სადჰგურუ - ხუთი ელემენტის შესახებ...

Admin
სადჰგურუ
0
0

მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო როდესაც ადი-იოგი გადასცემდა ამ ცოდნას შვიდ ბრძენს, რაც დღეს ც...

akash

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

წყარო

როდესაც ადი-იოგი გადასცემდა ამ ცოდნას შვიდ ბრძენს, რაც დღეს ცნობილია, როგორც ‘საპტარიშა’ (შვიდი ბრძენი), მათ სურდათ გაეგოთ, თუ რა ბუნებისაა ეს სამყარო, სად იწყება, ან სად მთავრდება. მისთვის კი ეს სრულიად უინტერესო იყო, მოსაბეზრებელიც კი. იცით, ალბათ, მოსწავლეები მომაბეზრებლები არიან, მასწავლებლებიც, მაგრამ, მოსწავლეები თავს გაბეზრებენ თავიანთი მიუხვედრელობით. და როდესაც მას ძალიან მობეზრდა ეს ყველაფერი, ასეთი რამ თქვა: მე შემიძლია მთელი ეს თქვენი დიადი კოსმოსი, რომელზეც გაუთავებლად მეკითხებით, რამდენად დიდია, სად იწყება და სად მთავრდება, დავკუჭო და ერთ პატარა მდოგვის მარცვალში ჩავტიო. ეს ძალიან ეფექტური შეფუთვა იქნებოდა, არა? თუ გნებავთ, კორპორატიულიც. მაგრამ ისინი მაინც არ მოეშვნენ და ისევ აგრძელებდნენ შეკითხვების დასმას, მაინც როგორია ამ სამყაროს ბუნება? მაშინ კი, უკვე ძალიან თავგაბეზრებულმა სიტყვების დახარჯვაც კი ზედმეტად მიიჩნია და მარტივად უთხრა: ხუთი. სულ ეს არის, რაც უნდა იცოდეთ - ხუთი. ხუთი მილიონი კი არა, უბრალოდ - ხუთი. აბა შეხედეთ, სულ რაღაც ხუთიოდე ელემენტი რა საოცრებებს ქმნის, მიმოიხედეთ, რა მრავალფეროვნებაა სამყაროში, ნახეთ, რა მასშტაბებია, თან გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ხუთი ელემენტისგანაა შექმნილი ეს ყოველივე. რა საოცრებაა, არა?

ამ ხუთიდან ოთხი ერთისგან გამომდინარეობს. ეს ოთხი რა არის? მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, სივრცე. ეს ხუთი ელემენტი გარკვეული შემადგენლობით სახეზეა სიცოცხლის სხვადასხვა ასპექტებში. მოდით, ამ ჯერზე ნუ შევეხებით უსულო საგნებს, თუმცა, ისინი იქაც არიან. მაგრამ სხვადასხვა ცოცხალ არსებებში ისინი სხვადასხვა კომბინაციაში გვხვდება. თქვენში, მაგალითად, 72% წყალია, 13% მიწა, 6% ჰაერი, 4% ცეცხლი, ხოლო დანარჩენი - სივრცე. როდესაც ვამბობ „დანარჩენი სივრცე“, ვენიტო ფიქრობს, რომ იგულისხმება ‘აკაშა’, არა, ეს არ არის ასე. მე ვგულისხმობ „დანარჩენ სივრცეს“, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ სტრუქტურებზე, ან ცალკეულ ფიზიკურ განზომილებებზე. ამდენად, 100% - ეს არ არის მყარი სიდიდე. თუ თქვენ მხოლოდ სხეულს გულისხმობთ, კი ბატონო, მაგრამ, თუკი ‘აკაშაზე’ მიდგება საქმე, მაშინ საუბარი პროცენტებზე უადგილოა. და მაინც, თქვენი აზრით, რა არის ‘აკაშა’? მართალია, სიტყვა ‘აკაშა’ დღეს გამოიყენება გარკვეული მნიშვნელობით, იგი ნიშნავს ‘ცას’. უწინ კი ნიშნავდა ‘მეხუთე ელემენტს’. თქვენი თვალები უძლურია დაინახონ რამე მეხუთე ელემენტის ფარგლებს მიღმა. მარტო ღამით შეგიძლიათ ასე შორს ხედვა. დღისით მხოლოდ ეთერულ სფეროს ხედავთ. იმის გამო, რომ სინათლე ეცემა ეთერს, იგი მას ცისფრად აფერადებს. სხვა სიტყვებით რომ აგიხსნათ, ვთქვათ, ცა ღრუბლებით დაიფარა. თქვენ ვეღარ ხედავთ ცას და თქვენთვის ცა დღეს ღრუბლებია. თქვენ გგონიათ, რომ ხედავთ მოწმენდილ ცას? არა. თქვენ ხედავთ ეთერულ ცას, ეს ეთერული ბუშტია, ატმოსფეროს ფარგლებს მიღმა, დიახ, ეთერული ბუშტი. დღისით სინათლე გარკვეული ფორმით განიბნევა და აირეკლება და, ამიტომაც, თქვენ ხედავთ ცოტა უფრო შორს. მხოლოდ ღამით, როდესაც არ არის მზის სინათლე, თქვენ ხედავთ ეთერული სივრცის მიღმა.

ახლა კი ‘აკაშა’. ეს აღქმის, ინტელექტისა და ყოფიერების კიდევ ერთი განზომილებაა. ასე რომ, - თქვენი წყალიც აქ არის, თქვენი მიწაც აქ არის, თქვენი ცეცხლიც აქ არის, თქვენი ჰაერიც აქ არის, მაგრამ თქვენი ‘აკაშა’ მხოლოდ აქ არ არის, ის განვრცობილია. ჩვეულებრივ, რიგითი ადამიანისთვის, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელია, საკმარისად აქტიური და მოძრავი, ‘აკაშა’ იკავებს სივრცეს მისი სხეულის გარშემო, სადღაც 9-დან 18 დიუიმამდე რადიუსში. მაგრამ, თუკი ცოტა მეტ ძალისხმევას მივახმართ, ეს ბუშტი შეიძლება უსაზღვროდ გავაფართოვოთ. დღეს თქვენ იყენებთ iClaud-ს, იქაც არის ღრუბელი, თქვენ შეგიძლიათ ის განავრცოთ, გააფართოვოთ, გაზარდოთ პლანეტის მასშტაბამდე, სამყაროს მასშტაბამდეც. ეს მხოლოდ ჩვენი მზაობის საკითხია. სულ ეს არის. თქვენი საზღვრები... რამდენად პატარაა თქვენი საზღვრები? ეს თქვენი სურვილის არქონაა ურთიერთქმედებისთვის...ასე არ არის? ვთქვათ, სოციალური საზღვრები... რამდენად ფართოა თქვენი სოციალური საზღვრები, ან რამდენად პატარა... ეს თქვენი სურვილის, ან ამ სურვილის არქონის საკითხია, თქვენი სოციალური აქტივობიდან გამომდინარე. ანალოგიურად, რამდენად სასურველი ხდება ეს ცხოვრება თქვენთვის, ან რამდენად მოუმზადებელი და არაგანწყობილი ხართ. რატომ არ უნდა მქონდეს სურვილი? ეს კითხვაა.

შეეცადეთ, გაიგოთ. ვთქვათ, ნივთები შეფუთულია იმგვარად, რომ ერთი მეორეშია მოთავსებული, ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ, ის, რასაც თქვენ სიცოცხლეს უწოდებთ, იმავდროულად სიკვდილია. თუნდაც, ამ წუთას, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ცოცხლობთ, ან შეგიძლიათ თქვათ, რომ კვდებით, სინამდვილეში, თქვენ კვდებით. ერთ მშვენიერ დღეს ეს ასეც მოხდება. ასე არ არის? სულერთია, თქვენ ამას სიცოცხლეს დაარქმევთ, თუ სიკვდილს, ეს ერთიდაიგივეა. მაგრამ ჩვენ ამას აღვიქვავთ, როგორც ორ სხვადასხვა მოვლენას. იმ დროს, როდესაც თქვენ მას ორ სხვადასხვა მოვლენად აღიქვავთ, აი, რატომ არის ‘სიკვდილი’ პროცესი, თქვენ აღიარებთ მის ერთ ნაწილს და წინააღმდეგობას უწევთ მეორეს. ხოლო თუ თქვენ წინააღმდეგობას გასწევთ, ანუ, შეეწინააღმდეგებით სიკვდილს, თქვენ იმ რაღაცას კი არ გაუწევთ წინააღმდეგობას, რასაც ‘სიკვდილი’ ჰქვია, არამედ უბრალოდ გაექცევით ცხოვრებას.

ყოველ დილით, თქვენ დაიწყებთ ლოცვა-ვედრებას, მე არ მსურს სიკვდილი, მე არ მსურს სიკვდილი, მე არ მსურს სიკვდილი. და რა ხდება ამ დროს? უბრალოდ, ცხოვრება გვერდზე დაგრჩებათ. მოკვდებით თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ, დანამდვილებით გეტყვით, რომ თქვენ არ ცხოვრობთ. ამიტომ, რამდენადაც სიცოცხლე ყოვლისმომცველია, მაგრამ ინტელექტი მონოპოლიური, იგი მუდმივად ცდილობს, გაკვეთოს და ცალცალკე დაინახოს, რა არის სიკვდილი, ან როგორია სიცოცხლე. მაგრამ, არ არსებობს ეს ორი მცნება ცალცალკე, ისინი აღრეულია და ორივე ერთდროულად ხდება. ამიტომაც, თუკი შეგწევთ უნარი აღიქვათ თქვენი აკაშა ცნობიერ დონეზე, ერთხელაც, უცაბედად, თქვენთან მოვა ეს ცოდნა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. თქვენ შეიძლება გამდიდრდეთ, მიუხედავად გაუნათლებლობისა, და კარგად იგრძნოთ თავი. თავისუფლად შეიძლება იყოთ გაუნათლებელი, მაგრამ არაჩვეულებრივად გრძნობდეთ თავს, რადგან ყველაფერი, რაც ცხოვრების შესახებ უნდა იცოდეთ, აქ, ამ ხუთ ელემენტშია თავმოყრილი, ეს იოგური პროცესის ყველაზე ფუნდამენტური ასპექტია. მას ‘ბჰუტაშუდჰი’ ეწოდება.

ნებისმიერი იოგური პრაქტიკა, სულერთია, რომელს მისდევთ, იგი აუცილებლად წარმოადგენს ბჰუტაშუდჰის მცირე მოდელს, ან მისგან გამომდინარეობს, რასაც ელემენტების ‘განწმენდა’ ეწოდება. თუკი ამ პრაქტიკას საკმარისად განახორციელებთ, თქვენ ეს მიგიყვანთ ‘ბჰუტასიდჰისთან’, რაც გულისხმობს, რომ უკვე გარკვეულწილად აკონტროლებთ თქვენს ხუთივე ელემენტს. თუკი თქვენი სტიქიების კონტროლის მექანიზმს ფლობთ, თქვენი სხეული იქნება ისეთი, როგორიც გსურთ, თქვენი ცხოვრება ისე წავა, როგორც ამას მოისურვებთ, თქვენს ბედს თქვენვე განაგებთ, და არამხოლოდ, მოვლენებიც კი თქვენს გარშემო ისე წარიმართება, როგორც გსურთ. ცხოვრებაც თქვენს გარშემო თქვენი სურვილისამებრ იდინებს. მცენარეები გაყვავილდებიან, თუნდაც არ იყოს მათი ყვავილობის ჟამი. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მანამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. ფიქრობთ, ეს რაღაც ზებუნებრივია? ზეადამიანურია? არა, ეს არ ნიშნავს იყოთ სუპერ-ადამიანი. ეს იმისთვის, რომ გაიგოთ, რომ რეალიზებული ადამიანი არის ს უ პ ე რ ძლიერი. და როგორია ამ ხუთი ელემენტის ბუნება? როგორ ფუნქციონირებენ ისინი? დედამიწაზე განხორციელდა ურიცხვი რაოდენობის კვლევები, როგორც მეცნიერული, ასევე ემპირიული მიმართულებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვცნობთ ამ ყველაფერს და, ვცდილობთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ქიმიურ დონეზე მივუდგეთ, რაც, სამწუხაროდ ძალზედ პრიმიტიული მიდგომაა ცხოვრებასთან. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის ქიმიური წამლებით მკურნალობის მეთოდებზე და მსგავს საკითხებზე, ეს აქტუალური ხდება ჭარბი მოსახლეობის პირობებში და მჭიდრო დასახლებების გამო.

ჩვენ რომ უფრო გაშლილად ვცხოვრობდეთ, ჩვენს მიწაზე ვცხოვრობდეთ, თუნდაც ჯუნგლებში, მაშინ არ შეგეყრებოდათ ამდენი ინფექციური დაავადება. ქიმიური მედიკამენტები მხოლოდ ინფექციურ დაავადებების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება, მაგრამ ქრონიკულს ვერ შველის. რატომ? რადგან თქვენ დაგერღვათ ფუნდამენტური ბალანსი. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური რამ. თუკი ერთ-ერთი ამ ელემენტთაგან გამოსულია წყობიდან, მას შეუძლია წარმოუდგენლად გავნოთ. ამიტომ, ერთი მარტივი საშუალება არსებობს ამ კულტურაში. როდესაც საჭმელად ემზადებით, უბრალოდ თავი დახარეთ მის წინაშე, და არ უთხრათ რომელიმე ღმერთს მადლობა. ნუ გააკეთებთ ამას, თუ მაინცდამაინც გსურთ ვინმეს უთხრათ მადლობა, მაშინ უთხარით იმ საწყალ გლეხს, რომელმაც ეს პროდუქტები მოიყვანა და თვითონ კი არ ჭამა, თქვენამდე მოიტანა. ჩვენ არ ვუხდით მადლობას ღმერთებს და არ აღვაპყრობთ მაღლა თვალებს, უბრალოდ თავს ვიხრით ამ საჭმლის წინაშე, რადგან ვიცით, რომ როგორც მოეპყრობით ამ საკვებს, ისე მოიქცევა იგი თქვენს ორგანიზმში.

დღეისათვის უამრავი კვლევაა ჩატარებული, რომელიც ამას გვიჩვენებს. მაგალითად, ამ წყალს, რომელსაც უკიდეგანო მეხსიერება გააჩნია, თუ უბრალოდ, გარკვეული აზრით შევხედავ, მისი მოლეკულური აგებულება იცვლება, ქიმიური კი არა, მოლეკულური აგებულება იცვლება, და იგი უკვე სხვანაირად იქცევა. ეს მრავალი ექსპერიმენტით დამტკიცდა და ახლა მათ (მეცნიერებმა) მოიგონეს კიდევ ასეთი მცნება - ‘ფეთქებადი წყალი’. შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს აქვს კიდეც ამგვარი გამოცდილება, მაგალითად, თუ მისულხართ ჩანჩქერთან და ხელით შეხებიხართ ჩანჩქერიდან ვარდნილ წყალს, იგრძნობდით, რომ იგი აბრეშუმივით რბილია. თუკი ამ ჩანჩქერს ჩასცდებით, გაყვებით დინებას გარკვეულ მანძილზე და კვლავ შეეხებით წყალს, იგი უკვე აღარ არის აბრეშუმივით, როგორც ჩანჩქერზე იყო, რადგან წყალი ჩანჩქერზე თავის თავშივე ფეთქდება. გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც წყალს აფეთქებს. თუკი ამ გზით მიღებული წყლით მორწყავთ თქვენს მცენარეებს, თქვენ მხოლოდ 10% მორწყვით მიიღებთ იგივე მოსავალს, მხოლოდ იმიტომ, რომ წყალი აფეთქებული იყო. ამ დანადგარებს დიდი ბრიტანეთი აწარმოებს. ჩვენ მივიღეთ ეს მოწყობილობა ადგილობრივი ფერმერებისთვის და ახლა, წყლის მინიმალური რაოდენობაც საკმარისია იგივე კულტურების მოსაყვანად, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წყლის მოლეკულური აგებულება ბევრ რამეს ცვლის. ჩვენ ეს ყოველთვის ვიცოდით. სწორედ იმიტომ. რატომ დადიან ადამიანები ტაძარში და თავგადაკლულად ცდილობენ როგორმე იქიდან წყალი წამოიღონ? რადგან წყალს უნდა გააჩნდეს ღვთაებრივის ხსოვნა. ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ წყალს ტაძარში ღვთაებასთან აქვს კავშირი და თუ მას მიიღებენ, ის აუცილებლად სარგებლობას მოუტანს. თუკი ეს პრაქტიკა ამართლებს, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, როგორ ხდება ეს სხვადასხვა ადგილებში. მაგრამ იმის შეცვლის შესაძლებლობა, თუ როგორ მოიქცევა წყალი თქვენს ორგანიზმში, მისთვის უბრალოდ, სხვაგვარად შეხედვით, ვიდრე მას დალევდეთ, არსებობს. უბრალოდ, თავი დახარეთ მის წინაშე. ნუ შეხედავთ მას, როგორც პროდუქტს. ეს არ არის საქონელი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედა, მამა, თქვენი შვილები, ან ვინც გნებავთ. ასეა? რა არის ამ ჭურჭელში? წყალი. თუკი არ მიიღებთ მას მთელი დღის მანძილზე, თქვენ დაგავიწყდებათ დედაც, მამაც, ყველა და მხოლოდ ერთი სურვილი გექნებათ, მოიკლათ წყურვილი.

ასე რომ, ხუთი ელემენტი. თუკი თქვენ ისწავლით, როგორ მოეპყრათ მათ სწორად, ეს არის მიწა, რომელზეც დადიხართ, წყალი, რომელსაც სვამთ, ჰაერი, რომლითაც სუნთქავთ, საჭმელი, რომლითაც იკვებებით და ცა... სამჯერ დღეში, გაცნობიერებულად, უბრალოდ შეატყუპეთ ხელები ამ ყველაფრისთვის, ეს ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია, თქვენი სიცოცხლე მათგან შედგება, უბრალოდ, შეხედეთ ამ ყველაფერს სხვა თვალით და ნახავთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვენი კეთილდღეობის შეგრძნება, თქვენი სტაბილურობა, ეს ყველაფერი საგრძნობლად გაუმჯობესდება. თუ გსურთ სწორად გამოიყენოთ პრაქტიკაში ‘ბhუტაშუდhი’, გთხოვთ, მობრძანდეთ ჩვენთან. ჩვენ გვაქვს ‘ბhუტაშუდhის’ კარგად დამუშავებული სისტემები, ალბათ, როგორიც არავის მთელ მსოფლიოში. ამ სისტემებს შემოგთავაზებთ, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის საჭიროა გარკვეული მომზადება და საქმისადმი თავდადება.

მსგავსი სტატიები

ტკივილი, მაგრამ არა ტანჯვა


სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: მამუკა გურ...

ოთხი იოგის ისტორია


მონაკვეთი სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: ...

რატომ ვარ დასტრესილი?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ანა მორჩილაძე არ ინ...

სადჰგურუ - როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული?


სადჰგურუ - როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული და როგორ გავარკვიოთ არ...

რელიგიების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ლექციიდან მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ...

სადჰგურუ - როგორ ვიკვებოთ სწორად


მთარგმნელი: მარიამ ვარდოსანიძე წყარო თუ ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე „...

სიკვდილი, სული, რეინკარნაცია - ინტერვიუ სადჰგურუსთან


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული კითხვ...

სადჰგურუ - ჩაკრების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან  მთარგმნელი: ია გოისაშვილი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff