ავტორი: ანა თოფურიძე
ყოველი დღე ახალი რეალობაა და შანსი რაღაც ახალი ვნახოთ და გამოვცადოთ. მართალია ფიზიკური გადაადგილება და მოგზაურობა შეზღუდული გვაქვს, მაგრამ გონებას უსაზღვრო გზები აქვს გახსნილი, რითაც მაქსიმალურად ვსარგებლობ მედიტაციებით შინაგანი სამყაროს უკეთ გასაცნობად, ინტერნეტში მოგზაურობებით კი გარე სამყაროს.. ძალიან ბევრ საინტერესო და კარგ ადამიანებს აღმოვაჩენხოლმე, რაც ემოციური გადატვირთვის და ცნობეირების გაფართოვებისთვის რამდენიმესაათიან მუხტს მაძლევს, შემდეგ კი ამ მუხტს ჩემს თავში ვანაწილებ ცხოვრების სხვადასხვა მხარეები როგორ განვავითარო პოზიტიურად. ამ პერიოდში ბევრი კარგი რამ აღმოვაჩინე, რაც ვფიქრობ დადებითად იმოქმედებს ადამიანებზე და გაგიზიარებთ.
შვიდი Youtube არხი
1. ინანა სარქისი. ინანა ჯერ-ჯერობით ჩემი ფავორიტია, ის მოკლემტრაჟიან ფილმებს იღებს და ძლიერ მესიჯებს უგზავნებს ქალებს პიროვნულ სიძლიერეზე, ურთიერთობებზე, მეგობრობაზე და ბევრ იმ პრობლემაზე რაც თანამედროვე ცხოვრებას თან ახლავს.. თავდაა რეჟისორიც, მსახიობიც, მომღერალი და ჩემს გულში საპატიო ადგილი დაიკივა თავის შემოქმედებით.
2. ისტებრაკი. ისტებრაკი ხატვის მასწავლებელია და აკეთებს ძალიან კარგი ფორმატის ვიდეოს, ის დამწყები მხატვრების ნახატებს ონლაინ რეჟიმში ასწორებს, მხატვრული შენიშვნებით, ფერების და ფორმების შეცვლით ბევრად მაღალ დონეზე აყავს ნამუშევარი. ამას უყურებ და თან სწავლობ და ბევრს იცინი, რადგან ხშირად ბილწსიტყვაობს და შემდეგ ბოდიშს იხდის, მაგრამ ორ წუთში ისევ იგივე იმეორებს და მის ვიდეოს სახალისო ელფერს აძლევს. ასევე უამარავ იდეას გასწვდით, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი შემოქმედება.
3. გავლენის სკოლა. ეს არხი ძალიან დახვეწილ და ელეგანტური გარეგნობის ქალბატონს ეკუთვნის, ის ასწავლის გოგონებს როგორ უნდა ჩაიცვან, მოიქცნენ, ისაუბრონ, იცხოვრონ და გადადგან სხვადსხვა ნაბიჯები ოჯახში თუ სახლს გარე ცხოვრებაში, რომ მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლებად გარდაიქმნენ, ასე ვთქვათ თავის თავში ლედი აღმოაჩინონ. ზოგი შეიძლება მისმა მანერულობამ გააღიზიანოს, მაგრამ თუ სხვა კუთხიდან შეხედავ, ძალიან ბევრ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს და სასიამოვნო გამოცდილი მეგობარია.
4. სატია დასი. სატია ძალიან საინტერესო ადამიანად მიმაჩნია, რადგან ისეთი ცხოვრება გაიარა, როგორიც ადამიანს ბევრ რამეს ბევრ მხრივ ასწავლისხოლმე. ის იყო სამხედრო, შემდეგ ღამის კლუბში ზედამხედველი. შემდეგ მის ცხოვრებაში რაღაცეები შეიცვალა და ფილოსოფიამ და რელიგიამ გაიატაცა. ის ვაიშნავიდი გახდა, შეისწავლა ბჰაგავატგიტა და ვედური კულტურა, ცხოვრობდა აშრამში. შემდეგ კულინარიის ნიჭიც აღმოაჩნდა და კულინარიას ასწავლიდა, იყო ფსიქოლოგიც და პირადად იღებდა კლიენტებს, თუმცა საბოლოოდ თავის თავი საჯარო ლექციების კითხვაში იპოვა ოჯახის ფსიქოლოგიაზე. ის კითხულობს ლექციებს როგორც ქალების ისე მამაკცებისთვის, საუბრობს ქალის და კაცის ფსიქოლოგიაზე, იმ გაუგებრობებზე რაც ერთმანეთის შესახებ არ ვიცით და რასაც ხშირად კომფლიქტი მოსდევს, საუბრობს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე, თავის გამოცდილებებზე, სხვადასხვა შეცდომებზე რასაც ვუშვებთ და ცოცხალ მაგალითებზე იუმორით გვასწავლის როგორ დავაბალასოთ ურთიერთობები და ვიყოთ ბედნიერები.
5. ქალური საუბრები ალექსანდრასთან. ალექსანდრა ქმნის ულამაზეს ვიდეოებს ქალურ საკითხებზე, ქალის ენერგეტიკაზე, ჰიგიენაზე, თმის, კანის, სხეულის, ფრჩხილების და სტილის მოვლაზე. ფერებზე, განათებაზე, მატერიებზე და ა.შ.. მას ეს ყველაფერი ხელოვნების და მეცნიერების დონეზე ყავს აყვანილი და საოცრად გადამდები ძალა აქვს. მასში განსაკუთრებული ის ესთეტიკაა რაც ვიდეოებს აქვთ, არ აქვს მნიშვნელობა კაცი ხარ თუ ქალი, მისი საუბრის მოსმენა, ხმა, კადრები, მონტაჟი, დამამშვიდებელი და მედიტაციურია. უამრავ პრაქტიკულ და ძალიან კარგ რჩევას აძლევს ქალებს, მაგრამ ეჭვი მაქვს მამაკაცებისთვისაც არ უნდა იყოს უინტერესო და უსიამოვნო ამ გოგონას ყურება.
6. ლილი სინკჰი. ჩემი აზრით ლილის ყველა უნდა იცნობდეს, უფრო სწორად მის შექმნილ მშობლების პაროდიებს. მას ყავს შექმნილი დედის და მამის პაროდიები, პარამჯეტი და მარჯეტი. ისინი ტრადიციული ინდოელი მშობლები არიან, რომელთაც არ ესმით თანამედროვე ცხოვრება და მუდამ აკრიტიკებენ ლილის. თქვენ აუცილებლად აუცილებლად აღმოაჩენთ მათში თქვენს მშობლებს თუ ბებია და ბაბუას და ძალიან ბევრს იცინებთ. ისინი იმდენად სასაცილოები არია ჯიმი ფელონმაც კი მიიწვია შოუში.
7. სულიერი ამაღლება ჯონ მატლერთან ერთად. ეს კაცი კი ყველაზე სათნო და კეთილი ვინმეა ვინც ინტერნეტში აღმომიჩენია. მისი სიკეთე სახის ნაოჭებზეა აღბეჭდილი და სულიერი სიმშვიდე მოსმენისასაც იგრძნობა. ის საუბარობს ღმერთზე, ბუნებაზე, ცხოვრებაზე, სულზე, არსებობაზე და არარსებობაზე. მის ვიდეოებს არ აქვთ არანაირი მონტაჟი, არანაირი ფილტრი ან ზედმეტი შეფუთვა, უბრალოდ ზის და მხოლოდ იმიტომ საუბრობს ვიდეოში, რომ სთხოვეს, ვფიქრობ თავად ეს სჭირდება იმდენად ჩაძირულია სულიერ სიღრმეებში და ბუნებასთან ურთიერთობაში აქვს ყველაფერი ნაპოვნი. ვისურვებდი ამ კაცს ბევრი უსმენდეს.
შვიდი სერიალი
1. Fringe. ზებუნებრივი, მეცნიერება, ბიოენერგეტიკა, ექსპერიმენტები, ადამიანების შესაძლებლობები, პარალელური სამყაროები, მომავალში მოგზაურობა და მსგავსი თემები თუ გაინტერესებთ, ეს სერიალი ყოველი ახალი სერიით და სეზონით ახალ გამოცდილებას გაჩუქებთ, მეოთხე სეზონი პიკია, როცა კაცობრიობას სარკეში უყურებ და ხედავ საით შეიძლება წავიდეთ და რა მოხდეს.. იხსნება ძალიან ბევრი საიდუმლო რაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
2. Anne with an E. მოგზაურობა პატარა ობოლი გოგონას ცხოვრებაში, რომელიც უსაზღვროო ფანტაზიით, ბუნების და სამყაროს სიყვარულით, ჯიუტი და მეამბოხე, ამავე დროს კეთილი ხასიათით თქვენს გულს დაიპყრობს.. სერიალი გადაღებულია ძველი ეპოქის ფერებში, სავსეა უამრავი ლადშაფტის და ბუნების კადრებით, რაც ახლა სახლში გამოკეტილებს ძალიან გვაკლია.
3. Doctor Who. სერიალი რომელიც ყოველ სერიაში გამოგზაურებთ სხვადასხვა პლანეტებზე, დედამიწის წარშულში და მომავალში, შეგახვდრებთ ჩერჩილს, აგატა კრისტის, ვან გოგოს და ბევრ ისტორიულ საინტერესო პირპვნებას. დროში მოგზაური თავგადასავლების მოყვარული „ექიმი“ ნამდვილად არ მოგაწყენთ და თვალსაწიერს გაგიფართოვებთ.
4. Being Erica. რას იზამთ მოულოდნელად ჯადოქარი რომ შეგხვდეთ, რომელიც თქვენს ბავშობაში და ყველა დღეში დაგაბრუნებთ რომელიც გულში სინანულად ჩაგრჩათ? ეს სერიალი თერაპიაა, მთავარი გმირის ბრუნდება ბავშობაში, სტუდენტობაში და ცხოვრების ყველა მძიმე დღეში და ცდილობს შეცვალოს მოვლენები და შეიცნოს თავი.. ადამიანებს, ვისაც წარსულის უკეთ გარკვევა უნდათ ეს ძალიან დაეხმარებათ.
5. Love, Death, Robots. ეს სერიალი იმდენად გენიალურია, არც ვიცი როგორ აღვწერო.. უბრალოდ ერთხელ უნდა გქონდეთ ნანახი კაცობრიობის საუკეთესო ნამუშევარი ანიმაციების ისტორიაში.
6. Tiflisi. „ტიფლისი“2014 წელს გადაღებული ქართული სერიალია, საკმაოდ მაღალი ხარისხით, ძლიერი ემოციებით და ძალიან კარგი პერსონაჟებით. ისტორია ბატონ-ყმობის შემდეგ გამფებულ უსამართლობაზე და ადამიანებზე ვინც ამ სისტემას ებძოდნენ.. თუ არ გინახავთ, ნუ დაიკლებთ ამ სიამოვნებას.
7. Aoi Bungaku. იაპონური ლიტერატურიდან ცნობილი ნაწარმოებების ანიმაციური თხრობა. საოცარი მხატვრობით და ღრმა ფსიქოლოგიური თემებით. აქ შეხვდებით რიუნოსკე აკუტაგავას ორ ნაწარმოებს, შეხვდებით დემონებს, ძალადობას, სიყვარულს, ილუზიებს, მონუსხვას, ეგოიზმს, შეხვდებით თავგანწირვას, შეხვდებით მხატვრებს და დაინახავთ როგორი სილამაზით და სიბრჭყვიალით შეიძლება იყოს შენიღბული ბოროტება. შეხვდებით მონსტრებს, რომლებიც წესიერი ადამიანის ნიღბებს ატარებენ.
შვიდი ხელოვანი
ესენია ადამიანები, ვისგანაც ყოველდღიურად თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ვიღებ ახალ ისპირაციას, მუსიკოსი, ორი მხატვარი, დიზანერი და ქართველი მოგზაური გოგონა. ყოველი მათგანი თავის უნიკალურ გამოცდილებას გვიზიარებს ხელოვნების სახით. ტომასი გერმანელი მხატავრია, ის მუდამ ბუნებაში დადის და ხატავს ტყეებს და ლანდშაფტებს, მისი ნახატი ხეები თითქოს ცოცხალია და სუნთქავენ. კევინი ელექტრონულ მუსიკას და ცოცხალ ორკესტრს აერთიანებს და ახლებურ მუსიკას ქმნის, ძალიან გახსნილი და მეგობრულია, ახალი კომპოზიციის შექმნის პროცესესს ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში, მახსოვს ძალიან ლამაზი იყო ელექტრონული მუსიკის და ოპერის მომღერლის დუეტი.. ისმაილს თავის პოსტაპოკალიფტური ხასიათის სამყარო აქვს შექმნილი, მის ნახატებში ყველა ფერია, დეტალური არქიტექტურა, ცაზე მუდამ საინტერესო ღრუბლები, პერსონაჟები კი თავგადასავლების ძიებაში. იონა შვედი ფოტოგრაფი და არტისტია, ის ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობს ბუნებაში და ა.შ..
1. Woracls
2. Ismail Inceoglu
3. Elie Saab
4. Indig0
5. Jonna Jinton
6. Fefe_ge
7. Tomas_Honz
შემიძლია სია გავაგრძელო და კიდევ უამრავი ადამიანი ჩამოგითვალოთ ვინც ინსპირაციას მაძლევს, თუმცა ჯერ ეს იყოს. სამყარო მრავალფეროვანი და საოცარია, შეუძლებელია მოიწყინო ამ სამყაროში თუ გონებაგახსნილი უყურებ ცხოვრებას.. მთავარია თავს უფლება მისცე „საზღვრებს“ მიღმა გაიხედო და ახალი პერსპექტივები დაინახო. იმედი მაქვს ეს სტატია ამაში ხელს შეგიწყობთ.