციის მცდელობებს ხშირად შედეგი არ მოაქვს. როგორც უკვე იცით, პირველი აშკარა მიზეზი იმ ჭარბ პოტენციალებშია, რომლებსაც ჩვენვე ვქმნით, როცა სასურველის მიღწევას ვცდილობთ.

მეორე მიზეზი მდგომარეობს ვარიანტთა მატერიალური რეალიზაციის ინერტულობაში. ძალიან ხშირად ჩვენ ვერ ვაღწევთ მიზანს იმიტომ, რომ არასაკმარისად მყარად ვისწრაფვით მისკენ. ბევრი მიზანი უბრალოდ ვერ ასწრებს რეალიზებას, თუ ადამიანი მალე გრილდება და ხელს ჩაიქნევს ხოლმე „უიმედო“ საქმეზე. შეგიძლიათ გაიხსენოთ ცხოვრებიდან სიტუაციები, როცა სასურველი დაგვიანებით მოდიოდა თქვენთან, და როცა იმედი უკვე ჩამქრალი იყო, თქვენ კი საერთოდ დავიწყებული გქონდათ იგი.

მრავალი ადამიანის კიდევ ერთი დამახასიათებელი შეცდომა მდგომარეობს სწრაფვაში - მიაღწიონ ყველაფერს და მაშინვე.თუკი დასახულია მრავალი მიზანი, რომლებიც ერთმანეთთან არანაირად არ არიან დაკავშირებულნი, მაშინ მთელი აზრობრივი ენერგია უსარგებლოდ იფანტება სიცარიელეში. ვარიანტთა დინება არ მოგცემთ საშუალებას, რომ ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით იცუროთ. მიზნობრივ სექტორზე განწყობა უფრო ეფექტურად მუშაობს, როცა ყველა მისწრაფება ერთი კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული. ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით შემდეგ თავში.

სიზმარში ყველა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მავნე ფაქტორი არ გვხვდება. სიზმარში არც ისე ძალიან გვამძიმებენ მნიშვნელოვანობის ჭარბი პოტენციალები, ინერტულობა ხელს არ გვიშლის, და გონებაც ისვენებს მიზნების მისაღწევი ყოველდღიური ბრძოლისგან. თუმცაღა სიზმარშიც ყველა სურვილი არ სრულოდება. მათ, ვინც გაცნობიერებულ სიზმარხილვებს აპრაქტიკებენ, იციან, რომ ყველანაირი აზრობრივი ქროლვა ვერ გადაიყვანს სიზმარმხილველს შესაბამის სექტორში. მაშ, სადაა დაბრკოლება?

პასუხი ძალიან მარტივია, და ამავდროულად ფუნდამენტალური. არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. და საქმე თავად აზრებშიც კი არაა. საიდუმლო იმაშია, რომ რეალიზაციამდე მივყავართ არა თავად სურვილს, არამედ სასურველზე განწყობას (установка). მუშაობენ არა თავად ფიქრები სასურველზე, არამედ რაღაც სხვა - ის, რისი აღწერაც სიტყვებით რთულია. ეს ერთგვარი ძალა იმ სცენის კულისებს მიღმა დგას, რომელზეც აზრების თამაში ვითარდება. და მაინც, ბოლო სიტყვა ამ ძალას ეკუთვნის. თქვენ რა თქმა უნდა მიხვდით, რომ საქმე განზრახვას ეხება. გონებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვნა თავის თაროებზე განზრახვისთვის შესაფერისი განსაზღვრება. ჩვენ მიახლოებით განვსაზღვრავთ განზრახვას, როგორც გადაწყვეტილებას (решимость) - გვქონდეს და ვიმოქმედოთ.

ახლა გესმით, რომ თავისთავად აზრები მართლაც არაფერს ნიშნავენ ვარიანტთა სივრცის სექტორზე განწყობაში. აზრები - ეს მხოლოდ ქაფია განზრახვის ტალღის ქიმზე. რეალიზდება არა სურვილი, არამედ განზრახვა.

მოვიყვანოთ კიდევ ერთხელ მაგალითი ხელის აწევაზე. მოისურვეთ ხელის აწევა. სურვილი თქვენს აზრებშია გაფორმებული: თქვენ ანგარიშს უწევთ საკუთარ თავს, რომ ხელის აწევა გსურთ. შეუძლია სურვილს ხელის აწევა? არა, თავისთავად სურვილი არანაირ მოქმედებას არ წარმოშობს. ხელი იწევა მხოლოდ მაშინ, როცა აზრებმა სურვილის შესახებ თავი ამოწურეს და დარჩა მხოლოდ მოქმედების გადაწყვეტილება. იქნებ მოქმედების გადაწყვეტილება წევს ხელს? ასევე არა. თქვენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ხელს წევთ, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ მოძრაობს. რა წევს ხელს? რა განსაზღვრავს იმას, რაც გადაწყვეტიულებას მოსდევს? აი, აქ ვლინდება გონების უსუსურობა, რომ რაიმე ადეკვატური ახსნა მისცეს იმას, თუ რას წარმოადგენს განზრახვა. განზრახვის ჩვენეული განმარტება, როგორც გადაწყვეტილება - გვქონდეს და ვიმოქმედოთ, ახდენს მხოლოდ პრელუდიის დემონსტრირებას ძალისადმი, რომელიც რეალურად ანხორციელებს მოქმედებას. მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატაცია დაგვრჩენია, რომ ხელი იწევა არა სურვილით ან გადაწყვეტილებით, არამედ განზრახვით. მე ცნება „გადაწყვეტილება“ (решимость) მხოლოდ უფრო მეტი გაგებისთვის შემოვიტანე. მაგრამ თქვენ, რა თქმა უნდა, სიტყვების გარეშეც გრძნობთ, რომ გაგაჩნიათ ერთგვარი ძალა, რომელიც თქვენს კუნთებს შეკუმშვას აიძულებს.

სინამდვილეში, ძალიან ძნელია აიხსნას, თუ რა არის განზრახვა. ჩვენ არ გვიჩნდება კითხვები, თუ როგორ უნდა ვამოძრაოთ ხელები ან ფეხები, არ გვახსოვს, რომ ოდესღაც ჩვენთვის გაუგებარი იყო, როგორაა შესაძლებელი სიარული. ზუსტად ასევე ადამიანს არ ესმის, რა უნდა აკეთოს, როცა პირველად დაჯდა ორბორბლიან ველოსიპედზე. მაგრამ მაშინაც კი, როცა მასზე სიარულს სწავლობს, ადამიანი ვერ ხსნის, თუ როგორ აკეთებს ამას. განზრახვა - ძალზე მოუხელთებელი თვისებაა. მისი მოპოვება ძნელია, მაგრამ დაკარგვაც შესაძლებელია. მაგალითად, პარალიზებულს ბოლომდე აქვს დაკარგული განზრახვის ძალა. ფეხების მოძრაობის სრუვილი აქვს, მაგრამ მისი მოქმედებაში გადატანის უნარი - აღარ. ცნობილია შემთხვევები, როცა პარალიზებულები ჰიპნოზის მოქმედების ქვეშ იწყებდნენ სიარულს, ან სასწაულებრივი განკურნების შემდეგ. მათ სწორედ განზრახვის ძალა უბრუნდებოდათ.

ამრიგად, სურვილი თავისთავად არაფერს იძლევა. პირიქით, რაც უფრო ძლიერია სურვილი, მით უფრო აქტიურია წონასწორული ძალების მოქმედება. მიაქციეთ ყურადღება: სურვილი მიმართულია თავად მიზანზე, ხოლო განზრახვა - ამ მიზნის მიღწევის პროცესზე. სურვილი რეალიზდება ჭარბი პოტენციალის შექმნაში, ხოლო განზრახვა - მოქმედებაში. განზრახვა არ მსჯელობს - მიღწევადია თუ არა მიზანი. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამიტომ რჩება მხოლოდ მოქმედება. თუ თქვენ სიზმარში აფრენა გინდათ და ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ეს, მაშინ არაფერი არ გამოგივათ. იმისთვის, რომ გაფრინდეთ, უბრალოდ უნდა ასწიოთ საკუთარი თავი განზრახვით. ნებისმიერი სცენარის არჩევა სიზმარხილვაში ხორციელდება არა სურვილით, არამედ მტკიცე გადაწყვეტილებით - მიიღოთ სასურველი. თქვენ არ მსჯელობთ და არ გსურთ, არამედ უბრალოდ გაქვთ და მოქმედებთ.

სურვილის უსარგებლობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. და თხოვნა? თხოვნაზე სათქმელი არაფერია. თხოვნას ანგელოზებისთვის, მაღალი ძალებისთვის ან ღმერთისთვის აზრი არ აქვს. სამყაროს კანონები აბსოლუტურად მიუკერძოებელია. არავის სჭირდება თქვენი წუწუნი, წყენები, ხვეწნა და გოდება. მადლიერება - კი, რადგანაც მადლიერება თავისი თვისებით ახლოს დგას უპირობო სიყვარულთან. გულწრფელი მადლიერება - ესაა შემოქმედებითი ენერგიის გამოსხივება. თხოვნის ჭარბი პოტენციალი - ეს პირიქით, დაყოვნებაა, ენერგიის ერთ ადგილას კონცენტრაციაა. წუწუნი, თხოვნები და მოთხოვნები ქანქარების გამოგონილია ადამიანებისგან ენერგიის მისაღებად. აზრები, რომლებიც ფორმულირებულია სიტყვებად: „მომეცი“, ან „მინდა“, ავტომატურად ქმნიან ჭარბ პოტენციალებს. თქვენ ეს არ გაქვთ, მაგრამ თქვენი აზრებით ცდილობთ სასურველის მოზიდვას.

მაღალი ან სხვა მსგავსი ძალებისთვის რაიმეს თხოვნას არანაირი აზრი არ აქვს. ეს იგივეა, რომ მაღაზიაში რაიმე საქონელი უფასოდ მოითხოვოთ. ადამიანებს შეგიძლიათ გონივრულ ფარგლებში თხოვოთ, თუკი ისინი კეთილგანწყობილნი არიან თქვენს მიმართ. ყველაფერი დანარჩენი ამ სამყაროში ობიექტურ კანონებზეა აწყობილი, და არა ვინმეს დახმარების სურვილზე.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა დედამიწა თხოვს მზეს, რომ სხვა ორბიტაზე გადაიყვანოს. სისულელეა არა? ასეთივე სისულელეა მიმართოთ ვინმეს, გარდა ადამიანებისა. აზრი აქვს მხოლოდ განზრახვას - აირჩიოთ. თქვენ მართლაც თქვენით ირჩევთ თქვენს ბედს. თუ თქვენი გამოსხივების პარამეტრები თქვენს არჩევანს შეესაბამება, და ამასთან კანონებიც არ ირღვევა, მაშინ იმას იღებთ, რაც აირჩიეთ. არჩევა - ეს არაა თხოვნა, ესაა თქვენი გადაწყვეტიულება - გქონდეთ და იმოქმედოთ.

განზრახვა არ ქმნის ჭარბ პოტენციალს, რადგანაც სურვილის პოტენციალის ენერგია მოქმედებაზე იხარჯება. სურვილი და მოქმედება განზრახვაში ერთიანდებიან. განზრახვა მოქმედებაში ბუნებრივი სახით, წონასწორული ძალების გარეშე გაიწოვს სურვილის მიერ წარმოქმნილ ჭარბ პოტენციალს. თუ პრობლემის გადაჭრა გსურთ - იმოქმედეთ. როცა პრობლემის სირთულეზე ფიქრობთ, ამით ჭარბ პოტენციალს ქმნით და ენერგიას ქანქარას აძლევთ. მოქმედებისას კი - განზრახვის ენერგიის რეალიზებას ახდენთ. როგორც ცნობილია, „თვალებს ეშინიათ, ხელები კი მოქმედებენ“. განზრახვის რეალიზებისას მიენდეთ ვარიანტთა დინებას, და პრობლემა თავისთავად გადაიჭრება.

მოლოდინი, შფოთვა, ფიქრი და სურვილი მხოლოდ გართმევთ ენერგიას. განზრახვა მოქმედებაში არა მხოლოდ ხარჯავს პოტენციალის ენერგიას, არამედ მას ადამიანის ენერგეტიკულ გარსშიც ტვირთავს. თქვენ შეგიძლიათ ამაში სწავლის მაგალითზე დარწმუნდეთ. დაზუთხვა ბევრ ძალას გართმევთ და ცოტა რამეს თუ გაძლევთ. სამაგიეროდ სწავლა მოქმედებაში, როცა სრულდება პრაქტიკული სამუშაო ან პრობლემების გადაწყვეტა, არა მხოლოდ არ გფიტავთ, არამედ შთაგონებას და დაკმაყოფილებასაც გაძლევთ.

ამრიგად, განზრახვა იმ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც ვარიანტთა სივრცეში სექტორების რეაიზებას ახდენს. მაგრამ ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ რეალიზდება ჩვენი შიშებიც? ნუთუ ისინი შეიძლება განზრახვას მივაკუთვნოთ? როგორც სიზმრებში, ასევე რეალურ ცხოვრებაში, ჩვენ მუდამ მოგვდევენ ვარიანტები ჩვენი შიშების, შფოთვების, საძულველი მოვლენების სცენარებიდან. რადგან თუ მე ეს არ მინდა, შესაბამისად განზრახვაც არ მაქვს, რომ მქონდეს? თუმცაღა ჩვენ მაინც ვღებულობთ იმას, რაც აქტიურად არ გვინდა. გამოდის, ჩვენი სურვილის მიმართულებას არ აქვს მნიშვნელობა? პასუხი იმალება კიდევ უფრო იდუმალ და ძლევამოსილ ძალაში, რომლის სახელია - გარეგანი განზრახვა.


 

levitation 5

გარეგანი განზრახვა

განზრახვა - ესაა სურვილის შეთავსება მოქმედებასთან. რაიმეს საკუთარი ძალისხმევით გაკეთების განზრახვა ყველასთვის ცნობილია - ესაა შინაგანი განზრახვა. გაცილებით უფრო რთულია განზრახვის გავრცელება გარე სამყაროზე. ეს - გარეგანი განზრახვაა. მისი მეშვეობით სამყაროს მართვაა შესაძლებელი, უფრო ზუსტად - გარესამყაროს ქცევის მოდელის არჩევა, სცენარებისა და დეკორაციების განსაზღვრა.

გარეგანი განზრახვის ცნება უწყვეტადაა დაკავშირებული ვარიანტთა მოდელთან. ყველა მანიპულაცია დროსთან, სივრცესთან და მატერიასთან დაკავშირებით, რომლებიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, მიღებულია, რომ მაგიად ან პარანორმალურ მოვლენად ჩაითვალოს. სწორედ ეს მოვლენა ახდენს გარეგანი განზრახვის მუშაობის დემონსტრირებას - იგი მიმართულია ცხოვრების ხაზის არჩევაზე ვარიანტთა სივრცეში.

შინაგანი განზრახვა უძლურია, რომ ვაშლის ხეივანი მსხლად აქციოს. გარეგანი განზრახვაც ასევე არაფერს არ გარდაქმნის, მაგრამ იგი ირჩევს ვარიანტთა სივრცეში ვაშლის ნაცვლად მსხლის ხეივანს, და გადასვლას ახორციელებს. ასე ხდება ვაშლის მსხლით ჩანაცვლება. თავად ვაშლის ხეივანს არაფერი არ მოსდის, უბრალოდ ჩანაცვლება ხდება: მატერიალური რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში ერთიდან მეორე ხაზზე გადაინაცვლებს. არცერთ ძალას არ ძალუძს, რომ რაიმე ჯადოსნური სახით მართლა აქციოს ერთი საგანი მეორედ - ამაზეა მიმართული შინაგანი განზრახვა, მაგრამ მისი შესაძლებლობები ფრიად შეზღუდულია.

თუ თქვენ ეცდებით, რომ აზრის ძალით გადააადგილოთ ფანქარი მაგიდაზე, არაფერი გამოგივათ. მაგრამ თუ გაქვთ მტკიცე განზრახვა - წარმოიდგინოთ, რომ ფანქარი მოძრაობს, შესაძლოა გამოგივიდეთ. დავუშვათ, გამოგივიდათ მისი ადგილიდან დაძვრა (ყოველ შემთხვევაში ექსტრასენსებს რაღაც გამოსდით). თქვენ ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ, რასაც ახლა გეტყვით. ფანქარი სინამდვილეში არ მოძრაობს! და ამავდროულად, ეს თქვენ არ გეჩვენებათ. პირველ შემთხვევაში აზრების ენერგიით ცდილობთ ფანქრის დაძვრას. ეს ენერგია აშკარად ცოტაა მატერიალური საგნის გადანაცვლებისთვის. მეორე შემთხვევაში თქვენ სრიალებით ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც ფანქარს სხვადასხვა ადგილ-მდებარეობა გააჩნია. დაიჭირეთ სხვაობა?

აი, ფანქარი მაგიდაზე დევს. განზრახვის ძალით თქვენ წარმოიდგენთ, რომ იგი მოძრაობას იწყებს, და ამით ინაცვლებთ უახლოეს ხაზზე, სადაც მისი მდებარეობა ცოტათი გადაადგილებულია. ასე თანმიმდევრულად სრიალებთ ხაზებზე და ხედავთ, თუ როგორ იკავებს ფანქრის რეალიზაცია ახალ მდებარეობებს. მოძრაობს არა ფანქარი, არამედ მისი რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში.

გასაკვირი არაა, თუ არაფერი გამოგდით. თითქმის ყველა ადამიანს მსგავსი უნარები ძალიან სუსტად აქვთ განვითარებული. და საქმე იმაშიც არაა, რომ თქვენ სუსტი ენერგეტიკა გაქვთ, არამედ იმაში, რომ ძალიან ძნელია დაიჯერო ასეთი შესაძლებლობა, და შესაბამისად - გამოიწვიო საკუთარ თავში სუფთა გარეგანი განზრახვა. ადამიანები, რომლებსაც ტელეკინეზი შეუძლიათ, არ ამოძრავებენ საგნებს. ისინი ფლობენ უნიკალურ უნარს - განზრახვის ძალით მიმართონ თავიანთი ენერგია ვარიანტთა სივრცეში მატერიალური რეალიზაციის გადანაცვლებაზე.

ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარეგან განზრახვასთან, მიღებულია, რომ მისტიკად, მაგიად, ან უკეთეს შემთხვევაში აუხსნელ მოვლენებად ჩაითვალოს, რომელთა შესახებ მოწმობებს მტვრიან თაროებზე შემოდებენ ხოლმე. ჩვეულებრივი მსოფლმხედველობა ასეთ რაღაცეებს მტკიცედ უკუაგდებს. ირაციონალური ყოველთვის ერთგვარ შიშს იწვევს. მსგავს შიშს და სტუპორს განიცდიან ადამიანები, რომლებიც ამო-ს მხილველები ხდებიან. აუხსნელი მოვლენა იმდენად შორსაა ჩვეული რეალობისგან, რომ მისი დაჯერება არ გვინდა. და ამავდროულად, მას გააჩნია ისეთი საოცარი გამბედაობა - იყოს რეალური, რომ შეძრწუნებას იწვევს.

გარეგანი განზრახვა - ეს ის შემთხვევაა, როცა „თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან“. თქვენ კი გეგონათ, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო? გარეგან განზრახვას აუცილებელი არაა, რომ თან ახლდეს პარანორმალური მოვლენები. ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით ვაწყდებით გარეგნული განზრახვის მოქმედების შედეგებს. კერძოთ, ჩვენი შიშები და ყველაზე ცუდი მოლოდინები სწორედ გარეგანი განზრახვით რეალიზდება. მაგრამ რადგანაც მოცემულ შემთხვევაში იგი ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად მუშაობს, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ ხდება ასე. გარეგანი განზრახვის მართვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შინაგანის.

წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით ველურებით დასახლებულ კუნძულზე. თქვენი სიცოცხლე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დააყენებთ საკუთარ თავს. პირველი ვარიანტი - თქვენ მსხვერპლი ხართ. თქვენ ბოდიშს იხდით, ძღვენი მიგაქვთ, თავს იმართლებთ, თამაშობთ. ამ შემთხვევაში თქვენი ბედია, რომ შეჭმული იყოთ. მეორე ვარიანტი - თქვენ დამპყრობელი ხართ. აგრესიულობას ავლენთ, თავს ესხმით, ცდილობთ დაიმორჩილოთ. თქვენი ბედია - ან გაიმარჯვოთ, ან მოკვდეთ. მესამე ვარიანტი - თავს წარადგენთ, როგორც ბატონი, მმართველი. თქვენს კვერთს აღმართავთ, როგორც ძალაუფლების მფლობელი, და ისინიც გემორჩილებიან, თითქოს ასეც უნდა იყოს. როგორც მიხვდით, პირველი ორი ვარიანტი შინაგან განზრახვას განეკუთვნება, ხოლო მესამე - გარეგანის დემონსტრირებას ახდენს. გარეგანი განზრახვა უბრალოდ ირჩევს საჭირო ვარიანტს.

ბუზს, რომელიც შუშას ასკდება ღია სარკმელთან ახლოს, შინაგანი განზრახვა აქვს. როგორ ფიქრობთ, რა იქნება მისთვის გარეგანი განზრახვა? ლოგიკური პასუხია - სარკმლიდან გაფრენა, მაგრამ ეს ასე არაა. თუ იგი უკან დაიხევს და შორიდან შეხედავს, დახურულ შუშას და ღია სარკმელს დაინახავს. მისთვის ეს უბრალოდ რეალობის უფრო ფართო ხედვა იქნება. გარეგანი განზრახვა სუფთა სახით - უბრალოდ აღებს ბუზის წინ მთელ ფანჯარას.

შინაგან განზრახვას განეკუთვნება ნებისმიერი მცდელობა იმოქმედოთ გარესამყაროზე ცხოვრების ერთი და იმავე ხაზზე. ყველაფერი, რაც შესაძლებელია ცალკე ვარიანტთა სივრცის ცალკე აღებული სექტორის ფარგლებში, აღიწერება ბუნებათმეცნიერების ცნობილი კანონებით და ჯდება მატერიალური მსოფლმხედველობის ფარგლებში. გარეგან განზრახვას მიეკუთვნება ცხოვრების იმ ხაზების არჩევის მცდელობები, რომელზეც სასურველი რეალიზდება. ახლა თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ დახურული ფანჯრიდან გაფრენა - ესაა შინაგანი განზრახვა. გარეგანი კი - ესაა ცხოვრების იმ ხაზზე გადასვლა, სადაც ფანჯარა იღება. შეგიძლიათ არაადამიანური ძალისხმევა სცადოთ აზრების ძალით ფანქრის გადასაადგილებლად. მაგრამ ასევე შეგიძლიათ უბრალოდ გარეგანი განზრახვით მოახდინოთ ვარიანტთა სივრცის სკანირება ფანქრის სხვადასხვა მდებარეობებით.

დავუშვათ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ვერ შეძლებთ პარკირების ადგილის პოვნას სუპერმარკეტთან შობის წინა საღამოს. შინაგანი განზრახვა ამბობს: საიდან უნდა გაჩნდეს ადგილი, თუ ახლა ყველა ადამიანი საყიდლებზეა გასული. გარეგანი განზრახვა კი მთელი სიცხადით უშვებს, რომ თქვენ უახლოვდებით სუპერმარკეტს, და ამ დროს თქვენთვის ადგილი თავისუფლდება. გარეგან განზრახვას არათუ ურყევად სჯერა ასეთი შესაძლებლობის, - იგი უბრალოდ ცივსისხლიანად და უპირობოდ იღებს თავისას.

გარეგანი განზრახვა - ესაა ის, რაც იმპროვიზაციაში იბადება, გამონათების მსგავსად. გარეგანი განზრახვისთვის მზადება უსარგებლოა. ყველა მაგიური რიტუალი მიმართულია იმაზე, რომ საკუთრივ გარეგანი განზრახვა გამოიწვიოს. მაგრამ რიტუალი, ეს მხოლოდ მზადებაა ჯადოსნობისთვის - თეატრალური პრელუდიაა, დეკორაციაა. წარმოიდგინეთ, რომ სიზმარში კლდიდან ქვემოთ ვარდებით, და რომ არ დაეცეთ, უნდა გამოიწვიოთ ჰაერში გამოკიდების განზრახვა. მომზადების და შელოცვების წარმოთქმის დრო არაა. შელოცვები და მაგიური ატრიბუტები მხოლოდ გეხმარებათ, გააღვიძოთ ის ძალა, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, მაგრამ გამოყენება არ შეუძლია.

სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანს თითქმის ატროფირებული აქვს გარეგანი განზრახვის მართვის უნარი. ადამიანებმა მოახერხეს - მთლიანად დაევიწყებინათ, რომ ოდესღაც ფლობდნენ ამ უნარს. ბუნდოვნად ამის შესახებ მხოლოდ უძველესი ლეგენდები გვიყვებიან. ახლა აზრიც არ აქვს იმის მტკიცების მცდელობას, რომ უძველესი პირამიდები და მსგავსი ნაგებობები გარეგანი განზრახვით აშენდა. ნებისმიერ ჰიპოთეზას მიიღებენ, ოღონდ ამას არა. ვფიქრობ, პირამიდების მშენებლებს გაეცინებოდათ, როცა გაიგებდნენ, რომ მათივე შთამომავლები ჩამორჩენილ ცივილიზაციად ჩათვლიდნენ მათ და ყველანაირად ეცდებოდნენ, მათი საიდუმლო მხოლოდ შინაგანი განზრახვის ფარგლებში აეხსნათ.

მაგრამ ადამიანებს ბოლომდე არ დაუკარგავთ გარეგანი განზრახვის უნარი. უბრალოდ იგი ძალიან ღრმადაა დაბლოკილი. ყველაფერი, რასაც მაგიად ვთვლით, სხვა არაფერია, თუ არა გარეგან განზრახვასთან მუშაობის მცდელობა. ასწლეულების მანძილზე ალქიმიკოსები უშედეგოდ ცდილობდნენ ფილოსოფიური ქვის პოვნას, რომელიც ნებისმიერ საგანს ოქროდ აქცევს. ალქიმისადმი მიძღვნილია ბევრი ჩახლართული და რთული წიგნი. სინამდვილეში კი, როგორც ლეგენდა ამბობს, ფილოსოფიური ქვის საიდუმლო ზურმუხტის ფილაზე ამოტვიფრული რამდენიმე სტრიქონისგან შედგება. მაშ, რისთვისაა საჭირო ამდენი წიგნი? ალბათ იმისთვის, რომ ეს რამდენიმე სტრიქონი გავიგოთ.

ალბათ გსმენიათ წმინდა გრაალის შესახებ. მასზე ბევრი ნადირობდა, მესამე რეიხის წარმომადგენლების ჩათვლით. გამუდმებით დადის ლეგენდები მსგავსი ატრიბუტების შესახებ, რომლებიც თითქოს შეუზღუდავ ძალას და ძალაუფლებას იძლევიან. ეს გულუბრყვილო ილუზიებია. ვერანაირი საგანი ვერ მოგცემთ ძალას. ფეტიშებს, შელოცვებს და სხვა მაგიურ საგნებს თავისთავად არანაირი ძალა არ გააჩნიათ. ძალა იმ ადამიანთა გარეგან განზრახვაშია, რომლებიც მათ იყენებენ. ატრიბუტები მხოლოდ გარკვეულ დონეზე ეხმარებიან ქვეცნობიერს, რომ გარეგანი განზრახვის მძინარე და სუსტად განვითარებული ჩანასახები გამოაღვიძონ. ატრიბუტების მაგიური ძალისადმი რწმენა იმპულსს იძლევა გარეგანი განზრახვის გამოღვიძებისთვის.

უძველესი ცივილიზაციები ისეთ სრულყოფილებას აღწევდნენ, რომ რომ მაგიური რიტუალების გარეშე გადიოდნენ ფონს. ბუნებრივია, ასეთი ძლევამოსილება ძალიან დიდ ჭარბ პოტენციალს წარმოშობდა. ამიტომაც ატლანტიდას მსგავსი ცივილიზაციები, რომლებმაც გარეგანი განზრახვის საიდუმლოებები აღმოაჩინეს, დროდადრო ნადგურდებოდნენ წონასწორული ძალების მიერ. უკანასკნელი ასეთი განადგურება ჩვენთვის ცნობილია ხილული ისტორიიდან, როგორც მსოფლიო წყალდიდობა. საიდუმლო ცოდნის ნამსხვრევებმა ჩვენამდე მაგიური პრაქტიკების სახით მოაღწიეს, რომელთა მიზანიც დაკარგულის აღდგენაა. თუმცაღა ეს მხოლოდ სუსტი და ზედაპირული მცდელობებია, რომლებიც შინაგანი განზრახვის მცდარ გზაზე მიდიან. ხოლო ძალის და ძლევამოსილების არსი - გარეგანი განზრახვა - დღემდე გამოცანად რჩება.

ადამიანებში შინაგანი განზრახვის უპირატესი განვითარება და გარეგანის დაკარგვა ინდუცირებულია ქანქარების მიერ, რადგანაც ისინი შინაგანი განზრახვის ენერგიით იკვებებიან. გარეგანი განზრახვის მართვა შესაძლებელია მხოლოდ ქანქარებისგან სრული თავისუფლების შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, რომ ქანქარებმა ამაში საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს ადამიანთან ბრძოლაში.

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ მიზნისკენ მიმართული აზრობრივი ენერგიის ბუნება სამი ფორმით ვლინდება: სურვილი, შინაგანი განზრახვა და გარეგანი განზრახვა.

სურვილი - ესაა ყურადღების კონცენტრაცია თავად მიზანზე. როგორც ხედავთ, სურვილს არანაირი ძალა არ გააჩნია. რამდენიც გინდათ იფიქრეთ მიზანზე, ისურვეთ იგი, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება.

შინაგანი განზრახვა - ესაა ყურადღების კონცენტრაცია მიზნისკენ სვლის პროცესზე. ეს უკვე მუშაობს, მაგრამ ბევრ ძალისხმევას მოითხოვს.

გარეგანი განზრახვა - ესაა ყურადღების კონცენტრაცია იმაზე, თუ როგორ რეალიზდება მიზანი თავისით. გარეგანი განზრახვა უბრალოდ ნებას აძლევს მიზანს, რომ თავად რეალიზდეს. ამასთან იგულისხმება მტკიცე რწმენა იმაში, რომ მიზნის რეალიზაციის ვარიანტი უკვე არსებობს, და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ავირჩიოთ მოცემული ვარიანტი. შინაგანი განზრახვით ხდება მიზნის მიღწევა, გარეგანით კი - არჩევა.

შინაგანი განზრახვის დახასიათება შეიძლება ფორმულით: „მე დაჟინებულად მივდივარ ამისკენ...“ გარეგანი განზრახვა სრულიად სხვა წესს ემორჩილება: „ვითარებები ისე ეწყობა, რომ...“ ან „ისე გამოდის, რომ...“ განსხვავება უზარმაზარია. პირველ შემთხვევაში თქვენ აქტიურად ზემოქმედებთ სამყაროზე ისე, რომ იგი დაგემორჩილოთ. მეორე შემთხვევაში გარე დამკვირვებლის პოზიციას იკავებთ, ყველაფერი თქვენი ნებით ხდება, მაგრამ თითქოს თავისთავად. თქვენ კი არ ცვლით, არამედ ირჩევთ. ფრენა სიზმარში ხდება სწორედ ამ ფორმულით: „გამოდის ისე, რომ მე დავფრინავ“, და არა „მე გულმოდგინედ ვცდილობ, რომ ვიფრინო“.

შინაგანი განზრახვა მიზნისკენ პირდაპირ, ტარანზე ისწრაფვის. გარეგანი განზრახვა მიმართულია მიზნის თავისთავადი რეალიზაციის პროცესისკენ. გარეგანი განზრახვა არ ჩქარობს მიზნის მიღწევას - ის ისედაც ჯიბეშია. ის ფაქტი, რომ მიზანი მიღწეული იქნება, საერთოდ არ ექვემდებარება ეჭვებს და განხილვას. გარეგანი განზრახვა უტეხია, ცივსისხლიანია, მიუკერძოებელია და შეუქცევადად მიჰყავს მიზანი რეალიზაციისკენ.

იმისთვის, რომ გაარჩიოთ, სად მუშაობს თქვენი შინაგანი განზრახვა და სად - გარეგანი, გამოიყენეთ ასეთი ორმხრივი შედარებები: თქვენ ცდილობთ რაღაცას მიაღწიოთ ამ სამყაროსგან - სამყარო თავად გაძლევს იმას, რაც გსურთ; თქვენ იბრძვით მზის ქვეშ ადგილისთვის - სამყარო თავისით გიშლით ხელებს, რომ ჩაგეხუტოთ; თქვენ ცდილობთ ჩაკეტილი კარი შეამტვრიოთ - კარი თავისთავად იღება თქვენს წინ; თქვენ ცდილობთ, გამოიწვიოთ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული მოვლენები - ისინი თავისით მოდიან. მთლიანობაში, შინაგანი განზრახვით თქვენ ცდილობთ გადაანაცვლოთ საკუთარი რეალიზაცია ვარიანტთა სივრცესთან მიმართებაში, ხოლო გარეგანი განზრახვა გადაანაცვლებს თავად ვარიანტთა სივრცეს ისე, რომ თქვენი რეალიზაცია იქ აღმოჩნდეს, სადაც საჭიროა. ხვდებით, რაშია განსხვავება? შედეგი ერთი და იგივეა, მაგრამ მიღწევის გზები - სრულიად სხვადასხვაა.

თუ თქვენი ქმედებები შეიძლება განისაზღვროს ამ შედარებების მეორე ნაწილით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაიჭირეთ გარეგანი განზრახვა. როდესაც იბრძვით, ამით ცდილობთ ძალით წაწიოთ წინ თქვენი რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში, ხოლო როდესაც ირჩევთ, სივრცე თავისით მოდის თქვენთან. რა თქმა უნდა, ვარიანტთა სივრცე უბრალოდ თავისით არ გადაინაცვლებს თქვენს რეალიზაციასთან მიმართებაში. ამისთვის გარკვეული ქმედებები უნდა განახორციელოთ. თუმცაღა ეს ქმედებები ჩვეული და საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენების ფარგლებს მიღმა დგას. მთელი წიგნის განმავლობაში მე მოგიყვანთ მაგალითებს, თუ რა განსხვავებაა შინაგან და გარეგან განზრახვებს შორის მიდგომებში. გარეგანი განზრახვა ტრანსერფინგის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მასში იმალება მეთვალყურის გამოცანის გასაღები, სახელდობრ ის,კი თუ რატომ არ უნდა ეომო ამ სამყაროს, არამედ უბრალოდ აირჩიო მასში ის, რაც გსურს.

გარეგანი განზრახვისთვის არაფერია შეუძლებელი. თქვენ შეგიძლიათ რეალობაშიც იფრინოთ, ან, მაგალითად, წყალზე იაროთ, თუ ქრისტეს გარეგანი განზრახვა გაქვთ. ამასთან ფიზიკური კანონები არანაირად არ ირღვევა. საქმე იმაშია, რომ ფიზიკური კანონები მატერიალური რეალიზაციის თვითოეულ ცალკე აღებულ სექტორში მუშაობენ. გარეგანი განზრახვის სამუშაო ვლინდება რეალიზაციის მოძრაობაში ვარიანტთა სივრცის სხვადასხვა სექტორებზე. თქვენ თავისთავად არ შეგიძლიათ ფრენა. ამისთვის გჭირდებათ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ დედამიწის მიზიდულობას, ეს კი შინაგანი განზრახვის სამუშაოა და მოითხოვს ენერგიას მიზიდულობის ძალის გადასალახად. თავისუფალი ფრენა როგორც სიზმარში, ასევე ცხადში - ეს თქვენი მოძრაობა კი არა, სივრცის სექტორების მოძრაობაა თქვენთან მიმართებაში. თქვენ კი არ მოძრაობთ სივრცესთან მიმართებაში, არამედ თავად იგი მოძრაობს თქვენთან მიმართებაში, თქვენი გარეგანი განზრახვის არჩევანის შესაბამისად. ეს ფრაზა ბოლომდე კორექტული არაა, მაგრამ ჩვენი მიზანი არაა ფარდობითობის თეორიაში ჩაღრმავება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, როგორ ხდება ეს სინამდვილეში.

იმისთვის, რომ გაფრინდეთ, თქვენ გჭირდებათ უპირობო რწმენა იმისა, რომ ეს შესაძლებელია. რატომ თქვა ქრისტემ ასე უაპელაციოდ და მარტივად: „თქვენი რწმენის შესაბამისად მოგეცემათ?“ იმიტომ, რომ ჩვენ ვერაფრის მიღებას ვერ შევძლებთ განზრახვის გარეშე. განზრახვა კი რწმენის გარეშე არ არსებობს. ჩვენ ნაბიჯსაც კი ვერ გადავდგამდით, რომ არ გვჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია. თუმცაღა გონების დარწმუნება იმაში, რომ რეალობაში ფრენა ისევე შესაძლებელია, როგორც სიზმარში, არ გამოგვდის - ყოველ შემთხვევაში ცნობიერების ჩვეულ მდგომარეობაში. ზოგიერთ იოგს ინდოეთში გამოსდის, რომ მედიტაციის პროცესში იატაკს მოწყდეს (ლევიტაციის სხვა სარწმუნო გამოვლინებების შესახებ მე არ მსმენია). შესაძლოა, მათ მხოლოდ იმაზე ყოფნით განზრახვა, რომ ვარიანტთა იმ მოძრაობაზე განეწყონ, რომლის დროსაც სხეული ჰაერშია გამოკიდებული. თუ მხედველობაში მიიღებთ იოგების უზარმაზარ შესაძლებლობებს ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით, შეგიძიათ წარმოიდგინოთ, რამდენად ძნელია - დაუქვემდებარო ნებას გარეგანი განზრახვა.

სიზმარში მთვლემარე გონებას შეუძლია დაუშვას ფრენის შესაძლებლობა, მაგრამ ცნობიერ მდგომარეობაში მისთვის ეს დაუშვებელია, როგორც არ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი. უნდა იყოს არ უბრალოდ რწმენა, არამედ ცოდნა. რწმენა გულისხმობს ეჭვის შესაძლებლობას. იქ, სადაც რწმენაა, ადგილი აქვს ეჭვსაც. ცოდნა გამორიცხავს ეჭვს. თქვენ ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ თქვენს მიერ ნასროლი ვაშლი მიწაზე დაეცემა? თქვენ ამის კი არ გჯერათ, არამედ იცით. სუფთა გარე განზრახვა თავისუფალია ეჭვებისგან, შესაბამისად რწმენისგანაც. თუ სიზმარში გარეგანი განზრახვის ნამცეციც კი საკმარისია გაფრენისთვის, ინერტული მატერიალური რეალიზაციის სამყაროში განზრახვა აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. მაგრამ დაე, ნუ გაგანაწყენებთ სუფთა განზრახვის მოპოვების შეუძლებლობა. თქვენი მიზნის რეალიზაციისთვის სრულიად გამოდგება „მეორე სორტის“ განზრახვაც. უბრალოდ გარკვეული დრო დაგჭირდებათ, რომ ინერტულმა რეალიზაციამ „გაიშვას“.

გარეგანი განზრახვის კონტექსტში ჩნდება საინტერესო კითხვა: რა არის ჰიპნოზი? მე მიჭირს ზუსტად თქმა, ჰიპნოზი შინაგანი განზრახვის მუშაობის შედეგია თუ გარეგანის. აზრობრივი ენერგია აშკარად არაა საკმარისი იმისთვის, რომ შინაგანი განზრახვის ხარჯზე გადავაადგილოთ ყველაზე მსუბუქი ნივთებიც კი. თუმცაღა ეს ენერგია სრულიად საკმარისია ერთი ადამიანიდან მეორესთვის გარკვეული შთაგონების გადასაცემად. ზოგიერთ ადამიანში შეინიშნება საკმაოდ მძლავრი ენერგეტიკული ნაკადის მიმართვის ნათლად გამოხატული უნარები. თუ ამ ნაკადის მოდელირება გარკვეული აზრებით ხდება, მაშინ იმ ადამიანში, რომელზეც ეს ნაკადი მიმართულია, შთაგონების ეფექტი ვლინდება. იმედია არ ფიქრობთ, რომ ჰიპნოტიზიორი რაღაც მაგნეტურ მზერას, ან ხელების პასებს ფლობს? მითუმეტეს, რომ ჰიპნოზისთვის ყოველთვის აუცილებელი არაა ვიზუალური ან ვერბალური კონტაქტის არსებობა. თუმცაღა, რამდენადაც მე ვიცი, ჰიპნოზი ძირითადად ახლო მანძილებზე მოქმედებს. მაშინ ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ჰიპნოზი წარმოადგენს შინაგანი განზრახვის მეშვეობით აზრობრივი ენერგიის გადაცემის შედეგს. იმ შემთხვევებში კი, როცა ჰიპნოზი დიდ მანძილებზე ვლინდება, გარეგანი განზრახვა უპირობოდ დიდ როლს თამაშობს, თუ აქ რა თქმა უნდა რაიმე სხვა მექანიზმები არაა ჩართული.

იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა შევიგრძნოთ, აუცილებელია თავი დავაღწიოთ ჩვეულ წარმოდგენებს და შეგრძნებებს. გონება საყოველთაოდ მიღებული მსოფლმხედველობის ვიწრო ჩარჩოებში იმყოფება. ამ ჩარჩოებისგან თავის დაღწევა ძნელია, რადგანაც ასეთი გარღვევა თავის მხრივ მხოლოდ გარეგანი განზრახვითაა შესაძლებელი. გონება თავისით ასე ადვილად არ დათმობს თავის პოზიციებს. ამიტომ ჩაკეტილ წრეს ვიღებთ: იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა შევიცნოთ, თავად გარეგანი განზრახვაა საჭირო. ამაშია მთელი სირთულე.

ვშიშობ, იმედს გავუცრუებ ზოგიერთ მკითხველს იმით, რომ მე არ ვიცი სავარჯიშოები, რომლებიც გარეგან განზრახვას ანვითარებენ. ასეთი სავარჯიშოების მიზანი ალბათ ასე გაიჟღერებდა: „განიზრახო განზრახვის მოპოვება“. ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო ღრმად გავიგოთ გარეგანი განზრახვის ბუნება - ესაა გაცნობიერებული სიზმრების პრაქტიკა. რეალობაში მე შემიძლია სავარჯიშოების ნაცვლად გაცნობიერებული ცხოვრების პრაქტიკა შემოგთავაზოთ. ეს ნიშნავს არა იმდენად ვარჯიშს, არამედ ცხოვრებას გარეგანი განზრახვით. რეალობა სიზმრისგან მხოლოდ ვარიანტთა სივრცეში მატერიალური რეალიზაციის ინერტულობით განსხვავდება. დანარჩენი ყველაფერი ერთნაირია.

თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა: თუკი არ შეგვიძლია გარეგანი განზრახვის მართვა, მაშინ რისი იმედი შეიძლება გვქონდეს? რა თქმა უნდა, მრავალტონიან ვაგონებს ვერ აამოძრავებთ. მაგრამ მატერიალური სამყაროს ინეტრულობა შესაძლებელია დროით გადაილახოს. მიზნების მისაღწევი საყოველთაოდ მიღებული და ჩვეული გზა დაფუძნებულია შინაგან განზრახვაზე. ტრანსერფინგის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირიქით, უარი ვთქვათ შინაგან განზრახვაზე და გამოვიყენოთ გარეგანი.

ძნელია ზღვარის გავლება, თუ სად მთავრდება შინაგანი განზრახვა და სად იწყება გარეგანი. შინაგანი განზრახვა გარეგანად იქცევა, როცა ცნობიერი უერთდება, ეთანხმება, ერწყმის ქვეცნობიერს. ამ ზღვარის გამოჭერა შეუძლებელია. ეს თავისუფალი ვარდნის შეგრძნებას ჰგავს, ან იმ შეგრძნებას, როცა პირველად შეძელით ორბორბლიანი ველოსიპედით გავლა. მაგრამ ყველაზე უკეთ ეს იხსნება სიზმარში ფრენის შეგრძნებით, როცა საკუთარ თავს ჰაერში განზრახვის ძალით სწევთ.

ცნობიერი შერწყმულია და ბოლომდე შეთანხმებულია ქვეცნობიერთან გარკვეულ ვიწრო სეგმენტში. თქვენთვის ადვილია ხელის თითების ამოძრავება, ცოტა უფრო რთული - ფეხის თითების, კიდევ უფრო რთული - ყურების, ხოლო შინაგანი ორგანოების - თითქმის შეუძლებელია. გარეგანი განზრახვა კიდევ უფრო სუსტადაა განვითარებული. შეათანხმო ცნობიერი და არაცნობიერი განზრახვაში, რომ მიწას მოწყდე და გაფრინდე - ეს იმდენად რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებლად ითვლება.

cigan

ჩვენ შედარებით მიწიერ მიზნებს დავისახავთ. ლევიტაცია - ესაა სუფთა გარეგანი განზრახვის უმაღლესი გამოვლინება. მაგრამ გარეგანი განზრახვის ძალა იმდენად დიდია, რომ მისი პაწაწინა ნამცეციც კი საკმარისია შთამბეჭდავი შედეგების მისაღებად. ყოველდღიურ ცხოვრებაში გარეგანი განზრახვა ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად მუშაობს და ხშირად საზიანოდაც მოქმედებს. მაგალითად, ეს ვლინდება, როგორც ჩვენი ყველაზე უარესი მოლოდინების რეალიზაცია. ჩვენ უკვე განვიხილეთ სიტუაციები, რომლებშიც თქვენ ღებულობთ იმას, რაც აქტიურად არ გინდათ. ერთი მხრივ, თქვენ გდევნით ის, რისიც გეშინიათ, გძულთ, რისგან თავის დაღწევაც გინდათ. ასე იმიტომ ხდება, რომ არასასურველ მოვლენაზე განწყობილ აზრობრივ გამოსხივებას იმ სექტორზე გადაყავხართ, სადაც ამ მოვლენას აქვს ადგილი. მაგრამ მეორე მხრივ, თქვენ ხომ არ განგიზრახავთ არასასურველი? სადაა აქ განზრახვის მუშაობა?

თქვენი შინაგანი განზრახვა მიმართულია იმაზე, რომ არასასურველი აირიდოს თავიდან. მტკივნეულ ადგილას გეხებათ ის, რაც გაწუხებთ და შიშის, ხიფათის ან ზიზღის შეგრძნებას გგვრით. თქვენ მთელი სულით გინდათ ამის თავიდან აცილება. თქვენს გონებას ეშინია - სული მითუმეტეს, უფრთხის; გონება ზიზღს გრძნობს - სულს ასევე არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო, გონებას სძულს - სულს ხომ საერთოდ. სული და გონება მთლიანად თანხმობაში არიან. სწორედ ცნობიერისა და ქვეცნობიერის თანხმობის დროს იღვიძებს კიდეც გარეგანი განზრახვა. მაგრამ აი, მიმართულია იგი არა იქ, სადაც გჭირდებათ. გარეგანი განზრახვის არასწორი მიმართულების შესახებ საუბარი აქ მთლად კორექტულიც არ იქნება. თუ შინაგან განზრახვას მკაფიო მიმართულება აქვს - თავიდან აირიდოს არასასურველი, გარეგანი განზრახვა მიანიშნებს არა მიმართულებაზე, არამედ მწვანე შუქზე იმის რეალიზაციისთვის, რაშიც გონება და სული თანხმდებიან. შეთანხმებულები კი ისინი ერთში არიან - მოვლენის შეფასებაში. სასურველია ეს მოვლენა თუ არა, - მნიშვნელობა არ აქვს. გარეგანი განზრახვა ხედავს სულისა და გონების თანხმობას, და უბრალოდ ირჩევს შესაბამის სექტორს ვარიანტთა სივრცეში.

სამწუხაროდ, ცხოვრებაში სული და გონება ყველაზე ხშირად რაღაცის არ-მიღებაში თანხმდებიან ხოლმე. ამიტომ ცუდი მოლოდინების რეალიზაცია ყველაზე დამახასიათებელ ილუსტრაციას წარმოადგენს გარეგანი განზრახვის მუშაობისთვის. ადამიანებს, როგორც წესი, ბუნდოვნად წარმოუდგენიათ, რა სურთ მთელი სულით, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რას სურთ, რომ თავი აარიდონ. იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა საკუთარ ნებას დავუქვემდებაროთ, აუცილებელია მივაღწიოთ თანხმობას სულსა და გონებას შორის პოზიტიურ მისწრაფებებში და გადავაგდოთ ჩვენი აზრებიდან ყველაფერი ნეგატიური. თქვენ უკვე იცით, რა ზიანი მოაქვს ნეგატიურ განწყობას. გამოხატავთ რა უკმაყოფილებას და მიუღებლობას, თქვენ ექვემდებარებით წონასწორული ძალების მოქმედებას, დამოკიდებული ხდებით დესტრუქციულ ქანქარებზე და საკუთარი აზრობრივი გამოსხივების ორიენტირებას სივრცის ნეგატიურ სექტორებზე ახდენთ. ნეგატივის მიერ ფორმირებული გარეგანი განზრახვა რეალობად აქცევს მას.

ამრიგად, გარეგანმა განზრახვამ შესაძლოა თქვენი ნების საწინააღმეგოდ იმოქმედოს. ამ ძალის დამორჩილება რთულია, მაგრამ შესაძლებელია - ვაიძულოთ იგი, რომ ჩვენზე იმუშაოს. სწორედ ამ ამოცანის გადაჭრას ვეცდებით. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა ჩვენთვის საზიანოდ არ მოქმედებდეს - არ უნდა შევქმნათ მნიშვნელოვანობის პოტენციალები და უარი უნდა ვქმნათ ნეგატივზე. ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა დასახულ მიზანს ემსახურებოდეს. ეს ისეთი ადვილი არაა, როგორც ალადინის ჯადოსნური ლამპის გახეხვა, მაგრამ ირიბი მეთოდები მაინც არსებობს.

შესაძლოა, ბევრი რამ გადმოცემულიდან თქვენთვის გაურკვეველი დარჩა. ეს გასაგებად მართლაც რთული თემაა, რადგანაც გარეგანი განზრახვის ახსნა სიტყვებით შეუძლებელია. თუმცაღა მალე სურათი მკაფიო გახდება. მე არ მაქვს სურვილი, რომ თქვენს დასაინტრიგებლად ბუნდოვანი გავხადო ეს თემა, როგორც ამას აკეთებენ ზოგიერთი სკოლის და სულიერი მიმართულების ადეპტები. ყველაფერს, რისი ცოდნაც საჭიროა, ამ წიგნში იპოვით. ყველა უნარს, რიც დაგჭირდებათ, საკუთარი გამოცდილებით მოიპოვებთ, თუ ტრანსერფინგის პრინციპებს პრაქტიკაში გამოიყენებთ. არანაირი სპეციალური ვარჯიში და ტრენინგი არ დაგჭირდებათ. არაფერი მისტიური და იდუმალი ტრანსერფინგში არაა.

„საიდუმლო ცოდნას“, როგორც წესი, ირიბად და ბუნდოვნად ნათქვამი საბურველი აკრავს. მაგრამ როგორც ცნობილია, ცხადად მოაზროვნე - ცხადადვე გადმოსცემს. და თუ „საიდუმლო ცოდნის“ მფობელი ცდილობს აჩვენოს, რომ მან რაღაც ისეთი უწყის, რაც შეუძლია მხოლოდ თავის მოსწავლეს ნგაანდოს „ყურში ჩაჩურჩულებით“, დანარჩენ შემთხვევაში კი ბუნდოვანი ფრაზებით და ღრმააზროვანი სენტენციებით შემოიფარგლება, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ამ გურუმ თავადაც არ იცის მკაფიოდ, თუ რაში მდგომარეობს მისი ცოდნის არსი.

ჩვენ არ ვეცდებით ისეთი აბსოლუტური განზრახვის დაუფლებას, რომელიც სხეულს ჰაერში ასწევს. რომ ვიცოდე ეს როგორ კეთდება, სხვა სალაპარაკო არც იქნებოდა. არსებობს ვარიანტთა სივრცე, არსებობს არჩევის შესაძლებლობა - აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, წერტილი. ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით მიზნის მიღწევა ვისწავლოთ. ჩვენი შესაძლებლობების სრული შეზღუდულობის დროსაც კი, ტრანსერფინგი გთავაზობთ ცოდნას, რომელიც საშუალებას იძლევა - გამოვაღვიძოთ ძალები, რომლებსაც არ ვიყენებთ. და ამისთვის არ გჭრდებათ თავის ტანჯვა მედიტაციებით, ვარჯიშებით, გაცნობიერებული სიზმარხილვებით და სხვა მისტიური პრაქტიკებით, რომლებისგანაც შეიძლება „სახურავი დაგიცურდეთ“. რა თქმა უნდა, ტრანსერფინგის მოდელი დაუჯერებელი ჩანს. ამ ყველაფრის დაჯერება მართლაც რთულია. მიუხედავად ამისა, ოღონდ გადახედეთ სამყაროზე თქვენს ჩვეულ წარმოდგენებს, და შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. და მალე დარწმუნდებით, რომ შესაძლებელია გარეგანი განზრახვა თქვენს სამსახურში ჩააყენოთ.


 

westworldwood.0

თამაშის სცენარი

მოდით, კვლავ დავუბრუნდეთ სიზმრებს. სიზმრები ძალიან პლასტიკურები არიან, ამიტომ კარგგ სადემონსტრაციო მოდელს წარმოადგენენ გარეგანი განზრახვის მუშაობის მექანიზმის გასაგებად. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ სიზმრის არსი ბევრ რამეში ჰგავს რეალურ ცხოვრებას. ყველაფერი, რაც სიზმარში ხდება, წარმოადგენს ჩვენი სულის მიერ არჩეული სცენარით თამაშის შედეგს. როცა გონებას ძინავს, ჩვენ ვხედავთ სიზმრებს, მაგრამ არ გვახსოვს ისინი. ამ შემთხვევაში სული უკონტროლოდ მოგზაურობს ვარიანტთა სივრცეში. სად „დახეტიალობს“ იგი ამ დროს - უცნობია. ყველა ჩვენი გაცნობიერებული მოგონება გონების კონტროლქვეშ იმყოფება. სიზმრები, რომლებიც გვახსოვს, იმ პერიოდში ჩნდება, როცა გონება თვლემს. გონების კონტროლი ამ დროს შესუსტებულია, და იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლს ასრულებს. გონება არაფრის წარმოსახვას არ ახდენს, და მას არაფერი არ ეჩვენება. იგი აღიქვამს იმას, რასაც სული ხედავს ვარიანტთა სივრცის არარეალიზებულ სექტორებში.

გაუცნობიერებელ სიზმარში გონება არ აწვება სულს თავისი კონტროლით. გონება ისე უყურებს კინოს, როგორც მაყურებელი. და ამავდროულად, იგი განიცდის დანახულს, და ეს განცდები გადაეცემა სულს, რომელიც მაშინვე გადაეწყობა მისი მოლოდინების შესაბამის სექტორზე. ამგვარად, სცენარი დინამიურად იცვლება, საქმესთან ერთად. დეკორაციები და მოქმედი სახეები მყისიერად ლაგდებიან ცვლადი სცენარის შესაბამისად. წარმოსახვა მართლაც მოქმედებს სიზმარხილვაში, მაგრამ მხოლოდ იდეის გენერატორის სახით.

სიზმარში ასეთი რამ ხდება: თქვენ გეწვიათ მოფარფატე აზრი, რომ ვიღაც თქვენს მიმართ აგრესიულადაა განწყობილი, და ეს მყისიერად რეალიზდება - ის თქვენ გემუქრებათ. მაგრამ როგორც კი თქვენი ყურადღების ფლიუგერი სხვა მხარეს გადაიხარა, მტერი მაშინვე მეგობრად იქცა. ასევე იქცევა კნუტი სარკის წინ - მისი განწყობა ირხევა მეგობრულიდან აგრესიულამდე. იგი თავის პირდაპირ ხედავს სუბიექტს და აფასებს, რას შეიძლება მისგან მოელოდეს. თავიდან ურთიერთობა ნეიტრალურია - ცნობისმოყვარეობა. მაგრამ აი, მან თათი ასწია, შეფასება მყისიერად ინაცვლებს შესაძლო საფრთხის მხარეს, კნუტი აგრესიული ხდება, თავს ესხმის, თავს იცავს. შემდეგ უკან გადახტება, თავის კომიკურ ფიგურას ხედავს, და მისი განწყობა თამაშით იცვლება.შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება. აი, ასე ახდენს კნუტი თავისივე სცენარის დინამიურ კორექციას. იგი ხან თავს ესხმის თავისივე ანარეკლს, ხან კი აგრესია მეგობრულ თამაშში გადადის.

არაცნობიერ სიზმარში ადამიანი სცენარის კორექციას ზუსტად ასევე ახდენს. კნუტი ვერ აცნობიერებს, რომ თავის ანარეკლს ხედავს, ადამიანი კი ვერ აცნობიერებს, რომ სიზმარს ხედავს. და თქვენ იცით, რომ სარკეში სახის იმ ანარეკლს ვერ ხედავთ, რომელიც ჩვეულებრივ გაქვთ? იგი მაშინვე იცვლება, როგორც კი სარკეში იხედებით. ცვლილება მყისიერად ხდება, ვერც კი ამჩნევთ ამას. ეს ხდება ბავშვობიდან გამომუშავებული ჩვევისა და სურვილის გამო - გამოიყურებოდეთ გარკვეული სახით. როგორც კი ეტყვით ბავშვს: „ჩაიხედე სარკეში, როგორი მახინჯი ხარ, როცა ტირი!“, - სახე მაშინვე იცვლება. ზრდასრულებიც ასევე უყურებენ თავიანთ ანარეკლს გარკვეული მოლოდინით, მაგალითად: „მე მომწონს ჩემი თავი“, „როგორ გამოვიყურები?“, „მე არ მომწონს ჩემი თავი“, ან რაღაც ამდაგვარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სახის გამომეტყველება მყისიერად განიცდის კორექციას.

სარკე - ესაა სცენარის დინამიური კორექციის მაგალითი. მაგრამ აქ შინაგანი განზრახვა მუშაობს, სიზმარში კი ზუსტად ასევე მუშაობს გარეგანი. ცხადში ადამიანი ხედავს თავის გამოსახულებას სარკეში და მაშინვე მისი შინაგანი განზრახვა სახის გამომეტყველებას მოლოდინის შესაბამისად ცვლის. სიზმარში ადამიანი ხედავს თამაშს, მისი გარეგანი განზრახვა კი, მისივე ნებისგან დამოუკიდებლად, ირჩევს გარესამყაროს ქცევის სცენარს - ადამიანის განცდებისა და მოლოდინების შესაბამისად.

სიზმრის მონაწილეების ქცევა ბოლომდე განისაზღვრება თქვენი წარმოდგენით იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მათ მოიქცნენ. იდეა - მხოლოდ საწყისი ბიძგია, ყველაფერ დანარჩენს გარეგანი განზრახვა აკეთებს. ამასთან, თქვენი ქცევა სიზმარში შინაგანი განზრახვით განისაზღვრება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი თქვენს გარეგან განზრახვას ექვემდებარება, გინდათ ეს თუ არ გინდათ. როგორც გახსოვთ, შინაგანი განზრახვა ცდილობს, უშუალოდ იმოქმედოს გარე სამყაროზე, ხოლო გარეგანი განზრახვა - ნებას აძლევს გარე სამყაროს, რომ განზრახვის შესაბამისად რეალიზდეს.

სიზმარში მოვლენები მხოლოდ ისეთი სცენარით ვითარდება, რომლის დაშვებაც თქვენ შეგიძლიათ. არ მოხდება არაფერი ისეთი, რაც თქვენს თავში არ ჯდება. ნაწილობრივ ამით აიხსნება დაბალი კრიტიკულობა ყველაფრისადმი, რაც სიზმარში ხდება. სრულიად სულელურ მოვლენებსაც კი სიზმარმხილველი იღებს როგორც თავისთავადს, რადგანაც იგი თავადვე წარმოადგენს თავისი სიზმრების სცენარისტს და რეჟისორს. არა ისე, რომ სისულელეები ნორმა იყოს, მაგრამ მათ პოტენციურ შესაძლებლობას ქვეცნობიერი არ გამორიცხავს. სიზმარში ხომ რაციონალური გონება მთვლემარე მდგომარეობაშია, ქვეცნობიერს კი სრულიად შეუძლია დაუშვას ყველანაირი დაუჯერებელი ამბავი.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანი თავის ტვინში უამრავ ინფორმაციას ატარებს გარე წყაროებიდან, ასევე თავისი ფანტაზიის სამყაროდან. ინფორმაციის ნაწილი რაციონალური გონის მიერ იფილტრება, როგორც ხარვეზიანი, არარეალური. მაგრამ ეს ნაწილი არსად არ ქრება, თუმც კი სარდაფშია, ჩაკეტილი, მაგრამ ქვეცნობიერს გააჩნია მასთან წვდომა, და მას არ აქვს მიზეზი, რომ ეს ინფორმაცია „დაბრაკოს“. ამიტომ, როცა ძილის დრო მოდის, სული ფეხის წვერებით ჩაიპარება სარდაფში და გონებისგან იდუმლად ირგებს თავის თავზე ყოველგვარ გაუგონარ სცენარს. ამასთან, გაუცნობიერებელ სიზმარში სული თავისუფალია სექტორების არჩევანში. ვარიანტთა სივრცის ამ სექტორების უმეტესობა არასოდეს რეალიზდება, რადგანაც მოვლენები მათში არარაციონალურია, და შესაბამისად, ენერგიის დიდ დანახარჯს მოითხოვს. როგორ ირჩევს სული სიზმრებს - მხოლოდ ღმერთმა უწყის.

როგორ თავისუფლადაც არ უნდა ირჩევდეს სული სიზმრებს, გონება ხედავს მათ და კორექციას უკეთებს თავისი განცდებისა და მოლოდინების შესაბამისად. როგორც უკვე გავარკვიეთ, ყველაზე ადვილად რეალიზდებიან ცუდი მოლოდინები და ყველაფერი ის, რისგან გაქცევაც ადამიანს სურს. გარეგანი განზრახვა ამ შემთხვევაში ადამიანის ნებ ისგან დამოუკიდებლად და მის საზიანოდ მოქმედებს. მსგავსივე სახით მუშაობს დანაშაულის გრძნობა. ადამიანის განკითხვა მასში დანაშაულის გრძნობის ინდუცირებას იწვევს. თუ სხვებს განიკითხავთ, წონასწორული ძალები ისე იზამენ, რომ მალე თქვენს განკითხვას დაიწყებენ - ყოველთვის მოიძებნება მიზეზი. შედეგად თქვენ თვითონ მიიღებთ დანაშაულის გრძნობას. დანაშაულის გრძნობა კი, როგორც თქვენთვის ცნობილია, ძალიან ცუდი რამეა. საყოველთაოდ მიღებული სცენარი გულისხმობს, რომ დანაშაულს უცილობლად მოჰყვება სასჯელი. ქვეცნობიერად თავს აარიდებთ სასჯელს, და შესაბამისად მიიღებთ მას. რადგან თუ თქვენ დამნაშავე ხართ, ე.ი. სასჯელიც ახლოსაა, და სცენარის შესაბამისად, გარეგანი განზრახვა თავის საქმეს გააკეთებს.

დანაშაულის გრძნობა ქმნის ჭარბ პოტენციალს, რომლის მოშორებასაც თავად წონასწორული ძალები ცდილობენ სასჯელის გზით. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. დანაშაულის გრძნობა ყოველთვის გულისხმობს სასჯელს. თუ თქვენ დანაშაულის გრძნობას განიცდით, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ქვეცნობიერში სასჯელის სცენარი დევს. და რადგანაც სცენარი არსებობს, მისი რეალიზაციაც სრულიად სავარაუდოა. ამიტომ არ შეიძლება დანაშაულის გრძნობის დაშვება საკუთარ აზრებში. ჯობია ისე იცხოვროთ, რომ დანაშაულის გრძნობა არ განიცადოთ, ეს გაცილებით უფრო მარტივია. მაგრამ თუ დანაშაული უკვე ზის, აზრობრივად უნდა განიცადოთ ყველა შესაძლო სასჯელი, წარმოიდგინოთ გონებაში საშინელი სამსჯავროს და სიკვდილით დასჯის მთელი პროცესი, შემდეგ კი აპატიოთ საკუთარ თავს. რადგან, რაც მოხდა, ვეღარ შეცვლი. აზრი არ აქვს სინდისის ქენჯნით საკუთარი თავის ღრღნას. გონებამ ეს კარგად უნდა გააცნობიეროს და საკუთარ თავს ყველა დანაშაული უნდა აპატიოს. სხვა შემთხვევაში სული დროდადრო სასჯელის სცენარებს მოიყვანს მოქმედებაში.

ამრიგად, სიზმრების სცენარები მოლოდინებით განისაზღვრება. უარესი მოლოდინები სიზმარში დიდი ალბათობით რეალიზდება. რეალობაშიც დიდი ალბათობით იღებთ იმას, რისიც გეშინიათ. ასე მუშაობს გარე განზრახვა გონების ნების მიღმა. გონებას შეუძლია ნების ძალისხმევით აიძულოს შინაგან განზრახვას მოქმედება. გარეგანი განზრახვა კი ბრძანებებს არ ემორჩილება, არამედ უნებლიედ ჩნდება, როგორც გონებისა და სულის თანხმობის შედეგი. სიზმარში გონებას იმის წარმოსახვის შესაძლებლობაც არ აქვს, რომ გარეგანი განზრახვა მუშაობს, რადგანაც ამ დროს კონტროლი არ არსებობს. რეალობაში საქმე ბევრად უკეთესად არაა, რადგანაც ამა თუ იმ ფორმით ძილი ცხადშიც გრძელდება.

სიზმარში ადამიანი შეიძლება ჩართულ იქნეს სრულიად სულელურ და უაზრო თამაშებში. მძინარე ბოლომდე ეფლობა თამაშში, იგი ანგარიშს ვერ უწევს საკუთარ თავს მიმდინარე მოვლენების აბსურდულობაში. რეალურ ცხოვრებაში ამა თუ იმ დონით იგივე ხდება. თუ ადამიანთა ჯგუფი ვიწრო სპეციალიზაციის საქმიანობაშია ჩართული, ამ ჯგუფში ხშირად ჩნდება მსჯელობები, ლექსიკა და მოქმედებები, რომლებიც გარედან შესაძლოა სრულიად სულელურად და არაბუნებრივად ჩანდეს. ეს შეიძლება იყოს ინტერესთა ჯგუფები, პროფესიული, რელიგიური ჯგუფები და ა.შ.

ცხადში მიმდინარე მოვლენებისადმი დაბალი კრიტიკულობა ისეთი მოვლენის მიზეზს წარმოადგენს, როგორიცაა ჰიპნოზი. მაგალითად, ბოშების ჰიპნოზი დაფუძნებულია სამ „კი“-ზე. ადამიანი სამჯერ პასუხობს დადებითად სამ კითხვას და მას უჩნდება ილუზია, რომ ყველაფერი რიგზეა. იგი ყურადღებას კარგავს და თითქოს იძინებსო - მისი კრიტიკულობა დაბალ დონეზე ეშვება. ბევრ ადამიანს პრაქტიკულად ზეზეულად ძინავს და ჩვეულ მოქმედებებს მექანიკურად ასრულებს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დღის ერთი და იგივე რეჟიმი დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი აქვთ.

როცა თქვენ ვინმესთან საუბრობთ, ამ დროს ღრმად გძინავთ. თავით ხართ ჩაფლული თამაშში. რაღაც დონეზე რა თქმა უნდა ხვდებით, რაც ხდება, მაგრამ სიტუაციის ობიექტურად შეფასება და მოქმედება არ შეგიძლიათ, რადგანაც გვერდიდან არ უყურებთ თამაშს და თქვენ თვითონ თამაშობთ. ნებისმიერი ფეხბურთის გულშემატკივარი საქმის ცოდნით აკრიტიკებს ფეხბურთელებს მათი შეცდომებისთვის. და რა იქნება, თუ თავად მას გაუშვებთ მოედანზე? ყველა ადამიან ი ამა თუ იმ დონით გაუცნობიერებლად მოქმედებს. თუ ადამიანი ტყუილს ამბობს, მისი თვალები მარჯვნივ გარბიან. ხელები უნებურ და უკონტროლო მოქმედებებს აკეთებენ. იგი მთლიანადაა ჩართული პიესაში, რომელშიც მონაწილეობს.

ჰიპნოზის მდგომარეობა - ესაა ცხადში ძილის უკიდურესი მდგომარეობა. ყველა ადამიანი ამა თუ იმ დონით განაგრძობს რეალობაში ძილს. აი, ახლა შესაძლოა შეფხიზლდეთ და საკუთარ თავს უთხრათ: მე ანგარიშს ვუწევ საკუთარ თავს იმაში, თუ რას ვაკეთებ, და რა ხდება ამ მომენტში. მაგრამ შემდეგ რომელიმე ადამიანი, პრობლემა ან მოვლენა მოგაცდენთ, თავით ჩაეშვებით თამაშში და დაგეძინებათ. იქამდე იძინებთ, სანამ სცენაზე იმყოფებით და კეთილსინდისიერად შეასრულებთ თქვენს როლს. მაშინ გაიღვიძებთ, როცა მაყურებელთა დარბაზში ჩახვალთ და თქვენს დამკვირვებელს გამოაფხიზლებთ. მაყურებელთა დარბაზში ყოფნისას თქვენ კვლავინდებურად განაგრძობთ თქვენი როლის თამაშს, მონახავთ საჭირო სიტყვებს, შეასრულებთ საჭირო მოქმედებებს, დაემორჩილებით დადგენილ წესებს. მაგრმ ახლა უკვე გაცნობიერებულად იმოქმედებთ, და შესაბამისად - განყენებულად. თქვენ აქირავებთ საკუთარ თავს და ფხიზლად აფასებთ, რაც გარშემო ხდება.

არაცნობიერ სიზმარხილვაში სიზმარი „შეგემთხვევათ“, გარეგანი განზრახვა თქვენი ნებ ისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, და ამას ვერაფერს უხერხებთ. გაცნობიერებულ სიზმარში მაყურებელთა დარბაზში ეშვებით და სცენარს ცნობიერად მართავთ. გარეგანი განზრახვა არა ისე, რომ თქვენს ნებას ემორჩილებოდეს, არამედ უბრალოდ არ ეწინააღმდეგება მას. მოცემულ შემთხვევაში გონება თავისუფლებას აძლევს სულს, საპასუხოდ კი თანხმობას იღებს. სულის და გონების ერთობა გარეგან განზრახვას აღვიძებს. იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ სულისა და გონების ერთობა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, შემდეგ თავებში ვისაუბრებთ.

რეალობაში გაცნობიერებულობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე სიზმარში. ეს სრულიად საკმარისია შინაგანი განზრახვის მართვისთვის. გარეგანი განზრახვა კი გაცნობიერებულობის უფრო მაღალ დონეს მოითხოვს. როგორც გაცნობიერებულ სიზმარში, ასევე რეალობაში, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ კონტროლი გარეგან განზრახვაზე, აუცილებელია - გავიღვიძოთ.


 

surrender 2

თამაში თქვენი წესებით

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, როცა სიზმარში თავს გესხმიან? ამ შემთხვევაში არსებობს შინაგანი განზრახვის ოთხი ვარიანტი: გაქცევა, ბრძოლა, გაღვიძება ან გაცნობიერება. სიზმარში წინააღმდეგობის გაწევა ან გაქცევა - ესაა შინაგანი განზრახვის პრიმიტიული რეაქცია. თუ თავს დაგესხნენ და თავს იცავთ, იბრძვით, მაშინ ყველაფერი დაახოებით ისევე მოხდება, როგორც რეალობაში, ანუ ისე, როგორც მიჩვეული ხართ. თქვენს ცნობიერებაში დევს სცენარი, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ორთაბრძოლა. მაგალითად, თუ დამარცხებას ხართ მიჩვეული, მაშინ დამარცხდებით. თქვენი სიზმარი ვარიანტთა სივრცეში ამ სცენარის შესაბამისად გადაინაცვლებს.

სიზმარში ისე მოქმედებთ, როგორც რეალობაში ხართ მიჩვეული. რადგანაც სიზმარში ყველაფერია შესაძლებელი, გაცილებით უფრო ეფექტურია გარეგანი განზრახვის გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად დაუბრუნდეთ მოწინააღმდეგეს და ნების მსუბუქი დაძაბვით წარმოიდგინოთ, რომ იგი თავისით გაქრა, ან, მაგალითად, ბაყაყად გადაიქცა. ამ შემთხვევაში თქვენ არ ცდილობთ მის ბაყაყად გადაქცევას. გარე სამყაროზე ზემოქმედების მცდელობა - ეს შინაგანი განზრახვის სამუშაოა. თქვენ წარმოიდგენთ, რომ იგი გარდაიქმნება, ანუ უშვებთ ასეთ ვარიანტს. შინაგანი განზრახვა მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ წარმოიდგინოთ, დაუშვათ ასეთი სცენარი. თუ გონება ბოლომდე უშვებს მოვლენათა განვითარების ასეთ ვარიანტს, სულიც არ იქნება წინააღმდეგი. სულისა და გონების ერთობა გარეგან განზრახვას წარმოშობს და იგი არჩეული სცენარის რეალიზებას ახდენს.

როგორც ხედავთ, გარეგანი განზრახვა ჩნდება არა ნებელობითი ძალისხმევის შედეგად, არამედ, როგორც სულისა და გონების ერთობის შედეგი. შინაგანი განზრახვა (ნება) მხოლოდ ამ ერთობის მიღწევაზე უნდა იყოს მიმართული. ამ თვალსაზრისით გარეგანი განზრახვა არ წარმოიშობა ნების მეშვეობით და თითქოს ნებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. მაგრამ იმისთვის, რომ იგი გაჩნდეს, აუცილებელია გაცნობიერება იმისა, რომ სცენარის კონტროლი შესაძლებელია. გაცნობიერებულობა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ გარეგან განზრახვას ჩვენზე მუშაობა ვაიძულოთ.

სანამ სიზმარი გაცნობიერებული არაა, ის კი არ გაკონტროლდება, არამედ „შეგვემთხვევა“. ძილშიც და ცხადშიც ადამიანის ქმედებათა უმრავლესობა გაუცნობიერებელია. მიმდინარე მოვლენებისადმი გაუცნობიერებელი დამოკიდებულება გამოწვეულია სიტუაციის იმ გარე ფაქტორებით განსაზღვრულობით და განპირობებულობით, რომელზე არსებითი ზეგავლენის ძალა ან შესაძლებლობა, როგორც წესი არ გაქვთ ხოლმე. თუ ასეთი შეხედულება გაქვთ, მაშინ თქვენს ცხოვრებაზე ჩვეულებრივ ზემოქმედებენ სხვა ადამიანები ან ბედის გარდუვალობები. ამ თვალსაზრისით რეალობა ასევე „შეგემთხვევათ“. თამაშის წესები დგინდება არა თქვენს მიერ, არამედ გარე სამყაროს მიერ.

იმისთვის, რომ კონტროლი მოიპოვოთ, როგორც სიზმარზე, ასევე რეალურ ცხოვრებაზე, აუცილებელია, გადაერთოთ მონაწილის როლიდან დამკვირვებლის როლზე. ამასთან თქვენ არ წყვეტთ როლურ თამაშში მონაწილეობას და უწინდებურად ასრულებთ თქვენს როლს. მაგრამ გამუდმებით ჩართულია თქვენი შინაგანი დამკვირვებელი. თითქოს თავს აქირავებთ მსახიობის სახით, და ამავდროულად, განყენებულად, მაყურებელთა დარბაზიდან აკვირდებით საკუთარ და სხვის თამაშს. დამკვირვებელი გამუდმებით ჩართულია ფონურ რეჟიმში. იგი არ ერევა, მაგრამ აკვირდება და ფხიზელ დასკვნებს აკეთებს.

პასიურ სიზმარში დამკვირვებელი გამორთულია, არის მხოლოდ მსახიობი. თქვენ მთლიანად ხართ შთანთქმული როლით და გვერდიდან ვერ ხედავთ სიტუაციას. იმისთვის, რომ თავით არ ჩაეფლოთ როლში, აუცილებელია, მინიმალურ დონეზე შეინარჩუნოთ გარეგანი და შინაგანი მნიშვნელოვანობა და გამუდმებით მზადყოფნაში გყავდეთ დამკვირვებელი. გარეგანი განზრახვის გათვალისწინების გარეშეც კი, სიტუაციის კონტროლის თქვენი უნარი პირდაპირ-პროპორციულია თქვენი გაცნობიერებულობისა. სიზმარში თქვენი გაცნობიერებულობის დონე დაბალია, ამიტომ სიზმარი „შეგემთხვევათ“ ხოლმე. თუკი გააცნობიერეთ, რომ გძინავთ, მთელი სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშ გადადის. რასაც გინდათ, იმას აკეთებთ.

თქვენი დაქვემდებარება ადამიანთა და დესტრუქციულ ქანქარათა გავლენისადმი უკუპროპორციულია თქვენი გაცნობიერებულობისა. სიზმარში ისე იქცევით, როგორც ზომბი. თუ კოშმარს ხედავთ, გარბიხართ და ამას ვერაფერს უხერხებთ. სცენარი თქვენია, მაგრამ იგი რედაქტირებისთვის სხვა რეჟისორს მიეცით. თქვენ მოვლენების ვარიანტთა განვითარების შესახებ თქვენი ჩვეული წარმოდგენების ტყვეობაში ხართ. ეს თქვენი წარმოდგენებია, მაგრამ ისინი თავიანთ ნებას გკარნახობენ, ამიტომ თქვენ მხოლოდ მსახიობი ხართ, ანუ მსხვერპლი.

გაიხსენეთ, როგორ ხდება, როცა რაიმე პრობლემაში ეხვევით, მაგალითად, თანამშრომელი მოდის და გეუბნებათ, რომ გარკვეული სამუშაოა შესასრულებელი. თუ ეს რაღაც დონით თქვენთვის პრობლემაა, თქვენი პირველი რეაქცია - ესაა შეშფოთება, თუ დათრგუნულობა არა. თქვენ მყისიერად ატრიალებთ გონებაში მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარს: „სამუშაო რთულია, როგორ უნდა გავუმკლავდე? ო, როგორ არ მინდა! და პრობლემური და რთული ცხოვრება მაქვს! თუ სამუშაოს არ შევასრულებ...“, და ა.შ. მორჩა, ამ მომენტში თამაშში ჩაერთეთ, ზემოქმედების ქვეშ მოექეცით, ანუ, სხვა სიტყვებით, დაიძინეთ. უკვე თავისუფლდაა შესაძლებელი, რომ დამჯერი ბავშვივით ხელი ჩაგკიდონ შეგიყვანონ ოთახში, სადაც მძიმე სამუშაო გელოდებათ. თქვენ ცხოვრების იმ ხაზზე აღმოჩნდით, სადაც ეს მართლაც ასეა.

და ასე იმიტომ მოხდა, რომ თქვენ საშუალება მიეცით ქანქარას დაეჰიპნოზებინეთ და პრობლემური თამაში მოეხვია თქვენს თავზე. გონებაში „პრობლემური“ სცენარის დატრიალებით თქვენ მიიღეთ სულისა და გონების თანხმობა და გარეგანმა განზრახვამ მაშინვე გადაგიყვანათ ცხოვრების „პრობლემურ“ ხაზზე. ეს სულაც არაა რთული, რადგანაც ისეთი გრძნობები, როგორებიცაა შიში, გამოუვალობა, უკმაყოფილება, შფოთვა ან დადარდიანება, ძალიან ადვილად გეუფლებათ. და რა იყო საწყისი მიზეზი? მნიშვნელოვანობა! თქვენ თამაშში ჩაგრთეს, ანუ დაგაძინეს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ შეაფასეთ თამაში, როგორც მნიშვნელოვანი თავისთავად, ან თქვენთვის. გარეგანი და შინაგანი მნიშვნელოვანობა.

ახლა კი წარმოიდგინეთ მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტი. მოდის ადამიანი, რომელსაც თქვენთვის პრობლემა მოაქვს. ამ მომენტში გამოფხიზლდით და უთხარით საკუთარ თავს, რომ არ გძინავთ და თქვენი გადასაწყვეტია: იქცევა თუ არა ქანქარას პირველი ბიძგი პრობლემად თქვენთვის. ეს სიტუციაზე კონტროლისთვის პირველი პირობაა. დარჩა მეორე პირობის შესრულება: განიზრახეთ, რომ ჩააგდოთ ეს ქანქარა. მაშინაც კი, თუ არ იცით, რა გელოდებათ, თავიდანვე განეწყვეთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელო იქნება. მთავარია, საშუალება არ მისცეთ, რომ ხელი ჩაგკიდონ. არ მიიღოთ არანაირი შემტევი ზომები, არ თქვათ უარი, არ ეცადოთ გამოძრომას, და მითუმეტეს - არ გაბრაზდეთ. უბრალოდ მშვიდად მოისმინეთ, რა უნდათ თქვენგან. გარეგნულად სასურველია თავი დაუქნიოთ და დაეთანხმოთ, მაგრამ შინაგანად გარე დამკვირვებლად უნდა დარჩეთ, და არა მონაწილედ. ეს მოთამაშე მაყურებლის როლია, მსგავსად მოთამაშე მწვრთნელისა.

განყენებულად ყოფნა ამ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს გაფანტულად ყოფნას. პირიქით, სიტუაციაზე კონტროლი გულისხმობს ყურადღებას და აზრთა სრულ სიცხადეს. გვერდზე დგომა ნიშნავს საკუთარი თავისთვის ანგარიშის გაწევას იმაზე, რომ თქვენ თვითონ იძლევით თამაშის წესებს და თქვენი გადასაწყვეტია: ტრაგედიად იქცევა თამაში თუ მსუბუქ ვოდევილად. და თქვენ თვითონ რა გინდათ? ალბათ ის, რომ ყველაფერი იოლად და მარტივად გადაწყდეს. თუ თქვენ თვლით, რომ ყოველთვის მოიძებნება რთული პრობლემა, რომელთან გამკლავებაც მოგიწევთ, შეგიძლიათ არ იღელვოთ. ნებისმიერ რთულ პრობლემას გააჩნია მარტივი გადაწყვეტა. ეს გადაწყვეტა ცხოვრების „ვოდევილურ“ ხაზზეა. ამ ხაზზე გადასასვლელად საჭიროა მხოლოდ განზრახვა იმის წარმოდგენისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ამ ტექნიკის გამოყენების შედეგად სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. შედეგები შეიძლება სრულიად დაუჯერებელი იყოს. როგორც მინიმუმ, პრობლემა ძალიან მარტივად გადაწყდება. და შეიძლება იგი უბრალოდ გაქრეს, ან სხვასთან გადავიდეს. რადგან ცხოვრებიოს „ვოდევილურ“ ხაზზე უბრალოდ არ არსებობს რთული პრობლემები. თქვენ არ გაგაჩნიათ ძალაუფლება გარეგან განზრახვაზე, მაგრამ ისე აკეთებთ, რომ პირველ რიგში, ის თქვენს წინააღმდეგ არ მოქმედებს, და მეორეც, თქვენ იღებთ შანსს, რომ თქვენს ინტერესებში მუშაობა აიძულოთ მას. ვითარებები შეიძლება სხვადასხვაგვარად განლაგდეს, მათ შორის თქვენს საწინააღმდეგოდაც. თუმცაღა ასეთი პოზიცია მკვეთრად ზრდის თქვენს შანსებს. ამავდროულად არ დაგავიწყდეთ, რომ ვარიანტთა დინებას მიენდოთ. თუ პრობლემისადმი „ვოდევილურ“ განწყობაში გონებისა და სულის თანხმობის დონე საკმარისად მაღალია, თქვენ ისეთ განსაცვიფრებელ შედეგებს იღებთ, რომლებზეც მანამდე ვერც კი იოცნებებდით.

თქვენ აღარ ხართ მარიონეტი. მაგრამ იმისგანაც უნდა დაგიცვათ, რომ ცდუნებას არ აყვეთ და თავი მარიონეტების მმართველად არ წარმოიდგინოთ. როგორც გახსოვთ, ეს წონასწორობის დარღვევაა, და თქვენ უცილობლად მიიღებთ წკიპურტს ცხვირში ადამიანებისადმი საკუთარი უპირატესობის გრძნობის, დამცირების ან ზიზღის შემთხვევაში. აბსოლუტურად სრულ კონტროლს ყველაფერზე თქვენ ვერასოდეს მიიღებთ - სიზმარშიც კი. გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ უფლება მხოლოდ არჩევის, და არა შეცვლის. იყავით როგორც სახლში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრად ხართ. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის გაქირავებისას უზადოდ უნდა იმოქმედოთ. პრობლემისადმი „ვოდევილური“ განწყობა - ეს არაა გაფანტულობა და დაუდევრობა, არამედ ესაა მნიშვნელობის ფხიზელი შეფასება.

შეცდომა იქნებოდა მნიშვნელოვანობის, როგორც გარესამყაროზე კონტროლის დაწესების მცდელობის ინტერპრეტირება. გონება მიეჩვია თავის აზრზე დგომას, მოვლენათა მსვლელობის შეცვლას, სხვა სიტყვებით - დინებასთან ბრძოლას. თუ მაყურებელთა დარბაზში ჩახვედით, ჩნდება ცდუნება, რომ ძალისმიერი მეთოდით შეცვალოთ სცენარი, მსახიობებს საკუტარი ნება მოახვიოთ. ასეთ ქცევას არაფერი აქვს საერთო ტრანსერფინგთან, რადგანაც ცალსახად დინებასთან ბრძოლის შინაგან განზრახვას ემყარება. კვლავ და კვლავ შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ვარიანტთა დინებასთან ერთად უნდა იმოძრაოთ. გაცნობიერებულობა - ესაა არა კონტროლი, არამედ დაკვირვება. კონტროლი მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ ნეგატივში არ ჩაეფლოთ, არამედ სასიკეთო სცენარი წარმოიდგინოთ და თქვენს ცხოვრებაში შემოუშვათ, მთელი გულით მიიღოთ იგი. სამყაროს თავს კი არ უნდა მოახვიოთ საკუთარი სცენარი, არამედ უნდა დაუშვათ მისი შესაძლებლობა, რეალიზების საშუალება უნდა მისცეთ ვარიანტს, საკუთარ თავს კი უნდა მისცეთ უფლება, რომ გქონდეთ იგი. თქვენ შეწყვეტთ სამყაროსთან ბრძოლას და არჩევანის გაკეთების ნებას მისცემთ საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ, თუ სული და გონება თანხმობამდე მივლენ.

მოდით, გავიხსენოთ საშინაო დავალება, რომელიც წინა თავში მოგეცით. მთხოვნელის, ნაწყენის და მეამბოხის როლები ჩვენ არ გვაწყობს. რა როლს ანიჭებს ტრანსერფინგი თავისი ბედის პატრონს თამაშში, სახელწოდებით - ცხოვრება? ახლა თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს დამკვირვებლის როლია. რამდენადაც მაღალია თქვენი გაცნობიერებულობის დონე ცხადში, იმდენად ეფექტურად შეგიძლიათ თქვენი ბედის განკარგვა.

ამასთან, დამკვირვებლის როლი გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე შემსრულებლის როლი. როგორც ცნობილია, ხელმძღვანელები, უფროსები და ა.შ. უფრო აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას იკავებენ, ვიდრე ჩვეულებრივი შემსრულებლები, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია. ხელმძღვანელი პოსტის თანამშრომლები უფრო მეტად დამკვირვებლები არიან, ვიდრე მოვალეობების შემსრულებლები. მდგომარეობა ავალდებულებს მათ, რომ უფრო „გამოღვიძებულები“ იყვნენ, განსხვავებით უბრალო მუშებისგან, რომლებსაც შეუძლიათ თან „ეძინოთ“ და თან ამ დროს თავიანთი მოვალეობები შეასრულონ. როდესაც დამკვირვებლის პოზიციას იკავებთ, თქვენ მაშინვე გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, და თქვენი სასიცოცხლო ტონუსი გაიზრდება, რადგანაც არა უბრალოდ მექანიკურად ასრულებთ სხვის ნებას, არამედ თავად ქმნით თ ქვენს ბედს - ეს ტვირთი კი არა, თავისუფლებაა.

ადამიანი ცხოველისგან იმდენად ინტელექტის დონით არ განსხვავდება, რამდენადაც გაცნობიერებულობის ხარისხით. ცხოველები უფრო მძინარე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი ქცევა ძირითადად განისაზღვრება ბუნების მიერ ჩადებული სტერეოტიპული სცენარებით, და ინსტინქტებისა და რეფლექსების სახით ვლინდება. ცხოველები მოქმედებენ, თითქოს მკაცრი სცენარით თამაშობენ პიესას, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. ამ თვალსაზრისით ადამიანუ უფრო „გამოღვიძებულია“. იგი უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, და საკუთარ ადგულს ამ სამყაროში. და მაინც, ადამიანის გაცნობიერებულობის დონე ჯერ მაინც ძალიან დაბალია. ადამიანი თავის თამაშს თამაშობს სცენაზე და ბოლომდეა ჩაფლული ამ თამაშში.

ეგრეთ წოდებული „ჭკვიანი“ ადამიანების საიდუმლო გაცნობიერებულობაში მდგომარეობს. გონების სიცხადე გაცნობიერებულობის ხარისხით განისაზღვრება. ზოგი ადამიანი ცხადად აზროვნებს და ცხადად გადმოსცემს, სხვებს თავში ყველაფერი ჩახლართული აქვთ. მახვილი გონება ერთი მხრივ და სიჩლუნგე მეორე მხრივ - სულაც არ არიან ინტელექტის განვითარების დონეები, არამედ გაცნობიერებულობის დონეები არიან. სიჩლუნგე - ეს უფრო მეტად ფსიქოლოგიური თავდაცვაა არასასურველი ინფორმაციისგან: „არაფრის ცოდნა არ მინდა! თავი დამანებეთ!“ მახვილი გონება - პირიქით, მიმღეობა, ცნობისმოყვარეობა, ინფორმაციის მიღების და გადამუშავების სურვილია: „მინდა ყველაფერი ვიცოდე!“ სიჩლუნგე ზოგჯერ დამუხრუჭებულობის შედეგს წარმოადგენს. ერთიც და მეორეც შეიძლება ბავშვობაში განვითარდეს, მაგალითად, როცა ბავშვს ძალით აიძულებენ რაღაცის სწავლას, და ამასთან ფსიქლოგიურ ზეწოლასაც ანხორციელებენ მასზე.

რაც უფრო ღრმად გვძინავს ცხადში, მით უფრო მეტ შეცდომას ვუშვებთ. ბუზს, რომელიც ფანჯარას ეხეთქება, ასევე ღრმად ძინავს. თავით თამაშში ჩაფლობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ რეალობას ფართოდ და ობიექტურად შეხედოთ. თამაშზე დაციკლულობა ავიწროებს აღქმის ფოკუსს და წინაღობას ქმნის. როდესაც ამ მიზეზით შეცდომებს უშვებს, ადამიანს შემდეგ უკვირს: „და სად მქონდა თვალები?“ თითქოს რაღაც გამოცხადებასავით ეწვია. პირველ აპრილსაც კი, როცა ადამიანმა იცის, რომ შეიძლება მოატყუონ, მაინც წამოეგება ხოლმე ხაფანგზე. ნუთუ ეს ცხადში ძილი არაა?

გაუცნობიერებლობა ამა თუ იმ დონით მაშინ მოდის, როდესაც ადამიანს არ სურს რეალობასთან პირისპირ შეხვედრა. მოახლოვებული რეალობისგან გაქცევის სურვილი სირაქლემას აიძულებს, რომ თავი ქვიშაში ჩარგოს. ადამიანში ეს ვლინდება, როგორც გარესამყაროსგან განცალკევების სურვილი: „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის, არაფერი მინდა, თავი დამანებეთ!“ საბნის თავზე წამოფარება და სულ ძილიც არ გამოსდის, ამიტომ ადამიანი უნებურად ცდილობს, რომ თავისი აღქმა გაცნობიერებულობის დონის დაწევით დაბლოკოს. მაგალითად, არააგრესიული და უწყინარი ადამიანი ცდილობს, რომ გარდუვალი დარტყმისგან ხელების აფარებით დაიცვას თავი, მაგრამ მას არ შეუძლია დარტყმის აცილება, რადგანაც გაცნობიერებულობა შიშითაა დაბლოკილი და რეაქცია შენელებულია - თითქოს ბურუსი გადაეფარა თვალებზე. მრისხანება სწორედ ასევე ბლოკავს გაცნობიერებულობას. ადამიანი თავითაა ჩაფლული თამაშში და გარშემო ვერაფერს ხედავს. აქედან მოდის ტერმინი - „ბრმა მრისხანება“.

შიში და მრისხანება - ესაა გაუცნობიერებლობის უკიდურესი გამოვლინებები. ქანქარები გამუდმებით ცდილობენ, რომ შეასუსტონ ჩვენი სიფხიზლე. რეკლამა, მაგალითად, მაზომბირებელ გავლენას ახდენს, იყენებს რა იმ ფაქტს, რომ ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს ნახევრად-გაცნობიერებულ მდგომარეობაში ატარებენ. გაცნობიერებულობა, როგორც გარშემომყოფი რეალობის მკაფიო აღქმა, მხოლოდ ზოგჯერ ვლინდება, მაშინ, როცა გარემოებები სისხლში ადრენალინის მოზღვავებას იწვევენ. ამიტომაც ძალიან რთულია ასეთი მარტივი რაღაცის გაკეთება - სიზმარში გაღვიძება და საკუთარი თავისთვის შემოძახება: „ეი, ბავშვებო, საკმარისია ჩემი გაბრიყვება, ეს მხოლოდ სიზმარია, და რადგან ეს ჩემი სიზმარია, აქ მე ვარ ბატონი და არა თქვენ“.

გაცნობიერებულობა ასევე გეხმარებათ, რომ ქვეცნობიერიდან ინტუიტიური ინფორმაცია ამოიტანოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ, თუ საკუთარ თავს დაიჭერთ აზრზე: „და რატომ მომინდა უეცრად ამის გაკეთება?“ სულის ხმა წყნარად ჟღერს, ძლივს ისმის. გონება საპასუხოდ ღრიალებს: „გაჩუმდი, მე თვითონ ვიცი რა მინდა, და რა გავაკეთო!“ უნდა გამოვიმუშავოთ საკუთარ თავში ჩვევა, რომ გამუდმებით ვუსმინოთ დილის ვარსკვლავთა შრიალს. ნახევრად-ცნობიერ მდგომარეობაში პრაქტიკულად შეუძლებელია დროულად გაიხსენოთ, თუ რა უნდა დააფიქსიროთ, რაზე გელაპარაკებათ შინაგანი ხმა. მაშინაც კი, თუ დილიდან მიეცით საკუთარ თავს მითითება - ისმინოთ საკუთარი სულის ხმა, საჭირო მომენტში ვერ შეძლებთ ამის გახსენებას, თუკი ამ დროს გეძინებათ.

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ გონებისა და სულის ერთობა გარეგან განზრახვას წარმოშობს, გაცნობიერება კი შანსს გვაძლევს, რომ ჩვენს ინტერესებს დავუმორჩილოთ იგი. სულისა და გონების ერთობა სიზმარში ასე ადვილად იმ მარტივი მიზეზის გამო მიიღწევა, რომ სული თავისუფალია გონების ავტორიტარული კონტროლისგან. გაცნობიერებულ სიზმარში კონტროლი არსებობს, მაგრამ იგი მხოლოდ სცენარის კორექტირებაზეა მიმართული. ყველაფერი დანარჩენი, ისიც კი, რაც საღ აზრს ცდება, დაშვებულია. გონება ეთანხმება იმას, რომ სიზმარში ყველა სასწაული შესაძლებელია. ანდერსენის ზღაპარში (The Tinderbox) არი ასეთი ეპიზოდი, სადაც პრინცესა, დარწმუნებული იმაში, რომ სიზმარს ხედავს, თანხმდება ჯარისკაცს, რომ მასთან ერთად სახურავზე ისეირნოს. ასევე გონებაც, სიზმარში ყველაფერს უშვებს, რეალობაში კი კვლავაც კანკალით ებღაუჭება თავის მატერიალისტურ მსოფლმხედველობას.

ასე ადვილად ვერ მოხერხდება სულისა და გონების ერთობის მიღწევა საღი აზრის საზღვრებს გარეთ. საღი აზრი - ესაა ჩვენი ცხოვრების სამუდამო გალია, და მისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილია. შესაძლოა ადამიანი მისტიური სწავლებებით იყოს გატაცებული, ღრუბლებში იფრინოს, დაუჯერებელი სჯეროდეს... მაგრამ ამ რწმენაში ყოველთვის აქვს ადგილი ეჭვს. გონება შესაძლოა თავს აჩვენებდეს, რომ სჯერა, მაგრამ სინამდვილეში იცის, რომ ვაშლები მაინც მიწაზე ცვივიან. ამიტომაცაა ასე ძნელი - ბოლომდე დავიმორჩილოთ გარეგანი განზრახვა. და მაინც, თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ საკუთარი გამოცდილებით იმაში, რომ გაცნობიერებულობა მართლაც მკვეთრად ზრდის შანსებს.

მაქსიმალური გაცნობიერებულობა იმ პირობით მიიღწევა, რომ ჩვენს ცნობიერებაში გამუდმებით უნდა იმყოფებოდეს დამკვირვებელი. იგი ობიექტურად აფასებს, რაც ხდება, ვის ინტერესებშიც მიმდინარეობს თამაში, და თვალყურს ადევნებს იმას, რომ ამ თამაშში მარიონეტივით არ ჩაგითრიონ. გახსოვდეთ ყოველ წუთში, რომ უნდა გახსოვდეთ: „გძინავთ თუ არა?“ შეგიძლიათ გაცნობიერებული სიზმარხილვებით დაკავდეთ, თუ არ გეშინიათ. მაგრამ სიზმარი დასრულდება, და დაიწყება მოქუფრული რეალობა. არ ჯობია, გაცნობიერებული ცხოვრებით დაკავდეთ? როგორც ხედავთ, ეს ალტერნატივა საშუალებას იძლევა, რომ საკუთარი სამყაროს შრე საკუთარი გემოვნებისამებრ მოაწყოთ. არჩევანი თქვენზეა.


 

surrender 2

განზრახვის გაწმენდა

გარეგანი განზრახვა შეუცნობელ და უზარმაზარ ძალას წარმოადგენს. და ამავდროულად, თქვენ დარწმუნდებით, რამდენად მოუხელთებელია იგი. ესაა ერთდროულად კონტროლიც, და კონტროლზე უარის თქმაც, მოქმედების ნება და ძალისმიერ ზეწოლაზე უარის თქმა, გადაწყვეტილება გქონდეს, და უარის თქმა მიღწევის სურვილზე. გონებისთვის ეს რაღაც ახალი და უჩვეულოა. ადამიანი მიჩვეულია, რომ ყველაფერს შინაგანი განზრახვით მიაღწიოს. ზემოქმედებ სამყაროზე პირდაპირ, უშუალოდ, და იგი მაშინვე რეაგირებს. ყველაფერი გასაგები და მარტივია. მაგრამ სამყარო ასე ადვილად არ გვემორჩილება, საჭიროა ძალისხმევა, საკუთარი პოზიციის დაცვა, ბრძოლა, რქებით გატანა. აქ კი გთავაზობენ, რომ უარი თქვათ აქტიურ ზეწოლაზე, და თითქოს სამყარო თვითონ გამოგიწვდით ხელებს. ცხადია, რომ ასეთ არატრივიალური მიდგომას გონება ჩიხში შეჰყავს.

როგორღა მივაღწიოთ ბალანსს და შევათავსოთ ფლობის გადაწყვეტილება პირდაპირ ზეწოლაზე უარის თქმასთან? პასუხი თავისთავად გამომდინარეობს: აუცილებელია განზრახვის წონასწორობის დაცვა. ეს ნიშნავს - გსურდეს არ-სურვილით, იზრუნო მღელვარების გარეშე, ისწრაფვო გატაცების გარეშე, იმოქმედო დაჟინების გარეშე. წონასწორობა მნიშვნელოვანობის პოტენციალებით ირღვევა. როგორც თქვენთვის ცნობილია, რაც უფრო მნიშვნელოვანია მიზანი, მით უფრო რთულია მისი მიღწევა.

ფორმულირება: თუ ძალიან გინდა, აუცილებლად მიაღწევ“ სწორედ რომ პირიქით იმუშავებს, თუკი პანიკურად გინდა და სასურველის მისაღებად „კრუნჩხვით“ მოქმედებებს აკეთებ. პანიკა აქ იმის გამო ჩნდება, რომ არ არსებობს მტკიცე რწმენა იმაში, რომ სურვილი ასრულდება. შეადარეთ ორი პოზიცია.

პირველი: „მე ძალიან მინდა ამის მიღწევა. ჩემთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩემთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა მივიღო ეს. ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ“.

მეორე: „კარგი, მე გადავწყვიტე ჩემთვის, რომ მივიღებ ამას. მე ხომ ეს მინდა, მაშ, რაშია პრობლემა? მე ეს მექნება და მორჩა!“. რთული არაა იმის გაგება, თუ რომელი პოზიცია აღმოჩნდება მომგებიანი.

სურვილი ასევე იმით განსხვავდება განზრახვისგან, რომ არ-შესრულების ალბათობას არ გამორიცხავს. თუ რაღაც გვსურს, და მისი მიღება რთულია, მაშინ ეს სურვილი კიდევ უფრო ძლიერდება. სურვილი ყოველთვის წარმოშობს ჭარბ პოტენციალს. სურვილი - ეს უკვე თავად პოტენციალია. სურვილი - ესაა, როდესაც სადღაც რაღაც არ არის, მაგრამ არის აზრობრივი ენერგია - მიმართული ამ რაღაცის მოსაზიდად. განზრახვას არ სჯერა და არ სურს, არამედ უბრალოდ მოქმედებს.

სუფთა განზრახვა არასოდეს ქმნის ჭარბ პოტენციალს. განზრახვა გულისხმობს., რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია: მე უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ასე იქნება - ეს თითქმის აღსრულებული ფაქტია. ეს მშვიდი გაცნობიერებაა იმისა, რომ ისე იქნება, როგორც გადავწყვიტე. მაგალითად, მე გადავწყვიტე ჯიხურში შესვლა და გაზეთის ყიდვა. აქ უკვე აღარანაირი სურვილი არაა, იგი მხოლოდ იმ მომენტამდე არსებობდა, სანამ ამის გაკეთებას გადავწყვეტდი. სურვილის არ-ასრულების ალბათობა უკიდურესად მცირეა, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ასევე არავითარი უბედურება არ მოხდება. ამიტომ აქ განზრახვა ბოლომდეა გაწმენდილი სურვილისგან, და შესაბამისად ჭარბი პიტენციალისგანაც.

სურვილის აზრობრივი ენერგია მიზანზეა მიმართული, განზრახვის ენერგია კი - მისი მიღწევის პროცესზე. როცა ადამიანს რაღაც სურს, იგი შეშფოთებას ქმნის გარესამყაროს ენერგეტიკულ სურათში, რასაც წონასწორული ძალების მოქმედება მოსდევს. ხოლო როცა იგი უბრალოდ ჯიხურისკენ მიაბიჯებს გაზეთისთვის - არანაირი არაერთგვაროვნება აღარაა.

ცხოვრების ხაზის სურათზე სურვილი ასე მოქმედებს: მე მინდა ამის მიღება, მაგრამ მეშინია, რომ ვერ მივიღებ, ამიტომ წარუმატებლობაზე ვფიქრობ (ეს ხომ ჩემთვის მნიშვნელოვანია!) და ვასხივებ ენერგიას წარუმატებლობის ხაზის სიხშირეზე. განზრახვა სრულიად დსაპირისპიროდ მოქმედებს: მე ვიცი, რომ მივიღებ ამას, ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ამიტომ ენერგიას იმ ხაზის სიხშირეზე ვასხივებ, სადაც უკვე მაქვს ის, რაც მინდა.

ამრიგად, მიზნის მიღწევას ხელს უშლის ორი ჭარბი პოტენციალი: სურვილი და რწმენა. უფრო ზუსტად, ვნებიანი სურვილი - რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მიაღწიოთ მიზანს, და ეჭვებთან ბრძოლა მისი მიღწევის შესაძლებლობაში. რაც უფრო სასურველია მიზანი, მით უფრო მეტ წონას იღებს ეჭვი წარმატებულ შედეგში. ეჭვი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის სასურველის ღირებულებას. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ სურვილი კი არ გვეხმარება, არამედ მხოლოდ ხელს გვიშლის. სურვილის ასრულების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ სურვილზე უარი უნდა თქვათ, და სანაცვლოთ აიღიჭურვოთ განზრახვით, ანუ ფლობის და მოქმედების გადაწყვეტილებით.

მაგრამ მიზნის მნიშვნელოვანობა თავის მხრივ ბადებს მისწრაფებას - უდრეკად ეცადოთ სასურველის მიღწევას, სამყაროზე შინაგანი განზრახვით ზემოქმედებით. გონება, იღებს რა განზრახვას, თავქუდმოგლეჯილი ეშვება ბრძოლაში. სწორედ მნიშვნელოვანობა აიძულებს გონებას, რომ ჩვევისამებრ მოახდინოს ზეწოლა სამყაროზე თავისი შინაგანი განზრახვით. იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ გარე განზრახვას, აუცილებელია - შეამციროთ მნიშვნელოვანობა. გარეგან განზრახვას არაფერი აქვს საერთო შინაგან განზრახვასთან მის მისწრაფებაში, რომ ზეგავლენა მოახდინოს გარესამყაროზე.

გარეგანი განზრახვის მიღება შეუძლებელია შინაგანი განზრახვის მეშვეობით, რა ძლიერიც არ უნდა იყოს იგი. გარეგან განზრახვას სწორედ ამიტომაც ჰქვია ასე, რომ ჩვენს გარეთ იმყოფება. და რას წარმოადგენს იგი ბოლოს და ბოლოს? აზრზე არ ვარ. მე არ მეშინია ამის აღიარების. განზრახვაზე საუბარი ძალიან ძნელია გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოწმენი ვიყოთ გარეგანი განზრახვის ზოგიერთი გამოვლინებისა. იგი ვლინდება მომენტში, როცა სულისა და გონების ერთიანობა ჩნდება. როგორც კი ეს პირობა შესრულებულია, ჩნდება ერთგვარი რეზონანსი აზრობრივი ენერგიის გამოსხივებასა და იმ გარე ძალას შორის, რომელიც აგვიტაცებს და შესაბამის სექტორში გადაგვიყვანს.

გარეგანი განზრახვაა სწორედ ის ძალა, რომელიც ახორციელებს საკუთრივ ტრანსერფინგს - ცხოვრების ხაზებზე გადასვლას, ან სხვა სიტყვებით - მატერიალური რეალიზაციის მოძრაობას ვარიანტთა სივრცის სექტორებში. რატომ არსებობს ეს ძალა? საიდან მოდის იგი? ამ კითხვი დასმა ისეთივე უაზრობაა, როგორც იმის კითხვა, თუ რატომ არსებობს ღმერთი, ან მსჯელობა, არსებობს თუ არა კავშირი ღმერთსა და გარეგან განზრახვას შორის. ჩვენ არ გვეძლევა ეს ცოდნა. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ძალა არსებობს, და ისღა დაგვრჩენია, რომ გვიხაროდეს მისი არსებობა და გამოყენების შესაძლებლობა, ისევე როგორც მზის არსებობა გვიხარია.

გარეგანი განზრახვა მიუთითებს ვარიანტთა სივრცის სექტორებში რეალიზაციის გადანაცვლების შესაძლებლობაზე. სწორედ ასევე სიმძიმის ძალა მიუთითებს სახლის სახურავიდან ჩამოვარდნის შესაძლებლობაზე. სანამ სახურავზე დგახართ, არაფერი არ ხდება, მიუხედავად სიმძიმის ძალისა. მაგრამ როგორც კი ნაბიჯს დგამთ, ანუ თავს აძლევთ სიმძიმის ძალას, იგი აგიტაცებთ და მიწაზე დაგანარცხებთ.

იმისთვის, რომ გარეგან განზრახვას მისცეთ თავი, აუცილებელია მიაღწიოთ სულისა და გონების ერთიანობას. სულისა და გონების ერთიანობის მიღწევა შეუძლებელია მნიშვნელოვანობის არსებობასთან ერთად. მნიშვნელოვანობა ეჭვს წარმოშობს და დაბრკოლებად გვეღობება ერთიანობისკენ მიმავალ გზაზე. გონებას სურს, სული კი ეწინააღმდეგება. სული მიესწრაფვის, გონება კი ეჭვობს და არ უშვებს. მნიშვნელოვანობა დახურულ ფანჯარაზე ახეთქებს გონებას, სული კი ღია სარკმელს ხედავს. სული იმას ითხოვს, რაც მართლაც მთელი გულით სწადია, მნიშვნელოვანობა კი გონებას საღი აზრის ბადეში აკავებს. ბოლოსდაბოლოს ერთიანობა მიიღწევა რაღაცის არმიღებაში, და მაშინ გარეგანი განზრახვა იმას გვაძლევს, რაც არ გვინდა. სულისა და გონების მისწრაფებების შეუთანხმებლობა იმითაა განპირობებული, რომ გონება ქანქარების მიერ თავსმოხვეული წინასწარგანწყობებისა და ცრუ მიზნების გავლენის ქვეშ იმყოფება. ქანქარები, კვლვაც, მნიშვნელოვანობის ძაფებით გვექაჩებიან.

ამრიგად, ჩვენ ვღებულობთ მეორე აუცილებელ პირობას გარეგანი განზრახვის დასაუფლებლად - მნიშვნელოვანობის შემცირება და მიზნის მიღწევის სურვილზე უარის თქმა. რა თქმა უნდა, პარადოქსულად ჟღერს: გამოდის, რომ მიზნის მისაღწევად მისი მიღწევის სურვილზე უარის თქმაა საჭირო. ჩვენთვის გასაგებია ყველაფერი, რაც შინაგან განზრახვას ეხება, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ამ ვიწრო ჩარჩოებში მოქმედებას მივეჩვიეთ. ჩვენ განვსაზღვრეთ განზრახვა, როგორც გადაწყვეტილება - ვფლობდეთ და ვიმოქმედოთ. გარეგანი განზრახვის განსხვავება შინაგანისგან ვლინდება ამ განსაზღვრების პირველ და მეორე ნაწილში. თუ შინაგანი განზრახვა - ესაა მოქმედების გადაწყვეტილება, გარეგანი - ესაა უფრო ფლობის გადაწყვეტილება. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გადმოხტეთ - გამოექანებით და ხტებით. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მიწაზე დაეცეთ - მიუშვით თქვენი მოჭიდება და მიეცით თავი სიმძიმის ძალას.

განზრახვის სურვილისგან გაწმენდის პროცესი შეგვიძლია შემდეგი ალგორითმით ჩავატაროთ. თქვენ ფიქრობთ მიზნის მიღწევაზე. როგორც კი ეჭვი გაგიჩნდათ, ეს ნიშნავს, რომ სურვილი გაქვთ. თქვენ ღელავთ იმაზე, გაქვთ თუ არა მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი თვისებები და შესაძლებლობები, ეს ნიშნავს, რომ სურვილი გაქვთ. თქვენ გჯერათ, რომ მიზანი მიღწეული იქნება - ამ შემთხვევაშიც სურვილი გაქვთ. აუცილებელია გინდოდეთ და იმოქმედოთ სურვილის გარეშე. ხელის აწევის და კეფის მოფხანვის განზრახვა - ესაა ჭარბი პოტენციალებისგან გაწმენდილი განზრახვის მაგალითი. თქვენ არ უნდა გქონდეთ სურვილი, არამედ მხოლოდ სუფთა განზრახვა. ამისთვის აუცილებელია, რომ დაწიოთ გარეგანი და შინაგანი მნიშვნელოვანობა. იმისთვის, რომ მნიშვნელოვანობა დაწიოთ, არსებობს ერთი მარტივი და ქმედითი საშუალება: წინასწარვე შეეგუოთ მარცხს. თუ ამას არ გააკეთებთ, სურვილისგან ვერ განთავისუფლდებით.

როდესაც განზრახვას სურვილისგან წმენდთ, არ გაფანტოთ თავად განზრახვა. განიზრახეთ მიზნის მიღწევა და წინასწარვე შეეგუეთ მარცხს. რამდენჯერმე დაატრიალეთ თავში მარცხის სცენარი, იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებთ მარცხის შემთხვევაში, იპოვეთ სათადარიგო გზები, დაზღვევა. ცხოვრება ხომ ამით არ მთავრდება? როდესაც მარცხს შეეგუებით, მეტჯერ აღარ იფიქროთ არც მარცხზე და არც წარმატებაზე, არამედ უბრალოდ იარეთ მიზნისკენ. იმოძრავეთ მიზნისკენ, როგოც ჯიხურისკენ - გაზეთის საყიდლად. წარმატებას თქვენს ჯიბეში იპოვნით, ხოლო თუ ის იქ არ აღმოჩნდება, არ იდარდებთ. ერთხელ არ გამოგივიდათ? მეორედ გამოგივათ, თუ წარუმატებლობის გამო არ მოიკლავთ თავს.

საკუთარი თავის გარეგანი განზრახვისთვის მიცემა სულაც არ ნიშნავს შინაგანზე ბოლომდე უარის თქმას და ხელებდაწყობილი ჯდომას, გონებისა და სულის თანხმობის მოლოდინში. თქვენ არავინ გიშლით ხელს, რომ მიზნის მიღწევას საყოველთაოდ გავრცელებული მეთოდებით ეცადოთ. სურვილსა და მნიშვნელოვანობაზე უარის თქმა ასეთივე სასიკეთო გავლენას ახდენს შინაგანი განზრახვის მუშაობის შედეგზეც. მაგრამ ახლა თქვენ გაგიჩნდათ შანსი, რომ თქვენს მხარეზე გარეგანი განზრახვის გაცილებით უფრო ძლევამოსილი ძალა გადმოიბიროთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ იმას, რაც მანამდე მიუღწევლად გეჩვენებოდათ.


 

რეზიუმე

გონება არაა მიჩვეული, რომ დაეჭვდეს მიმდინარე მოვლენების რეალობაში.

როცა გონება სიზმარში თავის კონტროლს აღადგენს, სიზმარი გაცნობიერებული ხდება.

გაცნობიერებულ სიზმარში გონებას შეუძლია თამაშის სცენარი აკონტროლოს.

სიზმარი ილუზია არაა. გონება არ ახდენს სიზმრების წარმოსახვას, იგი ხედავს მათ.

სიზმარხილვა - ესაა სულის ვირტუალური მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში.

არ შეიძლება სიზმრების, როგორც ნიშნების ინტერპრეტირება.

განზრახვას სული შესაბამისი სცენარის სექტორში გადაჰყავს.

თუ სული სივრცის რეალიზებულ სექტორში შეფრინდება, იგი შეიძლება ვეღარც დაბრუნდეს.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რეალურ ცხოვრებაში გაღვიძება, ვიდრე სიზმარხილვაში.

ჭარბი პოტენციალები, დაჟინებულობის უკმარისობა და მისწრაფებების გაფანტულობა ხელს უშლიან მიზნის მიღწევას.

რეალიზდება არა სურვილი, არამედ განზრახვა - ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება.

სურვილი მიმართულია თავად მიზანზე, განზრახვა კი - ამ მიზნის მიღწევაზე. გულწრფელი მადლიერება - ესაა ენერგიის გამოსხივება.

სურვილისა და თხოვნის ჭარბი პოტენციალი - ენერგიის შეფერხებას იწვევს.

განზრახვა მოქმედებაში ახდენს სურვილის ჭარბი პოტენციალის გაწოვას.

არჩევანის გაკეთება ნიშნავს არა მსჯელობას, სურვილს ან თხოვნას, არამედ ფლობას და მოქმედებას.

სურვილი - ესაა ყურადღების კონცენტრაცია თავად მიზანზე.

შინაგანი განზრახვა - ესაა ყურადღების კონცენტრაცია მიზნისკენ მოძრაობის პროცესზე.

გარეგანი განზრახვა - ესაა ყურადღების კონცენტრაცია იმაზე, თუ როგორ რეალიზდება მიზანი თავისით.

შინაგანი განზრახვით ხდება მიზნის მიღწევა, გარეგანით კი - არჩევა.

შინაგანი განზრახვა ისწრაფვის, რომ პირდაპირ იმოქმედოს გარესამყაროზე.

გარეგანი განზრახვა მწვანე შუქს აძლევს მიზნის დამოუკიდებლად რეალიზაციას.

გარეგანი განზრახვა საგანს კი არ ამოძრავებს, არამედ მის რეალიზაციას სივრცეში.

გარეგან განზრახვას არ სჯერა და არ მსჯელობს, არამედ ემოციების გარეშე იღებს თავისას.

ბუნებისმცოდნეობის კანონები სივრცის მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ სექტორში მუშაობენ.

გარეგანი განზრახვის მიზანი - ესაა სივრცის სხვადასხვა სექტორებზე მოძრაობა.

გარეგანი განზრახვა - ესაა სულისა და გონების ერთობა.

წარმოსახვა სიზმარში მხოლოდ იდეების გენერატორის როლს ასრულებს.

თამაშის სცენარის არჩევა მოლოდინებისა და განცდების შესაბამისად ხდება.

სული და გონება ერთიანნი არიან ნეგატიურ მოლოდინებში, ამიტომ ისინი იოლად რეალიზდებიან.

დანაშაულის გრძნობა სასჯელის სცენარს ქმნის, გარეგანი განზრახვა კი - მის რეალიზებას ახდენს.

არაცნობიერ სიზმარში გარეგანი განზრახვა გონების ნების მიღმა მუშაობს.

რეალობაში სიზმარი ამა თუ იმ დონით ცხადშიც გრძელდება.

იმისთვის, რომ კონტროლი მოვიპოვოთ გარეგან განზრახვაზე, აუცილებელია - გავიღვიძოთ.

შინაგანი განზრახვა მიმართული უნდა იყოს სულისა და გონების ერთობისკენ.

სანამ რეალობა გაცნობიერებული არაა, ის კი არ კონტროლდება, არამედ „შეგვემთხვევა“ ხოლმე.

თამაშში თავით ჩაშვება განპირობებულია მნიშვნელოვანობით.

ნებისმიერ თამაშში აუცილებელია განყენებულად მონაწილეობა, როგორც მოთამაშე მაყურებელი.

გაცნობიერებულობა მიიღწევა თამაშისგან განყენებულობით. განყენებულობა გულისხმობს ყურადღებას და აზრების სრულ სიცხადეს.

ყოველ წუთს უნდა გახსოვდეთ, რომ გახსოვდეთ: „გძინავთ თუ არა?“

საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობა - ეს ტვირთი კი არა, თავისუფლებაა.

გაცნობიერებულობა - ეს კონტროლი კი არა, დაკვირვებაა.

კონტროლი მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ საკუთარ ცხოვრებაში სასურველი სცენარი დაუშვათ.

იმისთვის, რომ საჭირო სცენარი აირჩიოთ, აუცილებელია წარმოიდგინოთ, რომ სწორედ ასე მოხდება.

სცენარის რეალიზაციისთვის საჭიროა, რომ აღიაროთ მისი შესაძლებლობა და თავს უფლება მისცეთ, რომ გქონდეთ იგი.

სურვილისა და ეჭვის პოტენციალები ხელს უშლიან განზრახვის რეალიზაციას.

მნიშვნელობა ეჭვს წარმოშობს და დაბრკოლება ხდება ერთობისკენ გზაზე.

გონებას სურს, სული კი ეწინააღმდეგება. სული ესწრაფვის, გონება კი არ უშვებს.

მნიშვნელოვანობა აიძულებს გონებას, რომ შინაგანი განზრახვით იმოქმედოს.

იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, უარი უნდა თქვათ მისი მიღწევის სურვილზე.

შინაგანი განზრახვა - ესაა მოქმედების გადაწყვეტილება. გარეგანი განზრახვა - ესაა ფლობის გადაწყვეტილება.

გარეგანი განზრახვა წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც ტრანსერფინგს ახორციელებს.

იმისთვის, რომ მიზნის მნიშვნელოვანობა დავწიოთ, აუცილებელიაწინასწარვე შეეგუოთ მარცხს.

როდესაც მარცხს შეეგუებით, ამის შემდეგ აღარ იფიქროთ, არამედ უბრალოდ მიზნისკენ იარეთ.

 

მსგავსი სტატიები

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი II. ქანქარები


თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალო...

თავი V. ინდუცირებული გადასვლა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთარგმნ...

თავი VI. ვარიანტთა დინება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი VII. განზრახვა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff