30 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ

Admin
სხვადასხვა
0
0

მთარგმნელი: ლიკა ფაჩულია წყარო იაპონია - ყველანაირი გადაზედმეტების გარეშე უნიკალური ქვეყანაა....

j1

მთარგმნელი: ლიკა ფაჩულია

წყარო

იაპონია - ყველანაირი გადაზედმეტების გარეშე უნიკალური ქვეყანაა. ნანოტექნოლოგიებისა და ტრანიციების შერწყმა განუმეორებელია მასში, ზოგიერთი წეს-ჩვეულება კანონებთანაც კია გაიგივებული. გადავწყვიტეთ შეგვეგროებინა 30 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ და თქვენთვის გაგვეზიარებინა.

1. იაპონელები აფასებენ ადამიანებს, რომელთაც თუნდაც ორიოდე წინადადების იაპონურად წარმოთქმა შეუძლიათ. მათი შეხედულების თანახმად იაპონური საკმაოდ რთულად ასათვისებელი ენაა.

2. ყველაზე შეურაცმყოფელ სიტყვებად ,,სულელი’’ და ,,იდიოტი’’ მიიჩნევა.

3. იაპონურად ,,სულელი’’ გამოითქმის როგორც ,,ბაკა’’ (რაც სიტყვა სიტყვით სულელ ადამიანს ნიშნავს). ხოლო უცხოელი გამოითქმის როგორც ,,გაიჯინი’’. იაპონურად ამერიკელი წარმოითქმება როგორც ,,ბაკა-გაიჯინი’’.

4. იაპონელები მუდმივად საუბრობენ საჭმელზე, ხოლო როდესაც მიირთმევენ, მაშინ განიხილავენ როგორ მოსწონთ გამასპინძლება. ვახშმისას თუ რამდენიმეჯერ არ წარმოთქვით ,, oishii’’ ( რაც ნიშნავს უგემრიელეს) - უზრდელობად მიიჩნევა.

5. იაპონიაში მიირთმევენ დელფინებს. მათგან ამზადებენ სუპს, ასევე ამზადებენ კუსაკის (რომელიც იაპონური მწვადია), დელფინს უმსაც კი მიირთმევენ. დელფინს საკმაოდ გემრიელი ხორცი აქვს, მკვეთრად გამოხატული გემოთი, რომელიც საერთოდ არ ჰგავს თევზის გემოს.

6. ალბათ სწორი კვებით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი რომ იაპონიაში იშვიათად ნახავთ იაპონელს ჭარბი წონით.

7. იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე ნელი მაკდონალდსია.

8. იაპონიაში სასტიკად მიუღებელია ,,ფეხის ქირა’’. ითვლება რომ თუ კლიენტი იხდის დადებულ ფასს, მანამდე იგი გამყიდველთან გასწორებულია.

9. იაპონიაში ძალიან პატიოსანი ხალხია. მაგალითისთვის თუ თქვენ მეტროში დაგეკარგათ საფულე, 90% ალბათობით მას დაკარგული ნაპოვნი ნივთების განყოფილებაში ჩააბარებენ.

j2

10. მიწისძვრის დროს არ ხდება ყაჩაღობები. ამის მიზეზი 9 პუნქტშია განხილული.

11. იაპონელი პოლიციელები ყველაზე პატიოსნები არიან. ისინი არასოდეს იღებენ ქრთამს. მხოლოდ შეიძლება მოილაპარაკო მცირედი დარღვევის დროს.

12. თუ რაღაც სერიოზულის გამო დაგიჭირეს, აქვთ უფლება 30 დღე დაგაპატიმრონ და თან ადვოკატის გარეშე.

13. ტოკიო ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. ის იმდენად უსაფრთხოა რომ ექვსი წლის ბავშვებიც კი დამოუკიდებლად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

14. იაპონელებს სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ პორნოგრაფიის მიმართ. ადრე თითქმის ყოველ სასტუმროში აჩვენებდნენ არხს - ,,მარწვი’’’.

15. ყოველი მაღაზიის დახლზე პრესასთან ერთად აუცილებლად დევს ჯოხი ჰონტაით. წიგნების დიდ მაღაზიაში პორნოგრაფიას რამდენიმე სართულს უთმობენ.

16. იაპონიაში თანხმობის ასაკი 13 წელია. ეს ნიშნავს, რომ ამ ასაკიდან ნებაყოფლობითი სექსი არ ითვლება ძალადობად.

17. ტოკიოს სინჯუკუ-ნი-ჩემეს რაიონში, მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის გეი-ბარებია.

18. იაპონელი და ალკოჰოლი - სუსტად შეთავსებადია. უმეტესობა მათაგანი ძლიერი სასმელის ერთი ჭიქის მერე იწყებენ გაწითლებას. მაგრამ არის გამონაკლისებიც, როდესაც ნებისმიერ უკრაინელს აჯობებენ.

19. იაპონელები ძალიან მორცხვები არიან და ხშირ შემთხვევაში არ არ შეუძლიათ საკუთარი ემოციების გამოხატვა. ბევრისთვის საგმირო საქმეს უტოლდება ,,მე შენ მიყვარხარს’’ თქმა.

j3

20. ქორწილების მესამედი ძირითადად მშობლების გარიგების შედეგია.

21. იაპონურ ოჯახებში ნორმალურად მიიჩნევა როდესაც და ძმას არ აქვთ ურთიერთობა და ერთმანეთის ტელეფონის ნომერიც კი არ იციან.

22. იაპონელი ხალხი სისუფთავის მოყვარულია. მაგრამ ოჯახში რამდენი ადამიანიც არ უნდა ცხოვრობდეს, აბაზანას ყველა იღებს ისე რომ წყალს არც კი ცვლიან, თუმცა აბაზანის მიღებამდე აუცილებლად იღებენ შხაპს.

23. იაპონელები ფაქტიურად არასოდეს არ პატიჟებენ სტუმრებს სახლში. მოსაწვევი ,,შემოგვიარეთ’’ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ზრდილობის ფორმაა.

24. იაპონელები - უზომოდ შრომისმოყვარე ხალხია. დღის განმავლობაში 15-18 საათი შესვენების გარეშე შეუძლიათ მუშაობა.

25. სამსახუში დროზე მისვლა იაპონიაში ცუდ ფორმად ითვლება. ისინი მიიჩნევენ რომ სამსახურში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე მაინც უნდა მიხვიდეთ.

26. იაპონურში არის სიტყვა ,,კაროში’’, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც გადაღლილობისგან სიკვდილი. მსგავსი დიაგნოზით წელიწადში ათი ათასი ადამიანი კვდება.

27. იაპონიაში საკმაოდ დაბალი პენსიებია. მაქსიმალური სოციალური გადასახადი მოხუცებისთვის დაახლოებით 300 დოლარია. მიიჩნევა რომ ყოველმა ადამიანმა საკუთარი მოხუცობულება თვითონ უნდა მოიწყოს.

28. იაპონიის ჩრდილოეთ ქალქებში ყველა ტროტუარში გათბობაა დამონტაჟებულია, ამიტომ იქ არასოდესაა მოყინული.

29. იაპონიის ქუჩებში შეგიძლიათ ნახოთ ვაზები, რომლებშიც ქოლგებია მოთავსებული. ისინი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის უსასყიდლოდ. წვიმის დროს ნებისმიერ ადამინას შეუძლია ისარგებლოს ქოლგითა და შემდეგ უახლოეს ვაზაში დააბრუნოს.

30. იაპონიის ქუჩებში ვერ ნახავთ ნაგვის ყუთებს. მთელი ნაგავი იაპონელებს სახლში მიაქვთ და დღის ბოლოს 4 კლასად ყოფენ: შუშა, დაწვადი, გადამუშავებადი და არა-დაწვადი ნაგავი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ოშო - მღვდლების შესახებ


  ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები; სულის მაფია" მთ...

ცეცხლზე სიარული ტაჰიტიზე


მონაკვეთი წიგნიდან - "Tahiti Days" მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წ...

აღმოაჩინე შვიდი


ავტორი: ანა თოფურიძე ყოველი დღე ახალი რეალობაა და შანსი რაღაც ახ...

ემოციების ბუნება


 თუ სიტყვას «emotion» (ემოცია) ორ შემადგენელ ნაწილად დაყოფთ ...

გველისმჭამელი მინდიას მისტერია


ფენტეზის ჟანრის ერთი ფილმიდან ხშირად მახსენდება ჩემთვის ძვირფასი სი...

პალმისტრი - გულის ხაზის ინტერპრეტაცია


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ამ ხაზის წაკითხვა ორივე მიმართულე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff