არცოდნის ძალა

Admin
აზრები სხვადასხვა
0
0

ar2

ავტორი: ანა თოფურიძე

სკოლის სისტემამ შეგვიქმნა ილუზია, რომ "არცოდნა" ეს სირცხვილია, ცუდია, დანაშაულია, დასაცინია და უკადრისი რამეა. როცა გაკვეთილი არ იცი გიწერენ ცუდ ნიშანს და გსაყვედურობენ.. ამის ლოგიკური შედეგია, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანების უმეტესობა მიდრეკილია დაამტკიცოს, რომ"იცის" და მიიღოს მაღალი შეფასება და ქება. ამ"ცოდნას" კი მოყვება უამრავი შეცდომა, კონფლიქტი, თავის მოტყუება და გონების ჩარჩოში მოქცევა. რეალურად ჩვენ შეუძლებელია რამე ვიცოდეთ, თუ დავუფიქრდებით, მხოლოდ თეორიებით და"ცრუცოდნებით" ვცხოვრობთ ცხოვრებას. და რა შეიძლება იცოდე ზუსტად? არც არაფერი ან რაღაც მცირე დოზა იმისა თუ რა არის რეალური და თუ ხარ ადამიანებში, სადაც გეუბნებიან რომ იციან ყველაზე მეტი იცი არასწორ ადამიანებში ხარ. ადამიანის დარწმუნებულობა, რომ რაღაც იცის როგორ უნდა იყოს თითქმის ყოველთვის კონფლიქტში მოდის რეალობასთან. რეალობა კი ენერგეტიკლად იქმნება ჩვენი ქვეცნობიერის ანუ ჩვენი რეალური სურვილების მიხედვით, იმით რასაც გაუცნობიერებლად, მაგრამ ნამდვილად ჩვენ ვირჩევთ. რეალობა არასოდეს ცდება, ყოველთვის ხდება ის რაც კანონზომიერია, მხოლოდ მის წამომწვევ მიზეზებს ვერ ვხედავთ და ესეც მხოლოდ ჩვენივე ასაკმარისი ცოდნისგანაა გამოწვეული. ჩვენ არ ვიცით როგორ იქმნება რეალობა, რა ძალა აქვს ჩვენს ფიქრებს, რა მართავს ქვეცნობიერს და როგორ მართავს ქვეცნობიერი ჩვენს ყოველდღიურობას და ქმნის ცხოვრებას. მრავალი ბოროტება სწორედ ცოდნაში დარწმუნებულობით იწყება. კამათი, სხვის ცხოვრებაში ჩარევის სურვილი, სხვისი შეცვლის სურვილი, საქმის პროცესის წარმათვის, ტექნიკასთან თუ ნებისმიერ საგანთან ურთიერთობისას ეს კატაა, პიანინო, ჩიტი, ანდროიდი, წყალი, ხე თუ ადამიანი მე თუ ობიექტური მისი რეალობა, მისი ინსტრუქცია, მისი ნერვიული სისტემა და მოტივები არ ვიცი გახდება დესტრუქციული.და როცა რაღაც არ გამოდის, როცა რაღაც ფუჭდება ეს ყოველთვის „ცრუ ცოდნების“ დამსახურებაა. შემდეგ კი ადამიანი იმის მაგიერ რომ დაფიქრდეს იქნებ მე შემეშალა, იქნებ მე არ ვიცოდი, იქნებ მე არ გავაკეთე სწორად, იღებს მსხვერპლის პოზას და ადანაშაულებს სხვებს. განა პიანინოს ბრალია თუ საშინელ ხმაურს ქმნით მშვენიერი მუსიკის მაგიერ?
 
     მეორეს მხრივ... 
 
     ცნობიერება, რომელიც"არცოდნის" მდგომარეობას აღიარებს კითხვებს სვამს, შეიმეცნებს, ვითარდება, ახალს იღებს და არ სვამს ჩარჩოებში არც სხვას და არც საკუთარ თავს.. ყოველდღე შეიძლება ახალი შეიმეცნო, გამოსცადო დაწინ კიდევ უსასრულობას ხედავდე. ახალ საგანთან ურთიერთობისას მან იცის რომ „არ იცის“ და ჯერ შეისწავლის სანამ მოქმედებაზე გადავა. "მე ვიცი რა არის სწორი" ძალიან საშიში პოზიციაა, ადამიანები კამათობენ არა ჭეშმარიტებისთვის, არამედ იმის დასამტკიცებლად, რომ სწორად იციან.. და ამის საწყისი ისევ და ისევ ბავშვობაში მიღებული ტრავმული გამოცდილება და სწავლის არასწორი სისტემაა. არცოდნის აღიარება ბევრს რცხვენია, რაც მეტი ასაკისაა, მით მეტად რცხვენია და თუნდაც ცრუ ცოდნას შეთხზავს, მხოლოდ კი არ შერცხვეს... აზრის გამოთქმის საჭიროება, ტაშის მიღება, ავტორიტეტის შექმნა და კიდევ უამრავი მიზეზია, რის გამოც "ვიცი" გვაკერია პირზე.. თუმცა"არ ვიცი" ბევრად ძლიერი, გამანთავისუფლებელი, სასარგებლო და განმავითარებელი პოზიციაა. როცა აღიარებ, რომ არ იცი იწყებ რეალურ სწავლას და განვითარებას.

ყველამ გაიხსენეთ, როგორ არ იცოდით პირველად გაკვეთილი და მასწავლებელმა როგორ გისაყვედურათ, დაბრუნდით იმ პატარა მესთან, თვალებში ჩახედეთ და გაუცინეთ და უთხარით, რომ როცა "არ იცი ყველაზე მაგარი რამეა, რაც შეიძლება იცოდე.. "
 
    არის დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც არ ცოდნის აღიარებას მოყვება, ესაა კონტროლის დაკაგვის შიში, რომ რაღაც ისე იქნება როგორც გვინდა და შესაბამისად ცუდად იქნება. ამ მდგოამრეობსი ადამიანებს ეშინიათ, თუმცა ზუსტად მისგან განტავისუფლება გაგვზრდის რეალურად, მიიღო არ ცოდნა და ისწავლო მასში მხიარულად ცხოვრება. რათქმაუნდა ერთ დღეში ეს შეუძლებელია მოახერხო, მაგრამ ორ სავარჯიშოს გაგიზიარებთ რომლებმაც ჩემი ცხოვრება გააბედნიერა.

ar1
 
1.     აიღეთ რვეული და დააწერეთ „მე ვიცი არაფერი“  და ყოველ დღე, როცა რაღაც ახალს გაიგებთ დაწერეთ იმ რვეულში
„მე ვიცი არაფერი, დღეს გავიგე რომ...“
„მე მეორედ ვიცი არაფერი, დღეს კიდევ გავიგე..“
        ეს პრაქტიკა ორი კვირა რომ გააგრძელოთ, თავიდან თქვენივე ფიქრები დაგცინებენ ან რომელიმე სახით წინააღმდეგობას ეცდებიან, მაგრამ მიყევით, იგრძნით და მიიღეთ, რომ თქვენ „არ იცით..“  და მალე ბევრად მეტ სიმშვიდეს მოიპოვებთ.
 
 
2.     ყოველდღიურობაში გვაქვს შეხება უამრავი განსხვავებული პროფესიის ადამიანთან, ჩემი პრაქტიკა ასეთია, როდესაც შეხვდებით ხელოსანს, ექიმს, დიზაინერს, სპორტსმენს, იურისტს, პროგრამისტს, მოდელს, ვიზაჟისტს, მსახიობს, ჟურნალისტს, კონსულტანტს თუ მეფუტკრეს. გააცნობეირეთ, რომ იმ ადამიანმა თავის პროფესიაში ბევრად მეტი იცის და შეგიძლიათ მისგან ისწავლოთ, მხოლოდ თქვენ უნდა მოექცეთ სრული „არ მცოდნის“ მდგოამრეობაში. დააფასეთ იმ ადამიანის უნიკალური განვლილი გზა, რომ რაც იცის ისწავლა და აღფრთოვანდით. თქვენ იმ გზაზე ნაბიჯიც არ დაგიდგამთ. მე არ ვიცი როგორ უნდა დაამონტაჟო წყლის გამაცხელებელი და ეს მშვენიერია, არსებობს ადამიანი ვინც თქვენზე უკეთ იცის და ამას აკეთებს. აღიარება იმის რომ რაღაც არ იცი, იცის სხვამ და შენ მას ენდობი არის მშვენიერი გრძნობა. რაც მეტჯერ გამოცდით ამას, აღიაროთ თქვენი უცოდინარობა და დააფასოთ სხვა, ცხოვრება მეტად ლამაზი გახდება.
 
არჩევანია ყოველთვის ადამიანზეა. შეიძლება აირჩიოს „მე ვიცი“ მდგოამრეობა და თავის, ისევე როგორც გარშემომყოფების ცხოვრება ჯოჯოხეთი გახადოს, ხოლო შეიძლება აირჩიოს..“არ ვიცი, როგორ ვისწავლო ახალი..“ განწყობა და დატბეს ყოველდღიურად სიმშვიდით, სიმსუბუქით, ხალისით და მრავალი საოცრებით რასაც მას სამყარო შესთავაზებს.
 
 
 
 

მსგავსი სტატიები

არის თუ არა გადაჭარბებული კვება და მოწევა საჭირო ბედნიერების მიუღებლობის კომპენსაცია?


ავტორი: ლევან ჩახაია ცოტახნის წინ ძალიან საინტერესო აღმოჩენა გავაკ...

"ეგოს კაპრიზები"


"ეგოს კაპრიზები". მშობლის სურვილთა ტელეპათიური გზით გადასვლა შვილ...

სისტემა


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული სისტემა – ესაა ...

შეიმეცნეთ შემეცნების მექანიზმი


ავტორი: იოანე შენგელია   - ლუკა, მოცემულია ორი წილადი: 1/3 დ...

გველეშაპის წიაღი


ავტორი: მიხაილ ედიშერაშვილი მატერია შეიძლება დროის პროდუქცია არ იყ...

კარმული ეგრეგორები


  ავტორი: იოანე შენგელია მეგობრებო, წინამდებარე ტექსტი წარ...

ღმერთის შეცდომებიც მოსულა


ავტორი: მათე მაყაშვილი შეუცდომელი მხოლოდ ღმერთიაო, ხშირად მომისმ...

კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა


ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff