შეიძლება თუ არა რომ რეიკი და პრანით მკურნალობა იყოს სახიფათო?

Admin
სადჰგურუ
0
0

წყარო მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი სადჰგურუ გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია შეგვიყვანოს შეცდომა...

reiki

წყარო

მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი

სადჰგურუ გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია შეგვიყვანოს შეცდომაში პრანით მკურნალობამ და მსგავმა პრაქტიკებმა, და როგორ შეუძლიათ შეგვიქმნან უფრო ღრმა პრობლემები, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლებულიყავით.

კითხვა: გამიგია, რომ რეიკი, პრანით მკურნალობა და ამდაგვარი რაღაცეები კარმულ დონეზე მუშაობს და მოიცავს გარკვეული ენერგიით მანიპულირებას. გვაყენებს ეს პრაქტიკა ზიანს?

სადჰგურუ: პლანეტაზე იმდენი მკურნალია! რამოდენიმე წლის წინათ ერთი ამერიკელი მკურნალი ჩამოვიდა ჩენაიში (ინდოეთის ქალაქი Chennai), და იყო მის მიმართ მიმართული დიდი კამპანია, ბევრი ხალხი მოგროვდა სამკურნალოდ ჩენაის სანაპიროზე. ხალხი მოდიოდა და მეკითხებოდა: ‘’სადგურუ, რა არის ეს მკურნალობა? უნდა წავიდე? მე მაქვს ეს დაავადება!’’

მე ვუპასუხე: ‘’თუ გინდათ მოვაგროვებ ყველა საავადმყოფოს მისამართებს და მივაწოდებ მათ მკურნალებს. თუ გინდა განკურნო დაავადებული, მაშინ საავადმყოფოში უნდა წახვიდე. რატომ მიდიხარ სანაპიროზე? მე მეგონა იქ ჯანმრთელი ხალხი დადიოდა’’.

როდის შეიძლება გახდეს სახიფათო ეს თაღლითური სამუშაო?

მე არ ვამბობ, რომ ამაში არაფერია. 90% შემთხვევაში მას არაფერი მოაქვს, ხოლო 10%-ში შეიძლება იყოს რაღაც. როდესაც მას არაფერი მოაქვს, მე კარგად ვარ მასთან მიმართებაში. დავუშვათ ვიღაც მოგყიდის არაფერს, ის უბრალოდ კარგი ბიზნესმენია და შენ ხარ ცოტა სულელი, მაგრამ ამით არანაირი ზიანი არ გადგება. შენ გაქვს ყიდვის სიამოვნება და ისიც თავის საქმეს აკეთებს. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც მიდიხარ სავაჭრო ცენტრში, ძირითადად ყიდულობ ‘’არაფერს’’, ასე არ არის? შენ ყიდულობ მას, მოგაქვს სახლში, და სავარაუდოა რომ არც არასდროს მოხსნი მას შეფუთვას. რაც არ უნდა გეყიდა უბრალოდ რჩება ასე დიდი ხნით, იმიტომ რომ საქმე ნივთში კი არაა, არამედ მის ყიდვაში. ისინი აკმაყოფილებენ შენს მყიდველობით მოთხოვნას ‘’არაფრის’’ მოყიდვით, და ამით არანაირი ზიანი არ გადგება. მაგრამ თუ ისინი მოგყიდიან რაღაცას, რაც გაზიანებს, მაშინ ეს უარესია, ვიდრე მოგყიდონ ‘’არაფერი’’. ‘’არაფრის’’ მოყიდვა ეს თაღლითური სამუშაოა. ის მხოლოდ ფული ღირს, ის არ ღირს სიცოცხლე. მაგრამ ეს “რაღაც” შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ის 10%, რომლის დროსაც შეიძლება არაფერი მოხდეს, ესაა სადაც საფრთხეა, და ეს საერთოდ არაა საჭირო.

დღეის მდგომარეობით, თანამედროვე მედიცინის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ თითქმის ყველა ინფექციურ დაავადებას. როდესაც მოიხმართ ნებისმიერი სახის მედიკამეტს, ესაა მცდელობა შეცვალოთ თქვენი სხეულის ქიმია გარეგანი საშუალებებით. ამის გამო სისტემა გარკვეულწილად იტანჯება. ერთ დონეზე მედიკამენტი კურნავს დაავადებას, მაგრამ სხვა დონეზე ის ქმნის გარკვეულ ტანჯვას. როდესაც ეს გადის გარკვეულ ზღვარს მიღმა, ჩვენ ვამბობთ რომ გვერდით მოვლენებს აქვს ადგილი ამ მედიკამენტის გამო. მაგრამ ნებისმიერი მედიკამენტის მიღების გამო ჩვენს სისტემას ყოველთვის ექმნება დარღვევები. თუ თქვენ მისდევთ იოგურ პრაქტიკებს, როდესაც მედიტირებთ, შეგიძლიათ მკაფიოდ დაინახოთ, რომ თქვენი სისტემა აღარაა ძველებური. როდესაც ცდილობთ შინაგან ქიმიაზე ზემოქმედებას გარეგანი ქიმიით, იქმნება დარღვევები. ესაა ამის საფასური, მაგრამ საჭიროა, რადგან დაავადება თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაგრამ ქრონიკული დაავადებები თქვენ არ გაგჩენიათ გარეგანი ორგანიზმების გამო.

ქრონიკული დაავადებებისთვის ავადმყოფობა მხოლოდ ზედაპირია. სიმპტომი, რომელიც თქვენ შეამჩნიეთ, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როგორც აისბერგის ანდაზისეული სახე, ის მხოლოდ პატარა პორციაა. დაავადების დროს სიმპტომი, რომელსაც შენ ამჩნევ, მხოლოდ პატარა პორციაა ამ პრობლემისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმპტომები ინდიკატორებია.

პრობლემის ფესვები

როდესაც ვინმე მკურნალობას მიმართავს, ისინი ყოველთვის ცდილობენ მოიშორონ სიმპტომები, რადგან მას მიიჩნევენ დაავადებად. თუ ინდიკატორს მოვაცილებთ, პრობლემის ფესვები მაინც დარჩება. თქვენს ფიზიკურ სხეულში მანიფესტირებული ინდიკატორი არის იმისთვის, რომ ყურადღება მიაქციოთ ფესვებს. იმის მაგიერ, რომ ფესვებს მივაქციოთ ყურადღება და დავინახოთ რა არის გასაკეთებელი ამის გამოსასწორებლად, თუ მხოლოდ წაშლით ინდიკატორს, ფესვები ამოქმედდება ბევრად უფრო მკვეთრი გზებით თქვენს სისტემაში. ასე ასთმა შეიძლება გახდეს უბედური შემთხვის ან სხვა კატასტროფის გამომწვევი თქვენთვის. ეს შესაძლებელია. თუ ფესვები უნდა მოვიშოროთ, ეს არ შეიძლება გაკეთდეს და გადაწყდეს ასე. ის უნდა გადმოვიტანოთ გარეთ და დავამუშავოთ. სხვისი განკურნების მცდელობები ძალიან ბავშვურია. ხალხი ვერ იგებს სიცოცხლის სიღრმეებს და არ გამოუცდიათ ის, ისინი მას მხოლოდ ფიზიკურ განზომილებაში ხედავენ. ასე რომ მათ სჯერათ, ფიზიკური ტკივილის შემსუბუქება ამ მომენტისთვის საუკეთესოა, რაც შეუძლიათ გააკეთონ. ეს ასე არ არის.

გასაგებია, რომ როდესაც თქვენთან დაავადება მოდის, თქვენ მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქება გინდათ, მნიშვნელობა არ აქვს როგორ. მაგრამ თუ თქვენ შეიგრძნობთ სიცოცხლეს ცოტა უფრო ღრმად, ვიდრე თქვენს ფიზიკურ სხეულს, თქვენ ნახავთ იმას თუ როგორ გავთავისუფლდებით ამ დაავადებისაგან. დაავადება დაგტოვებთ მაშინ, როდესაც საკმარის ყურადღებას მიუძღვნით საკუთარი ენერგიების რეორგანიზებას. მაგრამ ამისთვის რაღაცის მიღმა უნდა გახვიდეთ. დაუყოვნებლივი მდგომარეობის შემსუბუქება ერთის მხრივ გათავისუფლებს, მაგრამ მეორეს მხრივ გაბამს. არავინ, ვინც გულწრფელად ადგას სულიერების გზას არ შეეცდება მიიღოს ამ გზით კურნება, რადგანაც ესაა დარწმუნებული გზა საკუთარი თავის გასაჭირში ჩაგდებისა.

ასეთი მკურნალობის მეთოდები იმიტომ გახდა პოპულარული ამ პლანეტის მასშტაბით, რომ ზოგმა ადამიანმა სულიერი ძიება შუა გზაზე მიატოვა, მას მერე, რაც გარკვეული ძალა შეიძინა. მათ უნდოთათ, რომ გამოეყენებინათ ეს ძალა და კარგად გაეყიდათ საკუთარი თავი.
იშაში (Isha, სადჰგურუს ფონდი) ჩვენ გასწავლით სადჰანას თავისუფლებისთვის, იმას, რომ გახვიდეთ ყველა თქვენი ლიმიტის მიღმა. ადამიანს შეუძლია ადვილად მოიპოვოს ეს ძალა სადჰანას შესრულებით, მაგრამ ჩვენ ბევრს ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენ არ შეიძინოთ ის. თუ თქვენ ხართ ნებისმიერ მოქმედ სულიერების გზაზე, ვინც გიხელმძღანელებთ, ყოველთვის დარწმუნებული იქნება, რომ არ შეიძენთ ასეთ ძალებს. ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვეულებრივნი, ძალიან ჩვეულებრივნი, ექსტრა-ჩვეულებრივნი (extra-ordinary). ჩვენ არ გვაქვს დაავადება ვიყოთ ძალიან განსაკუთრებულები იმის კეთებით, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ეს არ არის საჭირო. ღმერთის როლის თამაშის დროს, რაღაც დონით გინდათ გააკეთოთ ის, რაც სხვა ადამიანურ ქმნილებებს არ შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს დიდი აურზაურის გამომწვევი. ასეთი რამ უმნიშვნელოა. ინდოეთში, როდესაც მიადგებით ნებისმიერ ტაძარს, ორივე მხარეს იქნება მაღაზიები სხვადასხვა ნივთებით. თუ ძალიან შეპყრობილი გახდებით ამ ნივთებით, ვერასდოს მიაღწევთ ტაძრამდე. ხოლო როდესაც მიხვალთ, ის უკვე დაკეტილი დაგხვდებათ.

მსგავსი სტატიები

რატომ არ უნდა დავიძინოთ მაჰაშივარატრის ღამეს?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე სად...

საკუთარ აზრებთან ბრძოლა


 არ გააიგივოთ აზრები უარყოფითთან, იმიტომ რომ ეს მხოლოდ აზრია...

სადჰგურუ - როგორ ვიკვებოთ სწორად


მთარგმნელი: მარიამ ვარდოსანიძე წყარო თუ ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე „...

სიკვდილი, სული, რეინკარნაცია - ინტერვიუ სადჰგურუსთან


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული კითხვ...

სადჰგურუ - ქორწინების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე მსო...

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი ს...

რატომ ვარ დასტრესილი?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ანა მორჩილაძე არ ინ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff