(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)
მთარგმნელი: მამუკა გურული
(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)
მეექვსე თავის აუდიო-ვერსიის youtube-ლინკი
ინფორმაციის ველი
ვარიანტთა სივრცე წარმოადგენს ინფორმაციის ველს, ანუ ენერგეტიკულ მატრიცას - იმის შაბლონს, თუ რა და როგორ უნდა იყოს. როცა მატრიცის გარკვეულ სექტორზე განწყობილი ენერგია “ანათებს” მას, მაშინ შაბლონი მატერიალური ფორმის სახით რეალიზდება. ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ამ ინფორმაციის გამოყენება, სანამ ის არარეალიზებული სახითაა?
შეიძლება ითქვას, ჩვენ ყველანი ყოველდღე ვაკეთებთ ამას. ცნობიერებამ არ იცის ვარიანტთა სივრციდან ინფორმაციის წაკითხვა. სამაგიეროდ ქვეცნობიერი პირდაპირ გადის ინფორმაციულ ველზე. სწორედ იქიდან მოდის წინათგრძნობები, ინტუიცია, წინასწარმეტყველებები, აღმოჩენები, და ასევე ხელოვნების შედევრები. (მეცნიერებო და ფილოსოფოსებო,ღრმად ჩაისუნთქეთ ფილტვებში!).
ინფორმაცია ცნობიერში ან გარე სამყაროდან შედის, როგორც გარე მონაცემების ინტერპრეტაცია, ან ქვეცნობიერიდან - ინტუიციურ დონეზე. ველში ჩაწერილი მონაცემები, - ესაა, უხეშად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება სუფთა სახით. სხვა სიტყვებით, ესაა ობიექტური და ინტერპრეტაციებს მოკლებული ინფორმაცია. როცა ჭეშმარიტება გონების ფილტრში გადის, იგი იქცევა ინტერპრეტაციად, ანუ ცოდნად. ყოველი ცოცხალი არსება ინფორმაციას თავისი ინტერპრეტაცით აღიქვამს. ქათამი სამყაროს ისე არ აღიქვამს, როგორც ადაიანი. სხვადასხვა ადაიანებიც კი სხვადასხვაგვარად ხედავენ და აღიქვამენ ინფორმაციას. ამიტომ ცოდნა ჭეშმარიტების მეტ-ნაკლებად დამახინჯებულ ფორმას წარმოადგენს.
მონაცემები ინფორმაციულ ველში რთული ენერგეტიკული სტრუქტურის სახითაა წარმოდგენილი. იქ ჩაწერილია ის ყველაფერი, რაც მატერიას გარკვეული კანონებით მოძრაობას აიძულებს. თავდაპირველად ინფორმაციული ველის მონაცემები ქვეცნობიერის (სულის) მიერ აღიქმება, შემდეგ ცნობიერება (გონება) მათ ტრანსლირებას სიტყვიერი ან სიმბულური აღწერით ახდენს. ასე იბადება აღმოჩენა ან იქმნება ახალი - მუსიკა, ხელოვნების ნაწარმოები, ანუ ის, რასაც ადამიანი პირდაპირ ვერ დაინახავდა ან გაიგებდა. ასეთივე სახით ჩნდება ინტუციური ცოდნა ან წინათგრძნობა.
შესაძლოა ეს ყველაფერი შოკისმომგვრელია თქვენთვის და უნდობლობას იწვევს. რა გამოდის, რომ გონებას არ შეუძლია არაფერი ახლის შექმნა, არამედ უბრალოდ მონაცემებს იღებს ინფორმაციული ველიდან? მთლად ასე არაა. გონებას შეუძლია ახალი ობიექტის კონსტრუირება მოახდინოს ან ამოცანა გადაჭრას მხოლოდ ნაცნობი ობიექტებისა და ლოგიკური კონფიგურაციების ოპერირებით. სხვა სიტყვებით, გონებას ახალი სახლის აშენება მხოლოდ ძველი აგურებით შეუძლია. მაგრამ პრინციპულად ახლის, ანუ იმის მიღება, რისი აწყობაც ძველისგან შეუძლებელია, მას არ ძალუძს.
პრინციპული აღმოჩენები მეცნიერებაში ლოგიკური მსჯელობების შედეგად კი არ მოდიან, არამედ როგორც გამონათებები, როგორც ინფორმაცია არსაიდან. იგივე ეხება გენიალურ აღმოჩენებსაც. კარგი მუსიკა ნოტების შერჩევით კი არ იქმნება, არამედ თითქოს თავისით მოდის. ხელოვნების შედევრები პროფესიონალური ტექნიკური შესრულების შედეგად კი არ იქმნება, არამედ შთაგონებით იბადება. ტექნიკურად იდეალურად დახატული ნახატი აუცილებელი არაა, რომ შედევრი იყოს. შედევრად მას აქცევს ის, რაც ტექნიკური შესრულების ფარგლებს მიღმაა. პოეზია, რომელიც სულს ეხება, არ იქმნება სწორი რითმების გონივრული შერჩევის შედეგად, არამედი იქიდანვე მოდის - სულის სიღრმეებიდან.
მთელ შემოქმედებას, რომელიც დაფუძნებულია შთაგონებაზე და გამონათებაზე, საერთო არაფერი აქვს გონებასთან. გონება მხოლოდ შემდეგ აქცევს ასეთი შემოქმედების პროდუქტებს თავის ატრიბუტებად. მაგალითად, გონებას შეუძლია იდეალურად გაუკეთოს კოპირება ძველ შედევრს, მაგრამ ახლის შექმნა მას არ ძალუძს. გონება ქვეცნობიერის მიერ ინფორმაციული ველიდან მიღებული მონაცემების ანალიზს აკეთებს, და სიმბოლური ინტერპრეტაციის ფორმაში სვამს მათ - ნახატის, მელოდიის, ლექსის, ფორმულის, სქემის და ა.შ. სახით.
ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია გავიგოთ, როგორ იღებს ქვეცნობიერი ინფორმაციულ ველზე წვდომას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოწმეები ვიყოთ ამ წვდომისა. ამის მაგალითია ნათელხილვა, ანუ იმ მოვლენების დანახვის უნარი, რომლებიც ან წარსულში მოხდა, ან ჯერ არ მომხდარა, და ნათელმხილველის პირდაპირი ხედვის მიღმა დგას. ჩვენ არ გვესმის ასეთი მოვლენების მექანიზმი და მათ პარანორმალურს ვუწოდებთ.
ფუნდამენტალური მეცნიერების ქანქარები, არ სურთ რა ხელი მოაწერონ თავიანთ უძლურებას, სერიოზულად არ უყურებენ ასეთ მოვლენებს. თუმცაღა იმის გამო, რომ ჩვენ მათი ახსნა არ შეგვიძლია, ისინი არ წყვეტენ ფაქტებად ყოფნას, და ასე ადვილად მათგან თავის არიდება შეუძლებელია.
არიან ადამიანები, რომლებიც ისევე მკაფიოდ ხედავენ მოვლენებს ინფორმაციულ ველში, თითქოს ისინი მათ თვალწინ ხდება მატერიალური რეალიზაციის სამყაროში. ასეთ ადამიანებს უნარი აქვთ ზუსტად განეწყონ ვარიანტთა სივრცის რეალიზებულ სექტორებზე. მაგალითად, იმისთვის, რომ დაკარგული ადამიანის სექტორზე განეწყოს, ნათელმხილველმა მის ფოტოს უნდა შეხედოს ან მის ნივთებს შეეხოს. ასეთი ნათელმხილველების მომსახურებით ზოგჯერ პოლიციაც კი სარგებლობს ხოლმე.
ძალიან ცოტას შეუძლია ასე მკაფიოდ ნათელხედვა, ამიტომ ხდება შეცდომები. არსებობს შეცდომების ორი მიზეზი. პირველი მიზეზი შემდეგია: ნათელმხილველი იმ სექტორზე განეწყობა, რომელიც არ ყოფილა და არ იქნება რეალიზებული. სხვადასხვა სექტორებს, მათი ფარდობითი დაშორებულობის მიხედვით, შეუძლიათ ძლიერ ან სუსტად განსხვავდებოდნენ სცენარებში და დეკორაციებში. მეორე მიზეზი მონაცემების ინტერპრეტაციაში მდგომარეობს. მაგალითად, უძველესი წინასწარმეტყველები აკვირდებოდნენ რა უჩვეულო სცენებს მომავლიდან, თავისებურად, თავიანთი მსოფლმხედველობის შესაბამისად ახდენდნენ მათ ინტერპრეტაციას. ამიტომაც წინასწარმეტყველებები ხშირად არაზუსტია.
დაიჯეროთ თუ არა ეს ყველაფერი - თქვენი არჩევანი საქმეა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტრანსერფინგი მხოლოდ მოდელია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ სამყაროს კანონები თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ, და მისი მეშვეობით სამყაროს ვერ აღწერთ. ტრანსერფინგი ასევე არ წარმოადგენს გრანიტის მონუმენტს წარწერით: “სწორედ აქაა ძაღლი ჩამარხული”. ჭეშმარიტება, როგორც იცით, ყოველთვის სადღაც ახლოსაა. მტკიცება იმისა, რომ ადამიანს თავისი გონების მეშვეობით ყველაფერი ახლის სინთეზირება შეუძლია, ასევე მხოლოდ მოდელს წარმოადგენს. უბრალოდ დიდი ხანია მივეჩვიეთ ასეთ მოდელს, და იგი ჩვენთვის მოსახერხებელია. უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ჩვეული მოდელი ისევე ვერ-დამტკიცებადია, როგორც ტრანსერფინგის მოდელი. ასე ხდება ეს თუ სხვაგვარად, ამას პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის. ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ მონაცემები ვარიანტთა სივრციდან როგორღაც აღწევენ ჩვენამდე სხვადასხვა მინიშნებების, ხედვების, გამონათებების და ნიშნების სახით, და ჩვენ უნდა ვეცადოთ მათი მნიშვნელობის გაგებას.
ცოდნა არსაიდან
ინფორმაციული ველიდან მონაცემების მკაფიოდ ამოკითხვა მხოლოდ ცოტა უნიკალურ პიროვნებას თუ შეუძლია. ადამიანთა უმეტესობა ამ ინფორმაციის მხოლოდ ნაგლეჯებს იღებს წამიერი შეგრძნებების და არამკაფიო ცოდნის სახით. მეცნიერებით ან ხელოვნებით დაკავებულ ხალხს გამონათება ფიქრის მხოლოდ რამდენიმე დღის ან წლის შემდეგ ეწვევათ ხოლმე. ახლის აღმოჩენა რთულია იმიტომ, რომ აზრობრივი გამოსხივების სიხშირე, რამდენიც არ უნდა იფიქრო, უფრო ადვილად განეწყობა ვარიანტთა სივრცის უკვე რეალიზებულ სექტორებზე. პრინციპულად ახალი ყოველთვის არარეალიზებულ სექტორებში დევს. მაგრამ როგორ განვეწყოთ მათზე? ჯერ-ჯერობით ეს ცოდნა არ გვაქვს.
როცა რეალიზებულ სექტორებში გადაწყვეტილების ძიება შედეგს არ იძლევა, ქვეცნობიერი რაღაც შემთხვევითი სახით არარეალიზებულ სექტორზე გადადის. ქვეცნობიერიდან წამოსულ მონაცემებს არ გააჩნიათ რაიმე ჩვეული სიმბოლური ინტერპრეტაციების ფორმა, ამიტომ ცნობიერება ასეთ მონაცემებს ბუნდოვან და არამკაფიო ინფორმაციად აღიქვამს. თუ ცნობიერება ახერხებს ამ ინფორმაციის არსის დაჭერას, ხდება “გამონათება” და მკაფიო გაგება.
ცნობიერისა და ქვეცნობიერის მუშაობის მექანიზმებში ბევრი რამაა არამკაფიო და წინააღმდეგობრივი. ჩვენ არ წამოვწევთ ყველა ამ პრობლემას, არამედ მხოლოდ ცალკეულ ასპექტებს განვიხილავთ. იმისთვის, რომ ტერმინოლოგიაში და სემატიკაში არ ჩავიხლართოთ, სიმარტივისთვის ყველაფერი, რაც ცნობიერს ეხება, გონებით ავღნიშნოთ, ხოლო ყველაფერი, რაც ქვეცნობიერს ეხება - სულით (душа).
გონებას რომ ყველაფერი ესმოდეს, რის შეტყობინებასაც მისთვის სული ცდილობს, კაცობრიობა პირდაპირ წვდომას მიიღებდა ინფორმაციულ ველთან. ძნელია იმის წარმოდგენა, რა სიმაღლეებს მიაღწევდა ამ შემთხვევაში ჩვენი ცივილიზაცია. მაგრამ გონებამ არა მარტო არ იცის მოსმენა, არამედ არც სურს. ადამიანის ყურადღება გამუდმებითაა დაკავებული ან გარესამყაროს ობიექტებით, ან შინაგანი განსჯებით და განცდებით. შინაგანი მონოლოგი თითქმის არასოდეს წყდება და გონების კონტროლქვეშ იმყოფება. გონებას არ ესმის სულის სუსტი სიგნალების ხმა და ავტორიტარულად ამტკიცებს თავისას. როცა გონება “ფიქრობს”, იგი იმ კატეგორიებით ოპერირებს, რომლებითაც რეალიზებულ სექტორებში ხილული ობიექტების თვისებების აღნიშნა. სხვა სიტყვებით, გონება დამკვიდრებული აღნიშვნებით აზროვნებს: სიმბოლოებით, სიტყვებით, ცნებებით, სქემებით, წესებით და ა.შ. იგი ცდილობს ნებისმიერი ინფორმაცია შესაბამისი აღნიშვნების თაროებზე განალაგოს.
აღნიშვნა მინიჭებული აქვს ყველაფერს, რაც გარესამყაროშია. ცა ცისფერია, წყალი სველია, ფრინველები დაფრინავენ, ვეფხვები სახიფათონი არიან, ზამთარში ცივა და ა.შ. თუკი არარეალიზებული სექტორიდან მიღებულ ინფორმაციას ჯერ კიდევ არ გააჩნია გონივრული აღნიშვნები, გონება ამ ინფორმაციას ერთგვარ გაუგებარ ცოდნად აღიქვამს. თუკი ხერხდება ამ ცოდნისთვის ახალი აღნიშვნების შემოტანა, ან მისი ძველი აღნიშვნების ფარგლებში ახსნა, იბადება აღმოჩენა.
პრინციპულად ახალ ცოდნას ძალიან ძნელია მოუძებნო აღნიშვნა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც პირველად მოისმინა მუსიკა. მუსიკა - ეს ასევე ინფორმაციაა, ბგერების ფორმით. როცა გონება იღებს ამ ინფორმაციას, მან იცის, მაგრამ ვერ გებულობს. მას ჯერ არ გააჩნია აღნიშვნა. გაგება მოგვიანებით მოდის, როცა ადამიანი მუსიკას მრავალჯერ ისმენს, და მას ყველა აღნიშვნის დემონსტრირებას უკეთებენ: მუსიკოსების, ინსტრუმენტების, ნოტების, სიმღერების. მაგრამ როდესაც გონებამ პირველად მოისმინა მუსიკა, მისთვის ეს სრულიად რეალური ცოდნა იყო, და ამავდროულად შეუცნობელი საიდუმლო.
სცადეთ აუხსნათ პატარა ბავშვს ასეთი განსაზღვრება: “თეთრი რძე”. ბავშვი ჯერ ახლა იწყებს აბსტრაქტული კატეგორიების გამოყენებას, ამიტომ იგი უამრავ კითხვას დასვავს. რა არის რძე გასაგებია. და რას ნიშნავს თეთრი? ეს ფერია. და რა არის ფერი? ეს საგნების ერთგვარი თვისებაა. და რა არის თვისება? საგანი? და ასე უსასრულობამდე. უფრო ადვილია კი არ აუხსნა, არამედ აჩვენო სხვადასხვა ფერის საგნები. მაშინ ბავშვის გონება აღნიშნავს იმას, რითიც საგნები განსხვავდებიან, ფერის აბსტრაქტული კატეგორიის სახით. აი, ასე აძლევს გონება განსაზღვრებას და აღნიშვნას ყველაფერს, რაც მის გარშემოა, შემეგ კი ამ განსაზღვრებების მეშვეობით აზროვნებს. სული, განსხვავებით გონებისგან, არ იყენებს აღნიშვნებს. როგორ შეუძლია მას აუხსნას გონებას, რომ “რძე თეთრია”?
მას შემდეგ, რაც გონებამ აბსტრაქტული კატეგორიებით დაიწყო აზროვნება, კავშირი სულსა და გონებას შორის თანდათანობით ატროფირდა. სული არ იყენებს ამ კატეგორიებს. იგი არ ფიქრობს და არ ლაპარაკობს, არამედ გრძნობს და იცის. მას არ შეუძლია სიტყვებით და სიმბოლოებით გამოხატოს ის, რაც იცის. ამიტომ გონებას არ შეუძლია სულთან შეთანხმება. დავუშვათ, სული არარეალიზებულ სექტორზე განეწყო და გაიგო ის, რაც ჯერ არ არსებობს მატერიალურ სამყაროში. როგორ შეუძლია მას ამ ინფორმაციის გონებამდე მიტანა?
ამასთან, გონება გამუდმებითაა დაკავებული თავისი ლაყბობით. იგი თვლის, რომ ყველაფრის გონივრულად ახსნაა შესაძლებელი და გამუდმებულ კონტროლს აწესებს მთელ ინფორმაციაზე. სულისგან მხოლოდ მკრთალი სიგნალები აღწევენ, რომელთა აღწერაც გონებას ყოველთვის არ შეუძლია თავისი კატეგორიებით. არამკაფიო გრძნობები და სულის ცოდნა გონების ხმამაღალ აზრებში იძირებიან. როცა გონების კონტროლი სუსტდება, ცნობიერებამდე ინტუიციური გრძნობები და ცოდნა აღწევს.
ეს ვლინდება, როგორც ბუნდოვანი წინათგრძნობა, რომელსაც ასევე შინაგან ხმასაც უწოდებენ. გონება მოცდა, და ამ მომენტში თქვენ სულის გრძნობა ან ცოდნა შეიგრძენით. სწორედ ესაა დილის ფოთლების შრიალი - ხმა სიტყვების გარეშე, ფიქრი აზრების გარეშე, ბგერა ხმის გარეშე. თქვენ რაღაცას ხვდებით, მაგრამ მკრთალად. კი არ აზროვნებთ, არამდე ინტუიციურად გრძნობთ. ყველას ოდესღაც გამოუცდია საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს ინტუიცია. მაგალითად, თქვენ გრძნობთ, რომ ახლა ვიღაც უნდა მოვიდეს, ან რაღაც უნდა მოხდეს, ან უბრალოდ იცით რაღაც - ახსნის გარეშე.
გონება გამუდმებით დაკავებულია აზრების გენერირებით. სულის ხმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იხშობა ამ “აზრების მიქსერით”, ამიტომ ინტუიციური ცოდნა ძნელად მისაწვდომია. თუკი გავაჩერებთ აზრების რბოლას და უბრალოდ სიცარიელის ჭვრეტას დავიწყებთ, შეგვიძლია გავიგოთ დილის ფოთლების შრიალი - შინაგანი ხმა სიტყვების გარეშე. სულს შეუძლია პასუხი იპოვოს მრავალ კითხვაზე, თუკი მის ხმას მიაყურადებთ.
ძალიან ძნელია ასწავლო სულს მიზანიმართულად განეწყოს არარეალიზებულ სექტორებზე, გონებას კი აიძულო - ისმინოს ის, რისი თქმაც სულს უნდა. მოდი, დავიწყოთ მცირედით. სულს ორი საკმაოდ მკაფიო გრძნობა გააჩნია: სულიერი კომფორტი და დისკომფორტი. გონებას აღნიშვნები გააჩნია ამ ორი გრძნობისთვის: “მე კარგად ვარ” და “მე ცუდად ვარ”, “მე თავდაჯერებული ვარ” და “მე ვღელავ”, “მე მომწონს” და “მე არ მომწონს”.
ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება: ერთის ან მეორის. მატერიალური რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში გადაადგილდება, რის შედეგადაც ვღებულობთ იმას, რასაც ჩვენს ცხოვრებას ვუწოდებთ. ჩვენი აზრების და მოქმედებების შესაბამისად რეალიზდება ესა თუ ის სექტორები. სულს წვდომა გააჩნია ინფორმაციულ ველთან. რაღაც ხერხებით იგი ხედავს იმას, რაც წინაა, ჯერ არარეალიზებულ, მაგრამ მოახლოებულ სექტორებში. თუკი იგი განეწყო ჯერ არარეალიზებულ სექტორზე, მან იცის, თუ რა ელოდება იქ: სასიამოვნო თუ უსიამოვნო. სულის ამ გრძნობებს გონება აღიქვამს, როგორც სულიერი კომფორტის ან დისკომფორტის ბუნდოვან შეგრძნებებს.
სულმა ძალიან ხშირად იცის, რა ელოდება. და სუსტი ხმით ცდილობს, რომ გონებას განუცხადოს ეს. მაგრამ გონებას თითქმის არ ესმის მისი ან მნიშვნელობას არ ანიჭებს ბუნდოვან წინათგრძნობებს. გონება ქანქარებითაა შეპყრობილი, მეტისმეტად ღელავს პრობლემების მოგვარებაზე და დარწმუნებულია თავისი ქმედებების გონივრულობაში. იგი ნებელობით გადაწყვეტილებებს ლოგიკური მსჯელობების და საღი აზრის კარნახით ღებულობს. თუმცაღა კარგადაა ცნობილი, რომ გონივრული მსჯელობები სულაც არ იძლევიან სწორი გადაწყვეტილებების გარანტიას. სული, განსხვავებით გონებისგან, არ ფიქრობს და არ მსჯელობს - იგი გრძნობს, და მან იცის, ამიტომაც არ ცდება. რა ხშირად შეიცხადებენ ხოლმე ადამიანები: “ხომ ვიცოდი, რომ აქედან კარგი არაფერი გამოვიდოდა!”
ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ვისწავლოთ განსაზღვრა, რას ეუბნება სული გონებას გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ამის გაკეთება არც ისე რთულია. აუცილებელია მხოლოდ, რომ მივუთითოთ ჩვენს დამკვირვებელს, რომ ყურადღება მიაქციოს სულის კომფორტის მდგომარეობას. აი, იღებთ რაღაც გადაწყვეტილებას. თქვენი გონება მთლიანადაა შეპყრობილი ქანქარათი ან ამოცანის გადაწყვეტაშია ჩაფლული. იმისთვის, რომ დილის ვარსკვლავების შრიალი გაიგოთ, საკმარისია, უბრალოდ დროულად გაიხსენოთ, რომ თქვენს სულიერ მდგომარეობას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ეს იმდენად ტრივიალურია, რომ უინტერესოც კია. მაგრამ ეს ასეა. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გრძნობებს. ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ უფრო მეტად გონივრულ არგუმენტებს დაუჯერონ, ვიდრე საკუთარ გრძნობებს. ამიტომ ადამიანები გადაეჩვივნენ სულიერი კომფორტისთვის ყურადღების მიქცევას.
აი, თქვენ ატრანსლირებთ გონებაში გადაწყვეტის ერთ-ერთ ვარიანტს. გონება ამ მომენტში ხელმძღვანელობს არა გრძნობებით, არამედ საღი მჯელობებით. იგი საერთოდ არაა მიდრეკილი, რომ ასეთ მომენტში რაიმე გრძნობა აღიქვას. თუ თქვენ მოახერხეთ გახსენება, ყურადღება მიაქციეთ, რას გრძნობთ. გაფორიაქებთ თუ არა, მოგწონთ თუ არა, შიშის გრძნობას იწვევს თუ არა. აი, მიიღეთ გადაწყვეტილება. უბრძანეთ გონებას, რომ წამით მოკეტოს და ჰკითხეთ საკუთარ თავს: “კარგად ხართ თუ ცუდად?” შემდეგ გადაწყვეტის სხვა ვარიანტისკენ გადაიხარეთ და კვლავ ჰკითხეთ საკუთარ თავს: “კარგად ხართ თუ ცუდად?”
თუკი არ გაქვთ ერთმნიშვნელოვანი შეგრძნება, ეს ნიშნავს, რომ თქვენს გონებას ჯერ ისევ ცუდად ესმის. დაე, თქვენმა დამკვირვებელმა უფრო ხშირად გაიძულოთ, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენი სულიერი კომფორტის მდგომარეობას. მაგრამ შეიძლება, რომ თავად პასუხიც თქვენს კითხვაზე არაერთმნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში ვერ დაეყრდნობით ასეთ გაურკვეველ მონაცემებს. მხოლოდ ისღა გრჩებათ, რომ ისე იმოქმედოთ, როგორც გონება გკარნახობთ, ან კითხვა გაამარტივოთ.
თუკი მოახერხეთ და მიიღეთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი: “დიახ, მე კარგად ვარ” ან “არა, მე ცუდად ვარ”, ე.ი. დილის ვარსკვლავების შრიალი მოგესმათ. ახლა უკვე იცით პასუხი. ეს არ ნიშნავს, რომ სულის კარნახით იმოქმედებთ. ჩვენ ყოველთვის არ ვართ თავისუფალნი ჩვენს ქმედებებში. მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ის მაინც გეცოდინებათ, რა გელოდებათ არარეალიზებულ სექტორში.
მოწყალების მთხოვნელი, ნაწყენი და მეამბოხე
არსებობს ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოქმედების ორი უკიდურესობა: დინების მიყოლა - როგორც უნებო ქაღალდის გემი, ან დინების წინააღმდეგ ჯიუტად ცურვა.
თუ ადამიანი უბრალოდ უმოქმედოა, არ ავლენს ინიციატივას, არ ისწრაფვის არსაით, და უბრალოდ არსებობს, მაშინ ცხოვრება მართავს ადამიანს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ქანქარების მარიონეტი ხდება, და ისინი მართავენ მის ბედს თავიანთი შეხედულებისამებრ. ასეთი პოზიციით ადამიანი უარს ამბობს თავისი ბედის არჩევაზე. მისი არჩევანი იმაში მდგომარეობს, რომ ბედი განსაზღვრულია: რაც მოსახდენია - მოხდება. ასეთი არჩევანით ადამიანი აცხადებს, რომ ბედს ვერ წაუხვალ. და ის სრულიად მართალია, რადგანაც სივრცეში მისთვის ასეთი ვარიანტიც მოიძებნება. ასეთი არჩევანის შემდეგ ადამიანს ისღა დარჩენია, რომ თავის ბედზე უსუსურად იწუწუნოს და მაღალ ძალებს შესთხოვოს დახმარება.
მას შემდეგ, რაც თავის ბედს სხვას გადააბარებს, ადამიანი ცხოვრებაში ორი გზით მიდის: პირველი გზით სიარულისას, ადამიანს შეუძლია მორჩილი იყოს და მოწყალება ითხოვოს თავისი ბედისთვის - ქანქარებისგან ან რომელიმე მაღალი ძალებისგან. ქანქარები აიძულებენ მთხოვნელს, რომ იმუშაოს, და იგი მთელი ცხოვრება წვალობს, რომ არსებობისთვის საჭირო მოკრძალებული საშუალებები მიიღოს. მთხოვნელი გულუბრყვილოდ შესთხოვს მაღალ ძალებს, მაგრამ მათ იგი არ აინტერესებთ.
მთხოვნელი იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარ ბედზე, რადგან “ყველაფერი ღვთის ნებაა”. და რადგან ასეა, უბრალოდ კარგად უნდა შესთხოვო, და ღმერთი მოწყალეა, მოგცემს. “მთებო და ველებო! მდინარეებო და ზღვებო! ო, დედამიწავ! მე ქედს ვიხრი თქვენი ძლევამოსილების წინაშე! რწმენით და მოწიწებით აღსავსე ვარ. მჯერა, რომ დამეხმარებით ჩემი დილის გაზეთის ყიდვაში!” რაო, ძალიან უტრირებულია? სულაც არა, რადგანაც ძლევამოსილი მაღალი ძალებისთვის ყველაფერი შესაძლებელია - იქნება ეს დილის გაზეთი თუ სასახლე. ეს ნიშნავს, რომ ცუდად თხოვე! ჰოდა განაგრძე თხოვნა.
არის ასეთი ანეკდოტი. კაცი სავარძელზე წევს და ლოცულობს: “ღმერთო, დამეხმარე გამდიდრებაში. შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია! მე მჯერა შენი ძლევამოსილების! შენი წყალობის იმედი მაქვს!” ღმერთი კი შეწუხებული პასუხობს: “აწიე ეგ ტრაკი სავარძლიდან და ლატარიის ბილეთი მაინც იყიდე, საქონელო!” აი, ასეთი მოსახერხებელი პოზიციაა: მოიხსნა პასუხისმგებლობა და ამავდროულად იფართხალო საკუთარი შინაგანი მნიშვნელოვანობის გრძნობაში. რაშია აქ შინაგანი მნიშვნელოვანობა? ადამიანმა იმდენად მნიშვნელოვან ფიგურად წარმოიდგინა თავი, რომ ფიქრობს, თითქოს ღმერთი, მთელი მისი ძლევამოსილებით და გულმოწყალებით, მის კეთილდღეობაზე იზრუნებს. ადამიანმა ისედაც მეტისმეტად ბევრი მისცა ადამიანს - არჩევანის თავისუფლება, მას კი, თავისი ინფანტილურობის გამო, არ სურს ამ ძღვენის მიღება, და მუდამ უკმაყოფილოა.
ინფანტილურობა თავის გამართლებას იმაში პოულობს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობების მთელი კასკადი აღიმართება ხოლმე. ადამიანს გამუდმებით რაღაც უშლის ხელს. და ხელს უშლიან ის წონასწორული ძალები და ქანქარები, რომლებიც მის მიერვე შექმნილი მნიშვნელოვანობის ჭარბი პოტენციალების შედეგად წარმოიშვებიან ხოლმე. ისე გამოდის, როგორც ბავშვების თამაშში:
“ბატებო-ბატებო”
“კვა-კვა-კვა!”
“ჭამა გინდათ?”
“კი-კი-კი!”
“მაშინ მოფრინდით!”
“არ შეგვიძლია!
რუხი მგელია მთის ქვეშ,
და სახლში არ გვიშვებს!”
თუ ადამიანს მთხოვნელის როლი არ აწყობს, მას შეუძლია მეორე გზა აირჩიოს: ნაწყენის როლი მიიღოს, ანუ გამოხატოს უკმაყოფილება და მოითხოვოს ის, რაც თითქოს ეკუთვნის. ნაწყენი კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს ბედს თავისი უკმაყოფილებით. მაგალითისთვის მოვიყვანოთ კიდევ ერთი ალეგორია. ადამიანი მიდის მუზეუმში, იქ რაღაც ექსპოზიცია არ მოწონს, და თავს უფლებას აძლევს, რომ უკმაყოფილება გამოხატოს. იგი ფეხებს აბაკუნებს, იმუქრება, მოთხოვნებს აყენებს, და შეიძლება გარშემო ყველაფერი დაანგრიოს. ბუნებრივია, ამას სასჯელი მოჰყვება. ადამიანი კიდევ უფრო ნაწყენი რჩება და თავისი უკმაყოფილების აქტიურად გამოხატვას განაგრძობს. “ეს როგორ! ისინი ხომ კანიდან უნდა ამომხტარიყვნენ, რომ ჩემთვის ესიამოვნებინათ!” მას თავშიც კი არ მოსდის, რომ მხოლოდ სტუმარია ამ სამყაროში.
ტრანსერფინგის თვალსაზრისით როგორც ერთი, ასევე მეორე გზა სრულიად ბრიყვულად გამოიყურება. ტრანსერფინგი სრულიად ახალ გზას გთავაზობთ: არც ითხოვო და არც მოითხოვო, არამედ მიდი და აიღე.
რა არის აქ ახალი? სინამდვილეში ხომ სწორედ ასე იქცევა ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა: ჩემი ბედი ჩემს ხელშია. იგი იწყებს სამყაროსთან მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას. იკავებს რა მეამბოხის უხეშ პოზიციას, ადამიანი ბრძოლას აწარმოებს ქანქარებთან, იცავს თავისას, კონკურენციაში შედის და იდაყვებით მუშაობს. მოკლედ, მთელი ცხოვრება - არსებობისთვის ერთი დიდი ბრძოლაა. ადამიანმა ბრძოლა აირჩია, და ვარიანტთა სივრცეში ეს ვარიანტიც არსებობს.
მე და თქვენ უკვე ვიცით, რომ როგორც მორჩილება, ასევე უკმაყოფილება ადამიანს ქანქარებზე დამოკიდებულს ხდიან. გაიხსენეთ ტექსტი თავიდან მნიშვნელოვანობის პოტენციალების შესახებ და თქვენთვის ყველაფერი გასაგები გახდება. მთხოვნელი თავისი დანაშაულის პოტენციალს ქმნის და ნებაყოფლობით გადასცემს საკუთარ თავს მანიპულატორების ხელებში. ის, ვინც ითხოვს, წინასწარვე გულისხმობს, რომ მისჯილი აქვს თხოვნა და ლოდინი - იქნებ მოიღონ მოწყალება. ნაწყენი უკმაყოფილების პოტენციალს ქმნის, საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყობს წონასწორულ ძალებს და აქტიურად აფუჭებს თავის ბედს.
მეამბოხე, რომელმაც ბრძოლა აირჩია, უფრო პროდუქტიულ პოზიციას იკავებს, მაგრამ მისი ცხოვრება რთულია და ბევრ ძალას ართმევს. როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგოს ადამიანი, იგი კიდევ უფრო მეტად იხლართება ობობას ქსელში. მას ეჩვენება, რომ თავისი ბედისთვის იბრძვის, სინამდვილეში კი მხოლოდ ტყუილად ფლანგავს ენერგიას. ზოგჯერ ადამიანი მოიპოვებს გამარჯვებას, მაგრამ რის ფასად! გამარჯვება საყოველთაოდ დემონსტრირდება, და ყველა მორიგ ჯერზე რწმუნდება, რომ გამარჯვება ადვილად არ მიიღწევა. ასე იქმნება და მყარდება საზოგადოებრივი აზრი: იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო, თავდაუზოგავად უნდა იმუშავო ან მამაცურად იბრძოლო.
საზოგადოებრივი აზრი ფაქტობრივად ქანქარების მიერ იქმნება. მნიშვნელოვანობის პოტენციალები ქანქარების კაკანათებს წარმოადგენენ. მიზანი ძნელად მიღწევადია - გარეგნული მნიშვნელოვანება. მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს მხოლოდ იმ პიროვნების მიერ, ვისაც უზადო თვისებები აქვს - შინაგანი მნიშვნელოვანობა. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ადამიანს ცხვარივით გაატყავებენ. შესაძლოა მისცენ მიზნამდე მიღწევის საშუალება. იგი ძალზე კმაყოფილი იქნება, და ვერც კი მიხვდება, რომ ენერგია არა იმდენად მიზნის მიღწევაზე დახარჯა, არამედ ქანქარებთან ბრძოლაზე.
ვღებულობთ დაახლოებით შემდეგ სურათს. ადამიანმა თავისი მიზნისკენ გზა მათხოვრების მთელი ბრბოს გავლით უნდა გაიაროს. ისინი ყველანი მოწყალებას თხოვენ, გზას უღობავენ, ხელებით ებღაუჭებიან. ადამიანი ცდილობს თავი გაიმართლოს, ბოდიშები მოიხადოს, ფული გასცეს, გააღწიოს, იჩხუბოს. ბოლოს იგი დიდი გაჭირვებით აღწევს თავის მიზანს. ენერგია, რომელიც სახელდობრ მიზნის მიღწევაზე დაიხარჯა, მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს და მხოლოდ იმაზე იხარჯება, რომ ფეხები გადადგას. ენერგიის დანარჩენი მასა დახარჯულ იქნა აბეზარა მათხოვრებთან ბრძოლაზე.
ქანქარების ხლართების გაწყვეტით ადამიანი თავისუფლებას ღებულობს. მათხოვრები თავს ანებებენ მას და სხვებზე გადაერთვებიან. როგორც გახსოვთ, იმისთვის, რომ ქანქარებისგან განვთავისუფლდეთ, აუცილებელია უარი ვთქვათ შინაგან და გარეგან მნიშვნელოვანებაზე. თუკი ამას გააკეთებთ, წინააღმდეგობები მიზნისკენ გზაზე უბრალოდ თვით-ლიკვიდაციას განიცდიან. აი, მაშინ, თქვენ შეძლებთ, რომ კი არ ითხოვოთ, მოითხოვოთ ან იბრძოლოთ, არამედ უბრალოდ მიხვიდეთ და აიღოთ.
ახლა ჩნდება კითხვა: როგორ გავიგოთ ფრაზა: “მიხვიდე და აიღო”, და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? წიგნის მთელი დარჩენილი ნაწილი ამ კითხვაზე პასუხს ეძღვნება, და მალე ყველაფერს გაიგებთ. ჩვენ აქამდე საკუთარი ბედის არჩევის სტრატეგიის საერთო სურათის მონახაზი გავაკეთეთ. მთხოვნელის, ნაწყენის და მეამბოხის როლები ჩვენ არ გვაწყობს. როგორ ფიქრობთ, რომელ როლს აკუთვნებს ტრანსერფინგი თავისი ბედის პატრონს თამაშში სახელწოდებით ცხოვრება? ეს თქვენი საშინაო დავალება იქნება. პასუხს შემდეგ თავში გაიგებთ.
მანამდე კი განვიხილოთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოქმედების ტაქტიკური მეთოდები.
დინებით მოძრაობა
მთხოვნელი და ნაწყენი უნებურად ცურავენ ცხოვრების ნაკადში. მეომარი, პირიქით, ცდილობს ებრძოლოს ამ დინებას. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების სუფთა ტიპები არ არსებობენ. ყველა დრო და დრო იღებს თავის თავზე ამა თუ იმ როლს მეტი ან ნაკლები ხარისხით. ასეთი როლების შესრულებით ადამიანი უკიდურესად არაეფექტურად მოქმედებს. მაგრამ თუ არც ბრძოლა შეიძლება და არც დინების მიყოლა, რაღა რჩება მაშინ?
ზემოთ ნაჩვენები იყო, როგორ ავტორიტეტულად გვკარნახობს გონება თავის ნებას, რომელიც საღ აზრზეა დაფუძნებული. ბევრი ადამიანი ძალზე ჯანსსაღად აზროვნებს, და ამავდროულად არ შეუძლიათ თავიანთ პრობლემებთან გამკლავება. ნუთუ დიდია სარგებელი ასეთი საღი აზრისგან? გონება ვერ მოგვცემს საიმედო გადაწყვეტილების გარანტიას. გონებას ეჩვენება, რომ საღად აზროვნებს, სინამდვილეში კი ქანქარებთან სინქრონში მოძრაობს. გადაადგილების ვერანაირ თავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი, სანამ ადამიანი მთხოვნელის, ნაწყენის ან მეამბოხის როლშია. მეამბოხესაც კი ნების განხორციელების თავისუფლება იმაზე მეტი არ აქვს, ვიდრე ქაღალდის ნავს.
როგორ მოძრაობს ცხოვრების დინებაში მეამბოხე? ქანქარები ბრძოლისთვის უკეთებენ პროვოცირებას, და ისიც დინების წინააღმდეგ უსვავს ხელებს, როცა შეიძლება უბრალოდ ზურგზე წამოწვე და დაისვენო. გონება შეპყრობილია ქანქარებით, და მეამბოხეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რომ მთელი ძალით იქნიოს ხელები იქ, სადაც მშვიდი და რბილი მოძრაობების გაკეთებაა შესაძლებელი.
ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ არ ეწინააღმდეგებით დინებას და არ შეგაქვთ დინებაში ზედმეტი ტურბულენტობა, მაგრამ არც უნებურად მიცურავთ, ქაღალდის გემივით. თქვენ განზრახ მოძრაობთ დინებასთან თანხმობაში, ამჩნევთ შემხვედრ წინააღმდეგობებს, სახიფათო ადგილებს, და მხოლოდ რბილი მოძრაობებით ინარჩუნებთ არჩეულ მიმართულებას. საჭე თქვენს ხელთაა.
და საერთოდ, შეიძლება რომ ცხოვრება განვიხილოთ, როგორც დინება? და რატომ არ შეიძლება, რომ არც უნებურად მიჰყვე და არც შეეწინააღმდეგო ამ დინებას? ინფორმაცია ვარიანტთა სივრცეში სტაციონარულად დევს - მატრიცის სახით. მაგრამ ამავდროულად, ინფორმაციის სტრუქტურა ორგანიზებულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვებად. მაგალითად, ერთ სექტორში მიზეზი დევს, მეზობელ სექტორში შედეგი: როდესაც კიბეზე აღელვებულ მდგომარეობაში ჩავდიოდი, ფეხი გადამიბრუნდა. შემდეგ სექტორში ამ მიზეზის შედეგი იმყოფება: მე თვითმფრინავზე დავაგვიანე. ამ სექტორს შემდგომი მოვლენა მოჰყვება: მე ცოცხალი გადავრჩი, რადგან თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამგვარად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვარიანტთა დინებას ქმნიან. სწორედ ამ დინებაზე იქნება საუბარი.
მთავარი მიზეზი, რის გამოც არ უნდა შევეწინაღმდეგოთ აქტიურად ამ დინებას, იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს უსარგებლოდ ან ჩვენთვის საზიანოდ იხარჯება უზარმაზარი ენერგია. მაგრამ შეიძლება კი, ენდო ვარიანტთა დინებას? მან ხომ შეიძლება როგორც მშვიდ ლაგუნაში გაგვიყვანოს, ასევე ჩანჩქერში მოგვახვედროს. სწორედ იმისთვის, რომ უსიამოვნებებს აარიდოთ თავი, თქვენ რბილი მოქმედებებით უნდა მოახდინოთ საკუთარი მოძრაობის კორექტირება. რა თქმა უნდა, თავიდან აუცილებელია, რომ ამ დინების საერთო მიმართულება აირჩიოთ.მიმართულება განისაზღვრება არჩეული მიზნით და მისი მიღწევის საშუალებით. მას შემდეგ, რაც მიმართულება არჩეულია, მაქსიმალურად უნდა მიენდოთ დინებას და არ დაუშვათ მკვეთრი მოძრაობები.
ყველამ იცის დაახლოებით თავისი დინების საერთო მიმართულება. მაგალითად, ახლა ვსწავლობ, შემდეგ სამსახურს დავიწყებ, ოჯახს შევქმნი, სამსახურეობრივი კარიერის კიბეზე წინ წავიწევ, საკუთარ სახლს ავიშენებ, და ა.შ. ბევრი თავის გზაზე უამრავ შეცდომას უშვებს და ნანობს, როცა უკან იხედება. მაგრამ უკვე ვეღარაფერს გამოასწორებ, მოსახდენი მოხდა. დინება შორს გადაიხარა სასურველი მიზნისგან. საღად მოაზროვნე გონება ვერ გადაგვარჩენს. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვინანოთ: “აი, რომ მცოდნოდა, სად დავეცემოდი, თივას დავიფენდი”.
ყველას სურს იცოდეს, რა ელოდება იქ, მოსახვევის მიღმა. ყველა არ უყურებს სერიოზულად მკითხავებს და ასტროლოგებს, მაგრამ ბევრს თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო აინტერესებს. ოპტიმისტური ასტროლოგიური პროგნოზი ან წინასწარმეტყველება იმედის ნაპერწკალს ანთებს. ხოლო არასასურველი პროგნოზებისგან თავის არიდებაც შეიძლება. ტრანსერფინგის მოდელი არ შედის წინააღმდეგობაში ასტროლოგიასთან. პროგნოზებს რეალური საფუძველი გააჩნიათ - ვარიანტთა სივრცე. ასტროლოგია მხოლოდ იმიტომ არ არსებობს, რომ ადამიანებს მომავალში შეჭყეტა აინტერესებთ. გარტყმის პროცენტი მეტისმეტად დაბალი რომ იყოს, არავინ არ დაეყრდნობოდა ეფემერულ წინასწარმეტყველებებს. თუმცაღა ვარიანტთა დინების არსებობა, გარკვეულ კანონზომიერებებზე დაყრდნობით, მართლაც იძლევა საშუალებას შევიხედოთ სივრცის არარეალიზებულ სექტორებში. სხვა საქმეა, რომ ასტროლოგიური გამოთვლები, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემენ ასპროცენტიანი სიზუსტის გარანტიას, ისევე როგორც ნათელხილვის შემთხვევაში.
ყველა თავისთვის წყვეტს, რამდენად დაეყრდნოს წინასწარმეტყველებებს და ასტროლოგიურ პროგნოზებს. ჩვენ პატივისცემით გვერდზე დავტოვებთ ამ თემას და შევხედავთ, რა სარგებლობა შეიძლება მივიღოთ ვარიანტთა დინების არსებობის შესახებ ცოდნისგან. მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად შეიძლება მიენდო დინებას, თუკი ძირითადი მიმართულება სწორადაა შერჩეული, და საერთოდ რატომ უნდა მიენდო მას.
როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, გონება გამუდმებით იმყოფება ხელოვნურად შექმნილი მნიშვნელოვანობის წნეხის ქვეშ, ამიტომ მას არ შეუძლია ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა, არსობრივად პრობლემების მთავარ წყაროს წარმოადგენს. წონასწორული ძალები წინაღობებისა და მორევების სახით მოქმედებენ დინების გზაზე. თუ მნიშვნელოვანობას გადააგდებთ, დინება შედარებით მშვიდ კალაპოტში გადავა. საკითხი იმის შესახებ, უნდა მივენდოთ თუ არა ამ დინებას, - ასევე მნიშვნელოვანობის საკითხია. გარეგანი მნიშვნელოვანობა აიძულებს გონებას, რომ მარტივ პრობლემებს რთული გადაწყვეტა მოუძებნოს. შინაგანი მნიშვნელოვანობა არწმუნებს გონებას იმაში, რომ იგი საღად მსჯელობს და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
თუკი მნიშვნელოვანობას გადავაგდებთ, გონება თავისუფლად ამოისუნთქავს, რადგანაც განთავისუფლდება ქანქარების გავლენისგან და ხელოვნურად შექმნილი პრობლემების წნეხისგან. გონება შეძლებს, რომ უფრო ობიექტური და ადეკვატური გადაწყვეტიულებები მიიღოს. მაგრამ მთელი მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელოვანობისგან განთავისუფლებულ გონებას არ დასჭირდება მძლავრი ინტელექტი. რა თქმა უნდა, ყოველდღიური ამოცანების გადასაჭრელად ლოგიკური აზროვნებაც დაგვჭირდება, ცოდნაც და ანალიტიკური აპარატიც, მაგრმ ამ ყველაფერზე გაცილებით უფრო ნაკლები ენერგია დაიხარჯება. ვარიანტთა დინების არსებობა გონებისთვის მდიდრული საჩუქარია, რომელსაც იგი თითქმის არ იყენებს.
ვარიანტთა დინება უკვე შეიცავს საკუთარ თავში ყველა პრობლემის გადაწყვეტას. და პრობლემების უმეტესობა ხელოვნურად იქმნება თავად გონების მიერვე. მოუსვენარი გონება გამუდმებით განიცდის ქანქარების ბიძგებს და ცდილობს ყველა პრობლემა სიტუაციაზე კონტროლით გადაწყვიტოს. გონების ნებითი გადაწყვეტილებები - უმეტეს შემთხვევაში სხვა არაფერია, თუ არა ხელის წყალზე უაზრო დგაფუნი.
პრობლემების უმეტესობა, განსაკუთრებით წვრილმანის, თავისთავად გვარდება, თუკი ხელს არ შევუშლით ვარიანტთა დინებას.
მძლავრი ინტელექტი არაფერში გვჭირდება, თუკი გადაწყვეტა უკვე არსებობს ვარიანტთა სივრცეში. თუკი ცხვირს არ შევყოფთ უადგილოდ და ხელს არ შევუშლით ვარიანტთა დინებას, გადაწყვეტილება თავისით მოვა, და თანაც ყველაზე ოპტიმალური.
ოპტიმალურობა უკვე ჩადებულია ინფორმაციის ველის სტრუქტურაში. საქმე იმაშია, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ცალკეულ ნაკადებს ქმნიან ვარიანტთა დინებაში. ეს ნაკადები მიზეზთა და შედეგთა მოძრაობის ყველაზე ოპტიმალურ გზებს წარმოადგენენ. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, მაგრამ დიდი ალბათობით სწორედ ყველაზე ოპტიმალური და ნაკლებად ენერგო-ხარჯვითი ვარიანტები რეალიზდება. ბუნება უაზროდ არ ფლანგავს ენერგიას. ადამიანები ფეხებით დადიან და არა ყურებით. ყველა პროცესი ცდილობს რომ ნაკლები ენერგო-დანახარჯით წარიმართოს. ამიტომ ვარიანტთა დინებები ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზითაა ორგანიზებული. სწორედ დინებებშია ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები. გონება, რომელიც შეპყრობილია ქანქარებით, ამ ქანქარების ინტერესებისთვის მოქმედებს, და გამუდმებით ვარდება დინებებიდან. სხვა სიტყვებით, გონება მარტივი პრობლემების რთულ გადაწყვეტას ეძებს.
ყველა ეს მსჯელობა შესაძლოა მეტისმეტად აბსტრაქტულად მოგეჩვენოთ. მაგრამ შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ პრაქტიკით, რამდენად რეალურია დინებების არსებობა. ეს მართლაც მშვენიერი საჩუქარია გონებისთვის. ნებისმიერ პრობლემაში დაშიფრულია გასაღებები მისი გადაჭრისთვის. ყველაზე პირველი გასაღები - ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზით მოძრაობაა. ადამიანები, როგორც წესი, რთულ გდაწყვეტებს ეძებენ, რადგანაც პრობლემებს წინააღმდეგობებად აღიქვამენ, წინააღმდეგობების გადალახვა კი, როგორც ცნობილია, ძალების დაძაბვითაა საჭირო. აუცილებელია, გამოვიმუშავოთ ჩვევა, რომ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივი ვარიანტი ავირჩიოთ.
ყოველ ჩვენგანს გვიწევს, რომ ან რაღაც ახალი ვისწავლოთ, ან უკვე ნაცნობი და ჩვეული რაღაცეები ვაკეთოთ. კითხვა: როგორ გავაკეთოთ ერთიც და მეორეც უფრო ეფექტურად? პასუხი იმდენად მარტივია, რომ მისი დაჯერება მართლაც ძნელია: დინებით მოძრაობის პრინციპის თანახმად, უნდა ვეცადოთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ეს ყველაზე იოლი და მარტივი სახით კეთდება.
ნებისმიერი მოქმედების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტები დინებებშია ორგანიზებული. ეს დინებები შემდგარია ოპტიმალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვებისგან. როცა გადაწყვეტილებას იღებთ, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგათ თქვენს ქმედებაში, თქვენ ამ ჯაჭვის შემდეგ რგოლს ირჩევთ. ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, რომელი რგოლი წარმოადგენს დინების ელემენტს. რას აკეთებს ადამიანი ასეთ შემთხვევებში? იგი ღებულობს ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც საღი აზრისა და გამოცდილების თვალსაზრისით უფრო სწორია.
გონება ნებელობით გადაწყვეტილებას იღებს. იგი თვლის, რომ ყველაფრის გამოთვლა და ახსნა შეუძლია. თუმცაღა ეს ასე არაა, და თქვენ თავადაც შეგიძლიათ დაადასტუროთ, რამდენჯერ შემოგირტყამთ მოგვიანებით თავზე ხელი და გაგხსენებიათ, რომ ყველაფრის სხვაგვარად გაკეთება შეიძლებოდა. საქმე სულაც არაა დაბნეულობაში ან გონების არასაკმარის სიმახვილეში. გონებას ყოველთვის არ შეუძლია ოპტიმალური ვარიატის არჩევა მხოლოდ იმიტომ, რომ დინების ჯაჭვის რგოლები ყოველთვის არ ემთხვევიან გონების ლოგიკურ კონსტრუქციებს.
როგორც არ უნდა ეცადოთ, თქვენ იშვიათად გამოგდით მოქმედების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა მხოლოდ ლოგიკურ დასკვნებზე დაყრდნობით. გონება, როგორც წესი, სტრესის, საზრუნავების, დეპრესიის ან მომატებული აქტივობის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. სხვა სიტყვებით, გონებას გამუდმებით ექაჩებიან ქანქარები. ამიტომ გონება ყოველთვის “ტარანით” მოქმედებს და პირდაპირ შეტევას ახორციელებს გარე სამყაროზე.
იმისთვის, რომ დინების (ნაკადის) შემდგომი რგოლი ავირჩიოთ, საჭიროა მხოლოდ, რომ განვთავისუფლდეთ ქანქარების ძაფებისგან და უბრალოდ მორჩილად მივყვეთ ამ ნაკადს. იმისთვის, რომ ქანქარების ძაფებისგან განვთავისუფლდეთ, წონასწორული მდგომარეობა უნდა დავიკავოთ და არ შევქმნათ ჭარბი პოტენციალები. იმისთვის, რომ არ შევქმნათ ჭარბი პოტენციალები, აუცილებელია, რომ გამუდმებით ვადევნოთ თვალყური მნიშვნელოვანობის დონეს.
როცა წონასწორულ მდგომარეობაში შეხვედით გარე სამყაროსთან, ამის შემდეგ უბრალოდ მიყევით დინებას. თქვენ თვითონვე დაინახავთ მრავალ ნიშანს, რომლებიც წაგიყვანენ. გაუშვით სიტუაცია, გახდით არა მონაწილე, არამედ გარე დამკვირვებელი. არა მონა ან ბატონი, არამედ უბრალოდ შემსრულებელი. დაავალეთ თქვენს დამკვირვებელს, რომ გამუდმებით მოგქაჩოთ, როცა გონება ეცდება, რომ “გონივრული” ნებელობითი გადაწყვეტილება მიიღოს. გააქირვეთ საკუთარი თავი შემსრულებლის როლში, თავად კი გარედან დააკვირდით სამუშაოს. ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად კეთდება, ვიდრე გვეჩვენება. მიენდეთ ამ სიმარტივეს. ჩანჩქერამდე გონება მიგიყვანთ, და არა ვარიანტთა დინება.
მაგალითად, გჭირდებათ, რომ მაღაზიაში საჭირო ნივთი იპოვნოთ. არ იცით, სად შეიძლება მისი პოვნა. გონება ყველაზე გონივრულ, მაგრამ რთულ ვარიანტს გთავაზობთ. ნახევარ ქალაქს შემოივლით და საბოლოო ჯამში საჭირო ნივთს თქვენი სახლის გვერდზე იპოვნით. ამოცანის მნიშვნელოვანობა რომ უფრო დაბალი ყოფილიყო, გონება არ დაიწყებდა რთული გადაწყვეტილებების ძიებას.
სხვა მაგალითი. თქვენს წინ საქმეების მთელი სიაა. რა უნდა გააკეთოთ თავიდან, და რა - შემდეგ? ფიქრი არაა საჭირო. თუ თანმიმდევრობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ აკეთეთ ისე, როგორც თავისთავად კეთდება. იმოძრავეთ დინებასთან ერთად, ჩახსენით თქვენი გონება ქანქარების გავლენისგან. საქმე იმაში არაა, რომ უნებო ქაღალდის გემად იქცეთ ტალღებზე, არამედ იმაში, რომ არ ადგაფუნოთ ხელები წყალზე იმ დროს, როცა საკმარისია გადაასდგილებისთვის საჭირო რბილი მსუბუქი და მარტივი მოძრაობების კეთება.
აღარ განვაგრძობ მაგალითების სიას. თქვენ თვითონ გააკეთებთ უამრავ სასარგებლო და საოცარ აღმოჩენას, თუკი ერთი დღის განმავლობაში მაინც ცდით დინების მიყოლას. ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: გადაწყვეტილების ძიების რომელი გზაა ყველაზე იოლი? მოძებნეთ ძიების ყველაზე მარტივი გზა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ან რაღაც გაცდენთ გზისგან, არ იჩქაროთ აქტიურად შეწინააღმდეგება ან თავის არიდება. სცადეთ საკუთარი თავის გაქირავება და დააკვირდით, რა იქნება შემდეგ. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცის გაკეთება გჭირდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაზე მარტივად? საშუალება მიეცით საქმეს ისე გაკეთდეს, როგორც მარტივად კეთდება. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას გთავაზობენ ან თავის თვალსაზრისს გიმტკიცებენ, არ იჩქაროთ უარის თქმა ან შეკამათება. შესაძლოა, თქვენი გონება ვერ ხვდება თავის სარგებელს და ვერ ხედავს ალტერნატივას. გაააქტურეთ დამკვირვებელი. თავიდან დააკვირდით და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ. დაეშვით მაყურებელთა დარბაზში, ნუ იჩქარებთ კონტროლის დამყარებას და საშუალება მიეცით თამაშს, რომ შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ განვითარდეს. ნუ ადგაფუნებთ წყალზე ხელებს. ნუ შეუშლით ხელს თქვენს ცხოვრებას, რომ დინებას მიჰყვეს, და დაინახავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ იგი.
გზამკვლევი ნიშნები
მაგრამ როგორ გავარჩიოთ წინ არსებული მეჩეჩი ან ჩანჩქერი დინების ნორმალური მოსახვევისგან? გარესამყაროში ორიენტირება სრულიად შესაძლებელია სრულიად ხელშესახები სიგნალებით. სამყარო გამუდმებით გვაძლევს ამ სიგნალებს. მათი ყველაზე ცნობილი და გავრცლებული სახე - ესაა ნიშნები. არსებობს ცუდი და კარგი ნიშნები. თუ ცისარტყელა დაინახე - კარგის ნიშანია. თუ შავმა კატამ გადაგირბინა - უბედურებას ელოდე. ასეა მიღებული, რომ ჩათვალონ.
საზოგადოებაში მიღებული ნიშნები მრავალჯერადი დაკვირვებებისა და დამთხვევების შედეგად ფორმირდნენ. თუ ნიშნის ამოქმედების პროცენტი საკმარისად მაღალია, ჩნდება კანონზომიერება, რომელიც საყოველთაო აზრად იქცევა, რადგანაც ადამიანები გამუდმებით უყვებიან ერთმანეთს უცნაური მოვლენების შესახებ. თუმცაღა ნიშნები ყოველთვის არ ხდება. რატომ ხდება ასე?
რა ხდება, როცა ადამიანს რაღაც დაავიწყდა და დაბრუნება უხდება? ის ფიქრობს, რომ დაბრუნება ცუდის ნიშანია. მას შეუძლია არ სჯეროდეს ნიშნების, მაგრამ გამყარებული საზოგადოებრივი სტერეოტიპი მაინც ტოვებს ჩრდილს ქვეცნობიერში. გონებაში ჩნდება განწყობა - რაიმე უსიამოვნების მოლოდინზე. ან არა, ფიქრობს ადამიანი, არ დავბრუნდები. მაგრამ ესეც არ შველის, რადგანაც თანაბარზომიერი დინება უკვე დარღვეულია და ადამიანი რაღაც დონით ამოვარდნილია წონასწორობიდან. უბედურების მოლოდინს თავისი კორექტივები შეაქვს აზრობრივი გამოსხივების პარამეტრებში, და ადამიანი გადაინაცვლებს ცხოვრების იმ ხაზებზე, რომლებიც ამ პარამეტრებს შეესაბამება. იგი იმას ღებულობს, რასაც უფრთხის. მან თავად დაუშვა ასეთი შესაძლებლობა თავის სცენარში. სწორედ ამიტომ, ნიშნის განხორციელების ალბათობა იზრდება.
როგორც ხედავთ, საზოგადოებრივად მიღებული ნიშანი ვერ შეასრულებს კანონის ან კანონზომიერების როლს. რატომ მაინცდამაინც შავი კატაა სტანდარტულად ცუდის ნიშანი? ან რატომ უნდა მოახდინოს შავმა კატამ ცუდი ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე? გავლენას ის კი არა, თქვენი დამოკიდებულება ახდენს ნიშნის მიმართ. თუკი ნიშნების გჯერათ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ თქვენი ცხოვრების მოვლენების ფორმირებაში. თუ არ გჯერათ, მაგრამ ეჭვი გეპარებათ, დამიჯერეთ, გავლენა ნაკლები იქნება, მაგრამ მაინც დარჩება. თუკი არ გჯერათ და ყურადღებასაც არ აქცევთ მათ, ისინი თქვენს ცხოვრებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ. ყველაფერი ძალიან მარტივია: თქვენ იღებთ იმას, რასაც თქვენი ცხოვრების სცენარში დაუშვებთ. ადამიანს, რომელიც განიხილავს ნიშნებს, როგორც ცრურწმენებს, თავისი ცხოვრების შრეში მათი განხორციელების არანაირი ნიშანწყალი არ გააჩნია. ნიშნები სხვების ცხოვრებაში მოქმედებენ, რადგანაც ის ადამიანები პოულობენ თავისთვის დადასტურებებს, ხოლო ეს, რომელსაც არ სჯერა - ვერ პოულობს.
თუკი ნიშნები თავისთავად ვერ ახდენენ ცხოვრებაზე ზეგავლენას, მაშინ რა გზამკვლევ ნიშნებზე იქნება საუბარი? შავ კატას არ შეუძლია ზეგავლენის მოხდენა, მაგრამ მას შეუძლია შეასრულოს იმ ნიშნის როლი, რომელიც გაფრთხილება იქნება ვარიანტთა დინებაში არსებულ მოვლენაზე. საქმე მხოლოდ იმაშია, რომელი ნიშნები ჩავთვალოთ გზამკვლევად. რადგან თუ დაკვირვებას დავისახავთ მიზნად, შეიძლება ყველაფერ მომხდარში მხოლოდ ნიშნები შევამჩნიოთ. მაგრამ როგორ მოვახდინოთ მათი ინტერპრეტაცია? ინტერპრეტაციებს ჩვენ არ დავიწყებთ. არამადლიანი საქმეა. მეტისმეტად არასაიმედო და გაუგებარი. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ისაა, რომ ნიშანი გავითვალისწინოთ, გავაძლიეროთ დამკვირვებლის ყურადღება და ვიყოთ უფრო ფრთხილად.
გზამკვლევ ნიშნებს წარმოადგენენ ისინი, რომლებიც მიუთითებენ შესაძლო მოსახვევზე ვარიანტთა დინებაში. სხვა სიტყვებით, ნიშანი წარმოადგენს იმ მოვლენის მაცნეს, რომელიც შედარებით მეტ ცვლილებას შემოიტანს ცხოვრების თანაბარზომიერ დინებაში. თუკი რაიმე მოსახვევს ელოდებით, თუნდაც უმნიშვნელოს, მაშინ შეიძლება გაჩნდეს ნიშანი, რომელიც მოსახვევის შესახებ სიგნალს გვაძლევს. თუკი ისეთს უახლოვდებით, რომელსაც არ ელით, - ასევე შეიძლება გაჩნდეს რაიმე დამახასიათებელი ნიშანი. რას ნიშნავს დამახასიათებელი?
საქმე იმაშია, რომ როცა ვარიანტთა დინება მოსახვევს აკეთებს, თქვენ ცხოვრების სხვა ხაზზე გადადიხართ. შეგახსენებთ, რომ ხაზი წარმოდგენს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანს ცხოვრების ხარისხით. ნაკადმა ვარიანტთა დინებაში შესაძლოა სხვადასხვა ხაზები გადაკვეთოს. ცხოვრების ხაზები ერთმანეთისგან თავიანთი პარამეტრებით განსხვავდებიან. ცვლილებები შესაძლოა უმნიშვნელო იყოს, მაგრამ სხვაობა მაინც შესამჩნევი ხდება. სწორედ ამ თვისობრივ სხვაობას ამჩნევთ ცნობიერად თუ არაცნობიერად: თითქოს რაღასც ისე ვერაა, როგორც ერთი წუთის წინ იყო.
ამგვარად გზამკვლევი ნიშნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდებიან, როცა ცხოვრების სხვა ხაზებზე გადასვლა იწყება. თქვენ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ ცალკეულ მოვლენას. მაგალითად ყვავმა დაიჩხავლა, თქვენ კი ყურადღება არ მიაქციეთ. ამან არ დაგძაბათ, თვისობრივი სხვაობა ვერ შენიშნეთ, ე.ი. თქვენ ისევ უწინდელ ხაზზე იმყოფებით. მაგრამ თუ ყურადღება მიაქციეთ მოვლენას, და მასში რაღაცამ დაგძაბათ, ეს - ნიშანია.
ნიშანი ჩვეულებრივი მოვლენისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ყოველთვის ცხოვრების არსობრივად განსხვავებულ ხაზზე გადასვლის დასაწყისის სიგნალის როლს ასრულებს. როგორც წესი ის მოვლენები გვძაბავენ, რომლებიც ახალ ხაზზე გადასვლისთანავე ჩნდებიან. ეს იმიტომ, რომ ცხოვრების ხაზები თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ განსხვავებებს შესაძლოა სხვადასხვა ხასიათი ჰქონდეთ, და ისინი ზოგჯერ გასაგებ ახსნას არ ექვემდებარებიან: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს რაღაც რიგზე ვერაა. როცა ახალ ხაზზე ხდება გადასვლა, ჩვენ ამას ინტუიციურად ვგრძნობთ და ზოგჯერ მკაფიო ცვლილებებს ნიშნების სახით ვუსვავთ ხაზს. თითქოს თვალის კიდით ვხედავთ ან ვეჭვობთ, რომ დინებაში რაღაც ახალი გამოჩნდა. ნიშნები მიგვითითებენ მათზე, ისინი გვეუბნებიან: რაღაც შეიცვალა, რაღაც ხდება.
მოვლენა, რომელიც ცხოვრების მიმდინარე ხაზზე ხდება, როგორც წესი არ გვძაბავს. მას ისეთივე თვისება აქვს, რაც სხვა მოვლენებს მოცემულ ხაზზე. თუმცა, თუკი ადამიანი ყველაფერს იგნორირებას უკეთებს, რაც მის გარშემო ხდება, იგი აშკარა ნიშნებსაც ვერ შეამჩნევს. გადასვლა არსობრივად განსხვავებულ ხაზზე როგორც წესი ეტაპობრივად ხდება - შუალედური ხაზების გავლით. ნიშნები ამ ხაზებზე შეიძლება გაჩნდეს, როგორც სხვადასხვა დონის სიმკაცრის გაფრთხილებები. ხდება ხოლმე, რომ ადამიანი იგნორირებას უკეთებს პირველ გაფრთხილებას. გადასვლა გრძელდება, მოდის მეორე გაფრთხილება, შემდეგ მესამე, და თუ ამის შემდეგაც ადამიანი არ ჩერდება, ხდება ის, რაც ფინალურ ხაზზე უნდა მოხდეს.
როგორც უკვე ითქვა, ნიშნების ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტირება ძალიან რთულია. იმაშიც კი ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ მოვლენები, რომლებმაც თქვენი ყურადღება მიიპყრეს, ნიშანს წარმოადგენენ. შეგვიძლია მხოლოდ მხედველობაში მივიღოთ, რომ სამყაროს სურს რაღაც შეგვატყობინოს. ჩვენ პირველ რიგში მომავალი არსებული მეჩეჩები და ზღურბლები გვაინტერესებს. ზოგჯერ გვინდა, რომ თუნდაც მინიშნება მივიღოთ იმისა, თუ რა გველოდება მომავალში. შემთხვევათა უმრავლესობაში კითხვის ფორმულირება შეიძლება ისე მოვახდინოთ, რომ ორპოლუსიანი პასუხი მივიღოთ: კი ან არა. მაგალითად, გამოგვივა თუ არა, მოვასწრებ თუ არა, კარგია თუ ცუდი, სახიფათოა თუ არა, და ა.შ. ნიშნის ინტერპრეტაცია აუცილებელია დავიყვანოთ „დადებითის“ ან „უარყოფითის“ მსგავს პასუხამდე. დიდი სიზუსტის იმედი არ უნდა გვქონდეს.
ნიშანი თავის თავში მოიცავს მინიშნებას მომავალი მოვლენის თვისებაზე. თუ ნიშანი უარყოფით შეგრძნებებთან ასოცირდება, საფრთხის და უნდობლობის შეგრძნებას, შფოთვას და დისკომფორტს იწვევს - ეს ნიშნავს, რომ ნიშანი სიგნალს გვაძლევს მოვლენების ნეგატიურ განვითარებაზე. თუ შეგრძნებები არაერთმნიშვნელოვანია, მაშინ აზრი არ აქვს ნიშნის ინტერპრეტაციას - შეფასება საიმედო ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, არ ღირს ძალიან ავღელდეთ და დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ ნიშნებს. თუმცაღა თუკი ყურადღება მიაქციეთ ნიშანს, არც უნდა უგულვებელჰყოთ იგი. შესაძლოა იგი გაფრთხილებდეთ, რომ ყურადღებით უნდა იყოთ, ან ქცევა უნდა შეცვალოთ, ან დროულად შეჩერდეთ, ან მოქმედების სხვა განვითარება აირჩიოთ.
ნიშნებს შეიძლება სრულიად განსხვავებული ფორმები ჰქონდეთ. მხოლოდ იმის გარჩევაა საჭირო, თუ რა მნიშვნელობა გააჩნიათ მათ: პოზიტიური თუ ნეგატიური. მაგალითად, მე მეჩქარება, და გზად მოხუცებული ქალი მიღობავს ხელ-ჯოხით, და ვერანაირად ვერ ვუვლი გვერდს. რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ნიშანი? დიდი ალბათობით დავაგვიანებ. ან აი, ჩემი ავტობუსი, რომელიც ჩვეულებრივ აუჩქარებლად დადის, დღეს რატომღაც ძალიან ჩქარა მიჰქრის. როგორც ჩანს, მე სადღაც რაღაც ვერ გავთვალე და ფრთხილად უნდა ვიყო. ან რაღაც ჩაფიქრებული არანაირად არ გამომდის, ჩნდება გარკვეული მკვეთრი წინააღმდეგობები. საქმე ძალიან გაჭირვებით მიიწევს წინ. იქნებ ჩიხი ავირჩიე და საერთოდ არ მჭირდება აქეთკენ სვლა?
ნიშნების მთავარი ღირსება ისაა, რომ მათ შეუძლიათ დროულად გაგაღვიძონ საღათას ძილისგან და გაგაგებინონ, რომ შესაძლოა დესტრუქციული ქანქარას სასარგებლოდ და საკუთარი თავის საზიანოდ მოქმედებთ. ადამიანი ხშირად სჩადის საბედისწერო შეცდომებს, როდესაც ქანქარას დამაზომბირებელი გავლენის ქვეშ იმყოფება, შემდეგ კი იხსენებს, რომ ანგარიშს არ უწევდა საკუთარ ქმედებებს, და ყურადღება მოადუნა. ასეთ შემთხვევებში, უმანკო ნიშნების ინტერპრეტაციაც კი, როგორც გაფრთხილება, ზედმეტი არ იქნება.
დაკვირვებულობა და მიმდინარე მოვლენების გაცნობიერებული, ფხიზელი ხედვა არასოდესაა ზედმეტი. მთავარია, სიფრთხილე შფოთვაში არ გადაიზარდოს. აუცილებელია, ვიზრუნოთ მღელვარების გარეშე, გავაქირავოთ საკუთარი თავი და ვიმოქმედოთ უზადოდ.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველაზე ცხადი და მკაფიო გზამკვლევი ნიშნები - ესაა იმ ადამიანთა ფრაზები, რომლებიც ადამიანების მიერ სპონტანურად, სასხვათაშორისოდ, წინასწარი დაფიქრების გარეშეა წამოსროლილი. თუკი გაცნობიერებულად ცდილობენ, რომ საკუთარი აზრი მოგახვიონ თავს, შეგიძლიათ ეს ყურებს მიღმა გაატაროთ. მაგრამ თუკი წამოსროლილია ფრაზა, რომელიც რაღაცის გაკეთების რეკომენდაციაა, ამას ძალიან სერიოზული ყურადღება მიაქციეთ.
სპონტანური ფრაზები - ეს ისინია, რომლებიც სრულიად დაუფიქრებლად წარმოითქმება. გაიხსენეთ, რა ხდება, როდესაც ვიღაცის რეპლიკას მყისიერად პასუხობთ, დაფიქრების გარეშე. პასუხი თითქოს არსებობს სადღაც ცნობიერების სიღრმეში და თქვენს ბაგეებს მოსწყდება ისე, რომ გონების ანალიტიკურ აპარატს გამოტოვებს. მსგავსივე სახით ხდება გაფანტული ფრაზების წამოსროლა, როცა გონება ან თვლემს, ან სხვა რამითაა დაკავებული. როცა გონება თვლემს, სული ლაპარაკობს, და აი, სწორედ ის უკავშირდება ინფორმაციულ ველს პირდაპირი სახით.
მაგალითად, სასხვათაშორისოდ გითხრეს: „შარფი აიღე, გაცივდები“. დიდი ალბათობით, თუკი არ დაუჯერებთ, ინანებთ. ან აი, რაღაც პრობლემის გამო ხართ აღელვებული, და ამ დროს ვიღაც თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვან რეკომენდაციას გესვრით. ნუ იჩქარებთ თავის არიდებას და მიაყურადეთ. ან აი, დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში, ვიღაც კი სასხვათაშორისოდ, არაგანზრახ, გაჩვენებთ, რომ ეს ასე არაა. ნუ იჯიუტებთ და დაუკვირდით, ხომ არ ადგაფუნებთ ხელებს წყალზე?
სულიერი დისკომფორტი - ასევე ძალიან მკაფიო ნიშანია, მაგრამ, როგორც წესი, მას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. თუკი გჭირდებათ, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ, თქვენს სულზე უკეთ არავინ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო. ხშირად ძალიან რთულია გაგება იმისა, თუ სახელდობრ რას გკარნახობთ სული. მაგრამ როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, შეგიძლიათ სრულიად ცალსახად განსაზღვროთ, მოსწონს თუ არა მას გონების გადაწყვეტილება. მაგალითად, გჭირდებათ რაღაც გადაწყვეტილების მიღება. შეჩერდით და მიაყურადეთ დილის ვარსკვლავების შრიალს. ხოლო თუკი თქვენმა გონებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, და ვარკსვლავების შრიალის შესახებ დაგვიანებით გაგახსენდათ, ეცადეთ, გაიხსენოთ მეხსიერებაში, რა გრძნობებს განიცდიდით, როცა გადაწყვეტილებას იღებდით. ეს გრძნობები შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „რა კარგად ვგრძნობ თავს“, ან „თავს ცუდად ვგრძნობ“. თუკი გადაწყვეტილება ხალისით არ მიგიღიათ, თუ იყო დამთრგუნველი მდგომარეობა, მაშინ ეს ცალსახად „ცუდია“. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების შეცვლა შეგიძლიათ, თამამად შეცვალეთ.
სულიერი კომფორტის მდგომარეობის განსაზღვრა რთული არაა. რთულია დროულად გაიხსენოთ, რომ თქვენს გრძნობებს უნდა მიაყურადოთ, რადგანაც გონება ავტორიტარულად მსჯელობს და საკუთარი თავის გარდა არავის მოსმენა არ უყვარს. საღი აზრის მეხისებური ხმა არა მხოლოდ ახშობს სულის ჩურჩულს. გონება ყოველთვის ცდილობს ყველანაირად არგუმენტირებული გახადოს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. აი, არჩევანის წინაშე დგახართ: „კი“ თუ „არა“? სული ცდილობს, რომ მოკრძალებულად წარმოთქვას - „არა“. გონება ხვდება, რომ სული „არა“-ს ამბობს, მაგრამ თავს აჩვენებს, რომ არ ესმის და დარწმუნებით ამტკიცებს თავის „კი“-ს, ეყრდნობა რა „საღ განსჯას“. როცა ამ სტქრიქონებს წაიკითხავთ, თქვენი მეხსიერების ცალკე თაროზე მოათავსეთ იგი, და შემდეგ ჯერზე, როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაიხსენეთ ისინი. თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი ზუსტად ასე ხდება.
გთავაზობთ, კარგად დაიმახსოვროთ მარტივი და საიმედო ალგორითმი სულიერი „არა“-ს განსაზღვრისთვის. თუკი გიწევთ, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოთ „კი“-ს სათქმელად, ესე იგი სული „არა“-ს ამბობს. დაიმახსოვრეთ, როცა სული „კი“-ს ამბობს, თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება. შემდეგში ჩვენ კვლავ მივმართავთ ამ ალგორითმს.
აუცილებელია გამუდმებით დააკვირდეთ, რა ნიშნებს გაძლევთ გარესამყარო. მაგრამ არ უნდა ეცადოთ, რომ ყველაფერში ნიშნები ეძებოთ. „აი, ჩიტები მაღალზე დაფრინავენ. რას უნდა ნიშნავდეს?“ სიმაღლის არ ეშინიათ, ჰოდა დაფრინავენ როგორც უნდათ. საჭიროა მხოლოდ, რომ გავითვალისწინოთ ნიშნები და გვახსოვდეს, რომ ისინი შესაძლოა გზამკვლევი ნიშნები იყვნენ. როგორც კი ეს დაგავიწყდათ, ქანქარები მაშინვე გითრევენ და შესაძლოა გარემოებების მსხვერპლი გახდეთ.
განსაკუთრებით სკურპულოზურად უნდა შეამოწმოთ ის სურვილები და ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ საფუძველში შეცვალონ თქვენი ბედი. თუ სურვილი ერთგვარ დისკომფორტს იწვევს და არსებობს მასზე უარის თქმის შესაძლებლობა, - თქვით უარი. ეს სურვილი გონებიდან მოდის და არა სულიდან. გონების სურვილები ყოველთვის ქანქარების მიერაა თავსმოხვეული. იგივე ეხება ქმედებებსაც. თუ იგნორირებას გავუკეთებთ სულიერ დისკომფორტს, უმეტესობა შემთხვევაში არაფერი საშინელი არ მოხდება, მაგრამ ზოგჯერ მოგიწევთ, რომ ძალიან ინანოთ. ამიტომ ჯობია შეძლებისდაგვარად უარი თქვათ იმ სურვილებსა და ქმედებებზე, რომლებიც დისკომფორტს, ეჭვებს, საფრთხის შეგრძნებას და დანაშაულის გრძნობას იწვევენ. ეს ბევრად გაგიადვილებთ ცხოვრებას და მრავალი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ.
მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. თუ თქვენმა წინამდებარე გადაწყვეტილებებმა პრობლემების გორგალი შექმნეს, მაშინ უარის თქმაზე პრინციპი ზოგჯერ მსხვერპლად უნდა გავიღოთ. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში გიწევთ, რომ ტყუილი თქვათ, ან საძულველ სამსახურში წახვიდეთ. მაგრამ როცა ეს გორგალი გაიხსნება, შემდეგ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ უარის პრინციპი.
სულ ესაა, რაც შეიძლება ითქვას გზამკვლევ ნიშნებზე ტრანსერფინგის მოდელის ფარგლებში. თქვენი ნიშნების შემჩნევა და ინტერპრეტაცია მხოლოდ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ. მე არ მჭირდება იმის სწავლება, თუ როგორ გააკეთოთ ეს. თავად მიხვდებით ყველაფერს, როცა საკუთარ თავს გარესამყაროს დააკვირდებით. ოღონდ არ ღირს, რომ არასაკმარისად მკფიო ნიშნებს მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა მიანიჭოთ და საკუთარ ცხოვრებაში ნეგატიური ინტერპრეტაციები ჩართოთ. იმისთვის, რომ ცარცზე არ დაჯდეთ და ზღურბლზე ფეხი არ წამოკრათ, საკმარისია მხოლოდ, რომ ჭარბი პოტენციალები არ შექმნათ. ამ დროს შეგიძლიათ ნ იშნების გარეშეც გახვიდეთ ფონს. ჩვენ დიდად არ გვჭირდება მათი მნიშვნელობის გაგება. ერთადერთი ნიშანი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ - ესაა სულიერი კომფორტის მდგომარეობა გადაწყვეტილებების მიღებისას. დილის ვარსკვლავების შრიალს ნამდვილად ღირს, რომ მიაყურადოთ.
სიტუაციის გაშვება
ნაკადების არსებობა ვარიანტთა დინებებში გონებას ორი დაუძლეველი ტვირთისგან ანთავისუფლებს: პრობლემების რაციონალურად გადაწყვეტის და სიტუაციის კონტროლის აუცილებლობისგან. რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ იგი საკუთარი თავის განთავისუფლების საშუალებას მისცემს. იმისთვის, რომ გონებამ ამის საშუალება მისცეს, მას ჭირდება მეტ-ნაკლებად რაციონალური ახსნა. როგორც შეამჩნიეთ ამ წიგნში ძალიან ბევრია ირაციონალური, რომელიც საღი აზრის პოზიციას არ ესადაგება. და თუმცა ტრანსერფინგის მიზანს არ წარმოადგენს გარესამყაროს მოწყობილობის აღწერა, მე ასე თუ ისე გამუდმებით მიწევს გონებისთვის შოკისმომგვრელი ამ ინფორმაციის არგუმენტირება.
აბა სხვანაირად როგორ? საღი აზრის მონოლითის მორყევა ძალიან რთულია. გონება არაა მიჩვეული, რომ ყველაფერი რწმენის დონეზე მიიღოს. იგი თხოულობს არგუმანტაციას და მტკიცებულებებს. მტკიცებულებებს თავად მიიღებთ, თუკი ტრანსერფინგის პრინციპებს პრაქტიკაში გამოცდით. მე კი შემიძლია მხოლოდ არგუმენტები მოვიყვანო, რათა უნდობი გონება დავამშვიდო. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არა მხოლოდ არ შეამოწმებდით ამ პრინციპებს, არამედ კითხვასაც კი აღარ გააგრძელებდით. არადა ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ უფრო მეტი საოცარი აღმოჩენა გელოდებათ.
ორი ზემოთნახსენები ტვირთი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰკიდია გონებას. ჩვენ გამუდმებით გვასწავლიდნენ: „იფიქრე საკუთარი თავით! ანგარიშს უწევ საკუთარ თავს, რას აკეთებ? ამიხსენი შენი საქციელი! ისწავლე გაკვეთილები, მხოლოდ გონებით შეგიძლია რაღაცას მიაღწიო ცხოვრებაში. შენი ჩერჩეტი თავი! იაზროვნებ თუ არა?!“ მასწავლებლებმა და ვითარებებმა გონებისგან ჯარისკაცი გამოძერწეს, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს იპოვოს ახსნა, მოგვცეს პასუხი დასმულ კითხვაზე, შეაფასოს სიტუაცია, მიიღოს გადაწყვეტილება, ეჭიროს კონტროლი მიმდინარე მოვლენებზე. გონება. მიჩვეულია, რომ მიზანშეწონილად იმოქმედოს საღი აზრის თვალსაზრისით.
მხოლოდ არ იფიქროთ, რომ მე ისე ავვარდი, რომ მზად ვარ წიხლით გავაგდო საღი აზრი. პირიქით, საღი აზრი წარმოადგენს წესების მინიმალურად საჭირო ნაკრებს, როგორ მოიქცეთ გარესამყაროში იმისთვის, რომ გადარჩეთ. მაგრამ, აი, გონების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ამ წესების კოდექსს სიტყვა-სიტყვით და მეტისმეტად სწორხაზოვნად მიჰყვება. საღ აზრზე დაციკვლა ხელს უშლის გონებას, რომ გვერდებზე გაიხედოს და დაინახოს ის, რაც ამ წესებს არ შეესაბამება.
საღი აზრისგან შორს ყოფნის შესახებ ამქვეყნად ბევრი რამ არსებობს. ამის დადასტურებას წარმოადგენს გონების უუნარობა - ახსნას ყველაფერი და დაიცვას ადამიანი პრობლემებისგან და უსიამოვნებებისგან. ამ სიტუაციიდან ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს: მივყვეთ (დავეყრდნოთ) ნაკადებს ვარიანტთა დინებებში. ახსნა ამას ასევე ძალიან მარტივი აქვს: ნაკადებშია სწორედ ჩადებული ის, რასაც გონება ეძებს - მიზანშეწონილობა. როგორც იცით, ნაკადები ნაკლები წინააღმდეგობის გზით მიდიან. გონებაც ასევე ცდილობს, რომ საღად და ლოგიკურად იაზროვნოს, ეყრდნობა რა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მაგრამ გონების არასრულყოფილება საშუალებას არ აძლევს მას, რომ უშეცდომოდ ორიენტირდეს გარესამყაროში და იპოვოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებები.
ბუნება კი პირვანდელად სრულყოფილია, ამიტომ ნაკადებში უფრო მეტი მიზანშეწონილობა და ლოგიკაა, ვიდრე ყველაზე ბრძნულ განსჯებში. და როგორც არ უნდა იყოს დარწმუნებული გონება იმაში, რომ საღად აზროვნებს, იგი მაინც დაუშვებს შეცდომებს. მოკლედ, გონება ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებს შეცდომებს, მაგრამ ისინი გაცილებით ნაკლები იქნება, თუკი იგი ზომიერს გახდის თავის ძალისხმევებს და შეძლებისდაგვარად მისცემს საშუალებას პრობლემებს, რომ მისი აქტიური ჩარევის გარეშე გადაიჭრას. სწორედ ამას ეწოდება სიტუაციის გაშვება. სხვა სიტყვებით, უნდა შეარბილოთ მოჭიდება (хватка), შეამციროთ კონტროლი, ხელი არ შეუშალოთ დინებას და უფრო მეტი თავისუფლება მისცეთ გარესამყაროს.
თქვენ უკვე იცით, რომ სამყაროზე ზეწოლა არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ საზიანოც. როდესაც დინებასთან რეზონანსში არ მოდის, გონება ჭარბ პოტენციალებს ქმნის. ტრანსერფინგი სრულიად სხვა გზას გთავაზობთ. პირველ რიგში, წინააღმდეგობებს ჩვენ თვითონ ვქმნით - ჭარბი პოტენციალების გამოწვევით. თუკი მნიშვნელოვანობას დაბლა დავწევთ, წინააღმდეგობები თავისთავად გაიწევიან გვერდზე. მეორეც, თუკი წინააღმდეგობა არ გვნებდება, კი არ უნდა ვებრძოლოთ მას, არამედ გვერდი ავუაროთ. ამაში გზამკვლევი ნიშნები დაგვეხმერებიან.
გონების უბედურება კიდევ ისაა, რომ იგი მიდრეკილია წინააღმდეგობებად აღიქვას ის მოვლენები, რომლებიც მის სცენარში არ ჯდებიან. იგი როგორც წესი ყველაფერს წინასწარ გეგმავს, ითვლის, ხოლო თუ შემდეგ გაუთვალისწინებელი რამ ხდება, აქტიურად იწყებს ამასთან ბრძოლას, რათა მოვლენები თავის სცენარს მოარგოს. შედეგად სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. რა თქმა უნდა, მოვლენების იდეალურად დაგეგმვა გონებას არ შეუძლია. სწორედ აქ უნდა მივცეთ მეტი თავისუფლება დინებას. დინება არაა დაინტერესებული იმაში, რომ თქვენი ბედი დაანგრიოს. ეს, კვლავაც, არამიზანშეწონილია. ბედს გონება ანგრევს - თავისი უგუნური ქმედებებით.
მიზანშეწონილობა, გონების თვალსაზრისით, - ესაა როცა ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით მიდის. ყველაფერი, რაც მას არ შეესაბამება, აღიქმება, როგორც არასასურველი პრობლემა. არადა პრობლემის გადაწყვეტა საჭიროა, რასაც ცდილობს კიდეც გონება დიდი გულმოდგინებით, წარმოშობს რა ახალ პრობლემებს. ამგვარად, გონება თავად იწვევს თავის გზაზე მრავალ წინააღმდეგობას. არადა საჭირო იყო მხოლოდ, რომ შეერბილებინათ მოჭიდება და მიეღოთ გათვალისწინებელი მოვლენა თავიანთ სცენარში.
თავად დაფიქრდით: როდის არიან ადამიანები ბედნიერები, როდის განიცდიან კმაყოფილებას ცხოვრებითაც და საკუთარი თავითაც? მაშინ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ნებისმიერი გადახრა სცენარიდან აღიქმება, როგორც წარუმატებლობა. შინაგანი მნიშვნელოვანება საშუალებას არ აძლევს გონებას, რომ გადახრის შესაძლებლობა მიიღოს. გონება ფიქრობს: „მე ხომ ყველაფერი წინასწარ დავგეგმე, გავთვალე. მე უკეთ ვიცი, რა არის ჩემთვის კარგი და რა - ცუდი. მე გონიერი ვარ“. ცხოვრება ხშირად სთავაზობს ადამიანებს საჩუქრებს, რომლებსაც ისინი უხალისოდ იღებენ, რადგანაც ისინი მათ გეგმაში არ შედიოდნენ. „მე ასეთი სათამაშო არ მინდოდა!“ რეალობა ასეთია, რომ ჩვენ იშვიათად ვიღებთ დაგეგმილ სათამაშოებს, ამიტომაც დავდივართ მოღუშულები და უკმაყოფილოები. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად სიხარულით სავსე გახდება ცხოვრება, თუკი გონება დაწევს თავის მნიშვნელოვანობას და აღიარებს სცენარში გადახრებისთვის არსებობის უფლებას!
ყველას თვითონ შეუძლია არეგულიროს თავისი ბედნიერების დონე. ამ დონის დაბალი ზღვარი ადამიანის უმეტესობას ძალიან მომატებული აქვს, ამიტომაც ისინი თავს არ თვლიან ბედნიერ ადამიანებად. მე არ მოგიწოდებთ, რომ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაგაჩნიათ. მსგავსი საეჭვო ტიპის ფორმულა: „გინდა იყო ბედნიერი? - იყავი!“, ტრანსერფინგისთვის არ გამოდგება. თქვენ მიიღებთ თქვენს სათამაშოს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა საქმე ეხება იმას, თუ როგორ ავარიდოთ თავი უსიამოვნებებს და შევამციროთ პრობლემების რიცხვი.
სწორედ გონების პროტესტი იმისადმი, რომ ნება დართოს გადახრებს თავისი სცენარიდან, საშუალებას არ აძლევს მას, რომ ისარგებლოს მზა გადაწყვეტილებებით ვარიანტთა დინების ნაკადში. გონების მანიაკალური მიდრეკილება - ყველაფერი კონტროლის ქვეშ ამყოფოს, ცხოვრებას ნაკადებთან გამუდმებულ ბრძოლად აქცევს. აბა როგორ, ნუთუ მას შეუძლია ნება მისცეს, რომ ნაკადმა თავისი დინებით იდინოს და მის ნებას არ დაექვემდებაროს? აი, აქ მივუახლოვდით გონების ყველაზე მთავარ შეცდომას. გონება ცდილობს, რომ მართოს არა თავისი მოძრაობები ნაკადში, არამედ თავად ნაკადი. სწორედ ესაა ყველა პრობლემის და უსიამოვნების წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
მიზანშეწონილი ნაკადი, რომელიც ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზით მიდის, ვერ შექმნის პრობლემებს და უსიამოვნებებს - მათ უგუნური გონება ქმნის. გაააქტიურეთ დამკვირვებელი და დააკვირდით, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, როგორც ცდილობს თქვენი გონება დინების მართვას. რაღაცას გთავაზობენ, თქვენ კი უარს ამბობთ. ცდილობენ რაღაც შეგატყობინონ, თქვენ კი გაურბიხართ. ვიღაც თავის თვალსაზრისს გამოთქვამს, თქვენ კი კამათობთ. ვიღაც თავისებურად მოქმედებს, თქვენ კი ცდილობთ ჭეშმარიტ გზაზე დააყენოთ იგი. თქვენ გადაწყვეტილებას გთავაზობენ, თქვენ კი აპროტესტებთ. ერთს ელოდებით, მაგრამ სხვას იღებთ, ამიტომ უკმაყოფილებას გამოთქვამთ. ვიღაც ხელს გიშლით, და რისხვა გიპყრობთ. რაღაც წინააღმდეგობაში მოდის თქვენს სცენართან, და თქვენ პირდაპირ იერიშზე გადადიხართ, რათა დინება საჭირო კალაპოტისკენ მიმართოთ. შესაძლოა, პირადად თქვენთვის, ყველაფერი ცოტა განსხვავებულად ხდება, მაგრამ სიმართლის წილი ამ ყველაფერში მაინცაა. ასე არაა?
ახლა კი სცადეთ შეასუსტოთ თქვენი კონტროლის მოჭიდება და მეტი თავისუფლება მიეცით დინებას. მე არ გთავაზობთ, რომ ყველას დაეთანხმოთ და ყველაფერი მიიღოთ. უბრალოდ შეცვალეთ ტაქტიკა: გადაიტანეთ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე. ეცადეთ, რომ უფრო მეტად დააკვირდეთ, ვიდრე აკონტროლოთ. არ იჩქაროთ თავის არიდება, გაპროტესტება, კამათი, საკუთარის მტკიცება, ჩარევა, მართვა, კრიტიკა. საშუალება მიეცით სიტუაციას, რომ თქვენი აქტიური ჩარევის ან წინააღმდეგობის გარეშე გადაწყდეს. გაოგნებული თუ არა, გაკვირვებული მაინც დარჩებით. მოხდება სრულიად პარადოქსული რამ. როდესაც უარს იტყვით კონტროლზე, უფრო მეტ კონტროლს მიიღებთ სიტუაციაზე, ვიდრე მანამდე გქონდათ. გარე დამკვირვებელს ყოველთვის მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე უშუალო მონაწილეს. აი, რატომ ვიმეორებ გამუდმებით: გააქირავეთ საკუთარი თავი.
როცა უკან მოიხედავთ, დარწმუნდებით, რომ თქვენი კონტროლი დინების წინააღმდეგ მიდიოდა. სხვების წინადადებები არ იყო აზრს მოკლებული. კამათი საერთოდ არ ღირდა. თქვენი ჩარევა ზედმეტი იყო. ის, რასაც დაბრკოლებად განიხილავდით, საერთოდ არ წარმოადგენს ასეთს. პრობლემები ისედაც კეთილსასურველად წყდება თქვენგან დამოუკიდებლად. ის, რომ გეგმის მიხედვით არ იღებთ, არც ისე ცუდია. შემთხვევით წამოსროლილ ფრაზებს მართლაც გააჩნიათ ძალა. თქვენი სულიერი დისკომფორტი გაფრთხილებას წარმოადგენდა. თქვენ არ დახარჯეთ ზედმეტი ენერგია და კმაყოფილიც დარჩით. სწორედ ესაა დინების ის მდიდრული საჩუქარი გონებისადმი, რომელზეც აქამდე ვსაუბრობდი.
და რა თქმა უნდა, ყველაფერ ზემოთ თქმულთან ერთად, გავიხსენოთ ჩვენი „მეგობრები“. დინებასთან თანხმობაში მოძრაობაში ხელს ქანქარები გვიშლიან. ისინი ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციებს უწყობენ ადამიანს და აიძულებენ, რომ ხელები ადგაფუნოს წყალზე. დინების არსებობა ნაკადში ხელს არ აძლევს ქაქარებს იმ მარტივი მიზეზით, რომ ნაკადი მინიმალური ენერგო-დანახარჯების მიმართულებით მიდის. ენერგია, რომელიც ადამიანის მიერ დინებასთან ბრძოლაზე იხარჯება, ჭარბი პოტენციალების შექმნაზე და შესაბამისად ქანქარების საკვებად მიდის. ერთადერთი კონტროლი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ - ესაა კონტროლი შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობის დონეზე. გახსოვდეთ, რომ სწორედ მნიშვნელოვანობა უშლის ხელს გონებას, რომ სიტუაცია გაუშვას.
სიტუაციის გაშვება ბევრ შემთხვევაში გაცილებით უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე საკუთარი თვალსაზრისის დაცვა. ადამიანების სწრაფვა თვითდამკვირვებისკენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან წარმოშობს ჩვევას - დავამტკიცოთ საკუთარი მნიშვნელოვანება. აქედან მოდის ყველამხრივ მავნე მიდრეკილება - ვამტკიცოთ საკუთარი სიმართლე რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს მისწრაფება ჭარბ პოტენციალს ქმნის და წინააღმდეგობაში შედის სხვა ადამიანების ინტერესებთან. ხშირად ადამიანები თავიანთი სიმართლის დამტკიცებას იმ შემთხვევებშიც კი ცდილობენ, როცა ვერდიქტი ამა თუ იმ მხარეს პირდაპირ არ ეხება მათ ინტერესებს.
ზოგიერთ ადამიანს საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობა იმდენად ჰიპერტროფირებული აქვს, რომ ისინი ცდილობენ ნებისმიერ წვრილმანში საკუთარ აზრზე იდგნენ. შინაგანი მნიშვნელოვანობა გადადის ყველაფრის კონტროლის მანიაში: „მე ყველას დავუმტკიცებ ჩემს სიმართლეს, რადაც არ უნდა დამიჯდეს“. მავნე ჩვევაა, და იგი ძალიან ართულებს ცხოვრებას, პირველ რიგში თავად სიმართლის დამცველისთვის.
თუ თქვენი ინტერესები ამისგან ძლიერ არ შეილახება, თამამად გაუშვით სიტუაცია და მიეცით სხვებს უფლება - წყალზე ადგაფუნონ ხელები. თუ ამას ცნობიერად გააკეთებთ, მაშინვე მოგეშვებათ გულზე, უფრო მსუბუქად იქნებით, ვიდრე მაშინ, თუკი თქვენს თვალსაზრისს დაამტკიცებდით. სიამოვნებას მოგანიჭებთ ის ფაქტი, რომ ერთი საფეხურით მაღლა ახვედით: ჩვეულებისამებრ არ დაიწყეთ თქვენი მნიშვნელოვანობის მტკიცება, არამედ მოიქეცით, როგორც ბრძენი მშობელი უგუნურ ბავშვებთან.
მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი, მეტისმეტი გულმოდგინება სამსახურში ისეთივე საზიანოა, როგორც გულგრილობა. დავუშვათ, თქვენ მოეწყვეთ პრესტიჟულ სამუშაოზე, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს უყენებთ, რადგანაც თვლით, რომ მაქსიმუმი უნდა აჩვენოთ. ეს სწორია, მაგრამ თუ საქმეს მეტისმეტი მგზნებარებით შეუდგებით, სავარაუდოდ ვერ გაუძლებთ დაძაბულობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამოცანა რთულია. უკეთეს შემთხვევაში თქვენი სამუშაო არაეფექტური იქნება, უარესში კი - თქვენი ნერვები ვეღარ გაუძლებს. შეგიძლიათ იმ ცრუ რწმენამდეც კი მიხვიდეთ, რომ არ ძალგიძთ ამ სამუშაოსთან გამკლავება.
შესაძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი. თქვენ ანვითარებთ მჩქეფარე საქმიანობას, და ამით მოვლენათა დადგენილ წესრიგს არღვევთ. გეჩვენებათ, რომ სამსახურში ბევრი რამის სრულყოფაა შესაძლებელი, და სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით. მაგრამ თუ თქვენი ახალი წესები თქვენი თანამშრომლების ჩვეული რიტმის შეცვლას გამოიწვევს, კარგს არაფერს ელოდეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ინიციატივა დასჯადია. თქვენ ჩაგსვეს ნელ, მაგრამ მშვიდ და გაწონასწორებულ დინებაში, თქვენ კი მთელი ძალთ ადგაფუნებთ წყალზე ხელებს და ცდილობთ, რომ სწრაფად იცუროთ.
და რა გამოდის, რომ ვერც რამეს იტყვი საწინააღმდეგოს და საერთოდ არც უნდა გამოყო ცხვირი? ნუ, ყველაფერი ასე მკაცრად არაა. ამ საკითხს მერკანტილური თვალსაზრისით უნდა მიუდგეთ. შეგიძლიათ მხოლოდ ის ლანძღოთ და იმაზე აღშფოთდეთ, რაც უშუალოდ თქვენ გიშლით ხელს, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს კრიტიკას შეუძლია რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ. არასოდეს აკრიტიკოთ ის, რაც უკვე მოხდა და ვეღარ შეცვლით. სხვა შემთხვევებში დინებაში მოძრაობის პრინციპი სიტყვა-სიტყვით კი არ უნდა გამოიყენოთ და ყველას ყველაფერში კი არ უნდა დაეთანხმოთ, არამედ უნდა გადაიტანოთ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე. მეტად დააკვირდით და არ იჩქაროთ კონტროლი. ზომიერების გრძნობა თავისთავად მოვა, ამაზე შეგიძლიათ არ იღელვოთ.
რეზიუმე
გონება ინფორმაციის ინტერპრეტაციას უკვე დადგენილი მნიშვნელობების ნაკრებით ახდენს.
სული არ ფიქრობს და არ ლაპარაკობს, არამედ გრძნობს და იცის.
გონებას შეუძლია სახლის მხოლოდ შედარებით ახალი ვერსიის შექმნა ძველი კუბიკებისგან.
პრინციპულად ახალი აღმოჩენები არარეალიზებული სექტორებიდან მოდიან.
სული წარმოადგენს შუამავალს პრინციპულად ახალ ინფორმაციასა და გონებას შორის.
სული აღიქვამს არარეალიზებულ ინფორმაციას, როგორც ცოდნას ინტერპრეტაციის გარეშე.
თუ გონება ახერხებს სულის ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ამ დროს იბადება აღმოჩენა.
გონებას შეუძლია ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს სულიერი კომფორტის მდგომარეობა.
ამისთვის საჭიროა მივაჩვიოთ საკუთარი თავი იმას, რომ ყურადღება მივაქციოთ სულიერ კომფორტს.
როდესაც უარს ამბობთ მნიშვნელოვანობაზე, ამით საკუთარი ბედის არჩევის თავისუფლებას მოიპოვებთ.
არჩევის თავისუფლება საშუალებას გაძლევთ, კი არ ითხოვოთ, არამედ მოითხოვოთ, და კი არ იბრძოლოთ, არამედ მიხვიდეთ და აიღოთ.
ინფორმაციის სტრუქტურა ორგანიზებულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვებად.
მიზეზ-შედეგობრივი კავშირები წარმოშობენ ვარიანტთა დინებას.
უმცირესი წინააღმდეგობის გზები ორგანიზდებიან ცალკეულ ნაკადებად.
ვარიანტთა დინებების ნაკადები უკვე შეიცავენ თავის თავში ყველა პრობლემის გადაწყვეტას.
შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა გონებას ოპტიმალური ნაკადიდან აგდებს.
ჩანჩქერამდე გონებას მიყავხართ, და არა ვარიანტთა დინების ნაკადებს.
ყველაფერი გაცილებით უბრალოდ კეთდება, ვიდრე გეჩვენებათ. თავი მიეცით ამ უბრალოებას.
მუშაობს არა თავად ნიშანი, არამედ თქვენი დამოკიდებულება მისადმი.
გზამკვლევი ნიშნები მიანიშნებენ შესაძლო მოსახვევზე ვარიანტთა დინებაში.
ცხოვრების გზები ერთმანეთისგან ხარისხობრივად განსხვავდებიან.
ნიშნები გვაფხიზლებენ, რადგანაც სხვა ხაზებზე გადასვლისას ჩნდებიან.
ნიშნები იმით გამოირჩევიან, რომ შეგრძნებას ქმნიან, თითქოს რაღაც ისე ვერაა.
ნიშანი შეგვიძლია ავხსნათ მხოლოდ როგორც მინიშნება - მოახლოვებული მოსახვევისა ვარიანტთა დინებაში.
სპონტანური ფრაზები შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ხელმძღვანელობა მოქმედებისთვის.
სულიერი დისკომფორტის მდგომარეობა ცხად ნიშანს წარმოადგენს.
თუკი გიწევთ, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოთ რამეში, ეს ნიშნავს, რომ სული „არა“-ს ამბობს.
როცა სული „კი“-ს ამბობს, თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება.
თუკი არსებობს შესაძლებლობა, რომ უარი თქვათ დისკომფორტულ გადაწყვეტიულებაზე, - თქვით უარი.
მიზანშეწონილობა უკვე ჩადებულია ვარიანტთა დინების ნაკადებში.
აუცილებელია შეარბილოთ მოჭიდება და მიიღოთ საკუთარ სცენარში გაუთვალისწინებელი მოვლენები.
სცენარისგან შესაძლო გადახრის მიღებაში ხელს მნიშვნელოვანობა გიშლით.
გონება ცდილობს რომ თავად დინება აკონტროლოს, და არა თავისი მოძრაობები დინებაში.
გადაიტანეთ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე.
როდესაც უარს ამბობთ კონტროლზე, თქვენ იღებთ ნამდვილ კონტროლს სიტუაციაზე.
თუ ვარიანტთა დინებას გაჰყვებით, სამყარო თქვენს შესახვედრად წამოვა.