შვიდი საფეხური სუფიზმში

Admin
სხვადასხვა
0
0

ჩვენ წინ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა გადაჭიმულიყო თავისი შვიდი მაქამატით [საფეხური], რომელიც ...

sufi111

ჩვენ წინ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა გადაჭიმულიყო თავისი შვიდი მაქამატით [საფეხური], რომელიც თვითოეული ადამიანის ნაფსმა ერთარსად ქცევის მიზნით უნდა გაიაროს. პირველ მაქამატს გარყვნილი ნაფსი ეწოდება. ეს არის ყველაზე მარტივი და ყველაზე ჩვეულებრივი მდგომარეობა, როცა სული ამსოფლიური ვნებების ტყვეობაშია მოქცეული. მოკვდავთა უმრავლესობა სწორედ ამ საფეხურზეა დარჩენილი და ადგილიდან ვეღარ იძვრის. ასეთებს ლამის სული ამოხდეთ საკუთარი "მე"-ს მონურ სამსახურში, მაგრამ თავსდატეხილი დაუსრულებელი უბედურებებისთვის პასუხს ყოველთვის სხვას სთხოვენ.

როცა ადამიანი ხვდება, რაოდენ დამცრობილია მისი მე ამ საფეხურზე ყოფნისას, იგი იწყებს თავის თავზე მუშაობას და შედეგად შესაძლოა, სულიერების მორიგ საფეხურს მიაღწიოს, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით პირველის საწინააღმდეგოა. ამიერიდან სხვების დანაშაულის მაძიებელი საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებს და საკუთარი თავის არარად ქცევამდეც კი მიდის. შედეგად ვიღებთ ბრალმდებელ ნაფსს. აი, აქედან იწყება სვლა შინაგანი თვითგანწმენდისკენ.

მესამე მაქამატში ადამიანი სულიერად გაცილებით მომწოფებულია. მისი ეგო უკვე საკმოდ დახვეწილია და ეგრეთ წოდებულ შთაგონებულ ნაფსად არის ქცეული. მხოლოდ და მხოლოდ ამ მდგომარეობაში - და არამც და არამც სხვა დროს - შეუძლია მაძიებელს, ბოლომდე ჩასწვდეს სიტყვა "დათმობის" მნიშვნელობას და ცოდნის ველში შეაბიჯოს. თუ იქამდე მიაღწიე, აუცილებლად შეიძენ და გამოავლენ კიდეც შემდეგ თვისებებს: მოთმინებს, შეუპოვრობას, სიბრძნესა და თვინიერებას. ასეთი ადამიანი ახლებურად და სისხლსავსედ შეიგრძნობს სამყაროს. იგი მისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. თუმცა ამ საფეხურს მიღწეული ბევრი ადამიანისათვის დამახასიათებელია ერთი რამ: მათ აღარ სურთ გზის გაგრძელება და მზად არიან, სამუდამოდ დარჩნენ იქ, სადაც არიან. ამიტომ არის, რომ რც არ უნდა მშვენირი და მადლიანი იყოს ეს მესამე ეტაპი, იგი არსებითად ხაფანგია მათთვის, ვინც უფრო მაღალ მიზანს ისახავს.

ადამიანი, რომელიც უფრო შორს წასვლას მოახერხებს და ცოდნის ველს თავს დააღწევს, მშვიდი ნაფსის პატრონი ხდება. ამიერიდან ეს ადამიანი აღარ არის, რაც იყო. ის ცნობიერების უმაღლეს საფეხურს აღწევს. სულგრძელობა, მადლიერება, მუდმივი კმაყოფილება, მიუხედავად სიძნელეებისა - აი, მისი მთავარი თვისებები.

ამის შემდეგ უკვე ერთიანობის ველი იწყება. ამ სიბრტყეშ მყოფი ადამიანი ყველაფრით ნასიამოვნებია, რასაც ღმერთი უგზავნის. მას მიწიერი აღარაფერი აინტერესებს, რადგან ეგრეთ წოდებულ ნეტარ ნაფსს მიაღწია... შემდეგი საფეხური არის მოამაგე ნაფსი, როცა ადამიანი კცობრიობისთვის მანათობელ ლამპრად ქცეულა და თავის ენერგიას უშურველად უნაწილებს ყველა მსურველს; მოძღვრავს დ ანათლებს მათ, როგორც ნამდვილი მასწავლებელი.

ასეთ ადამიანს ზოგჯერ ავადმყოფის განკურნების უნარიც ეძლევა. სადაც უნდა წავიდეს იგი, სხვა ადამიანების ცხოვრებას აუცილებლად შეცვლის. რასაც უნდა აკეთებდეს, ან მიელტვოდეს, მისი მთავარი მიზანია, სხვების მსახურების გზით ემსახუროს უფალს.

დასასრულ, არსებობს მეშვიდე საფეხური, სადაც ადამიანი განწმენდილ ნაფსს აღწევს და ხდება ინსან-ალ-ქამილი, ანუ სრულყოფილი მოკვდავი. თუმცა ამ საფეხურის შესახებ ბევრმა არაფერი იცის და რომც იცოდეს, დუმილს არჩევს.

ჭეშმარიტების ბილიკზე შემდგარი ადამიანის მიერ გასავლელ ამ საფეხურებზე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება ადვილია, მაგრამ ამ სულიერი მსვლელობის საკუთარ თავზე გამოცდა ძნელი რამ არის. გარდა იმისა, რომ მთელი ამ გზის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება გვხვდება, მუდმივი წინსვლაც საეჭვო ხდება. ეს გზა არ არის სწორხაზოვანი. ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ წინა საფეხურებზე წაიფორხილებ და იქიდან ფეხს ვეღარ მოიცვლი. ზოგჯერ უმაღლესი საფეხურიდანაც კი შეიძლება პირველზე დაენარცხო. მთელი ეს გზა მახეებით არის მოფენილი, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საბოლოო საფეხურებისათვის ყოველ საუკუნეში მხოლოდ ერთეულებს თუ მიუღწევიათ.

ელიფ შაფაქის წიგნიდან - "სიყვარულის ორმოცი წესი" (ინგლისურიდან თარგმნა ია ქვაჩახიამ)

მსგავსი სტატიები

ჩვენი მტაცებლები (კარლოს კასტანედას მიხედვით)


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფ...

დანაშაულის გრძნობა


დანაშაულის გრძნობა (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინ...

მზის შვილები


ავტორი: ანა თოფურიძე იყო და არა, იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შამანი, და ვინ მოუტანა მას წარმატება?


ავტორი: მამუკა გურული სამწუხაროდ სხვანაირად ვერ მივიქციე ბევრი თ...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (3)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

ოშო - ეგოს და გონების შესახებ


მონაკვეთი წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად...

ფინანსური სისტემა


ავტორი: მანგალა წყარო ორიოდე სიტყვით სისტემის ერთ ერთ უმთავრეს ...

პალმისტრი - შესავალი გაკვეთილი


1. ხელის არჩევა ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ. - ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff