"ღამის ბუ" თუ "დილის ტოროლა"?

Admin
სადჰგურუ
4.5
1

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ნინო მამულაძე კითხვა სადგჰურუსადმი: მინდა გითხრათ...

aaaowl

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: ნინო მამულაძე

კითხვა სადგჰურუსადმი: მინდა გითხრათ, რომ ღამით მე გაცილებით უფრო პროდუქტიული ვარ ვიდრე დღისით, ასევე მინდა ავღნიშნო , რომ მე არ მაქვს დარღვეული ე.წ პირადი ,,ბიოლოგიური საათი’’ ან სხვა რამ, მაგრამ გამუდმებით ვგრძნობ, თუ როგორ იწევს ჩემი ეფექტურობისა თუ პროდუქტიულობის ხარისხი ღამით, მნიშვნელობა არ აქვს რითი ვარ დაკავებული საბოლოო შედეგი გაცილებით მეტად შედეგიანი მაქვს ხოლმე, ასევე მინდა დავამატო, რომ მაგ პერიოდში ვგრძნობ თუ როგორ იწევს ჩემში ენერგია და განვიცდი ერთგვარ აღმაფრენას. როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ეს ყველაფერი ამგვარად და რით შეგიძლიათ ახსნათ ეს ყოველივე?

სადგჰურუ: მინდა გითხრათ, რომ ვგონებ თქვენ არასწორ ქვეყანაში დაიბადეთ (ხუმრობს).

ზოგადად არსებობს სამი ტიპისა თუ კატეგორიის ადამიანი

1) გახლავთ, ადამიანები, რომლებსაც ღამე არ სძინავთ, მაგალითად ავიღოთ როგი, ის ამას მისი „მენტალური ავადმყოფობის“ გამო ვერ ახერხებს, სამწუხაროდ მას უბრალოდ არ გამოსდის იყოს მძინარე მდგომარეობაში ღამით;

2) ბოგი არის ასევე ტიპი ადამიანისა, რომელიც ვერ იძინებს ღამე, ვინაიდან დროის ამ მონაკვეთში ის დიდ სიამოვნებას ღებულობს, რადგან ის არის ე.წ. მაძიებელი, რომელიც შთაგონებას პოულობს სიბნელეში;

3) მესამე კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ იოგი, რომლისთვისაც ღამე ყველაზე ინტიმურია, რათა დაკავდეს მისი საქმიანობით; რომელი მათგანი ხართ თქვენ ? ეს თავად გადაწყვიტეთ, მე ამის შესახებ არაფრის თქმა არ მსურს.

და მაინც რატომ ღამე ? შეხედეთ სინათლეს, ჩვენ პატივს ვცემთ მას, რადგან ჩვენი მხედველობის „აპარატი“ მოწყობილია გარკვეული პრიციპით, სინათლე უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ მისი მეშვეობით აღიქვავ შენ ირგვლივ ყველაფერს, მაშასადამე სინათლე პირდაპირპროპურციულად დაკავშირებულია ვალიდურობასთან, ის ხომ ყველა მატერიალურ საგანსა თუ ობიექტს ცხადყოფს; თუ წარმოიდგენთ, რომ სინათლე უეცრად გაქრება და სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით აივსება სიბნელით , ჩემს და თქვენს შორის საზღვრები გაქრება მე თქვენ აღქმას დავიწყებ , როგორც ერთიან მასას და შემდგომ ვერცერთი თქვენგანის იდენტიფიკაციას ვეღარ მოვახდენ. აქედან კი მარტივი დასკვნა გამომდინარეობს ღამით ,,საზღვრების’’ ცნება ობიექტებს შორის ფაქტობრივად მინიმუმამდე დასული და გამქრალია, ასევე ქრება აღქმა ნაწილობრივ პერსონალური ინდივიდუალურობის განცდის, რადგან ჩვენი ვიზუალური აპარატის ფუნქციები უბრალოდ უძლურია ბუნების ძალების წინაშე. შესაბამისად, სინათლის არ არსებობის შემთხვევაში ყველაფერი შერწყმული იქნება ერთ მთლიანობად, აგრეთვე ნათელია ის ფაქტი, რომ ზემოთ აღწერილი სამი ,,პერსონაჟი’’ იოგი, ბოგი და როგი, თავისებურად თითოეული მათგანი ღებულობს სარგებელს ღამისგან.

მე შემიძლია ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და მინდა გითხრათ, რომ მეც ,,ღამის ადამიანი’’ (ბუ) ვიყავი, მინდა გავიხსენო ჩემი სწავლის პერიოდი, როცა სკოლაში დავდიოდი, გაკვეთილები ჩვეულებრივ 8:30 წთ-ზე მეწყებოდა, ხოლო დედაჩემი და ჩემი და, 6:45 წთ-დან იწყებდნენ ჩემს გაღვიძებას, ეს, ერთგვარად, ფუჭი ძალისხმევის ,,სერიებს’’ წააგავდა, ისინი წამომაყენებდნენ, დამსვავდნენ საწოლზე, იწყებდნენ ჩემს გამოფხიზლებას, შენჯღრევას, დედაჩემი კი გამუდმებით მიმეორებდა, რომ მაგვიანდებოდა , მე ტრადიციულად აბაზანის მისაღებად შევდიოდი , თუმცა ესეც ფუჭი იყო. იქაც მიტევდნენ უძილობის ქრონიკები, ხოლო თუ არავინ ეცდებოდა ჩემს გაღვიძებას შემეძლო შუადღემდე გამეგრძელებინა ძილი, საბოლოოდ კი აღმოვაჩინე იოგა და პრაქტიკებსაც ინტენსიურად შევუდექი, მაშინ 12 წლის ვიყავი, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ დაახლოებით 8-9 თვე , მნიშვნელობა არ ქონდა თუ სად ვიქნებოდი, დროის რომელ ზონაში, ყოველდღიურად მე ხომ მიწევს სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაადგილება, ტრადიციულად 3:40-3:45 წთ -ის შუალედში მე უბრალოდ მეღვიძებოდა, ალბათ გაინტერესებთ თუ რატომ ხდებოდა ეს ჩემს თავს, რეალურად საქმე იმაშია, რომ დროის ამ მონაკვეთში ბუნებაში გარკვეულწილად ხორციელდება ცვლილებები, ჩემი სხეული კი მექანიკურად, იმპულსურად იღვიძებს, სწორედაც, რომ დროის ამ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ ყველაზე უკეთ აღიქვათ ის მოცემულობა, რომ ხართ იმ სისტემის ნაწილი და პროდუქტი, რომელსაც დედაბუნება და ჩვენი პლანეტა ქვია; მნიშვნელობა არც იმას აქვს თუ რას ფიქრობენ ინდივიდები საკუთარი თავის შესახებ ან რა წარმოდგენები აქვთ მათ რაობაზე, ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვეკუთვნით ამ პლანეტას და მისი შემადგენელი ელემენტები ვართ, მეტაფორულად, რომ აღვიქვათ ეს ყველაფერი თითქოს, ერთგვარად წრებრუნვას გავს, სადაც ჩვენი პლანეტა წარმოადგენს ყოველი ,,ცოცხალის’’ მშობსა თუ მიმბარებელს.

მინდა ცოტა სენსიტიურ და სასაცილო საკითხს შევეხო, კერძოდ იმას , რომ თანამედროვე ადამიანს სჯერა, რომ მისი არსებობა დროში გაიწელება და ვერც კი უშვებენ იმ მოცემულობას საკუთარ თავში, რომ ადრე თუ გვიან დედამიწა მათ მიიბარებს, როგორც მის განუყოფელ ნაწილს, საუკუნეების განმავლობაში ამ პლანეტაზე უამრავი სტატუსის, ღირებულების, მქონე ადამიანი დააბიჯებდა, რომელთა შორის იყვნენ ჭკვიანებიც და სულელებიც , თუმცა სად ჯანდაბაში არიან დღეს ისინი ? როგორც ხედავთ მათი ნიშან-წყალიც კი აღარ დარჩა; ისინი უბრალოდ კვლავ იქცნენ მიწად, თქვენ ალბათ უამრავი იდეალით ხართ სავსენი და ფიქრობთ, რომ თუ როგორი დიდებულია სიცოცხლე და ასე შემდეგ, თუმცა თქვენ სანამ იმყოფებით კავშირში დედამიწასთან, უბრალოდ ამ უკანასკნელისთვის ნიადაგის განახლების წყაროს წარმოადგენთ; ყველაზე მნიშვნელოვანი, რაღაც რაც უნდა გააცნობიეროთ კი არის, ის რომ სიცოცხლის ყოველი ფორმა გარდაიქმნება გამოცდილებად, სანამ მოკვდებით თქვენ გიწევთ განვლოთ ეს ცხოვრება, რომელიც სავსეა სხვადასხვა ,,გამოცდილებებით’’, აქვე მინდა დავსძინო, რომ გამოცდილება ადამიანებისთვის ასოცირდება ყოველდღიური ყოფითი სიამოვნებების ტკბობასთან, თუმცა არსებობს უამრავი საკვლევი მასალა ადამიანისთვის, რათა აიმაღლოს ცნობიერება, თქვენ უნდა გახდეთ უფრო მგრძნობიარენი და როცა მე ამ სიტყვას ვახსენებ ადამიანებს ყოველთვის უარყოფითი ასოციაციები უჩნდებათ, რადგან ფიქრობენ რომ სენსიტიურობა თვისებაა სუსტი ინდივიდისა, რომლისთვის ზიანის მიყენება უმარტივესი რამაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იყო მგრძნობიარე და გქონდეს სენსიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი სრულიად განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომლისთვის ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ ,,ეგოს’’ ეგოისტური მიზნებიდან გამომდინარეობს; რეალურად კი გქონდეს სენსიტიური დამოკიდებულება გარესამყაროსადმი ნიშნავს იმას, რომ შენ თუ უბრალოდ გაივლი ამ დარბაზში უნდა შეამჩნიო და იგრძნო ყველაფერი რაც აქ არის განლაგებული; მაგალითისთვის, თუ უბრალოდ ქუჩაში გაივლი და შენს ყურადღებას ირგვლივ არაფერი გამოეპარება, ყოველი იქ არსებული ფორმა გახდება შენი გამოცდილების და მეხსიერების ნაწილი;

მინდა მოგიყვეთ ისტორია შანკარა პილაიზე, რომელმაც გადაწყვიტა ეყიდა ვირი, ხოლო კაცმა, რომელიც ვირს ყიდდა გააფრთხილა და უთხრა, რომ ვირი ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიურია, შენ არ შეგეძელება რომ მას დაარტყა და ფიზიკური ზიანი მიაყენოო, ასევე არც უხამსი სიტყვები უნდა გამოიყენო მისდამიო, არ უნდა გალანძღო და ასე შემდეგ; შანკარამ კი მიუგო, რომ მშვენიერია, მან იპოვა ის რაც სჭირდებოდა, მას ხომ ყოველდღიურად უწევდა ვირების ცემა, რათა განძრეულიყვნენ და საქმე ეკეთებინათ, ახლა კი იპოვა ისეთი ვირი, რომელიც მის ძველ პრობლემებს მოაგვარებდა, ამ კეთილი საქმის სანაცვლოდ მან გამყიდველს ბონუსად თანხაც კი დაუტოვა, მეორე დღეს დილით კაცმა დააპირა სამუშაოდ წასვლა და თხოვა ვირს წამომყევიო, ვირმა კი პასუხი არ გასცა, მან ემუდარა, ილოცა კიდეც მაგრამ ვერაფერი გააწყო, მას შემდეგ გადაწყვიტა ვაჭართან დაბრუნებულიყო და ეკითხა თუ რაში იყო საქმე, მოუყვა ასევე ვირის სიჯიუტის შესახებ, ხოლო არსებული სიტუაცია ვირის თავდაპირველი პატრონისთვის განმაცვიფრებელი აღმოჩნდა და კაცს უთხრა, რომ ამ საქმის გამოსწორება მისთვის მიენდო, ვაჭარმა მსხვილი ჯოხი აიღო და მთელი სიმძლავრით ჩაარტა თავში ვირს, შემდეგ კი ჯოხი მოისროლა, შანკარას მოუხმო და აჩვენა, რომ ვირი მას დაემორჩილა და ახლა უკვე იქ შეეძლო მისი წაყვანა, სადაც თვითონ მოუნდებოდა; შანკარან პილაი გაცხარდა და გაღიზიანებულმა ვაჭარს შემდეგი სიტყვებით მიმართა „შე იდიოტო, ხომ მარწმუნებდი ამ ვირის სენსტიურობაშიო?!“ , დამარწმუნე რომ მას კარგად უნდა მოვპყრობოდი შემდეგ კი თავად მას ასე მოექეცი, მე მსგავსად არასდროს მოვქცეულვარ და ასეთი ტკივილი ცხოველისთვის ჩემს ცხოვრებაში არ მიმიყენებიაო, ხოლო ვაჭარმა მიუგო, რომ ,,არა თქვენ ცდებით ის, მართლაც სენსიტიური ვირია, უბრალოდ თავდაპირველად საჭიროა მისი ყურადღების მიპყრობა“, ასე, რომ რეალურად განავითარო სენსიტიურობა და გახდე უფრო მგრძნობიარე მოვლენებისადმი ნიშნავს, რომ შენ თუ დახუჭავ თვალებს შენ უნდა გამოიცნო თუ ზუსტად რომელ ფაზაში იმყოფება მთვარე იმ გარკვეულ მომენტში, რადგანაც გარეგანი მოვლენები უშუალოდ სწორედ შენს შიგნითაც ხორციელდება.

როგორც იცით, ახალმთვარეობისას თუ სავსემთვარეობის პერიოდში მთელი ოკეანის აღზევება ხდება, ეს მიქცევ-მოქცევაზეც აისახება არა? ჩვენი ფიზიკური სხეულის დაახლოებით 72% კი შეადგენს წყალს და თქვენ როგორ ფიქრობთ მაშინ, როცა სამყაროში მიმდინარეობს სხვადასხვა ბუნებრივი პროცესები თქვენში არაფერი არ იცვლება? სამყაროში, თუნდაც ავიღოთ მზის სისტემაში არსებული ობიექტები და მათზე მიმდინარე პროცესები, თქვენშიც ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო თუ გახდებით მეტად მგრძნობიარენი რეალურად გეცოდინებათ, თუ როგორ დაგეგმოთ შემდგომ თქვენი ცხოვრების ყოველი ასპექტი, მთავარი ცდუნება კი ის არის რომ არ გახდეთ ე.წ ,,ეგო-სენსიტიური’’ კატეგორიის ადამიანები, რომელთა ემოციური აფეთქებები მხოლოდ და მხოლოდ მათი შინაგანი ეგოისტური სურვილებისა თუ მიზნების ხარჯზე ხდება, თქვენ არ უნდა იყოთ დამოკიდებული სოციუმის შეხედულებებზე ისინი არ უნდა ახდენდნენ თქვენზე გავლენას, საჭიროა გახდეთ მეტად მგრძნობიარენი და ჩაღრმავებულნი სიცოცხლისადმი, ხოლო თუ ამას შეძლებთ, რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში თქვენ არასდროს დაიკარგებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივ მზადყოფნაში გეყოლებათ თქვენი შინაგანი GPS პერსონალური ,,რუკა’’,თანამედროვე სამყაროში ჩვენ უამრავი ფსიქოლოგიური სტრუქტურა ავაგეთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, შევქმენით ქცევის მოდელები თუ ე.წ ,,ეტიკეტი’’, რეალურად კი ამ ყველაფერს საერთო არ აქვს რეალურ ცხოვრებასთან, ზემოთ აღნიშნული ე.წ ქცევის ,,პატერნები’’ ქმნიან სოციალურ სცენარს, რომლითაც ყველამ უნდა იხელმძღვანელოს. საბოლოო ჯამში, კი არსებული ცხოვრების უკვე დაწერილი და კარგად ჩამოყალიბებული ,,მოდელები’’ ადამიანებს აშორებს ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებისაგან, რასაც რეალურად გაცნობიერებულობა და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა ჰქვია.

მსგავსი სტატიები

შეიძლება თუ არა რომ რეიკი და პრანით მკურნალობა იყოს სახიფათო?


წყარო მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი სადჰგურუ გვაჩვენებს, თუ როგ...

ცხოვრება ჭკუიდან გშლით? - როგორ უნდა მოიპოვოთ ბალანსი


ტრანსკრიფცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ქეთევან მიმინოშ...

რატომ ვარ დასტრესილი?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ანა მორჩილაძე არ ინ...

საკუთარ აზრებთან ბრძოლა


 არ გააიგივოთ აზრები უარყოფითთან, იმიტომ რომ ეს მხოლოდ აზრია...

სადჰგურუ მარიხუანის შესახებ


მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყარო   რომელი ნარკოტიკიც არ უნ...

როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი შეგვეფერება?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე - რ...

ტკივილი, მაგრამ არა ტანჯვა


სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: მამუკა გურ...

ხერხემლის მნიშვნელობა სულიერი ზრდისთვის


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული კითხვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff